დამ­რ­ტყ­მე­ლე­ბი
04 აპრილი, 2014
1974
print

რა­ტომ­ღაც, ძა­ლი­ან არ მიყ­ვარს და არც მეს­მის ჩვენ­ში ასე­თი გავ­რ­ცე­ლე­ბუ­ლი გა­მოთ­ქ­მა - "ქუ­ჩის სკო­ლა. ქუ­ჩის აკა­დე­მია." რა სკო­ლა, რის აკა­დე­მია?! რა­ღაც გა­უ­გე­ბა­რი, მგლე­ბის, თავ­დას­ხ­მი­სა და თავ­დაც­ვის, სხვი­სი და­ჩაგ­ვ­რი­სა და თვით­გა­დარ­ჩე­ნის… ყოვ­ლად უვარ­გი­სი, მავ­ნე სას­წავ­ლე­ბე­ლი! თუმ­ცა, უნ­და ვა­ღი­ა­როთ, რომ ამ "აკა­დე­მი­ას" თა­ვი­სი მკაც­რი კა­ნო­ნე­ბიც აქვს, რო­მელ­თა დაც­ვა-პა­ტი­ვის­ცე­მა ყვე­ლა თავ­მოყ­ვა­რე ქუ­ჩის ბი­ჭის სა­სი­ცოცხ­ლო ვა­ლია. ხო­და იცა­ვენ ქარ­თ­ვე­ლი, თბი­ლი­სე­ლი "კაი ბი­ჭე­ბი" ამ წე­სებს, იცა­ვენ და მა­ინც ვერ იცა­ვენ. გა­ივ­სო თბი­ლი­სი ბო…

თბი­ლის­ში, შუ­ა­გულ ვა­კე­ში და­ვი­ბა­დე, გა­ვი­ზარ­დე, ვა­კის ერთ-ერ­თი ყვე­ლა­ზე ცნო­ბი­ლი, ხმა­უ­რი­ა­ნი, ბევ­რი "კაი ბი­ჭის" აღ­მ­ზ­რ­დე­ლი სკო­ლა და­ვამ­თავ­რე. ჩე­მი სახ­ლის ეზო­ში, უბ­ნის ერთ-ერ­თი ყვე­ლა­ზე დი­დი ბირ­ჟა იყო, იქა­ურ "ბირ­ჟა­ვი­კებს" კი მთე­ლი უბა­ნი "ეზო­ე­ლე­ბად" იც­ნობ­და და ერი­დე­ბო­და კი­დეც. ახ­ლა ვე­რა­ზე ვცხოვ­რობ… ცხოვ­რე­ბის მან­ძილ­ზე რამ­დე­ნი მა­სობ­რი­ვი, ან ერ­თი-ერ­თ­ზე, ბო­ლომ­დე გა­მე­ტე­ბუ­ლი ან "პა­კა­ზუ­ხა­ზე" ჩხუ­ბი, სა­სიკ­ვ­დი­ლოდ ნა­ცე­მი და და­სის­ხ­ლი­ა­ნე­ბულ-და­ლი­ლა­ვე­ბუ­ლი მი­ნა­ხავს. კი­კე­თის კი­ნოს­თან, თით­ქ­მის ყო­ვე­ლი სე­ან­სის მე­რე, ღა­მის სიბ­ნე­ლე­ში, იქ­ვე ტყის პი­რას, ვინ - ვის, რა­ტომ ურ­ტყამ­და, არა­ვინ იცო­და. ეს, უბ­რა­ლოდ, კი­კე­თის ასე­თი, სა­ზაფხუ­ლო არ­და­დე­გე­ბის აუცი­ლე­ბე­ლი თან­მ­დე­ვი ტრა­დი­ცია იყო. ბიჭ­ვინ­თა­ში, ყო­ველ წელს, ად­გი­ლობ­რივ აფხაზ "კაი ბი­ჭებ­სა" და ცნო­ბი­ლი მსა­ხი­ო­ბე­ბის, კი­ნო­რე­ჟი­სო­რე­ბის, ოპე­რა­ტო­რე­ბის "კაი ბიჭ" შვი­ლებს შო­რის საკ­მა­ოდ სა­ში­ში მა­სობ­რი­ვი ჩხუ­ბე­ბი მი­ნა­ხავს. ორ­მ­ხ­რი­ვი რის­კი და აგ­რე­სია მარ­თ­ლაც რომ დი­დი იყო და ვინ - ვის, რო­დის, რას გა­უყ­რი­და, და­უ­შა­ვებ­და არა­ვინ ვი­ცო­დით. ჩე­მი სახ­ლის, რი­გის ქუ­ჩის ცნო­ბილ "ეზო­ში", ვე­რა-ვა­კის პირ­ვე­ლო­ბის­თ­ვის, უბ­ნის უბან­ზე ჩხუ­ბე­ბის­თ­ვის ფან­ჯ­რი­დან არა­ერ­თხელ მი­ყუ­რე­ბია. ვინ ვის ურ­ტყამ­და, რა­ტომ, ვინ გარ­ბო­და და ვინ კი ბო­ლომ­დე "იდ­გა", ვინ - ჯოხს, "დრინს" იშ­ვე­ლი­ებ­და, ვინ კი მარ­ტო სა­კუ­თა­რი მუშ­ტის იმე­დად იყო. ვა­კის ყვე­ლა­ზე დიდ ბირ­ჟა­ზე, კი­ნო "კაზ­ბეგ­თან", სხვა­დას­ხ­ვა მნიშ­ვ­ნე­ლო­ბის, ში­ნა­არ­სის, ოდე­ნო­ბის, რის­კი­ა­ნო­ბის ჩხუ­ბე­ბი, ჩხუ­ბის წინ და პოს­ტ­ფაქ­ტუმ გარ­ჩე­ვე­ბი თით­ქ­მის ყო­ველ დღე ხდე­ბო­და და ამის მოწ­მე მთე­ლი უბა­ნი იყო…

მა­მა­ჩე­მიც, მი­სი თა­ო­ბის ბევ­რი მი­სი ნაც­ნო­ბი და­მე­მოწ­მე­ბა, საკ­მა­ოდ მოჩხუ­ბა­რი იყო. ბავ­შ­ვო­ბის კოშ­მა­რი­ვით მახ­სოვს ლი­ძა­ვა­ში მა­მა­ჩე­მის ჩხუ­ბი დე­და­ჩემს აკი­დე­ბულ აფხა­ზებ­თან. მახ­სოვს, ფი­ლარ­მო­ნი­ა­ში კონ­ცერ­ტ­ზე რო­გორ წა­მიყ­ვა­ნა, იქ რა­ტომ­ღაც იჩხუ­ბა, ვი­ღაც და­ა­სის­ხ­ლი­ა­ნა და მა­მა­ჩე­მი მი­ლი­ცი­ამ, მე ატი­რე­ბუ­ლი კი შემ­თხ­ვე­ვით­მა ნაც­ნობ­მა სახ­ლ­ში წა­მიყ­ვა­ნა. მახ­სოვს ჩე­მი ახ­ლო მე­გობ­რის ჩვენ თა­ო­ბა­ში პირ­ვე­ლი ქორ­წი­ლი, მა­მა­ჩემ­მა და მის­მა მე­გობ­რებ­მა, თა­ვი­სი გა­უ­გე­ბა­რი მი­ზე­ზით ატე­ხი­ლი ჩხუ­ბით, ფაქ­ტი­უ­რად, რო­გორ ჩაგ­ვი­შა­ლეს. წა­რუშ­ლე­ლი კი­ნო­კად­რი­ვით მახ­სოვს, ნა­ნი ბრეგ­ვა­ძის და­ბა­დე­ბის დღი­დან წა­მო­სულ­მა მა­მა­ჩემ­მა, ბი­ძა­ჩემ­მა და მათ­მა მე­გო­ბარ­მა, შემ­თხ­ვე­ვით, გზა­ზე უშ­ნოდ გა­დაყ­რილ უშიშ­რო­ე­ბის თა­ნამ­შ­რომ­ლებ­თან რო­გორ იჩხუ­ბეს! ნამ­დ­ვი­ლად, ბევ­რი ჩხუ­ბი მახ­სოვს…

და ამ მო­გო­ნე­ბე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, ალ­ბათ, იოლად და­მი­ჯე­რებთ, რომ მა­გა­რი ნა­ცე­მი, რომ იტყ­ვი­ან, თავ­ყ­ბა­გა­ერ­თი­ა­ნე­ბუ­ლი, და­სის­ხ­ლი­ა­ნე­ბუ­ლი, სამ­წუ­ხა­როდ, ბევ­რი მი­ნა­ხავს. მი­ნა­ხავს მა­მა­ჩე­მის ჩა­ლურ­ჯე­ბუ­ლი თვა­ლი, მა­მის მე­გობ­რის ღვი­ნის დო­ქით გა­პო­ბი­ლი, ნა­კე­რებ­და­დე­ბუ­ლი თა­ვი, ვი­ღა­ცის ყბა­ში დარ­ტყ­მის­გან მე­გობ­რის გა­დახ­ლე­ჩი­ლი მუშ­ტი… კა­ხა თარ­გა­მა­ძის და ალა­ვი­ძის დრო­ინ­დე­ლი მი­ლი­ცი­ის (მა­შინ მათ "ძაღ­ლებს" ვე­ძახ­დით და ნამ­დ­ვი­ლი ცო­ფი­ა­ნი ძაღ­ლე­ბი­ვი­თაც ირ­ტყ­მე­ი­ნე­ბოდ­ნენ) მი­ერ, იარა­ღის ტა­რით ყვრი­მალ­ჩა­ლე­წი­ლი, ცხვირ­მო­ტე­ხი­ლი, სის­ხ­ლის უფორ­მო გუნ­დად ქცე­უ­ლი ჩე­მი ქმრის სა­ხე…

სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში, თბი­ლის­ში ყო­ველ­თ­ვის, ყვე­ლა თა­ო­ბა­ში იოლად, სულ პა­ტა­რა მი­ზე­ზი­თაც კი ჩხუ­ბობ­დ­ნენ. ერ­თ­მა­ნეთს გა­მე­ტე­ბუ­ლად გო­გოს, ქა­ლის, უხე­შად ნათ­ქ­ვა­მი სიტყ­ვის, ალ­მა­ცე­რად გა­მო­ხედ­ვის, გა­და­ჭარ­ბე­ბუ­ლი სიმ­თ­ვ­რა­ლის, პრეს­ტი­ჟის… გა­მო ურ­ტყამ­დ­ნენ, ასის­ხ­ლი­ა­ნებ­დ­ნენ, ცხვი­რებს უმ­ტ­ვ­რევ­დ­ნენ (ბუ­კა­სა­ვით). მა­მა­ჩე­მი ვი­ღა­ცა­ზე ისე­თი პა­ტი­ვის­ცე­მით იტყო­და ხოლ­მე - "ეს მა­გა­რი დამ­რ­ტყ­მე­ლი იყო!" მაგ თა­ო­ბის­თ­ვის რომ მო­გეს­მი­ნა, ვი­ღა­ცა წე­სე­ბით, ვი­ღა­ცა "წე­სე­ბის" დარ­ღ­ვე­ვით, ვი­ღა­ცა ბო­ლომ­დე, ვი­ღა­ცა "პა­კა­ზუ­ხა­ზე", მხე­ცუ­რად ან პლას­ტი­უ­რად, ვაჟ­კა­ცუ­რად, ლა­მა­ზა­დაც კი ჩხუ­ბობ­და. რამ­დე­ნი ასე­თი, მა­მის­გან, მი­სი მე­გობ­რე­ბის­გან გა­გო­ნილ-ყურ­მოკ­რუ­ლი, რა­ღაც რო­მან­ტი­ულ-რა­ინ­დუ­ლი ორე­ო­ლით შე­ლა­მა­ზე­ბუ­ლი, თბი­ლის­ში ცნო­ბი­ლი დამ­რ­ტყ­მე­ლის სა­ხე­ლის ჩა­მოთ­ვ­ლა შე­მიძ­ლია! ზო­გი­ერ­თი მათ­გა­ნი ცოცხა­ლი აღარ არის, ზო­გი­ერ­თი ახ­ლა, ასა­კო­ვა­ნი, დარ­ბა­ი­სე­ლი ბა­ბუა გახ­ლავთ… მაგ­რამ არ ჭრიდ­ნენ, არ კლავ­დ­ნენ, ბო­ლომ­დე, რა­საც ქვია, არ იმე­ტებ­დ­ნენ. თბი­ლი­სის "ქუ­ჩის სკო­ლას", "ქუ­ჩურ ჩხუბს", "ქუ­ჩურ პირ­ვე­ლო­ბას" თა­ვი­სი წე­სე­ბი, ტრა­დი­ცი­ე­ბი, თა­ვი­სი ის­ტო­რია გა­აჩ­ნ­და, თა­ვი­სი გა­მორ­ჩე­უ­ლი, "ფრი­ა­დო­სა­ნი კურ­ს­დამ­თავ­რე­ბუ­ლე­ბი" ყავ­და, რო­მელ­თა სა­ხე­ლე­ბი ამ ქა­ლაქ­ში არა­ერ­თ­სა­ხო­ვან შე­ფა­სე­ბას იმ­სა­ხუ­რებ­და.

ახ­ლა, ამ ბო­ლო წლებ­ში კი გა­მე­ტე­ბუ­ლო­ბამ კულ­მი­ნა­ცი­ას მი­აღ­წია! აღა­რა­ვინ ჩხუ­ბობს, თავს არ იღ­ლის და ახალ­გაზ­რ­დე­ბი სრუ­ლი­ად და­უნ­დობ­ლად, ერ­თ­მა­ნეთს ცი­ვი, ცხე­ლი, ნე­ბის­მი­ე­რი სა­ხის იარა­ღით ჭრი­ან, ან კი­დევ უარე­სი - პირ­და­პირ კლა­ვენ! დღეს "მა­გა­რი დამ­რ­ტყ­მე­ლის" ცნე­ბა, რო­გორც ასე­თი, აღარ არ­სე­ბობს. დღეს "ქსი­ვი­ა­ნი", "პატ­რო­ნი­ა­ნი", "უპატ­რო­ნო", "ტა­ბე­ლუ­რი", გა­ფორ­მე­ბულ-გა­უ­ფორ­მე­ბე­ლი, "გლუ­ში­ტე­ლი­ა­ნი", ბლაგ­ვი და ბას­რი, შვე­ი­ცა­რუ­ლი ან თვით­ნა­კე­თი… კი­დევ, ალ­ბათ, წარ­სუ­ლი ათ­წ­ლე­უ­ლე­ბი­დან, რო­მან­ტი­ზე­ბუ­ლი, ნა­ხე­ვარ­ჯერ მო­გო­ნი­ლი ის­ტო­რი­ე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, "კაი ბი­ჭო­ბის", "ძველ­ბი­ჭო­ბის", "კაი ტი­პო­ბის" სრუ­ლი­ად და­უძ­ლე­ვე­ლი, გა­და­უ­ლა­ხა­ვი კომ­პ­ლექ­სე­ბით და­ხუნ­ძ­ლუ­ლი ატა­ვიზ­მე­ბი არ­სე­ბობს…

კოპ­ლექ­სე­ბი, რომ­ლე­ბიც, ბო­ლო ათ­წ­ლე­ულს თუ გა­დავ­ხე­დავთ, ყვე­ლა­ზე ხში­რად, ძა­ლა­უფ­ლე­ბის, თა­ნამ­დე­ბო­ბის, პოს­ტის, გავ­ლე­ნის მქო­ნე პერ­სო­ნა­ჟებს აწუ­ხებთ. ან უფ­რო ავ­ლე­ნენ? უფ­რო ბე­და­ვენ? ერთ ჯი­ბე­ში "ქსი­ვას" ჩა­ი­დე­ბენ, ტა­ბე­ლურ იარაღს გა­ირ­ჭო­ბენ, რბილ, თბილ სა­ვარ­ძელს გა­ი­ნაღ­დე­ბენ, მა­გარ მან­ქა­ნას მო­ახ­ტე­ბი­ან და წა­მი­ე­რად, რა­ტომ­ღაც თა­ვი ან კა­ნო­ნი­ე­რი ქურ­დი, ან დამ­რ­ტყ­მე­ლი კაი ბი­ჭი, მაგ­რამ არამც და არამც პო­ლი­ცი­ე­ლი, ან მი­თუ­მე­ტეს რი­გი­თი ჩი­ნოვ­ნი­კი არ ჰგო­ნი­ათ. ასე­თი კომ­პ­ლექ­სე­ბის მქო­ნეს, ქუ­ჩის ენა­ზე თა­ვი­სი არც თუ სა­ა­მა­ყო სა­ხე­ლი ქვია, რომ­ლის და­სა­ხე­ლე­ბის­გან თავს შე­ვი­კა­ვებ. უცენ­ზუ­როს ხომ არ ვიტყ­ვი?!

ხო­და მომ­რავ­ლ­დ­ნენ ეს და­კომ­პ­ლექ­სე­ბუ­ლი "უცენ­ზუ­რო­ე­ბი" და ხან ვინ­მე გე­ლაშ­ვილს, ხან კო­ბა და­ვი­თაშ­ვილს, სერ­გო რა­ტი­ანს, ჩი­ო­რა თაქ­თა­ქიშ­ვილს, ხან მი­ტინ­გი­დან წა­მო­სულს, გან­ს­ხ­ვა­ვე­ბუ­ლი აზ­რის მქო­ნეს… უსაფ­რ­დე­ბი­ან, ცე­მენ, ასის­ხ­ლი­ა­ნე­ბენ. ხან სან­დ­რო გირ­გ­ვ­ლი­ანს ტყე­ში აწა­მე­ბენ და კლა­ვენ (მე იურის­ტი არ ვარ!). ხან თა­თუ­ხაშ­ვილს აწა­მე­ბენ და კლა­ვენ… გა­სულ კვი­რას კი წლე­ბით დამ­კ­ვიდ­რე­ბუ­ლი და­უს­ჯე­ლო­ბის სინ­დ­რო­მით გა­თავ­ხე­დე­ბულ-გა­გუ­ლი­ა­ნე­ბულ­მა და­კომ­პ­ლექ­სე­ბულ­მა "უცენ­ზუ­რო­ებ­მა" დე­პუ­ტატ ნუგ­ზარ წიკ­ლა­ურ­ზე თავ­დას­ხ­მა, სახ­ლ­თან დახ­ვედ­რა, ცე­მა, გა­ტა­ცე­ბის მცდე­ლო­ბა, ელექ­ტ­რო­შო­კის გა­მო­ყე­ნე­ბა გა­ბე­დეს!

სა­ზო­გა­დო­ე­ბის ერთ ნა­წილს გე­ლაშ­ვი­ლი სძულ­და. ნა­წილს - და­ვი­თაშ­ვი­ლი, თაქ­თა­ქიშ­ვი­ლი… არ მო­წონს, არ ესიმ­პა­ტი­უ­რე­ბა, აღი­ზი­ა­ნებს. ვი­ღა­ცას ვი­ღა­ცის პრო­ტეს­ტი, აქ­ცი­ა­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბის, მი­ტინ­გ­ზე გას­ვ­ლის სურ­ვი­ლი არ ეს­მის, აფ­რ­თხობს, აბ­რა­ზებს. ვი­ღა­ცას გე­ე­ბის აქ­ტი­უ­რო­ბა, ვი­ღა­ცას კი სამ­ღ­ვ­დე­ლო­ე­ბის აგ­რე­სი­უ­ლო­ბა აში­ნებს, აღაშ­ფო­თებს. ვი­ღა­ცას წიკ­ლა­უ­რის პო­ლი­ტაქ­ტი­ვო­ბის­გან, უკომ­პ­რო­მი­სო­ბის­გან, წე­სი­ე­რე­ბის­გან, ემო­ცი­უ­რი გა­მოს­ვ­ლე­ბის­გან ტან­ზე სხვა­დას­ხ­ვა მი­ზე­ზით გა­მოწ­ვე­უ­ლი ჟრუ­ან­ტე­ლი უვ­ლის… და სდუმს. ქარ­თუ­ლი სა­ზო­გა­დო­ე­ბის რო­მე­ლი­მე ნა­წი­ლი, სუ­ბი­ექ­ტუ­რად, სის­ტე­მა­ტუ­რად სდუმს! და ნე­ბის­მი­ე­რი, უპა­ტი­ე­ბე­ლი ძა­ლა­დო­ბის გა­მარ­თ­ლე­ბა-ახ­ს­ნას, თა­ვი­სე­ბუ­რად, ჯი­უ­ტად, ხან პრო­რუ­სუ­ლით, ხან პრო­ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რით, მი­შის­ტუ­რით, ბი­ძი­ნის­ტუ­რით, ბურ­ჯა­ნა­ძის­ტუ­ლით, ხან პროგ­რე­სუ­ლით, ხან ჭეშ­მა­რი­ტად მარ­თ­მა­დი­დებ­ლუ­რით, ხან "გამ­წა­რე­ბუ­ლი ხალ­ხით" და ხან "სა­მარ­თ­ლი­ა­ნო­ბის აღ­დ­გე­ნით" ცდი­ლობს. ამ­ჟა­მინ­დე­ლი ხე­ლი­სუფ­ლე­ბა, ყო­ფი­ლი ხე­ლი­სუფ­ლე­ბის მსგავ­სად, სა­ზო­გა­დო­ე­ბის კონ­კ­რე­ტულ, ამ ეტაპ­ზე მდუ­მა­რე ნა­წილ­ზე დაყ­რ­დ­ნო­ბით, მი­ედ-მო­ე­დე­ბა, დე­მა­გო­გობს, პა­სუ­ხის­მ­გებ­ლო­ბას იცი­ლებს, გა­ურ­ბის. ბან­დი­ტუ­რად, მუ­ხა­ნა­თუ­რად, სა­ხელ­მ­წი­ფოს სა­ხე­ლით მო­ძა­ლა­დე ლაჩ­რებს "კა­ი­ბი­ჭუ­რად" გვერ­დ­ში უდ­გე­ბა და ამით კი თა­ვის სა­კუ­თარ პო­ლი­ტი­კურ ავ­ტო­რი­ტეტს და რაც მთა­ვა­რია, ზო­გა­დად, სა­ქარ­თ­ვე­ლოს სა­ხელ­მ­წი­ფო­ებ­რი­ო­ბას შე­უ­რაცხ­ყოფს, არ­ყევს, ძირს უთხ­რის.

ნე­ბის­მი­ე­რი პარ­ტი­ის წარ­მო­მად­გე­ნელ, სა­ქარ­თ­ვე­ლოს პარ­ლა­მენ­ტის ნე­ბის­მი­ერ დე­პუ­ტატ­ზე ბან­დი­ტუ­რი ძა­ლა­დო­ბა არა­ვის ეპა­ტი­ე­ბა და არა­ვის­თ­ვის, სა­ზო­გა­დო­ე­ბის ნე­ბის­მი­ე­რი, ამ­ჟა­მად მდუ­მა­რე თუ ამ­ჟა­მად აღ­შ­ფო­თე­ბუ­ლი, სა­მარ­თა­ლის მომ­თხო­ვი ნა­წი­ლის­თ­ვის, ზო­გა­დად სა­ქარ­თ­ვე­ლოს­თ­ვის, ქარ­თუ­ლი სა­ხელ­მ­წი­ფოს­თ­ვის ერ­თ­ნა­ი­რად სა­ზი­ა­ნოა!

მთავ­რო­ბა, ხე­ლი­სუფ­ლე­ბა და­კომ­პ­ლექ­სე­ბუ­ლი "უცენ­ზუ­რო­ე­ბის­გან" რომ არ იყო და ამ წუ­თა­საც არ არის და­კომ­პ­ლექ­ტე­ბუ­ლი, ამა­ში დარ­წ­მუ­ნე­ბა ად­რეც გვჭირ­დე­ბო­და და სამ­წუ­ხა­როდ, დღე­საც ძა­ლი­ან გვჭირ­დე­ბა!

ლე­გენ­და­რუ­ლი "დამ­რ­ტყ­მე­ლე­ბის" დრო სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში დას­რულ­და. "ტა­ბე­ლუ­რე­ბი­თა და ქსი­ვე­ბით" აღ­ჭურ­ვი­ლი ლა­ჩა­რი, და­კომ­პ­ლექ­სე­ბუ­ლი "უცენ­ზუ­რო" "ობიჟ­ნი­კე­ბის", მე­ო­რე­ნა­ი­რად კი "ზონ­დე­რე­ბის" დრო, აშ­კა­რად, გრძელ­დე­ბა?!

არ გჯე­რათ? ეცა­დეთ… ობი­ექ­ტუ­რად შე­ა­ფა­სოთ, მო­უს­მი­ნოთ.

რო­დე­საც და­ი­ჯე­რებთ, გვი­ან იქ­ნე­ბა!

თა­თუ­ხაშ­ვი­ლი სა­დის­ტუ­რად დღეს არის მოკ­ლუ­ლი!

წიკ­ლა­ურს დღეს და­ეს­ხ­ნენ თავს!

მე­ლორ ვაჩ­ნა­ძე დღე­ვან­დე­ლო­ბის "კაი დამ­რ­ტყ­მე­ლი ბი­ჭია"!

"ზონ­დე­რე­ბი" კი, რო­გორც ჩანს, მარ­თ­ლაც იყ­ნენ და სა­ზო­გა­დო­ე­ბის ნა­წი­ლი­სა და ხე­ლი­სუფ­ლე­ბის ხელ­შეწყო­ბით, ახ­ლაც მშვე­ნივ­რად გრძნო­ბენ თავს!

ქეთევან იგნატოვა