სუ­ლე­ლუ­რი და სხვა დღე­ე­ბის რე­გა­ტა
11 აპრილი, 2014
989
print

strong>ავ­თან­დილ გუ­რა­საშ­ვი­ლი

იმ დღეს ორი ძვე­ლი თა­ნაკ­ლა­სე­ლი, ერთს ოქ­ს­ფორ­დის უნი­ვერ­სი­ტე­ტი რომ და­ემ­თავ­რე­ბი­ნა, მე­ო­რე კი კემ­ბ­რიჯს ამ­თავ­რებ­და, კი­დევ ერ­თხელ შე­კა­მათ­და. ორი­ვე­ნი დი­დი თავ­გა­მო­დე­ბით ცდი­ლობ­დ­ნენ და­ემ­ტ­კი­ცე­ბი­ნათ, არა ჩე­მი უნი­ვერ­სი­ტე­ტი სჯო­ბია და არა ჩე­მიო. მა­ნამ­დე, ლა­მის შვი­დი სა­უ­კუ­ნის გან­მავ­ლო­ბა­ში, აკა­დე­მი­უ­რი მე­თო­დე­ბით ამას­ვე ცდი­ლობ­და ეს ორი უნი­ვერ­სი­ტე­ტი, მაგ­რამ ჭეშ­მა­რი­ტე­ბა ვე­რაფ­რით და­ედ­გი­ნათ. ჭეშ­მა­რი­ტე­ბა ვერც ამ ძველ­მა თა­ნაკ­ლა­სე­ლებ­მა და­ად­გი­ნეს და, ბო­ლოს, კა­მათ­ში მე­ტად რომ გაცხარ­დ­ნენ, ერ­თ­მა­ნე­თი დუ­ელ­ში გა­მო­იწ­ვი­ეს. დუ­ე­ლის ად­გი­ლად მდი­ნა­რე ტემ­ზა შე­ი­გუ­ლეს, საბ­რ­ძო­ლო იარა­ღად კი- რვა­ად­გი­ლი­ა­ნი აკა­დე­მი­უ­რი ნიჩ­ბოს­ნო­ბის ნა­ვი.

ნა­ვი შემ­თხ­ვე­ვით არ შე­ურ­ჩე­ვი­ათ - ორი­ვე­ნი სა­უ­ნი­ვერ­სი­ტე­ტო ნიჩ­ბოს­ნო­ბით იყ­ვ­ნენ გა­ტა­ცე­ბულ­ნი. მათ თა­ვი­ან­თი გან­ზ­რახ­ვის თა­ო­ბა­ზე თა­ვი­ან­თი უნი­ვერ­სი­ტე­ტის ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო­ბას აც­ნო­ბეს. იმა­თაც მო­ი­წო­ნეს ეს იდეა. მო­ი­წო­ნეს და 1829 წლის 12 მარტს კემ­ბ­რი­ჯე­ლებ­მა ოქ­ს­ფორ­დე­ლებს ოფი­ცი­ა­ლუ­რი გა­მოწ­ვე­ვა გა­უგ­ზავ­ნეს.

თუ რა გაგ­რ­ძე­ლე­ბა მოჰ­ყ­ვა ამ ამ­ბავს, ქვე­მოთ გა­ვიხ­სე­ნოთ, აქ კი მოვ­ლე­ნებს წინ გა­ვუს­წ­როთ და ისიც ვთქვათ, რომ იმ თა­ნაკ­ლა­სელ­თა­გან ერ­თი, კემ­ბ­რი­ჯე­ლი ჩარლზ მე­რი­ვე­ი­ლი, მე­რე ცნო­ბი­ლი ინ­გ­ლი­სე­ლი ის­ტო­რი­კო­სი და სა­სუ­ლი­ე­რო მოღ­ვა­წე გახ­და. მე­ო­რე, მი­სი ოქ­ს­ფორ­დე­ლი სეხ­ნია უორ­დ­ს­ვორ­დი კი შოტ­ლან­დი­ის ეპის­კო­პო­სად აკურ­თხეს.

ახ­ლა და­ვუბ­რუნ­დეთ კემ­ბ­რი­ჯელ­თა იმ ოფი­ცი­ა­ლურ გა­მოწ­ვე­ვას, რო­მე­ლიც მის წამ­კითხავს რა­ღა­ცით მარ­თ­ლაც ნამ­დ­ვილ დუ­ელ­ში გა­მოწ­ვე­ვას აგო­ნებს.

ამ დუ­ე­ლის პი­რო­ბებ­ში ეწე­რა, ოქ­ს­ფორ­დი­სა და კემ­ბ­რი­ჯის უნი­ვერ­სი­ტე­ტე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი ერ­თ­მა­ნეთს 4 მილ­სა და 374 იარ­დ­ზე (6 777 მეტ­რი) თი­თო, რვა-რვა ად­გი­ლი­ა­ნი აკა­დე­მი­უ­რი, მე­სა­ჭი­ა­ნი ნა­ვით შე­ე­ჯიბ­რე­ბი­ან ერ­თ­მა­ნეთ­სო. რო­ცა ეს ამ­ბა­ვი გა­დაწყ­და, ორი­ვე უნი­ვერ­სი­ტე­ტის წარ­მო­მად­გენ­ლებ­მა თავ­თა­ვი­ან­თი გუნ­დის წევ­რე­ბი შე­არ­ჩი­ეს და დი­დი მონ­დო­მე­ბით სამ­ზა­დი­სი და­იწყეს. სა­მი თვის მე­რე, 1829 წლის 10 ივ­ნისს კი ქა­ლაქ ჰენ­ლი­ში ჩა­მო­მა­ვალ ტემ­ზა­ში "სა­დუ­ე­ლო" ნა­ვე­ბიც ჩა­უშ­ვეს. კემ­ბ­რი­ჯელ­თა და ოქ­ს­ფორ­დელ­თა და­პი­რის­პი­რე­ბის თა­ო­ბა­ზე მთელ ქვე­ყა­ნას გა­ე­გო, ფსო­ნე­ბიც და­ე­დოთ და სტარ­ტის დღეს ტემ­ზის გა­ყო­ლე­ბა­ზე, ორი­ვე მხა­რეს სა­გულ­შე­მატ­კივ­როდ მი­ლე­თის ხალ­ხი მოგ­რო­ვი­ლი­ყო. რო­გორც იმ­დ­რო­ინ­დე­ლი გა­ზე­თე­ბი წერ­დ­ნენ, ტემ­ზის სა­ნა­პი­რო­ზე იმ­დე­ნი ხალ­ხი მოგ­როვ­და, რომ ნემ­სის ჩა­სა­ვარ­დ­ნის ად­გი­ლიც აღარ დარ­ჩაო. იქ შეკ­რე­ბილ ცნო­ბის­მოყ­ვა­რე­თა რა­ო­დე­ნო­ბას 20-ათა­სამ­დე მი­უღ­წე­ვია, ასეთ ან­შ­ლაგს კი არა­ვინ ელო­და.

ასე იყო თუ ისე,იმ რბო­ლა­ში, მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ გა­მოწ­ვე­ვა პირ­ვე­ლად კემ­ბ­რი­ჯე­ლებ­მა გაგ­ზავ­ნეს, ოქ­ს­ფორ­დე­ლებ­მა გა­ი­მარ­ჯ­ვეს.

ასე ჩა­ე­ყა­რა სა­ფუძ­ვე­ლი მთელს მსოფ­ლი­ო­ში ერთ-ერთ უძ­ვე­ლეს და პრეს­ტი­ჟულ, საქ­ვეყ­ნოდ ცნო­ბილ ოქ­ს­ფორდ-კემ­ბ­რი­ჯის სა­უ­ნი­ვერ­სი­ტე­ტო რე­გა­ტას, რო­მელ­საც ახ­ლა 250, 000 ცნო­ბის­მოყ­ვა­რე ეს­წ­რე­ბა, რა­საც მა­ყუ­რე­ბელ­თა რა­ო­დე­ნო­ბის მხრივ ვერ­ცერ­თი სა­ფეხ­ბურ­თო მატ­ჩი ვერ შე­ედ­რე­ბა. ამას­თან, ორი ნა­ვის რბო­ლას ბი- ბი- სის ტე­ლე­რე­პორ­ტა­ჟე­ბით 200 ქვე­ყა­ნა­ში გა­დას­ცე­მენ და, ამ­გ­ვა­რად მა­ყუ­რე­ბელ­თა რა­ო­დე­ნო­ბა 7 მი­ლი­ონ­ზე მე­ტით იზ­რ­დე­ბა.

ახ­ლა, მა­ნამ ამ უგან­თ­ქ­მუ­ლე­სი რე­გა­ტის მე­ტად სა­ინ­ტე­რე­სო ის­ტო­რი­ის ფურ­ც­ლებს თვალს გა­და­ვავ­ლებთ, ისიც გა­ვიხ­სე­ნოთ, რომ ტემ­ზა და მი­სი სა­ნა­პი­რო­ე­ბი მუ­დამ იყო ლონ­დო­ნელ­თა უსაყ­ვარ­ლე­სი სა­სე­ირ­ნო და და­სას­ვე­ნე­ბე­ლი ად­გი­ლი, სა­დაც მა­ღა­ლი წრის სა­ზო­გა­დო­ე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი თავს იყ­რიდ­ნენ. დრო­თა გან­მავ­ლო­ბა­ში მდი­ნა­რის სა­ნა­პი­რო­ებ­ზე უბ­რ­წყინ­ვა­ლე­სი სა­სახ­ლე­ე­ბი შენ­დე­ბო­და და იქ ცხოვ­რე­ბა მო­დუ­რი გახ­და თვით სა­მე­ფო ოჯა­ხე­ბის­თ­ვის, რა­ზეც გრინ­ვი­ჩის, უაიტ­ჰო­ლი­სა და ვეს­ტ­მინ­ს­ტე­რის სა­სახ­ლე­ე­ბიც მი­უ­თი­თე­ბენ. ერთ დროს ჰემ­პ­ტონ კორ­ტ­ზე სა­მო­ნარ­ქო ოჯა­ხე­ბის წევ­რე­ბიც ცხოვ­რობ­დ­ნენ, უინ­ძო­რის სი­მაგ­რე­ში კი ახ­ლაც სა­მე­ფო რე­ზი­დენ­ციაა.

1740 წელს ტემ­ზა­ზე მა­ნამ ვეს­ტ­მინ­ს­ტე­რის ხიდს გა­დებ­დ­ნენ, მე­ო­რე სა­ნა­პი­რო­ზე ფე­ხით გა­დას­ვ­ლა მხო­ლოდ ლონ­დო­ნის ხი­დით იყო შე­საძ­ლე­ბე­ლი. ამ ხიდს ხში­რად არე­მონ­ტებ­დ­ნენ და რე­კონ­ს­ტ­რუქ­ცი­ა­საც უტა­რებ­დ­ნენ, 1820 წელს კი სუ­ლაც ახა­ლი ააშე­ნეს.ლონ­დო­ნის ხი­დის საყ­რ­დე­ნე­ბი მდი­ნა­რის თა­ვი­სუ­ფალ დი­ნე­ბას აფერ­ხებ­და. ამი­ტო­მაც ამ ხი­დის თუ მი­სი წი­ნა­მორ­ბე­დის ექ­ვ­ს­სა­უ­კუ­ნო­ვა­ნი ის­ტო­რი­ის გან­მავ­ლო­ბა­ში ტემ­ზა სულ რამ­დენ­ჯერ­მე გა­ი­ყი­ნა. და რო­ცა ეს ხდე­ბო­და, "ყი­ნულ­ზე დიდ ბაზ­რო­ბას" მარ­თავ­დ­ნენ, სპორ­ტულ პა­ექ­რო­ბებ­საც აწყობ­დ­ნენ, ხა­რებს შამ­ფუ­რებ­ზე აგებ­დ­ნენ და წვავ­დ­ნენ... ეს ყო­ვე­ლი­ვე დი­დი სა­ხალ­ხო ზე­ი­მი იყო და მას სა­მე­ფო ოჯა­ხის წევ­რე­ბიც ეს­წ­რე­ბოდ­ნენ. აქ გა­მო­ტა­ნი­ლი სა­თა­მა­შო­ე­ბი და წიგ­ნე­ბი, რომ­ლებ­საც ამ­შ­ვე­ნებ­და წარ­წე­რა "ნა­ყი­დია ტემ­ზა­ზე," დახ­ლე­ბი­დან უმალ ქრე­ბო­და. ასეთ სის­ხ­ლ­სავ­სე ცხოვ­რე­ბას ტემ­ზა არც სხვა დროს მო­ი­საკ­ლი­სებ­და.

ტემ­ზა­ზე თუ მის სა­ნა­პი­რო­ებ­ზე, რო­გორც დას­ვე­ნე­ბი­სა და თავ­შეყ­რე­ბის ად­გილ­ზე სა­უბ­რი­სას, იხ­სე­ნე­ბენ 1717 წელს მე­ფე გე­ორგ I გა­სე­ირ­ნე­ბას, რა­საც გე­ორგ ჰენ­დელ­მა თა­ვი­სი უკ­ვ­და­ვი "მუ­სი­კა მდი­ნა­რე­ზე" მი­უძღ­ვ­ნა. რო­გორც იმ­დ­რო­ინ­დე­ლი გა­ზე­თი წერ­და,სა­მე­ფო ნავ­ზე 50 მუ­სი­კო­სი იყო, რომ­ლებ­მაც 8-კი­ლო­მეტ­რი­ა­ნი მოგ­ზა­უ­რო­ბი­სას სამ­ჯერ შე­ას­რუ­ლეს გერ­მა­ნე­ლი კომ­პო­ზი­ტო­რის ნა­წარ­მო­ე­ბი. მა­შინ სა­მე­ფო ნავს მდი­ნა­რის აყო­ლე­ბა­ზე "იმ­დე­ნად ბევ­რი ნა­ვი მი­ა­ცი­ლებ­და, რომ თა­ვად ტემ­ზა აღარ ჩან­და".

ახ­ლაც ასეა, რო­ცა კემ­ბ­რიჯ-ოქ­ს­ფორ­დის 8-ად­გი­ლი­ა­ნი ნა­ვე­ბის ორად-ორ ეკი­პაჟ­თა წევ­რებს სტარ­ტი­დან ფი­ნი­შამ­დე, პა­ტა­ნი­სა და მორ­ტ­ლე­ი­კის ხი­დებს შო­რის რომ მოქ­ცე­უ­ლა, გუნდ-გუნ­დად უამ­რა­ვი კა­ტარ­ღა მი­ა­ცი­ლებს. დი­დი თავ­გა­მო­დე­ბით, ქან­ცის გაწყ­ვე­ტამ­დე მებ­რ­ძოლ ნიჩ­ბოს­ნებს ას­დევ­ნე­ბია გულ­შე­მატ­კი­ვარ­თა ყი­ჟი­ნაც, რომ­ლებ­საც 7 კი­ლო­მეტ­რ­ზე მდი­ნა­რის ორ­თავ მხა­რეს სა­ნა­პი­რო გა­უ­ძეძ­გავთ და მათ­გან ტე­ვა აღარც ხი­დებ­ზეა.

ამ ორი უნი­ვერ­სი­ტე­ტის წარ­მო­მად­გენ­ლებ­მა თა­ვი­ან­თი პირ­ვე­ლი რბო­ლა ქა­ლაქ ჰენ­დი-ონ- ტემ­ზა­ზე გა­მარ­თეს, სა­დაც იმ დრო­ის­თ­ვის წარ­მა­ტე­ბით მუ­შა­ობ­და ორი სა­ნიჩ­ბოს­ნო კლუ­ბი. რა თქმა უნ­და, მა­შინ კემ­ბ­რი­ჯე­ლე­ბი მარცხს არ შე­უ­რიგ­დ­ნენ და მე­ტო­ქე­ე­ბი რე­ვან­შის­თ­ვის გა­მო­იწ­ვი­ეს. ამ­გ­ვა­რად, იმ­თა­ვით­ვე დამ­კ­ვიდ­რ­და ტრა­დი­ცია, რო­ცა და­მარ­ცხე­ბუ­ლი გა­მარ­ჯ­ვე­ბულს ურ­თი­ერ­თო­ბის გა­სარ­კ­ვე­ვად ოფი­ცი­ა­ლუ­რად იწ­ვევს, ხო­ლო გა­მარ­ჯ­ვე­ბუ­ლი - სტარ­ტის­თ­ვის უფ­რო მო­ხერ­ხე­ბულ, ტემ­ზა­ზე ქა­რის მი­მარ­თუ­ლე­ბის გა­თა­ლის­წი­ნე­ბით ად­გილს ირ­ჩევს. ისიც სა­ინ­ტე­რე­სოა, რომ რბო­ლე­ბი მუ­დამ მდი­ნა­რის დი­ნე­ბის სა­წი­ნა­აღ­მ­დე­გო მი­მარ­თუ­ლე­ბით იმარ­თე­ბა, ოღონდ მათ ეხ­მა­რე­ბა ზღვის მოქ­ცე­ვა, რო­მე­ლიც მი­სი სა­ნა­პი­რო­დან ასე შორ­საც იგ­რ­ძ­ნო­ბა.

1845 წელს იძუ­ლე­ბულ­ნი გახ­დ­ნენ შე­ეც­ვა­ლათ სა­რე­გა­ტო ად­გი­ლი და მდი­ნა­რის დი­ნე­ბის ზე­მოთ, 6 მი­ლის და­შო­რე­ბით გა­და­ე­ტა­ნათ, რა­კი სა­ა­ბა­ტოს სა­ნა­პი­რო­ე­ბი გულ­შე­მატ­კი­ვართ ვერ იტევ­და. იხ­სე­ნე­ბენ, რომ ყო­ფი­ლა შემ­თხ­ვე­ვე­ბი, რო­ცა მდი­ნა­რის სა­ნა­პი­რო­ებს შეკ­რე­ბი­ლი ხალ­ხი ვე­ღარ და­უ­ტე­ვია და ისი­ნი ტემ­ზის ცივ წყალ­ში გა­დაც­ვე­ნი­ლან. ამი­ტო­მაც ბო­ლოს რბო­ლე­ბი იქ გა­და­ი­ტა­ნეს, სა­დაც ახ­ლა იმარ­თე­ბა.

აქ შეკ­რე­ბი­ლი გულ­შე­მატ­კივ­რე­ბი იხ­სე­ნე­ბენ ოქ­ს­ფორდ-კემ­ბ­რი­ჯის ძველ ბრძო­ლებს და კუ­რი­ო­ზულ შემ­თხ­ვე­ვებ­საც. მა­გა­ლი­თად, იხ­სე­ნე­ბენ თუ ორ­ჯერ (1859 და 1978 წ.) რო­გორ იძი­რე­ბო­და კემ­ბ­რი­ჯელ­თა ნა­ვი; ასე­თი­ვე ბე­დი ამ­დე­ჯერ­ვე ეწი­ათ ოქ­ს­ფორ­დე­ლებს (1925 და 1945 წ). ერ­თხე­ლაც კემ­ბ­რი­ჯე­ლებ­მა წყლით სავ­სე ნა­ვით თით­ქ­მის ჩა­ძი­რუ­ლებ­მა მა­ინც გა­დაკ­ვე­თეს ფი­ნი­შის ხა­ზი. წყა­ლი კი აქაც ცი­ვია, სა­შუ­ა­ლოდ 11 გრა­დუ­სი. 1912 წელს კი ამ ცივ წყლებ­ში ორი­ვე ნავ­მა ფსკერ­ზე ჩაყ­ვინ­თა და იძუ­ლე­ბუ­ლი შე­იქ­ნენ რე­გა­ტა გან­მე­ო­რე­ბით ჩა­ე­ტა­რე­ბი­ნათ. ეს გან­მე­ო­რე­ბი­თი რბო­ლა 1 აპ­რილს გა­ი­მარ­თა, რო­მელ­საც ინ­გ­ლი­სე­ლე­ბი "ყვე­ლა გი­ჟის დღეს" უწო­დე­ბენ. მას მე­რე იმ რბო­ლას, რო­მე­ლიც ყვე­ლა­ზე სა­ხელ­გან­თ­ქ­მუ­ლი გახ­და, მო­იხ­სე­ნი­ე­ბენ რო­გორც "სუ­ლე­ლუ­რი დღის რე­გა­ტას"...

და კი­დევ ერ­თი კუ­რი­ო­ზი - ამ ბრძო­ლებ­ში მხო­ლოდ ერ­თხელ აღი­ნიშ­ნა ის­ტო­რი­უ­ლი ფრე. მა­შინ ფი­ნიშ­თან ერ­თად მი­სუ­ლი მე­ტო­ქე­ე­ბი უმალ მსა­ჯის­კენ გა­ვარ­დ­ნენ, რა­თა ვერ­დიქ­ტი მის­გან მო­ეს­მი­ნათ, მაგ­რამ იგი ად­გილ­ზე არ დახ­ვ­დათ. მა­შინ კი ათა­სო­ბით კაც­მა მსაჯს ძებ­ნა და­უწყო. მას მხო­ლოდ სა­ათ­ნა­ხევ­რის მე­რე მა­ყუ­რე­ბელ­თა სექ­ტო­რის სი­ახ­ლო­ვეს მი­აგ­ნეს. იატაკ­ზე გა­შო­ტი­ლი მკვდა­რი ეგო­ნათ, მაგ­რამ უგო­ნოდ გა­ლე­ში­ლი აღ­მოჩ­ნ­და. ამი­ტომ ად­გ­ნენ და ფრე და­ა­ფიქ­სი­რეს.

სხვა შემ­თხ­ვე­ვა­ში კი ხან ერ­თი გუნ­დი და მი­სი გულ­შე­მატ­კი­ვა­რი გა­თე­ნე­ბამ­დე ზე­ი­მობს გა­მარ­ჯ­ვე­ბას, ხან მე­ო­რე. სტუ­დენ­ტე­ბი ჟი­ვილ-ხი­ვი­ლით დარ­ბი­ან მთელ ქა­ლაქ­ში. იმ ღა­მით სტუ­დენ­ტ­თა საყ­ვა­რე­ლი საქ­მე პო­ლო­ცი­ე­ლის თავ­ზე ჩა­მოფხა­ტუ­ლი ჩაფხუ­ტის მო­ტა­ცე­ბაა და მდევ­რის­გან თა­ვის დაღ­წე­ვა, მე­რე კი დღის გა­ნა­თე­ბის ბოძ­ზე ნა­დავ­ლის ჩა­მოც­მა. და თუ ჩაფხუ­ტის მომ­ტა­ცე­ბე­ლი ბოძ­ზე აძ­რო­მას ვერ შეძ­ლებს, მა­შინ იგი სტუ­დენ­ტის ღირ­სე­ბის კო­დექ­სის თა­ნახ­მად ვალ­დე­ბუ­ლია მე­ო­რე დღეს­ვე პო­ლი­ცი­ას ჩა­ბარ­დეს და ვი­რის აბა­ნო 30 დღე-ღა­მის გან­მავ­ლო­ბა­ში ხე­ხოს.

ახ­ლა ისე რო­გორ იქ­ნე­ბა, რომ ოქ­ს­ფორდ-კემ­ბ­რი­ჯის რბო­ლა­თა სას­წო­რის პი­ნას არ შევ­ხე­დოთ.

ამ­გ­ვა­რი ბო­ლო რბო­ლა, რი­გით 160-ე, რამ­დე­ნი­მე დღის წი­ნათ რომ გა­ი­მარ­თა ოქ­ს­ფორ­დის გა­მარ­ჯ­ვე­ბით დას­რულ­და. ეს მა­თი 78-ე მო­გე­ბა იყო, თუმ­ცა სა­ერ­თო ჯამ­ში სას­წო­რის პი­ნა კემ­ბ­რი­ჯელ­თა სა­სარ­გებ­ლოდ ოდ­ნავ გა­დახ­რი­ლა, რა­კი­ღა მათ 81-ჯერ გა­უ­მარ­ჯ­ვ­ნი­ათ.

ამ რბო­ლებ­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბა ნიჩ­ბოს­ნო­ბა­ში მრა­ვალ ოლიმ­პი­ურ ჩემ­პი­ონს მი­უ­ღია. 2009 წლის რე­გა­ტა­ში კი ოქ­ს­ფორ­დელ­თა ნავ­ში ერ­თ­ბა­შად ხუ­თი ოლიმ­პი­უ­რი გვირ­გ­ვი­ნო­სა­ნი იყო.

ამ უნი­ვერ­სი­ტე­ტის სტუ­დენ­ტე­ბი, მა­თი ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო­ბა და გულ­შე­მატ­კივ­რე­ბი მო­წი­ნა­აღ­მ­დე­გე­ზე ამ­ბო­ბენ, ისი­ნი ნიჩ­ბოს­ნებს უნი­ვერ­სი­ტეტ­ში მო­სახ­ვედ­რად და სწავ­ლი­სას შე­ღა­ვა­თებს უწე­ვე­ნო, თუმ­ცა ერ­თი ასე­თი ფაქ­ტიც კი არ და­დას­ტუ­რე­ბუ­ლა. ეგ კი არა, არც ოქ­ს­ფორ­დის და არც კემ­ბ­რი­ჯის უნი­ვერ­სი­ტეტ­ში არ არ­სე­ბობს სპორ­ტუ­ლი სტი­პენ­დი­ე­ბი. სტი­პენ­დი­ე­ბი აქ მხო­ლოდ და მხო­ლოდ ცოდ­ნის წყა­ლო­ბით შე­იძ­ლე­ბა და­იმ­სა­ხუ­რო. მა­თი ეკი­პა­ჟის წევ­რე­ბი, თვით ოლიმ­პი­უ­რი ჩემ­პი­ო­ნე­ბიც კი კარ­გი სწავ­ლით გა­მო­ირ­ჩე­ვი­ან. ამი­ტო­მა­ცაა, რომ ტემ­ზა­ზე გა­მარ­თულ რბო­ლებ­ში ორი­ვე უნი­ვერ­სი­ტე­ტის ეკი­პაჟ­ში სა­მეც­ნი­ე­რო ხა­რის­ხის მქო­ნე ნიჩ­ბოს­ნე­ბიც არი­ან. 2005 წელს, მა­გა­ლი­თად, კემ­ბ­რი­ჯელ­თა ნავ­ში ერ­თ­ბა­შად ფი­ლო­სო­ფი­ის ოთხი დოქ­ტო­რი იჯ­და, აგ­რეთ­ვე დიპ­ლო­მი­ა­ნი ექი­მი და ვე­ტე­რი­ნა­რიც.

სხვა­თა შო­რის, 1980 წელს კემ­ბ­რი­ჯელ­თა ნიჩ­ბებს ღო­ნივ­რად უს­ვამ­და ცნო­ბი­ლი მსა­ხი­ო­ბი ჰიუ ლა­რი, რო­მელ­საც ჩვე­ნი მა­ყუ­რე­ბე­ლი გან­სა­კუთ­რე­ბით კარ­გად იც­ნობს ტე­ლე­სე­რი­ა­ლი­დან "ექი­მი ჰა­უ­სი", სა­დაც იგი მთა­ვარ როლს ას­რუ­ლებს. მარ­თა­ლია იმ წე­ლი­წადს კემ­ბ­რი­ჯე­ლე­ბი და­მარ­ცხ­დ­ნენ, მაგ­რამ ჰიუ ლა­რი მა­ინც პრეს­ტი­ჟულ Blue-თი და­ა­ჯილ­დო­ვეს (ჯილ­დო, რო­მე­ლიც გა­და­ე­ცე­მა სპორ­ტ­ს­მენ ვაჟ­სა თუ ქალს უნი­ვერ­სი­ტეტ­სა თუ ზო­გი­ერთ სკო­ლა­ში უმაღ­ლეს დო­ნე­ზე ას­პა­რე­ზო­ბის­თ­ვის).

ასე რომ, ამ ორ უნი­ვერ­სი­ტეტს ვერც აკა­დე­მი­ურ მოს­წ­რე­ბა­ში, ვერც აკა­დე­მი­ურ ნიჩ­ბოს­ნო­ბა­ში და ვერც სხვა სარ­ბი­ელ­ზე სა­უ­კე­თე­სო სა­უ­კუ­ნე­ე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში ვერ გა­ურ­კ­ვე­ვია.

 

 

lika andiashvili