eVolo 2014 სკა­ის­კ­რე­ი­პერ - ცა­თამ­ბ­ჯე­ნე­ბის კონ­კურ­სი არა­მი­წი­ე­რი პრო­ექ­ტე­ბით
11 აპრილი, 2014
887
print

არ­ქი­ტექ­ტუ­რულ­მა კონ­კურ­ს­მა "eVolo სკა­ის­კ­რე­ი­პერ", 2014 წლის კონ­კურ­სის გა­მარ­ჯ­ვე­ბუ­ლი პრო­ექ­ტე­ბის სია გა­მო­აქ­ვეყ­ნა. მეცხ­რე კონ­კურ­ს­ში მო­ნა­წი­ლე პრო­ექ­ტე­ბის შე­ფა­სე­ბი­სას, ყუ­რადღე­ბა იდე­ის ორი­გი­ნა­ლო­ბა­ზე, ახა­ლი ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბის, მა­სა­ლე­ბის, პროგ­რა­მე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბა­ზე, ეს­თე­ტი­კა­სა და სივ­რ­ცის ოპ­ტი­მა­ლუ­რად ათ­ვი­სე­ბა­ზე მახ­ვილ­დე­ბო­და.

სულ კონ­კურ­ს­ში 43 ქვეყ­ნის და­ახ­ლო­ე­ბით 600 პრო­ექ­ტი მო­ნა­წი­ლე­ობ­და. მათ­გან ჟი­უ­რიმ მხო­ლოდ სა­მი გა­მარ­ჯ­ვე­ბუ­ლი გა­მო­არ­ჩია, 20 პრო­ექ­ტი კი სპე­ცი­ა­ლუ­რი დიპ­ლო­მე­ბით და­ა­ჯილ­დო­ვა. ზო­გი პრო­ექ­ტი ხის სტრუქ­ტუ­რე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბას ით­ვა­ლის­წი­ნებ­და, ზო­გი ცი­უ­რი ქა­ლა­ქის, ერ­თი კი ისეთ შე­ნო­ბა­საც კი, რო­მე­ლიც თან­და­თან იზ­რ­დე­ბა...

გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი ორი­გი­ნა­ლო­ბით შარ­შან­დე­ლი კონ­კურ­სის ლა­უ­რე­ა­ტე­ბი გა­მო­ირ­ჩე­ოდ­ნენ, რო­მელ­თა­გან ერ­თი ერ­თ­გ­ვა­რი მზის ქოლ­გის შექ­მ­ნას ით­ვა­ლის­წი­ნებს, რომ­ლის მეშ­ვე­ო­ბი­თაც, შე­საძ­ლე­ბე­ლი იქ­ნე­ბა მზის სხი­ვე­ბის­გან მყინ­ვა­რე­ბის დაც­ვა. ერ­თი პრო­ექ­ტი კი მფრი­ნა­ვი ქა­ლა­ქის აგე­ბას გვთა­ვა­ზობს, რო­მე­ლიც ჰა­ერ­ში ლივ­ლივს ჰე­ლი­უ­მის დახ­მა­რე­ბით შეს­ძ­ლებს. წლე­ვან­დე­ლი კონ­კურ­სის მო­ნა­წი­ლე პრო­ექ­ტე­ბი შე­და­რე­ბით თავ­შე­კა­ვე­ბუ­ლი იდე­ე­ბით გა­მო­ირ­ჩე­ო­და, თუმ­ცა ბევ­რი ისე­თი იდეა მა­ინც შე­მოგ­ვ­თა­ვა­ზეს, რომ­ლე­ბიც წარ­მო­უდ­გენ­ლად მო­ჩანს.

 პირ­ვე­ლი ად­გი­ლი, კო­რე­უ­ლი წარ­მო­შო­ბის ამე­რი­კელ იონგ იუ ლის პრო­ექტ „ვერ­ნა­კუ­ლარ ვერ­სა­ტი­ლი­ტის" (ხალ­ხუ­რი მრა­ვალ­მ­ხ­რი­ვო­ბა) ერ­გო. ამ პრო­ექ­ტის თა­ვი­სე­ბუ­რე­ბა ისაა, რომ ის ხის სტრუქ­ტუ­რე­ბით მრა­ვალ­სარ­თუ­ლი­ა­ნი შე­ნო­ბის აგე­ბას გვთა­ვა­ზობს. ამას­თან, პრო­ექ­ტი ტრა­დი­ცი­უ­ლი კო­რე­უ­ლი სახ­ლე­ბის (ჰა­ნო­კე­ბის) მშე­ნებ­ლო­ბი­სას დამ­კ­ვიდ­რე­ბუ­ლი ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბას ით­ვა­ლის­წი­ნებს. ჩვე­უ­ლებ­რივ, ამ ტექ­ნო­ლო­გი­ებს ერთ, ან ორ­სარ­თუ­ლი­ა­ნი სახ­ლე­ბის მშე­ნებ­ლო­ბი­სას იყე­ნე­ბენ. პრო­ექ­ტის ავ­ტო­რის თქმით, ასე­თი სტრუქ­ტუ­რე­ბით აგე­ბუ­ლი ცა­თამ­ბ­ჯე­ნი, „ეფექ­ტუ­რი­ცაა და მშვე­ნი­ე­რიც".

 მე­­რე ად­გი­ლი ერ­გო ამე­რი­კე­ლე­ბის, მარკ ტალ­ბო­სა და და­ნი­ელ მარ­კე­ვი­ჩის პრო­ექტს უც­ნა­უ­რი სა­ხე­ლით, „ავ­ტო­მო­ბი­ლე­ბის და ნი­ჟა­რე­ბის ცა­თამ­ბ­ჯე­ნი: ანუ მა­რი­ნე­ტის მონ­ს­ტ­რი". ის თვით­კ­მა­რი ცი­უ­რი ქა­ლა­ქის მშე­ნებ­ლო­ბას ით­ვა­ლის­წი­ნებს. ეს არის უზარ­მა­ზა­რი, ყუ­თის ფორ­მის კონ­ს­ტ­რუქ­ცია, რომ­ლის შიგ­ნი­თაც მოქ­ცე­უ­ლია საცხოვ­რე­ბე­ლი უბ­ნე­ბი, და­სას­ვე­ნე­ბე­ლი ზო­ნე­ბი, კო­მერ­ცი­უ­ლი და­წე­სე­ბუ­ლე­ბე­ბი, ქუ­ჩე­ბი, სა­ფეხ­მავ­ლო ბი­ლი­კე­ბი და სხვა. მოკ­ლედ, ეს არის ქა­ლა­ქი ერთ შე­ნო­ბა­ში, მთე­ლი თა­ვი­სი ინ­ფ­რას­ტ­რუქ­ტუ­რით.

 მე­სა­მე ად­გილ­ზე გა­ვი­და კა­ნა­დუ­რი პრო­ექ­ტი, სა­ხე­ლად „მზარ­დი ცა­თამ­ბ­ჯე­ნი: ნახ­ში­რორ­ჟან­გის სტრუქ­ტუ­რა". ისიც ორი ავ­ტო­რის - იუჰაო ლი­უს და რუი ვუს ერ­თობ­ლი­ვი შე­მოქ­მე­დე­ბაა, რო­მე­ლიც ალ­ბათ ყვე­ლა­ზე გა­მორ­ჩე­უ­ლი­ცაა თა­ვი­სი სი­თა­მა­მით, ორი­გი­ნა­ლუ­რი იდე­ით, გა­რე­მო­სად­მი მე­გობ­რუ­ლო­ბით და ტექ­ნო­ლო­გი­უ­რო­ბით. მი­სი სა­ხე­ლიც კი თა­ვის­თა­ვად ბევრ რა­მე­ზე მეტყ­ვე­ლებს. თუმ­ცა, მას­ში ისე­თი წარ­მო­უდ­გე­ნე­ლი იდე­ე­ბია ჩაქ­სო­ვი­ლი, რომ გან­მარ­ტე­ბის გა­რე­შე, აღ­ქ­მაც კი ძნე­ლია.

პრო­ექ­ტის იდეა ისაა, რომ შე­ნო­ბამ ატ­მოს­ფე­რო­დან ნახ­ში­რორ­ჟან­გი მო­ი­პო­ვოს და მი­სი გა­მო­ყე­ნე­ბით, სა­კუ­თა­რი აგე­ბუ­ლე­ბა თან­და­თან გა­ზარ­დოს/გა­ნა­ვი­თა­როს. შე­ნო­ბის გან­ვი­თა­რე­ბის ტემ­პი და მი­მარ­თუ­ლე­ბა და­მო­კი­დე­ბუ­ლი იქ­ნე­ბა გა­რე ფაქ­ტო­რებ­ზე, რო­გო­რე­ბი­ცაა ქა­რი, წვი­მა, მზის ზე­მოქ­მე­დე­ბა, ასე­ვე ნახ­ში­რორ­ჟან­გის შემ­ც­ვე­ლო­ბა ატ­მოს­ფე­რო­ში.

 - სხვა სა­ინ­ტე­რე­სო პრო­ექ­ტებს შო­რი­საა „სანდ ბე­ი­ბე­ლი" - უდაბ­ნო­ში გან­ლა­გე­ბუ­ლი უც­ნა­უ­რი აგე­ბუ­ლე­ბის ცა­თამ­ბ­ჯე­ნი, რო­მე­ლიც მზის ენერ­გი­ის და ქვი­შის გა­მო­ყე­ნე­ბით, სამ­გან­ზო­მი­ლე­ბი­ა­ნი პრინ­ტე­რის დახ­მა­რე­ბით, მცე­ნა­რის ვარ­ჯის სტრუქ­ტუ­რის მქო­ნე შე­ნო­ბის აგე­ბას გვთა­ვა­ზობს. მი­სი ავ­ტო­რე­ბი არი­ან ჩი­ნე­ლი არ­ქი­ტექ­ტო­რე­ბი: ქიუ სო­ნი, კან პენ­ფეი, ბაი ინი, რენ ნუოია და გუო შე­ნი.

 - ძა­ლი­ან აქ­ტუ­ა­ლუ­რია „კლი­მა­ტუ­რი კოშ­კი", რო­მე­ლიც იაპო­ნე­ლი და ჩი­ნე­ლი არ­ქი­ტექ­ტო­რე­ბის: იუკო ოჩი­ა­ის, ძია ვეი ლი­უს, იუან-სუნ ჰსი­ა­ოს და ჰუნ-ლინ ჰსი­ე­ჰის ნა­მუ­შე­ვა­რია. პრო­ექ­ტი ვერ­ტი­კა­ლუ­რი სტრუქ­ტუ­რის გარ­შე­მო, ბუშ­ტი­სებ­რი გარ­სის შექ­მ­ნას გვთა­ვა­ზობს, რომ­ლის ში­და სივ­რ­ცე­შიც, სუფ­თა გა­რე­მოა შე­ნარ­ჩუ­ნე­ბუ­ლი. ასე­თი „კლი­მა­ტუ­რი კოშ­კე­ბი" ნამ­დ­ვი­ლი მის­წ­რე­ბა იქ­ნე­ბო­და ისე­თი და­ბინ­ძუ­რე­ბუ­ლი ჰა­ე­რის მქო­ნე ქა­ლა­ქე­ბის­თ­ვის, რო­გო­რე­ბი­ცაა პე­კი­ნი და შან­ჰაი.

 - სა­ინ­ტე­რე­სო პრო­ექ­ტია „სწრაფ­მა­ვა­ლი მა­ტა­რებ­ლე­ბის ვერ­ტი­კა­ლუ­რი ჰა­ბი", რო­მე­ლიც ბრი­ტა­ნე­ლებ­მა, კრის­ტო­ფერ კრის­ტო­ფიმ და ლუ­კას მა­ძა­რა­სამ შე­ი­მუ­შა­ვეს. მი­სი და­ნიშ­ნუ­ლე­ბა, ქა­ლაქ­ში უზარ­მა­ზა­რი ფარ­თო­ბის და­ზოგ­ვაა, რომ­ლებ­საც მა­ტა­რებ­ლე­ბი და მა­თი სად­გუ­რე­ბი იკა­ვე­ბენ.

 - „ლონ­ჩ­ს­პა­ი­ე­რი" ბრი­ტა­ნე­ლე­ბის, ჰენ­რი სმი­ტის, ადამ ვუდ­ვარ­დის და პოლ ეტ­კინ­სის მი­ე­რაა შე­მუ­შა­ვე­ბუ­ლი. ის ით­ვა­ლის­წი­ნებს ძა­ლი­ან მა­ღა­ლი სტრუქ­ტუ­რის შე­მუ­შა­ვე­ბას, რო­მე­ლიც ელექ­ტ­რო­მაგ­ნი­ტუ­რი ვერ­ტი­კა­ლუ­რი ამაჩ­ქა­რებ­ლის დახ­მა­რე­ბით გა­უშ­ვებს თვით­მ­ფ­რი­ნა­ვებს. ამ­გ­ვა­რად, მი­ნი­მუ­მამ­დე შემ­ცირ­დე­ბა თვით­მ­ფ­რი­ნა­ვის მი­ერ ჰა­ერ­ში გა­მო­ყო­ფი­ლი გა­მო­ნა­ბოლ­ქ­ვი, რო­მე­ლიც დი­დი რა­ო­დე­ნო­ბით სწო­რედ აფ­რე­ნი­სას გა­მო­იფ­რ­ქ­ვე­ვა ატ­მოს­ფე­რო­ში. რა თქმა უნ­და, ესეც ორი­გი­ნა­ლუ­რი და გა­რე­მო­სად­მი მე­გობ­რუ­ლი იდე­ის მა­ტა­რე­ბე­ლი პრო­ექ­ტია, ოღონდ გა­სათ­ვა­ლის­წი­ნე­ბე­ლია ის ფაქ­ტო­რი, რომ ვერ­ტი­კა­ლუ­რი სტარ­ტი და მას­თან ერ­თად, დი­დი სი­მაღ­ლის სწრა­ფად აღე­ბა, ძა­ლი­ან ჯან­მ­რ­თე­ლი მგზავ­რე­ბის­თ­ვი­საც კი, უმ­ძი­მე­სი ასა­ტა­ნი იქ­ნე­ბა. ამი­ტომ, ასე­თი სტარ­ტით მხო­ლოდ სატ­ვირ­თო, უპი­ლო­ტო თვით­მ­ფ­რი­ნა­ვე­ბი თუ ისარ­გებ­ლე­ბენ...

lika andiashvili