არა კო­ლა­ბო­რა­ცი­ო­ნიზმს! ჩვენ ვირ­ჩევთ ევ­რო­პას!
17 აპრილი, 2014
1574
print

 ამ ბო­ლო დროს, გა­ნურ­ჩევ­ლად ყვე­ლა, ვი­საც არ ეზა­რე­ბა, სა­კუ­თარ, გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი ეროვ­ნუ­ლო­ბით, გმი­რო­ბით, თავ­და­დე­ბუ­ლო­ბი­თა და უბად­ლო პატ­რი­ო­ტიზ­მით გა­მორ­ჩე­ულ წარ­სულს გვიყ­ვე­ბა, იჩე­მებს. ყვე­ლამ, ვი­საც მო­უს­მენ და რაც მთა­ვა­რია, და­უ­ჯე­რებ, ოთხი ომი (?), რვა რე­ვო­ლუ­ცია (?) გა­მო­ი­ა­რა. მე­რაბ კოს­ტა­ვას, ზვი­ად გამ­სა­ხურ­დი­ას და გია ჭან­ტუ­რი­ას სუ­ლის­ჩამ­დ­გ­მე­ლი თა­ნა­მებ­რ­ძო­ლი იყო, რომ­ლის აზ­რ­სა და სიმ­ტ­კი­ცეს ეროვ­ნუ­ლი ლი­დე­რე­ბის­თ­ვი­საც კი უდი­დე­სი მა­გა­ლი­თის, მხარ­და­ჭე­რის მნიშ­ვ­ნე­ლო­ბა ჰქონ­და. 9 აპ­რილს, ვი­საც არ მო­უს­მენ, ყვე­ლამ, ღა­მე რუს­თა­ვე­ლის გამ­ზირ­ზე გა­ა­თე­ნა. ყვე­ლა გა­ზით იყო მო­წამ­ლუ­ლი და ყვე­ლას ცო­ტა არ იყოს­და, ნი­ჩა­ბიც კი მოხ­ვ­და. უბ­რა­ლოდ, ღმერ­თის წყა­ლო­ბით, გა­დარ­ჩა. ყვე­ლას, ვი­საც დღეს არ მო­უს­მენ, ბო­ლო ათ­წ­ლე­უ­ლე­ბის მან­ძილ­ზე, არც ერ­თი მი­ტინ­გი, საპ­რო­ტეს­ტო აქ­ცია არ გა­მო­უ­ტო­ვე­ბია. სულ იბ­რ­ძო­და! სა­ქარ­თ­ვე­ლოს­თ­ვის იბ­რ­ძო­და და, რა თქმა უნ­და, დღე­საც უდ­რე­კად იბ­რ­ძ­ვის… რას იზამ, გვიყ­ვარს ქარ­თ­ვე­ლებს პოს­ტ­ფაქ­ტუმ სპე­კუ­ლა­ცია, ბა­ქი­ბუ­ქი, სა­კუ­თა­რი პერ­სო­ნის გან­დი­დე­ბა, გა­ი­დე­ა­ლე­ბა. ჩვენც ვის­მენთ, ვიხ­სე­ნებთ, ვერ ვი­ჯე­რებთ და დი­დი-დი­დი, დიდ­სუ­ლოვ­ნად ან ირო­ნი­უ­ლად გვე­ღი­მე­ბა. სამ­წუ­ხა­როდ, მე­რაბ კოს­ტა­ვა­სა და ზვი­ად გამ­სა­ხურ­დი­ას ვე­ღარ და­ვე­კითხე­ბით. თუმ­ცა, უმე­ტეს შემ­თხ­ვე­ვა­ში, ჰე­რო­ი­კულ-ეროვ­ნულ-პატ­რი­ო­ტუ­ლი ეს მი­თე­ბი გა­და­მოწ­მე­ბა­საც არ სა­ჭი­რო­ებს. ყვე­ლას ყვე­ლა­ფე­რი და ყვე­ლა ისე­დაც ახ­სოვს. სა­ზო­გა­დო­ე­ბას საკ­მა­ოდ კარ­გი მეხ­სი­ე­რე­ბა აქვს.

და სწო­რედ სა­ზო­გა­დო­ე­ბის ამ ჯან­სა­ღი, უტყუ­ა­რი მეხ­სი­ე­რე­ბი­სა და სა­კუ­თა­რი გუ­ლახ­დი­ლო­ბის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით, ვა­ღი­ა­რებ, რომ გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი პო­ლი­ტაქ­ტი­უ­რო­ბით არას­დ­როს გა­მო­ვირ­ჩე­ო­დი. ჩე­მი მშობ­ლე­ბის­გან გან­ს­ხ­ვა­ვე­ბით, არც კოს­ტა­ვას ვიც­ნობ­დი, არც გამ­სა­ხურ­დი­ას. გია ჭან­ტუ­რი­ას მხო­ლოდ ერ­თხელ, ისიც არა მი­ტინ­გ­ზე, არა­მედ, მე­გობ­რის მყუდ­რო სამ­ზა­რე­უ­ლო­ში შევ­ხ­ვედ­რი­ვარ და უნ­და გა­მო­გიტყ­დეთ, ჩემ­ზე გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი შთა­ბეჭ­დი­ლე­ბაც არ მო­უხ­დე­ნია. აქ­ვე ვა­ღი­ა­რებ, რომ მი­ტინ­გე­ბის, ხალ­ხ­მ­რა­ვა­ლი შეკ­რე­ბე­ბის, ქუ­ჩის აქ­ცი­ე­ბის დი­დი მოყ­ვა­რუ­ლი, სხვა­დას­ხ­ვა დრო­ის, სხვა­დას­ხ­ვა პო­ლი­ტი­კუ­რი ლი­დე­რე­ბის მგზნე­ბა­რე, ცეცხ­ლო­ვა­ნი გა­მოს­ვ­ლე­ბის, მა­თი ორა­ტო­რო­ბის მსმე­ნელ-დამ­ფა­სე­ბე­ლი არას­დ­როს ვყო­ფილ­ვარ. 9 აპ­რი­ლის წი­ნა დღე­ებ­ში რუს­თა­ვე­ლის გამ­ზირ­ზე, ალ­ბათ, ისე­ვე, რო­გორც ნე­ბის­მი­ე­რი თქვენ­გა­ნი, არა­ერ­თხელ ვყო­ფილ­ვარ, მაგ­რამ სწო­რედ ის ტრა­გი­კულ-ის­ტო­რი­ულ-ეტა­პუ­რი ღა­მე, ჩემ­და სა­მარ­ცხ­ვი­ნოდ, სახ­ლ­ში გა­ვა­ტა­რე. არც ტან­კი მი­ნა­ხავს, არც ნი­ჩაბ­მოქ­ნე­უ­ლი რუ­სის ჯა­რის­კა­ცი… კო­მენ­დან­ტის სა­ა­თის დრო­საც მორ­ჩი­ლად სახ­ლ­ში ვი­ჯე­ქი. სულ უფ­რო და უფ­რო მო­ახ­ლო­ვე­ბუ­ლი ტან­კე­ბის ხა­ზი, უსი­ნათ­ლო­თა სიმ­ღე­რა, პატ­რი­არ­ქის თვა­ლე­ბი, ეროვ­ნუ­ლი ლი­დე­რე­ბის სა­ხე­ე­ბი, ტან­კის წი­ნა­აღ­მ­დეგ ჯო­ხით მებ­რ­ძო­ლი ქარ­თ­ვე­ლი მა­მა­კა­ცი, ძირს დაგ­დე­ბუ­ლი, და­სის­ხ­ლი­ა­ნე­ბუ­ლი ქა­ლე­ბი, სა­ო­ცა­რი ამაღ­ლე­ბუ­ლო­ბა, ერ­თი­ა­ნო­ბა, სუ­ლის­კ­ვე­თე­ბა… იმ ღა­მის და მომ­დევ­ნო დღე­ე­ბის შემ­ზა­რა­ვი რე­ა­ლო­ბა, გა­და­ღე­ბუ­ლი ფო­ტო-ვი­დეო მა­სა­ლის მეშ­ვე­ო­ბით, მოგ­ვი­ა­ნე­ბით ვნა­ხე, გა­ვი­აზ­რე, გა­ვი­თა­ვი­სე. ისიც უნ­და ვა­ღი­ა­რო, რომ სრუ­ლი თა­ნად­გო­მის, ყვე­ლა იდე­ი­სა და ლო­ზუნ­გის, მუხ­ტის სრუ­ლი გა­ზი­ა­რე­ბის მი­უ­ხე­და­ვად, 2003 წლის ნო­ემ­ბ­რის აქ­ცი­ებ­შიც არას­დ­როს მი­მი­ღია მო­ნა­წი­ლე­ო­ბა. მე­რე მი­ნა­ნია, შემ­რ­ცხ­ვე­ნია, მაგ­რამ… რას იზამ? ზო­გი­ერ­თე­ბი­ვით, მე­რე ხომ ვერ და­ვიბ­რა­ლებ­დი? ან კი, ვის მო­ატყუ­ებ? ყვე­ლას ხომ ყვე­ლა­ფე­რი ახ­სოვს, გვახ­სოვს. სა­ზო­გა­დო­ე­ბის მეხ­სი­ე­რე­ბა დი­დად საფ­რ­თხი­ლო და მკაც­რი, და­უნ­დო­ბე­ლი რამ არის.

ასეა თუ ისე, მი­ტინ­გე­ბის, აქ­ცი­ე­ბის რა­ო­დენ არ­მოყ­ვა­რუ­ლიც უნ­და ვი­ყო, ამ ბო­ლო დროს აქ­ცი­ებ­ზე სი­ა­რულს ჩემ­თ­ვის რა­ღაც უჩ­ვე­უ­ლოდ მო­ვუხ­ში­რე… ეტყო­ბა, ვთვლი, რომ დღეს სა­ქარ­თ­ვე­ლო მო­რი­გი დი­დი საფ­რ­თხის წი­ნა­შე, ფა­ტა­ლურ, სა­ბე­დის­წე­რო გა­სა­ყარ­ზე დგას.

გა­სულ კვი­რას, კან­ცე­ლა­რი­ას­თან გა­მარ­თულ საკ­მა­ოდ ხალ­ხ­მ­რა­ვალ აქ­ცი­ას - "არა კო­ლა­ბო­რა­ცი­ო­ნიზმს!" - სრუ­ლი შეგ­ნე­ბით, გა­აზ­რე­ბუ­ლად შე­ვუ­ერ­თ­დი.

კო­ლა­ბო­რა­ცი­ო­ნიზ­მ­ზე, რო­გორც ასეთ­ზე, ბევ­რი გაგ­ვი­გო­ნია, ბევ­რი წაგ­ვი­კითხავს, ბევ­რი ფილ­მი გვი­ნა­ხავს. ბევ­რი, ძალ­ზე ცნო­ბი­ლი, ტა­ლან­ტით, ინ­ტე­ლექ­ტით და­ჯილ­დო­ე­ბუ­ლი, ან სრუ­ლი­ად რი­გი­თი კო­ლა­ბო­რა­ცი­ო­ნის­ტის სა­ხე­ლი ვი­ცით. და ყვე­ლა დრო­ში, ის­ტო­რი­ის ყვე­ლა ეტაპ­ზე, ყვე­ლა ქვე­ყა­ნა­ში, ყვე­ლა ომის, მტრო­ბის, ბრძო­ლის დროს, კო­ლა­ბო­რა­ცი­ო­ნის­ტ­თა ამ სა­ხე­ლებ­სა და გვა­რებს სირ­ცხი­ლი, არ­პა­ტი­ე­ბა, გა­კიცხ­ვა, სა­ზო­გა­დო­ე­ბის რის­ხ­ვა სდევ­და თან. უნ­გ­რეთ­ში, იტა­ლი­ა­ში, საფ­რან­გეთ­ში, ოკუ­პი­რე­ბულ პა­რიზ­ში… მტრის არ­მ­ტ­რო­ბა, მტერ­თან თა­ნამ­შ­რომ­ლო­ბა, დამ­პყ­რობ­ლის არ­სი­ძულ­ვი­ლი, კო­ლა­ბო­რა­ცი­ო­ნიზ­მი არა­ვის ეპა­ტია. სა­ზო­გა­დო­ე­ბა სამ­შობ­ლოს მო­ღა­ლა­ტე­ე­ბად აღ­ქ­მულ-შე­ფა­სე­ბულ კო­ლა­ბო­რა­ცი­ო­ნის­ტებს სას­ტი­კად, დაშ­ვე­ბუ­ლი და და­უშ­ვე­ბე­ლი ფორ­მით სჯი­და - ლინ­ჩის წე­სით ასა­მარ­თ­ლებ­და, ქვე­ბით ქო­ლავ­და, ქა­ლა­ქებ­სა და სოფ­ლე­ბი­დან აძე­ვებ­და, ზურგს აქ­ცევ­და. მათ სახ­ლებს ნიშ­ნავ­და, რომ კო­ლა­ბო­რა­ცი­ო­ნის­ტის სა­მარ­ცხ­ვი­ნო ად­გილ­სამ­ყო­ფე­ლი ყვე­ლას სცოდ­ნო­და. მტერ­თან თა­ნამ­ცხოვ­რებ ქა­ლებს სას­ტი­კად უს­წორ­დე­ბოდ­ნენ, თა­ვებს პარ­სავ­დ­ნენ, სცემ­დ­ნენ, აფურ­თხებ­დ­ნენ, რი­ყავ­დ­ნენ, ყვე­ლა კარს ცხვირ­წინ უკე­ტავ­დ­ნენ, ყვე­ლა­ნა­ირ შე­უ­რაცხ­ყო­ფას აყე­ნებ­დ­ნენ… მაგ­რამ ეს გა­სულ სა­უ­კუ­ნე­ში იყო…

დღეს, ოც­და­მე­ერ­თე სა­უ­კუ­ნე­ში, საბ­ჭო­თა რე­ჟიმ­გა­მოვ­ლილ, დიქ­ტა­ტუ­რას თავ­დაღ­წე­ულ, სის­ხ­ლი­თა და ცრემ­ლით, გმი­რო­ბი­თა და შე­უდ­რე­კე­ლი ბრძო­ლით და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბა-თა­ვი­სუფ­ლე­ბა მო­პო­ვე­ბულ, დე­მოკ­რა­ტი­ის გზა­ზე დამ­დ­გარ, ევ­რო­პის, ნა­ტო-ს არ­ჩე­ვან­გა­კე­თე­ბულ, პუ­ტი­ნის წი­თე­ლი, იმ­პე­რი­ულ-ჩე­კის­ტუ­რი რუ­სე­თის აგ­რე­სი­ა­ნა­გემ, მი­წე­ბო­კუ­პი­რე­ბულ, სოფ­ლებ­და­წი­ო­კე­ბულ, და­ღუ­პულ­თა სის­ხ­ლი­თა და სახ­ლე­ბი­დან გა­მო­დევ­ნილ ასი­ა­თა­სო­ბით ლტოლ­ვილ­თა ცრემ­ლით მორ­წყულ… სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში, აქ­ცია "არა კო­ლა­ბო­რა­ცი­ო­ნიზმს!" ჩვენ­და სა­მარ­ცხ­ვი­ნოდ, აქ­ტუ­ა­ლუ­რი და უცი­ლე­ბე­ლი გახ­და. სა­ზო­გა­დო­ე­ბის უტყუ­ა­რი მეხ­სი­ე­რე­ბა სად გაქ­რა, ასე რამ და­ა­ზი­ა­ნა? გა­სუ­ლი სა­უ­კუ­ნის ოცი­ა­ნი წლე­ბი, ამ წლე­ბის თავ­გან­წი­რუ­ლი გმი­რე­ბი და უპა­ტი­ე­ბე­ლი კო­ლა­ბო­რა­ცი­ო­ნის­ტე­ბის, ქარ­თ­ვე­ლი ბოლ­შე­ვი­კე­ბის სა­ხე­ლე­ბი ხომ მკა­ფი­ოდ გვახ­სოვს, ვი­ცით? 90-იანი წლე­ბი ნუ­თუ დაგ­ვა­ვიწყ­და? 2008-ში გორ­თან მო­სუ­ლი რუ­სუ­ლი ტან­კე­ბი, თბი­ლი­სის თავ­ზე რუ­სუ­ლი ავი­ო­გა­მა­ნად­გუ­რებ­ლე­ბის შემ­ზა­რა­ვი ხმა, ცეცხ­ლ­მო­კი­დე­ბუ­ლი ტყე­ე­ბი, მინ­დ­ვ­რე­ბი, აალე­ბუ­ლი სოფ­ლე­ბი, თვალ­ც­რემ­ლი­ა­ნი ქა­ლე­ბი, ბავ­შ­ვე­ბი, და­ღუ­პუ­ლი ჯა­რის­კა­ცე­ბი, ჩვე­ნი სა­ერ­თო მტრის სა­ერ­თო სი­ძულ­ვი­ლი, შე­უ­პოვ­რე­ბა, ში­ში და ბრძო­ლი­სუ­ნა­რი­ა­ნო­ბა… ასე მა­ლე რამ დაგ­ვა­ვიწყა? სა­ზო­გა­დო­ე­ბას ხომ წე­სით, ყვე­ლა და ყვე­ლა­ფე­რი უნ­და ახ­სოვ­დეს?

ვინ არ ით­ვა­ლის­წი­ნებს სა­ზო­გა­დო­ე­ბის ნე­ბას? ვის არ ეში­ნია ქარ­თუ­ლი სა­ზო­გა­დო­ე­ბის რის­ხ­ვის? ვინ თვლის, რომ სა­ზო­გა­დო­ე­ბის იგ­ნო­რი­რე­ბა, ასე, უპა­ტი­ებ­ლად შერ­ჩე­ბა… და ხან, სა­კუ­თარ სახ­ლ­ზე რუ­სულ დრო­შას აფ­რი­ა­ლებს, ხან ტი­უტ­ჩე­ვის და ფე­ტის პო­ე­ზი­ი­სა და შნიდ­კეს სიყ­ვა­რუ­ლით დე­მა­გო­გობს, ხან ორ რუ­სეთ­ზე გვე­ლა­პა­რა­კე­ბა, ხან ორი სი­მარ­თ­ლის თე­ო­რი­ას ავი­თა­რებს… ზო­გი­ერ­თი ფრთხი­ლად, შე­ნიღ­ბუ­ლად, ინ­ტე­ლი­გენ­ტურ-პრო­ფე­სი­ო­ნა­ლუ­რად, ზო­გი­ერ­თი - და­უ­ფა­რა­ვად, თავ­ხე­დუ­რად; ზო­გი­ერ­თი პირ­და­პირ, სამ­სა­ხუ­რე­ობ­რივ და­ვა­ლე­ბას ას­რუ­ლებს; ზო­გი­ერ­თ­მა - ათ­წ­ლე­უ­ლე­ბის წინ სა­თუ­თად გა­და­მა­ლუ­ლი საბ­ჭო­თა "პა­გო­ნე­ბი" ამო­ი­ღო, მტვე­რი გა­დაწ­მინ­და და ევ­რო­პა­ში შე­ძე­ნილ, ახალ­მო­დურ, ტვი­დის, ქაშ­მი­რის პი­ჯა­კებ­ზე ახ­ლა უკ­ვე ამა­ყად და­ი­კე­რა; ზო­გი­ერ­თი - კრემ­ლ­ში მღე­რის, ცეკ­ვავს; ზო­გი­ერ­თი - ვი­ღა­ცა მო­რი­გი უგე­მოვ­ნო მსა­ხი­ო­ბის მოს­კო­ვი­დან ჩა­მოყ­ვა­ნას ალ­კო­ჰო­ლურ-ნარ­კო­ტი­კულ აგო­ნი­ა­ში ლა­მობს; ზო­გი­ერ­თი - ერ­თ­მორ­წ­მუ­ნე რუ­სეთს გვახ­სე­ნებს, გა­ლე­სილ ფრეს­კებს, დან­გ­რე­ულ-შე­უ­რაცხ­ყო­ფილ ტაძ­რებს, დახ­ვ­რე­ტილ ამ­ბ­რო­სი ხე­ლა­ი­ას და მის სა­ბო­ლოო სიტყ­ვას მი­ზან­მი­მარ­თუ­ლად გვა­ვიწყებს, გვი­უ­ფა­სუ­რებს; ზო­გი­ერ­თი - ირ­მა ინაშ­ვილს, ნა­ნა კა­კა­ბა­ძეს ან ნი­ნო ბურ­ჯა­ნა­ძეს და­ემ­ს­გავ­სა. დი­ახ, და­ემ­ს­გავ­სა! ზო­გი­ერ­თი, რუ­სუ­ლი სპეც­სამ­სა­ხუ­რე­ბის ფუ­ლით ნა­ყიდ კვერ­ცხებს და­უთ­ვ­ლე­ლად, იოლად ის­ვ­რის; ზო­გი­ერ­თი კი, რუ­სუ­ლი სპეც­სამ­სა­ხუ­რე­ბის ფუ­ლით უფ­რო თა­მა­მად, ხმა­მაღ­ლა, ორ­გა­ნი­ზე­ბუ­ლად გა­მო­დის ქუ­ჩა­ში. ქარ­თუ­ლი სა­ხელ­მ­წი­ფოს, სა­ზო­გა­დო­ე­ბის ნე­ბის სა­წი­ნა­აღ­მ­დე­გო აქ­ცი­ებს მარ­თავს… და ეს ყვე­ლა­ფე­რი დღეს, ამ წუ­თებ­ში, უკ­რა­ი­ნა­ში მიმ­დი­ნა­რე დამ­პყ­რობ­ლუ­რი, სას­ტი­კი, უპა­ტი­ე­ბე­ლი ომის ფონ­ზე, აქ სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში, ჩვენს გვერ­დით, ჩვენს გარ­შე­მო ხდე­ბა! ამ ბო­ლო თვე­ებ­ში, ასე, მომ­წამ­ვ­ლე­ლი სო­კო­ე­ბი­ვით მომ­რავ­ლე­ბუ­ლი, კო­ლა­ბო­რა­ცი­ო­ნიზ­მის კლა­სი­კუ­რი მა­გა­ლი­თე­ბის მი­უ­ხე­და­ვად, ხე­ლი­სუფ­ლე­ბა სა­ეჭ­ვოდ, უსუ­სუ­რად ან ჯი­უ­ტად ხუ­ჭავს თვალს. ქარ­თუ­ლი სა­ზო­გა­დო­ე­ბა კი ნელ-ნე­ლა ფხიზ­ლ­დე­ბა, საფ­რ­თხის რე­ა­ლო­ბას სულ უფ­რო და უფ­რო მკა­ფი­ოდ გრძნობს და აქ­ცი­ებ­ზე - "არა კო­ლა­ბო­რა­ცი­ო­ნიზმს!" და "მე ვირ­ჩევ ევ­რო­პას!" აქ­ტი­უ­რად, მო­ბი­ლი­ზე­ბუ­ლად იკ­რი­ბე­ბა. სა­კუ­თარ ნე­ბას, მყარ მი­ზანს კი­დევ ერ­თხელ აფიქ­სი­რებს და ხე­ლი­სუფ­ლე­ბის­გან კი მკვეთრ და დრო­ულ რე­ა­გი­რე­ბას ითხოვს.

ქარ­თ­ვე­ლებს მტრის მო­ახ­ლო­ე­ბას, გა­აქ­ტი­უ­რე­ბას, გაძ­ლი­ე­რე­ბას, რი­გებ­ში შე­მო­პარ­ვას, ის­ტო­რი­უ­ლად, წე­სით, უტყუ­ა­რი მეხ­სი­ე­რე­ბა და სა­უ­კუ­ნე­ე­ბით გან­ვი­თა­რე­ბუ­ლი ინ­ტუ­ი­ცია უნ­და გვკარ­ნა­ხობ­დეს. ქარ­თ­ვე­ლებ­მა, ის­ტო­რი­უ­ლად, წე­სით, მტრის მტრო­ბაც უნ­და ვი­ცო­დეთ. ვი­ცო­დით და წე­სით, დღე­საც უნ­და გვახ­სოვ­დეს.

აი, ტოლ­ს­ტო­ის, დოს­ტო­ევ­ს­კის, ლერ­მონ­ტოვს, გუ­მი­ლი­ოვს კი რო­გორც ვკითხუ­ლობ­დით (თუ ვკითხუ­ლობ­დით), ახ­ლაც თა­მა­მად შეგ­ვიძ­ლია გან­ვაგ­რ­ძოთ და ვი­კითხოთ, ვი­სი­ა­მოვ­ნოთ. დღე­ვან­დელ რუ­სეთ­ში პუ­ტი­ნე­ბი ამ მწერ­ლებს არ ეტა­ნე­ბი­ან. თუმ­ცა ისე­ვე, რო­გორც არც შოს­ტა­კო­ვიჩ­ზე, არც დი­ა­გი­ლევ­ზე, არც კან­დინ­ს­კი­ზე, არც სტრა­ვინ­ს­კი­ზე, არც ფეტ­ზე, არც ბროდ­ს­კი­ზე… არ, ვერ "კა­ი­ფო­ბენ". ეს შე­უძ­ლე­ბე­ლიც არის! პუ­ტი­ნე­ბის, ლავ­რო­ვე­ბის, ჟი­რი­ნოვ­ს­კე­ბის, კი­სი­ლი­ო­ვე­ბის, ისე­ვე რო­გორც ზა­ქა­რე­იშ­ვილ-ინაშ­ვილ-ბურ­ჯა­ნა­ძე­ე­ბის "კა­ი­ფე­ბი", სი­ა­მოვ­ნე­ბე­ბი, ფა­სე­უ­ლო­ბე­ბი, მიზ­ნე­ბი, ოც­ნე­ბე­ბი… და რა თქმა უნ­და, პო­ე­ზი­აც და პრო­ზაც… სულ სხვაა!

ქეთევან იგნატოვა