ტან­გო მა­ეს­ტ­როს­თან
18 აპრილი, 2014
2324
print

LA ოპე­რა­ში მსოფ­ლიო ტე­ნორ­მა პლა­სი­დო დო­მინ­გომ "სიყ­ვა­რუ­ლის ნექ­ტა­რის" პრე­მი­ე­რა­ზე ნი­ნოს რომ მო­უს­მი­ნა, უთხ­რა: მე მინ­და, რომ შენ ჩემს თე­ატ­რ­ში დარ­ჩე, ან უნ­და დამ­პირ­დე, რომ სულ დაბ­რუნ­დე­ბი!.. La Scala-ს სცე­ნა­ზე ზალ­ც­ბურ­გის ცნო­ბი­ლი ფეს­ტი­ვა­ლის მუ­სი­კა­ლურ­მა დი­რექ­ტორ­მა Jurgen Flimm-მა, რო­მე­ლიც ევ­რო­პის­თ­ვის შექ­ს­პი­რის თა­ნა­მედ­რო­ვე ჯუ­ლი­ე­ტას ეძებ­და, ნი­ნოს პირ­და­პირ კუ­ლი­სებ­ში შეს­თა­ვა­ზა პარ­ტია: შენ იქ­ნე­ბი ჯუ­ლი­ე­ტა! იმ­ღე­რებ ფრან­გუ­ლად?.. და, ნი­ნო ერ­თი სპექ­ტაკ­ლით გახ­და მსოფ­ლიო ვარ­ს­კ­ვ­ლა­ვი, ზალ­ც­ბურ­გის ფეს­ტი­ვალ­ზე იმ­ღე­რა 5 მოქ­მე­დე­ბი­ა­ნი ტრა­გე­დია. ასე იქ­ცა ჯუ­ლი­ე­ტა ნი­ნოს კა­რი­ე­რის მთა­ვარ პარ­ტი­ად, ეს გა­მოს­ვ­ლა კი ზალ­ც­ბურ­გის ლე­გენ­და­რულ თე­ატ­რ­ში მი­ი­ღეს "ოპე­რის დი­ვას" სენ­სა­ცი­ურ დე­ბი­უ­ტად... "ნი­ნოს ტრი­უმ­ფ­მა ზალ­ც­ბურ­გ­ში და­მარ­წ­მუ­ნა, რომ ჩვე­ნი აუდი­ტო­რია ასეთ ნი­ჭი­ერ არ­ტისტს გულ­ში ჩა­იკ­რავ­და. მინ­დო­და მო­მე­ძებ­ნა გზა, რომ მი­სი ამე­რი­კუ­ლი დე­ბი­უ­ტი შემ­დ­გა­რი­ყო..." - ასე იხ­სე­ნებს მსოფ­ლიო მა­ეს­ტ­რო პლა­სი­დო დო­მინ­გო ნი­ნო მა­ჩა­ი­ძის ტრი­უმფს ზალ­ც­ბურ­გ­ში.

La Scala-ში "რო­მეო და ჯუ­ლი­ე­ტას" გახ­მა­უ­რე­ბულ სპექ­ტაკ­ლ­ზე, მო­დის კა­ნონ­მე­ბე­ლი ჯორ­ჯო არ­მა­ნი სცე­ნა­ზე თა­ვი­სი სურ­ვი­ლით ავი­და ნი­ნოს­თ­ვის რომ მი­ე­ლო­ცა, ქარ­თ­ვე­ლი სოპ­რა­ნო კუ­ლი­სებ­ში კომ­პ­ლი­მენ­ტე­ბით გა­ა­ჩე­რა: "შენ არა­მარ­ტო სას­წა­უ­ლი მომ­ღე­რა­ლი ხარ, არა­მედ კა­ტას­ტ­რო­ფუ­ლად ლა­მა­ზი ქა­ლიც!.." დარ­ბა­ზი­დან კი ქარ­თ­ველ ვარ­ს­კ­ვ­ლავს ლე­გენ­და­რუ­ლი პლა­სი­დო დო­მინ­გო გულ­შე­მატ­კივ­რობ­და... ამის შემ­დეგ NY Met-ოპე­რა­ში ნი­ნო ჯერ ვერ­დის "რი­გო­ლე­ტო­თი" შემ­დეგ კი დო­ნი­ცე­ტის "პოლ­კის შვი­ლო­ბი­ლით" დაბ­რუნ­და, ის, რომ ახალ­გაზ­რ­და "ნი­ჭი­ე­რი ხმა" შე­სა­ნიშ­ნავ ვო­კა­ლურ ფორ­მა­ში შეხ­ვ­და რო­მან­ტი­კუ­ლი კო­მე­დი­ის მთა­ვარ პარ­ტი­ას, ამას ცნო­ბი­ლი დო­რი­ჟო­რი Paolo Arrivabeni აღ­ნიშ­ნავ­და, რო­მე­ლიც Met-ოპე­რის ორ­კესტრს ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლობ­და. სპექ­ტაკ­ლის ბო­ლოს, ქარ­თ­ველ სოპ­რა­ნოს მა­ყუ­რე­ბე­ლი ფეხ­ზე შეხ­ვ­და, დიდ­ხანს უკ­რავ­და ტაშს, ყვი­როდ­ნენ, ფე­ხებს აბ­რა­ხუ­ნებ­დ­ნენ...

"მის ხმას აქვს სა­ო­ცა­რი პო­ე­ზია" - წერს ნი­ნო მა­ჩა­ი­ძის ვო­კა­ლურ მო­ნა­ცე­მებ­ზე Opernwelt.

"ნი­ნოს სცე­ნი­დან არ უშ­ვე­ბენ, არც მას უნ­და კუ­ლი­სებ­ში გას­ვ­ლა... სპექ­ტაკ­ლის შემ­დეგ ნი­ნო მა­ჩა­ი­ძის თე­ატ­რი­დან გა­მოს­ვ­ლა ად­ვი­ლი არაა, - შე­სას­ვ­ლელ­თან უამ­რა­ვი თაყ­ვა­ნის­მ­ცე­მე­ლი ელო­დე­ბა. არ არ­სე­ბობს შე­უც­ვ­ლე­ლი არ­ტის­ტი, არ­სე­ბო­ბენ და­უ­ვიწყა­რი არ­ტის­ტე­ბი, ნი­ნო მა­ჩა­ი­ძის და­ვიწყე­ბა შე­უძ­ლე­ბე­ლია. ძლი­ერ ვო­კა­ლურ შე­საძ­ლებ­ლო­ბებ­თან ერ­თად მას აქვს არ­ტის­ტიზ­მი და ის შე­უ­და­რე­ბე­ლი ქა­რიზ­მა, რაც მას ვარ­ს­კ­ვ­ლა­ვად აქ­ცევს." - The New-York Times.

"ოპე­რის ან­ჯე­ლი­ნა ჯო­ლი" - ასე უწო­დე­ბენ ქარ­თ­ველ სოპ­რა­ნოს, რო­მე­ლიც NYC Met-ოპე­რის, მი­ლა­ნის La Scala-ს, ლონ­დო­ნის Covent Garden-ის, ზალ­ც­ბურ­გის ფეს­ტი­ვა­ლის, Arena di Verona-ს დიდ სცე­ნებ­ზე სა­ო­პე­რო პარ­ტი­ებს თა­ვად ირ­ჩევს, მუ­სი­კა­ლურ ელი­ტა­ში ერთ-ერთ მა­ღა­ლა­ნაზღა­უ­რე­ბად მომ­ღერ­ლად ით­ვ­ლე­ბა და მსოფ­ლიო თე­ატ­რე­ბი კონ­ტ­რაქ­ტებს ნიუ-იორ­კის სა­ა­გენ­ტოს Zemsky/Green Artist Management-თან შე­თან­ხ­მე­ბით, რამ­დე­ნი­მე წლით ად­რე სთა­ვა­ზო­ბენ...

- ოვი­­დოს Lirico Teatro-ში თქვენ გად­მოგ­ცეს პრი­ზი The Best female opera singer of the season 2013. რამ­დე­ნად მო­­ლოდ­ნე­ლი იყო ეს ჯილ­დო და რო­გორ და­გა­მახ­სოვ­­დათ ეს სა­ღა­მო?

- დი­დი მად­ლო­ბა ეს­პა­ნეთს ამ პრე­მი­ის­თ­ვის და უდი­დე­სი სიყ­ვა­რუ­ლის­თ­ვის! სა­ერ­თოდ, სე­ზონ­ზე რამ­დენ­ჯერ იმ­ღე­რებ, ამას იმ­დე­ნად მნიშ­ვ­ნე­ლო­ბა არ აქვს, რამ­დე­ნა­დაც შე­სუ­ლე­ბის ხა­რისხს. ამ ჯილ­დოს გარ­შე­მო გა­ერ­თი­ა­ნე­ბუ­ლია ჟი­უ­რი, რო­მე­ლიც აფა­სებს მომ­ღერ­ლე­ბის გა­მოს­ვ­ლას და აწე­სებს პრიზს. მე შარ­შან ვიმ­ღე­რე მას­ნეს ოპე­რა "ტა­ი­სი" Lirico Teatro-ში, ასე­ვე ბარ­სე­ლო­ნას Gran Teatre del Liceu-ში 8 თვის ფეხ­მ­ძი­მე გა­მო­ვე­დი რო­სი­ნის ოპე­რა "თურ­ქი იტა­ლი­ა­ში". ჩემ­თ­ვის მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი ის იყო, რომ 2013 წლის სე­ზონ­ზე ამ კონ­კურ­სის­თ­ვის წარ­მოდ­გე­ნი­ლი იყო და­ახ­ლო­ე­ბით 900 მომ­ღე­რა­ლი, აქე­დან 300 მა­ინც ხომ იქ­ნე­ბო­და სოპ­რა­ნო, არა?!.. და, სა­უ­კე­თე­სო­თა შო­რის და­მა­სა­ხე­ლეს, რა­საც მე ძა­ლი­ან ვა­ფა­სებ. მარ­თა­ლი გითხართ, არ ვე­ლო­დე­ბო­დი, პირ­ვე­ლად ჩემ­მა მე­ნე­ჯერ­მა და­მი­რე­კა და მა­ხა­რა: შენ გახ­დი ეს­პა­ნეთ­ში 2013 წლის სე­ზო­ნის სა­უ­კე­თე­სო მომ­ღე­რა­ლი ქა­ლი, ახ­ლა ოპე­რის დი­რექ­ცი­ი­დან შე­გეხ­მი­ა­ნე­ბი­ან, ყვე­ლა­ფერს გეტყ­ვი­ან, მაგ­რამ მე მინ­დო­და ეს ამ­ბა­ვი პირ­ველს მეთ­ქ­ვაო!.. აი ასე მოხ­და: 28 მარტს, კონ­ცერ­ტის მე­რე გა­ი­მარ­თა და­ჯილ­დო­ვე­ბის ცე­რე­მო­ნია და პი­რა­დად გად­მომ­ცეს ეს პრი­ზი, რაც ჩემ­თ­ვის მარ­თ­ლაც დი­დი აღი­ა­რე­ბაა. არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვად ლა­მა­ზი სა­ღა­მო გა­მო­ვი­და, ვიმ­ღე­რე ფი­ო­რე­ლას არია, დი­დი სცე­ნა რო­სი­ნის ოპე­რი­დან "თურ­ქი იტა­ლი­ა­ში".

ოვი­ე­დო­ში რომ ჩა­ვე­დი, სა­ნამ კონ­ცერ­ტი გა­ი­მარ­თე­ბო­და, გა­ვე­დი მთა­ვარ ქუ­ჩა­ზე თე­ატ­რ­ში მივ­დი­ო­დი და და­ვი­ნა­ხე დი­დი ბილ­ბორ­დე­ბი ჩე­მი ფო­ტო­ე­ბით... ქუ­ჩა­შიც მცნობ­დ­ნენ, თი­თებს იშ­ვერ­დ­ნენ ჩემ­ს­კენ და უკ­ვე მი­ვეჩ­ვიე ისეთ კომ­პ­ლი­მენ­ტებს, რო­დე­საც ამ­ბო­ბენ ხოლ­მე: აჰ, ან­ჯე­ლი­ნა! ან­ჯე­ლი­ნა ჯო­ლის რო­გორ ჰგავს?!...

- მი­ეჩ­ვი­ეთ აფი­შებ­ზე სა­კუ­თა­რი ფო­ტო­­ბის ნახ­ვას?

- ეს ახ­ლაც ძა­ლი­ან მი­ხა­რია! პირ­ვე­ლად ჩე­მი აფი­შა რომ ვნა­ხე, ალ­ბათ, 200 ფო­ტო მა­ინც გა­და­ვუ­ღე... პირ­ვე­ლი აფი­შა ჩე­მი სა­ხე­ლით და გვა­რით იყო ლა სკა­ლა­ში, რო­დე­საც ვიმ­ღე­რე "პოლ­კის ქა­ლიშ­ვილ­ში" მა­რის პარ­ტია. ახ­ლაც მახ­სოვს, სას­წა­უ­ლი შეგ­რ­ძ­ნე­ბა მქონ­და, მა­შინ მივ­ხ­ვ­დი რომ ოც­ნე­ბე­ბი სრულ­დე­ბა!

- რო­გო­რი რე­პერ­ტუ­­რით აგ­­ძე­ლებთ სე­ზონს? LA ოპე­რა­ში ვერ­დის "ტრა­ვი­­ტას" პრე­მი­­რა 2014 წლის 13 სექ­ტემ­ბერ­შია და­ნიშ­ნუ­ლი. რო­გორ ემ­ზა­დე­ბით ალექ­სან­­რე დი­­მა-უმ­­რო­სის რო­მა­ნის­­ვის, ის­წავ­ლეთ უკ­ვე ვი­­ლე­ტას რთუ­ლი, მაგ­რამ ყვე­ლა სოპ­რა­ნოს­­ვის სა­სურ­ვე­ლი პარ­ტია, სა­დაც პარ­­ნი­­რო­ბას გა­გი­წე­ვენ მექ­სი­კე­ლი ტე­ნო­რი Arturo chacon-Cruz და ლე­გენ­და­რუ­ლი Placido Domingo? პრე­მი­­რამ­დე მო­ლო­დი­ნი დი­დია, კრი­ტი­კო­სე­ბი პირ­და­პირ წე­რენ, რომ "ნი­ნო მა­ჩა­­ძე, რო­მე­ლიც მსოფ­ლი­­ში ერთ-ერ­თი ყვე­ლა­ზე მოთხოვ­ნა­დი სოპ­რა­ნოა, LA ოპე­რის­­ვის ნამ­­ვი­ლად არის Favorite Soprano. ეს რო­ლის მი­სი ვარ­­­­ლა­ვუ­რი კა­რი­­რის­­ვის ახა­ლი გა­მოწ­ვე­ვა იქ­ნე­ბა და ჩვენ ვე­ლო­დე­ბით ვი­­ლე­ტას სცე­ნურ ინ­ტერ­­რე­ტა­ცი­ას და, რა თქმა უნ­და, ვო­კა­ლუ­რი შეს­რუ­ლე­ბის ხა­რისხს." რო­გორ მი­­ღეთ ეს რო­ლი კურ­ტი­ზა­ნი ქა­ლის პი­რად ტრა­გე­დი­­ზე LA თე­ატ­­ში?

- ვი­ო­ლე­ტა ჩემ­თ­ვის ერთ-ერ­თი სა­ოც­ნე­ბო პარ­ტიაა, სულ მინ­დო­და მემ­ღე­რა... 10 აგ­ვის­ტოს და­იწყე­ბა რე­პე­ტი­ცი­ე­ბი, თუმ­ცა პრე­მი­ე­რამ­დე LA ოპე­რა­ში ჯერ მა­ი­სი-ივ­ნი­სი ვიქ­ნე­ბი მას­ნეს "ტა­ი­სის" სპექ­ტაკ­ლე­ბი მაქვს სამ­ღე­რი. მე­რე მივ­დი­ვარ ჰამ­ბურ­გ­ში, სა­დაც მაქვს ვერ­დის მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი დე­ბი­უ­ტი, ვიმ­ღე­რებ "ლუ­ი­ზა მი­ლერს", ამის მე­რე მე­ლო­დე­ბა ამ­ს­ტერ­და­მი, სა­დაც უნ­და ვიმ­ღე­რო რო­სი­ნის "მოგ­ზა­უ­რო­ბა რე­იმ­ს­ში", შემ­დეგ ვე­ნა - "ოტე­ლოს" დე­ბი­უ­ტი და მი­ლა­ნი - "კარ­მე­ნის" დე­ბი­უ­ტი La Scala-ში. ჩემს რე­პერ­ტუ­არ­ში ხუ­თი ახა­ლი პარ­ტია შე­მო­ვი­და, ასე რომ, უნ­და და­ვიწყო მე­ცა­დი­ნე­ო­ბა, გა­დავ­შა­ლო ნო­ტე­ბი და ვის­წავ­ლო.

LA ოპე­რა­ში სექ­ტემ­ბ­რი­დან თე­ატ­რის სე­ზო­ნი "ტრა­ვი­ა­ტა­თი" გა­იხ­ს­ნე­ბა, უკ­ვე მე­ო­რედ გავ­ხ­ს­ნი სე­ზონს, პირ­ვე­ლად 2009 წელს "სიყ­ვა­რუ­ლის ნექ­ტარ­ში" ვიმ­ღე­რე, გა­მოს­ვ­ლა მა­შინ ჩემ­თ­ვი­საც დე­ბი­უ­ტი იყო და გან­სა­კუთ­რე­ბით მი­ხა­რია ის, რომ ამ თე­ატ­რის მა­ყუ­რე­ბელ­მა ასე შე­მიყ­ვა­რა. ჩემს სპექ­ტაკ­ლებ­ზე დი­დი მოთხოვ­ნაა ხოლ­მე ბი­ლე­თებ­ზე, ამი­ტო­მაც სპექ­ტაკ­ლებს ამა­ტე­ბენ და მეც სი­ა­მოვ­ნე­ბით ვთან­ხ­დე­ბი კი­დევ ვიმ­ღე­რო.

"ტრა­ვი­ა­ტა" ჩემ­თ­ვის ეს გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი ოპე­რაა, რომ­ლის მოს­მე­ნის დრო­საც კი არ და­იღ­ლე­ბი, არ მოგ­ბეზ­რ­დე­ბა, მუ­სი­კა - სას­წა­უ­ლად ემო­ცი­უ­რია, უს­მენ და გბურ­ძ­გ­ლავს... ამი­ტომ რა თქმა უნ­და, ვი­ო­ლე­ტას რო­ლის მი­ღე­ბა ჩემ­თ­ვის დი­დი პა­ტი­ვია. აქამ­დე უარს ვამ­ბობ­დი, რად­გან ჩე­მი ხმის­თ­ვის ნა­ად­რე­ვი იყო, ამი­ტომ დიდ­ხანს ვე­ლო­დე­ბო­დი, თან ვფიქ­რობ, რომ ამ როლ­ში უნ­და იცხოვ­რო. ვი­ო­ლე­ტას პარ­ტია რთუ­ლია, - გან­ც­დე­ბით უნ­და იმ­ღე­რო, უნ­და შექ­მ­ნა დრა­მა­ტუ­ლი სა­ხე, სტი­ლი, ხა­სი­ა­თი, სცე­ნა­ზე უნ­და ჩან­დეს ეს ურ­თი­ერ­თო­ბა. ვერ­დის მუ­სი­კა ზღაპ­რუ­ლად ლა­მა­ზია, ცალ­კე მი­კარ­ნა­ხებს რომ ეს რო­ლი გა­ვი­აზ­რო, ვი­ფიქ­რო არ­ტის­ტიზ­მ­ზე, ფსი­ქო­ლო­გი­უ­რად მო­ვემ­ზა­დო და ისე ვი­თა­მა­შო, რო­გორც მე ვხე­დავ, რო­გორც მე ვგრძნობ...

- "ნი­ნოს ტრი­უმ­­მა ზალ­­ბურ­­ში და­მარ­­მუ­ნა, რომ ჩვე­ნი აუდი­ტო­რია ასეთ ნი­ჭი­ერ არ­ტისტს გულ­ში ჩა­იკ­რავ­და. მინ­დო­და მო­მე­ძებ­ნა გზა, რომ მი­სი ამე­რი­კუ­ლი დე­ბი­­ტი შემ­­გა­რი­ყო..." - ასე იხ­სე­ნებს მსოფ­ლიო მა­ეს­­რო პლა­სი­დო დო­მინ­გო თქვენს ტრი­უმფს ზალ­­ბურ­­ში. ამის შემ­დეგ მან თა­ვის თე­ატ­­ში LA-ის ოპე­რა­ში მი­გიწ­ვი­ათ, მოგ­ვი­­ნე­ბით ბა­თუ­მის პი­­ცა­ზე ტან­გოც იცეკ­ვეთ... რამ­დე­ნად კომ­ფორ­ტუ­ლია მას­თან ერ­თად სიმ­ღე­რა?

- სას­წა­უ­ლი! მი­უ­ხე­დე­ვად იმი­სა, რომ ასაკ­შია, მას სცე­ნა­ზე რა­ღაც სხვა ძა­ლა და ენერ­გია ემა­ტე­ბა, გრძნობ, რომ 30 წლით უფ­რო ახალ­გაზ­რ­და ხდე­ბა. ჩვენ ერ­თად ვიმ­ღე­რეთ სი­ვი­ლი­ა­ში მას­ნეს "ტა­ი­სი" და მე გა­ო­ცე­ბუ­ლი დავ­რ­ჩი რო­გორ მოძ­რა­ობს სცე­ნა­ზე, რო­გორ მღე­რის... არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვი ადა­მი­ა­ნია, სა­ოც­რად თბი­ლი, ხა­ლი­სი­ა­ნი, მახ­სოვს, ბა­თუ­მის კონ­ცერ­ტ­ზე რომ ვიმ­ღე­რეთ, უც­ბათ, სცე­ნა­ზე მითხ­რა: ვი­ცეკ­ვოთ? - კარ­გი, ვი­ცეკ­ვოთ-მეთ­ქი და, ვი­ცეკ­ვეთ. მას­თან ერ­თად სიმ­ღე­რა დი­დი სი­ა­მოვ­ნე­ბაა, ფან­ტას­ტი­კუ­რი მუ­სი­კო­სია, მე პლა­სი­დო დო­მინ­გო გა­ვი­ცა­ნი LA ოპე­რა­ში, რო­დე­საც ვიმ­ღე­რე "სიყ­ვა­რუ­ლის ნექ­ტარ­ში" და იმ­დე­ნად მო­ხიბ­ლუ­ლი იყო, რომ მა­შინ­ვე რამ­დე­ნი­მე წლი­ა­ნი კონ­ტ­რაქ­ტი მომ­ცა თა­ვის თე­ატ­რ­ში. ამის მე­რე კი­დევ ვიმ­ღე­რე 2010 წელს რო­სი­ნის "თურ­ქი იტა­ლი­ა­ში", შემ­დეგ კი ვი­ტო­რიო გრი­გო­როს­თან ერ­თად "რო­მეო და ჯუ­ლი­ე­ტა­თი" გა­მო­ვე­დი... მე­რე პრე­სამ და­წე­რა, რომ მე გავ­ხ­დი ლოს-ან­ჟე­ლე­სის ოპე­რის სახ­ლის Favorite Soprano.

 - თქვე­ნი ვარ­­­­ლა­ვუ­რი კა­რი­­რის რე­ნე­სან­სი ზალ­­ბურ­გის ფეს­ტი­ვა­ლი­დან იწყე­ბა და არა La Scala-დან, სა­დაც უკ­ვე მღე­რო­დით პუ­ჩი­ნის "ჯა­ნი სკიკს", მო­ცარ­ტის "ას­კა­ნია ალ­ბას", დო­ნი­ცე­ტის "პოლ­კის შვი­ლო­ბილს"... მო­ცარ­ტის ქა­ლაქ­ში ერ­თი სპექ­ტაკ­ლით გახ­დით მსოფ­ლიო სა­­პე­რო ვარ­­­­ლა­ვი, იმ­ღე­რეთ შარლ გუ­ნოს "რო­მეო და ჯუ­ლი­­ტა" და... მუ­სი­კის კრი­ტი­კო­სე­ბი თქვენს სრულ­ყო­ფილ ლი­რი­კუ­ლი ბელ­კან­ტო­ზე ამ­ბო­ბენ, რომ "ნი­ნო მა­ჩა­­ძეს აქვს ძა­ლი­ან მყა­რი ვო­კა­ლი, ფარ­თო, სავ­სე ხმა, ძა­ლი­ან სან­დო და გა­მომ­ხატ­ვე­ლი სოპ­რა­ნო, სცე­ნა­ზე ის თბი­ლი და მომ­ხიბ­­ლე­ლია არა მარ­ტო ვო­კა­ლუ­რი პა­ლიტ­რით, არა­მედ მთე­ლი თა­ვი­სი არ­ტის­ტუ­ლი ში­ნა­არ­სით". თქვენ, რო­გორც ელი­ტა­რუ­ლი სოპ­რა­ნო, გახ­დით მსოფ­ლი­ოს დი­დი სცე­ნე­ბის სა­სურ­ვე­ლი სტუ­მა­რი. არის გან­­­ვა­ვე­ბა Met-ოპე­რის, La Scala-ს, ზალ­­ბურ­გის ფეს­ტი­ვა­ლის, იგი­ვე ლონ­დო­ნის Covent Garden-ის, Arena di Verona- წარ­მა­ტე­ბებს შო­რის? ამ სე­ზონ­ზე დი­დი წარ­მა­ტე­ბით იმ­ღე­რეთ პარ­მის სა­მე­ფო თე­ატ­­ში/ Teatro Regio di Parma ბი­ზეს "მარ­გა­ლი­ტის მა­ძი­ებ­ლე­ბი", მა­ნამ­დე კი ვე­ნის Staatsoper-ში გქონ­დათ დე­ბი­­ტი დო­ნი­ცე­ტისსიყ­ვა­რუ­ლის ნექ­ტა­რი", ასე­ვე მი­უნ­ჰე­ნის Bayerische Staatsoper-ში გა­მოხ­ვე­დით რო­სი­ნის ოპე­რით "თურ­ქი იტა­ლი­­ში"... მი­უნ­ჰენ­ში რე­პე­ტი­ცი­ებ­ზე მარ­თა­ლია, რომ ვე­ლო­სი­პე­დით და­დი­­დით?

- დი­ახ, დი­ახ... იცით რა­ტომ? მი­უნ­ჰენ­ში უფ­რო მე­ტი დრო გჭირ­დე­ბა მან­ქა­ნით რომ იმოძ­რა­ვო, ამი­ტომ ვე­ლო­სი­პე­დი ავირ­ჩიე. თე­ატ­რის ად­მი­ნის­ტ­რა­ცი­ას ვთხო­ვე და მომ­ცეს. ქუ­ჩა­ში ამ ვე­ლო­სი­პედ­ზე რომ მხე­დავ­და ხალ­ხი, მა­ჩე­რებ­დ­ნენ, ჩემ­თან ერ­თად ფო­ტო­ებს იღებ­დ­ნენ... მეც ძა­ლი­ან ვხა­ლი­სობ­დი, მო­მე­წო­ნა ვე­ლო­სი­პე­დით სი­ა­რუ­ლი.

რაც შე­ე­ხე­ბა სპექ­ტაკ­ლებს, ძა­ლი­ან კმა­ყო­ფი­ლი ვარ, სას­წა­უ­ლი წარ­მა­ტე­ბა იყო!

პარ­მა­ში გუ­შინ სა­ღა­მოს და­ვას­რუ­ლე სპექ­ტაკ­ლი, ძა­ლი­ან ლა­მა­ზი წარ­მოდ­გე­ნაა თა­ვი­სი რე­ჟი­სუ­რით, კოს­ტი­უ­მი­რე­ბუ­ლია, დი­დი და ეფექ­ტუ­რი დე­კო­რა­ცი­ე­ბით არის გა­ფორ­მე­ბუ­ლი... ძა­ლი­ან გა­ხა­რე­ბუ­ლი ვარ, მა­ყუ­რებ­ლის­გან ისე­თი დი­დი სიყ­ვა­რუ­ლი მი­ვი­ღე! სა­ერ­თოდ პარ­მის Teatro Regio-ში ისე­ვე, რო­გორც La Scala-ში ძა­ლი­ან პრე­ტენ­ზი­უ­ლი მა­ყუ­რე­ბე­ლია. გარ­და იმი­სა, რომ ამ თე­ატ­რებ­ში არ­ტის­ტებს ყვა­ვი­ლებს დარ­ბა­ზი­დან ეს­ვ­რი­ან, უყ­ვი­რი­ან ხოლ­მე, უს­ტ­ვე­ნენ სუ­პერ­კ­რი­ტი­კუ­ლი მსმე­ნე­ლე­ბი, რაც იმას ნიშ­ნავს, რომ სპექ­ტაკ­ლი არ მო­ე­წო­ნათ.

ვფიქ­რობ, რომ ეს არას­წო­რი და არა­ე­თი­კუ­რი საქ­ცი­ე­ლია მომ­ღერ­ლე­ბის მი­მართ, მე­ტიც პირ­და­პირ შე­უ­რაცხ­ყო­ფაა. შენ თუ მომ­ღე­რა­ლი არ მოგ­წონს, შე­გიძ­ლია ტა­ში არ და­უკ­რა, და არა ეძა­ხო: "ბუუუუ". ამი­ტო­მა­ცაა, რომ პარ­მის თე­ატ­რ­ში გა­მოს­ვ­ლას ბევ­რი მომ­ღე­რა­ლი თავს არი­დებს. ამ ქა­ლაქ­ში პირ­ვე­ლად 2008 წელს ვიმ­ღე­რე "რი­გო­ლე­ტო", არც მა­შინ და არც ახ­ლა არ ვნერ­ვი­უ­ლობ­დი, მე­ტიც წარ­მა­ტე­ბა­ში დარ­წ­მუ­ნე­ბუ­ლი ვი­ყა­ვი, - "მარ­გა­ლი­ტის მა­ძი­ებ­ლე­ბი" 7 სპექ­ტაკ­ლი ვიმ­ღე­რე და ბედ­ნი­ე­რი ვარ! ძა­ლი­ან მიყ­ვარს ასე­ვე ლა სკა­ლა­ში გა­მოს­ვ­ლა, ერთ დროს ლე­გენ­და­რუ­ლი მომ­ღერ­ლე­ბი გა­მო­დი­ოდ­ნენ, რა­ღაც­ნა­ი­რად გრძნობ ამ ენერ­გე­ტი­კას, მის­ტი­კუ­რი სცე­ნაა, ძა­ლი­ან მკაც­რია პუბ­ლი­კა, მაგ­რამ ჩვენს სპექ­ტაკლს დი­დი წარ­მა­ტე­ბა ჰქონ­და, და, ეს წარ­მა­ტე­ბა უფ­რო იგ­რ­ძ­ნო­ბო­და. ყვე­ლა დი­დი თე­ატ­რი არის სა­ერ­თო წრე ისე­ვე, რო­გორც ელი­ტა­რუ­ლი მომ­ღერ­ლე­ბის გუნ­დი, რო­მე­ლიც ისე­თი მჭიდ­როა, რომ... ერ­თხელ თუ შეხ­ვალ ამ წრე­ში, წარ­მა­ტე­ბა ერ­თ­ნა­ი­რად დი­დია, რად­გან თით­ქ­მის ერ­თ­სა და იმა­ვე ვო­კა­ლის­ტებ­თან გი­წევს ურ­თი­ერ­თო­ბა... ძა­ლი­ან მი­ხა­რია ის, რომ "კარ­მე­ნით" ვბრუნ­დე­ბი ჩემს საყ­ვა­რელ ლა სკა­ლა­ში, ანი­ტა რაჭ­ვე­ლიშ­ვი­ლი იმ­ღე­რებს კარ­მე­ნის პარ­ტი­ას, მე მი­ქა­ე­ლას როლ­ში ვიქ­ნე­ბი.

მეტ­რო­პო­ლი­ტენ ოპე­რა­ში წელს ამ სე­ზონ­ზე არ მქო­ნია გა­მოს­ვ­ლა, შარ­შან ვიმ­ღე­რე "პოლ­კის შვი­ლო­ბი­ლი" ამ უზარ­მა­ზარ სცე­ნა­ზე, სა­დაც შენ შე­გიძ­ლია რე­პე­ტი­ცი­ის გა­რე­შე გახ­ვი­დე და იმ სა­ო­ცა­რი აკუს­ტი­კის დახ­მა­რე­ბით იმ­ღე­რო ძა­ლი­ან თა­ვი­სუფ­ლად, ძა­ლი­ან ად­ვი­ლად... სა­მი პი­ა­ნოც კი ამ დარ­ბაზ­ში, რო­მე­ლიც ცალ­კე ენერ­გი­ას გაძ­ლევს, ის­მის შე­უ­და­რებ­ლად! აი ასე, მიფ­რი­ნავს ხმა, აკე­თებს მოხ­ვე­ვას და უკან გიბ­რუნ­დე­ბა ისევ, ანუ ხმა მოძ­რა­ობს, არ იკარ­გე­ბა არც ერ­თი ბგე­რა... "პოლ­კის შვი­ლო­ბილ­ში" ვიმ­ღე­რე მა­რის პარ­ტია, ძა­ლი­ან ბევრს ვმოძ­რა­ობ სცე­ნა­ზე თან ვმღე­რი, თან ვა­უ­თო­ვებ, თან კარ­ტო­ფილს ვთლი­დი... და თან ქარ­თუ­ლად ვლა­პა­რა­კობ­დი.

- რა­ტომ?

- ეს ისე­თი სა­სი­ა­მოვ­ნო, სა­ხა­ლი­სო სცე­ნა იყო, რომ... სპექ­ტაკ­ლ­ში მა­რი გაბ­რა­ზე­ბუ­ლია თა­ვის მა­მი­ნაც­ვალ­ზე იმი­ტომ, რომ არ­სად არ უშ­ვებს, მა­რის კი თა­ვი­სი შეყ­ვა­რე­ბუ­ლის ტო­ნი­ოს ნახ­ვა უნ­და, ამ სცე­ნა­ში კარ­ტო­ფილს თლის და თან უნ­და იბუზღუ­ნოს. სპექ­ტაკ­ლის რე­ჟი­სორ­მა მითხ­რა: რა­ღა­ცე­ე­ბი შე­ნით თქვი, გაბ­რაზ­დი და იბუზღუ­ნეო. - რა ენა­ზე? მო­დი ქარ­თუ­ლად ვი­ბუზღუ­ნებ მეთ­ქი. - კარ­გი, კარ­გიაო! და აი ასე, Met-ში ჩე­მი ბუზღუნ­ზე მა­ყუ­რე­ბე­ლი ძა­ლი­ან ხა­ლი­სობ­და, თან არ ეს­მო­და რას ვლა­პა­რა­კობ­დი, თან ჩე­მი თა­მა­შით გა­სა­გე­ბი იყო და...

- ზალ­­ბურ­გის ფეს­ტი­ვალ­ზე შარლ გუ­ნოს "რო­მეო და ჯუ­ლი­­ტა­ში" თქვე­ნი სენ­სა­ცი­­რი დე­ბი­­ტის შემ­დეგ, პირ­ვე­ლად ავ­­­რი­ულ­მა კრი­ტი­კამ გი­წო­დათ "ოპე­რის ან­ჯე­ლი­ნა ჯო­ლი"... ან­ჯე­ლი­ნას თუ იც­ნობთ, ან მას თუ მო­უს­მე­ნია თქვენ­­ვის?

- არა, არ ვიც­ნობ ან­ჯე­ლი­ნას, სი­ა­მოვ­ნე­ბით გა­ვიც­ნობ­დი, ძა­ლი­ან ბევრ ქველ­მოქ­მე­დე­ბას აკე­თებს, და­დე­ბი­თი პი­რო­ვე­ბაა.

პარ­მა­ში რომ ჩა­ვე­დი, ოპე­რის თე­ატ­რის შე­სას­ვ­ლელ­თან არის სპე­ცი­ა­ლუ­რი სტენ­დი, სა­დაც აკ­რა­ვენ ხოლ­მე აქ­ტუ­ა­ლურ სტა­ტი­ებს და იქ ვნა­ხე, რომ ექ­ვ­სი ჟურ­ნა­ლი­დან გა­მოკ­რუ­ლი იყო სტა­ტი­ე­ბი ჩე­მი ფო­ტო­ე­ბი ასე­თი სა­თა­უ­რე­ბით: "ოპე­რის ან­ჯე­ლი­ნა ჯო­ლი პარ­მა­შია". ზალ­ც­ბურ­გის პრე­მი­ე­რის მე­რე, მახ­სოვს, "ოპე­რის ან­ჯე­ლი­ნა ჯო­ლი", - ჟურ­ნა­ლებ­ში სულ ასე იწე­რე­ბო­და, პირ­ვე­ლად რომ წა­ვი­კითხე, მაგ­რად ვი­ცი­ნე, ახ­ლაც ძა­ლი­ან ვხა­ლი­სობ... ერთ ამ­ბავს მო­გიყ­ვე­ბით: LA-ის მთა­ვარ მო­ე­დან­ზე ვი­ჯე­ქი, დი­დი სათ­ვა­ლე­ე­ბი მე­კე­თა, ყა­ვას ვსვამ­დი, თან iPhone ვთა­მა­შობ­დი და უც­ბათ, ვხე­დავ, იაპო­ნე­ლე­ბის დი­დი ჯგუ­ფი და­მად­გა თავ­ზე, ფო­ტო­ებს მი­ღე­ბენ,.. ერ­თა­დერ­თი სიტყ­ვა მეს­მო­და მარ­ტო - ან­ჯე­ლი­ნა, ან­ჯე­ლი­ნა... ლონ­დონ­შიც, ვე­ნა­შიც, მი­უნ­ხენ­შიც სპექ­ტაკ­ლე­ბის მე­რე ქუ­ჩა­ში მა­ჩე­რებ­დ­ნენ ხოლ­მე - აააა, ან­ჯე­ლი­ნა?!

სა­სი­ა­მოვ­ნოა ან­ჯე­ლი­ნა ჯო­ლის რომ მა­და­რე­ბენ, ჩემ­თ­ვის კომ­პ­ლი­მენ­ტია. გა­რეგ­ნო­ბა პრო­ფე­სი­ის­თ­ვის თა­ვის­თა­ვად დამ­ხ­მა­რე ფაქ­ტო­რია, რე­ჟი­სო­რებს უყ­ვართ, რო­დე­საც მომ­ღერ­ლე­ბი ლა­მა­ზად გა­მო­ი­ყუ­რე­ბი­ან, მაგ­რამ თუ კარ­გი ხმა არ გაქვს, სო­ლი­დუ­რად არ ფლობ ვო­კა­ლურ ტექ­ნი­კას, მა­შინ ამ სფე­რო­ში ვერც დიდ­ხანს გაძ­ლებ და ვერც მთა­ვარ პარ­ტი­ებს იმ­ღე­რებ. მთა­ვა­რია მწვერ­ვალ­ზე დარ­ჩე!

- თქვენ ვე­ნის Staatsoper-ში ორ­სა­­კუ­ნო­ვან ელი­ტა­რულ მეჯ­ლის­ში Opernball-ში მი­­ღეთ მო­ნა­წი­ლე­­ბას, რო­მე­ლიც ყო­ვე­ლი წლის თე­ბერ­ვალ­ში იმარ­თე­ბა. ევ­რო­პის ამ ტრა­დი­ცი­­ლი მეჯ­ლი­სის­­ვის ვე­ნის Staatsoper-ის მა­ყუ­რებ­ლე­ბის პარ­ტე­რი დიდ Ballroom-ად იქ­ცე­ვა, თა­ვი­სი გლა­მუ­რუ­ლი სტი­ლით კი შტრა­­სის ეპო­ქა­ში ბრუნ­დე­ბა. აქ, პარ­კეტ­ზე სა­ნამ ვე­ნურ ვალსს დი­ლამ­დე იცეკ­ვე­ბენ, მა­ნამ­დე წი­თელ ხა­ლი­ჩა­ზე ცხოვ­რე­ბის თე­ატ­რა­ლი­ზა­ცი­ის­­ვის არ­სე­ბობს მკაც­რად გან­საზღ­­რუ­ლი Dress Code: ჯენ­­­მე­ნე­ბის­­ვის შა­ვი ფე­რის ფრა­კე­ბი თეთ­რი ჰალ­­ტუ­ხე­ბით, ქალ­ბა­ტო­ნე­ბის­­ვის სა­ღა­მოს გრძე­ლი შლე­­ფი­­ნი კა­ბე­ბი ძვირ­ფა­სი სამ­კა­­ლე­ბით. თი­თო ლო­ჟა მი­ნი­მუმ, 10-12 ათა­სი ევ­რო ღირს, შამ­პა­ნი­­რი 200 ევ­რო... Opernball-ზე, სა­დაც სტუმ­რე­ბი თეთრ ცხე­ნებ­ზე შებ­მუ­ლი ეტ­ლე­ბით მო­დი­ან, წელს თქვენ მიწ­ვე­­ლი სტუ­მა­რი იყა­ვით. იცეკ­ვეთ ვე­ნუ­რი ვალ­სი?

- ვი­ცეკ­ვეთ მე და ჩემ­მა მე­უღ­ლემ. პირ­ვე­ლად ვი­ყა­ვით ვე­ნის მეჯ­ლის­ზე და ეს მარ­თ­ლაც სა­ო­ცა­რი სა­ნა­ხა­ო­ბაა, გლა­მუ­რუ­ლი დღე­სას­წა­უ­ლი. ძა­ლი­ან ვი­სი­ა­მოვ­ნე! მე ზუს­ტად ამ პე­რი­ოდ­ში ვმღე­რო­დი "სიყ­ვა­რუ­ლის ნექ­ტარს" ვე­ნის Staatsoper-ში და Opernball-ზე მი­მიწ­ვი­ეს სა­ო­პე­რო ვარ­ს­კ­ვ­ლა­ვის სტა­ტუ­სით. ჩვენ რო­გორც სა­პა­ტიო სტუმ­რე­ბი ოპე­რის შე­სას­ვ­ლელ­ში გაგ­ვა­ჩე­რეს, იქ­ვე იყ­ვ­ნენ ფო­ტო­რე­პორ­ტი­ო­რე­ბი, ბევ­რი კა­მე­რა, ჟურ­ნა­ლის­ტე­ბი, სტუმ­რე­ბი... მო­დი­ოდ­ნენ და ჩვენ­თან ერ­თად ფო­ტო­ებს იღებ­დ­ნენ. ამ მეჯ­ლის­ზე იყო რა­მონ ვარ­გა­სი, ჩარლზ კას­ტ­რო­ნო­ვო, მა­სი­მო ჯორ­და­ნო... თე­ატ­რ­ში რომ შე­ვე­დით, სცე­ნა და პარ­ტე­რი გა­ა­ერ­თი­ა­ნე­ბუ­ლია ერთ დიდ სა­ცეკ­ვაო დარ­ბა­ზად. მე­რე ოფი­ცი­ა­ლუ­რად გა­იხ­ს­ნა Opernball, და­იწყეს მო­ცეკ­ვა­ვე წყვი­ლებ­მა ცეკ­ვა და... მარ­თ­ლაც სა­სა­წუ­ლი სი­ლა­მა­ზე იყო, ისე, რო­გორც ზღაპ­რებ­შია.

- 2013 წელს Sony Classical-მა გა­მო­უშ­ვა თქვე­ნი ალ­ბო­მი Nino Machaidze Arias & Scenes, სა­დაც შე­ვი­და სა­­პე­რო არი­­ბი ვერ­დის "ტრა­ვი­­ტა­დან", პუ­ჩი­ნის "ბო­ჰე­მა­დან" და "ჯა­ნი სკი­კი­დან", ტო­მას "ჰამ­ლე­ტი­დან", მას­ნეს "მა­ნო­ნი­დან", ბი­ზეს "მარ­გა­ლი­ტის მა­ძი­ებ­ლე­ბი­დან"... ალ­ბო­მი საფ­რან­გე­თის ეროვ­ნუ­ლი ორ­კეს­­რის თან­­ლე­ბით ჩა­­წე­რა, რო­მელ­საც ხელ­­ძღ­ვა­ნე­ლობ­და ცნო­ბი­ლი იტა­ლი­­ლი დო­რი­ჟო­რი Daniele Gatti. ეს CD თქვე­ნი სა­დე­ბი­­ტო ალ­ბო­მის­გან - Romantic Arias რი­თია გან­­­ვა­ვე­ბუ­ლი? სტუ­დი­­რი თუ სა­კონ­ცერ­ტო ჩა­ნა­წე­რია? რო­დის და­იწყე­ბა ამ ალ­ბო­მის სა­რეკ­ლა­მო კონ­ცერ­ტე­ბი?

- სა­კონ­ცერ­ტო Promotion ვერ მო­ხერ­ხ­და, ვი­ნა­ი­დან ძა­ლი­ან და­კა­ვე­ბუ­ლი ვარ, ჩე­მი სა­კონ­ცერ­ტო კა­ლენ­და­რი წი­ნას­წარ არის შევ­სე­ბუ­ლი და ამი­ტომ არ მქონ­და თა­ვი­სუ­ფა­ლი პე­რი­ო­დი, რომ სა­რეკ­ლა­მო კონ­ცერ­ტე­ბი ჩა­მეს­ვა. ეს ალ­ბო­მი სტუ­დი­უ­რი ჩა­ნა­წე­რია, მა­ეს­ტ­რო და­ნი­ელ გა­ტი არის საფ­რან­გე­თის ეროვ­ნუ­ლი ორ­კეს­ტ­რის დი­რი­ჟო­რი და პა­რიზ­ში მათ ულა­მა­ზეს დარ­ბაზ­ში ჩავ­წე­რეთ, სა­დაც არის საკ­მა­ოდ კარ­გი აკუს­ტი­კა, რაც ჩა­ნა­წე­რის სა­უნ­დის რე­ჟი­სუ­რის­თ­ვის ძა­ლი­ან მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია. წარ­მო­იდ­გი­ნეთ, ეს იყო კონ­ცერ­ტი მა­ყუ­რებ­ლის გა­რე­შე, ალ­ბო­მი ჩავ­წე­რეთ 4 დღე­ში, CD-ზე მუ­შა­ო­ბა რომ და­ვიწყეთ, მე­სა­მე დღეს გა­ვი­გე, რომ ფეხ­მ­ძი­მედ ვი­ყა­ვი. ძა­ლი­ან გა­მე­ხარ­და!.. რე­პე­ტუ­ა­რი მე და დი­რი­ჟორ­მა ერ­თობ­ლი­ვად შე­ვად­გი­ნეთ, ამა­ზე ბევ­რი ვი­ფიქ­რეთ, აქ­ცენ­ტი გა­ვა­კე­თეთ ისეთ არი­ებ­ზე, რო­მე­ლიც სტა­ბი­ლუ­რად არ­სე­ბობს ჩემს რე­პერ­ტუ­არ­ში.

- დაზღ­ვე­­ლია თქვე­ნი ხმა?

- არა, არც გან­სა­კუთ­რე­ბით არ ვუვ­ლი. უბ­რა­ლოდ, კონ­ცერ­ტის დღეს ვცდი­ლობ, არ ვი­ლა­პა­რა­კო. მინ­და გითხ­რათ ძა­ლი­ან მნიშ­ვენ­ლო­ვა­ნი რამ, რაც მო­მა­ვალ­მა ოპე­რის მომ­ღერ­ლებ­მა უნ­და გა­ით­ვა­ლის­წი­ნონ, გან­სა­კუთ­რე­ბით კი კონ­სერ­ვა­ტო­რი­ის სტუ­დენ­ტებ­მა: თუ თავს გრძნობ კარ­გად, ვო­კა­ლუ­რად ხარ გა­მარ­თუ­ლი მომ­ღე­რა­ლი, თუ იმ პარ­ტი­ას მღე­რი, რო­მე­ლიც შე­ნი რე­პერ­ტუ­ა­რის­თ­ვის არის მი­სა­ღე­ბი, რაც არ უნ­და გა­ა­კე­თო დღის გან­მავ­ლო­ბა­ში, ხმა გექ­ნე­ბა კარგ ფორ­მა­ში. მთა­ვა­რია ტვი­ნი იყოს მში­დად, არ ინერ­ვი­უ­ლო და ზედ­მე­ტი პრობ­ლე­მე­ბი არ შე­იქ­მ­ნა. მახ­სოვს, თბი­ლი­სის კონ­სერ­ვა­ტო­რი­ა­ში რო­ცა ვსწავ­ლობ­დი, ამ­ბობ­დ­ნენ, რომ კონ­ცერ­ტის, ან სპექ­ტაკ­ლის წინ თუ თავს და­ი­ბან, ხმა "და­გიჯ­დე­ბაო", რაც მინ­და ვთქვა, რომ არის ძა­ლი­ან დი­დი ტყუ­ი­ლი, პი­რი­ქით - ცხე­ლი შხა­პის მი­ღე­ბა ხმის­თ­ვის ძა­ლი­ან სა­სარ­გებ­ლოა, ორ­თ­ქ­ლი პირ­და­პირ ინ­გა­ლა­ცი­ას უკე­თებს ხმას.

- რო­გო­რია ევ­რო­პის სა­­პე­რო ვარ­­­­ლა­ვის ყო­ველ­დღი­­რი ვარ­­­­ლა­ვუ­რი ცხოვ­რე­ბა? გყავთ დაც­ვა?

- არა, არა... ძა­ლი­ან ჩვე­უ­ლებ­რი­ვი.

- თქვენ და თქვენს მე­უღ­ლეს, იტა­ლი­ელ ბა­რი­ტონს ერ­­ნა­­რი გრა­ფი­კი გაქვთ, ორი­ვეს სპექ­ტაკ­ლე­ბი 2016 წლამ­დეა გა­წე­რი­ლი. მი­ლან­ში ცხოვ­რობთ, მაგ­რამ რო­დის და სად ხვდე­ბით ერ­­მა­ნეთს?

- თუ ევ­რო­პა­ში ერ­თად ვმღე­რით, მა­შინ ორი­ვე ვი­ღებთ თვით­მ­ფ­რი­ნა­ვის ბი­ლე­თებს და ერ­თ­მა­ნეთს ვხვდე­ბით. ჩვენ დრო­ის უქონ­ლო­ბის გა­მო ვერ ვქორ­წინ­დე­ბო­დით და აი, რო­გორც კი ვნა­ხეთ თა­ვი­სუ­ფა­ლი პე­რი­ო­დი 15 დღის გან­მავ­ლო­ბა­ში, დავ­ქორ­წინ­დით. სა­მოგ­ზა­უ­როდ ვი­ყა­ვით პო­ლი­ნე­ზი­ა­ში, ბო­რა-ბო­რას კუნ­ძულ­ზე, - დე­და­მი­წის სა­მოთხე­ში. ჩვე­ნი ბუნ­გა­ლიო იდ­გა პირ­და­პირ წყალ­ში, შუ­შის იატა­კი ჰქონ­და და ჩვენ ვხე­დავ­დით თევ­ზე­ბი რო­გორ და­ცუ­რავ­დ­ნენ. სას­წა­უ­ლი იყო! ჩვენ შეგ­ვე­ძი­ნა ბი­ჭი ალე­სან­დ­რო, რამ­დე­ნი­მე დღის წინ გახ­და 8 თვის, ძა­ლი­ან მხი­ა­რუ­ლია, სულ კის­კი­სებს, დე­დას და­ემ­ს­გავ­სა ამ მხრივ. ოღონდ ეთა­მა­შე და... ყვე­ლა­ზე სას­წა­უ­ლი და დი­დი სი­ხა­რუ­ლია, რაც კი შე­იძ­ლე­ბა ადა­მი­ა­ნის ცხოვ­რე­ბა­ში მოხ­დეს! რო­დე­საც ვფიქ­რობ­დით რა დაგ­ვერ­ქ­მია ბავ­შ­ვის­თ­ვის, მე და ჩემ­მა მე­უღ­ლემ ერ­თ­დ­რო­უ­ლად ვთქვით, ალე­სან­დ­რო!

მზე­ხა მა­ხა­რა­ძე