ხე­ლი შე­ა­ხო წიგ­ნებს
25 აპრილი, 2014
822
print

უმ­ბერ­ტო ეკო

 ბიბ­ლი­­ფი­ლი ის კი არ არის, ვი­საც "ღვთა­ებ­რი­ვი კო­მე­დია" უყ­ვარს, არა­მედ ის, ვი­საც წიგ­ნის პირ­ვე­ლი და შემ­დე­გი გა­მო­ცე­მე­ბის თა­რი­ღე­ბი უყ­ვარს.

 უკა­ნას­კ­ნელ ხანს წიგ­ნის სიყ­ვა­რულ­ზე სა­სა­უბ­როდ ორი სხვა­დას­ხ­ვა სა­ბა­ბი მქონ­და, ორი­ვე­ჯერ ახალ­გაზ­რ­დე­ბით სავ­სე სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში. რთუ­ლია წიგ­ნე­ბი­სად­მი ნამ­დ­ვილ ვნე­ბა­ზე ილა­პა­რა­კო. შე­სა­ნიშ­ნა­ვი პროგ­რა­მის, "ფა­რენ­გე­ი­ტის­თ­ვის" (რო­მე­ლიც წიგ­ნის სიყ­ვა­რუ­ლის ჩა­სა­ნერ­გად შე­იქ­მ­ნა) მი­ცე­მულ ინ­ტერ­ვი­უ­ში ვამ­ბობ­დი, რომ ამის­თ­ვის ისე­ვე ცო­ტაა სა­ჭი­რო, რო­გორც თხებს ადევ­ნე­ბუ­ლი გარ­ყ­ვ­ნი­ლის­თ­ვის.

თუ ჰყვე­ბი, რო­გორ გა­ა­ტა­რე ღა­მე ნა­ო­მი კემ­პ­ბელ­თან ან ერთ ძა­ლი­ან ლა­მაზ გო­გოს­თან, რო­მე­ლიც შენს სა­დარ­ბა­ზო­ში ცხოვ­რობს, ინ­ტე­რე­სით, შუ­რი­თა და ეშ­მა­კუ­რი გზნე­ბით გის­მე­ნენ. მაგ­რამ თუ თხას­თან სქე­სობ­რი­ვი კავ­ში­რით მი­ღე­ბულ სი­ა­მოვ­ნე­ბა­ზე მოჰ­ყ­ვე­ბი, გან­ც­ვიფ­რე­ბუ­ლი ხალ­ხი შე­ეც­დე­ბა, სა­უბ­რის თე­მა შეც­ვა­ლოს. რო­ცა ვინ­მე აღორ­ძი­ნე­ბის ეპო­ქის ნა­ხა­ტებს ან ჩი­ნურ ფა­ი­ფურს აგ­რო­ვებს, მას­თან, სახ­ლ­ში მიმ­ს­ვ­ლე­ლი ამ მშვე­ნი­ე­რე­ბით აღ­ფ­რ­თო­ვან­დე­ბა, მაგ­რამ თუ XVII სა­უ­კუ­ნის რო­მე­ლი­მე 1/12 ფორ­მა­ტის მქო­ნე წიგნს გიჩ­ვე­ნე­ბენ, რო­მელ­საც წით­ლად შე­ღე­ბი­ლი ფურ­ც­ლე­ბი აქვს, და გეტყ­ვი­ან, რომ ასე­თი გა­მო­ცე­მის მფლო­ბე­ლე­ბი თი­თებ­ზე ჩა­მო­სათ­ვ­ლელ­ნი არი­ან, მოწყე­ნი­ლი დამ­ს­წ­რე წა­სას­ვ­ლე­ლად აჩ­ქარ­დე­ბა.

ბიბ­ლი­ო­ფი­ლო­ბა წიგ­ნე­ბის სიყ­ვა­რუ­ლია, მაგ­რამ ყო­ველ­თ­ვის ში­ნა­არ­სის სიყ­ვა­რუ­ლი არ იგუ­ლის­ხ­მე­ბა. ში­ნა­არ­სის ინ­ტე­რე­სი ბიბ­ლი­ო­თე­კა­შიც შე­გიძ­ლია და­იკ­მა­ყო­ფი­ლო, ბიბ­ლი­ო­ფილს კი, იმა­საც, ვი­საც ში­ნა­არ­სის მი­მართ გულ­გ­რი­ლი არ არის, სურს თვი­თონ ნივ­თი ჰქონ­დეს, თან, თუ ხე­ლი მი­უწ­ვ­დე­ბა, ტი­პოგ­რა­ფი­ი­დან გა­მო­სუ­ლი სულ პირ­ვე­ლი ეგ­ზემ­პ­ლა­რი. ასე­თი ბიბ­ლი­ო­ფი­ლე­ბის არ­სე­ბო­ბით აღ­ფ­რ­თო­ვა­ნე­ბუ­ლი არ ვარ, მაგ­რამ მა­თი მეს­მის: გა­უჭ­რელ წიგნს ხელ­ში რომ ჩა­იგ­დე­ბენ, ფურ­ც­ლებს არ ჭრი­ან, რომ წიგ­ნი არ და­ა­ზი­ა­ნონ. მათ­თ­ვის იშ­ვი­ა­თი გა­მო­ცე­მის ფურ­ც­ლე­ბის გაჭ­რა ისე­თი­ვე რა­მაა, სა­ა­თე­ბის კო­ლექ­ცი­ო­ნერ­მა კო­ლო­ფი რომ გა­ტე­ხოს მე­ქა­ნიზ­მის ნახ­ვის მიზ­ნით.

ბიბ­ლი­ო­ფი­ლი ის კი არ არის, ვი­საც "ღვთა­ებ­რი­ვი კო­მე­დია" უყ­ვარს, არა­მედ ის, ვი­საც მი­სი გა­მო­ცე­მის და ასე­ვე ახა­ლი გა­მო­ცე­მის თა­რი­ღი უყ­ვარს. უნ­და, რომ მას ხე­ლით შე­ე­ხოს, გა­და­ფურ­ც­ლოს, ყდა­ზე ხე­ლი გა­და­უს­ვას. ასე "ელა­პა­რა­კე­ბა" წიგნს, რო­გორც ნივთს, რა­თა გა­ი­გოს მი­სი წარ­მო­შო­ბა და ის­ტო­რია, ასე­ვე იმ მრა­ვა­ლი პი­რის შე­სა­ხებ, რო­მელ­თაც ეს გა­მო­ცე­მა ხელ­ში სჭე­რი­ათ.

ზოგ­ჯერ წიგ­ნი ის­ტო­რი­ას გიყ­ვე­ბათ - ხე­ლის­გან და­ტო­ვე­ბუ­ლი ლა­ქე­ბით, აში­ებ­ზე მი­ნა­წე­რე­ბით, ხაზ­გას­მუ­ლი ად­გი­ლე­ბით, ხელ­მო­წე­რე­ბით სა­ტი­ტუ­ლე ფურ­ცელ­ზე, ჭი­ე­ბის­გან გა­კე­თე­ბუ­ლი ნას­ვ­რე­ტე­ბით ან სხვა, უფ­რო ლა­მაზ ის­ტო­რი­ას გი­ამ­ბობთ, რო­ცა 500 წლი­საც კი მი­სი ფურ­ც­ლე­ბი თეთ­რი და მთლად ახა­ლია, ისე­ვე შა­რი­შუ­რობს თი­თებს შო­რის.

მაგ­რამ წიგნს, რო­გორც ნივთს, შე­უძ­ლია ლა­მა­ზი ის­ტო­რია მა­ში­ნაც კი გი­ამ­ბოს, რო­ცა 50 წლი­საც არ არის. მე მაქვს 50-იანი წლე­ბის და­საწყის­ში და­წე­რი­ლი ჟილ­სო­ნის "შუა სა­უ­კუ­ნე­ე­ბის ფი­ლო­სო­ფია", რო­მე­ლიც სტუ­დენ­ტო­ბის დრო­ი­დან მო­ყო­ლე­ბუ­ლი, დღემ­დე სულ ჩემ­თან არის. იმ დროს სა­ში­ნე­ლი ქა­ღალ­დი იყო - ფურ­ც­ლავ და წიგ­ნი იშ­ლე­ბა. ეს წიგ­ნი ჩე­მი სა­მუ­შაო ინ­ს­ტ­რუ­მენ­ტი რომ ყო­ფი­ლი­ყო, მე­ტი რა გზა მექ­ნე­ბო­და, უნ­და მე­ცა­და, უფ­რო ახა­ლი და იაფი გა­მო­ცე­მა მე­შოვ­ნა. მაგ­რამ მე სწო­რედ ეს ეგ­ზემ­პ­ლა­რი მინ­და, ფა­რა­ტი­ნა ფურ­ც­ლებთ, სიძ­ვე­ლით, გა­ხა­ზუ­ლი ად­გი­ლე­ბით, შე­ნიშ­ვ­ნე­ბით, რომ­ლე­ბიც სხვა­დას­ხ­ვა ფე­რით არის გა­კე­თე­ბუ­ლი გა­და­კითხ­ვის პე­რი­ო­დის მი­ხედ­ვით, და ჩე­მი სტუ­დენ­ტო­ბის წლებს და მომ­დევ­ნო პე­რი­ოდს მა­გო­ნებს, ასე რომ, ჩე­მი მო­გო­ნე­ბე­ბის ნა­წი­ლია.

ამ ყვე­ლა­ფერს ახალ­გაზ­რ­დებს უნ­და მო­უყ­ვე, იმი­ტომ, რომ, მათ ჰგო­ნი­ათ, თით­ქოს ბიბ­ლი­ო­ფი­ლია მდიდ­რე­ბის­თ­ვის და­მა­ხა­სი­ა­თე­ბე­ლი ვნე­ბაა. დღეს ეს ასეა, ძვე­ლი წიგ­ნე­ბი ათა­სო­ბით მი­ლი­ო­ნი ღირს ("ღვთა­ებ­რი­ვი კო­მე­დი­ის" ერთ-ერ­თი ყვე­ლა­ზე პირ­ვე­ლი გა­მო­ცე­მა, წიგ­ნის ბეჭ­დ­ვის გა­რიჟ­რაჟ­ზე გა­მოქ­ვეყ­ნე­ბუ­ლი, რამ­დე­ნი­მე წლის წინ აუქ­ცი­ონ­ზე მი­ლი­არდ-ნა­ხე­ვარ დო­ლა­რად შე­ფას­და), მაგ­რამ არა მხო­ლოდ ძველ­თაძ­ვე­ლი, არა­მედ, უბ­რა­ლოდ, ძვე­ლი წიგ­ნე­ბის სიყ­ვა­რუ­ლიც შე­იძ­ლე­ბა, მა­გა­ლი­თად, თა­ნა­მედ­რო­ვე პო­ე­ზი­ის პირ­ვე­ლი წიგ­ნის გა­მო­ცე­მი­სა. არი­ან ადა­მი­ა­ნე­ბი, რომ­ლე­ბიც ეძე­ბენ სე­რია "ჩე­მი სა­ლა­ნის ბავ­შ­ვე­ბის ბიბ­ლი­ო­თე­კის" ყვე­ლა ტომს. სა­მი წლის წინ ერთ-ერთ ფარ­დულ­ში მი­ვა­გე­ნი პა­პი­ნის "გო­გის" პირ­ველ ყდი­ან გა­მო­ცე­მას, თა­ნაც ქა­ღალ­დის ყდა შერ­ჩე­ნი­ლი ჰქონ­და, 20 000 ლი­რა ღირ­და. მარ­თა­ლია, კამ­პა­ნის "ორ­ფი­კუ­ლი სიმ­ღე­რე­ბის" პირ­ვე­ლი გა­მო­ცე­მა ათი წლის წინ ვნა­ხე კა­ტა­ლოგ­ში, 13 მი­ლი­ო­ნად (გა­სა­გე­ბია, ხელ­მოკ­ლე ადა­მი­ანს კრე­ბუ­ლის პა­ტა­რა ტი­რა­ჟით გა­მო­ცე­მა შე­ეძ­ლო), მაგ­რამ სავ­სე­ბით რე­ა­ლუ­რია, "ნო­ვე­ჩენ­ტოს" ("900") სე­რი­ის შე­სა­ნიშ­ნა­ვი კრე­ბუ­ლე­ბის შეგ­რო­ვე­ბა, თუ ხან­და­ხან პი­ცე­რი­ა­ში ვახ­შამ­ზე უარს იტყ­ვით.

ჩე­მი ერ­თი სტუ­დენ­ტი ფარ­დუ­ლებ­ში სე­ირ­ნო­ბი­სას მხო­ლოდ სხვა­დას­ხ­ვა ეპო­ქის ტუ­რის­ტულ მეგ­ზუ­რებს აგ­რო­ვებ­და, თა­ვი­დან მას უც­ნა­ურ იდე­ად ვთვლი­დი, მაგ­რამ ამ გა­ხუ­ნე­ბულ­ფო­ტო­ე­ბი­ა­ნი ბრო­შუ­რე­ბით და­იწყო და შე­სა­ნიშ­ნა­ვი სა­დიპ­ლო­მო ნაშ­რო­მი და­წე­რა, რო­მელ­შიც აჩ­ვე­ნა, თუ რო­გორ შე­იძ­ლე­ბა შე­იც­ვა­ლოს შე­ხე­დუ­ლე­ბა ამა თუ იმ ქა­ლაქ­ზე დრო­ის დი­ნე­ბას­თან ერ­თად. მე­ო­რე მხრივ, ღა­რი­ბი ახალ­გაზ­რ­დაც შე­იძ­ლე­ბა წა­აწყ­დეს რა­ი­მეს სადღაც პორ­ტა პორ­ტე­ზეს ან სანტ-ამ­ბ­რო­ჯოს ბაზ­რო­ბა­ზე - 1/16 ფორ­მა­ტის XVI ან XVII სა­უ­კუ­ნის წიგნს, რო­მე­ლიც იმ­დე­ნი ღირს, რამ­დე­ნიც ერ­თი წყვი­ლი კარ­გი სპორ­ტუ­ლი ფეხ­საც­მე­ლი და, მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ იშ­ვი­ა­თო­ბას არ წარ­მო­ად­გენს, შე­უძ­ლია თა­ვის ეპო­ქას გვა­ზი­ა­როს.

მოკ­ლედ, წიგ­ნე­ბის შეგ­რო­ვე­ბი­სა­საც იგი­ვე ხდე­ბა, რაც სა­ფოს­ტო მარ­კე­ბის შეგ­რო­ვე­ბი­სას. რა თქმა უნ­და, სტა­ჟი­ან კო­ლექ­ცი­ო­ნერს იმ­დე­ნი აქვს, დიდ ქო­ნე­ბას უდ­რის. ბი­ჭო­ბა­ში, სა­კან­ცე­ლა­რიო ფარ­დულ­ში კონ­ვერ­ტებს ვყი­დუ­ლობ­დი ხოლ­მე - 10 ან 20 გან­საც­ვიფ­რე­ბე­ლი მარ­კა რომ ეკ­რათ, სა­ღა­მო­ო­ბით ჩა­ვუჯ­დე­ბო­დი ხოლ­მე და ოც­ნე­ბებს მა­და­გას­კარ­ზე ან ფი­ჯის კუნ­ძუ­ლებ­ზე გა­დავ­ყავ­დი, რო­გორ მარ­თობ­და ეს მრა­ვალ­ფე­რო­ვა­ნი, ჩვე­უ­ლებ­რი­ვი, მაგ­რამ შე­სა­ნიშ­ნა­ვი მარ­თ­კუთხე­დე­ბი. ნოს­ტალ­გია მიპყ­რობს...

     მოამზადა რუსუდან ქართველიშვილმა