სიტყ­ვა და ფსი­ქო­სო­ცი­ა­ლუ­რი ურ­თი­ერ­თო­ბე­ბი
25 აპრილი, 2014
1943
print

თა­კო სალ­თხუ­ციშ­ვი­ლი 

თავ­და­პირ­ვე­ლად იყო სიტყ­ვა, და სიტყ­ვა იყო ღმერ­­თან, და სიტყ­ვა იყო ღმერ­თი". (იოანე 1.1) 

მოგესალმები მკითხველო და წარმოგიდგენ ჩემს ახალ რუბრიკას "ფსიქომანი". ვფიქრობ, დღეს საუბარი მეტად მნიშვნელოვან საკითხზე მოგვიწევს. ეს ფსიქოსიციალური ტოქსინებია.

 ტოქ­სი­ნი ბერ­ძ­ნუ­ლი სიტყ­ვაა და შხამს ნიშ­ნავს.

სამ­წუ­ხა­როდ, შხა­მე­ბი უხ­ვად მოგ­ვე­წო­დე­ბა პუ­რი­დან, მი­წი­დან, წყლი­დან თუ ჰა­ე­რი­დან. ერ­თი სიტყ­ვით, მთლი­ა­ნად შხა­მებ­ში ვართ ჩაფ­ლულ­ნი, თუმ­ცა, ეს ეკო­ლო­გი­უ­რი სა­კითხია.

ალ­ბათ და­მე­თან­ხ­მე­ბით, არ არ­სე­ბობს ჯან­მ­რ­თე­ლი ფსი­ქი­კის ადა­მი­ა­ნი, რო­მე­ლიც შხამს შე­მოგ­ვ­თა­ვა­ზებს, ან თა­ვად დაგ­ვ­თან­ხ­მ­დე­ბა მის მი­ღე­ბა­ზე. თუმ­ცა, ვი­ნა­ი­დან დღეს ჩვენ მე­ტად მნიშ­ვ­ნე­ლო­ვან ფსი­ქო­სო­ცი­ა­ლურ პრობ­ლე­მა­ზე ვსა­უბ­რობთ, ტოქ­სი­ნე­ბიც მის ჭრილ­ში უნ­და გან­ვი­ხი­ლოთ. ეს ის პრობ­ლე­მა გახ­ლავთ, რომ­ლის გაც­ნო­ბი­ე­რე­ბა­საც ადა­მი­ა­ნე­ბი, ნებ­სით თუ უნებ­ლი­ედ, თავს არი­დე­ბენ, გა­ურ­ბი­ან.

ვი­საც ჯორჯ ორუ­ე­ლის "1984" გა­ახ­სენ­დე­ბა, სწო­რად მი­მიხ­ვ­დე­ბა, თუ რა­ტომ მინ­და თქვე­ნი ყუ­რადღე­ბა პრე­სი­დან და სა­ერ­თოდ მე­დია სა­შუ­ა­ლე­ბე­ბი­დან მომ­დი­ნა­რე ტოქ­სი­ნებ­ზე გა­ვა­მახ­ვი­ლო.

"1984"-ის მთა­ვა­რი პერ­სო­ნა­ჟი, უოთ­სო­ნი ერ­თ­დ­რო­უ­ლად ამ შხა­მის გამ­ცე­მიც არის და მიმ­ღე­ბიც, რად­გან ის სწო­რედ იმ სის­ტე­მის ნა­წი­ლია, რომ­ლის ძი­რი­თა­დი, მთა­ვა­რი იარა­ღი იდე­ო­ლო­გი­უ­რი შხა­მია. ასე­თი იდე­ო­ლო­გი­ე­ბი კი კა­ცობ­რი­ო­ბამ მრავ­ლად გა­მოს­ცა­და. ფა­შიზ­მი და კო­მუ­ნიზ­მიც საკ­მა­რი­სია ამის დას­ტუ­რად.

ფსი­ქო­სო­ცი­ა­ლუ­რი ტოქ­სი­ნე­ბი არის რო­გორც გლო­ბა­ლუ­რი, ასე­ვე ლო­კა­ლუ­რი.

გლო­ბა­ლუ­რი ტოქ­სი­ნი თა­ვის­თა­ვად ნიშ­ნავს ძა­ლი­ან ფარ­თო­მას­შ­ტა­ბი­ან მოშ­ხამ­ვას, რა­საც 21-ე სა­უ­კუ­ნე­ში არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვად უწყობს ხელს ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბის გან­ვი­თა­რე­ბა. ინ­ტერ­ნე­ტი და ტე­ლე­ვი­ზია აერ­თი­ა­ნებს მთე­ლი მსოფ­ლი­ოს ხალ­ხებს და რო­დე­საც ერ­თი მათ­გა­ნი იშ­ხა­მე­ბა, ის თით­ქოს ავ­ტო­მა­ტუ­რად ვრცელ­დე­ბა ყვე­ლა და­ნარ­ჩენ­ზე.

ყო­ვე­ლი გლო­ბა­ლუ­რი ფსი­ქო­სო­ცი­ა­ლუ­რი ტოქ­სი­ნი თა­ვის კონ­კ­რე­ტულ მი­ზანს ემ­სა­ხუ­რე­ბა. მა­გა­ლი­თის­თ­ვის ავი­ღოთ 2012 წე­ლი და ინ­ფორ­მა­ცია სამ­ყა­როს აღ­სას­რუ­ლის შე­სა­ხებ, რო­მე­ლიც უკა­ნას­კ­ნე­ლი დრო­ის ერთ-ერ­თი ყვე­ლა­ზე გლო­ბა­ლუ­რი ფსი­ქო­სო­ცი­ა­ლუ­რი ტოქ­სი­ნი იყო. ასე­თი ტი­პის ტოქ­სინ­მა შე­იძ­ლე­ბა ადა­მი­ა­ნი ნი­ჰი­ლის­ტურ მდგო­მა­რე­ო­ბამ­დეც მი­იყ­ვა­ნოს. მი­ზა­ნი, რო­მელ­საც მსგავ­სი ტი­პის ინ­ფორ­მა­ცი­ე­ბი ემ­სა­ხუ­რე­ბა, წმინ­და ფი­ნან­სუ­რი სარ­გე­ბე­ლია. გა­ვიხ­სე­ნოთ, რამ­დე­ნი მხატ­ვ­რუ­ლი ან ანი­მა­ცი­უ­რი ფილ­მი გა­მო­ვი­და მსოფ­ლი­ოს აღ­სას­რუ­ლის შე­სა­ხებ და რამ­დე­ნი მი­ლი­ო­ნი მნახ­ვე­ლი ჰყავ­და მათ.

ასე­ვე აუცი­ლებ­ლად მინ­და შე­ვე­ხო იმ გლო­ბა­ლურ სა­კითხს, რო­მელ­საც ახალ­გაზ­რ­დე­ბის მი­მართ ტო­ტა­ლუ­რი უნ­დობ­ლო­ბა ჰქვია. მა­სობ­რი­ვი ინ­ფორ­მა­ცი­ის სა­შუ­ა­ლე­ბე­ბით ახალ­გაზ­რ­დებ­ზე სის­ტე­მა­ტუ­რად ნე­გა­ტი­უ­რი იარ­ლი­ყე­ბის მი­კე­რე­ბა ხდე­ბა, რის შე­დე­გა­დაც ისი­ნი შე­დი­ან იმ როლ­ში, რო­მელ­საც მუდ­მი­ვად აწო­დე­ბენ და ხში­რად რჩე­ბი­ან მას­ში. ესეც გლო­ბა­ლუ­რი ფსი­ქო-სო­ცი­ა­ლუ­რი ტოქ­სი­ნია.

ასე­ვე მინ­და აღ­ვ­ნიშ­ნო ID ბა­რა­თე­ბის გარ­შე­მო ამ­ტყ­და­რი ამ­ბა­ვი, თით­ქოს ეს ბა­რა­თი სა­ტა­ნის­ტუ­რი იყოს.

გლო­ბა­ლურ ტოქ­სი­ნებს პო­ლი­ტი­კა და ეკო­ნო­მი­კა მარ­თავს, ლო­კა­ლურს კი ჩვენ ვქმნით აგ­რე­სი­ით, აგ­რე­სი­ით და აგ­რე­სი­ით.

დღეს თქვე­ნი ყუ­რადღე­ბა მინ­და ამ უკა­ნას­კ­ნელ­ზე, ლო­კა­ლურ ფსი­ქო­სო­ცი­ა­ლურ ტოქ­სი­ნებ­ზე გა­ვა­მახ­ვი­ლო, რომ­ლის გამ­ცე­მე­ბიც და მიმ­ღე­ბე­ბიც ჩვენ თა­ვად ვართ.

სო­ცი­ა­ლურ ურ­თი­ერ­თო­ბებ­ში არ­სე­ბუ­ლი შხა­მი ძა­ლი­ან მძი­მეა სა­ზო­გა­დო­ე­ბის­თ­ვის, თი­თო­ე­უ­ლი ჩვენ­გა­ნის­თ­ვის. ეს შხა­მი კი ძი­რი­თა­დად სიტყ­ვე­ბის სა­ხით მოგ­ვე­წო­დე­ბა.

დღეს, 21-ე სა­უ­კუ­ნე­ში ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბის გან­ვი­თა­რე­ბას­თან ერ­თად, იმა­ტა ტოქ­სი­ნე­ბის გავ­რ­ცე­ლე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბებ­მაც. გან­სა­კუთ­რე­ბით კი მინ­და ვი­სა­უბ­რო პრე­სა­ზე და ზო­გა­დად მე­დია-სა­შუ­ა­ლე­ბებ­ზე.

სა­ინ­ფორ­მა­ციო გა­მოშ­ვე­ბა, პირ­ველ რიგ­ში ძა­ლი­ან ხმა­უ­რი­ა­ნი, სწრა­ფი და და­ძა­ბუ­ლი მუ­სი­კით იწყე­ბა, უარ­ყო­ფი­თი ინ­ფორ­მა­ცი­ე­ბის მთე­ლი ნა­კა­დით გრძელ­დე­ბა, წამ­ყ­ვა­ნის გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლად უმი­მი­კო, მკაც­რი და მო­ნო­ტო­ნუ­რი სა­უ­ბა­რი კი მუდ­მი­ვად თან სდევს. ეს ყო­ველ­დღი­უ­რად ყვე­ლა შემ­თხ­ვე­ვა­ში უარ­ყო­ფი­თი ინ­ფორ­მა­ცი­ე­ბის ნა­კა­დია, რო­მე­ლიც იჭ­რე­ბა ჩვენ­ში და გა­რე­მოს მი­მართ უარ­ყო­ფი­თად, შე­იძ­ლე­ბა ზოგ­ჯერ მტრუ­ლა­დაც გან­გ­ვაწყობს.

ჩვენს პი­რად ურ­თი­ერ­თო­ბებ­ში ტოქ­სი­ნე­ბი ჭო­რის, ბრალ­დე­ბის, ცი­ლის­წა­მე­ბის, და­ცინ­ვის, ჩაგ­ვ­რის და მრა­ვა­ლი სხვა ფორ­მით შე­მო­ე­დი­ნე­ბა და შე­სა­ბა­მი­სად, უკ­ვე მო­წამ­ლუ­ლე­ბი თა­ვა­დაც გავ­ცემთ იგი­ვეს. უფ­რო მარ­ტი­ვად რომ ვთქვათ, სა­კუ­თარ ბედ­ნი­ე­რე­ბას, იმ ურ­თი­ერ­თო­ბებ­საც კი, რომ­ლებ­საც ჩვენ­თ­ვის ძვირ­ფას ურ­თი­ერ­თო­ბე­ბად ვთვლით, ჩვე­ნი­ვე ენით, ან შე­იძ­ლე­ბა ქცე­ვით ვწამ­ლავთ, ვა­ნად­გუ­რებთ.

მარ­თა­ლია, რო­დე­საც ვამ­ბობთ, რომ სიტყ­ვას დი­დი ძა­ლა აქვს. სიტყ­ვით შე­იძ­ლე­ბა მოვ­კ­ლათ და გა­ვა­ცოცხ­ლოთ ადა­მი­ა­ნი.

არ შე­მიძ­ლია გვერ­დი ავუ­ა­რო სო­ცი­ა­ლუ­რი ქსე­ლე­ბის და ფსი­ქო­სო­ცი­ა­ლუ­რი ტოქ­სი­ნე­ბის კავ­შირს, რო­მე­ლიც დღით-იდღე მყარ­დე­ბა. სო­ცი­ა­ლუ­რი ქსე­ლე­ბი მის­წ­რე­ბა გახ­და ტოქ­სი­ნე­ბის­თ­ვის. ადა­მი­ა­ნე­ბი სა­კუ­თარ თავს მი­სი სა­შუ­ა­ლე­ბით გა­მო­ხა­ტა­ვენ, რაც და­მე­თან­ხ­მე­ბით, ადა­მი­ა­ნის იმ ბუ­ნებ­რივ მოთხოვ­ნი­ლე­ბას, რა­საც გან­ც­დას ვე­ძა­ხით, ვერ იკ­მა­ყო­ფი­ლებს. ანუ მუდ­მი­ვად და­უკ­მა­ყო­ფი­ლებ­ლო­ბის გან­ც­და­ში ცხოვ­რო­ბენ ისე, რომ არ ან ვერ აც­ნო­ბი­ე­რე­ბენ ამას. მა­გა­ლი­თად, რო­დე­საც ერ­თ­მა­ნეთს უღი­მი­ან ან კოც­ნი­ან ე.წ. სმა­ი­ლე­ბით, ამას ხომ ვერ გრძნო­ბენ, მხო­ლოდ ვი­ზუ­ა­ლუ­რად ხე­და­ვენ. ადა­მი­ა­ნე­ბი სა­კუ­თარ თავს გან­ც­და­ში ვერ გა­მო­ხა­ტა­ვენ, რაც რო­გორც ჩემ­მა ერ­თ­მა მე­გო­ბარ­მა აღ­ნიშ­ნა, ემო­ცი­ურ სიჩ­ლუნ­გეს იწ­ვევს და მეც ვე­თან­ხ­მე­ბი მას. სო­ცი­ა­ლუ­რი ქსე­ლე­ბი ტოქ­სი­ნე­ბის გავ­რ­ცე­ლე­ბის სის­წ­რა­ფი­სა და ინ­ტენ­სი­ვო­ბის ძა­ლი­ან დი­დი ხელ­შემ­წყო­ბი გახ­და.

ეს ყო­ვე­ლი­ვე შე­იძ­ლე­ბა გა­მოწ­ვე­უ­ლი იყოს სო­ცი­ა­ლურ წრე­ში სა­კუ­თა­რი თა­ვის დამ­კ­ვიდ­რე­ბის, ან იგი­ვე ტოქ­სი­ნე­ბის­გან თავ­დაც­ვის მიზ­ნით.

ჩვენ არ ვი­ცით, რო­გორ ავა­რი­დოთ თა­ვი, რო­გორ და­ვიც­ვათ სა­კუ­თა­რი თა­ვი ფსი­ქო­სო­ცი­ა­ლუ­რი ტოქ­სი­ნე­ბის­გან. რამ­დე­ნიც არ უნ­და ვი­სა­უბ­როთ გა­ნათ­ლე­ბა­ზე, და იმა­ზე, რომ ადა­მი­ა­ნი უნ­და იყოს ჭკვი­ა­ნი, ნა­კითხი და ეს ყვე­ლა­ფე­რი მას არ და­ე­მუქ­რე­ბა, გეტყ­ვით რომ ეს არ არის სი­მარ­თ­ლე. გა­ნათ­ლე­ბას უაღ­რე­სად დი­დი მნიშ­ვ­ნე­ლო­ბა აქვს და უდი­დეს როლს თა­მა­შობს, თუმ­ცა მთა­ვა­რი მა­ინც სა­კუ­თა­რი თა­ვის იდენ­ტი­ფი­კა­ციაა, თვი­თი­დენ­ტო­ბაა. სა­ბო­ლო­ოდ მა­ინც თვით­შე­ფა­სე­ბის პრობ­ლე­მას­თან მი­ვე­დით და მინ­და გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლად აღ­ვ­ნიშ­ნო, რომ პრობ­ლე­მა­ში არ იგუ­ლის­ხ­მე­ბა მხო­ლოდ და­ბა­ლი თვით­შე­ფა­სე­ბა, ეს ასე­ვე ეხე­ბა მა­ღალ თვით­შე­ფა­სე­ბა­საც. რო­გორც იტყ­ვი­ან ერ­თი ვაია, მე­ო­რე ვუი.

იმი­სათ­ვის, რომ ადა­მი­ა­ნი არ გახ­დეს ფსი­ქო­სო­ცი­ა­ლუ­რი ტოქ­სი­ნე­ბის მსხვერ­პ­ლი, სა­ჭი­როა სა­კუ­თა­რი თა­ვი მხო­ლოდ მას ეკუთ­ვ­ნო­დეს და ვინ­მე "გი­ვის" აზ­რი ჩვე­ნი ცხოვ­რე­ბის მმარ­თ­ვე­ლი არ იყოს. ზო­გი­ერ­თი ალ­ბათ იტყ­ვის - "ეს ხომ ცხოვ­რე­ბაა", ოდით­გან­ვე იყო ის ჭო­რიც, ის ჩაგ­ვ­რაც და ის ნე­გა­ტი­უ­რი ინ­ფორ­მა­ცი­ე­ბიც. გე­თან­ხ­მე­ბით, ეს ნამ­დ­ვი­ლად ცხოვ­რე­ბაა და ახალ­ზე არა­ფერ­ზე ვსა­უბ­რობთ. გან­ს­ხ­ვა­ვე­ბა მხო­ლოდ მი­სი აქ­ტუ­ა­ლო­ბა და მას­შ­ტა­ბუ­რო­ბა გახ­და, იმი­ტომ, რომ რო­გორც უკ­ვე აღ­­ნიშ­ნეთ, გავ­რ­ცე­ლე­ბის ფორ­მე­ბი და სა­შუ­ა­ლე­ბე­ბი, ანუ ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბი გან­ვი­თარ­და, რა­მაც შე­სა­ბა­მი­სად და­ამ­ძი­მა ცხოვ­რე­ბა, და­ამ­ძი­მა ხალ­ხი, სა­ზო­გა­დო­ე­ბა.

მოკ­ლედ "გი­ვი" რას გვეტყ­ვის, რას იფიქ­რებს ან რო­გორ მო­იქ­ცე­ვა, ჩვენს პი­როვ­ნე­ბას არ შე­ე­ხე­ბა მხო­ლოდ მა­შინ, რო­დე­საც ჩვე­ნი თა­ვი გვე­კუთ­ვ­ნის ჩვენ!

ადა­მი­ა­ნის ეს იდე­ა­ლუ­რი მდგო­მა­რე­ო­ბა თა­ვის­თა­ვად რთუ­ლად მიღ­წე­ვა­დია, მაგ­რამ რა­საკ­ვირ­ვე­ლია არა შე­უძ­ლე­ბე­ლი.

თა­ვის­თა­ვად გაჩ­ნ­დე­ბა კითხ­ვე­ბი, რა უნ­და გა­ვა­კე­თოთ, რო­გორ უნ­და მი­ვაღ­წი­ოთ ამ იდე­ა­ლურ მდგო­მა­რე­ო­ბას? ამ საკ­მა­ოდ რთულ და გრძელ თე­მა­ზე სხვა დროს ვი­სა­უბ­როთ. მა­ნამ­დე კი ვი­ფიქ­როთ იმ უძ­ვირ­ფა­სეს აქ­ტ­ზე, რა­საც ადა­მი­ა­ნებს შო­რის ურ­თი­ერ­თო­ბა ჰქვია და რო­მე­ლიც თი­თო­ე­ულ ჩვენ­გას სრუ­ლი­ად უსას­ყიდ­ლოდ გვაქვს. გა­ვიხ­სე­ნოთ ის ტოქ­სი­ნე­ბი, რომ­ლე­ბი­თაც ჩვენ თა­ვად გაგ­ვიჟ­ღენ­თია და მოგ­ვიშ­ხა­მია ერ­თ­მა­ნე­თი. გავ­ცეთ მე­ტი პო­ზი­ტი­ვი და რაც მთა­ვა­რია, ავი­ღოთ მე­ტი პა­სუ­ხის­მ­გებ­ლო­ბა იმა­ზე, რა­საც ვამ­ბობთ.

 იმე­დი მაქვს, "ფსი­ქო­მა­ნის" პირ­ვე­ლი თე­მა მო­გე­წო­ნათ. მე შე­ვეც­დე­ბი ვწე­რო იმ თე­მებ­ზე, რომ­ლე­ბიც თქვენ­­ვის სა­ინ­ტე­რე­სო იქ­ნე­ბა, თუმ­ცა ამა­ში თა­ვა­დაც შე­გიძ­ლი­ათ ჩე­მი დახ­მა­რე­ბა. მომ­წე­რეთ თქვენ­­ვის მნიშ­­ნე­ლო­ვა­ნი სა­კითხე­ბი, მო­საზ­რე­ბე­ბი ან კითხ­ვე­ბი ელ-ფოს­ტა­ზე Fsiqomani@gmail.com. ეს სა­შუ­­ლე­ბას მოგ­­ცემს, გა­ვუ­ზი­­როთ ერ­­მა­ნეთს ის ფსი­ქო­სო­ცი­­ლუ­რი თე­მე­ბი, რომ­ლე­ბიც აქ­ტუ­­ლუ­რი, პრობ­ლე­მუ­რი და მე­ტად მნიშ­­ნე­ლო­ვა­ნია სა­ზო­გა­დო­­ბის­­ვის.