„ლო­უ­ქალ მო­ტორ­სი" შო­უს დროს 3D პრინ­ტერ­ზე ავ­ტო­მო­ბილს და­ბეჭ­დავს
25 აპრილი, 2014
1048
print

 ამე­რი­კულ კომ­პა­ნია „ლო­უ­ქალ მო­ტორსს" მსგავ­სი სა­ჯა­რო ექ­ს­პე­რი­მენ­ტი ერ­თხელ უკ­ვე ჩა­ტა­რე­ბუ­ლი აქვს. ეს ორი წლის წინ, ჩი­კა­გოს სა­წარ­მოო ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბის სა­ერ­თა­შო­რი­სო შო­უ­ზე მოხ­და, სა­დაც კომ­პა­ნი­ის სპე­ცი­ა­ლის­ტებ­მა უგ­ზო­ო­ბის ორად­გი­ლი­ა­ნი სპორ­ტუ­ლი ავ­ტო­მო­ბი­ლი, „რა­ლი ფა­ი­ტე­რი" ააწყ­ვეს, რა­საც ზუს­ტად ხუ­თი დღე დას­ჭირ­და. ამ­გ­ვა­რად, კომ­პა­ნი­ამ სა­ზო­გა­დო­ე­ბას თა­ვი­სი „რა­ლის მებ­რ­ძო­ლიც" უჩ­ვე­ნა და სა­კუ­თა­რი შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბიც.

და თურ­მე, ეს ყვე­ლა­ფე­რი არ ყო­ფი­ლა. „ლო­უ­ქალ მო­ტორსს" უფ­რო სა­ო­ცა­რი სა­ნა­ხა­ო­ბა აქვს ჩა­ფიქ­რე­ბუ­ლი. იმა­ვე ჩი­კა­გოს გა­მო­ფე­ნა­ზე, რო­მე­ლიც სექ­ტემ­ბერ­ში გა­ი­მარ­თე­ბა, კომ­პა­ნია „სუფ­თა ფურ­ც­ლი­დან" ავ­ტო­მო­ბილს სამ­გან­ზო­მი­ლე­ბი­ა­ნი პრინ­ტე­რის დახ­მა­რე­ბით შექ­მ­ნის! ამ შემ­თხ­ვე­ვა­ში ფრა­ზა სუფ­თა ფურ­ც­ლი­დან არ­ც­თუ ისე ზუს­ტია - შო­უს დროს, კომ­პა­ნი­ის ინ­ჟინ­რე­ბი წი­ნას­წარ მომ­ზა­დე­ბულ პრო­ექტს (პროგ­რა­მი­რე­ბულს) გა­მო­ი­ყე­ნე­ბენ. პრინ­ტე­რის გა­მო­ყე­ნე­ბით კი თით­ქ­მის ყვე­ლა­ფერს ად­გილ­ზე და­ამ­ზა­დე­ბენ. ყო­ველ შემ­თხ­ვე­ვა­ში ირ­წ­მუ­ნე­ბი­ან, რომ ასე იქ­ნე­ბა.

„ლო­უ­ქალ მო­ტორ­სი" შო­უს დროს თა­ვი­სი პარ­ტ­ნი­ო­რის, ოკ რი­ჯის ეროვ­ნუ­ლი ლა­ბო­რა­ტო­რი­ის მი­ერ შექ­მ­ნილ სამ­გან­ზო­მი­ლე­ბი­ან პრინ­ტერს გა­მო­ი­ყე­ნებს. რაც შე­ე­ხე­ბა ავ­ტო­მო­ბილს, ეს იქ­ნე­ბა ელექ­ტ­რო­მო­ბი­ლი, რო­მე­ლიც კომ­პა­ნი­ის გან­ცხა­დე­ბით, ჩი­კა­გოს სა­ქა­ლა­ქო ტრან­ს­პორ­ტის სა­ჭი­რო­ე­ბებს და­აკ­მა­ყო­ფი­ლებს.

ოკ რი­ჯელ­თა მი­ერ შექ­მ­ნი­ლი პრინ­ტე­რის თა­ვი­სე­ბუ­რე­ბა ისაა, რომ ყო­ვე­ლი დე­ტა­ლის ამო­ბეჭ­დ­ვის შემ­დეგ, ის ავ­ტო­მა­ტუ­რად გა­ა­თა­ვი­სუფ­ლებს სა­მუ­შაო არეს მზა დე­ტა­ლის­გან და მას ახა­ლი სა­მუ­შა­ოს­თ­ვის მო­ამ­ზა­დებს. ეს ყვე­ლა­ფე­რი ადა­მი­ა­ნის ჩა­რე­ვის გა­რე­შე მოხ­დე­ბა. პრინ­ტერს კომ­პი­უ­ტე­რი უხელ­ძღ­ვა­ნე­ლებს, ადა­მი­ა­ნე­ბი კი მზა დე­ტა­ლებს ავ­ტო­მო­ბი­ლის ასაწყო­ბად გა­მო­ი­ყე­ნე­ბენ.

ამ­ჟა­მად 3D პრინ­ტე­რე­ბი ჯე­რაც არ დამ­კ­ვიდ­რე­ბუ­ლა წარ­მო­ე­ბა­ში და ისი­ნი შემ­დ­გომ დახ­ვე­წას სა­ჭი­რო­ე­ბენ. ასეთ და­ნად­გა­რებს არამ­ხო­ლოდ ავ­ტო, არა­მედ ნე­ბის­მი­ე­რი ტი­პის ინ­დუს­ტ­რი­ა­ში უზარ­მა­ზა­რი რო­ლის შეს­რუ­ლე­ბა შე­უძ­ლია. მა­თი მეშ­ვე­ო­ბით შე­საძ­ლე­ბე­ლი იქ­ნე­ბა სრუ­ლი­ად ახა­ლი ავ­ტო­მო­ბი­ლის წარ­მო­ე­ბის­თ­ვის მომ­ზა­დე­ბის დრო­ის მკვეთ­რად შემ­ცი­რე­ბა, რაც წარ­მო­ე­ბას ძლი­ერ გა­ა­ი­ა­ფებს. „ლო­უ­ქალ მო­ტორ­სის" მთა­ვა­რი აღ­მას­რუ­ლე­ბე­ლი ჯეი რო­ჯერ­სი ამ­ბობს, რომ 3D პრინ­ტე­რებს ინ­დუს­ტ­რი­ა­ში რე­ვო­ლუ­ცი­ის (მე­სა­მე) მოხ­დე­ნა შე­უძ­ლია.

„ლო­უ­ქალ მო­ტორსს" ჯერ­ჯე­რო­ბით ჩი­კა­გო­ში და­სამ­ზა­დე­ბე­ლი ავ­ტო­მო­ბი­ლის არც ფო­ტო­ე­ბი და არც ეს­კი­ზე­ბი გა­მო­უქ­ვეყ­ნე­ბია.