"ჯენ­ტ­ლ­მე­ნი ფო­ტოგ­რა­ფი"
25 აპრილი, 2014
1308
print

ნეს­ტან ნი­ჟა­რა­ძე

 "ჯენ­ტ­ლ­მე­ნი ფო­ტოგ­რა­ფი" - ასე უწო­და მას ან­რი კარ­ტიე-ბრე­სონ­მა, მის­მა მე­გო­ბარ­მა და კო­ლე­გამ. ინ­გ­ლი­სის მა­ღა­ლი ბურ­ჟუ­ა­ზი­ის შთა­მო­მავ­ლის, ფო­ტოგ­რა­ფის, მწერ­ლის, ნამ­დ­ვი­ლი ჯენ­ტ­ლ­მე­ნის და უბ­რა­ლოდ არა­ორ­დინ­ლუ­რი პი­როვ­ნე­ბის, ჯონ სტი­უ­არ­ტის ხან­გ­რ­ძ­ლივ­მა ცხოვ­რე­ბამ 20-ე სა­უ­კუ­ნის მე­ო­რე ნა­ხევ­რის მან­ძილ­ზე გან­ვი­თა­რე­ბუ­ლი დრა­მა­ტუ­ლი მოვ­ლე­ნე­ბის ფონ­ზე ჩა­ი­ა­რა და ამ მოვ­ლე­ნე­ბის პირ­და­პი­რი ზე­მოქ­მე­დე­ბის შე­დე­გიც გახ­და. რო­გორც თა­ვად 93 წლის ფო­ტოგ­რა­ფი ამ­ბობს: "ყვე­ლა­ფე­რი იქი­დან და­იწყო, რომ ჩე­მი ცხოვ­რე­ბა ლო­გი­კუ­რი გან­ვი­თა­რე­ბის გზას ას­ც­და... და სწო­რედ ამი­ტო­მაც იყო მო­უ­ლოდ­ნე­ლო­ბე­ბით აღ­სავ­სე."

ჯონ სტი­უ­არ­ტ­მა ფო­ტოგ­რა­ფი­ა­ში მუ­შა­ო­ბას 20-ე სა­უ­კუ­ნის 50-იანი და­იწყო. ეს მი­სი ფო­ტოგ­რა­ფი­უ­ლი კა­რი­ე­რის მო­უ­ლოდ­ნე­ლი, მაგ­რამ წარ­მა­ტე­ბუ­ლი და­საწყი­სის წლე­ბიც არის. ეს ასე­ვე რი­ჩარდ ავე­დონ­თან, ან­რი კარ­ტიე-ბრე­სონ­თან და ვა­სი­ლი ბრო­დო­ვიჩ­თან თა­ნამ­შ­რომ­ლო­ბის და მე­გობ­რო­ბის წლე­ბიც არის, რა­მაც დამ­წყებ და უც­ნობ ფო­ტოგ­რაფს იმ დრო­ის­თ­ვის წამ­ყ­ვან და პრეს­ტი­ჟულ გა­მო­ცე­მებ­თან Harper’s Bazar, Vogue და Elle თა­ნამ­შ­რომ­ლო­ბის შე­საძ­ლებ­ლო­ბაც მის­ცა. ძა­ლი­ან მა­ლე ჯონ სტუ­არ­ტი ნიუ-იორ­კის არ­ტის­ტუ­ლი სა­ზო­გა­დო­ე­ბის წევ­რიც ხდე­ბა და ცნო­ბი­ლი ფო­ტოგ­რა­ფიც. მის მი­ერ გა­და­ღე­ბუ­ლი პაბ­ლო პი­კა­სოს, ან­რი მა­ტი­სის, მუ­ჰა­მედ ალის პორ­ტ­რე­ტე­ბის სე­რია, ისე­ვე რო­გორც მო­დის და სა­რეკ­ლა­მო ფო­ტოგ­რა­ფი­ა­ში შექ­მ­ნი­ლი დი­დი სე­რი­ე­ბი, რომ­ლებ­საც რე­გუ­ლა­რუ­ლად აქ­ვეყ­ნე­ბენ ამე­რი­კუ­ლი და ევ­რო­პუ­ლი პე­რი­ო­დუ­ლი გა­მო­ცე­მე­ბი, ჯონ სტი­უ­არტს სა­ერ­თა­შო­რი­სო აღი­ა­რე­ბა­საც მო­უ­ტანს. სწო­რედ აქე­დან იწყე­ბა მი­სი ხან­გ­რ­ძ­ლი­ვი შე­მოქ­მე­დე­ბი­თი გზა, რო­მე­ლიც დღემ­დე გრძელ­დე­ბა და 93 წლის ფო­ტოგ­რაფს მუდ­მი­ვი ძი­ე­ბე­ბის პრო­ცეს­ში ყოფ­ნის შე­საძ­ლებ­ლო­ბას აძ­ლევს.

თუმ­ცა, ვიდ­რე ფო­ტოგ­რა­ფი­ა­ში მუ­შა­ო­ბას და­იწყებ­და, ჯონ სტი­უ­არ­ტი ლონ­დო­ნის ცნო­ბი­ლი ბურ­ჟუ­ა­ზი­უ­ლი ოჯა­ხის შთა­მო­მა­ვა­ლის­თ­ვის შე­სა­ფე­რის გა­ნათ­ლე­ბას იღებს სა­ბან­კო სფე­რო­ში და სა­ფონ­დო ბირ­ჟა­ზე იწყებს მუ­შა­ო­ბას. მე­ო­რე მსოფ­ლიო ომის დროს იგი ბრი­ტა­ნულ არ­მი­ა­ში ეწე­რე­ბა. კა­პი­ტუ­ლა­ცი­ამ­დე ერ­თი თვით ად­რე, ჯონ სტი­უ­არ­ტი იაპო­ნე­ლე­ბის ტყვე­ო­ბა­ში ხვდე­ბა და მომ­დევ­ნო 4 წე­ლი­წადს სამ­ხედ­რო ტყვე­თა ბა­ნაკ­ში ატა­რებს. ეს წლე­ბი მის­თ­ვის თვით­გა­დარ­ჩე­ნის ის­ტო­რი­ის და­საწყი­სი ხდე­ბა. იგი სრულ­ყო­ფი­ლად სწავ­ლობს იაპო­ნურ ენას და შემ­დეგ უკ­ვე თარ­ჯიმ­ნა­დაც მუ­შა­ობს, რაც მას აზი­ის კონ­ტი­ნენ­ტ­ზე ხან­გ­რ­ძ­ლი­ვად მოგ­ზა­უ­რო­ბის შე­საძ­ლებ­ლო­ბა­საც აძ­ლევს. შრი ლან­კა, ტა­ი­ლან­დი, ბირ­მა, ტი­ბე­ტი - ეს ის ად­გი­ლე­ბია, სა­დაც სტუ­არ­ტი ხან­გ­რ­ძ­ლივ დროს ატა­რებს ვიდ­რე სა­ბო­ლო­ოდ ნიუ-ორ­კ­ში არ და­სახ­ლ­დე­ბა. რო­დე­საც ტყვე­ო­ბა­ში გა­ტა­რე­ბულ წლებ­ზე სა­უბ­რობს, ჯონ სტუ­არ­ტი აღ­ნიშ­ნავს, რომ ეს პე­რი­ო­დი მის­თ­ვის "აზი­ურ კულ­ტუ­რას­თან და ფი­ლო­სო­ფი­ას­თან და­ახ­ლო­ე­ბის ძა­ლი­ან მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი პე­რი­ო­დიც იყო, რო­მელ­მაც მას აზ­როვ­ნე­ბი­სა და ხედ­ვის ახა­ლი გზე­ბი გა­უხ­ს­ნა."

ომის შემ­დ­გომ პე­რი­ოდ­ში ჯონ სტი­უ­არ­ტი ნიუ-ორ­კ­ში მი­ემ­გ­ზავ­რე­ბა და ფო­ტოგ­რა­ფი­უ­ლი პრო­ცე­სე­ბის შეს­წავ­ლით ინ­ტე­რეს­დე­ბა, რა­საც ძა­ლი­ან მა­ლე სა­ინ­ტე­რე­სო სე­რი­ე­ბის შექ­მ­ნა და წამ­ყ­ვან გა­მო­ცე­მებ­თან თა­ნამ­შ­რომ­ლო­ბის და­საწყი­სი მოჰ­ყ­ვე­ბა. 1958 წელს რე­ჟი­სო­რი დე­ვიდ ლი­ნი მას ცნო­ბი­ლი ფილ­მის "ხი­დი მდი­ნა­რე კვა­ი­ზე" გა­და­ღე­ბებ­ზე მრჩევ­ლად მუ­შა­ო­ბას სთა­ვა­ზობს. მოგ­ვი­ა­ნე­ბით თა­ვად სტუ­არ­ტი "აზი­უ­რი პე­რი­ო­დის" გა­მოც­დი­ლე­ბა­ზე და მო­გო­ნე­ბებ­ზე დაყ­რ­დ­ნო­ბით სა­კუ­თარ წიგ­ნ­საც და­წერს, რო­მელ­საც ევ­რო­პე­ლი მკითხ­ვე­ლი დი­დი აღ­ფ­რ­თო­ვა­ნე­ბით მი­ი­ღებს.

1965 წლი­დან ჯონ სტი­უ­არ­ტი პა­რიზ­ში გა­და­დის საცხოვ­რებ­ლად. გა­ნაგ­რ­ძობს აქ­ტი­ურ მუ­შო­ბას მო­დის და სა­რეკ­ლა­მო ფო­ტოგ­რა­ფი­ა­ში და პა­რა­ლე­ლუ­რად სა­ავ­ტო­რო ფო­ტო­სე­რი­ე­ბის გა­და­ღე­ბა­საც იწყებს. "თა­ვის ჟან­რად" იგი ფო­ტოგ­რა­ფი­ა­ში არც თუ ისე გავ­რ­ცე­ლე­ბუ­ლი ნა­ტურ­მორ­ტის ჟანრს ირ­ჩევს და სწო­რედ ამ დრო­ი­დან იწყებს იმ ხან­გ­რ­ძ­ლივ მხატ­ვ­რულ-ეს­თე­ტი­კურ ძი­ე­ბებს, რომ­ლე­ბიც დღემ­დე გრძელ­დე­ბა. 1975 წელს ნიუ-ორ­კ­ში ჯონ სტუ­არ­ტის პირ­ვე­ლი პერ­სო­ნა­ლუ­რი გა­მო­ფე­ნა ეწყო­ბა, რო­მელ­საც ნიუ-იორ­კის თა­ნა­მედ­რო­ვე ხე­ლოვ­ნე­ბის მუ­ზე­უ­მის (MoMa) მი­ერ სტუ­არ­ტის ნა­მუ­შევ­რე­ბის პერ­მა­ნენ­ტუ­ლი კო­ლექ­ცი­ის­თ­ვის შეს­ყიდ­ვაც მოჰ­ყ­ვე­ბა. MoMa-ს მსგავ­სად სტუ­არ­ტის ფო­ტო­ებს ამე­რი­კის შე­ერ­თე­ბუ­ლი შტა­ტე­ბის და ევ­რო­პის სხვა მუ­ზე­უ­მე­ბიც შე­ის­ყი­დი­ან. ჯონ სტუ­არ­ტის შავ-თეთ­რი ფო­ტოგ­რა­ფი­ის ეს­თე­ტი­კა, რო­მე­ლიც პუბ­ლი­კის და ექ­ს­პერ­ტე­ბის გან­სა­კუთ­რე­ბულ ინ­ტე­რესს იმ­სა­ხუ­რებს, მის მი­ერ გა­მო­ყე­ნე­ბუ­ლი ორი­გი­ნა­ლუ­რი ბეჭ­დ­ვის საკ­მა­ოდ იშ­ვი­ა­თი და ძველ­მო­დუ­რი მე­თო­დის შე­დე­გია. ეს მე­თო­დი, რომ­ლის ავ­ტო­რა­დაც ფრან­გი ფო­ტოგ­რა­ფი ჟორჟ ფრე­სო­ნი თვლე­ბა, ბეჭ­დ­ვის პრო­ცეს­ში ქი­მი­უ­რი ელე­მენ­ტე­ბის მა­გივ­რად ნახ­ში­რის გა­მო­ყე­ნე­ბის პრინ­ციპ­ზეა აგე­ბუ­ლი, რაც შავ-თეთრ ფო­ტოგ­რა­ფი­ა­ში შა­ვი ფე­რის გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი სიღ­რ­მის მი­ღე­ბის შე­საძ­ლებ­ლო­ბას სწო­რედ ანა­ბეჭ­დის დამ­ზა­დე­ბის პრო­ცეს­ში იძ­ლე­ვა. 93 წლის ჯონ სტი­უ­არ­ტი დღე­საც გა­ნაგ­რ­ძობს ამ მე­თო­დის გა­მო­ყე­ნე­ბას, რაც მი­სი ნა­მუ­შევ­რე­ბის გა­ნუ­მე­ო­რე­ბელ ეს­თე­ტი­კას ქმნის. იმ ეს­თე­ტი­კას, რო­მე­ლიც ფო­ტოგ­რა­ფი­უ­ლი პიქ­ტო­რი­ა­ლიზ­მის სა­უ­კე­თე­სო ტრა­დი­ცი­ე­ბის გაგ­რ­ძე­ლე­ბა­დაც შე­იძ­ლე­ბა ჩა­ით­ვა­ლოს.

"ჯენ­ტ­ლ­მე­ნი ფო­ტოგ­რა­ფი" აქ­ტი­უ­რად იფი­ნე­ბა ევ­რო­პის, აზი­ის და ამე­რი­კის გა­ლე­რე­ებ­ში, მოგ­ზა­უ­რობს და გა­ნაგ­რ­ძობს მუ­შა­ო­ბას დიდ ფო­ტოგ­რა­ფი­ულ სე­რი­ებ­ზე.

 

lika andiashvili