მო­მავ­ლის პი­რო­ბა - ოჯა­ხი
02 მაისი, 2014
1335
print

მოგესალმები მკითხველო. მიხარია, რომ ისევ ვხვდებით ერთმანეთს.

დღეს ვი­სა­უბ­რებთ ოჯახ­ზე. ოჯა­ხი ის მიკ­რო­სო­ცი­ა­ლუ­რი ჯგუ­ფია, რო­მელ­საც საკ­მა­ოდ მცი­რე ძა­ლის­ხ­მე­ვა სჭირ­დე­ბა შექ­მ­ნის­თ­ვის და ძა­ლი­ან დი­დი - შე­ნარ­ჩუ­ნე­ბის­თ­ვის. თუმ­ცა, იმა­ზე მე­ტად რთუ­ლია შე­ნარ­ჩუ­ნე­ბუ­ლი ოჯა­ხის სწო­რი გან­ვი­თა­რე­ბა, მარ­თ­ვა, ურ­თი­ერ­თო­ბე­ბი, რო­ლე­ბის გა­და­ნა­წი­ლე­ბა და კი­დევ მრა­ვა­ლი სხვა, ვიდ­რე უბ­რა­ლოდ "ოჯა­ხის შე­ნარ­ჩუ­ნე­ბაა".

უძ­ვე­ლე­სი დრო­ი­დან უდი­დე­სი მო­აზ­როვ­ნე­ე­ბი - არის­ტო­ტე­ლე, პლა­ტო­ნი, ჰე­გე­ლი და მრა­ვა­ლი სხვა, ცდი­ლობ­დ­ნენ ოჯა­ხის სრულ­ყო­ფი­ლი გან­მარ­ტე­ბის ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბას, თუმ­ცა ახ­ლაც, თა­ნა­მედ­რო­ვე მეც­ნი­ე­რე­ბა­ში სა­ყო­ველ­თა­ოდ აღი­ა­რე­ბუ­ლი, კა­ცობ­რი­ო­ბის­თ­ვის ერ­თი კონ­კ­რე­ტუ­ლი და სრულ­ყო­ფი­ლი გან­მარ­ტე­ბა არ არ­სე­ბობს.

ზო­გა­დად "ოჯა­ხი" საკ­მა­ოდ დი­დი და რთუ­ლი სო­ცი­ა­ლურ-ფსი­ქო­ლო­გი­უ­რი თე­მაა, რო­მელ­საც ერ­თი სტა­ტი­ა­ში ვერ ამოვ­წუ­რავთ, ამი­ტომ დღეს ოჯა­ხი ბავ­შ­ვი­სა და მო­ზარ­დის პი­როვ­ნე­ბად ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბის მთა­ვარ პი­რო­ბად გან­ვი­ხი­ლოთ.

ოჯა­ხი მიკ­რო-სო­ცი­ა­ლუ­რი ჯგუ­ფია, რო­მე­ლიც შე­იძ­ლე­ბა შედ­გე­ბო­დეს ორი, სა­მი ან რამ­დე­ნი­მე წევ­რის­გან. უფ­რო კონ­კ­რე­ტუ­ლად კი, ოჯა­ხის და­ყო­ფის რამ­დე­ნი­მე ვა­რი­ა­ცია არ­სე­ბობს, მაგ­რამ ძი­რი­თა­დად მას ორ კა­ტე­გო­რი­ად ყო­ფენ: რთულ და ნუკ­ლე­ა­რულ, ანუ პა­ტა­რა ოჯა­ხე­ბად.

პა­ტა­რა ოჯახ­თა ტიპ­ში იგუ­ლის­ხ­მე­ბა მხო­ლოდ ერ­თი და­ქორ­წი­ნე­ბუ­ლი წყვი­ლი შვი­ლით ან უშ­ვი­ლოდ, ხო­ლო რთულ ოჯახ­თა რიცხვს ხუ­თი ტი­პი გა­ნე­კუთ­ვ­ნე­ბა:

1. ერ­თი და­ქორ­წი­ნე­ბუ­ლი წყვი­ლი შვი­ლით ან უშ­ვი­ლოდ, მათ­თან ერ­თად კი, რო­მე­ლი­მე მე­უღ­ლის მშო­ბე­ლი.

2. ასე­ვე ერ­თი და­ქორ­წი­ნე­ბუ­ლი წყვი­ლი შვი­ლით ან უშ­ვი­ლოდ, ერ­თი მე­უღ­ლის მშობ­ლით ან მის გა­რე­შე და ამას და­მა­ტე­ბუ­ლი სხვა რო­მე­ლი­მეს ნა­თე­სა­ვი.

3. მხო­ლოდ დე­და შვი­ლით ან შვი­ლე­ბით და ერთ-ერ­თი მშობ­ლით.

4. მხო­ლოდ მა­მა შვი­ლით ან შვი­ლე­ბით და ასე­ვე რო­მე­ლი­მე მშობ­ლით.

5. ბო­ლოს კი, ოჯა­ხე­ბი, რომ­ლე­ბიც ბე­ბია-ბა­ბუ­ე­ბის, და-ძმე­ბი­სა და სხვა ნა­თე­სა­ვე­ბი­სა­გან შედ­გე­ბი­ან. 

"ახ­ლა­გაზ­რ­დო­ბას ცუ­დი აღ­ზ­რ­და აფუ­ჭებს, კარგ სუ­რა­თებს უგე­მუ­რი მიშ­ტე­რე­ბა, კარგ ჩა­ის ცუ­დი ჭურ­ჭე­ლი და კარ წიგნს ცუ­დი მკითხ­ვე­ლიო," - თქვა კონ­ს­ტან­ტი­ნე გამ­სა­ხურ­დი­ამ და ვიდ­რე ჩვენ სუ­რა­თებ­ზე, ჩა­ი­სა და წიგ­ნებ­ზე ვი­სა­უბ­რებ­დეთ, თქვე­ნი ყუ­რადღე­ბის გა­მახ­ვი­ლე­ბა მარ­თ­ლაც ძა­ლი­ან მნიშ­ვ­ნე­ლო­ვან სა­კითხ­ზე, ბავ­შ­ვის აღ­ზ­რ­დი­სა და ოჯა­ხე­ბის მმარ­თ­ვე­ლო­ბის ფორ­მებ­ზე მინ­და. პირ­ველ რიგ­ში გა­ვეც­ნოთ მათ და შემ­დეგ გა­დავ­წყ­ვი­ტოთ, რო­მე­ლი მმარ­თ­ვე­ლო­ბის სტი­ლია სა­უ­კე­თე­სო და რა­ტომ.

1. ავ­ტო­რი­ტე­ტუ­ლი - ეს მმარ­თ­ვე­ლო­ბის ის ტი­პია, სა­დაც ოჯახ­ში მშობ­ლე­ბის­გან შვი­ლე­ბის მი­მართ ჭარ­ბი სით­ბო, მაგ­რამ ამავ­დ­რო­უ­ლად კონ­ტ­რო­ლის მა­ღა­ლი დო­ნეა.

2. ავ­ტო­რი­ტა­რუ­ლი - "მე რო­გორც ვაზ­როვ­ნებ, შენც ისე უნ­და იაზ­როვ­ნო", ანუ ასეთ ოჯახ­ში მშობ­ლე­ბი შვი­ლე­ბის­გან მე­ტის­მე­ტად ბევრს მო­ითხო­ვენ, უყე­ნებ ძა­ლი­ან მკაცრ მოთხოვ­ნებს, კონ­ტ­რო­ლის დო­ნე მა­ღა­ლია, თუმ­ცა სით­ბო ფაქ­ტობ­რი­ვად არ არ­სე­ბობს.

3. ლი­ბე­რა­ლუ­რი - ამ შემ­თხ­ვე­ვა­ში მხო­ლოდ სით­ბო გვაქვს, კონ­ტ­რო­ლი კი არა.

4. ნე­იტ­რა­ლუ­რი (ინ­დი­ფე­რენ­ტუ­ლი) - ეს ის ოჯა­ხე­ბია, სა­დაც ვერც სით­ბოს შეხ­ვ­დე­ბით და ვერც კონ­ტ­როლს.

სა­და­ვო არ იქ­ნე­ბა, თუ მმარ­თ­ვე­ლო­ბის სა­უ­კე­თე­სო მიდ­გო­მად ავ­ტო­რი­ტე­ტუ­ლი ტი­პის ოჯახს და­ვა­სა­ხე­ლებთ. ასეთ ოჯა­ხებ­ში დი­დი ად­გი­ლი სა­მარ­თ­ლი­ა­ნო­ბას უჭი­რავს, რაც ძა­ლი­ან მნიშ­ნე­ლო­ვა­ნია ბავ­შ­ვის აღ­ზ­რ­დი­სას. რამ­დე­ნად სა­მარ­თ­ლი­ა­ნე­ბი, გამ­გე­ბე­ბი და მო­სიყ­ვა­რუ­ლე­ე­ბიც არი­ან მშობ­ლე­ბი, იმ­დე­ნად გა­წო­ნას­წო­რე­ბუ­ლე­ბი და გუ­ლახ­დი­ლე­ბი იზ­რ­დე­ბი­ან მა­თი შვი­ლე­ბიც. ავ­ტო­რი­ტე­ტუ­ლი აღ­ზ­რ­და მო­მა­ვალ­ში ბავ­შ­ვის მი­ზან­მი­მარ­თუ­ლე­ბა­ზე, ხა­სი­ა­თის სიმ­ტ­კი­ცე­ზე, ემო­ცი­უ­რად გა­წო­ნას­წო­რე­ბუ­ლო­ბა­სა და კო­მუ­ნი­კა­ბე­ლუ­რო­ბა­ზე აისა­ხე­ბა.

ე.ი. ბავ­შ­ვის აღ­ზ­რ­დის ფორ­მას მის ხა­სი­ათ­ზე, შე­სა­ბა­მი­სად მის მო­მა­ვალ­ზე აქვს გავ­ლე­ნა. მა­გა­ლი­თად, თუ მო­ზარ­დი ავ­ტო­რი­ტა­რულ ოჯახ­ში იზ­რ­დე­ბა, სა­დაც მშო­ბე­ლი ყვე­ლა­ნა­ი­რი ხერ­ხით აკონ­ტ­რო­ლებს და აიძუ­ლებს მას მო­იქ­ცეს ისე, რო­გორც მშო­ბელს სურს, თუ ფი­ზი­კუ­რი დას­ჯა აღ­ზ­რ­დის მე­თო­დი და პრობ­ლე­მის გა­დაწყ­ვე­ტის ხერ­ხია, თქვე­ნი აზ­რით, რას იზამს ბავ­შ­ვი, რო­დე­საც გა­იზ­რ­დე­ბა და სა­კუ­თა­რი პრობ­ლე­მის წი­ნა­შე აღ­მოჩ­ნ­დე­ბა?! თა­ნა­ტო­ლებ­ში უსი­ა­მოვ­ნე­ბის დროს, იგი პრობ­ლე­მას სა­უბ­რის სა­შუ­ა­ლე­ბით თუ ძა­ლის გა­მო­ყე­ნე­ბით გა­დაწყ­ვი­ტავს?! დი­დი ალ­ბა­თო­ბით მო­ზარ­დი ამ უთან­ხ­მო­ე­ბი­სას იმის იდენ­ტუ­რად მო­იქ­ცე­ვა, რო­გორც თა­ვის დრო­ზე მას­თან მშო­ბე­ლი ყო­ველ­გ­ვა­რი ახ­ს­ნა-გან­მარ­ტე­ბის გა­რე­შე იქ­ცე­ო­და. ასე­თი სტი­ლით აღ­ზ­რ­დი­ლი ბავ­შ­ვე­ბი ძი­რი­თა­დად ჩა­კე­ტი­ლე­ბი არი­ან. უჭირთ გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბის და­მო­უ­კი­დებ­ლად მი­ღე­ბა, აქვთ არას­რულ­ფა­სოვ­ნე­ბის კომ­პ­ლექ­სი, რის შე­დე­გა­დაც იშ­ვი­ა­თად თუ იბ­რ­ძ­ვი­ან რა­ი­მე ღი­რე­ბუ­ლის გა­სა­კე­თებ­ლად. თუმ­ცა ეს ნამ­დ­ვი­ლად არ ნიშ­ნავს იმას, რომ კონ­ტ­რო­ლი ერთ-ერ­თი აუცი­ლე­ბე­ლი პი­რო­ბა არ არის შვი­ლის აღ­ზ­რ­დი­სას. უბ­რა­ლოდ, ყვე­ლა­ფერს თა­ვი­სი ფორ­მა და ზო­მა უნ­და ჰქონ­დეს.

რო­გორც აღ­ვ­ნიშ­ნეთ, არ­სე­ბობს ლი­ბე­რა­ლუ­რი და ინ­დი­ფე­რენ­ტუ­ლი მმარ­თ­ვე­ლო­ბის ტი­პე­ბიც. ლი­ბე­რა­ლურ ოჯახს შვი­ლის მი­მართ ძა­ლი­ან თბი­ლი ურ­თი­ერ­თო­ბე­ბი აქვს, თუმ­ცა, რო­დე­საც ბავ­შ­ვი და­ნა­შა­უ­ლის შემ­თხ­ვე­ვა­შიც სიყ­ვა­რუ­ლით ჯილ­დოვ­დე­ბა ნაც­ვ­ლად შეზღუდ­ვე­ბი­სა, სა­ვა­რა­უ­დოდ მას მო­მა­ვალ­ში ცხოვ­რე­ბა გა­უ­ჭირ­დე­ბა. ძა­ლი­ან მარ­ტი­ვად და მოკ­ლედ რომ ვთქვა, იგი სო­ცი­ა­ლუ­რი წრის­გან ყო­ველ­თ­ვის იმ უპი­რო­ბო სიყ­ვა­რულს მო­ითხოვს, რა­საც მშობ­ლე­ბის­გან თა­ვის­თა­ვად ღე­ბუ­ლობ­და. შე­სა­ბა­მი­სად, ასეთ ბავ­შ­ვებს ხში­რად თით­ქ­მის არ ჰყავთ მე­გობ­რე­ბი, უჭირთ ახალ სი­ტუ­ა­ცი­ებ­ში ადაპ­ტა­ცია და აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე პრო­ფე­სი­ულ საქ­მი­ა­ნო­ბა­შიც წარ­მა­ტე­ბას იშ­ვი­ა­თად აღ­წე­ვენ.

რაც შე­ე­ხე­ბა ინ­დი­ფე­რენ­ტულ მმარ­თ­ვე­ლო­ბას, სა­დაც მშო­ბე­ლი შვი­ლის მი­მართ არც სიყ­ვა­რულს და ინ­ტე­რესს, და არც კონ­ტ­როლს არ ავ­ლენს, ბავ­შ­ვი მხო­ლოდ სა­კუ­თა­რი თა­ვის ამა­რა გრძნობს თავს, მარ­ტო და მი­ტო­ვე­ბუ­ლად. ძი­რი­თა­დად, ასეთ ოჯახ­ში აღ­ზ­რ­დილ ბავ­შ­ვებს სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში სა­კუ­თა­რი თა­ვის დამ­კ­ვიდ­რე­ბა უჭირთ. ისი­ნი ხში­რად აგ­რე­სი­უ­ლე­ბი და ცი­ვე­ბი არი­ან. შე­საძ­ლე­ბე­ლია ასე­თი აღ­მ­ზ­რ­დე­ლო­ბის სტილ­მა ბავ­შ­ვ­ში სხვა­დას­ხ­ვა სა­ხის ფსი­ქო­ლო­გი­უ­რი დარ­ღ­ვე­ვე­ბიც გა­მო­იწ­ვი­ოს. პა­ტა­რის გან­ვი­თა­რე­ბა­ში მშობ­ლის მო­ნა­წი­ლე­ო­ბა აუცი­ლე­ბე­ლია. დე­დი­სა და მა­მის უგულ­ვე­ბელ­ყო­ფით კი, ბავშვს ჩა­კე­ტი­ლი, დეპ­რე­სი­უ­ლი ხა­სი­ა­თი უყა­ლიბ­დე­ბა. ყუ­რადღე­ბის მიქ­ცე­ვის მიზ­ნით მან შე­იძ­ლე­ბა სა­კუ­თა­რი თავს ავ­ნოს ან იმ­დე­ნად აგ­რე­სი­უ­ლად და თავ­ნე­ბუ­რად მო­იქ­ცეს, რომ მშო­ბე­ლი წყო­ბი­დან გა­მო­იყ­ვა­ნოს. ისი­ნი ამ მე­თო­დით სჯი­ან დე­დას, მა­მას ან ყუ­რადღე­ბის მი­ღე­ბას ცდი­ლო­ბენ მათ­გან.

ადა­მი­ა­ნის ფსი­ქი­კის გან­ვი­თა­რე­ბას ბავ­შ­ვო­ბის ასა­კი­დან პო­ზი­ტი­უ­რი ზე­გავ­ლე­ნა და ხელ­შეწყო­ბა ჭირ­დე­ბა. გვახ­სოვ­დეს რომ:

- ყო­ვე­ლი ადა­მი­ანს და­ბა­დე­ბი­დან თან­და­ყო­ლი­ლი აქვს ის მთა­ვა­რი, კე­თი­ლი საწყი­სი, რო­მელ­საც "მე-ს" ბირთვს უწო­დე­ბენ. ამ საწყი­სის გან­ვი­თა­რე­ბა­სა და გა­მო­ხატ­ვას პირ­ველ რიგ­ში ოჯა­ხის მხარ­და­ჭე­რა სჭირ­დე­ბა.

- შემ­დე­გი სა­კითხი ბავ­შ­ვის ზრდის მოთხოვ­ნი­ლე­ბაა, რო­მელ­საც ოჯახ­მა ხე­ლი უნ­და შე­უწყოს და წა­ა­ქე­ზოს კი­დეც. მას უნ­და მივ­ცეთ სა­შუ­ა­ლე­ბა და უფ­რო მე­ტიც, ბიძ­გი იმის­კენ, რომ თა­მა­მად და ნათ­ლად გა­მო­ხა­ტოს სა­კუ­თა­რი გან­ც­დე­ბი, ემო­ცი­ე­ბი, სა­კუ­თა­რი აზ­რი და შთა­ბეჭ­დი­ლე­ბე­ბი. ამით ხელს შე­ვუწყობთ მის პი­როვ­ნულ წინ­ს­ვ­ლას.

- ასე­ვე სა­ყუ­რადღე­ბოა ბავ­შ­ვის მი­ერ მტრის აღ­ქ­მა, გა­გე­ბა. მშობ­ლე­ბის ძა­ლი­ან ხში­რი და უხე­ში შეც­დო­მაა იმ აზ­რის გან­მ­ტ­კი­ცე­ბა, რომ მტე­რი მხო­ლოდ ცუ­დი, უარ­ყო­ფი­თი კუთხით უნ­და და­ვი­ნა­ხოთ. ას­წავ­ლეთ მათ ყვე­ლა ადა­მი­ან­ში, მათ მო­წი­ნა­აღ­მ­დე­გე­ებ­შიც კი, და­დე­ბი­თი თვი­სე­ბე­ბის და­ნახ­ვა. ეს საკ­მა­ოდ რთუ­ლია, თუმ­ცა ერთ-ერ­თი აუცი­ლე­ბე­ლი პო­ზი­ტი­უ­რი ფაქ­ტო­რი მი­სი ფსი­ქი­კის სწო­რად გან­ვი­თა­რე­ბის­თ­ვის.

- ყუ­რადღე­ბით და გულ­წ­რ­ფე­ლად მო­უს­მი­ნეთ ბავ­შ­ვის გან­ც­დებს და თა­ვა­დაც მი­ე­ცით მა­გა­ლი­თი თქვე­ნი გრძნო­ბე­ბის მას­თან გა­მო­ხატ­ვით. ამით თქვენს შო­რის ნდო­ბა დამ­ყარ­დე­ბა.

- და რაც მთა­ვა­რია - მი­ი­ღეთ თქვე­ნი შვი­ლი ისე, რო­გორც უნი­კა­ლუ­რი პი­როვ­ნე­ბა. მი­სი შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე მი­ე­ცით მის ნიჭს გა­სა­ქა­ნი და ნუ შე­ა­და­რებთ სხვებს, ნუ გა­ნი­ხი­ლავთ მათ თქვენს გა­რე­მო­ში, სო­ცი­უმ­ში არ­სე­ბულ ნორ­მებ­ში.

ილი­ამ თქვა: "ბავ­შ­ვის ბუ­ნე­ბა სა­ი­დუმ­ლო­თა სა­ი­დუმ­ლოა. ბავ­შ­ვი იგივ ადა­მი­ა­ნია და მით უფ­რო ძნე­ლი საც­ნო­ბე­ლია, რომ ძნელ წა­სა­კითხ ქა­რაგ­მით და­წე­რი­ლია, თუ ესე ით­ქ­მის, და არა სხვილ და სრულ ასო­ე­ბით, რო­გორც დამ­თავ­რე­ბუ­ლი კა­ცი. არ უნ­და გვიკ­ვირ­დეს, რომ რა­საც დიდ მდი­ნა­რე­ში ვპო­უ­ლობთ, იმას მის სა­თა­ვე­ში­აც ვხე­დავთ. ბავ­შ­ვი სა­თა­ვეა, და­საწყი­სია დი­დი ადა­მი­ა­ნი­სა."

მომ­დევ­ნო სტა­ტი­ა­ში მთა­ვარ აქ­ცენტს ოჯა­ხის შექ­მ­ნი­სა და დან­გ­რე­ვის ფაქ­ტო­რებ­ზე, ოჯახ­ში მთა­ვა­რი რო­ლე­ბის შემ­ს­რუ­ლებ­ლებ­ზე, ქალ­ზე და მა­მა­კაც­ზე გა­ვა­კე­თებ. სამ­წუ­ხა­როა, მაგ­რამ ფაქ­ტია, რომ წყვილ­თა ნა­ად­რევ­მა ქორ­წი­ნე­ბებ­მა და შე­სა­ბა­მი­სად გან­ქორ­წი­ნე­ბებ­მა სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში საგ­რ­ძ­ნობ­ლად იმა­ტა. ამის მი­ზე­ზებ­ზე ბევ­რი შე­იძ­ლე­ბა ით­ქ­ვას. ამი­ტომ მკითხ­ვე­ლო, ამ და სხვა თე­მებ­ზე თქვე­ნი ჩარ­თუ­ლო­ბა, აქ­ტი­უ­რო­ბა, პრობ­ლე­მე­ბის გა­ზი­ა­რე­ბა და მათ შე­სა­ხებ სა­უ­ბა­რი აუცი­ლე­ბე­ლია!

შე­გახ­სე­ნებთ ელ-ფოს­ტის მი­სა­მართს - mailto:fsiqomani@gmail.com სა­დაც ვე­ლი თქვენს გა­მოხ­მა­უ­რე­ბებს. დას­ვით თქვენ­თ­ვის სა­ინ­ტე­რე­სო კითხ­ვე­ბი, წა­მო­წი­ეთ წინ თქვენ­თ­ვის აქ­ტუ­ა­ლუ­რი თე­მე­ბი. ვი­სა­უბ­როთ ყვე­ლა იმ ფსი­ქო-სო­ცი­ა­ლურ პრობ­ლე­მებ­ზე, რომ­ლე­ბიც დღეს ჩვენს წი­ნა­შე დგას და ელ­ვის სის­წ­რა­ფით ვრცელ­დე­ბა.

 თა­კო სალ­თხუ­ციშ­ვი­ლი