ფრთხი­ლად მღვდე­ლი! - 2
02 მაისი, 2014
3545
print

i>"როდესაც ეკლესიას პოლიტიკა უერთდება, ინკვიზიცია იბადება."

 ალბერ კამიუ

ახ­ლა, ამ წე­რი­ლის და­სა­წე­რად, ზუს­ტად ერ­თი წლის წი­ნან­დელ, 2013 წლის მა­ი­სის თვის ამა­ვე გა­ზეთ­ში გა­მოქ­ვეყ­ნე­ბულ, ჩე­მი­ვე წე­რილს გა­დავ­ხე­დე. გა­და­ვი­კითხე, გა­ვიხ­სე­ნე და სამ­წუ­ხა­როდ, მივ­ხ­ვ­დი, რომ 2013 წლის მა­ი­სი­დან 2014 წლის მა­ი­სამ­დე არამ­ც­თუ არა­ფე­რი შეც­ვ­ლი­ლა, არა­მედ პი­რი­ქით - და­უს­ჯე­ლო­ბით, ყოვ­ლის­შემ­ძ­ლე­ო­ბით, მრევ­ლის რა­ო­დე­ნო­ბი­თა და სიბ­ნე­ლით, ხე­ლი­სუფ­ლე­ბის უსუ­სუ­რო­ბი­თა თუ პა­სი­უ­რო­ბით გა­თა­მა­მე­ბულ-შე­გუ­ლი­ა­ნე­ბუ­ლი სამ­ღ­ვ­დე­ლო­ე­ბა კვლა­ვინ­დე­ბუ­რად, სრუ­ლი­ად და­უ­ფა­რა­ვად, და­უშ­ვებ­ლად ძა­ლა­დობს. უბ­რა­ლოდ, ამ ერ­თი წლის მან­ძილ­ზე მა­თი ძა­ლა­დო­ბის არე­ა­ლი შე­იც­ვა­ლა, კი­დევ უფ­რო გა­ფარ­თოვ­და, გა­სე­რი­ო­ზულ­და, ბევ­რად უფ­რო მა­ღალ სა­ფე­ხურს მის­წ­ვ­და და რუს­თა­ვე­ლის გამ­ზი­რი­დან სა­ქარ­თ­ვე­ლოს უმაღ­ლეს სა­კა­ნონ­მ­დებ­ლო ორ­გა­ნო­ში გა­და­ი­ნაც­ვ­ლა. ტა­ბუ­რეტ­კე­ბი და ჭინ­ჭ­რის კო­ნე­ბი თა­ნა­მედ­რო­ვე სტან­დარ­ტის მიკ­რო­ფო­ნებ­მა ჩა­ა­ნაც­ვ­ლა. მა­თი ძა­ლა­დო­ბი­სა და აგ­რე­სი­უ­ლი მუ­ქა­რის ობი­ექ­ტი კი ოცი­ო­დე არატ­რა­დი­ცი­უ­ლი სექ­სუ­ა­ლუ­რი ორი­ენ­ტა­ცი­ის მქო­ნე პი­რის ნაც­ვ­ლად, სა­ქარ­თ­ვე­ლოს პარ­ლა­მენ­ტის დე­პუ­ტა­ტე­ბი, ასე­თი თუ ისე­თი, მაგ­რამ ხალ­ხის რჩე­ულ­ნი გახ­დ­ნენ. სამ­ღ­ვ­დე­ლო­ე­ბის ნა­წი­ლის მიზ­ნე­ბი ბევ­რად უფ­რო კონ­კ­რე­ტუ­ლი, მი­ზან­მი­მარ­თუ­ლი და სა­ხი­ფა­თო გახ­და… რა­ტო­მაც არა? "ფრთხი­ლად მღვდე­ლი!" - ჩვე­ნი ცხოვ­რე­ბის, ჩვე­ნი რე­ა­ლო­ბის, ჩვე­ნი სა­ხელ­მ­წი­ფოს, მი­სი პრი­ო­რი­ტე­ტე­ბის, იდე­ო­ლო­გი­ის მთა­ვა­რი, სის­ხ­ლ­ხორ­ცამ­დე გა­თა­ვი­სე­ბულ-გამ­ჯ­და­რი დე­ვი­ზი უნ­და იყოს?! დღე­ვან­დე­ლი ქარ­თუ­ლი მარ­თ­ლ­მა­დი­დე­ბე­ლი ეკ­ლე­სი­ის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბის უნ­და გვე­ში­ნო­დეს?! ასე­თია მა­თი ნე­ბა?! ამას გვას­წავ­ლის, ამას ქა­და­გებს დღე­ვან­დე­ლი ეკ­ლე­სია?!

პრობ­ლე­მის ჩე­მე­ბუ­რი, სრუ­ლი­ად დი­ლე­ტან­ტუ­რი, გლო­ბა­ლუ­რი ანა­ლი­ზით თავს არ მო­გაწყენთ. არც გა­მო­მი­ვა ალ­ბათ… ამა­ზე ჩემ­ზე ბევ­რად ჭკვი­ან­მა და ჩა­ხე­დულ­მა, მცოდ­ნე, პრო­ფე­სი­ო­ნალ­მა ადა­მი­ან­მა ამ დღე­ებ­ში მკა­ფი­ოდ, გა­სა­გე­ბად, საკ­მა­რი­სად ისა­უბ­რა. უბ­რა­ლოდ, რო­გორც უმე­ტე­სად მა­ხა­სი­ა­თებს, მხო­ლოდ ჩემს პი­რად ემო­ცი­ას, აზრს, შთა­ბეჭ­დი­ლე­ბას გა­გი­ზი­ა­რებთ.

მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ მთე­ლი ჩე­მი ბავ­შ­ვო­ბა, ახალ­გაზ­რ­დო­ბა, სახ­ლ­ში, გან­სა­კუთ­რე­ბით ბე­ბი­ის­გან, სამ­ღ­ვ­დე­ლო­ე­ბის მი­მართ მხო­ლოდ "ჩე­კის­ტე­ბი" მეს­მო­და, მი­უ­ხე­და­ვად ამი­სა, ნე­ბის­მი­ე­რი სა­ეკ­ლე­სიო პი­რი­სად­მი გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი პა­ტი­ვის­ცე­მა, ნდო­ბა, მო­წი­წე­ბა მკა­ფი­ოდ მახ­სოვს. ჩე­მი საბ­ჭო­უ­რი ბავ­შ­ვო­ბის პი­ო­ნერ­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლე­ბი­სა და კომ­კავ­ში­რის მდივ­ნე­ბის გა­უ­ფა­სუ­რე­ბულ ფონ­ზე, ეკ­ლე­სი­ას გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი ამაღ­ლე­ბუ­ლო­ბის, მო­წი­წე­ბის, სი­სუფ­თა­ვის, სუ­ლი­ე­რე­ბის, სიყ­ვა­რუ­ლის, ყვე­ლა­ფე­რი მშვე­ნი­ე­რის… დატ­ვირ­თ­ვა ჰქონ­და. მკა­ფი­ოდ მახ­სოვს, ათ­წ­ლე­უ­ლე­ბის წინ, სა­ქარ­თ­ვე­ლოს ერთ-ერთ კუთხე­ში, ულა­მა­ზე­სი, პა­ტა­რა ეკ­ლე­სი­ის მოძღ­ვარ­თან ჩე­მი სა­უ­ბა­რი და მი­სი სი­კე­თე, სირ­ბი­ლე, სათ­ნო­ე­ბა. სა­ქარ­თ­ვე­ლოს პატ­რი­არ­ქ­თან ჩე­მი პირ­ვე­ლი შეხ­ვედ­რა, თავ­ზე გა­დას­მუ­ლი ხე­ლი, მო­ფე­რე­ბა, მი­სი თვა­ლე­ბი, ხმის ტემ­ბ­რი, სრუ­ლი­ად გა­მორ­ჩე­უ­ლი აურა, რო­მელ­შიც, თით­ქოს, შენც მე­ტად იწ­მინ­დე­ბი, მაღ­ლ­დე­ბი, უკე­თე­სი, უფ­რო კე­თი­ლი, კე­თილ­შო­ბი­ლი ხდე­ბი… გუ­შინ­დე­ლი­ვით მახ­სოვს. სამ­წუ­ხა­როდ, ეს ყვე­ლა­ფე­რი მხო­ლოდ ახალ­გაზ­რ­დულ მო­გო­ნე­ბად დამ­რ­ჩა… ილუ­ზი­ე­ბი და­მენ­გ­რა, ან უფ­რო სწო­რად, უხე­შად და­მინ­გ­რი­ეს. მე­რამ­დე­ნე წე­ლია ჩემს გარ­შე­მო, უმე­ტე­სად, მხო­ლოდ გა­ზუ­ლუ­ქე­ბულ, ამ­პარ­ტავ­ნე­ბა­სა და მომ­ხ­ვე­ჭე­ლო­ბას, ინ­ტ­რი­გებ­სა და მერ­კან­ტი­ლურ მა­ტე­რი­ა­ლიზმს მი­ცე­მულ, ჩემ­ზე არა­ნაკ­ლე­ბად, მე­ტად თუ არა, ცოდ­ვილ სამ­ღ­ვ­დე­ლო­ე­ბას ვხე­დავ. ისე­ვე, რო­გორც თქვენ, მღვდლე­ბის უმე­ტე­სო­ბის სრუ­ლი­ად "არა­ეკ­ლე­სი­ურ", არა­სუ­ლი­ერ ცხოვ­რე­ბას, ურ­თი­ერ­თ­სი­ძულ­ვილს, ერ­თ­მა­ნეთ­თან ში­და ინ­ტ­რი­გებს, ეკ­ლე­სი­ის სა­ხე­ლით ელე­მენ­ტა­რულ გა­მომ­ძალ­ვე­ლო­ბას, მათ მი­წებს, ქო­ნე­ბას, მათ სახ­ლებს, სამ­კა­უ­ლებს, მან­ქა­ნებს, საყ­ვარ­ლებს, ვო­ი­ა­ჟებს, საზღ­ვარ­გა­რეთ მკურ­ნა­ლო­ბას… და რაც მთა­ვა­რია, და­უ­ფა­რავ აგ­რე­სი­ას და სა­ხელ­მ­წი­ფოს სრუ­ლი კონ­ტ­რო­ლის­თ­ვის, უკი­დე­გა­ნო ძა­ლა­უფ­ლე­ბის­თ­ვის, ყვე­ლა დაშ­ვე­ბუ­ლი და და­უშ­ვე­ბე­ლი მე­თო­დე­ბით, ჩემ­თ­ვის ასეთ გა­უ­გე­ბარ და გა­უ­მარ­თ­ლე­ბელ ბრძო­ლას ვხე­დავ… და დიდ­წი­ლად, ბე­ბი­ის სიტყ­ვე­ბის - "ჩე­კის­ტე­ბი!" სი­მარ­თ­ლე­ში მწა­რედ და საკ­მა­ოდ მტკივ­ნე­უ­ლად ვრწმუნ­დე­ბი.

"ან­ტი­დის­კ­რი­მი­ნა­ცი­უ­ლი კა­ნო­ნის" სა­კო­მი­ტე­ტო გან­ხილ­ვა­ზე მი­სულ­მა სამ­ღ­ვ­დე­ლო­ე­ბამ, მათ­მა გა­მოს­ვ­ლებ­მა, მათ­მა ხედ­ვამ, პო­ზი­ცი­ამ, მუ­ქა­რამ და პო­ლი­ტი­კო­სე­ბის მხრი­დან კი სა­ეკ­ლე­სიო პი­რი­სად­მი წე­სად დად­გე­ნილ­მა შიშ­მა, უსუ­სუ­რო­ბამ, გუ­ლახ­დი­ლად გა­მო­გიტყ­დე­ბით, შე­მა­ში­ნა და სულ რამ­დე­ნი­მე, კონ­კ­რე­ტუ­ლი კითხ­ვა გა­მი­ჩი­ნა.

სა­ით მი­ვე­ქა­ნე­ბით? სა­ით მიგ­ვა­ქა­ნე­ბენ? რე­ლი­გი­უ­რი ფუნ­და­მენ­ტა­ლიზ­მის­კენ თუ დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი, ევ­რო­პუ­ლი ცი­ვი­ლი­ზა­ცი­ის­კენ? რა არის დღე­ვან­დე­ლი ეკ­ლე­სი­ის მი­მარ­თუ­ლე­ბის მი­ზა­ნი - ირა­ნი თუ "ერ­თ­მორ­წ­მუ­ნე", ცალ­სა­ხად, უკა­მა­თოდ, ჩე­კის­ტუ­რი რუ­სე­თი? სამ­ღ­ვ­დე­ლო­ე­ბა პარ­ლა­მენ­ტ­ში ნე­ბის­მი­ე­რი კა­ნო­ნის გან­ხილ­ვას რა­ტომ, რის სა­ფუძ­ველ­ზე ეს­წ­რე­ბა? სა­ქარ­თ­ვე­ლოს სა­ხელ­მ­წი­ფო­ებ­რი­ო­ბის ძი­რის გა­მოთხ­რა ვი­სი ხელ­შეწყო­ბით, ვის ინ­ტე­რე­სე­ბით ხდე­ბა? ეკ­ლე­სი­ის მი­ერ დად­გე­ნი­ლი დის­კ­რი­მი­ნა­ცი­ის ზღვა­რი სად გა­დის? ვი­სით, რო­მე­ლი ჯგუ­ფით, გე­ე­ბით, ლეს­ბო­სე­ლე­ბით… იწყე­ბა და რომ­ლით, აბორ­ტ­გა­კე­თე­ბუ­ლე­ბით, მწე­ვე­ლე­ბით თუ მოკ­ლე­კა­ბი­ა­ნე­ბით მთავ­რ­დე­ბა? ვინ არის გა­რან­ტო­რი იმი­სა, რომ 2013 წლის მა­ის­ში, რუს­თა­ველ­ზე წა­მოწყე­ბუ­ლი, 2014 წლის მა­ის­ში, პარ­ლა­მენ­ტ­ში გაგ­რ­ძე­ლე­ბუ­ლი რე­ლი­გი­უ­რი გა­ნუ­კითხა­ო­ბი­სა და ტე­რო­რის ტენ­დენ­ცია ხვალ სა­ყუ­რი­ან-კი­კი­ნი­ან ბიჭს ან მე­ძავს ქვე­ბით არ ჩა­ა­ქო­ლი­ნებს, ათე­ისტს, იეღო­ველს, ან კა­თო­ლი­კეს ჯვარ­ზე არ გა­აკ­ვ­რე­ვი­ნებს? ვინ არის გა­რან­ტო­რი იმი­სა, რომ ეკ­ლე­სი­ის ბნე­ლი, გა­უ­ნათ­ლე­ბე­ლი, მაგ­რამ გა­თავ­ხე­დე­ბულ-მოძ­ლი­ე­რე­ბუ­ლი და სრუ­ლი­ად და­უს­ჯე­ლი ნა­წი­ლი, ხვალ, მათ­თ­ვის არა­სა­სურ­ველ, "მი­უ­ღე­ბელ" ლი­ტე­რა­ტუ­რულ შე­დევ­რებს არ დაწ­ვავს? მხატ­ვ­რუ­ლი ტი­ლო­ე­ბის გა­მო­ფე­ნას, კი­ნო­ფილ­მე­ბის ჩვე­ნე­ბას, სპექ­ტაკ­ლე­ბის დად­გ­მას, მუ­სი­კის მოს­მე­ნას… არ აკ­რ­ძა­ლავს და მათ შემ­ქ­მ­ნე­ლებს კი ანა­თე­მას არ გა­დას­ცემს? სა­ჯა­რო ბიბ­ლი­ო­თე­კებს არ და­ხუ­რავს, სკო­ლის სას­წავ­ლო პროგ­რა­მას სა­თა­ვი­სოდ არ შეც­ვ­ლის და სა­ვა­რა­უ­დოდ, ფი­ზი­კა-მა­თე­მა­ტი­კას არ აკ­რ­ძა­ლავს? ეკ­ლე­სი­ა­ში სი­ა­რულს, მარ­ხ­ვის დაც­ვას, ლოც­ვას და ჭეშ­მა­რი­ტი მარ­თ­ლ­მა­დი­დებ­ლის­თ­ვის "შე­სა­ფე­რი­სად" ჩაც­მას კა­ნო­ნით სა­ვალ­დე­ბუ­ლოს არ გახ­დის? ვინ არის გა­რან­ტო­რი, რომ ეკ­ლე­სია პო­ლი­ტი­კას არ მი­ი­ერ­თებს და ალ­ბერ კა­მი­უს (ალ­ბათ, მა­საც აკ­რ­ძა­ლა­ვენ) თუ და­ვუ­ჯე­რებთ, ინ­კ­ვი­ზი­ცი­ას არ და­იწყებს? ვინ არის გა­რან­ტო­რი, რომ სა­ქარ­თ­ვე­ლოს ევ­რო­პუ­ლი გზი­დან ხე­ლოვ­ნუ­რად, უხე­შად არ გა­და­ახ­ვე­ვი­ნე­ბენ და ან შუა სა­უ­კუ­ნე­ებ­ში, ან, რაც უფ­რო რე­ა­ლუ­რია, წი­თე­ლი, ბოლ­შე­ვი­კურ-ჩე­კის­ტუ­რი რუ­სე­თის­კენ არ მი­მარ­თა­ვენ?

ვინ არის გა­რან­ტო­რი? ვი­სი იმე­დი უნ­და გვქონ­დეს? ნა­ნა კა­კა­ბა­ძის, რო­მე­ლიც, პი­რა­დად ჩემ­თ­ვის, მხო­ლოდ და მხო­ლოდ "კგბ"-სთან ასო­ცირ­დე­ბა? ჯონ­დი ბა­ღა­თუ­რი­ა­სი, რო­მე­ლიც, სულ რამ­დე­ნი­მე წლის წინ, რუს­თა­ვე­ლის კი­ნოს­თან, მუ­ყა­ოს ტრან­ს­პა­რან­ტით იდ­გა და მა­ყუ­რე­ბელს, მათ შო­რის მეც, კი­ნო­ფილმ "და­ვინ­ჩის კო­დის" სა­ნა­ხა­ვად არ გვიშ­ვებ­და? ნი­ნო ბურ­ჯა­ნა­ძის, რო­მე­ლიც მორ­ჩი­ლე­ბის ნიშ­ნად, ზამ­თ­რის მოს­კოვ­ში ფეხ­შიშ­ვე­ლი გარ­ბო­და და რუ­სუ­ლი სპეც­ნა­ზის სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში შე­მოს­ვ­ლას მო­უთ­მენ­ლად ელო­და? ზა­ზა პა­პუშ­ვი­ლის, რო­მელ­საც დღე­საც ვერ გა­უ­გია რა ევა­ლე­ბა, სად მოხ­ვ­და და თა­ვი ჯე­რაც სტუ­რუ­ას მო­რიგ სპექ­ტაკ­ლ­ში ჰგო­ნია?.. თუ, სამ­ღ­ვ­დე­ლო­ე­ბის აგ­რე­სი­ის, მუ­ქა­რის წი­ნა­შე შე­ში­ნე­ბუ­ლი, გა­ფით­რე­ბუ­ლი ბე­სე­ლი­ა­სი, კო­ბა­ხი­ძის… (წარ­მო­გიდ­გე­ნი­ათ, ხე­ლოვ­ნუ­რი ყვა­ვი­ლე­ბით მორ­თუ­ლი, რამ­დე­ნი ხა­ტი ექ­ნე­ბათ კა­ბი­ნე­ტებ­ში?!), რომ­ლე­ბიც ისე არი­ან სა­ხელ­მ­წი­ფოს სამ­სა­ხურ­ში მყო­ფი კა­ნონ­მ­დებ­ლე­ბი, დე­პუ­ტა­ტე­ბი, რო­გორც მე - თე­ო­ლო­გი?!

ევ­რო­პუ­ლი, დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი, ცი­ვი­ლი­ზე­ბუ­ლი გზი­დან სა­ქარ­თ­ვე­ლოს არ­გა­დახ­ვე­ვის, ფუნ­და­მენ­ტა­ლიზ­მ­ში ან ბოლ­შე­ვიზ­მ­ში არ­გა­და­ვარ­დ­ნის ერ­თა­დერ­თი, დღემ­დე უტყუ­ა­რი გა­რან­ტო­რი, ჩე­მი აზ­რით, მხო­ლოდ ერ­თი­ა­ნი ქარ­თუ­ლი სა­ზო­გა­დო­ე­ბაა, რო­მელ­საც "ლოც­ვა­ში არ­მოხ­სე­ნი­ე­ბით" ვერ შე­ა­ში­ნებ, ეკ­ლე­სი­ი­დან გან­დევ­ნით ვერ და­ა­შან­ტა­ჟებ და ერ­თხელ გა­კე­თე­ბულ დე­მოკ­რა­ტი­ის მტკი­ცე არ­ჩე­ვან­ზე უარს ვერ ათ­ქ­მე­ვი­ნებ.

სა­ქარ­თ­ვე­ლომ, ქარ­თ­ვე­ლებ­მა რწმე­ნა, მარ­თ­ლ­მა­დი­დებ­ლუ­რი რე­ლი­გია სა­უ­კუ­ნე­ე­ბის მან­ძილ­ზე სის­ხ­ლით, ბრძო­ლით და ლოც­ვით შე­ი­ნარ­ჩუ­ნეს, დღემ­დე მო­ი­ტა­ნეს. რე­ლი­გი­უ­რი ფა­ნა­ტიზ­მი კი სა­ქარ­თ­ვე­ლოს, ტო­ლე­რან­ტულ ქარ­თულ სა­ზო­გა­დო­ე­ბას არას­დ­როს ახა­სი­ა­თებ­და და ვე­რა­ნა­ი­რი გა­ზუ­ლუ­ქე­ბუ­ლი, გა­უ­ნათ­ლე­ბე­ლი, ცოდ­ვის მო­რევ­ში თა­ვით გა­და­ვარ­დ­ნი­ლი, ბნე­ლი მღვდე­ლი ამას ვერ შეც­ვ­ლის. "ან­ტი­დის­კ­რი­მი­ნა­ცი­უ­ლი" კა­ნო­ნი, ისე­ვე რო­გორც ყვე­ლა სხვა, ჭეშ­მა­რი­ტი დე­მოკ­რა­ტი­ის­თ­ვის აუცი­ლე­ბე­ლი პი­რო­ბა, მი­ღე­ბუ­ლი იქ­ნე­ბა! ასე­თია ქარ­თუ­ლი სა­ზო­გა­დო­ე­ბის ნე­ბა და ერიც და ბე­რიც, ეკ­ლე­სი­აც და პარ­ლა­მენ­ტიც, მა­მა იაკო­ბიც და ეკა ბე­სე­ლი­აც ამ ნე­ბას, ად­რე თუ გვი­ან, მა­ინც და­ექ­ვემ­დე­ბა­რე­ბი­ან. ცალ­კე­უ­ლი მოძღ­ვ­რის მი­ერ ლოც­ვა­ში არ­მოხ­სე­ნი­ე­ბა­ზე ბევ­რად სა­ში­ში, ბევ­რად საფ­რ­თხი­ლო, ბევ­რად მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი, სა­ზო­გა­დო­ე­ბის მხრი­დან მოხ­სე­ნი­ე­ბაა!

P.S. …თუმ­ცა, სულ რამ­დე­ნი­მე დღის წინ, სრუ­ლი­ად შემ­თხ­ვე­ვით, მო­ნა­ზო­ნი, გა­ვი­ცა­ნი. უშუ­ა­ლოდ ვი­სა­უბ­რეთ, ერ­თ­მა­ნეთს სხვა­დას­ხ­ვა თე­მებ­ზე აზ­რე­ბი გა­ვუ­ზი­ა­რეთ. ის მე­ლა­პა­რა­კე­ბო­და, მე კი მის სა­ხეს, თვა­ლებს, ღი­მილს, ლა­მაზ, გრძელ თი­თებს ვუ­ყუ­რებ­დი, ვაკ­ვირ­დე­ბო­დი და რა­ღაც გა­მორ­ჩე­ულ, ამაღ­ლე­ბულ სი­სუფ­თა­ვეს, სუ­ლი­ე­რე­ბას, სიბ­რ­ძ­ნე­სა და სი­კე­თეს ვხე­დავ­დი… მო­ნაზ­ვ­ნის ხიბ­ლ­მა გა­სუ­ლი წლის მა­ი­სიც, ტა­ბუ­რეტ­კე­ბიც, პარ­ლა­მენ­ტ­ში მუ­ქა­რე­ბით მი­სუ­ლი მღდვლე­ბიც, მარ­თ­ლ­მა­დი­დე­ბე­ლი მშო­ბელ­თა კავ­ში­რიც, სიბ­ნე­ლეც, ფა­ნა­ტიზ­მიც… და­მა­ვიწყა. რამ­დე­ნია ნე­ტავ ასე­თი? ალ­ბათ, ბევ­რი… ისი­ნი არ ჩა­ნან, ქუ­ჩა­ში არ დარ­ბი­ან, მოს­კოვ­ში არ და­დი­ან, პო­ლი­ტი­კა­ში არ ერე­ვი­ან, სა­კუ­თარ სა­ხელ­მ­წი­ფოს არ მტრო­ბენ, არა "კგბ"-ს, არა­მედ ღმერთს ემ­სა­ხუ­რე­ბი­ან და სადღაც ჩუ­მად, თა­ვის­თ­ვის, ჩვე­ნი და ცდუ­ნე­ბას აყო­ლი­ლი თა­ვი­სი სუ­ლი­ე­რი ძმე­ბის ცოდ­ვი­ლი სუ­ლის გა­დარ­ჩე­ნა­ზე ლო­ცუ­ლო­ბენ…

ქეთევან იგნატოვა

lika andiashvili