გროზ­ნო: ცხრა ქა­ლა­ქი
02 მაისი, 2014
1531
print

 ოლ­გა კრა­ვე­ცის, მა­რია მო­რი­ნას და ოქ­სა­ნა იუშ­კოს ერ­თობ­ლი­ვი პრო­ექ­ტი, რო­მე­ლიც გროზ­ნოს ამ­ჟა­მინ­დე­ლი ცხოვ­რე­ბის გარ­კ­ვე­ულ ას­პექ­ტებს მას­ში და­მა­ლუ­ლი "ქა­ლა­ქე­ბის" აღ­წე­რის სა­ხით გად­მოგ­ვ­ცემს. "გროზ­ნო: ცხრა ქა­ლა­ქი" თბი­ლი­სის ფო­ტო ფეს­ტი­ვა­ლის პროგ­რა­მა­ში იყო ნაჩ­ვე­ნე­ბი 2013 წელს, გა­მო­ფე­ნის "ომი და თა­მა­შე­ბი: ჩრდი­ლო­ეთ კავ­კა­სია დღეს" ფარ­გ­ლებ­ში. პრო­ექ­ტ­ზე ახალ­გაზ­რ­და რუ­სი და უკ­რა­ი­ნე­ლი ფო­ტოგ­რა­ფე­ბი - ოლ­გა კრა­ვე­ცი, მა­რია მო­რი­ნა და ოქ­სა­ნა იუშ­კო 3 წლის მან­ძილ­ზე მუ­შა­ობ­დ­ნენ. თა­ნა­მედ­რო­ვე ჩეჩ­ნეთ­ზე "გროზ­ნო: ცხრა ქა­ლა­ქი" ერთ-ერ­თი ყვე­ლა­ზე მას­შ­ტა­ბუ­რი და მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი ჟურ­ნალ­სი­ტუ­რი პრო­ექ­ტის, რომ­ლის სა­ფუძ­ველ­საც ფო­ტოპ­რო­ექ­ტი წარ­მო­ად­გენს. პრო­ექ­ტის კუ­რა­ტო­რი, ცნო­ბი­ლი რუ­სი ფო­ტო­რე­დაქ­ტო­რი ანა შპა­კო­ვაა, ტექ­ს­ტის ავ­ტო­რი კი ცნო­ბი­ლი რუ­სი ჟურ­ნალ­სი­ტი ანა ნემ­ცო­ვა.

 "გროზ­ნო: ცხრა ქა­ლა­ქი"

 "გა­ი­სე­ირ­ნეთ პუ­ტი­ნის გამ­ზირ­ზე, გროზ­ნოს მთა­ვარ ქუ­ჩა­ზე, რო­მე­ლიც მარ­მა­რი­ლოს მბზინ­ვა­რე ფა­სა­დე­ბი­თაა დამ­შ­ვე­ნე­ბუ­ლი; შე­ხე­დეთ გრძელ­ფე­ხა მუს­ლიმ ქა­ლებს, რომ­ლე­ბიც სი­ლა­მა­ზის სა­ლო­ნე­ბი­დან გა­მო­დი­ან, ახალ­თა­ხალ ჯი­პებ­ზე ამ­ხედ­რე­ბულ მა­მა­კა­ცებს და თქვენ ვე­რა­სო­დეს და­ი­ჯე­რებთ, რომ ეს ად­გი­ლი რუ­სუ­ლი ავი­ა­ცი­ის და არ­ტი­ლე­რი­ის დარ­ტყ­მე­ბის შე­დე­გად სულ რა­ღაც ათი­ო­დე წლის წინ მი­წას­თან იყო გას­წო­რე­ბუ­ლი. პა­უ­ზა. არ იჩ­ქა­როთ მშვი­დო­ბის, გა­ნახ­ლე­ბუ­ლი ცხოვ­რე­ბის გა­მო ზე­ი­მის მოწყო­ბა: შიგ­ნით, ახ­ლად შე­ღე­ბი­ლი, მკრთა­ლი ვარ­დის­ფე­რი კედ­ლე­ბის უკან, სი­ძულ­ვი­ლი და სა­სო­წარ­კ­ვე­თა კვლავ გა­ნაგ­რ­ძო­ბენ თა­ვი­ანთ სევ­დი­ან ცეკ­ვას. და­კარ­გუ­ლი იმე­დე­ბი და ოც­ნე­ბე­ბი - ჩეჩ­ნე­თის ჭრი­ლო­ბე­ბი ჯერ არ შე­ხორ­ცე­ბუ­ლა და ღრმა გუ­ბე­ე­ბი­ვით ირეკ­ლა­ვენ უძი­რო ზე­ცას, უზარ­მა­ზა­რი ცენ­ტ­რა­ლუ­რი მე­ჩე­თის გა­რეთ რომ მოს­ჩანს. ვერც ახ­ლად გახ­ს­ნი­ლი ულა­მა­ზე­სი სუ­ში-ბა­რე­ბი, ვერც ყო­ველ მე­ო­რე შე­ნო­ბა­ზე გა­მო­კი­დე­ბუ­ლი ჩეჩ­ნე­თის პრე­ზი­დენ­ტი­ა­ნი პრო­პა­გან­დის­ტუ­ლი პლა­კა­ტე­ბი ვერ ფა­რა­ვენ გროზ­ნოს სი­მარ­ტო­ვეს.

 დო­კუ­მენ­ტუ­რი პრო­ექ­ტი "გროზ­ნო: ცხრა ქა­ლა­ქი" ფე­ნა-ფე­ნა ახ­დის სა­ფარს შე­ლა­მა­ზე­ბულ ფა­სადს, რა­თა და­გა­ნა­ხოთ, თუ რა ხდე­ბა რე­ა­ლუ­რად ჩეჩ­ნე­თის დე­და­ქა­ლა­ქის არც თუ მარ­ტივ ცხოვ­რე­ბა­ში. თორ­ნ­თონ უაილ­დე­რის რო­მა­ნის "თე­ო­ფი­ლუს ნორ­თის" მი­ერ შთა­გო­ნე­ბუ­ლი ავ­ტო­რე­ბი ომის შემ­დ­გომ გროზ­ნო­ში - ორი სის­ხ­ლი­ა­ნი ომის და­ტო­ვე­ბულ მა­სობ­რი­ვი სა­საფ­ლა­ო­ე­ბის თავ­ზე გა­შე­ნე­ბულ ქა­ლაქ­ში - ადა­მი­ა­ნე­ბის ცხოვ­რე­ბის სხვა­დას­ხ­ვა და­ფა­რულ, თუმ­ცა ძალ­ზედ მნიშ­ვ­ნე­ლო­ვან ას­პექტს გვიჩ­ვე­ნე­ბენ. პრო­ექ­ტის ცხრა თე­მა (ანუ, ცხრა ქა­ლა­ქი) მოს­კო­ვის ზე­გავ­ლე­ნი­დან გა­სას­ვ­ლე­ლად სა­უ­კუ­ნე­ე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში მებ­რ­ძოლ ერს ეძღ­ვ­ნე­ბა; იგი ჩეჩ­ნე­ბის იმ ძა­ლის­ხ­მე­ვას აღ­წერს, რო­მე­ლიც ბედ­ნი­ე­რე­ბის­კენ მი­მა­ვა­ლი სა­კუ­თა­რი გზის და­უს­რუ­ლე­ბე­ლი ძი­ე­ბი­სა­კენ არის მი­მარ­თუ­ლი.

 "მახ­სოვ­რო­ბის ქა­ლა­ქის" ვი­ზუ­ა­ლუ­რი თა­ვი უკა­ნას­კ­ნე­ლი ორი ომის მი­ერ მოკ­ლუ­ლი სა­მა­სი ათა­სი ადა­მი­ა­ნის მუდ­მივ ხსოვ­ნას ეძღ­ვ­ნე­ბა. მოს­კო­ვი იფი­ცე­ბო­და, რომ ჩეჩ­ნე­თის მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის გულს მა­თი დან­გ­რე­უ­ლი სა­ზო­გა­დო­ე­ბის აღორ­ძი­ნე­ბით მო­ი­გებ­და. თუმ­ცა, რო­გორც ჩანს, ძირ­თა­დად ამ მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის კრემ­ლი­სად­მი ლო­ი­ა­ლო­ბით და "მე­წარ­მე ქა­ლა­ქით", ანუ ჩეჩ­ნე­თის ნავ­თო­ბით იყო და­ინ­ტე­რე­სე­ბუ­ლი.

 "ომის ქა­ლა­ქი" გვიჩ­ვე­ნებს, რომ გროზ­ნოს, რომ­ლის სა­ხე­ლიც "მრის­ხა­ნეს" ნიშ­ნავს, ომი არ შე­უწყ­ვე­ტია და ძა­ლა­დო­ბა ყო­ველ­დღი­უ­რად ახალ მსხვერპლს პო­უ­ლობს. მას შემ­დეგ, რაც რუ­სულ­მა ტან­კებ­მა ქა­ლა­ქის ქუ­ჩე­ბი და­ტო­ვეს, რუ­სე­ბი "უცხო­თა ქა­ლაქ­ში" არი­ან იზო­ლი­რე­ბუ­ლი. ჩე­ჩე­ნი კა­მი­კა­ძე­ე­ბი, რომ­ლე­ბიც ჩეჩ­ნე­თის სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი თავ­შეყ­რის ად­გი­ლებს აფეთ­ქე­ბენ, ჩეჩ­ნე­თის პო­ლი­ცია, რო­მე­ლიც ჩე­ჩენ მო­ქა­ლა­ქე­ებს რა­დი­კა­ლურ იატაკ­ქ­ვე­შა ის­ლა­მის­ტურ ორ­გა­ნი­ზა­ცი­ებ­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბის­თ­ვის აპა­ტიმ­რებს, "ომის ქა­ლაქს" ნა­კუ­წე­ბად გლე­ჯენ.

 უმ­კ­ლავ­დე­ბა ძა­ლა­დო­ბას, წვი­მას და თოვლს და ქა­ლა­ქი გა­მო­სავ­ლის პოვ­ნას თა­ვის სუ­ფის­ტურ იდენ­ტო­ბა­ში პო­უ­ლობს - ახა­ლი მე­ჩე­თე­ბი, შა­რი­ა­თის ახა­ლი კა­ნო­ნე­ბი "რე­ლი­გი­ის ქა­ლა­ქის" თი­თო­ე­ულ კვარ­ტალ­ში აღ­მო­ცენ­დე­ბა, და მის ქუ­ჩებს სუ­ფია შე­ი­ხე­ბის სა­პა­ტივ­ცე­მუ­ლოდ ეძ­ლე­ვა სა­ხე­ლე­ბი. ქა­ლი და­უ­ფა­რა­ვი თა­ვით, ქუ­ჩა­ში გან­თავ­სე­ბულ სა­რეკ­ლა­მო სუ­რა­თებ­ზეც კი, ჩე­ჩე­ნი კა­ცე­ბის სირ­ცხ­ვ­ლია, ეუბ­ნე­ბა ად­გი­ლობ­რი­ვი ტე­ლე­ვი­ზია "მა­მა­კა­ცე­ბის ქა­ლაქს". თა­ვი­ან­თი შა­ვი "BMW"-ებით, იარა­ღით და წვე­ტი­ა­ნი ფეხ­საც­მე­ლით ამა­ყი მა­მა­კა­ცე­ბი ქა­ლებს სა­ზო­გა­დო­ებ­რივ ად­გი­ლებ­ში ჩად­რის გა­რე­შე გა­მო­ჩე­ნას უკ­რ­ძა­ლა­ვენ. "ქა­ლე­ბის ქა­ლა­ქი", სი­ლა­მა­ზი­სად­მი მიძღ­ვ­ნი­ლი სიმ­ფო­ნია, გროზ­ნოს ყვე­ლა­ზე მიმ­ზიდ­ველ სა­ხეს გვიჩ­ვე­ნებს.

 ჩეჩ­ნე­თის პრე­ზი­დენ­ტი რამ­ზან კა­დი­რო­ვი, ყო­ფი­ლი ამ­ბო­ხე­ბუ­ლი, რო­მელ­მაც სა­ხე­ლი უკა­ნო­ნო­ბის და უფ­ლე­ბე­ბის დარ­ღ­ვე­ვე­ბის წი­ნა­აღ­მ­დეგ მებ­რ­ძო­ლი ადა­მი­ა­ნე­ბის გა­ჩუ­მე­ბით გა­ით­ქ­ვა, სულ უფ­რო მეტ უფ­ლე­ბა­მო­სი­ლე­ბას იღებს მოს­კო­ვი­დან. იგი ქმნის "ყმა­თა ქა­ლაქს", რო­მელ­შიც მი­სი "ფა­ნე­ბის" ურიცხ­ვი არ­მი­ე­ბი ცხოვ­რო­ბენ, სტა­დი­ო­ნე­ბი მი­სი სა­ხე­ლის დეკ­ლა­მი­რე­ბით დაღ­ლი­ლი ადა­მი­ა­ნე­ბით ივ­სე­ბა და "რამ­ზა­ნის ახა­ლი ამ­ბე­ბის სა­ტე­ლე­ვი­ზიო ქრო­ნი­კა" მი­სი ყო­ველ­დღი­უ­რი ცხოვ­რე­ბის აღ­წე­რით არის და­კა­ვე­ბუ­ლი. ერ­თი ლი­დე­რის გაღ­მერ­თე­ბა ჩეჩ­ნუ­რი სა­ზო­გა­დო­ე­ბის ცხოვ­რე­ბის წე­სი არა­სო­დეს ყო­ფი­ლა. ის­ტო­რი­უ­ლად, ჩეჩ­ნე­თის კლა­ნე­ბი თა­ვი­ანთ მი­წებ­ზე ქვის კოშ­კებს აშე­ნებ­დ­ნენ; ეს თავ­დაც­ვის და სა­კუ­თარ თავ­ში რწმე­ნის სიმ­ბო­ლო იყო. დღე­ვან­დელ "ნორ­მა­ლუ­რო­ბის ქა­ლაქ­ში" 15 წლი­ა­ნი სას­ტი­კი ბრძო­ლით და თვით­გა­ნად­გუ­რე­ბით ქან­ც­გა­მოც­ლი­ლი ადა­მი­ა­ნე­ბი თა­ვი­ან­თი ახა­ლი აგუ­რით ნა­გე­ბი სახ­ლე­ბის იატა­კებს სქე­ლი, ფე­რად-ფე­რა­დი ხა­ლი­ჩე­ბით ფა­რა­ვენ, ზე­ი­მებს აწყო­ბენ და სა­უ­კე­თე­სო ტა­ნი­სა­მოს­ში გა­მოწყო­ბილ­ნი ხალ­ხ­მ­რა­ვალ ქორ­წი­ლებ­ში და­ცე­მამ­დე ცეკ­ვა­ვენ. ისი­ნი ცდი­ლო­ბენ გა­მო­ი­ყე­ნონ შან­სი და დატ­კ­ბ­ნენ ბედ­ნი­ე­რი მო­მენ­ტე­ბით, ვიდ­რე მათ მრის­ხა­ნე ქა­ლაქს ახა­ლი უბე­დუ­რე­ბა სწვე­ვია."

ნეს­ტან ნი­ჟა­რა­ძე 

 

lika andiashvili