გან­ქორ­წი­ნე­ბა
09 მაისი, 2014
2180
print

მო­გე­სალ­მე­ბი მკითხ­ვე­ლო და და­პი­რე­ბი­სა­მებრ დღეს ოჯა­ხის თე­მას გან­ვაგ­რ­ძობ.

მი­თო­ლო­გი­ას თუ გა­ვიხ­სე­ნებთ, ძველ სა­ბერ­ძ­ნეთ­ში, ოლიმ­პოს 12 ღმერთს შო­რის ოჯა­ხის მფარ­ვე­ლი ქალ­ღ­მერ­თი, ჰეს­ტია იყო, რო­მე­ლიც კე­რას, ოჯახს და სა­ხელ­მ­წი­ფოს იცავ­და. შემ­თხ­ვე­ვით არ ამ­ბო­ბენ, რომ ოჯა­ხი სა­ხელ­მ­წი­ფოს სა­ხეა.

სხვა­დას­ხ­ვა კულ­ტუ­რა­ში სხვა­დას­ხ­ვა ტი­პის ოჯა­ხე­ბი არ­სე­ბო­ბენ. მათ გა­ი­ა­რეს მატ­რი­არ­ქა­ლუ­რი და პატ­რი­არ­ქა­ლუ­რი სის­ტე­მე­ბი. თა­ნა­მედ­რო­ვე ოჯა­ხი კი უფ­რო ლი­ბე­რა­ლუ­რია, ვიდ­რე ოდეს­მე. ლი­ბე­რა­ლიზ­მი თა­ვის­თა­ვად გუ­ლის­ხ­მობს თა­ვი­სუფ­ლე­ბას, რო­გორც ძი­რი­თად ღი­რე­ბუ­ლე­ბას, თუმ­ცა ოჯა­ხის შემ­თხ­ვე­ვა­ში თა­ვი­სუფ­ლე­ბის არ­ს­თან და­პი­რის­პი­რე­ბა­ში ის სხვა­დას­ხ­ვა სო­ცი­ა­ლუ­რი თუ ფსი­ქო­ლო­გი­უ­რი ფაქ­ტო­რე­ბი მო­დის, რომ­ლე­ბიც ოჯა­ხის სიმ­ყა­რეს არ­ყევს.

სამ­წუ­ხა­როა, მაგ­რამ ფაქ­ტია, რომ სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში ოჯა­ხის დან­გ­რე­ვის სიხ­ში­რემ იმა­ტა.

უკა­ნას­კ­ნე­ლი 10 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში გან­ქორ­წი­ნე­ბის შემ­თხ­ვე­ვე­ბი 25 პრო­ცენ­ტით გა­ი­ზარ­და. თუმ­ცა ასე­თი ტი­პის მო­ნა­ცე­მებს ალ­ბათ თქვენ თა­ვა­დაც ნა­ხავთ და ბევ­რი არაფ­რის მომ­ცე­მი იქ­ნე­ბა. ამი­ტომ, ჩვენ იმ მთა­ვარ სა­კითხებ­ზე ვი­სა­უბ­როთ, რა­საც ოჯა­ხის დან­გ­რე­ვის მი­ზე­ზე­ბი ჰქვია.

ბევრს სა­უბ­რო­ბენ, რომ სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში გახ­ში­რე­ბუ­ლი გან­ქორ­წი­ნე­ბე­ბის მი­ზე­ზი ნა­ად­რე­ვი ქორ­წი­ნე­ბაა. თუ დავ­ფიქ­რ­დე­ბით, ნა­ად­რე­ვი ქორ­წი­ნე­ბე­ბი ყო­ველ­თ­ვის იყო სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში. ის­ტო­რი­ას რომ გა­დავ­ხე­დოთ, ქარ­თ­ველ გო­გო­ნებს 13-14 წლის ასაკ­ში ათხო­ვებ­დ­ნენ და ეს ჩვე­უ­ლებ­რი­ვი ამ­ბა­ვი იყო. არა­ვინ ფიქ­რობ­და მის ფსი­ქი­კურ თუ ფი­ზი­კურ მზა­ო­ბა­ზე. მთა­ვა­რი იყო მენ­ს­ტ­რუ­ა­ლუ­რი ციკ­ლის დაწყე­ბა, რა­თა გო­გო­ნას ბავ­შ­ვის გა­ჩე­ნა შეძ­ლე­ბო­და. მზად იყო თუ არა იგი დე­დო­ბის­თ­ვის, ამა­ზე ბევრს არ სა­უბ­რობ­დ­ნენ. სა­ბედ­ნი­ე­როდ 21-ე სა­უ­კუ­ნის მსოფ­ლიო ამ სა­კითხ­ზე მუ­შა­ო­ბას დიდ დროს უთ­მობს და ფსი­ქო­ლო­გე­ბი, რომ­ლე­ბიც ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით მუ­შა­ო­ბენ, უამ­რავ კვლე­ვა­სა და დაკ­ვირ­ვე­ბას აწარ­მო­ე­ბენ ადა­მი­ა­ნის ოჯა­ხუ­რი ცხოვ­რე­ბი­სა და მი­სი ფსი­ქო­ლო­გი­უ­რი მზა­ო­ბის შე­სა­ხებ.

პირ­ველ რიგ­ში წი­ნა სტა­ტი­ის თე­მი­დან, ანუ ბავ­შ­ვის აღ­ზ­რ­დის მნიშ­ვ­ნე­ლო­ბი­დან გა­მო­ვალ და ახ­ლაც აღ­ვ­ნიშ­ნავ, თუ რამ­დე­ნად დი­დი რო­ლი აქვს ოჯახს ადა­მი­ა­ნის მო­მავ­ლის­თ­ვის. ამ შემ­თხ­ვე­ვა­ში პრობ­ლე­ბის თე­მა სრულ და არას­რულ ოჯა­ხებს შე­ე­ხე­ბათ. ადა­მი­ა­ნე­ბის უმე­ტე­სო­ბა ფიქ­რობს, რომ არას­რულ ოჯახ­ში გაზ­რ­დი­ლი ბავ­შ­ვი თა­ვად მშობ­ლე­ბის შეც­დო­მებს არ გა­ი­მე­ო­რებს, რო­გორც ამ­ბო­ბენ - "მა­თი მა­გა­ლი­თის შემ­ხედ­ვა­რე უფ­რო მყარ ოჯახს შექ­მ­ნის". ეც­დე­ბა სა­კუ­თა­რი შვი­ლე­ბი არ აღ­ზარ­დოს ისე, რო­გორც თა­ვად გა­ი­ზარ­და - უმა­მოდ ან უდე­დოდ. ამე­რი­კა­ში ჩა­ტა­რე­ბულ­მა კვლე­ვამ კი და­ამ­ტ­კი­ცა, რომ არას­რულ ოჯახ­ში გაზ­რ­დილ შვი­ლებს უფ­რო ხში­რად ენ­გ­რე­ვათ ოჯა­ხე­ბი, ვიდ­რე სრულ ოჯახ­ში გაზ­რ­დი­ლებს. კვლე­ვა 10 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში მიმ­დი­ნა­რე­ობ­და და დაკ­ვირ­ვე­ბის ობი­ექ­ტე­ბი არას­რულ ოჯახ­ში გაზ­რ­დი­ლი ბავ­შ­ვე­ბი იყ­ვ­ნენ, რომ­ლე­ბიც ძი­რი­თა­დად 20 წლამ­დე ასაკ­ში ქორ­წინ­დე­ბოდ­ნენ. კვლე­ვამ და­ამ­ტ­კი­ცა, რომ თუ ოჯახ­ში ორი­ვე, ქა­ლიც და მა­მა­კა­ციც, არას­რუ­ლი ოჯა­ხე­ბი­დან არი­ან, მა­თი გან­ქორ­წი­ნე­ბის ალ­ბა­თო­ბა 3-ჯერ მე­ტია, ხო­ლო თუ მხო­ლოდ ერთ-ერ­თი მათ­გა­ნია, მა­შინ 2-ჯერ მე­ტი, სრულ ოჯახ­ში გაზ­რ­დილ შვი­ლებ­თან შე­და­რე­ბით.

მინ­და ხაზ­გას­მით ვთქვა, რომ ნა­ად­რე­ვი ქორ­წი­ნე­ბა გან­ქორ­წი­ნე­ბის ერთ-ერ­თი მი­ზე­ზი ნამ­დ­ვი­ლად არის, მაგ­რამ მთა­ვა­რი სა­კითხი მა­ინც ამ ქორ­წი­ნე­ბის სურ­ვი­ლის გა­მომ­წ­ვე­ვი ფაქ­ტო­რე­ბია, რომ­ლებ­ზეც საკ­მა­ოდ იშ­ვი­ა­თად სა­უბ­რო­ბენ.

"თქვე­ნი აზ­რით, რა­ტომ თხოვ­დე­ბა გო­გო­ნა ად­რე? - სექ­სი უნ­და (იცი­ნის)." - ეს პა­სუ­ხი მო­ვის­მი­ნე გა­მო­კითხუ­ლი ადა­მი­ა­ნე­ბის უმ­რავ­ლე­სო­ბის­გან. რა­საკ­ვირ­ვე­ლია 15-19 წლის ასაკ­ში ზო­გა­დად მო­ზარ­დის ჰორ­მო­ნებ­ში უზარ­მა­ზა­რი ძვრე­ბია და ნა­ად­რე­ვი გათხო­ვე­ბის­კენ სწრაფ­ვა უფ­რო მე­ტად შე­იძ­ლე­ბა იმ სექ­სუ­ა­ლურ იმ­პულ­სებს და­ვაბ­რა­ლოთ, რო­მე­ლიც ჩნდე­ბა. გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბებს ხში­რად ვნე­ბი­სა და ამ სექ­სუ­ა­ლუ­რი იმ­პულ­სე­ბის დაკ­მა­ყო­ფი­ლე­ბის ხარ­ჯ­ზე იღე­ბენ მო­ზარ­დე­ბი, მაგ­რამ აქ საქ­მე მხო­ლოდ ამა­ში რო­დია. ნა­ად­რევ ქორ­წი­ნე­ბებ­ზე სა­უ­ბა­რი მარ­ტი­ვია, რად­გან მა­თი აღ­რიცხ­ვა ხდე­ბა, მაგ­რამ პრობ­ლე­მა ნად­რე­ვად დაწყე­ბულ სექ­სუ­ა­ლურ კავ­ში­რებ­შიც არის. ფაქ­ტია, რომ სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში სო­ცი­ა­ლურ-კულ­ტუ­რულ დო­ნე­ზე სექ­სუ­ა­ლუ­რი აქ­ტი მი­ღე­ბუ­ლი არ არის. თუმ­ცა, ისევ ოჯა­ხის მნიშ­ვ­ნე­ლო­ბას და გავ­ლე­ნას მი­ვუბ­რუნ­დე­ბი და ვიტყ­ვი, რომ მო­ზარ­დებს, ახალ­გაზ­რ­დებს ოჯახ­ში სა­კუ­თა­რი თა­ვის გან­ც­და არ აქვთ და სა­კუ­თარ მნიშ­ვ­ნე­ლო­ბას ვერ გრძნო­ბენ, რაც მათ პირ­ველ რიგ­ში უბიძ­გებს იპოვ­ნონ ად­გი­ლი, სა­დაც "გა­მოვ­ლინ­დე­ბი­ან", რო­გორც "მე". ასე­თი ძი­ე­ბის დროს ისი­ნი თა­ვის ფსევ­დომ­ნიშ­ვ­ნე­ლო­ბას პო­უ­ლო­ბენ. მე­ო­რე შემ­თხ­ვე­ვა­ში კი, პრო­ტესტს უცხა­დე­ბენ ოჯახს და ქვეყ­ნის ამ სო­ცი­ა­ლურ-კულ­ტუ­რულ დო­ნეს, რო­მე­ლიც სექ­სუ­ა­ლუ­რი აქ­ტის მი­მართ ასე­თი მძაფ­რი და უარ­ყო­ფი­თი გა­მოხ­მა­უ­რე­ბე­ბით გა­მო­ირ­ჩე­ვა. აქ­ვე გა­ვიხ­სე­ნებ "პრო­ფი­ლის" ბო­ლო გა­და­ცე­მას, უფ­რო კონ­კ­რე­ტუ­ლად კი, და­ვით როს­ტო­მაშ­ვი­ლი­სა და თი­ნა მა­ხა­რა­ძის და­პი­რის­პი­რე­ბას. პრინ­ციპ­ში ამ შემ­თხ­ვე­ვა­ში ბა­ტო­ნი და­ვი­თის მი­ერ წარ­მოთ­ქ­მუ­ლი ფრა­ზას გა­მო­ვეხ­მა­უ­რე­ბი - "ჩე­მი საქ­მეა ჩემს შვილს სექ­სი ექ­ნე­ბა თუ არა". ეს და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა ახალ­გაზ­რ­დებ­ში ყვე­ლა შემ­თხ­ვე­ვა­ში აგ­რე­სი­ას გა­მო­იწ­ვევს. მი­სი გა­მო­მეტყ­ვე­ლე­ბა და ტო­ნი ზე­მოხ­სე­ნე­ბუ­ლის თქმი­სას იმ­დე­ნად მკაც­რი და აღ­შ­ფო­თე­ბუ­ლი იყო, რომ არას­რულ­წ­ლოვ­ნე­ბის უმე­ტე­სო­ბას არა­თუ სა­წი­ნა­აღ­მ­დე­გო აზ­რი, არა­მედ აგ­რე­სი­აც კი გა­უჩ­ნ­დე­ბო­და. შე­სა­ბა­მი­სად ნა­წი­ლი პრო­ტესტს სიტყ­ვით გა­მო­ხა­ტავს, უარეს შემ­თხ­ვე­ვა­ში კი, საქ­მი­თაც და­უმ­ტ­კი­ცებს და­ვითს და "და­ვი­თი­ა­ნებს", რომ "ადა­მი­ა­ნის სექ­სუ­ა­ლუ­რი ცხოვ­რე­ბა არა­ვის ეკუთ­ვ­ნის". არ გე­გო­ნოთ, თით­ქოს ვინ­მეს პო­ზი­ცი­ის დაც­ვას ვცდი­ლობ­დე, უბ­რა­ლოდ ეს კარ­გი მა­გა­ლი­თია იმი­სა, თუ რა ფორ­მით არ უნ­და ვე­სა­უბ­როთ მო­ზარდს, ახალ­გაზ­რ­და ადა­მი­ანს, რო­დე­საც საქ­მე "ჭკუ­ის სწავ­ლე­ბას", და­რი­გე­ბას ეხე­ბა. ასე რომ, ზე­მოხ­სე­ნე­ბუ­ლი პრო­ტეს­ტი­სა თუ ფსევ­დომ­ნიშ­ვ­ნე­ლო­ბის­თ­ვის გაქ­ცე­ვის თა­ვი­დან ასა­რი­დებ­ლად სა­ჭი­როა ოჯა­ხი ცდი­ლობ­დეს, არას­რულ­წ­ლო­ვანს სა­კუ­თა­რი მნიშ­ნე­ლო­ბა აგ­რ­ძ­ნო­ბი­ნოს, ამ ყვე­ლა­ფერს კი გულ­წ­რ­ფე­ლი მოს­მე­ნა და სწო­რი ფორ­მით კო­მუ­ნი­კა­ცია სჭირ­დე­ბა.

მოკ­ლედ, რომ და­ვას­რუ­ლოთ ეს სა­კითხი, ნა­ად­რე­ვი ქორ­წი­ნე­ბა არა­სა­სურ­ვე­ლია, თუმ­ცა ყვე­ლა ახალ­გაზ­რ­და ოჯა­ხი ნამ­დ­ვი­ლად არ სრულ­დე­ბა გან­ქორ­წი­ნე­ბით. ბევ­რი მათ­გა­ნი ყვე­ლა სიძ­ნე­ლეს უმ­კ­ლავ­დე­ბა, თუმ­ცა თუ პრობ­ლე­მე­ბი გაჩ­ნ­დე­ბა, რო­მელ­საც წყვი­ლი მხო­ლოდ სა­კუ­თა­რი ძა­ლე­ბით ვერ უმ­კ­ლავ­დე­ბა, სა­სურ­ვე­ლია მათ ფსი­ქო­ლოგს მი­მარ­თონ. გაყ­რა მარ­ტი­ვია და ყო­ველ­თ­ვის მო­ას­წ­რე­ბენ, ოჯა­ხის შე­ნარ­ჩუ­ნე­ბა კი საკ­მა­ოდ დიდ ძა­ლის­ხ­მე­ვას მო­ითხოვს.

ცოლ-ქმრის ურ­თი­ერ­თო­ბა­ში, გან­სა­კუთ­რე­ბით კი, ახალ­გაზ­რ­და ასაკ­ში სექსს ძა­ლი­ან დი­დი ად­გი­ლი უჭი­რავს ოჯა­ხურ ჰარ­მო­ნი­ა­ში. რო­დე­საც წყვილს არ აქვს სრულ­ყო­ფი­ლი სექ­სუ­ა­ლუ­რი ცხოვ­რე­ბა და მას­ში გარ­კ­ვე­უ­ლი პრობ­ლე­მე­ბი აქვს, ის თავს ძა­ლი­ან ბევრ სხვა სა­კითხ­შიც იჩენს.

ზო­გა­დად სექ­სუ­ა­ლო­ბა საკ­მა­ოდ ვრცე­ლი თე­მაა. რა პრობ­ლე­მე­ბი ჩნდე­ბა წყვილს შო­რის ამ სა­კითხ­ში, ამა­ზე უფ­რო ვრცლად მო­მა­ვალ­ში ვი­სა­უბ­რებ და შე­სა­ბა­მის პრო­ფე­სი­ო­ნალ­საც მივ­მარ­თავ მე­ტი კომ­პე­ტენ­ტუ­რო­ბის­თ­ვის, თუმ­ცა რამ­დე­ნი­მე სა­კითხს ახ­ლა მა­ინც გა­ვუს­ვამ ხაზს. ქა­ლი­სა და მა­მა­კა­ცის სექ­სუ­ა­ლო­ბა ერ­თ­მა­ნე­თის­გან გან­ს­ხ­ვავ­დე­ბა. მა­მა­კა­ცის სექ­სუ­ა­ლო­ბა მეტ­წი­ლად ფი­ზი­ო­ლო­გი­ა­ზეა და­მო­კი­დე­ბუ­ლი, ქა­ლის კი - ფსი­ქო­ლო­გი­ა­ზე.

გან­ქორ­წი­ნე­ბის მი­ზე­ზებ­ზე სა­უბ­რი­სას არ შე­იძ­ლე­ბა გვერ­დი ავუ­ა­რო ღა­ლა­ტის თე­მას. არ­სე­ბობს ასე­თი სიტყ­ვა მო­ნო­გა­მია, რო­მე­ლიც ბერ­ძ­ნუ­ლი­დან მო­დის და ერ­თ­ქორ­წი­ნე­ბას ნიშ­ნავს. ბი­ო­ლო­გე­ბი კი სა­მი ტი­პის მო­ნო­გა­მი­ას გა­ნას­ხ­ვა­ვე­ბენ: გე­ნე­ტი­კუ­რი, სო­ცი­ა­ლუ­რი და სექ­სუ­ა­ლუ­რი მო­ნო­გა­მია. ყუ­რადღე­ბას ამ უკა­ნას­კ­ნელ­ზე გა­ვა­მახ­ვი­ლებ. სექ­სუ­ა­ლუ­რი მო­ნო­გა­მია აღ­ნიშ­ნავს იმ ორ ადა­მი­ანს, რომ­ლე­ბიც კა­ტე­გო­რი­უ­ლად გა­მო­რიცხა­ვენ ერ­თ­მა­ნე­თის გარ­და სხვა სექ­სუ­ა­ლურ პარ­ტ­ნი­ორს. ქა­ლი კი ფი­ზი­ო­ლო­გი­უ­რად უფ­რო მო­ნო­გა­მი­უ­რია, ვიდ­რე მა­მა­კა­ცი. თუმ­ცა ქა­ლის ღა­ლა­ტის შემ­თხ­ვე­ვა­ში, მრა­ვა­ლი სო­ცი­ა­ლუ­რი მი­ზეზ­თა­გან აღ­ვ­ნიშ­ნავ სექ­სუ­ა­ლურ და­უკ­მა­ყო­ფი­ლებ­ლო­ბას სა­წოლ­ში. მა­შინ, რო­დე­საც მა­მა­კაცს წმინ­და ფი­ზი­ო­ლო­გი­უ­რი პრობ­ლე­მა აქვს, ხში­რად მას პრო­ფე­სი­ო­ნალ­თან მის­ვ­ლის კომ­პ­ლექ­სი აქვს (რას იტყ­ვის ოჯა­ხი, სა­მე­გობ­რო და ა.შ.). ასე გა­დის დრო, სი­ტუ­ა­ცია მძიმ­დე­ბა და ღა­ლა­ტით თუ არა, სე­რი­ო­ზუ­ლი ოჯა­ხუ­რი პრობ­ლე­მე­ბით, ხში­რად გან­ქორ­წი­ნე­ბი­თაც მთავ­რ­დე­ბა. რა­საკ­ვირ­ვე­ლია ეს არ არის ერ­თა­დერ­თი მი­ზე­ზი ქა­ლის ღა­ლა­ტი­სა, მაგ­რამ ერთ-ერ­თი მთა­ვა­რი ნამ­დ­ვი­ლად არის. ანა­ლო­გი­უ­რი პრობ­ლე­მის წი­ნა­შე მა­მა­კა­ციც შე­იძ­ლე­ბა დად­გეს. ამ სა­კითხებ­ზე უფ­რო ვრცლად, რო­გორც დაგ­პირ­დით, მო­მა­ვალ­ში პრო­ფე­სი­ო­ნალ­თან ერ­თად გე­სა­უბ­რე­ბით. თუმ­ცა სექ­სუ­ა­ლუ­რი პრობ­ლე­მე­ბის არ­სე­ბო­ბის შემ­თხ­ვე­ვა­ში, გან­ქორ­წი­ნე­ბის გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბის მი­ღე­ბამ­დე კარ­გი იქ­ნე­ბა, ფსი­ქო­ლოგ­თან ან სექ­სო­პა­თო­ლოგ­თან კონ­სულ­ტა­ცია გა­ი­ა­როთ და შემ­დეგ მო­ა­წე­როთ გან­ქორ­წი­ნე­ბას ხე­ლი.

ცო­ტა მგო­ნი გზი­დან გა­და­ვუხ­ვიე და და­ვუბ­რუნ­დე­ბი ამ არ­ც­თუ სა­სი­ა­მოვ­ნო თე­მის, გან­ქორ­წი­ნე­ბის ფსი­ქო-სო­ცი­ა­ლუ­რი ას­პექ­ტე­ბის გან­ხილ­ვას.

რო­დე­საც ამ სტა­ტი­ა­ზე მუ­შა­ო­ბას ვიწყებ­დი, ერთ ჩემს მე­გო­ბარ ფსი­ქო­ლოგს ვკითხე, შე­ნი აზ­რით რა არის ოჯა­ხის დან­გ­რე­ვის მთა­ვა­რი მი­ზე­ზი-თქო, მან კი ძა­ლი­ან სწრა­ფად მი­პა­სუ­ხა "ხედ­ვის, რე­ა­ლო­ბის აღ­ქ­მის და მას­ზე პა­სუ­ხის­მ­გებ­ლო­ბის აღე­ბის პრობ­ლე­მაო". არ შე­მიძ­ლია ამ სა­კითხს ან არ და­ვე­თან­ხ­მო და ან მარ­ტი­ვად გვერ­დი ავუ­ა­რო. გან­სა­კუთ­რე­ბით პა­სუ­ხის­მ­გებ­ლო­ბის აღე­ბის პრობ­ლე­მას. ბავ­შ­ვი დარ­ბის ოთახ­ში, თა­მა­შობს და შემ­თხ­ვე­ვით დე­დის საყ­ვა­რელ სუ­ნა­მოს გად­მო­აგ­დებს, სუ­ნა­მო გატყ­დე­ბა - მშო­ბე­ლი გა­მო­დის და ეჩხუ­ბე­ბა, სჯის, ზო­გი­ერ­თი ფი­ზი­კუ­რა­დაც უს­წორ­დე­ბა, მაგ­რამ ვინ ფიქ­რობს იმა­ზე, რომ ამ პა­ტა­რა არ­სე­ბას თა­ვის ქცე­ვა­ზე პა­სუ­ხის­მ­გებ­ლო­ბის აღე­ბა რომ შე­ეძ­ლოს, ბავ­შ­ვი აღარ იქ­ნე­ბო­და. ზრდას­რულ ასაკ­ში, მა­შინ რო­დე­საც ოჯახს ქმნი, შენს ცხოვ­რე­ბას უკავ­ში­რებ საყ­ვა­რელ ადა­მი­ანს, ცხოვ­რე­ბის ახალ და უდი­დეს გზა­ზე დგამ ფეხს და ამ ქცე­ვა­ზე არ იღებ პა­სუ­ხის­მ­გებ­ლო­ბას - ეს დი­დი პრობ­ლე­მაა. რე­ა­ლო­ბა­ში ყოფ­ნა, ამ რე­ა­ლო­ბა­ზე ადეკ­ვა­ტუ­რი რე­ა­გი­რე­ბა, სა­კუ­თარ ქცე­ვებ­ზე პა­სუ­ხის­მ­გებ­ლო­ბე­ბის აღე­ბა და არა გაქ­ცე­ვა, ერთ-ერ­თი მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი ფაქ­ტო­რია ოჯა­ხუ­რი თა­ნაცხოვ­რე­ბი­სას.

ოჯა­ხის დან­გ­რე­ვის კი­დევ ერთ მი­ზე­ზი ხში­რად ერ­თ­მა­ნე­თის შეც­ვ­ლის სურ­ვი­ლია. ურ­თი­ერ­თ­გა­გე­ბის მცნე­ბა ოჯახ­ში სა­კუ­თა­რი თა­ვის, სა­კუ­თა­რი რო­ლის დამ­კ­ვიდ­რე­ბით იც­ვ­ლე­ბა. ამას თან ერ­თ­ვის რჩე­ვე­ბი მე­გობ­რე­ბის­გან, ახ­ლობ­ლე­ბის­გან, ნა­თე­სა­ვე­ბის­გან: "თა­ვი­დან­ვე რო­გორც მი­აჩ­ვევ, ისე იქ­ნე­ბი მთე­ლი ცხოვ­რე­ბა", უარეს შემ­თხ­ვე­ვებ­ში ფრა­ზა - "ღო­რის ტილს ფეხ­ზე რომ და­ის­ვამ, თავ­ზე აგა­ცოც­დე­ბაო". ადა­მი­ა­ნი, რო­მელ­საც თქვენს მე­ო­რე ნა­ხე­ვარს უწო­დებთ, ზრდას­რუ­ლი ინ­დი­ვი­დია, ის არც "მიჩ­ვე­ვას" სა­ჭი­რო­ებს და არც ღო­რის ტი­ლია. ერ­თ­მა­ნე­თის შეც­ვ­ლის მცდე­ლო­ბე­ბის ნაც­ვ­ლად, რო­მე­ლიც ძი­რი­თა­დად მუდ­მივ კონ­ფ­ლიქ­ტებ­თან არის და­კავ­შ­რე­ბუ­ლი, ურ­თი­ერ­თ­გა­გე­ბა თუ არ და­ი­სად­გუ­რებს, ოჯა­ხი გან­წი­რუ­ლია არა­სა­სურ­ვე­ლი ფი­ნა­ლის­თ­ვის.

იქ სა­დაც ერ­თ­მა­ნე­თის მი­უ­ღებ­ლო­ბის და შეც­ვ­ლის სურ­ვილ­ზე ვსა­უბ­რობთ, აუცი­ლებ­ლად უნ­და აღი­ნიშ­ნოს ის ერთ-ერ­თი ძა­ლი­ან და­ფა­რუ­ლი სა­კითხი (სექ­სუ­ა­ლუ­რი პრობ­ლე­მე­ბის მსგავ­სად), რა­საც ოჯა­ხუ­რი ძა­ლა­დო­ბა ჰქვია. ამ მხრივ სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში ნამ­დ­ვი­ლად სა­გან­გა­შო მდგო­მა­რე­ო­ბაა. პირ­ველ რიგ­ში, ოჯა­ხუ­რი ძა­ლა­დო­ბის დროს საქ­მე არა მხო­ლოდ ფი­ზი­კურ, არა­მედ ფსი­ქი­კუ­რი ძა­ლა­დო­ბას­თა­ნაც გვაქვს. ამ თე­მა­ზე აუცი­ლებ­ლად ცალ­კე ვი­სა­უბ­რებთ, მაგ­რამ არ შე­იძ­ლე­ბა არ გა­ვიხ­სე­ნოთ ის სტა­ტის­ტი­კა, რო­მე­ლიც თუნ­დაც 2009 წელს და­ფიქ­სირ­და სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში. გა­ე­როს ფონ­დის მი­ერ ჩა­ტა­რე­ბუ­ლი კვლე­ვის მი­ხედ­ვით, გა­მო­კითხუ­ლი ქა­ლე­ბი­დან ყო­ვე­ლი მე-11 ძა­ლა­დო­ბის მსხვერ­პ­ლი აღ­მოჩ­ნ­და. ყვე­ლა­ზე მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი კი ამ კვლე­ვა­ში ის იყო, რომ გა­მო­კითხუ­ლი ქა­ლე­ბის 35 პრო­ცენ­ტი ძა­ლა­დო­ბას, რო­გორც ფსი­ქო­ლო­გი­ურს ისე ფი­ზი­კურს, გა­მარ­თ­ლე­ბუ­ლად თვლი­და. სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში ოჯა­ხუ­რი ძა­ლა­დო­ბა იმ­დე­ნად ტა­ბუ­და­დე­ბუ­ლი თე­მაა, რომ მსხვერ­პ­ლი ქა­ლე­ბის მხო­ლოდ 2 პრო­ცენტს თუ მი­უ­მარ­თავს დახ­მა­რე­ბის­თ­ვის. ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტ­როს მი­ერ გა­მოქ­ვეყ­ნე­ბუ­ლი ოფი­ცი­ა­ლუ­რი სტა­ტის­ტი­კის მი­ხედ­ვით უმე­ტეს შემ­თხ­ვე­ვა­ში ძა­ლა­დო­ბის მსხვერ­პ­ლე­ბი ქა­ლე­ბი ხდე­ბი­ან. ფსი­ქო­ლო­გი­უ­რი ძა­ლა­დო­ბის დროს, ისი­ნი ვერც კი ხვდე­ბი­ან, რომ მსხვერ­პ­ლე­ბი არი­ან, ყვე­ლა­ფე­რი თით­ქოს ასეც უნ­და იყოს. "მე რომ არა შენ სა­ერ­თოდ ვერ გათხოვ­დე­ბო­დი", "რას გავ­ხარ", "რო­გო­რი უნი­ჭო ხარ, შენ სად უნ­და იმუ­შაო" და სხვა ასე­თი ფრა­ზე­ბის ყო­ველ­დღი­უ­რი შე­მო­დი­ნე­ბა ჩვენს ფსი­ქი­კა­ში არ­წ­მუ­ნებს და აჯე­რებს მათ, რომ არა­ფე­რი შე­უძ­ლი­ათ. ეს სწო­რედ ის ტოქ­სი­ნე­ბია, რომ­ლებ­ზეც ჩვენ უკ­ვე ვი­სა­უბ­რეთ.

ბო­ლოს კი მინ­და სო­ცი­ა­ლუ­რი ქსე­ლე­ბის გა­მო დან­გ­რე­უ­ლი ოჯა­ხე­ბის სა­გან­გა­შო სტა­ტის­ტი­კა­ზეც ორი სიტყ­ვით გითხ­რათ. ყვე­ლა­ზე აქ­ტუ­ა­ლუ­რი სო­ცი­ა­ლუ­რი ქსე­ლი Facebook, რო­მელ­ზეც მი­ლი­არ­დი აქ­ტი­უ­რი მომ­ხ­მა­რე­ბე­ლია რე­გის­ტ­რი­რე­ბუ­ლი, მსოფ­ლი­ო­ში გან­ქორ­წი­ნე­ბის მი­ზე­ზებს შო­რის მე­სა­მე ად­გილ­ზე სა­ხელ­დე­ბა. ამა­ზე სა­უ­ბა­რი შორს წაგ­ვიყ­ვანს და ამ სტა­ტი­ა­ში ვე­ღარ და­ვა­ტევ, თუმ­ცა ეს ნამ­დ­ვი­ლად ძა­ლი­ან მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი პრობ­ლე­მაა, რო­მელ­საც აუცი­ლებ­ლად და­ვუბ­რუნ­დე­ბით.

თუ გაქვთ კონ­კ­რე­ტუ­ლი მა­გა­ლი­თე­ბი, თუ ძა­ლა­დო­ბის ან ოჯა­ხუ­რი კონ­ფ­ლიქ­ტე­ბე­ბის მთე­ლი რი­გი მი­ზე­ზე­ბის შე­სა­ხებ გა­გიჩ­ნ­დათ კითხ­ვე­ბი, მომ­წე­რეთ - fsiqomani@gmail.com. თქვენს ჩარ­თუ­ლო­ბას გა­დამ­წყ­ვე­ტი მნიშ­ვ­ნე­ლო­ბა აქვს.

ოჯა­ხურ პრობ­ლე­მებს ამ სტა­ტი­ის, ან ბევ­რი მსგავ­სი სტა­ტი­ის წა­კითხ­ვა ნამ­დ­ვი­ლად ვერ მო­აგ­ვა­რებს. პრობ­ლე­მა ბერ­ძ­ნუ­ლი სიტყ­ვაა და ამო­ცა­ნას ნიშ­ნავს. ყვე­ლა ამო­ცა­ნა კი შეს­წავ­ლას და გა­დაწყ­ვე­ტას სა­ჭი­რო­ებს. უბ­რა­ლოდ თი­თო­ე­ულს ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რი მიდ­გო­მა, ნე­ბის­ყო­ფა და აზ­როვ­ნე­ბა სჭირ­დე­ბა, რო­გორც ოჯა­ხურ ცხოვ­რე­ბას. ყვე­ლა ოჯა­ხი, ისე­ვე რო­გორც ადა­მი­ა­ნი, ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რია და მას­ში წარ­მოქ­მ­ნი­ლი პრობ­ლე­მე­ბი უმე­ტე­სად მოგ­ვა­რე­ბა­დი. ხში­რად ოჯა­ხუ­რი კონ­ფ­ლიქ­ტე­ბის დროს ადა­მი­ა­ნე­ბი რჩე­ვე­ბის­თ­ვის მი­მარ­თა­ვენ მე­გობ­რებს ან, ოჯა­ხის უფ­როს წევ­რებს, უკე­თეს შემ­თხ­ვე­ვა­ში კი, ფსი­ქო­ლო­გებს, მაგ­რამ ავიწყ­დე­ბათ, რომ ოჯა­ხი უნი­კა­ლუ­რია, ერ­თა­დერ­თია და. ის ერ­თი მთლი­ა­ნი ორ­გა­ნიზ­მია, ერ­თი მთლი­ა­ნი სა­ხელ­მ­წი­ფოა, რო­მე­ლის შექ­მ­ნას, შე­ნე­ბას და გან­ვი­თა­რე­ბას დი­დი ძა­ლის­ხ­მე­ვა, ურ­თი­ერ­თ­პა­ტი­ვის­ცე­მა, ურ­თი­ერ­თ­გა­გე­ბა, ქცე­ვის შეც­ვ­ლა, დათ­მო­ბებ­ზე წას­ვ­ლა და დი­დი დო­ზით კო­მუ­ნი­კა­ცია, სა­უ­ბა­რი სჭირ­დე­ბა. თუ თქვენ თა­ვად არ ხართ მზად ამ ყვე­ლაფ­რის­თ­ვის, ვერც ერ­თი ფსი­ქო­თე­რა­პევ­ტი, მე­გო­ბა­რი, ნა­თე­სა­ვი ან მა­მაო თქვენს ნაც­ვ­ლად "სას­წა­ულს" ვერ მო­ახ­დენს.

lika andiashvili