მო­რი­გი ჩა­ვარ­დ­ნა, რო­დე­საც იუმო­რიც კი აღარ გყოფ­ნის
09 მაისი, 2014
4508
print

ალ­ბათ, უკ­ვე გა­ი­გებ­დით, ენამ­ხ­ვი­ლი და იუმო­რის­თ­ვის მუ­დამ მზად­ყოფ­ნა­ში მყო­ფი ქარ­თ­ვე­ლე­ბის მი­ერ მო­გო­ნილ ახალ ხუმ­რო­ბა-გან­მარ­ტე­ბას - "ახა­ლაია, ძველ­ბერ­ძ­ნუ­ლი სიტყ­ვა ყო­ფი­ლა და ცამ­დე­მარ­თალს ნიშ­ნავს". სა­სა­ცი­ლოა? სუ­ლაც არა. ბა­ჩო ახა­ლაია, საკ­მა­ოდ ოდი­ო­ზუ­რი რე­ნო­მეს მქო­ნე პი­როვ­ნე­ბა, წე­ლი­წად­ნა­ხე­ვარ­ზე მე­ტია რაც და­პა­ტიმ­რე­ბუ­ლია. მთე­ლი სა­გა­მო­ძი­ე­ბო ორ­გა­ნო­ე­ბი, პრო­კუ­რა­ტუ­რა, ძლი­ერ­ნი ამა ქვეყ­ნი­სა, მო­ბი­ლი­ზე­ბუ­ლად, თავ­გან­წირ­ვით, და­უ­ღა­ლა­ვად, აქამ­დე თქმუ­ლის თუნ­დაც სულ მცი­რე ნა­წი­ლის სა­ფუძ­ველ­ზე, მის­თ­ვის რა­ი­მე ბრა­ლის წა­ყე­ნე­ბა-დამ­ტ­კი­ცე­ბას ყვე­ლა­ნა­ი­რად ცდი­ლო­ბენ და ამის მი­უ­ხე­და­ვად, ახა­ლა­ი­ას სა­სა­მარ­თ­ლო პრო­ცე­სი, ჯერ­ჯე­რო­ბით, უნი­ჭოდ, უსუ­სუ­რად, ყო­ველ­გ­ვა­რი სცე­ნა­რის, ელე­მენ­ტა­რუ­ლი დრა­მა­ტურ­გი­ის გა­რე­შე დად­გ­მულ კლო­უ­ნა­დას უფ­რო წა­ა­გავს, ვიდ­რე სა­მარ­თ­ლი­ა­ნო­ბის, თით­ქოს­და ასეთ ნა­ნატრ, ზე­იმს.

სა­მა­გი­ე­როდ, "სა­მარ­თ­ლი­ა­ნო­ბა" სულ სხვა მას­შ­ტა­ბით, სულ სხვა სცე­ნა­ზე, სულ სხვა მოქ­მე­დი გმი­რე­ბის მო­ნა­წი­ლე­ო­ბით, სრუ­ლი­ად გან­ს­ხ­ვა­ვე­ბუ­ლი მა­ყუ­რებ­ლის­თ­ვის, სულ სხვა აუდი­ტო­რი­ის­თ­ვის "ზე­ი­მობს"…

ქარ­თუ­ლი სა­ზო­გა­დო­ე­ბის სრუ­ლი უმ­რავ­ლე­სო­ბა ინ­დი­ფე­რენ­ტუ­ლია, რო­დე­საც ჩვე­უ­ლებ­რი­ვი ხუ­ლი­გა­ნი, ვინ­მე ვაჩ­ნა­ძე, მე­დი­ის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბის, პო­ლი­ცი­ის თა­ნამ­შ­რომ­ლე­ბის თან­დას­წ­რე­ბით, მთე­ლი სა­ზო­გა­დო­ე­ბის და­სა­ნა­ხად, დე­პუ­ტატ ქალს სა­ხე­ში ურ­ტყამს, ასის­ხ­ლი­ა­ნებს. სა­ზო­გა­დო­ე­ბის ნა­წი­ლი კი სრუ­ლი­ად არა­ინ­დე­ფე­რენ­ტუ­ლად კმა­ყო­ფი­ლია და "სა­მარ­თ­ლი­ა­ნო­ბის აღ­დ­გე­ნის" თა­ვი­სე­ბურ, მხო­ლოდ მათ­თ­ვის გა­სა­გებ, მხო­ლოდ მათ­თ­ვის დად­გ­მულ-შეს­რუ­ლე­ბულ სა­ნა­ხა­ო­ბას მქუ­ხა­რედ აპ­ლო­დი­რებს… და "ბისს" გაჰ­ყ­ვი­რის, გა­მე­ო­რე­ბას, "აღ­დ­გე­ნი­ლი სა­მარ­თ­ლის" მო­რიგ წარ­მოდ­გე­ნას, მო­რიგ დად­გ­მას ითხოვს… შემ­დე­გი სე­რი­აც, უფ­რო სწო­რედ კი სე­რი­ე­ბიც არ აყოვ­ნებს…

დე­ბო­ში - დე­ბოშ­ზე, ხუ­ლიგ­ნო­ბა - ხუ­ლიგ­ნო­ბა­ზე, სკან­და­ლი - სკან­დალ­ზე, ხმა­უ­რი­ა­ნი პრეს­კონ­ფე­რენ­ცია პრეს­კონ­ფე­რენ­ცი­ა­ზე… და "სა­მარ­თ­ლი­ა­ნო­ბის აღ­დ­გე­ნის" სპექ­ტაკლს ახა­ლი ვარ­ს­კ­ვ­ლა­ვი, ვინ­მე გი­ორ­გო­ბი­ა­ნი ანა­თებს, აცოცხ­ლებს, კი­დევ უფ­რო აზარ­ტულს, კი­დევ უფ­რო "თბი­ლი­სურს", ჯიგ­რულს, ყუ­რე­ბად­სა და რაც მთა­ვა­რია, უფ­რო სა­მარ­თ­ლი­ანს ხდის. და­ლე­წი­ლი რეს­ტორ­ნე­ბის, დამ­ტ­ვ­რე­უ­ლი ჭურ­ჭ­ლის, თავ­გა­ტე­ხი­ლი, წარ­ბებ­გა­კე­რი­ლი, ნა­გი­ნე­ბი, შე­უ­რაცხ­ყო­ფი­ლი პო­ლი­ტი­კო­სე­ბის, ნაღ­დი თბი­ლი­სე­ლე­ბის­თ­ვის ასე­თი გა­სა­გე­ბი, ასე­თი ში­ნა­უ­რი და საყ­ვა­რე­ლი გი­ნე­ბის, ლექ­სი­კის, ჟეს­ტი­კუ­ლა­ცი­ის ხარ­ჯ­ზე, "სა­მარ­თ­ლი­ა­ნო­ბის აღ­დ­გე­ნის" სა­ნა­ხა­ო­ბა კი­დევ უფ­რო ცოცხა­ლი, დი­ნა­მი­უ­რი ხდე­ბა. პრე­სის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი ღე­ლა­ვენ. ექ­ს­კ­ლუ­ზივს "ჩა­ლი­ჩო­ბენ". მიკ­რო­ფო­ნებს ამონ­ტა­ჟე­ბენ, აყე­ნე­ბენ, ერ­თ­მა­ნეთს მუჯ­ლუ­გუ­ნებს ურ­ტყა­მენ, უხე­შად წე­ვენ, რომ, ღმერ­თ­მა და­ი­ფა­როს და, ასე წარ­მა­ტე­ბუ­ლად მიმ­დი­ნა­რე "სა­მარ­თ­ლი­ა­ნო­ბის აღ­დ­გე­ნის" სპექ­ტაკ­ლის მთა­ვა­რი, პა­რი­ზე­ბი­სა და ამ­ს­ტერ­და­მე­ბის დამ­პყ­რო­ბე­ლი სთა­რის "ბა­ზარ­ში", შემ­თხ­ვე­ვით, ერ­თი სიტყაც არ გა­მორ­ჩეთ. წარ­მოდ­გე­ნა "გა­ხურ­და", კი­დევ უფ­რო სა­ნა­ხა­ობ­რი­ვი, სუ­ლის­შემ­კ­ვ­რე­ლი გახ­და. სიმ­ძაფ­რემ, ტემ­პ­მა, კო­ლო­რიტ­მა, არ­ტის­ტიზ­მ­მა… იმა­ტა, მაგ­რამ სა­ზო­გა­დო­ე­ბამ, რა­ტომ­ღაც აპ­ლო­დის­მენ­ტებს, აღ­ფ­რ­თო­ვა­ნე­ბას უკ­ლო და აქა-იქ სნო­ბუ­რი - "ეს ვი­ნაა?!"-ც კი გა­ის­მა! ოხ, რა ძნე­ლია ქარ­თუ­ლი, კი­დევ უფ­რო მე­ტად კი თბი­ლი­სუ­რი სა­ზო­გა­დო­ე­ბის გუ­ლის მო­გე­ბა, გე­მოვ­ნე­ბის დაკ­მა­ყო­ფი­ლე­ბა, რე­ა­ლუ­რი მოთხოვ­ნე­ბის ზუს­ტი, უტყუ­ა­რი ამოც­ნო­ბა! წვა­ლობ, ფიქ­რობ, სცე­ნარს უწერ, უდ­გამ, სა­ნა­ხა­ო­ბას უკე­თებ, ვარ­ს­კ­ვ­ლა­ვებს თა­ვა­ზობ… და მა­ინც რა­ღაც აღარ მოს­წონთ, ტა­შის დაკ­ვ­რა სულ ნაკ­ლე­ბად და ნაკ­ლე­ბად უნ­დე­ბათ, ეზა­რე­ბათ, ეთა­კი­ლე­ბათ.

"სა­მარ­თ­ლი­ა­ნო­ბის აღ­დ­გე­ნის" წარ­მოდ­გე­ნას გამ­ძაფ­რე­ბა ჭირ­დე­ბა და სცე­ნა­რის­ტე­ბი და­უ­ყოვ­ნებ­ლივ ამ­ძაფ­რე­ბენ სი­უ­ჟეტს, დე­ტექ­ტი­ურ-სა­გა­მო­ძი­ე­ბო ვა­რი­ანტს ამუ­შა­ვე­ბენ. მა­ყუ­რე­ბელ სა­ზო­გა­დო­ე­ბას ახალ სე­რი­ას სთა­ვა­ზო­ბენ, რო­მელ­შიც დე­პუ­ტატ წიკ­ლა­ურს სახ­ლ­თან ნიღ­ბი­ან, ელექ­ტ­რო­შო­კე­ბი­ან, ამო­უც­ნობ (ვარ­ს­კ­ვ­ლა­ვებ­მა არ გა­ა­მარ­თ­ლა და ვაჩ­ნა­ძე­ე­ბი, გი­ორ­გო­ბი­ა­ნე­ბი დრო­ე­ბით უმუ­შევ­რე­ბი და­ტო­ვეს) პი­რებს ახ­ვედ­რე­ბენ, ცე­მენ, ასის­ხ­ლი­ა­ნე­ბენ, ცდი­ლო­ბენ გა­თი­შონ, გა­ი­ტა­ცონ… პო­ლი­ცია თვით­მ­ხილ­ვე­ლებს, მოწ­მე­ებს კითხავს, ანა­ბეჭ­დებს იღებს, და­ნა­შა­უ­ლის ად­გილს დე­ტა­ლუ­რად სწავ­ლობს, მე­ზობ­ლე­ბის, და­ზა­რა­ლე­ბუ­ლის მი­ერ და­ნა­ხულ-და­მახ­სოვ­რე­ბუ­ლი მან­ქა­ნის ნო­მერს იწერს. გა­მო­ძი­ე­ბა მუ­შა­ობს, და­უ­ღა­ლა­ვად, თავ­გა­და­დე­ბუ­ლად მუ­შა­ობს, მაგ­რამ "სა­მარ­თ­ლი­ა­ნო­ბის აღ­დ­გე­ნის" სპექ­ტაკ­ლის სა­ნა­ხა­ობ­რი­ო­ბის შე­ნარ­ჩუ­ნე­ბის მიზ­ნით მან­ქა­ნას ვერ პო­უ­ლო­ბენ, დამ­ნა­შა­ვე­ებს საკ­მა­რი­სად და­მა­ჯე­რებ­ლად ვე­რა­ვინ აღ­წერს, ნივ­თ­მ­ტ­კი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბი არ მო­ი­პო­ვე­ბა, საქ­მე არ იხუ­რე­ბა… და უმა­დუ­რი, არა, - ნამ­დ­ვი­ლად უმა­დუ­რი სა­ზო­გა­დო­ე­ბა ტაშს თით­ქ­მის სა­ერ­თოდ აღარ უკ­რავს! სა­ზო­გა­დო­ე­ბის დაკ­ვე­თას, მოთხოვ­ნას ასე წვა­ლე­ბით, ასე მონ­დო­მე­ბით, ასე და­უ­ზარ­ლად, ასე ოს­ტა­ტუ­რად ას­რუ­ლე­ბენ და სა­ზო­გა­დო­ე­ბას აპ­ლო­დის­მენ­ტი ენა­ნე­ბა! მა­გათ გულს ხომ ვერ მო­ი­გებ!

სე­რი­ო­ზუ­ლი, მა­ღალ­მ­ხატ­ვ­რუ­ლი, თე­ატ­რა­ლუ­რი წარ­მოდ­გე­ნი­დან უბად­რუკ კლო­უ­ნა­დად გა­დაქ­ცე­ულ "სა­მარ­თ­ლი­ა­ნო­ბის აღ­დ­გე­ნის" სპექ­ტაკლს სრუ­ლი კრა­ხის­გან, სა­მარ­ცხ­ვი­ნო ჩა­ვარ­დ­ნის­გან სას­წ­რა­ფო გა­დარ­ჩე­ნა ესა­ჭი­რო­ე­ბა… თო­რემ და­ცა­რი­ელ­და დარ­ბა­ზი! მა­ყუ­რე­ბე­ლი დგე­ბა და დე­მონ­ს­ტ­რა­ტი­უ­ლად ტო­ვებს დარ­ბაზს! კა­ტას­ტ­რო­ფა! სირ­ცხ­ვი­ლი! უპა­ტი­ე­ბე­ლი ჩა­ვარ­დ­ნა!

ღვაწ­ლ­მო­სი­ლი, დამ­სა­ხუ­რე­ბუ­ლი, ორ­დე­ნო­სა­ნი, წო­დე­ბე­ბი­თა და ჯილ­დო­ე­ბით და­ხუნ­ძ­ლუ­ლი, პრო­ფე­სი­ო­ნა­ლი სცე­ნა­რის­ტე­ბი, დრა­მა­ტურ­გე­ბი, რე­ჟი­სო­რე­ბი მუ­შა­ო­ბის სა­გან­გე­ბო რე­ჟიმ­ზე გა­და­დი­ან და "სა­მარ­თ­ლი­ა­ნო­ბის აღ­დ­გე­ნის" ახალ, კი­დევ უფ­რო გამ­ძაფ­რე­ბულ-გამ­დიდ­რე­ბულ-გამ­რა­ვალ­ფე­როვ­ნე­ბულ ვა­რი­ანტს გვთა­ვა­ზო­ბენ, სა­დაც დე­ტექ­ტი­უ­რი ხა­ზის პა­რა­ლე­ლუ­რად, "ვარ­ს­კ­ვ­ლა­ვე­ბიც", ახა­ლი სა­ხე­ე­ბიც, "მას­სოვ­კაც" არის და­კა­ვე­ბუ­ლი. "სა­მარ­თ­ლი­ა­ნო­ბის აღ­დ­გე­ნის" ახა­ლი, ამო­მა­ვა­ლი, დი­დი მო­მავ­ლის მქო­ნე, პერ­ს­პექ­ტი­უ­ლი ვარ­ს­კ­ვ­ლა­ვი - ნოშ­რი­კო (ვი­ღა­ცამ ისიც კი თქვა - მარ­ლონ ბრან­დოს გავ­სო!); და­ქი­რა­ვე­ბუ­ლი "მცე­მე­ლე­ბი", ან უნ­გა­რო, ერ­თ­გუ­ლი მცე­მელ-შემ­ს­რუ­ლე­ბე­ლი მე­გობ­რე­ბი; ელექ­ტ­რო­შო­კე­ბი; ცე­მის იარა­ღად გა­მო­ყე­ნე­ბუ­ლი აგუ­რე­ბი, ქვე­ბი; სას­ტი­კი, მაგ­რამ "სა­მარ­თ­ლი­ა­ნი" ცე­მის მსხვერ­პ­ლი - და­ვით კო­დუა, რომ­ლის სი­ცოცხ­ლის­თ­ვის ექი­მე­ბი იბ­რ­ძ­ვი­ან; მოწ­მე­ე­ბი, - ათო­ბით, აღელ­ვე­ბუ­ლი, ემო­ცი­უ­რი თვით­მ­ხილ­ვე­ლი; ყვე­ლა­ზე ხალ­ხ­მ­რა­ვა­ლი, პრეს­ტი­ჟუ­ლი ბარ­ნო­ვის ქუ­ჩა. ვა­კე! ძი­ძას­თან ერ­თად, და­ლაქ­თან მიყ­ვა­ნი­ლი, ოთხი წლის ატი­რე­ბუ­ლი ბავ­შ­ვი; სწო­რედ იმ დღეს, იმ სა­ა­თებ­ში დათხო­ვი­ლი დაც­ვა; სა­ზო­გა­დო­ე­ბის­თ­ვის კარ­გად ნაც­ნო­ბი, და­ზა­რა­ლე­ბუ­ლის ოჯა­ხის წევ­რე­ბის, ნა­თე­სა­ვე­ბის კო­მენ­ტა­რე­ბი; ნე­ბა­ყოფ­ლო­ბით პო­ლი­ცი­ას ჩა­ბა­რე­ბუ­ლი ვარ­ს­კ­ვ­ლა­ვი ნოშ­რი­კო: ვარ­ს­კ­ვ­ლა­ვი ნოშ­რი­კოს ვარ­ს­კ­ვ­ლა­ვი ცო­ლის სა­გან­გე­ბო და ძა­ლი­ან სა­ინ­ტე­რე­სო, მძაფ­რ­სი­უ­ჟე­ტი­ა­ნი პრეს­კონ­ფე­რენ­ცია; ნოშ­რი­კო - გმი­რი! "სა­მარ­თ­ლი­ა­ნო­ბის აღ­დ­გე­ნის" ახა­ლი, ბიზ­ნე­სებ-მან­ქა­ნებ-ჯინ­სებ­წარ­თ­მე­უ­ლი, ღირ­სე­ბა შე­ლა­ხუ­ლი გმი­რი! ნოშ­რი­კო!... სა­ნა­ხა­ო­ბა შედ­გა. ტრი­უმ­ფა­ლუ­რი წარ­მოდ­გე­ნა და­იდ­გა! რე­ჟი­სო­რე­ბი, დრა­მა­ტურ­გე­ბი, ვარ­ს­კ­ვ­ლა­ვე­ბი არ­ნა­ხუ­ლი წარ­მა­ტე­ბის მო­ლო­დინ­ში… დარ­ბა­ზი კი ცა­რი­ე­ლია! სად არის სა­ზო­გა­დო­ე­ბის ის ნა­წი­ლი, რო­მე­ლიც, სულ ცო­ტა ხნის წინ, ასე მონ­დო­მე­ბუ­ლად, "ბისს" გაჰ­ყ­ვი­რო­და? რა არ მო­ე­წო­ნა? რამ არ და­აკ­მა­ყო­ფი­ლა? რა ეთა­კი­ლა? ამ­დე­ნი სის­ხ­ლი, ამ­დე­ნი ცე­მა-ტყე­პა ხომ მის­თ­ვის იდ­გ­მე­ბო­და, მზად­დე­ბო­და… სა­ზო­გა­დო­ე­ბა მოტყუ­ე­ბუ­ლი, უკ­მა­ყო­ფი­ლო და გან­ზე­გამ­დ­გა­რია. ზრდი­ლო­ბის გუ­ლის­თ­ვის, ამ­დენ შრო­მას ერ­თი ტა­ში­თაც არა­ვინ აფა­სებს.

სრუ­ლი ფი­ას­კო!

სა­მარ­ცხ­ვი­ნო სი­ტუ­ა­ცი­ი­დან გა­მოს­ვ­ლას, ისევ და ისევ, ყვე­ლა­ფერ­ზე პა­სუ­ხის­მ­გე­ბე­ლი ხე­ლი­სუფ­ლე­ბა იღებს სა­კუ­თარ თავ­ზე და და­ქი­რა­ვე­ბუ­ლი მა­ყუ­რე­ბე­ლი­ვით, ან ნას­წავ­ლი, მო­ლა­პა­რა­კე თუ­თი­ყუ­ში­ვით, ერ­თხ­მად, მაგ­რამ სრუ­ლი­ად არა­და­მა­ჯე­რებ­ლად და უკ­ვე სრუ­ლი­ად გა­უ­ფა­სუ­რე­ბუ­ლად იმე­ო­რებს - "წი­ნა ხე­ლი­სუფ­ლე­ბის დროს…"

სულ რამ­დე­ნი­მე დღის წინ, ერთ-ერ­თ­მა დღე­ვან­დელ­მა ხე­ლი­სუ­ფალ­მა სი­ა­მა­ყით, ომა­ხი­ა­ნად, მა­ღა­ლი ტრი­ბუ­ნი­დან თქვა - "ჩვენ აღ­ვად­გი­ნეთ ძა­ლა­დო­ბა, უსა­მარ­თ­ლო­ბა!"...

"სა­მარ­თ­ლი­ა­ნო­ბის აღ­დ­გე­ნის" შოუ გრძელ­დე­ბა! შემ­დეგ სე­რი­ას და მას­ში მსხვერ­პ­ლის როლ­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბის სა­პა­ტივ­ცე­მუ­ლო შე­თა­ვა­ზე­ბას ელო­დეთ. რა იცით, რა გახ­სოვთ, ვის­თ­ვის რა გიწყე­ნი­ნე­ბი­ათ? ეს ხომ გა­ნუ­კითხა­ო­ბი­სა და ჯაჭ­ვუ­რი პრინ­ცი­პის უსას­რუ­ლო პრო­ცე­სია… ნოშ­რი­კო­ებს რა გა­მო­ლევს?!

P.S. "რუს­თა­ვი-2"-ს კი უს­მე­ნენ. დი­დი ხა­ნია, გულ­მოდ­გი­ნედ, ბე­ჯი­თად უს­მე­ნენ. მეც მის­მე­ნენ. თქვენც ისევ გის­მე­ნენ. პრე­ზი­დენ­ტ­საც უს­მე­ნენ. რე­ჟი­სო­რებ­საც უს­მე­ნენ და ვარ­ს­კ­ვ­ლა­ვებ­საც. ნოშ­რი­კო­საც უს­მე­ნენ. ერ­თ­მა­ნეთ­საც უს­მე­ნენ. გა­ნურ­ჩევ­ლად ყვე­ლას უს­მე­ნენ… და მთლი­ა­ნად სა­ზო­გა­დო­ე­ბის ხმა კი რა­ტომ­ღაც ისევ არა და არ ეს­მით და სულ სხვა წარ­მოდ­გე­ნებს უდ­გა­მენ, სულ სხვა, სრუ­ლი­ად არა­სა­ინ­ტე­რე­სო, არა­ვის­თ­ვის სა­სურ­ველ "სა­მარ­თ­ლი­ა­ნო­ბის აღ­დ­გე­ნა­ზე", უფ­რო სწო­რედ კი - ძა­ლა­დო­ბის და უსა­მარ­თ­ლო­ბის აღ­დ­გე­ნა­ზე სის­ხ­ლი­ან, მძაფრ, სას­ტიკ და მა­ინც სრუ­ლი­ად უნი­ჭო სე­რი­ა­ლებს იღე­ბენ, რომ­ლებ­საც აღა­რა­ვინ უყუ­რებს (აღა­რა­ვინ "ჭამს").

P.P.S. შე­იძ­ლე­ბა ვინ­მემ გა­მა­გე­ბი­ნოს, რო­მე­ლი სა­უ­კუ­ნის, რო­მე­ლი ეპო­ქის, რო­მე­ლი დრო­ის, 90-იანე­ბის, შე­ვარ­დ­ნა­ძის, თუ კი­დე უფ­რო შო­რე­უ­ლი, მჟა­ვა­ნი­ძის დრო­ინ­დე­ლი "სა­მარ­თა­ლის" აღ­დ­გე­ნა სურთ და ვის? მორ­ჩი­ლად ვთხო­ვოთ და ნოშ­რი­კომ, კა­კა­ბა­ძემ, ბე­დუ­კა­ძემ ეგე­ბა დაგ­ვი­ზუს­ტონ…

ქეთევან იგნატოვა