რე­მონ­ტის აუცი­ლებ­ლო­ბა
16 მაისი, 2014
1866
print

2012 წლის არ­ჩევ­ნე­ბის შე­დე­გად, სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში ხე­ლი­სუფ­ლე­ბის ცვლი­ლე­ბის შემ­დეგ, არა­ერ­თი ჩე­მი ნაც­ნო­ბის­გან, მე­გობ­რის­გან გა­მი­გო­ნია ფრა­ზა - "…ნამ­დ­ვი­ლად, ჯაჭ­ვ­ლი­ა­ნი-ქან­თა­რია-ბე­სე­ლი­ე­ბი სა­მარ­ცხ­ვი­ნოა! ნამ­დ­ვი­ლად, ახ­ლან­დე­ლი მი­ნის­ტ­რი, თა­ვის წი­ნა­მორ­ბედ­ზე უარე­სი, არაფ­რის მაქ­ნი­სია. ნამ­დ­ვი­ლად, არა­ფე­რი კეთ­დე­ბა, უარე­სად კეთ­დე­ბა… სტაგ­ნა­ციაა ქვე­ყა­ნა­ში… მაგ­რამ, ერ­თი კი ზუს­ტად ვი­ცი, რომ აღარ მე­ში­ნია და ღა­მე მშვი­დად მძი­ნავს! ეს კი ჩემ­თ­ვის მთა­ვა­რია!"

რა თქმა უნ­და, ყვე­ლა­ფე­რი გან­წყო­ბა­ზეა და­მო­კი­დე­ბუ­ლი. რა თქმა უნ­და, ყვე­ლას თა­ვი­სი პი­რა­დი აზ­რი, სა­კუ­თა­რი პრი­ო­რი­ტე­ტე­ბი გა­აჩ­ნია… მაგ­რამ, მარ­თ­ლა გულ­წ­რ­ფე­ლად მა­ინ­ტე­რე­სებს, ასე მშვი­დად, მა­ინც, რო­გორ სძი­ნავთ, რო­დე­საც კვი­რა ისე არ გა­ვა, რომ ვი­ღაც არ ჩაცხ­რი­ლონ, და­ა­ყა­ჩა­ღონ, გა­ძარ­ც­ვონ…; ვი­ღა­ცა, შუა ბარ­ნოვ­ზე, დღი­სით მზი­სით, უამ­რა­ვი ხალ­ხის და­სა­ნა­ხად, სრუ­ლი­ად და­უ­ფა­რა­ვად, ჯერ ელექ­ტ­რო­შო­კე­ბით არ გა­თი­შონ და მე­რე აგუ­რე­ბით, სიკ­ვ­დი­ლის პი­რას არ მი­იყ­ვა­ნონ; დღის პირ­ველ სა­ათ­ზე, ქა­ლე­ბის, ბავ­შ­ვე­ბის, სტუ­დენ­ტე­ბის თავ­შეყ­რის საყ­ვა­რელ კა­ფე-სა­ფუნ­თუ­შე­ში, "ან­ტ­რე­ში", ვი­ღა­ცას მა­კა­რო­ვის ტი­პის იარა­ღი­დან 4-5-ჯერ არ ეს­რო­ლონ, მოხ­ვედ­რი­ლი სა­მი ტყვი­ით მძი­მედ არ დაჭ­რან; ვი­ღა­ცა ნარ­კო­ტი­კის ოვერ­დო­ზის­გან ან უხა­რის­ხო­ბის­გან არ "გა­ი­პა­როს", არ და­ი­ღუ­პოს; რო­მე­ლი­მე მა­ღა­ზია არ და­ა­რე­კე­ტონ, გა­ძარ­ც­ვონ; რო­მე­ლი­მე ოპო­ზი­ცი­ურ დე­პუ­ტატს არ დახ­ვ­დ­ნენ და ასე­ვე ელექ­ტო­შო­კე­ბით, ჯერ მი­სი გა­თიშ­ვა და მე­რე კი გა­ტა­ცე­ბა არ სცა­დონ… კვი­რა ისე არ გა­ვა, არ გა­ვარ­კ­ვი­ოთ, რომ სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში ზო­გა­დად და კერ­ძოდ თბი­ლის­ში, კრი­მი­ნალ­მა თვალ­ნათ­ლივ იმა­ტა, დამ­ძიმ­და, გახ­შირ­და… გა­უხ­ს­ნე­ლი საქ­მე­ე­ბის, და­უს­ჯელ დამ­ნა­შა­ვე­თა რა­ო­დე­ნო­ბა­მაც სა­გან­გა­შოდ იმა­ტა; იმა­ტა ქურ­დო­ბამ, რე­კეტ­მა, უბ­ნის გარ­ჩე­ვებ­მა, ცი­ხის მა­ყუ­რებ­ლებ­მა და მათ­მა ავ­ტო­რი­ტეტ­მა… ყვე­ლა უბ­ნის, ყვე­ლა ქუ­ჩის ბირ­ჟებ­ზე, არაფხი­ზელ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში მდგო­მი ბი­ჭე­ბის რა­ო­დე­ნო­ბა­მაც იმა­ტა; ქუ­ჩა­ში, და­უ­ფა­რა­ვად, იარა­ღით მო­სი­ა­რუ­ლე­თა რა­ო­დე­ნო­ბამ და და­უს­ჯე­ლო­ბის, ან "საქ­მის კე­თე­ბის" იმე­დით გა­გუ­ლი­ა­ნე­ბუ­ლე­ბის თავ­ხე­დო­ბამ, აგ­რე­სი­ა­მაც იმა­ტა… და რაც მთა­ვა­რი და ყვე­ლა­ზე სა­გან­გა­შოა, ამ ყვე­ლა­ფერ­ზე, ხე­ლი­სუფ­ლე­ბის მხრი­დან იმ ტრა­ფა­რე­ტულ­მა, თუ­თი­ყუ­შურ­მა პა­სუ­ხებ­მა იმა­ტა, რომ­ლე­ბიც, ჩე­მი პი­რა­დი აზ­რით, უკ­ვე, მო­რა­ლურ-გო­ნებ­რი­ვი თუ არა, გე­მოვ­ნე­ბის სა­კითხი მა­ინც არის.

მარ­თ­ლა მიკ­ვირს და არ წარ­მო­მიდ­გე­ნია რო­გორ შე­იძ­ლე­ბა, რომ ყო­ველ დღე, ძი­ლის წინ, ბე­სე­ლი­ას, კო­ბა­ხი­ძის გამ­კი­ვა­ნი ხმით, ან ვოლ­ს­კის - გა­დაღ­ლი­ლი კო­მუ­ნის­ტის, ვა­ლი­ა­ჟუ­რი ტო­ნით, ასე­თი ნაც­ნო­ბი, ასე მო­ბეზ­რე­ბუ­ლი, ასე გაც­ვე­თილ-გა­უ­ფა­სუ­რე­ბუ­ლი ერ­თი და იგი­ვე "…აბა, წი­ნა ხე­ლი­სუფ­ლე­ბის დროს?!…" მო­ვის­მი­ნოთ და მა­ინც მშვი­დად გა­დავ­ბ­რუნ­დეთ და და­ვი­ძი­ნოთ? რო­გორ შე­იძ­ლე­ბა, რომ ყო­ველ დღე, ყო­ველ ნა­ბიჯ­ზე, ყვე­ლა სფე­რო­ში, ყვე­ლას გარ­შე­მო, გა­სუ­ლი ხე­ლი­სუფ­ლე­ბის მი­ერ, წლე­ბის მან­ძილ­ზე, დაშ­ვე­ბუ­ლი, საკ­მა­ოდ მძი­მე და მის­თ­ვის სა­ბე­დის­წე­რო, სა­ზო­გა­დო­ე­ბის მხრი­დან არ­ნა­პა­ტი­ე­ბი შეც­დო­მე­ბის, ჩა­დე­ნი­ლი და­ნა­შა­უ­ლე­ბის ბრმა გა­მე­ო­რე­ბას, კი­დევ უფ­რო გახ­ში­რე­ბას, ჩაღ­რ­მა­ვე­ბას, გამ­ძაფ­რე­ბას ვხე­დავ­დეთ და "მშვი­დად გვე­ძი­ნოს"? სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში ჩა­ტა­რე­ბუ­ლი არ­ჩევ­ნე­ბი­დან თით­ქ­მის ორი წლის თავ­ზე, გა­სუ­ლი ხე­ლი­სუფ­ლე­ბი­სად­მი და­უძ­ლე­ვე­ლი კომ­პ­ლექ­სე­ბის მქო­ნე დღე­ვან­დე­ლი ხე­ლი­სუფ­ლე­ბის მსხვერ­პ­ლის როლ­ში, ასე მშვი­დად რა გვა­ძი­ნებს? რო­დემ­დე შე­იძ­ლე­ბა, ყვე­ლა­ნა­ი­რი დღე­ვან­დე­ლი მან­კი­ე­რე­ბა, უსუ­სუ­რო­ბა, უნი­ა­თო­ბა, უზ­ნე­ო­ბა, გა­სუ­ლი წლე­ბის, ყო­ფი­ლი ხე­ლი­სუფ­ლე­ბის მან­კი­ე­რე­ბით გა­ვა­მარ­თ­ლოთ და სიტყ­ვა­ზე, ბო­კე­რი­ა­სად­მი იმერ­ლიშ­ვი­ლის, ან კუბ­ლაშ­ვი­ლი­სად­მი - ბე­სე­ლი­ას და­უძ­ლე­ველ, გა­ნუ­კურ­ნად კომ­პ­ლექ­სებს, ამ წლე­ბის მან­ძილ­ზე აშე­ნე­ბუ­ლი, გამ­ყა­რე­ბუ­ლი, ამუ­შა­ვე­ბუ­ლი უამ­რა­ვი, ასე­თი მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი რამ გა­და­ვა­ყო­ლოთ?

წლე­ბის მან­ძილ­ზე აშე­ნე­ბულ, ფაქ­ტი­უ­რად ნო­ლი­დან აწყო­ბილ, ამუ­შა­ვე­ბულ და წარ­მა­ტე­ბა­მიღ­წე­ულ სის­ტე­მებს, ტენ­დენ­ცი­ებს, მი­მარ­თუ­ლე­ბებს ბზა­რე­ბი უჩ­ნ­დე­ბა! პრო­რუ­სულ-პრო­პუ­ტი­ნუ­რი ტენ­დენ­ცი­ე­ბი სულ უფ­რო მკა­ფიო ხდე­ბა. მე­ხუ­თე კო­ლო­ნა აქ­ტი­ურ­დე­ბა და და­უ­ფა­რა­ვად, ხშირ შემ­თხ­ვე­ვა­ში კი, ცალ­კე­ულ ხე­ლი­სუ­ფალ­თა ხელ­შეწყო­ბით მუ­შა­ობს. წლე­ბის მან­ძილ­ზე მი­ჩუ­მე­ბულ-შე­ნიღ­ბულ­მა ყო­ფილ­მა ჩე­კის­ტებ­მა, კო­მუ­ნის­ტებ­მა, კომ­კავ­ში­რე­ლებ­მა ნიღ­ბე­ბი მო­იხ­ს­ნეს და ხმა თა­მა­მად აიმაღ­ლეს. საკ­მა­ოდ რთუ­ლად მო­პო­ვე­ბულ ავ­ტო­რი­ტეტს, პა­ტი­ვის­ცე­მას, ქარ­თუ­ლი პო­ლი­ცია ნელ-ნე­ლა კარ­გავს, თმობს… პო­ლი­ცი­ელს ურ­ტყა­მენ, წი­ნა­აღ­მ­დე­გო­ბას უწე­ვენ, ეპა­სუ­ხე­ბი­ან, არ ექ­ვემ­დე­ბა­რე­ბი­ან და "გმი­რე­ბის" სტა­ტუ­სით, "გმი­რო­ბის" პოს­ტ­ფაქ­ტუმ, ხმა­უ­რი­ან პრეს­კონ­ფე­რენ­ცი­ებს მარ­თა­ვენ. მე­ლორ ვაჩ­ნა­ძე და ჯა­ბა ჯიშ­კა­რი­ა­ნი კი ალ­ბათ, ჩვენს, ამომ­რ­ჩევ­ლის ხმებს მი­ი­ღე­ბენ და მა­ლე დე­პუ­ტა­ტე­ბიც გახ­დე­ბი­ან! პო­ლი­ცი­ე­ლებ­მაც, ნელ-ნე­ლა, სა­ა­მა­ყო, მოხ­დე­ნი­ლი ფორ­მე­ბი გა­ი­ხა­დეს, სა­უწყე­ბო მან­ქა­ნე­ბი­დან, რა­ღაც გა­უ­გე­ბარ კერ­ძო მან­ქა­ნებ­ზე გა­დას­ხ­დ­ნენ, ღი­პე­ბი მო­ი­ზარ­დეს და თარ­გა­მა­ძის დრო­ინ­დელ პო­ლი­ცი­ე­ლებს სულ უფ­რო და უფ­რო და­ემ­ს­გავ­ს­ნენ. ქვე­ყა­ნა­ში ნარ­კო­ტი­კით ვაჭ­რო­ბამ და მის­გან გა­მოშ­ტე­რე­ბულ-დაბ­რუ­ე­ბულ ახალ­გაზ­რ­და­თა რა­ო­დე­ნო­ბამ მა­სობ­რი­ვი ხა­სი­ა­თი მი­ი­ღო. სიკ­ვ­დი­ლის პი­რამ­დე ცე­მას, ელექ­ტ­რო­შო­კის გა­მო­ყე­ნე­ბას, ცეცხ­ლ­სას­რო­ლი ირა­ღით დაჭ­რას, "მსუ­ბუ­ქი და­ზი­ა­ნე­ბის" კვა­ლი­ფი­კა­ცია სულ უფ­რო ხში­რად და წი­ნა ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ზე მე­ტად ტენ­დენ­ცი­უ­რად, პო­ლი­ტი­ზე­ბუ­ლად და უტიფ­რად ენი­ჭე­ბა. სხვა­დას­ხ­ვა ად­გი­ლას, სხვა­დას­ხ­ვა სის­ტე­მა­ში, სხვა­დას­ხ­ვა მიზ­ნით ქრთა­მის სა­ხით მი­ცე­მუ­ლი ფუ­ლი, ნელ-ნე­ლა, ძა­ლას იკ­რებს, ასე მი­ვიწყე­ბულ მის უძ­ლე­ვე­ლო­ბას იბ­რუ­ნებს. სა­ხელ­მ­წი­ფო საქ­მე­ებ­ში, სა­ხელ­მ­წი­ფოს მარ­თ­ვა­ში ეკ­ლე­სი­ის ჩა­რე­ვა, კი­დევ უფ­რო აშ­კა­რა და უტაქ­ტო ხდე­ბა. წი­ნა­სა­არ­ჩევ­ნო და­პი­რე­ბე­ბის, ხმა­მა­ღა­ლი გა­ნაცხა­დე­ბის, ბე­სე­ლი­ე­ბის წი­წი­ნის მი­უ­ხე­და­ვად, თვალ­თ­ვა­ლი, პი­რა­დი სა­უბ­რე­ბის მოს­მე­ნა, ფა­რუ­ლი კა­მე­რე­ბით გა­და­ღე­ბა, არამ­ც­თუ არ შეწყ­და, არა­მედ კი­დევ უფ­რო გახ­შირ­და და გა­ნურ­ჩევ­ლად მო­ე­დო სა­ზო­გა­დო­ე­ბის ყვე­ლა ფე­ნას. უს­მე­ნენ წამ­ყ­ვან ჟურ­ნა­ლის­ტებს, მეც­ნი­ე­რებს, ბიზ­ნეს­მე­ნებს, პარ­ლა­მენ­ტა­რებს, მი­ნის­ტ­რებს… ამ­ხე­ლენ, უმ­ტ­კი­ცე­ბენ, ფაქ­ტებს უდე­ბენ და მა­ინც უს­მე­ნენ, იღე­ბენ და რაც მთა­ვა­რია, გახ­მა­უ­რე­ბის, სკან­და­ლის შემ­თხ­ვე­ვა­ში, თა­ვად გა­და­ღე­ბულ-მოს­მე­ნი­ლებს და რა თქმა უნ­და, ორი წლის წინ გა­დარ­ჩე­ულ ხე­ლი­სუფ­ლე­ბას, აბა, მა­გის გა­რე­შე რო­გორ იქ­ნე­ბა, ადა­ნა­შა­უ­ლე­ბენ…

ქუ­ჩებ­ში, გზაჯ­ვა­რე­დი­ნებ­ზე, კა­ფე­ებ­თან, რეს­ტორ­ნებ­თან, სას­ტუმ­რო­ებ­თან, მა­ღა­ზი­ებ­თან… და­მონ­ტა­ჟე­ბუ­ლი სათ­ვალ­თ­ვა­ლო კა­მე­რე­ბი კი აღარ მუ­შა­ობს! უფ­რო სწო­რად მუ­შა­ობს, უბ­რა­ლოდ, გა­აჩ­ნია რა შემ­თხ­ვე­ვაა, რა სა­ჭი­რო­ე­ბაა. პა­ტი­მა­რი მე­რა­ბიშ­ვი­ლი ღა­მე, უკა­ნო­ნოდ, და­სა­ში­ნებ­ლად, გენ­პ­რო­კუ­რორ­თან წა­იყ­ვა­ნეს, თუ დე­პუ­ტატ წიკ­ლა­ურს სახ­ლ­თან და­უხ­ვ­დ­ნენ, თუ შუა ბარ­ნოვ­ზე კო­დუა აგუ­რე­ბით, ფაქ­ტი­უ­რად, მოკ­ლეს, თუ ერთ ფინ­ჯან ყა­ვა­ზე კა­ფე­ში მი­სულ ხერ­ხე­უ­ლი­ძეს სა­მი ტყვია ეს­რო­ლეს… კა­მე­რე­ბი არ­სად მუ­შა­ობ­და?! არა­ფე­რი, სულ არა­ფე­რი არ და­ა­ფიქ­სი­რა? კა­მე­რე­ბიც პო­ლი­ტი­ზე­ბუ­ლია, თუ ბო­კე­რია-მე­რა­ბიშ­ვი­ლის კომ­პ­ლექ­სე­ბი კა­მე­რებ­საც არა­ნაკ­ლე­ბად აწუ­ხებს? "ნა­ცი" დაჭ­რეს, მა­თი გულ­შე­მატ­კი­ვა­რი ცე­მეს, მა­თი დე­პუ­ტა­ტი და­ა­სის­ხ­ლი­ა­ნეს, "ნა­ცე­ბის" დროს კარ­გად მყო­ფი მოკ­ლეს? არ გა­და­ვი­ღებთ! ვერ გა­ნა­ხებთ! მთა­ვა­რია, სა­გა­ნე­ლი­ძეს არ და­უ­შავ­დეს რა­მე! აი, კა­მე­რე­ბის მუ­შა­ო­ბა მე­რე ნა­ხეთ!

ქვე­ყა­ნა, ქარ­თუ­ლი სა­ხელ­მ­წი­ფო ნელ-ნე­ლა ბზა­რე­ბით იფა­რე­ბა, ჩვენ კი, მთა­ვა­რია, მშვი­დად გვძი­ნავს და გუ­ლუბ­რ­ყ­ვი­ლოდ, ბავ­შ­ვე­ბი­ვით გვი­ხა­რია, რომ, ჯერ­ჯე­რო­ბით სახ­ლებ­ში არა­ვინ გვი­ვარ­დე­ბა, ჩვენ ტკბილ ძილს არა­ვინ აფ­რ­თხობს, ხვრინ­ვას მიკ­რო­ფონ­ზე არა­ვინ იწერს, ჩვენ ფე­რად-ფე­რად სიზ­მ­რებს არა­ვინ იღებს და მე­რე ამით არ გვა­შან­ტა­ჟებს…

რა თქმა უნ­და, გან­წყო­ბას ძა­ლი­ან დი­დი, ფაქ­ტი­უ­რად, გა­დამ­წყ­ვე­ტი მნიშ­ვ­ნე­ლო­ბა აქვს და სწო­რედ ჩე­მი პი­რა­დი გან­წყო­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე გა­მო­გიტყ­დე­ბით, რომ სულ უფ­რო ნაკ­ლე­ბად მშვი­დი ძი­ლი გა­მიხ­და! ჩემ­და­უ­ნებ­ლი­ედ, ძი­ლის წინ, სა­ხელ­მ­წი­ფოს სა­ძირ­კ­ველ­ზე, კედ­ლებ­ზე ამ ბო­ლო პე­რი­ოდ­ში გა­ჩე­ნი­ლი ბზა­რე­ბის აუცი­ლე­ბელ და სას­წ­რა­ფო შე­კე­თე­ბა­ზე, სულ უფ­რო და უფ­რო ხში­რად ვფიქ­რობ! ახა­ლა­შე­ნე­ბულ­მა "დაჯ­დო­მა" და ბზა­რი იცი­სო! ქვე­ყა­ნა­ში რე­მონ­ტის, თუნ­დაც სულ პა­ტა­რა, კოს­მე­ტი­კუ­რი რე­მონ­ტის, ბზა­რე­ბის შე­ლეს­ვის აუცი­ლებ­ლო­ბას, სამ­წუ­ხა­როდ, ზედ­მე­ტად მკა­ფი­ოდ ვხე­დავ… და მშვი­დად ვე­ღარ მძი­ნავს. ჩემს ძი­ლის­გუ­და მე­გო­ბარ-ნაც­ნო­ბებ­საც, მთე­ლი გუ­ლით მინ­და ვთხო­ვო - ჯერ ასე სიმ­წ­რით, ასე ერ­თობ­ლი­ვად, ჩვე­ნი­ვე ხე­ლით აშე­ნე­ბულ­ზე მუ­ხა­ნა­თუ­რად გა­ჩე­ნი­ლი ბზა­რე­ბი ერ­თად შევ­ლე­სოთ, გა­ვა­ლა­მა­ზოთ, სა­ხელ­მ­წი­ფოს­თ­ვის აუცი­ლე­ბე­ლი "რე­მონ­ტი" გა­ვა­კე­თოთ და მშვი­დი, ტკბი­ლი ძი­ლი მე­რე იყოს… იავ­ნა­ნა, ვარ­დოვ­ნა­ნა, იავ­ნა­ნი­ნაო……

"…სულ ძი­ლი, ძი­ლი… როს­ღა გე­ღირ­სოს შენ გაღ­ვი­ძე­ბა?!"

 

P.S. ისე, ძილს, ამ ბო­ლო დროს, ყვე­ლა­ზე ეფექ­ტუ­რად პატ­რუ­ლი მიფ­რ­თხობს! არ ვი­ცი, ჩვე­ნი უბ­ნის პატ­რუ­ლია ასე­თი მყვი­რა­ლა, ფსი­ქო­პა­ტი, თუ სხვა უბ­ნებ­შიც ასეა (თუმ­ცა, მე­გობ­რებს ხომ მშვი­დად სძი­ნავთ?), მაგ­რამ ღა­მის 3-4-5 სა­ათ­ზე, "ჩვე­ნი" პატ­რუ­ლი ისე ყვი­რის, თით­ქოს, მთვრა­ლი, სა­კუ­თარ სახ­ლ­ში იყოს და მი­ჩაგ­რულ ცოლს უყ­ვი­რო­დეს. ნე­ტა­ვი, ასე გვი­ან ღა­მე, ასე ვის უბ­რაზ­დე­ბა ხოლ­მე? ეგე­ბა მარ­თ­ლა ფსი­ხია?! ან, ეგე­ბა ეგეც ბზა­რებს ამ­ჩ­ნევს და არ უნ­და, მშვი­დად გვე­ძი­ნოს?!

lika andiashvili