სექ­სის შე­სა­ხებ
23 მაისი, 2014
3433
print

თა­კო სალ­თხუ­ციშ­ვი­ლი

 ყო­ველ­თ­ვის მე­გო­ნა, რომ ჟურ­ნალ-გა­ზე­თებ­ში გა­მოქ­ვეყ­ნე­ბუ­ლი ის­ტო­რი­ე­ბი - "გა­მარ­ჯო­ბა, მე ლი­კა ვარ, 28 წლის, ქმარ­თან მაქვს პრობ­ლე­მე­ბი" - მხო­ლოდ ჟურ­ნა­ლის­ტე­ბის მი­ერ შეთხ­ზუ­ლი ის­ტო­რი­ე­ბი იყო, ვი­ნა­ი­დან ასე­თი ის­ტო­რი­ე­ბის კითხ­ვა სა­ზო­გა­დო­ე­ბის უმ­რავ­ლე­სო­ბის საყ­ვა­რე­ლი გა­სარ­თო­ბია ხოლ­მე. ჩემ­და გა­საკ­ვი­რად, ერთ სა­ღა­მოს, რო­დე­საც ელ-ფოს­ტას ვა­მოწ­მებ­დი, მეც დამ­ხ­ვ­და და­ახ­ლო­ე­ბით მსგავ­სი ტი­პის წე­რი­ლი. რა თქმა უნ­და, ამით ჩე­მი აზ­რი "მო­გო­ნილ ის­ტო­რი­ებ­ზე" მთლი­ა­ნად არ შე­მიც­ვ­ლია, თუმ­ცა ალ­ბათ ხან­და­ხან მარ­თ­ლაც წე­რენ სა­კუ­თარ ოჯა­ხურ პრობ­ლე­მებ­ზე ჟურ­ნა­ლის­ტებს, იმ იმე­დით, რომ უფა­სო კონ­სულ­ტა­ცი­ის მსგავს მი­ი­ღე­ბენ.

ვიდ­რე წე­რი­ლის ში­ნა­არსს გა­გაც­ნობ­დეთ, გა­ნათ­ლე­ბის სა­კითხს უნ­და შე­ვე­ხო, რო­მე­ლიც საკ­მა­ოდ სა­დაოა სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში. ვერც ერთ სო­ცი­ა­ლურ ჯგუფ­ში ვერ შეხ­ვ­დე­ბით ადა­მი­ა­ნებს, რომ­ლე­ბიც ერ­თხ­მად თან­ხ­მ­დე­ბი­ან სქე­სობ­რი­ვი ცხოვ­რე­ბის შე­სა­ხებ გა­ნათ­ლე­ბის აუცი­ლებ­ლო­ბა­ზე. მე სავ­სე­ბით ვე­თან­ხ­მე­ბი იმათ, ვინც თვლის, რომ ამ სა­კითხ­ში გა­ნათ­ლე­ბის დო­ნე სა­გან­გა­შოა, აუცი­ლე­ბე­ლია შე­სა­ბა­მი­სი ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბის ჩა­ტა­რე­ბა და ამ სა­კითხ­ზე სე­რი­ო­ზუ­ლი მსჯე­ლო­ბა. ამის აუცი­ლებ­ლო­ბის დას­ტუ­რად სექ­სო­ლოგ­მა, ბა­ტონ­მა ზუ­რაბ მარ­შა­ნი­ამ ერ­თი სა­ხა­ლი­სო ის­ტო­რია მი­ამ­ბო.

რა­დი­ო­ში რე­კავს ახალ­გაზ­რ­და გო­გო­ნა, რო­მე­ლიც სექ­სო­ლოგს მი­მარ­თავს კითხ­ვით: გა­დავ­წყ­ვი­ტე, ჩემს შეყ­ვა­რე­ბულ­თან სქე­სობ­რი­ვი აქ­ტი და­ვამ­ყა­რო (გო­გო­ნა ქა­ლიშ­ვი­ლია), მა­ინ­ტე­რე­სებს, მე­ო­რე დღეს მა­მა­ჩე­მი ჩემს სი­ა­რულ­ზე მიხ­ვ­დე­ბა?

ახ­ლა რაც შე­ე­ხე­ბა წე­რილს, რო­მე­ლიც მი­ი­ვი­ღე: ახალ­გაზ­რ­და გო­გო­ნა მწერს - "გა­მარ­ჯო­ბა თა­კო, რო­გორც მივ­ხ­ვ­დი, ფსი­ქო­ლო­გი ხარ და გა­დავ­წყ­ვი­ტე, ჩე­მი პა­ტა­რა პრობ­ლე­მა მო­მე­წე­რა იმ იმე­დით, რომ ნა­წი­ლობ­რივ კონ­სულ­ტა­ცი­ას გა­მი­წევ. შენს სტა­ტი­ა­ში "გან­ქორ­წი­ნე­ბა" ისა­უბ­რე სექ­სუ­ა­ლუ­რი ცხოვ­რე­ბის მნიშ­ვ­ნე­ლო­ბა­ზე და თქვი, რომ ამა­ზე შემ­დეგ სტა­ტი­ა­ში პრო­ფე­სი­ო­ნალ­თან ერ­თად ისა­უბ­რებ­დი, ძა­ლი­ან გთხოვ, მაგ პრო­ფე­სი­ო­ნალს კითხე, შე­იძ­ლე­ბა თუ არა ახ­ლად­შექ­მ­ნი­ლი ოჯა­ხი სექ­სის გა­მო და­მენ­გ­რეს. მრცხვე­ნია ამ თე­მა­ზე ლა­პა­რა­კი, ვი­ღაც გი­ჟად ჩამ­თ­ვ­ლის, მაგ­რამ ჩე­მი ქმა­რი ძა­ლი­ან მა­ლე აღ­წევს ორ­გაზმს, მე კი­დევ სულ და­უკ­მა­ყო­ფი­ლე­ბე­ლი ვრჩე­ბი, არც ვი­ცი ჩე­მი ბრა­ლია ეს თუ მი­სი, მაგ­რამ ამ ბო­ლო დროს ყვე­ლა­ფერ­ზე ვჩხუ­ბობ, ამი­ტომ ურ­თი­ერ­თო­ბა ძა­ან დაგ­ვე­ძა­ბა, ხო­და გეხ­ვე­წე­ბი, მითხა­რი რა ვქნა?" - ეს არის ტექ­ს­ტის ცი­ტი­რე­ბა, მე­გობ­რე­ბო!

ნამ­დ­ვი­ლად ვა­პი­რებ­დი სექ­სუ­ა­ლურ დის­ფუნ­ქ­ცი­ებ­ზე, დარ­ღ­ვე­ვებ­ზე და აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე წარ­მოქ­მ­ნილ ფსი­ქო­ლო­გი­ურ და სო­ცი­ა­ლურ პრობ­ლე­მა­ზე სა­უ­ბარს პრო­ფე­სი­ო­ნალ­თან ერ­თად, მაგ­რამ ამ­ჯე­რად სას­წ­რა­ფოდ გა­ვე­შუ­რე სექ­სო­ლოგ ზუ­რაბ მარ­შა­ნი­ას­თან.

პირ­ველ რიგ­ში ალ­ბათ ვი­ცით და ვთან­ხ­მ­დე­ბით იმა­ზე, რომ არ­სე­ბობს ჯან­სა­ღი ცხოვ­რე­ბის წე­სე­ბი. ვარ­ჯი­ში, ჯან­სა­ღი კვე­ბა და კვე­ბის სწო­რი რე­ჟი­მი, ძი­ლის რე­ჟი­მი და ა.შ. ამ სი­ა­ში ჯან­სა­ღი სექ­სიც შე­დის.

მა­გა­ლი­თად, რო­დე­საც მე­უღ­ლეს­თან პრობ­ლე­მე­ბი გაქვს, ხში­რად ჩხუ­ბობ, მუდ­მი­ვად გა­ღი­ზი­ა­ნე­ბუ­ლი ხარ, ან შე­ნი პარ­ტ­ნი­ო­რია ასეთ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში. ოჯა­ხი გენ­გ­რე­ვა და გამ­ქ­რალ სიყ­ვა­რულ­ზე, ურ­თი­ერ­თ­გა­გე­ბა­ზე ან პა­ტი­ვის­ცე­მა­ზე სა­უბ­რობ. თუ ამ პრობ­ლე­მით ფსი­ქო­ლოგ­თან მიხ­ვალ, ის პირ­ვე­ლი­ვე დღეს გკითხ­ვათ - "სექ­სი რო­გო­რი გაქვთ?" შე­იძ­ლე­ბა უთხ­რა, რომ ცუ­დი გაქვს, სა­ერ­თოდ არ გაქვს ან ასე­თის ქო­ნას ჯო­ბია არ გქონ­დეს, რა­ზეც ფსი­ქო­ლო­გი მო­გიბ­რუნ­დე­ბა და გეტყ­ვის - გა­სა­გე­ბია! ეს კი ნიშ­ნავს, რომ თუ სექ­სუ­ა­ლუ­რი ცხოვ­რე­ბა საყ­ვა­რელ ადა­მი­ან­თან არა­ჯან­სა­ღია, ან სა­ერ­თოდ აღარ არის, თა­ვის­თა­ვად კონ­ფ­ლიქ­ტუ­რი სი­ტუ­ა­ცი­ე­ბი მა­ტუ­ლობს, წვრილ­მა­ნებ­ზე ყუ­რადღე­ბას ამახ­ვი­ლებ, რად­გან მუდ­მი­ვად გა­ღი­ზი­ა­ნე­ბუ­ლი ხარ.

რა თქმა უნ­და, არას­რულ­ფა­სო­ვა­ნი სექ­სუ­ა­ლუ­რი ცხოვ­რე­ბა თა­ვის­თა­ვად არ გუ­ლის­ხ­მობს ოჯა­ხის დან­გ­რე­ვას ყვე­ლა შემ­თხ­ვე­ვა­ში, თუმ­ცა ბედ­ნი­ერ ცხოვ­რე­ბას ნამ­დ­ვი­ლად გა­მო­რიცხავს.

ჯან­დაც­ვის მსოფ­ლიო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ამ შე­მო­ი­ტა­ნა ცნე­ბა - "სქე­სობ­რი­ვი ჯან­მ­რ­თე­ლო­ბა". ეს ტერ­მი­ნი სრულ­ფა­სო­ვან და ჰარ­მო­ნი­ულ სქე­სობ­რივ ცხოვ­რე­ბას გუ­ლის­ხ­მობს. რო­გორც ბა­ტონ­მა ზუ­რაბ მარ­შა­ნი­ამ ინ­ტერ­ვი­უ­ში აღ­ნიშ­ნა - "სქე­სობ­რი­ვი ჯან­მ­რ­თე­ლო­ბა" ყო­ველ­გ­ვა­რი ძალ­და­ტა­ნე­ბის გა­რე­შე არ­სე­ბულ სექ­სუ­ა­ლურ აქტს ით­ვა­ლის­წი­ნებს, რომ­ლის დრო­სად ქა­ლიც და მა­მა­კა­ციც იღებს სი­ა­მოვ­ნე­ბას და მათ ბედ­ნი­ე­რე­ბის შეგ­რ­ძ­ნე­ბას ანი­ჭებს. შე­სა­ბა­მი­სად, რო­დე­საც ჩვენ დარ­ღ­ვე­ვებ­ზე, დის­ფუნ­ქ­ცი­ებ­ზე ვსა­უბ­რობთ, აქ ორი შემ­თხ­ვე­ვა უნ­და გან­ვი­ხი­ლოთ - ერ­თი, რო­დე­საც კონ­კ­რე­ტუ­ლი დარ­ღ­ვე­ვა ხელს უშ­ლის ადა­მი­ანს სქე­სობ­რივ ცხოვ­რე­ბა­ში და მე­ო­რე, რო­დე­საც უბ­რა­ლოდ არ შე­უძ­ლია სქე­სობ­რი­ვი აქ­ტის ჩა­ტა­რე­ბა.

პირ­ვე­ლი, რაც ძა­ლი­ან მა­ინ­ტე­რე­სებ­და და ბა­ტონ ზუ­რაბს ვკითხე, იყო სტა­ტის­ტი­კა - ქა­ლებ­ში უფ­რო ჭარ­ბობს დის­ფუნ­ქ­ცი­ე­ბი თუ მა­მა­კა­ცებ­ში. მსოფ­ლი­ო­ში ჩა­ტა­რე­ბუ­ლი ეპი­დე­მი­ო­ლო­გი­უ­რი კვლე­ვე­ბის თა­ნახ­მად, სექ­სუ­ა­ლუ­რი დარ­ღ­ვე­ვე­ბი ქა­ლებ­ში ჭარ­ბობს. სა­შუ­ა­ლო პრო­ცენ­ტუ­ლი თა­ნა­ფარ­დო­ბა ასე­თია: ქა­ლი - 60 პრო­ცენ­ტი, მა­მა­კა­ცი - 40 პრო­ცენ­ტი. თუმ­ცა ყვე­ლა­ზე სა­ინ­ტე­რე­სო ის არის, რომ ამ სტა­ტის­ტი­კის მი­ხედ­ვით სა­ქარ­თ­ვე­ლო­ზე რომ ვი­სა­უბ­როთ ლო­გი­კუ­რად, სექ­სო­ლოგ­თან მი­მარ­თ­ვი­ა­ნო­ბაც შე­სა­ბა­მი­სი უნ­და იყოს, ჩვენც ხომ მსოფ­ლი­ოს ნა­წი­ლი ვართ. მაგ­რამ აღ­მოჩ­ნ­და, რომ ამ ლო­გი­კი­დან ამოვ­ვარ­დით და შე­დე­გი ასე­თია: სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში ექიმს მა­მა­კა­ცე­ბის 82 და ქა­ლე­ბის 18 პრო­ცენ­ტი მი­მარ­თავს.

რაც შე­ე­ხე­ბა ძი­რი­თად დარ­ღ­ვე­ვებს, ბა­ტო­ნი ზუ­რა­ბი თა­ვის პი­რად კვლე­ვა­ზე დაყ­რ­დ­ნო­ბით ამ­ბობს:

- ჩემს პა­ცი­ენ­ტებ­ში, უკა­ნას­­ნელ წელს მო­სუ­ლი 150 ქა­ლი­დან, 55 პრო­ცენ­ტი ვა­გი­ნიზ­მი­თაა და­­ვა­დე­ბუ­ლი, 23 პრო­ცენ­ტით ანორ­გაზ­მი­ით, რაც გუ­ლის­­მობს, ქა­ლის მი­ერ ორ­გაზ­მის მიღ­წე­ვის გარ­თუ­ლე­ბას ან შე­უძ­ლებ­ლო­ბას, და­ახ­ლო­ბით 12 პრო­ცენ­ტი კი ლი­ბი­დოს დაქ­ვე­­თე­ბით, ანუ სქე­სობ­რი­ვი ლტოლ­ვის დაქ­ვე­­თე­ბით მომ­მარ­თავს.

ვა­გი­ნიზ­მი პირ­ვე­ლი ღა­მის პრობ­ლე­მაა. ანუ, პირ­ველ ღა­მეს სქე­სობ­რი­ვი აქ­ტი ვერ მყარ­დე­ბა იმი­ტომ, რომ ქა­ლის მი­ერ სა­შოს კა­რიბ­ჭის პირ­ვე­ლის მე­სა­მე­დის კუნ­თე­ბის უნებ­ლიე შე­კუმ­შ­ვა ხდე­ბა, რო­მე­ლიც ხან­და­ხან კრუნ­ჩხ­ვის ხა­სი­ათ­საც იღებს და სპაზ­მი საკ­მა­ოდ ძლი­ე­რია. ამას­თან და­კავ­ში­რე­ბით სექ­სო­ლოგ ზუ­რაბ მარ­შა­ნი­ას ამე­რი­კე­ლი კო­ლე­გის ცი­ტა­ტა მოჰ­ყავს: "ვა­გი­ნიზ­მის დროს, მა­მა­კაცს და ქალს ისე­თი შეგ­რ­ძ­ნე­ბა ეუფ­ლე­ბათ, რომ თით­ქოს რა­ღა­ცა რკი­ნა-ბე­ტო­ნის ზღუ­დე ეფა­რე­ბა მა­მა­კა­ცის სას­ქე­სო ორ­გა­ნოს, რომ შე­აღ­წი­ოს ქა­ლის სა­შო­ში".

რაც შე­ე­ხე­ბა სექ­სუ­ა­ლურ დის­ფუნ­ქ­ცი­ებს მა­მა­კა­ცებ­ში:

- მა­მა­კა­ცებ­ში დარ­­ვე­ვებს შო­რის პირ­ველ ად­გილ­ზე ერექ­ცი­­ლი დის­ფუნ­­ციაა, მე­­რე ად­გილს კი ნა­ად­რე­ვი ეაკუ­ლა­ცია იკა­ვებს.

გან­ვ­მარ­ტავ, რომ ეაკუ­ლა­ცია სპერ­მის დან­თხე­ვას ნიშ­ნავს, რაც მა­მა­კა­ცებ­ში თან­ხ­ვედ­რი­ლია ორ­გაზ­მ­თან. შე­სა­ბა­მი­სად ნა­ად­რე­ვი ეაკუ­ლა­ცია მა­მა­კა­ცებ­ში ხან­მოკ­ლე სექ­სუ­ა­ლუ­რი აქტს ნიშ­ნავს.

ექიმ-სექ­სო­ლო­გის გან­მარ­ტე­ბით, მსოფ­ლიო სტა­ტის­ტი­კა სხვა­ნა­ი­რია, პირ­ველ ად­გილს სწო­რედ ეს უკა­ნას­კ­ნე­ლი - ნა­ად­რე­ვი ეაკუ­ლა­ცია იკა­ვებს, მაგ­რამ სა­ქარ­თ­ვე­ლო არ ექ­ვემ­დე­ბა­რე­ბა მსოფ­ლი­ოს. ამ შემ­თხ­ვე­ვა­ში თა­მა­მად შე­იძ­ლე­ბა ით­ქ­ვას, მი­ზე­ზი - პირ­ველ რიგ­ში გა­უ­ნათ­ლებ­ლო­ბაა, მე­ო­რეც პარ­ტ­ნი­ორ­ზე არა­სა­თა­ნა­დო ზრუნ­ვა. ბა­ტო­ნი ზუ­რა­ბი ამ­ბობს, რომ ქარ­თ­ვე­ლი მა­მა­კა­ცი სწრაფ სექ­სუ­ა­ლურ აქტს არ თვლის პრობ­ლე­მად და შე­სა­ბა­მი­სად ექიმს არ აკითხავს. აი რო­დე­საც ერექ­ცი­ის დარ­ღ­ვე­ვა ეწყე­ბა, მა­შინ ტეხს გან­გაშს. ამი­ტომ სტა­ტის­ტი­კა­შიც ერექ­ცი­ის დარ­ღ­ვე­ვა ჭარ­ბობს.

ახ­ლა რაც შე­ე­ხე­ბა გო­გო­ნას, რო­მელ­საც "ამ პრო­ფე­სო­რის­თ­ვის" კითხ­ვა ჰქონ­და - "შე­იძ­ლე­ბა თუ არა სექ­სი გახ­დეს ოჯა­ხის დან­გ­რე­ვის მი­ზე­ზი" - პრო­ფე­სო­რი პა­სუ­ხობს:

- რა თქმა უნ­და, ოჯა­ხის დან­­რე­ვის მი­ზე­ზი ხში­რად ხდე­ბა არას­რულ­ფა­სო­ვა­ნი სქე­სობ­რი­ვი ცხოვ­რე­ბა. ძი­რი­თა­დად მა­ინც ქალ­ზე ვი­სა­უბ­რებ, რად­გან რე­­ლუ­რი სტა­ტის­ტი­კით სა­ქარ­­ვე­ლო­ში დარ­­ვე­ვე­ბი მა­მა­კა­ცებ­ში უფ­რო მე­ტია და პარ­­ნი­­რე­ბის სექ­სუ­­ლუ­რი დის­ჰარ­მო­ნია უკ­ვე სო­ცი­­ლუ­რი პრობ­ლე­მა გახ­და. ასეთ ყო­ფით პრობ­ლე­მებ­ში ექი­მის მო­ნა­წი­ლე­­ბა ძა­ლი­ან მნიშ­­ნე­ლო­ვა­ნია. პი­რა­დად ჩე­მი გა­მოც­დი­ლე­ბი­დან გეტყ­ვით, რომ ათე­­ლო­ბით ჩე­მი პა­ცი­ენ­ტი შე­მიძ­ლია მო­გიყ­ვა­ნოთ, რომ­ლებ­მაც მო­­ხერ­ხეს ოჯა­ხის შე­ნარ­ჩუ­ნე­ბა და მთლი­­ნად ურ­თი­ერ­თო­ბის აღ­­გე­ნა მა­შინ, რო­დე­საც მო­­ხერ­ხეს სრულ­ყო­ფი­ლი სქე­სობ­რი­ვი აქ­ტი. რა თქმა უნ­და, ექი­მი-სექ­სო­ლო­გი უპირ­ვე­ლე­სად ექი­მია, მაგ­რამ მი­სი პრო­ფე­სი­­დან და პა­ცი­ენ­ტე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, ექი­მი-სექ­სო­ლო­გის მო­ვა­ლე­­ბე­ბი ხში­რად წმინ­და სა­­ქი­მო საქ­მეს ცდე­ბა და სო­ცი­­ლურ სფე­რო­შიც იჭ­რე­ბა. მა­გა­ლი­თად, დღე­საც მყავ­და ასე­თი პა­ცი­ენ­ტი, რო­მელ­საც სე­რი­­ზუ­ლი პრობ­ლე­მე­ბი აქვს მე­უღ­ლეს­თან, რად­გან ნა­ად­რე­ვი ეაკუ­ლა­ცი­ის პრობ­ლე­მა აწუ­ხებს, არ იმ­კურ­ნა­ლა თა­ვის დრო­ზე, შეწყ­ვი­ტა მკურ­ნა­ლო­ბა, ამ სა­მე­დი­ცი­ნო პრობ­ლე­მამ კი თა­ვის­თა­ვად გა­მო­იწ­ვია უამ­რა­ვი ყო­ფი­თი პრობ­ლე­მა. ქა­ლი ვერ აღ­წევს ორ­გაზმს. პრაქ­ტი­კუ­ლად, ცოლ-ქმარს შო­რის ურ­თი­ერ­თო­ბა უკ­ვე იმ­დე­ნად სე­რი­­ზუ­ლად და­­ძა­ბა, რომ და­შო­რე­ბა­ზე ფიქ­რო­ბენ. რე­­ლუ­რად, სექ­სო­ლო­გის პრო­ფე­სია სხვა ექი­მე­ბის პრო­ფე­სი­ის­გან ამი­თიც გან­­­ვავ­დე­ბა, რომ წმინ­და სა­­ქი­მო მიდ­გო­მე­ბის და მკურ­ნა­ლო­ბის გარ­და, აუცი­ლე­ბე­ლია თან­­ვედ­რი­ლი თე­რა­პი­­ლი მე­თო­დე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბაც. მა­გა­ლი­თად, წმინ­და სექ­სო­ლო­გი­ურ-თე­რა­პი­­ლი მე­თო­დი, მას­ტე­რი­სა და რო­ჯერ­სის სექ­­თე­რა­პია. არ ვი­ცი რით დას­რულ­დე­ბა ამ ოჯა­ხის ბე­დი, მაგ­რამ ფაქ­ტია, რომ მა­თი ასე­თი სი­­ტუ­­ცია სწო­რედ არა­ჯან­სა­ღი სქე­სობ­რი­ვი ცხოვ­რე­ბის შე­დე­გია.

ალ­ბათ გა­გი­გი­ათ, უამ­რავ ფილ­მ­შიც გი­ნა­ხავთ, რო­დე­საც პარ­ტ­ნი­ო­რი ცოლს სექსს სთა­ვა­ზობს და უარის მი­ზე­ზად ქა­ლი თა­ვის ტკი­ვილს ასა­ხე­ლებს. ეს არ არის მი­თი, სრუ­ლი­ად რე­ა­ლუ­რია. ბა­ტო­ნი ზუ­რა­ბიც ადას­ტუ­რებს ამ ფაქტს და არა­ჯან­სა­ღი სქე­სობ­რი­ვი ცხოვ­რე­ბის იმ უარ­ყო­ფით ეფექ­ტებ­ზე სა­უბ­რობს, რაც ქა­ლის მუდ­მი­ვად და­უკ­მა­ყო­ფი­ლებ­ლო­ბის შემ­თხ­ვე­ვა­ში იჩენს ხოლ­მე თავს.

- არას­რულ­ფა­სო­ვა­ნი სქე­სობ­რი­ვი ცხოვ­რე­ბა, პირ­ველ რიგ­ში, ძა­ლი­ან უარ­ყო­ფი­თად მოქ­მე­დებს ქა­ლის ფსი­ქი­კა­ზე, იმი­ტომ რომ ქალს მუდ­მი­ვი და სრუ­ლი­ად სა­მარ­­ლი­­ნი უკ­მა­ყო­ფი­ლე­ბის გრძნო­ბა აქვს. რო­დე­საც მა­მა­კაცს აქვს ეაკუ­ლა­ცია, ის ყვე­ლა შემ­თხ­ვე­ვა­ში აღ­წევს ორ­გაზმს, ქა­ლი ასე არ არის, მას ეაკუ­ლა­ცი­ის ფუნ­­ცია არ აქვს. იგი სქე­სობ­რივ აქტს ატა­რებს, მაგ­რამ ეს აქ­ტი სუ­ლაც არ ნიშ­ნავს იმას, რომ მა­მა­კა­ცის მსგავ­სად ისიც აუცი­ლებ­ლად ორ­გაზ­მით და­ას­რუ­ლებს მას. რო­დე­საც მა­მა­კაცს ნა­ად­რე­ვი ეაკუ­ლა­ცია აქვს, შე­სა­ბა­მი­სად ქა­ლი ვერ ას­­რებს აგ­­ნე­ბის ისეთ დო­ნე­ზე მის­­ლას, რომ ორ­გაზმს მი­აღ­წი­ოს, რაც ხში­რად ანორ­გაზ­მი­ის მი­ზე­ზიც ხდე­ბა. ეს ყვე­ლა­ფე­რი რო­გორც ქა­ლებ­ში, ასე­ვე მა­მა­კა­ცებ­ში, სო­მა­ტურ, ანუ ფი­ზი­კურ დარ­­ვე­ვებ­საც იწ­ვევს. მა­გა­ლი­თად, ყვე­ლა­ზე ხში­რია თა­ვის ტკი­ვი­ლი. ასე­ვე იწ­ვევს ში­ნა­გა­ნი ორ­გა­ნო­­ბის დის­ფუნ­­ცი­ებს. მათ შო­რის, საჭ­­ლის მომ­ნე­ლე­ბე­ლი სის­ტე­მის გა­­­რე­სე­ბას და მრა­ვა­ლი სხვა ორ­გა­ნოს ფუნ­­ცი­­ნი­რე­ბის დარ­­ვე­ვებს

დღეს ამ სა­კითხით და­ვამ­თავ­რებ, თუმ­ცა სქე­სობ­რი­ვი ცხოვ­რე­ბის მნიშ­ვ­ნე­ლო­ბა­ზე სა­უ­ბარს შემ­დეგ სტა­ტი­ებ­შიც გან­ვაგ­რ­ძობ. ვეც­დე­ბი, ამ სფე­როს გან­ვი­თა­რე­ბა­ში, რაც თქვე­ნი­ვე ჯან­მ­რ­თე­ლო­ბას და ბედ­ნი­ე­რე­ბას გუ­ლის­ხ­მობს, ჩე­მი წვლი­ლიც შე­ვი­ტა­ნო. შემ­დეგ სტა­ტი­ა­ში სხვა შე­და­რე­ბით ნაკ­ლე­ბად გავ­რ­ცე­ლე­ბულ დარ­ღ­ვე­ვებ­ზე, ფსი­ქო­ლო­გი­ურ ას­პექ­ტებ­ზე, არატ­რა­დი­ცი­უ­ლი ორი­ენ­ტა­ცი­ის ადა­მი­ა­ნე­ბის მი­მარ­თ­ვი­ა­ნო­ბის სტა­ტის­ტი­კა­ზე და მათ დის­ფუნ­ქ­ცი­ებ­ზე ვი­სა­უბ­რებ. მოკ­ლედ, სა­ლა­პა­რა­კო კი­დევ ბევ­რია.

თუ გაქვთ კონ­კ­რე­ტუ­ლი შე­კითხ­ვა, ან გსურთ რო­მე­ლი­მე თე­მა­ზე უფ­რო დაწ­ვ­რი­ლე­ბით სა­უ­ბა­რი, მომ­წე­რეთ - Fsiqomani@gmail.com.

lika andiashvili