კოტე ყუბანეიშვილი
ნუ ეგონება გარშემო ნურვის
რომ ჩემთვის წერა აღმოჩნდა ლხინი
და მე ვერ დავძლევ ბუნებრივ სურვილს
რომ ქართველ მკითხველს ვურეცხო ტვინი
თან ამ ბოლო დროს წერასაც ვუკლე
რადგანაც ხალხის დავკარგე რწმენა
და ამიტომაც ვაპირებ უკვე
სანამ არ მცემეს ჩავიგდო ენა
თბილისს დავარქმევ მე ქალაქს საშიშს
საშინელების აქ გადის კინო
რადგან ვერ მოწევ ბალახს ან ჰაშიშს
და არაყი სვა უნდა ან ღვინო
სადაც ხალხია მეტად მდაბიო
ჭაჭის მოყვარე მსმელი წარაფის
და ურჩევნიათ მოწიონ ბიო
გაზრდას ჭეშმარიტ კარგი კანაფის
აქ სვამენ ვისკის ან სულაც არაყს
და იყლევებენ რადგან თავებს მთლად
კონფლიქტი ახლავს მათ ქცევას ამაყს
და კრიმინალი გაუთავებლად
ხოდა რაღაა მეტიც სამსჯელი
როგორც თქვენ ალბათ ლექსიდან მიხვდით
თბილისი არის ჩვენი სასჯელი
რომელსაც უკვე ყველანი ვიხდით
ვერ ვეთანხმები რა ვქნა იმ მგოსნებს
ვინც აწვებიან ცხოვრებას რქებით
და აღმერთებენ პოლიტიკოსებს
თავს რომ იღლიან მთავრობის ქებით
საქმეც სიტყვებში აზრის შეფუთვნის
რადგანაც მუდამ იგავ-არაკობს
ის ამიტომაც ყველას ეკუთვნის
და ხალხზე უნდა ილაპარაკოს
*
wkd
ღერთო მომეცი იმდენი ძალა
რომ ჩემი წყენა თუ გულის ფეთქვა
ან ჩემი ვნება რაც ფიქრმა მალა
ყველას სასმენად რითმულად მე ვთქვა
რომ მას ვინც სიტყვის შეხვდება წვიმას
თავში უელვოს სიმართლემ ერთმა
რომ მე ვიძახი უბრალოდ იმას
რაც თვითონ ალბათ უნდოდა ეთქვა.
*
პოეტი საგნებს სახელებს არქმევს
მარადიულში ეძებს ცვლილებებს
და ვფიქრობ ამით აკეთებს საქმეს
კეთილშობილს და აუცილებელს.
*
გათენდა ისევ მაისის დილა
რამდენი ხანი ველოდი ასეთს
რადგან მზე არის და გარეთ თბილა
მეც ვუბრუნდები ისევე ლექსებს
ოღონდ ვერ ვხვდები დავწერო რაზე
რომ ქებათ-ქება მივუძღვნა მუზებს
ან იქნებ სულაც საკუთარ თავზე
არ გააბრაზებს ეს ძაან თუ მზეს
თორემ შეცურდეს ღრუბლებში ლამის
და დღის ნათელიც გაქრება წავა
ან იქნებ არ ღირს კეთება რამის
და დამელია უბრალოდ ყავა
ხოდა მეც ვჯდები სკამზე და ვუცდი
დღევანდელს ჩემსას მუზებთან ალერსს
და ალბათ რამის დაწერას თუ ვცდი
საღამოს ვინმეს ვაჩვენებ ამ ლექსს.