არც კი ვი­ცი…
06 ივნისი, 2014
2512
print

ქეთევან იგნატოვა

არც კი ვი­ცი, ეს წე­რი­ლი რო­გორ და­ვა­სა­თა­უ­რო…

არც კი ვი­ცი, ამ ქა­ოსს წე­რი­ლის ფორ­მა რო­გორ მივ­ცე…

არც კი ვი­ცი, ამ, ერ­თ­მა­ნე­თის­გან სრუ­ლი­ად გან­ს­ხ­ვა­ვე­ბულ და ერ­თი­მე­ო­რე­ზე უსი­ა­მოვ­ნო ფაქ­ტებს, მოვ­ლე­ნებს, ემო­ცი­ებს, დას­კ­ვ­ნებს, გა­ზე­თის ერთ გვერ­დ­ზე თა­ვი ლო­გი­კუ­რად რო­გორ მო­ვუ­ყა­რო?

არც კი ვი­ცი, ყვე­ლა­ფე­რი რაც მოხ­და, ჩვენ გარ­შე­მო, ზო­გა­დად სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში, თბი­ლის­ში, ჩვენ თავს რაც ყო­ველ­დღი­უ­რად ხდე­ბა და, რაც დაგ­როვ­და, რა­საც ვხე­დავთ, ვგრძნობთ, ვში­შობთ და გვა­ღელ­ვებს, ისე რო­გორ შე­გახ­სე­ნოთ, გად­მოგ­ცეთ, გა­გი­ზი­ა­როთ, რომ არ დაგ­თ­რ­გუ­ნოთ, ნერ­ვე­ბი კი­დევ უარე­სად არ აგი­შა­ლოთ, არ აგა­ღელ­ვოთ?...

მთე­ლი გან­ვ­ლი­ლი კვი­რის მან­ძილ­ზე კვლავ მხო­ლოდ ნე­გა­ტი­ვი გვეს­მის… ვი­ღა­ცამ ისევ ვი­ღაც დაჭ­რა; მო­რიგ­მა ქმარ­მა მო­რი­გი ცო­ლი მოკ­ლა; ვი­ღაც და­ა­ყა­ჩა­ღეს; ვი­ღაც პლან­ზე და­ი­ჭი­რეს; ვი­ღაც გა­ქურ­დეს; ვი­ღაც ნარ­კო­ტი­კის­გან გა­ი­პა­რა; ვი­ღაც ცი­ხე­ში ცე­მით მოკ­ლეს; რო­მე­ლი­ღა­ცა უბ­ნის რო­მე­ლი­ღაც ბი­ჭე­ბი არ შე­რიგ­დ­ნენ, მოს­კო­ვი­დან სულ ახ­ლა­ხან დაბ­რუ­ნე­ბულ­მა რო­მე­ლი­ღაც ავ­ტო­რი­ტეტ­მა ვერ შე­ა­რი­გა და ერ­თ­მა­ნე­თი კვლავ გა­და­ხო­ცეს; ისევ ინ­ტ­რი­გე­ბი, ისევ და­პი­რის­პი­რე­ბე­ბი - თე­ატ­რ­ში, მუ­ზე­უმ­ში, სა­მი­ნის­ტ­რო­ში, პარ­ლა­მენ­ტ­ში... ისევ და­ჭე­რე­ბი; ისევ ვე­რაღ­დ­გე­ნი­ლი სა­მარ­თა­ლი… კვლავ დე­მა­გო­გია; რო­მე­ლი­მე პო­ლი­ტი­კო­სის, დე­პუ­ტა­ტის, მი­ნის­ტ­რის მო­რი­გი იდი­ო­ტიზ­მი, ან სრუ­ლი უტიფ­რო­ბა; კვლავ ერ­თი­მე­ო­რე­ზე სუ­ლე­ლუ­რი, გა­უ­აზ­რე­ბე­ლი, ან და­ნა­შა­უ­ლებ­რი­ვი ცი­ტა­ტე­ბით აჭ­რე­ლე­ბუ­ლი სო­ცი­ა­ლუ­რი ქსე­ლი, პრე­სა, ტე­ლე­ვი­ზია; ისევ მოს­მე­ნე­ბი, ფა­რუ­ლი ჩა­ნა­წე­რე­ბი, თვალ­თ­ვა­ლი; ბუმ­ბე­რა­ზი პო­ლი­ტი­კო­სე­ბის, მო­აზ­როვ­ნე­ე­ბის მი­ერ "აპო­ლი­ტი­კურ ფი­გუ­რად" გა­მოცხა­დე­ბუ­ლი სა­ქარ­თ­ვე­ლოს პრე­ზი­დენ­ტი; სხვი­სი გა­კე­თე­ბუ­ლის მი­წე­რა; სხვის მა­გივ­რად ხე­ლის მო­წე­რა; ყვე­ლა მო­რი­გი დაშ­ვე­ბუ­ლი შეც­დო­მის, ვერ­გა­კე­თე­ბუ­ლის, და­პი­რე­ბუ­ლის ვერ­შეს­რუ­ლე­ბის, ზო­გა­დად ქვეყ­ნის სრუ­ლი სტაგ­ნა­ცი­ის კვლავ სხვა­ზე გა­დაბ­რა­ლე­ბა… და კვლავ წი­ნა ხე­ლი­სუფ­ლე­ბის და გან­სა­კუთ­რე­ბით კი ყო­ფი­ლი პრე­ზი­დენ­ტის და­უძ­ლე­ვე­ლი, გა­და­უ­ლა­ხა­ვი და სრუ­ლი­ად სა­მარ­ცხ­ვი­ნო კომ­პ­ლექ­სი… უფ­რო სწო­რად, ბავ­შურ-ინ­ფან­ტი­ლუ­რი, გარ­და­მა­ვა­ლი ასა­კის, მუ­წუ­კე­ბი­ა­ნი ბი­ჭე­ბის­თ­ვის ასე და­მა­ხა­სი­თე­ბე­ლი, ღრმა კომ­პ­ლექ­სე­ბის მთე­ლი თა­ი­გუ­ლი…

გერ­მა­ნი­ის კან­ც­ლერ­მა კი - მა­პის იმე­დი ნუ გექ­ნე­ბა­თო!

არც კი ვი­ცი, რა გითხ­რათ! ნა­ტო-სკენ, ევ­რო­პის­კენ ამ­დე­ნი წე­ლი, ასე და­უ­ღა­ლა­ვად, ასე მი­ზან­და­სა­ხუ­ლად, ნა­ბიჯ-ნა­ბიჯ წინ მივ­დი­ო­დით და ახ­ლა რამ­დე­ნი­მე, სულ რამ­დე­ნი­მე არა­კომ­პე­ტენ­ტუ­რის ან უმაქ­ნი­სის, ან უბ­რა­ლოდ, მო­ღა­ლა­ტის გა­მო, ასე მკვეთ­რად, ასე მტკივ­ნე­უ­ლად, ისევ უკან უნ­და და­ვი­ხი­ოთ? ასე გა­ნურ­ჩევ­ლად ყვე­ლა ერ­თად უნ­და და­ვი­სა­ჯოთ? და ყვე­ლა­ფე­რი თით­ქ­მის თა­ვი­დან და­ვიწყოთ?

არც კი ვი­ცი, ამ­დენ ტყუ­ილს რო­გორ მო­ვე­რე­ვით, რო­გორ დავ­ძ­ლევთ, რო­გორ გა­დავ­ხარ­შავთ? ვი­ცით, რომ დღე-დღე­ზე არ­ჩევ­ნე­ბი მო­დის და არ­ჩევ­ნე­ბის დროს კი ყვე­ლა­ზე მე­ტი და უტი­ფა­რი ტყუ­ი­ლე­ბი ით­ქ­მე­ბა, ყვე­ლა­ზე ფუ­ტუ­რო და­პი­რე­ბე­ბი გა­ი­ცე­მა, ჰა­ერ­ში იტყორ­ც­ნე­ბა და იქ­ვე ქრე­ბა, იფან­ტე­ბა, მაგ­რამ…

არც კი ვი­ცი, დღეს ასე­თი მონ­დო­მე­ბუ­ლი, ასე­თი ხმა­მა­ღა­ლი, ასე­თი უტი­ფა­რი, "ხუ­თო­სა­ნი" ბე­სე­ლი­ე­ბი-კო­ბა­ხი­ძე­ე­ბი-ზა­ქა­რე­იშ­ვი­ლე­ბი-ხი­და­შე­ლე­ბი, ხვალ, არ­ჩევ­ნე­ბის შემ­დეგ, თვა­ლებ­ში რო­გორ შეგ­ვ­ხე­და­ვენ? რა­ღას გვეტყ­ვი­ან? რას დაგ­ვ­პირ­დე­ბი­ან? ნუ­თუ, არ მო­ე­რი­დე­ბათ? სულ ცო­ტა­თი მა­ინც?! არც კი ვი­ცი, ვინ­ღა და­უ­ჯე­რებს? თუმ­ცა…

პრე­მი­ერ-მი­ნისტრს, ზოგ­ჯერ მა­ინც, თუ უს­მენთ? იცო­დით, რომ წი­ნა­სა­არ­ჩევ­ნო ყვე­ლა და­პი­რე­ბა გა­და­ჭარ­ბე­ბუ­ლა­დაც კი უკ­ვე შე­უს­რუ­ლე­ბია? იცო­დით, რომ სა­მარ­თა­ლი აღად­გი­ნა? იცო­დით, რომ ქვე­ყა­ნა ააყ­ვა­ვა? იცო­დით, რომ ყვე­ლა­ფე­რი შენ­დე­ბა, დუღს და სულ სიმ­ღერ-სიმ­ღე­რით, და­უ­ჯე­რე­ბე­ლი ტემ­პით მი­დის წინ? იცო­დით, რომ და­პი­რე­ბუ­ლი ასი ქარ­ხ­ნი­დან, სა­მოც­და­ა­თი სა­წარ­მო უკ­ვე აამუ­შა­ვა და იქ შვი­და­სი კა­ცი და­ა­საქ­მა?! შვი­და­სი! ეხუმ­რე­ბით?! თი­თო­ე­ულ სა­წარ­მო­ზე, და­ახ­ლო­ე­ბით, ათი კა­ცია და­საქ­მე­ბუ­ლი! იცო­დით, რომ სო­ფე­ლი ფეხ­ზე და­ა­ყე­ნა, გა­ჭირ­ვე­ბას მო­ე­რია, დაძ­ლია და მინ­დორ-ვე­ლე­ბი, სახ­ნა­ვე­ბი, სა­თე­სე­ბი, ბაღ-ბოს­ტ­ნე­ბი, ბედ­ნი­ე­რი, გა­ღი­მე­ბუ­ლი, მომ­ღე­რა­ლი, კოხ­ტად ჩაც­მუ­ლი, შრო­მის­მოყ­ვა­რე და მად­ლი­ე­რი გლე­ხე­ბით არის შე­ფე­რი­ლი?.. იცო­დით, რომ ინ­ვა­ლი­დე­ბის პან­დუ­სის შემ­დეგ, ახ­ლა უკ­ვე ფოთ­ში თე­ატ­რი გახ­ს­ნა? მე­რე რა რომ სხვის მი­ერ იყო მი­სი მშე­ნებ­ლო­ბა და­გეგ­მი­ლი, დაპ­რო­ექ­ტე­ბუ­ლი, დაწყე­ბუ­ლი… მთა­ვა­რია, რომ, ძლივს სადღაც, რა­ღაც ერ­თი ლენ­ტი მა­ინც გა­იჭ­რა! ახ­ლა სულ მა­ლე, არ­ჩევ­ნე­ბის შემ­დეგ, ზაფხუ­ლის მცხუნ­ვა­რე მზის­გან და­სა­ცა­ვად, ჩა­ლის დიდ ქუდს და­ი­ხუ­რავს, ხელ­ში გრძელ მათ­რახს და­ი­კა­ვებს და რო­გორც ერ­თი რი­გი­თი პლან­ტა­ტო­რი, და­მარ­ცხე­ბულ ნა­ცი­ო­ნა­ლებს, რა თქმა უნ­და, კვლავ ავად­ხ­სე­ნე­ბუ­ლი სა­ა­კაშ­ვი­ლის მე­თა­უ­რო­ბით, პლან­ტა­ცი­ებ­ში ამუ­შა­ვებს. წინ­ს­ვ­ლა, შე­დე­გი, მიღ­წე­ვე­ბი მე­რე ნა­ხეთ!

არც კი ვი­ცი, პრე­მი­ერ-მი­ნისტრს ბავ­შ­ვო­ბა­ში "ბი­ძია თო­მას ქო­ხი" რომ წა­ე­კითხა, რა გვეშ­ვე­ლე­ბო­და? ბევ­რი წიგ­ნის კითხ­ვა ყო­ველ­თ­ვის კი არ ამარ­თ­ლებს! აი, მა­გა­ლი­თად, ვოლ­ს­კიმ რომ იკითხა, გა­მო­ად­გა თუ რა? პრე­მი­ერ­ზე უფ­რო გულ­წ­რ­ფე­ლია, უფ­რო წე­სი­ე­რი, უფ­რო პრინ­ცი­პუ­ლია?.. საბ­რა­ლო ვოლ­ს­კი ტყუ­ის და ჩვენ­ზე მე­ტად თა­ვად წუხს, თვა­ლებს ვერ გვის­წო­რებს, ხუ­ჭავს, გვატყუ­ებს და ვერ გვატყუ­ებს, დე­მა­გო­გობს და ბო­ლომ­დე არ გა­მოს­დის, ვერ გვა­ჯე­რებს, რად­გან თა­ვა­დაც არ სჯე­რა… აი, "ბი­ძია თო­მას ქო­ხის" ჯა­დოს­ნუ­რი ძა­ლის უარ­ყო­ფი­თი შე­დე­გი! პრე­მი­ე­რი კი!... ასე­თი თა­მა­მი, ასე­თი თავ­და­ჯე­რე­ბუ­ლი, ასე­თი კმა­ყო­ფი­ლი, ასე­თი მა­ა­მე­ბე­ლი, სა­კუ­თარ თავ­ში და "ბა­ტონ ბი­ძი­ნა­ში" ასე ბრმად შეყ­ვა­რე­ბუ­ლი იქ­ნე­ბო­და, ეს წიგ­ნი მა­ინც რომ წა­ე­კითხა?!

არც კი ვი­ცი, რა გითხ­რათ! ამ ნარ­მა­ნი­ა­შიც რო­გორ გაგ­ვი­მარ­თ­ლა! არც "ბი­ძია თო­მას ქო­ხი" წა­უ­კითხავს, არც ჟი­ულ ვერ­ნი, არც თბი­ლი­სი იცის კარ­გად, არც თბი­ლი­სე­ლებს იც­ნობს და ყვე­ლა­ფე­რი წინ აქვს! ამ ჩვენ ლა­მაზ ქა­ლაქ­ში, დაც­ვის, კოს­ტი­უ­მის დამ­ჭე­რის და რა თქმა უნ­და, აუცი­ლე­ბე­ლი, ამ ბო­ლო დროს მო­და­ში შე­მო­სუ­ლი მე­ქოლ­გის თან­ხ­ლე­ბით, ალ­ბათ, თა­ვი­დან მა­ინც რუ­კით ხელ­ში ისე­ირ­ნებს, ფე­ხით ივ­ლის, კუთხე-კუნ­ჭულს არ გა­მო­ტო­ვებს! რამ­დენ ქუ­ჩას, ეზოს, სკვერს, მო­ე­დანს, ლა­მაზ აივანს, ამო­შე­ნე­ბულ ფან­ჯა­რას, წყლით დატ­ბო­რილ სარ­დაფს აღ­მო­ა­ჩენს! რამ­დენ ახალ ადა­მი­ანს გა­იც­ნობს! სათ­ნოდ, თბი­ლად, ასე, უბ­რა­ლოდ, თა­ვი­სე­ბუ­რად გა­უ­ღი­მებს, გა­მო­ე­ლა­პა­რა­კე­ბა, მი­ე­ფე­რე­ბა. მათ ჭირ-ვა­რამს გა­ი­ზი­ა­რებს! რამ­დენ "ჭეშ­მა­რიტ" თბი­ლი­სელს მო­ემ­სა­ხუ­რე­ბა, ასი­ა­მოვ­ნებს… და მა­ინც, რა და­უნ­დო­ბელ სნო­ბიზმს, ფა­რი­სევ­ლო­ბას, ცხვი­რა­წე­უ­ლო­ბას, და­უ­ნა­ხა­ო­ბა­სა და უმა­დუ­რო­ბას წა­აწყ­დე­ბა!

არც კი ვი­ცი, ეს ნარ­მა­ნია რო­გორ მე­ცო­დე­ბა! ჩვენ კი გაგ­ვი­მარ­თ­ლა, მაგ­რამ თა­ვად მა­ინც მებ­რა­ლე­ბა!

არც კი იცის, თავს რა­ში ყოფს!

არც კი იცის, თა­ვი­სი პა­ტა­რა, კოხ­ტა სო­ფე­ლი კა­კა, კი­კი, თუ კუ­კუ რო­გო­რი სა­ნატ­რე­ლი გა­უხ­დე­ბა! გა­უხ­დი­ან, "ჭეშ­მა­რი­ტი თბი­ლი­სე­ლე­ბი" გა­უხ­დი­ან.

არც კი ვი­ცი, სულ მა­ლე, უახ­ლო­ეს მო­მა­ვალ­ში, ამ ნარ­მა­ნი­ას გარ­და­უ­ვალ მი­ჯირ­ყ­ვ­ნა­ში (ეს რა კარ­გი, სა­ჭი­რო სიტყ­ვა გვას­წავ­ლა ჩვენ­მა ბრძენ­კაც­მა!), ქი­ლიკ­ში, და­ცინ­ვა-კრი­ტი­კა­ში "ჭეშ­მა­რიტ თბი­ლი­სე­ლებს" რა უკი­დე­გა­ნო სი­ა­მოვ­ნე­ბა ელით. თან აამე­ბენ და თან დას­ცი­ნი­ან. თან გა­ა­კე­თე­ბი­ნე­ბენ, თან გა­აკ­რი­ტი­კე­ბენ. თან გა­მო­ი­ყე­ნე­ბენ, თან გა­თათხა­ვენ. თან და­პა­ტი­ჟე­ბენ, სუფ­რას გა­უშ­ლი­ან, ნა­ირ-ნა­ირს და­უყ­რი­ან და თან ჭა­მის მა­ნე­რებს და­უ­წუ­ნე­ბენ… ამის გა­მოც­დი­ლე­ბა კი გვაქვს!

არც კი ვი­ცი, ვინ უფ­რო მებ­რა­ლე­ბა - ნარ­მა­ნია - ჭეშ­მა­რი­ტი თბი­ლი­სე­ლე­ბის, თუ თბი­ლი­სი და თბი­ლი­სე­ლე­ბი - ნარ­მა­ნი­ას ხელ­ში?

თუ, რომ იტყ­ვი­ან - ფე­რი ფერ­სა?..

ერ­თი კი ვი­ცი, რომ არ­ჩევ­ნე­ბი მო­ახ­ლოვ­და. მე ორი კვი­რით ქა­ლა­ქი­დან მივ­დი­ვარ და ჩა­მოს­ვ­ლი­სას ქა­ლა­ქის ახა­ლი, მგო­ნია, რომ ფაქ­ტობ­რი­ვად ტუ­რის­ტი მე­რი და იგი­ვე ტყუ­ი­ლი და­პი­რე­ბე­ბი, იგი­ვე ტყუ­ი­ლი შეს­რუ­ლე­ბე­ბი; კი­დევ უფ­რო გაზ­რ­დი­ლი კრი­მი­ნა­ლი, კო­რუფ­ცია, უუნა­რო­ბა; იგი­ვე სი­ძულ­ვი­ლი, და­პი­რის­პი­რე­ბა, დე­მა­გო­გია; იგი­ვე მა­ა­მებ­ლო­ბა; კი­დევ უფ­რო ჩა­სუ­ქე­ბუ­ლი სამ­ღ­ვ­დე­ლო­ე­ბა და პო­ლი­ცია; საკ­რე­ბუ­ლოს უმაქ­ნი­სი, კა­რი­ე­რის­ტი, ახა­ლი დე­პუ­ტა­ტე­ბი; ჩქა­რი ნა­ბი­ჯით, უკან-უკან გაგ­რ­ძე­ლე­ბუ­ლი სვლა; ალ­ბათ, რუ­სეთ­თან, ასე ნა­ნატ­რი, და­ლა­გე­ბუ­ლი ურ­თი­ერ­თო­ბა და კი­დევ უფ­რო გად­მო­წე­უ­ლი სა­საზღ­ვ­რო მავ­თულ­ხ­ლარ­თე­ბი დამ­ხ­ვ­დე­ბა.

და ისიც და­ნამ­დ­ვი­ლე­ბით ვი­ცი, რომ ამ მოკ­ლე დრო­ში, წი­ნა­სა­არ­ჩევ­ნო მწვა­ვე, ცხელ დღე­ებ­ში, "ბი­ძია თო­მას ქოხ­საც" არა­ვინ წა­ი­კითხავს. ამის­თ­ვის არა­ვინ მო­იც­ლის. პრე­მი­ერს არ ვგუ­ლის­ხ­მობ. მას ეს არ ჭირ­დე­ბა! ისე­დაც კარ­გია! ნუ ვი­კა­მა­თებთ, რომ პრეს­კონ­ფე­რენ­ცი­ებ­ზე, ინ­ტერ­ვი­უ­ებ­ში, სფი­ჩებ­ში ბა­და­ლი ისე­დაც არ ყავს!

lika andiashvili