აგ­რე­სია დე­და-ქა­ლაქ­ში
06 ივნისი, 2014
1452
print

თა­კო სალ­თხუ­ციშ­ვი­ლი

  სექ­სის თე­მა­ზე და­წე­რილ ორი­ვე სტა­ტი­ას ჩემს მე­ილ­ზე ძალ­ზე "ამა­ღელ­ვე­ბე­ლი" წე­რი­ლე­ბი მოჰ­ყ­ვა. მინ­და რამ­დე­ნი­მე მათ­გა­ნი­დან ამო­ნა­რი­დე­ბი გა­გაც­ნოთ:

"შე ბო­ზო, წა­დი და სექ­ს­ზე მა­მა­შენს ელა­პა­რა­კე," - მა­მა არ მყავს, თო­რემ აუცი­ლებ­ლად შე­ვას­რუ­ლებ­დი ამ თხოვ­ნას!

"აუ იმენ­ნა ნა­შა ხარ, არ გეტყო­ბა რა სუ­რა­თიც გი­დევს? მო­დი მე მას­წავ­ლე სექ­სი," - ეს ალ­ბათ ჩე­მი ფე­ის­ბუ­ქის ფო­ტოს გუ­ლის­ხ­მობ­და.

"შვი­ლო პატ­რო­ნი არ გყავს? ან მე­გობ­რე­ბი არ გყავს ნორ­მა­ლუ­რი? გე­ებ­ზე რომ წერ გარ­ყ­ვ­ნი­ლე­ბი არ არი­ა­ნო, მგო­ნი შენ გჭირ­დე­ბა დახ­მა­რე­ბა," - აქ ალ­ბათ "გარ­ყ­ვ­ნი­ლე­ბის" ნაკ­ლე­ბო­ბას­თან გვაქვს საქ­მე.

მოკ­ლედ, ეს და რამ­დე­ნი­მე სხვა მსგავ­სი ტი­პის წე­რი­ლი ჩა­ვი­კითხე და უცებ "გო­ნე­ბა გა­მი­ნათ­და" - სე­რი­ო­ზუ­ლი და­უკ­მა­ყო­ფი­ლებ­ლო­ბის პრობ­ლე­მაა სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში. ჯერ მგო­ნი ამას უნ­და მი­ე­ხე­დოს და მე­რე და­ვიწყოთ სექ­სუ­ა­ლუ­რი გა­ნათ­ლე­ბის მი­მარ­თუ­ლე­ბით მუ­შა­ო­ბა.

ასე თა­ვის­თა­ვად ამ სტა­ტი­ის თე­მაც მო­ვი­და - აგ­რე­სია. აგ­რე­სი­ის ფსი­ქო­ლო­გი­ურ ას­პექ­ტებ­ზე ბევრს არ ვი­სა­უბ­რებ, უფ­რო ალ­ბათ იმ მა­გა­ლი­თებ­ზე ჯო­ბია სა­უ­ბა­რი, რაც მხო­ლოდ უკა­ნას­კ­ნელ თვე­ებ­შიც კი მრავ­ლად გვაქვს (უკ­ვე და­ვიწყე­ბულს რომ აარ გა­დავ­ხე­დოთ).

ბავ­შ­ვო­ბის პე­რი­ოდ­ში ადა­მი­ა­ნი აგ­რე­სი­ის მა­გა­ლი­თებს და ინ­ფორ­მა­ცი­ას ძი­რი­თა­დად სა­მი წყა­რო­დან იღებს: ოჯა­ხი­დან, მე­გობ­რებ­თან ურ­თი­ერ­თო­ბი­დან და ტე­ლე­ვი­ზო­რი­დან, წიგ­ნი­დან, კომ­პი­უ­ტე­რუ­ლი თა­მა­შე­ბი­დან. პირ­ველ რიგ­ში ოჯა­ხია ის ად­გი­ლი, სა­დაც აგ­რე­სი­ას ვეც­ნო­ბით. 2006 წელს ჩა­ტა­რე­ბუ­ლი კვლე­ვის მი­ხედ­ვით დად­გინ­და, რომ მო­ზარ­დე­ბის ან­ტი­სო­ცი­ა­ლუ­რი ქცე­ვა ბავ­შ­ვო­ბი­სას მათ­და­მი ცუ­დად მოპყ­რო­ბის შე­დე­გია. რაც შე­ე­ხე­ბა უკა­ნას­კ­ნელ წყა­როს, ტექ­ნი­კას, ის მარ­თ­ლაც ძა­ლი­ან მოქ­მე­დებს ბავ­შ­ვის ფსი­ქი­კა­ზე. მა­გა­ლი­თად, და­ახ­ლო­ე­ბით წე­ლი­წად­ნა­ხევ­რის წინ, ვა­კე­ში ბავ­შ­ვი მე­ხუ­თე სარ­თუ­ლი­დან გად­მოხ­ტა, იმი­ტომ რომ თა­ვი ადა­მი­ა­ნი ობო­ბა ეგო­ნა. რო­გორც სუ­პერ-გმი­რი მოქ­მე­დებს ბავ­შ­ვის ქცე­ვა­ზე, უარ­ყო­ფი­თი გმი­რე­ბიც ანა­ლო­გი­ურ ზე­გავ­ლე­ნას ახ­დე­ნენ მას­ზე. ასე­ვე საკ­მა­ოდ შემ­ზა­რა­ვი სი­უ­ჟე­ტი მომ­ზად­და რუ­სეთ­ში, ერთ-ერ­თი ბავ­შ­ვის აგ­რე­სი­ულ ქცე­ვა­ზე, რო­მე­ლიც ჩვე­უ­ლებ­რივ ის­ტე­რი­კა­ში ვარ­დე­ბო­და, "ჩხუ­ბებს" რომ არ ათა­მა­შებ­და დე­და. ბავ­შ­ვ­თან რამ­დე­ნი­მე ფსი­ქო­ლოგს მო­უ­წია მუ­შა­ო­ბა, რომ ამ მდგო­მა­რე­ო­ბი­დან გა­მო­ეყ­ვა­ნა.

ახ­ლა კი მინ­და სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში აგ­რე­სი­ის გა­მოვ­ლი­ნე­ბის აქ­ტუ­ა­ლურ სა­კითხებს შე­ვე­ხო და მა­გა­ლი­თე­ბი მო­ვიყ­ვა­ნო.

აგ­რე­სი­ის წყა­რო ე.წ. ფეს­ტი­ვა­ლი "კა­ზან­ტი­პიც" გახ­და, რომ­ლის სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში ჩა­ტა­რე­ბის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცი­ის გავ­რ­ცე­ლე­ბას­თან ერ­თად, უმე­ტე­სად გო­გო­ე­ბის, მაგ­რამ მა­ინც, ერის აღ­შ­ფო­თე­ბაც გავ­რ­ცელ­და. ფე­ის­ბუქ­ზე ერ­თი "მე­გო­ბა­რი მყავს", რო­მელ­მაც მკვდა­რი და ცოცხა­ლი აგი­ნა "ისეთ გო­გო­ებს, რომ­ლე­ბიც ასეთ ფეს­ტი­ვალ­ზე წავ­ლენ" - ე.ი. მეც, ვი­ნა­ი­დან ჩე­მი ვი­ზა გამ­ზა­დე­ბუ­ლი მი­დევს კომ­პი­უ­ტერ­ში. ეს ადა­მი­ა­ნი მუ­სი­კო­სი, ხმის რე­ჟი­სო­რი, მოკ­ლედ "ხე­ლო­ვა­ნის წო­დე­ბის" ბი­ჭია. არა­და ქა­ლაქ­ში აზ­რი და­ი­ა­რე­ბა, "ხე­ლო­ვა­ნე­ბი რყვნი­ან ჩვენს ახალ­გაზ­რ­დებ­სო". ცო­ტა ხნის წინ ჭო­რი და­ირ­ხა, "კა­ზან­ტი­პი" გა­და­ი­დოო, და ამა­ყად და­უკ­მა­ყო­ფი­ლე­ბე­ლი თი­ნე­ი­ჯე­რე­ბის მა­სა გა­მო­ვი­და და ქარ­თ­ველ ბი­ჭებს, ასე­ვე ამა­ყად, კო­მენ­ტა­რებ­ში "დას­ცი­ნეს" - "რა ეშ­ვე­ლე­ბათ ეხ­ლა ქარ­თ­ველ ბი­ჭებს, უკ­რა­ი­ნე­ლი ნა­შო­ბის სა­ნა­ხა­ვად რომ ვერ წავ­ლენ", "ღმერ­თი იყუ­რე­ბა და ღვთის­მ­შობ­ლის კალ­თამ და­იც­ვა სა­ქარ­თ­ვე­ლო ამ უბე­დუ­რე­ბის­გან", "ძა­ა­ნაც კარ­გი, ეგეც თქვე­ნი ძუ­ძუ­ებ­გად­მოყ­რი­ლი ნა­შო­ბაააა" - ეს სა­მი და სხვა მრა­ვა­ლი... რაც მთა­ვა­რია, სე­რი­ო­ზუ­ლად და­ვინ­ტე­რეს­დი ამ ადა­მი­ა­ნე­ბის ასა­კით და მათ სო­ცი­ა­ლურ ქსე­ლებ­ში ფო­ტო­ე­ბის მი­ხედ­ვით თუ ვიმ­ს­ჯე­ლებ, არც ერ­თი არ იქ­ნე­ბა 25-ს ზე­მოთ. ამა­ზე ფიქ­რ­ში გარ­თულს ანა კორ­ძაია-სა­მა­დაშ­ვი­ლის ლექ­ცია მო­მეს­წ­რო, რო­მე­ლიც ამე­რი­კა­ში 1968 წელს დაწყე­ბუ­ლი "სექ­სუ­ა­ლუ­რი რე­ვო­ლუ­ცი­ის" შე­სა­ხებ სა­უბ­რობს. მე­გობ­რე­ბო, 1968 წელ­ზეა სა­უ­ბა­რი... ჩვენ კი­დევ "კა­ზან­ტი­პის" გარ­ყ­ვ­ნილ ძუ­ძუ­ებ­ზე ვსა­უბ­რობთ? ვინც არ იცის ამე­რი­კის "სექ­სუ­ა­ლუ­რი რე­ვო­ლუ­ცი­ის" შე­სა­ხებ, გეტყ­ვით, რომ ჯგუ­ფუ­რი სექ­სი, ან რა­ი­მე სა­ხის სექ­ტე­ბის ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბა და გარ­ყ­ვ­ნი­ლე­ბა არ იგუ­ლის­ხ­მე­ბა. აქ იმ თა­ვი­სუ­ფალ არ­ჩე­ვან­ზეა სა­უ­ბა­რი, რომ­ლის წყა­ლო­ბი­თაც გაჩ­ნ­და "ამე­რი­კუ­ლი ოც­ნე­ბის" ფე­ნო­მე­ნი და სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში ხომ გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლად მძაფ­რია.

სა­ნამ ბევრ უარეს მა­გა­ლი­თამ­დე მი­ვალ, აგ­რე­სი­ის რამ­დე­ნი­მე ფორ­მა­ზე მინ­და ვი­სა­უბ­რო. აგ­რე­სია საკ­მა­ოდ რთუ­ლი ფე­ნო­მე­ნია და კონ­კ­რე­ტუ­ლი ერ­თი დე­ფი­ნი­ცი­ის მი­ცე­მა ალ­ბათ არას­წო­რია, თუმ­ცა ზო­გად დე­ბუ­ლე­ბად რომ ით­ქ­ვას - აგ­რე­სია ინ­დი­ვი­დის მი­ერ გა­მოვ­ნე­ლი­ნი­ლი აგ­რე­სი­უ­ლი ქცე­ვაა.

აგ­რე­სი­ის ცნო­ბი­ლი ამე­რი­კე­ლი მკვლე­ვა­რი, ლე­ო­ნარდ ბერ­კო­ვი­ცი ამ­ბობს, რომ აგ­რე­სია გარ­კ­ვე­უ­ლი ტი­პის ფი­ზი­კუ­რი ან სიმ­ბო­ლუ­რი ქცე­ვაა, რომ­ლის მო­ტი­ვა­ცი­აც სხვი­სად­მი ზი­ა­ნის მი­ყე­ნე­ბის გან­ზ­რახ­ვაა.

ბა­ტო­ნი კონ­ს­ტან­ტი­ნე ჭი­ჭი­ნა­ძის წიგ­ნ­ში პირ­და­პირ გამ­ზა­დე­ბუ­ლია აგ­რე­სი­ის გან­მარ­ტე­ბი­სას აუცი­ლებ­ლად გა­მო­სა­ყო­ფი პუნ­ქ­ტე­ბი:

1.   ფი­ზი­კუ­რი, ფსი­ქო­ლო­გი­უ­რი ან სხვა ტი­პის ზი­ა­ნის მი­ყე­ნე­ბის ფაქ­ტი ან მი­სი მცდე­ლო­ბა;

2.   მო­ტი­ვა­ცი­უ­რი კომ­პო­ნენ­ტი ანუ შე­სა­ბა­მი­სი გან­ზ­რახ­ვის ქო­ნა;

3.   მსხვერ­პ­ლის სურ­ვი­ლი­სა და შე­სა­ბა­მი­სად ამ უკა­ნას­კ­ნე­ლის თან­ხ­მო­ბის არ­ქო­ნა ასეთ მოპყ­რო­ბა­ზე;

4.   უარ­ყო­ფი­თი შე­ფა­სე­ბა მო­ცე­მულ კულ­ტუ­რულ გა­რე­მო­ში მი­ღე­ბუ­ლი ნორ­მე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე.

სწო­რედ ამ უკა­ნას­კ­ნელ­ზე შე­ვა­ჩე­რებ თქვენს ყუ­რადღე­ბას. ეს ის სა­კითხია, რა­ზეც სა­უ­ბა­რი და­ვიწყე. ნორ­მა - რა არის ჩვენ­თან ნორ­მა? ვინ­მეს თუ შე­ი­გიძ­ლი­ათ ჩა­მო­მი­ყა­ლი­ბოთ, მად­ლო­ბე­ლი დაგ­რ­ჩე­ბით, მა­ნამ­დე კი ჩე­მე­ულ ქარ­თულ, მა­შა­სა­და­მე აგ­რე­სი­ულ ნორ­მებს გა­გაც­ნობთ:

ნორ­მა N1 - სექ­სი აკ­რ­ძა­ლუ­ლი ვაშ­ლია (ქა­ლიშ­ვი­ლო­ბის ინ­ს­ტი­ტუ­ტი არ უნ­და და­ინ­გ­რეს, მთა­ვა­რია სა­ქალ­წუ­ლე აპ­კი იყოს მთე­ლი).

ნორ­მა N4 - "კა­ზან­ტი­პი" ბორ­დე­ლია (ძუ­ძუ­ე­ბი უჩანთ გო­გო­ებს, ვი­დე­ო­ში ვნა­ხე).

ნორ­მა N2 - ერეკ­ლე დე­ი­სა­ძე ეშ­მა­კის მო­ცი­ქუ­ლია (აი თუ არ გჯე­რათ, ბო­ლო კლი­პი ნა­ხეთ).

ნორ­მა N3 - გა­ნათხო­ვა­რი ქა­ლი უმე­ტე­სად ბო­ზია (ვი­ღაც ბიჭ­თან ერ­თად და­ვი­ნა­ხე იმ დღეს).

ნორ­მა N5 - პლა­ნის მომ­წე­ვი კრი­მი­ნა­ლია (მა­გას ჯო­ბია ვინ­მე გა­ა­უ­პა­ტი­უ­როთ).

ნორ­მა N6 - ჩვენ სტუ­მარ­თ­მოყ­ვა­რე და ზრდი­ლო­ბი­ა­ნი ერი ვართ (ამას ფრჩხილ­ში ჩა­წე­რი­ლი არ­გუ­მენ­ტი­რე­ბა არ სჭირ­დე­ბა ალ­ბათ).

ამ სი­ას, რა თქმა უნ­და, ბევ­რი ქარ­თულ-აგ­რე­სი­უ­ლი ნორ­მა აკ­ლია, თუმ­ცა ძა­ლი­ან აქ­ტუ­ა­ლუ­რე­ბის (არა­და სრუ­ლი სი­სუ­ლე­ლე­ე­ბის) ჩა­მო­ნათ­ვა­ლი ნამ­დ­ვი­ლად არის. ამ ნორ­მებს უკ­ვე და­ე­მა­ტა უკა­ნას­კ­ნე­ლი წლის გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლად აქ­ტი­უ­რი აგ­რე­სია სა­ხე­ლად - "ცო­ლე­ბის მკვლე­ლი მა­მა­კა­ცე­ბი". ამ თე­მას ოდ­ნავ მოგ­ვი­ა­ნე­ბით და­ვუბ­რუნ­დე­ბი. ახ­ლა კი რაც შე­ე­ხე­ბა აგ­რე­სი­ის თე­ო­რი­ებს და მიდ­გო­მებს. რამ­დე­ნი­მე მათ­განს გა­გაც­ნობთ:

1.   ეთი­ო­ლო­გი­უ­რი მიდ­გო­მა, რომ­ლის ავ­ტო­რიც გერ­მა­ნე­ლი კონ­რად ლო­რენ­ცია, აგ­რე­სი­ა­ში იმ დაგ­რო­ვილ მუხ­ტებს გუ­ლის­ხ­მობს, რომ­ლის­გა­ნაც ადა­მი­ა­ნი აუცი­ლებ­ლად უნ­და და­ი­ცა­ლოს. ამას­თან ის აგ­რე­სი­ას თან­და­ყო­ლილ ინ­ს­ტიქ­ტად თვლის, რა­შიც ერ­თი კუთხით ვე­თან­ხ­მე­ბი კი­დეც. აბა წარ­მო­იდ­გი­ნეთ ბავ­შ­ვო­ბა­ში "დე­და", სხვა­ზე გაბ­რა­ზე­ბუ­ლი, შვილს რომ შეს­დ­გე­ბა გემ­რი­ე­ლად, და­ა­ფერ­თხავს ამ დაგ­რო­ვილ უარ­ყო­ფით მუხ­ტებს თავ­ზე და უცებ ამ­ჩატ­დე­ბა, თუმ­ცა რამ­დე­ნად თან­და­ყო­ლი­ლი ინ­ს­ტიქ­ტია ეს, არ ვი­ცი.

2.   დო­ლარ­დი ამ­ბობს, რომ აგ­რე­სი­უ­ლი ქცე­ვა ყო­ველ­თ­ვის ფრუს­ტ­რა­ცი­ის არ­სე­ბო­ბი­თაა გა­მოწ­ვე­უ­ლი და პი­რი­ქით, ფრუს­ტ­რა­ცი­ის არ­სე­ბო­ბა აგ­რე­სი­ის აღ­მო­ცე­ნე­ბას იწ­ვევს.

3.   თე­ო­რი­ე­ბი საკ­მა­ოდ ბევ­რია ამ სა­კითხ­თან მი­მარ­თე­ბა­ში და ყვე­ლას ჩე­მოთ­ვ­ლა ლექ­ცი­ას და­ემ­ს­გავ­სე­ბა, მაგ­რამ ბო­ლოს აუცი­ლებ­ლად უნ­და ვახ­სე­ნო აგ­რე­სი­ის თე­ო­რია ფსი­ქო­ა­ნა­ლი­ტი­კუ­რი კონ­ცეფ­ცი­ის, ანუ ერო­სის (სი­ცოცხ­ლის­კენ ლტოლ­ვა) და თა­ნა­ტო­სის (სიკ­ვ­დი­ლის­კენ ლტოლ­ვა) მი­ხედ­ვით. ფრო­ი­დი­სე­უ­ლი კონ­ცეფ­ცი­ის და­მა­ჯე­რებ­ლო­ბა­ში დღეს უკ­ვე ბევრს ეჭ­ვი ეპა­რე­ბა, მაგ­რამ ჩე­მი "ვა­ლია" ვთქვა. აგ­რე­სი­ის ქცე­ვა, ზე­მოხ­სე­ნე­ბუ­ლი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, თა­ნა­ტო­სის არ­სე­ბო­ბის შე­დე­გია.

ამ ყვე­ლაფ­რის და კი­დევ სხვა მრა­ვა­ლის ცოდ­ნა კარ­გია, მაგ­რამ არა აუცი­ლე­ბე­ლი იმის­თ­ვის, რომ აგ­რე­სი­ა­ზე წარ­მოდ­გე­ნა გქონ­დეთ. პრაქ­ტი­ქა თა­ვი­სას მა­ინც იზამს. ჩვენს ქა­ლაქ­ში აგ­რე­სია ხომ უხ­ვად მო­ი­პო­ვე­ბა. სა­დაც ამ თე­მა­ზე ვლა­პა­რა­კობ, არ შე­იძ­ლე­ბა "ცო­ლე­ბის მკვლე­ლი ქმრე­ბის სექ­ტა­ზე", რო­მე­ლიც თბი­ლის­ში და სა­ქარ­თ­ვე­ლოს სხვა­დას­ხ­ვა რე­გი­ო­ნებ­ში ჩა­მო­ყა­ლიბ­და, მე­ტი არ ვი­სა­უბ­რო. ამას წი­ნათ ერ­თ­მა ჩემ­მა მე­გო­ბარ­მა მშვე­ნი­ე­რი სარ­კაზ­მით თქვა, "და­წი­ნა­ურ­და სა­მეგ­რე­ლოო". მარ­თ­ლაც რა­ღაც სპორტს და­ემ­ს­გავ­სა ცო­ლე­ბის მკვლე­ლო­ბა ქვე­ყა­ნა­ში. კი­დევ მა­მე­ბის და შვი­ლე­ბის ერ­თ­მა­ნეთ­ში "მკვლე­ლო­ბა­ნას" თა­მა­შიც მო­და­ში შე­მო­დის... ზუს­ტად არ ვი­ცი, ამ ყვე­ლაფ­რის შე­ჩე­რე­ბა რო­გორ უნ­და მოხ­დეს, ამა­ზე ერ­თად თუ ვიმ­ს­ჯე­ლებთ, ნაც­ვ­ლად იმი­სა, რომ ფე­ის­ბუქ­ზე ვწე­როთ "ნწ, ნწ", არ იქ­ნე­ბა ცუ­დი. "2014 წე­ლი: 9 ცო­ლი უკ­ვე მკვდა­რია - გა­სა­კე­თე­ბე­ლი კი­დევ ბევ­რია?" - ასე­თი ლო­ზუნ­გი გაჩ­ნ­დე­ბა მა­ლე, თუ არ და­ვიწყებთ აგ­რე­სი­ის სა­ყო­ველ­თაო შემ­ცი­რე­ბა­ზე ზრუნ­ვას.

ახ­ლა სა­ხელ­მ­წი­ფოს მი­ერ სა­კუ­თა­რი მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის მი­მართ გა­მოვ­ლე­ნილ იმ აგ­რე­სი­ა­ზეც უნ­და ვთქვა, რო­მელ­საც "ბე­ქა არ არის კრი­მი­ნა­ლი" ჰქვია. აგ­რე­სიაა, სხვა სა­ხე­ლი რომ არ ვუ­წო­დოთ, აბა რა არის, რო­დე­საც ახალ­გაზ­რ­და ან თუნ­დაც "ძველ­გაზ­რ­და" ადა­მი­ანს პლა­ნის გა­მო მი­ნი­მუმ 7 წლით ცი­ხე­ში გა­უშ­ვებ და ეტყ­ვი: "იცი რა, შენ უნ­და და­ი­სა­ჯო (სა­მა­გა­ლი­თოდ) და შენ არ გე­ღირ­სოს შვი­ლე­ბი, ანუ სა­ქარ­თ­ვე­ლოს არ ეღირ­სოს გამ­რავ­ლე­ბა, შენ ვე­ღარ აკე­თო კარ­გი საქ­მე­ე­ბი, რა­საც აკე­თებ, შენ აღარ გე­ნა­ხოს ოჯა­ხი და მე­გობ­რე­ბი, სა­ნამ ჭკუ­ას არ ის­წავ­ლი და "ბუ­ნე­ბას არ გა­უფ­რ­თხილ­დე­ბი"; რო­გორ შე­იძ­ლე­ბა მცე­ნა­რის უნე­ბარ­თ­ვოდ გაზ­რ­და და შემ­დეგ მი­სი და­ნიშ­ნუ­ლე­ბი­სა­მებრ გა­მო­ყე­ნე­ბა! არ სჯობს ატო­მუ­რი ბომ­ბი და­ამ­ზა­დო?" - სხვას რას ეუბ­ნე­ბა ბე­ქას კა­ნო­ნი? და მას­თან ერ­თად ჩვენ ყვე­ლას.

აგ­რე­სი­ა­ზე და­უს­რუ­ლებ­ლად შე­იძ­ლე­ბა სა­უ­ბა­რი. მის ფსი­ქო­ლო­გი­ურ, ბი­ო­ლო­გი­ურ თუ ეთი­ო­ლო­გი­ურ გა­მოვ­ლი­ნე­ბებ­ზე, თუმ­ცა მარ­თა­ლი გითხ­რათ, ვერ ვხვდე­ბი, რამ­დე­ნი ადა­მი­ა­ნი წა­ი­კითხავ­და ფი­ლო­სო­ფი­ა­ში გა­და­ვარ­დ­ნილ აგ­რე­სი­ას. ამი­ტომ ძა­ლი­ან კონ­კ­რე­ტუ­ლი მა­გა­ლი­თე­ბის მოყ­ვა­ნა ვამ­ჯო­ბი­ნე. ერ­თი კი ქა­ლე­ბის სა­სარ­გებ­ლოდ უნ­და და­ვა­მა­ტო, რომ ძი­რი­თა­დად სე­რი­ო­ზუ­ლი აგ­რე­სი­უ­ლი ქცე­ვე­ბი მა­მა­კა­ცებ­ში 10-ჯერ მე­ტია, ვიდ­რე ქა­ლებ­ში. ეს კი მეტ­წი­ლად მა­მა­კა­ცე­ბის ფი­ზი­კურ პა­რა­მეტ­რებ­ზეა დამ­ყა­რე­ბუ­ლი. ქა­ლე­ბის მი­ერ მე­ტი აგ­რე­სი­ის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა ძი­რი­თა­დად მათ მარცხს გა­მო­იწ­ვევ­და და შე­სა­ბა­მი­სად მათ­მა ამ აგ­რე­სი­ამ ფორ­მი­რე­ბა გა­ნი­ცა­და და უმე­ტე­სად შიშ­ში და ზიზღ­ში გა­მო­ი­ხა­ტე­ბა. სა­დაც არ ეში­ნი­ათ, ძი­რი­თა­დად ინ­ტერ­ნე­ტია, კო­მენ­ტა­რის და­წე­რი­სას და წარ­მა­ტე­ბუ­ლად გა­მოს­დით აგ­რე­სი­ის ამ ფორ­მით გა­მომ­ჟ­ღავ­ნე­ბა. გო­გო­ნე­ბო, ფრო­იდს თუ და­ვუ­ჯე­რებთ, სექ­სიც აგ­რე­სი­უ­ლი ქცე­ვაა, მაგ­რამ ვინ­მე ამ­ბობს ამის გა­მო, რომ ცუ­დია და არ შე­იძ­ლე­ბა? შე­სა­ბა­მი­სად, მი­მარ­თეთ ეგ სექ­სუ­ა­ლუ­რი ენერ­გია სა­სი­კე­თოდ და ყვე­ლა­ფე­რი კარ­გად იქ­ნე­ბა!

არა­ნა­ი­რი იმე­დი არ მაქვს, რომ ამ სტა­ტი­ის შემ­დეგ უარე­სი წე­რი­ლე­ბი არ მო­მი­ვა, თუმ­ცა უნ­და გა­მოვ­ტყ­დე და ძა­ლი­ან მი­ხა­რია. ვე­ლი თქვენს წე­რი­ლებს, მე­გობ­რე­ბო - fsiqomani@gmail.com

თქვე­ნი მშვი­დო­ბის­მ­სურ­ვე­ლი.