გო­ლი, რო­გორც ბო­ლო პა­სი კარ­ში
13 ივნისი, 2014
1191
print

 ზუ­რა თა­ლაკ­ვა­ძე

 მსოფ­ლიო ჩემ­პი­ო­ნა­ტი და­იწყო. და­ი­ქო­ქე­ბი­ან ტო­ტა­ლი­ზა­ტო­რე­ბი, და­იწყე­ბა ტო­ტა­ლუ­რი ის­ტე­რია "გა­მაზ­ვე­ბის" ფონ­ზე, და­იწყე­ბა ერ­თ­ჯე­რა­დი ბედ­ნი­ე­რე­ბის და იმედ­გაც­რუ­ე­ბის ერ­თი თვე და რაც მთა­ვა­რია, მსოფ­ლიო ჩემ­პი­ო­ნა­ტი და­იწყო. გა­იხ­ს­ნა ბრა­ზი­ლი­ის და ხორ­ვა­ტი­ის თა­მა­შით. და კი­დევ ბევ­რი კარ­გი. და­სა­მახ­სოვ­რე­ბე­ლი თა­მა­ში იქ­ნე­ბა. ტურ­ნი­რი, სა­დაც თით­ქ­მის ყვე­ლას ჰყავს თა­ვი­სი ფა­ვო­რი­ტი. ბრა­ზი­ლი­ი­დან ირა­ნამ­დე.

დღეს­ვე პირ­ვე­ლი სე­რი­ო­ზუ­ლი გარ­ჩე­ვა იქ­ნე­ბა - ეს­პა­ნე­თი და ჰო­ლან­დია. 14 ივ­ნისს იტა­ლია და ინ­გ­ლი­სი უაქ­ცენ­ტოდ და გა­სა­გებ ენა­ზე და­ი­ლა­პა­რა­კე­ბენ.

ეგ­რე­ვე ფა­ვო­რი­ტებ­ზე გა­და­ვი­დეთ. მო­სუ­ლა? მა­შინ, წა­ვე­დით.

 ბრა­ზი­ლია

 ბრა­ზი­ლია თა­ვი­სუ­ფა­ლი ტი­პე­ბის, სექ­სუ­ა­ლუ­რი გო­გო­ნე­ბის, და­უნ­დო­ბე­ლი მკვლე­ლე­ბის, აირ­ტონ სე­ნას, სე­რი­ა­ლე­ბის, ნახ­მა­რი პრე­ზერ­ვა­ტი­ვე­ბის, ფეხ­ბურ­თის და სიყ­ვა­რუ­ლის უბა­ნია. ღმერ­თ­მა ამ უბანს სიყ­ვა­რუ­ლი და უდარ­დე­ლო­ბა და­ა­ნათ­ლა და ბრა­ზი­ლი­ა­ში ეს კარ­გად ახ­სოვთ. ბრა­ზი­ლი­ელს არ ეჩ­ქა­რე­ბა საქ­მი­ან შეხ­ვედ­რა­ზე და იცის, რომ ის, მე­ო­რე ბრა­ზი­ლი­ე­ლიც და­აგ­ვი­ა­ნებს. ეს ბრა­ზი­ლიაა. ბრა­ზი­ლი­ელს არ ეჩ­ქა­რე­ბა კონ­ტ­რაქ­ტით გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი ვალ­დე­ბუ­ლე­ბის შეს­რუ­ლე­ბა. კონ­ტ­რაქ­ტი პრო­ფე­სი­უ­ლი ფორ­მა­ლო­ბაა და ბრა­ზი­ლი­ა­ში ეს ვალ­დე­ბუ­ლე­ბაც მეხ­სი­ე­რე­ბი­დან იშ­ლე­ბა. ბრა­ზი­ლი­ე­ლე­ბი უშ­ვე­ბენ შეც­დო­მებს და არ ცდი­ლო­ბენ მათ გა­მოს­წო­რე­ბას. შეც­დო­მას სამ­ბა, ფეხ­ბურ­თი და სიყ­ვა­რუ­ლი გა­და­ფა­რავს.

ბრა­ზი­ლია ფეხ­ბურ­თის სა­მოთხე, ეკ­ლე­სიაა. პე­ლე, გა­რინ­ჩა, ჟა­ირ­ზი­ნიო, ვა­ვა, ზი­კო, ფალ­კაო, რო­მა­რიო, რო­ნალ­დო, რი­ვალ­დო, რო­ნალ­დი­ნიო. რიგ­ში დგას ნე­ი­მა­რი.

პე­ლე მო­ე­დან­ზე იყო კო­პერ­ფილ­დი და ისე, ბრა­ზი­ლი­ე­ლებს გა­რინ­ჩა უფ­რო უყ­ვარ­დათ. მსოფ­ლი­ოს ორ­გ­ზის ჩემ­პი­ო­ნი, ფეხ­ბურ­თის ჟოფ­რეი დე პე­ი­რა­კი. ან­ჟე­ლი­კას გა­რე­შე და ძა­ლი­ან ბევ­რი მე­გობ­რით. ის მე­გობ­რე­ბი მა­ნეს­თან ერ­თად ღა­მე­ებს ბა­რებ­ში ატა­რებ­დ­ნენ და გა­რინ­ჩა ნიჭს და ახალ­გაზ­რ­დო­ბას ალ­კო­ჰო­ლით აუფე­რუ­ლებ­და. ის "მე­გობ­რე­ბი" სწო­რედ მა­შინ გაქ­რ­ნენ დი­დი ადა­მი­ა­ნის ცხოვ­რე­ბი­დან, რო­დე­საც გა­რინ­ჩას ყვე­ლა­ზე უფ­რო გა­უ­ჭირ­და. მა­ნე ყვე­ლას პა­ტი­ჟებ­და. მა­ნე დი­დი გუ­ლი იყო და იმ გულ­საც დი­დი გუ­ლი ჰქონ­და. გა­რინ­ჩა იყო ბრა­ზი­ლია.

რო­ნალ­დი­ნიო ორი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში არის სა­უ­კე­თე­სო. "ბარ­სე­ლო­ნა­ში", ნაკ­რებ­ში, უბან­ში, ყველ­გან სა­უ­კე­თე­სო იყო. და რო­ნალ­დი­ნი­ოს მო­ბეზ­რ­და პო­პუ­ლა­რო­ბა. რო­ნალ­დი­ნო დი­დე­ბით და­ი­ღა­ლა და და­ის­ვე­ნა. ის გრძნობ­და, რომ ბევ­რ­მი­ლი­ო­ნი­ა­ნი სა­რეკ­ლა­მო ვალ­დე­ბუ­ლე­ბე­ბის შეს­რუ­ლე­ბა­ზე უფ­რო, ბრა­ზი­ლი­ა­ში დაბ­რუ­ნე­ბა სჭირ­დე­ბო­და. და რო­ნალ­დი­ნიო ბრა­ზი­ლი­ა­ში დაბ­რუნ­და. ის იყო მსოფ­ლი­ოს სა­უ­კე­თე­სო ფეხ­ბურ­თე­ლი. ოფი­ცი­ა­ლუ­რად იყო. და დღეს უბ­რა­ლოდ, ბედ­ნი­ე­რია. რომ ის­ვე­ნებს. რო­ნალ­დი­ნი­ოც ბრა­ზი­ლია არის.

ნე­ი­მა­რი ცო­ტა სხვა ტი­პია. ირო­კე­ზი, ყვე­ლა­ზე დი­დი კუ­ში, ფინ­ტე­ბის კას­კა­დი - ნე­ი­მა­რი კარ­გად იყი­დე­ბა და ნე­ი­მა­რი მე­სის ჩა­ა­ბა­რეს. ოფი­ცი­ა­ლუ­რი ინ­ფორ­მა­ცი­ით, "ბარ­სე­ლო­ნამ" ნე­ი­მარ­ში 57 მი­ლი­ო­ნი ევ­რო გა­და­ი­ხა­და. 11 მი­ლი­ო­ნი იმ თან­ხი­დან მო­თა­მა­შის ერ­თ­გულ­მა მა­მი­კომ მი­ით­ვი­სა, 10 მი­ლი­ო­ნი - ნე­ი­მარ­მა. მორ­ჩა, ცხოვ­რე­ბა აწყო­ბი­ლია. ფეხ­ბურ­თის თა­მა­შიც შე­იძ­ლე­ბა. ხომ გახ­სოვთ, ის გე­ნი­ა­ლუ­რი თხუ­ნე­ლა ანი­მა­ცი­უ­რი ფილ­მი­დან "Дюимовочка"? და ის ფრა­ზა, ზარ­მა­ცი, დალ­ხე­ნი­ლი და კმა­ყო­ფი­ლი არ­სე­ბის ფრა­ზა - Поели, теперь можно и поспать და გა­მო­ძი­ნე­ბუ­ლი რომ ამ­ბობს, Поспали, теперь можно и поесть. ნე­ი­მა­რიც ასეა. კონ­ტ­რაქ­ტი გა­შან­სა. და ფეხ­ბურ­თის თა­მა­შიც შე­იძ­ლე­ბა. რა­ტო­მაც არა...

ბრა­ზი­ლია ბრა­ზი­ლი­ა­ში ითა­მა­შებს. 1950 წლის შემ­დეგ, ბრა­ზი­ლი­ა­ში პირ­ვე­ლად და­იწყო სა­ფეხ­ბურ­თო კი­ნო­ფეს­ტი­ვა­ლი. ჟი­უ­რი და­აკ­ვირ­დე­ბა მო­ნა­წი­ლე­ებს და სა­უ­კე­თე­სოს და­ა­სა­ხე­ლებს. ბრა­ზი­ლი­ა­ში ბრა­ზი­ლია ბრა­ზი­ლი­ე­ლე­ბის­თ­ვის ითა­მა­შებს. და ბრა­ზი­ლი­ა­ში გულ­წ­რ­ფე­ლად სჯე­რათ, რომ მა­თი ნაკ­რე­ბი თავს არ და­ზო­გავს და ფეხ­ბურ­თის კი­დევ ერთ გა­მო­ფე­ნას გახ­ს­ნის. ბრა­ზი­ლი­ა­ში ყვე­ლა­ფე­რი გულ­წ­რ­ფე­ლად კეთ­დე­ბა. გულ­წ­რ­ფე­ლად დაგ­პა­ტი­ჟე­ბენ ყა­ვა­ზე, გულ­წ­რ­ფე­ლად მო­გემ­სა­ხუ­რე­ბი­ან ორა­ლუ­რი სექ­სით, გულ­წ­რ­ფე­ლად გა­მოგ­ჭ­რი­ან ყელს და გულ­წ­რ­ფე­ლად უგულ­შე­მატ­კივ­რე­ბენ სა­კუ­თარ ნაკ­რებს, რო­მე­ლიც ამას იმ­სა­ხუ­რებს. ეს ხომ ბრა­ზი­ლიაა.

12 წლის წინ ბრა­ზი­ლი­ას მსოფ­ლიო ჩემ­პი­ო­ნა­ტი ლუ­იშ ფე­ლი­პე სკო­ლა­რიმ მო­ა­გე­ბი­ნა. ნუ, მხო­ლოდ მან არა, მაგ­რამ მთა­ვა­რი მწვრთნე­ლი ის კარ­გი ადა­მი­ა­ნი, ფეხ­ბურ­თის ჯინ ჰეკ­მა­ნი იყო. სკო­ლა­რი მას შემ­დეგ ბევრ გუნ­დ­ში და­საქ­მ­და. უზ­ბე­კეთ­ში "ბუ­ნედ­კო­რიც" კი ჩა­ი­ბა­რა და რო­დე­საც გუნდს საქ­მე­ე­ბი აერია, ოდილ ახ­მე­დოვ­თან და რი­ვალ­დოს­თან ერ­თად, ცხვა­რი და­აკ­ვ­ლე­ვი­ნა. სკო­ლა­რი ნაკ­რებ­ში და­აბ­რუ­ნეს. იმ, 2002 წლის მო­გე­ბუ­ლი მსოფ­ლიო ჩემ­პი­ო­ნა­ტის შემ­დეგ, სკო­ლა­რი ნაკ­რე­ბის მე­ოთხე მთა­ვა­რი მწვრთნე­ლია.

და ბრა­ზი­ლია ფა­ვო­რი­ტე­ბის ფა­ვო­რი­ტია. იმი­ტომ, რომ ბრა­ზი­ლი­ა­ში თა­მა­შობს. და იმი­ტომ, რომ ბრა­ზი­ლი­ის ფა­ვო­რი­ტო­ბის ბრა­ზი­ლი­ე­ლებს გულ­წ­რ­ფე­ლად სჯე­რათ. ეს მთა­ვა­რია.

 ხერ­ხი

 ლუ­ის არა­გო­ნე­სი მსოფ­ლიო ჩემ­პი­ო­ნატს ზე­და ლო­ჟი­დან და­აკ­ვირ­დე­ბა. იქ არ დაგ­ძა­ბა­ვენ დამ­ღ­ლე­ლი გულ­შე­მატ­კივ­რე­ბი, ღრმა დე­კოლ­ტე­ი­ა­ნი მიმ­ტა­ნე­ბი უკა­ნა­ლის უშ­ნოდ და უად­გი­ლოდ ფარ­ფა­შით ყუ­რადღე­ბას არ გა­გი­ფან­ტა­ვენ და არა­ვინ არ გა­გაკ­რი­ტი­კებს, თუ სა­ბო­ლოო გა­ნაცხად­ში რა­ულს არ ჩა­წერ. არა­გო­ნე­სი წელს, 1 თე­ბერ­ვალს წა­ვი­და. ლუ­ი­სი და­ი­ღა­ლა და ზე­მო­თაც ერ­თი კარ­გი, სა­კა­ი­ფო ანა­ლი­ტი­კო­სი დას­ჭირ­დათ. და­უ­ძა­ხეს არა­გო­ნესს. რო­მე­ლიც 75 წლის იყო. ლუ­ი­სი და­ი­ბა­და მად­რიდ­ში. გარ­და­იც­ვა­ლა მად­რიდ­ში. ცხოვ­რობს სა­მოთხე­ში. ანუ, არა­გო­ნე­სი სა­მოთხი­დან სა­მოთხე­ში გა­და­ვი­და. დღეს სა­ფეხ­ბურ­თო ედე­ნი მად­რიდ­შია და არა­გო­ნე­სი ამას ხე­დავს. ლუ­ის­მა ვერ მო­ას­წ­რო ჩემ­პი­ონ­თა ლი­გის ფი­ნალ­ზე დას­წ­რე­ბა და ზე­მო­დან ყვე­ლა­ფე­რი უკეთ ჩან­და. გან­სა­კუთ­რე­ბით, ის, სერ­ხიო რა­მო­სის სპარ­ტუ­ლი გო­ლი. სპარ­ტუ­ლი და ზღაპ­რუ­ლი.

ეს­პა­ნე­თი ითა­მა­შებს ეს­პა­ნე­თის­თ­ვის. ეს­პა­ნე­თი ითა­მა­შებს ეს­პა­ნუ­რად. ეს­პა­ნე­თი ითა­მა­შებს და­უნ­დობ­ლად. და ეს­პა­ნე­თი ითა­მა­შებს ლუ­ის არა­გო­ნე­სის სიტყ­ვე­ბით "პა­ტი­ვი ეცი და არ და­ინ­დო". არა­გო­ნეს­მა ეს სიტყ­ვე­ბი იმ ევ­რო­ტუ­რის წინ უთხ­რა ბი­ჭებს, რო­დე­საც ნაკ­რებ­ში რა­უ­ლი არ წა­იყ­ვა­ნა და მის ად­გილ­ზე, ან უბ­რა­ლოდ, თა­ვი­სი მო­საზ­რე­ბით, ნაკ­რებ­ში "ვი­ლი­ა­რე­ა­ლის" მარ­კოს სე­ნა ჩას­ვა. ეს არა­გო­ნე­სი იყო. უც­ნა­უ­რი და ერუ­დი­რე­ბუ­ლი მწვრთნე­ლი, რო­მელ­საც მად­რი­დის "ატ­ლე­ტი­კო­ში"172 გო­ლი ჰქონ­და გა­ტა­ნი­ლი. ლე­გენ­და. მად­რი­დის ლე­გენ­და.

არა­გო­ნე­სის ნაკ­რე­ბი­დან დღეს, ეს­პა­ნეთ­ში სო­ლი­რე­ბენ გე­ნი­ა­ლუ­რი დი­რი­ჟო­რი ხა­ვი, ელე­გან­ტუ­რი და ფერ­მ­კ­რ­თა­ლი ინი­ეს­ტა. თა­ვის ტე­რი­ტო­რი­ას, სა­ფეხ­ბურ­თო სამ­წა­მი­ანს უფ­რ­თხილ­დე­ბი­ან სერ­ხიო რა­მო­სი და იკერ კა­სი­ლი­ა­სი. ისე, იკერს წელს ბევ­რი კონ­კუ­რენ­ტი ჰყავ­და. კა­რი­ე­რა­ში ერთ-ერ­თი სა­უ­კე­თე­სო სე­ზო­ნი ჰქონ­და ვიქ­ტორ ვალ­დესს, პე­პე რე­ი­ნამ მო­უ­მა­ტა და თით­ქ­მის სტა­ბი­ლუ­რია. და­ვიდ დე ხეა "მან­ჩეს­ტერ­ში" ამ თა­ო­ბის ვან დერ სა­რია. ნუ, ჰო­ლან­დი­ე­ლის შემ­დეგ მან­ჩეს­ტერ­ში სტა­ბი­ლუ­რად მხო­ლოდ დე ხეა დგას.

ეს­პა­ნე­თი აძ­ლევს შანსს დი­ე­გო კოს­ტას და ეს­პა­ნეთს ჰყავს და­ვიდ ვი­ლია, რო­მე­ლიც ბო­ლო ტეს­ტებ­ში ძა­ლი­ან კარ­გი იყო. ეს­პა­ნეთ­ში ფერ­ნან­დო ტო­რე­სი შე­უც­ვ­ლე­ლი და ხან­და­ხან, სას­წ­რა­ფოდ შე­საც­ვ­ლე­ლია. და ეს­პა­ნე­თი რჩე­ბა ფა­ვო­რი­ტად.

კონ­ფე­დე­რა­ცი­ის თას­ზე ეს­პა­ნეთს ბრა­ზი­ლი­ის­გან მოხ­ვ­და. და ბრა­ზი­ლი­ა­ში ამ ნაკ­რე­ბის ბევ­რი ლი­დე­რის­თ­ვის ეს ალ­ბათ, ბო­ლო დი­დი ტურ­ნი­რი იქ­ნე­ბა. ბო­ლო მსოფ­ლიო ჩემ­პი­ო­ნა­ტი.

არა­გო­ნე­სის ეს­პა­ნე­თი იყო ხერ­ხი. ლუ­ის­მა ამ ხერ­ხით უფ­რო მე­ტი ტკი­ვი­ლი და ემო­ცია და­ტო­ვა, ვიდ­რე რე­ა­ლურ­მა "ხერ­ხ­მა". რო­მე­ლიც 10 წლის წინ ჯე­იმს ვან­მა გა­და­ი­ღო და რო­მე­ლიც სა­ში­ნე­ლე­ბა­თა ფილ­მოგ­რა­ფი­ა­ში ბევ­რის ფა­ვო­რი­ტი გახ­და. იმ­სა­ხუ­რებს და უნ­და გამ­ხ­და­რი­ყო. და ეს­პა­ნე­თიც ის, ეს, სხვა და ყვე­ლა­ზე სის­ხ­ლი­ა­ნი, სან­დო ხერ­ხია.

იქ, ზე­მოთ, ლუ­ის არა­გო­ნე­სი ახალ ამ­პ­ლუ­ა­ში და­აკ­ვირ­დე­ბა თა­ვის ეს­პა­ნეთს. ლუ­ი­სი აღარ არის ეს­პა­ნე­თის ნაკ­რე­ბის მთა­ვა­რი მწვრთნე­ლი, მაგ­რამ ეს­პა­ნე­თი უბ­რა­ლოდ, კარ­გი, ძლი­ე­რი გუნ­დი­დან ფა­ვო­რი­ტო­ბამ­დე ლუ­ის­მა მი­იყ­ვა­ნა. და ეს­პა­ნეთს იმ­დე­ნად მო­ე­წო­ნა ეს სტა­ტუ­სი, რომ შე­ი­ფე­რა და დღემ­დე ყვე­ლა ტურ­ნი­რის ფა­ვო­რი­ტად რჩე­ბა. უბ­რა­ლოდ, მა­ლე ეს ნაკ­რე­ბი შე­იც­ვ­ლე­ბა. და ამ ნაკ­რებ­მა კი­დევ ერთ, ბო­ლო ბრძო­ლა­ში უნ­და და­იც­ვას პრეს­ტი­ჟი.

ეს­პა­ნე­თის პრეს­ტი­ჟი.

სა­კუ­თა­რი პრეს­ტი­ჟი.

და სის­ხ­ლის­ფე­რი ნაკ­რე­ბი არა­გო­ნე­სის­თ­ვის თავს არ და­ზო­გავს.

 სწო­რი ფეხ­ბურ­თი

 რო­სა­რიო არ­გენ­ტი­ნა­ში არის. ქა­ლა­ქი, რო­მელ­შიც დღეს ერთ მი­ლი­ონ­ზე მე­ტი მაცხოვ­რე­ბე­ლია. ნუ, ზუსტ სტა­ტის­ტი­კას ამ შემ­თხ­ვე­ვა­ში დი­დი მნიშ­ვ­ნე­ლო­ბა არ აქვს. რო­სა­რი­ო­დან წა­მო­ვი­და ერ­ნეს­ტო "ჩე" გე­ვა­რა. რო­სა­რი­ო­დან წა­მო­ვი­და სე­ზარ ლუ­ის მე­ნო­ტი. რო­სა­რი­ო­დან წა­მო­ვი­და ლეო მე­სი. სა­მი რე­ვო­ლუ­ცი­ო­ნე­რი. გზა, რო­მე­ლიც გა­აშ­ლე­ვი­ნა და მო­ა­წეს­რი­გე­ბი­ნა ერ­ნეს­ტომ, აით­ვი­სა ლუ­ის­მა და იმ გზა­ზე დღეს მე­სიმ უნ­და ჩა­ირ­ბი­ნოს. ჯერ ძუნ­ძუ­ლით, შემ­დეგ, ოდ­ნავ მო­უ­მა­ტებს ტემპს და რო­გორც იცის ხოლ­მე, არით­მი­უ­ლად და­ას­რუ­ლებს ვო­ი­აჟს.

მე­ნო­ტი არ იც­ნობ­და ჩე გე­ვა­რას. და ჩე გე­ვა­რა იყო "რო­სა­რიო სენ­ტ­რა­ლის" გულ­შე­მატ­კი­ვა­რი. დი­დი გულ­შე­მატ­კი­ვა­რი. იმ გუნ­დის ვარ­ს­კ­ვ­ლა­ვი იყო სიმ­პა­ტი­უ­რი, მო­წეს­რი­გე­ბუ­ლი და უზო­მოდ პო­პუ­ლა­რუ­ლი ნა­ხე­ვარ­მ­ც­ვე­ლი, სე­ზარ ლუ­ის მე­ნო­ტი. მეტ­სა­ხე­ლად - El Flaco, ანუ გამ­ხ­და­რი, თუ გნე­ბავთ, სუს­ტი. მე­ნო­ტი უნი­ვერ­სი­ტეტ­ში სო­ცი­ა­ლუ­რი სა­მარ­თ­ლი­ა­ნო­ბით და­ინ­ტე­რეს­და. და ლუ­ის­მა არ და­ას­რუ­ლა სას­წავ­ლე­ბე­ლი. მაგ­რამ მე­ნო­ტიმ სამ­ყა­როს გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბა ფეხ­ბურ­თით სცა­და. და რო­გორც არ­გენ­ტი­ნა­ში თვლი­ან, სე­ნი­ორ მე­ნო­ტიმ ჩე გე­ვა­რას საქ­მე მინ­დორ­ზე გა­და­ი­ტა­ნა. 1974-ში სე­ზა­რი არ­გენ­ტი­ნის ნაკ­რე­ბის მთა­ვარ მწვრთნე­ლად და­ნიშ­ნეს და ის არ­გენ­ტი­ნა ხა­ტავ­და. ნაკ­რე­ბის ყვე­ლა გულ­შე­მატ­კი­ვა­რი იმე­ო­რებ­და მე­ნო­ტის სიტყ­ვებს - "გო­ლი - ეს არის ბო­ლო პა­სი კარ­ში".

მე­ნო­ტის დროს არ­გენ­ტი­ნა­ში სამ­ხედ­რო ხუნ­ტა აკონ­ტ­რო­ლებს სი­ტუ­ა­ცი­ას. ქვე­ყა­ნა­ში მო­დის სის­ხ­ლის წვი­მა. რეპ­რე­სი­ე­ბის და მა­სობ­რი­ვი სიკ­ვ­დი­ლით დას­ჯის ფონ­ზე, მე­ნო­ტის არ­გენ­ტი­ნა სი­ცოცხ­ლის პრო­მე­თე იყო. და სე­ზარ­მა კემ­პე­სით, არ­დი­ლე­სით, პა­სა­რე­ლას ინ­ტე­ლექ­ტით, ბერ­ტო­ნის აგ­რე­სი­ით, ლუ­კეს მოქ­ნი­ლი აზ­როვ­ნე­ბით და ტა­რან­ტი­ნის კუ­ლუ­ლე­ბით მო­ი­გო მსოფ­ლიო ჩემ­პი­ო­ნა­ტი. მე­ნო­ტის რე­ვო­ლუ­ცი­ამ შე­დე­გი მო­ი­ტა­ნა.

მე­სის გა­უ­მარ­თ­ლა, რომ მე­სია. არ­გენ­ტი­ნას გა­უ­მარ­თ­ლა, რომ მე­სი ჰყავს. და მე­სის ჯერ არ უმარ­თ­ლებს არ­გენ­ტი­ნის ნაკ­რებ­ში. დი­ე­გო მა­რა­დო­ნას შემ­დეგ მე­სი ყვე­ლა­ზე უფ­რო მა­რა­დო­ნაა. და დი­ე­გოს ნაკ­რებ­ში უსის­ტე­მო, უხერ­ხემ­ლო, უინი­ცი­ა­ტი­ვო ფეხ­ბურ­თის შემ­დეგ, პა­ტა­რა გე­ნი­ოს­მა ალე­ხან­დ­რო სა­ბე­ლი­ას ნაკ­რებ­ში უნ­და გა­იბ­რ­წყი­ნოს. ნუ, სურ­ვი­ლი აქვს და და­ნარ­ჩენს ვნა­ხავთ.

იგუ­ა­ი­ნის, დი მა­რი­ას, აგუ­ე­როს, პა­ლა­სი­ოს, ბა­ნე­გას ევ­რო­პა­ში მხატ­ვ­რე­ბად თვლი­ან. ბა­ნე­გას ("ნი­უ­ელს ოლდ ბო­ი­ზი") გარ­და, ყვე­ლა ევ­რო­პა­ში აგ­ვა­რებს. და მე­სი ამ იმ­პ­რო­ვი­ზა­ტო­რე­ბის ფუნ­ჯია. რო­მე­ლიც დას­ვე­ნე­ბულ­მა მა­ჯამ უნ­და მი­ი­ტა­ნოს ტი­ლომ­დე და ლეო იწყებს ხატ­ვას.

მე­სიმ მო­ი­გო ცხრა წლის წინ ოც­წ­ლამ­დელ­თა მსოფ­ლიო ჩემ­პი­ო­ნა­ტი. მე­სი გახ­და ოლიმ­პი­უ­რი ჩემ­პი­ო­ნი (2008). მე­სი უკ­ვე ლე­გენ­დაა და პა­ტა­რა, მორცხვ მო­ცარტს აკ­ლია მსოფ­ლიო ჩემ­პი­ო­ნის ტი­ტუ­ლი.

მე­სის გა­უ­მარ­თ­ლა, რომ მე­სია. არ­გენ­ტი­ნას გა­უ­მარ­თ­ლა, რომ მე­სი ჰყავს. და მე­სის ჯერ არ უმარ­თ­ლებს არ­გენ­ტი­ნის ნაკ­რებ­ში. უნ­და გა­უ­მარ­თ­ლოს. იმ ერ­თი, პი­ჟო­ნი და ძა­ლი­ან მა­გა­რი პრტუ­გა­ლი­ე­ლის ფონ­ზე მე­სი ოდ­ნავ, უმ­ნიშ­ვ­ნე­ლოდ და­იჩ­რ­დი­ლა, მაგ­რამ რო­დე­საც ვსა­უბ­რობთ სა­უ­კე­თე­სო ფეხ­ბურ­თელ­ზე, იქ, იმ დის­კუ­სი­ა­ში დის­კუ­სია ეგ­რე­ვე კვდე­ბა - სა­უ­კე­თე­სო ლეო მე­სია.

რო­მელ­საც, უბ­რა­ლოდ, ჯერ არ უმარ­თ­ლებს.

და მე­სი არის რო­სა­რი­ო­დან. რე­ვო­ლუ­ცი­ო­ნე­რე­ბის ქა­ლა­ქი. ჩე გე­ვა­რა, ლუ­ის მე­ნო­ტი. მე­სის ჯე­რია.

 ცოცხა­ლი რი­გი

 მსოფ­ლიო ჩემ­პი­ო­ნატ­ზე სხვე­ბიც არი­ან. და ფა­ვო­რი­ტე­ბის მე­ო­რე რიგ­ში დგა­ნან.

თუნ­დაც ურუგ­ვაი, რო­მე­ლიც ყვე­ლა­ზე რთულ, მძი­მე ქვეჯ­გუფ­ში მოხ­ვ­და. ურუგ­ვაი მსოფ­ლი­ოს ორ­გ­ზის ჩემ­პი­ო­ნია. ურუგ­ვაი იგებ­და ტურ­ნირს იმ დროს, რო­დე­საც ჩემ­პი­ო­ნა­ტის მო­ნა­წი­ლე გუნ­დის მწვრთნე­ლი იმ გუნ­დის მო­ნა­წი­ლე­ო­ბით გა­სა­მართ თა­მაშს მსა­ჯობ­და. ურუგ­ვა­ის ჩემ­პი­ო­ნო­ბის დროს იუგოს­ლა­ვი­ის ნაკ­რებ­ში სა­მე­დი­ცი­ნო ინ­ს­ტი­ტუ­ტის ექ­ვ­სი სტუ­დენ­ტი თა­მა­შობ­და. ურუგ­ვა­ის ჩემ­პი­ო­ნო­ბის დროს ბრა­ზი­ლი­ა­ში ინ­ფარ­ქ­ტე­ბის სე­რია იწყე­ბო­და. ურუგ­ვა­ი­ში ახ­სოვთ გი­ლერ­მო სტა­ბი­ლე, რო­მელ­მაც 84 წლის წინ, პირ­ველ მსოფ­ლიო ჩემ­პი­ო­ნატ­ზე 8 გო­ლი გა­ი­ტა­ნა. ურუგ­ვა­ი­ში ახ­სოვთ 1950 წლის ჩემ­პი­ო­ნა­ტი, რო­დე­საც ურუგ­ვა­იმ "მა­რა­კა­ნა" ატი­რა. ურუგ­ვა­ი­ში ახ­სოვთ ბო­ლო მსოფ­ლი­ოც, რო­დე­საც დი­ე­გო ფორ­ლა­ნი ლე­ო­ნი­დე იყო. ფორ­ლა­ნი ვერ გა­ვი­და ფი­ნალ­ში, ფორ­ლან­მა წა­ა­გო, მაგ­რამ ის ტურ­ნი­რის სა­უ­კე­თე­სო მო­თა­მა­შედ და­ა­სა­ხე­ლეს. დი­ე­გო დღე­საც ნაკ­რებ­შია. მარ­თა­ლია, ვერ ხვდე­ბა ძი­რი­თად­ში, მაგ­რამ იქ, ძი­რი­თად­ში ედინ­სონ კა­ვა­ნი და ლუ­ის სუ­ა­რე­სი დგა­ნან. ურუგ­ვა­ი­ში სჯე­რათ, რომ მა­თი ნაკ­რე­ბი კი­დევ ერთ სას­წა­ულს მო­ახ­დენს. იქ ხომ პატ­რი­ო­ტი კო­პერ­ფილ­დე­ბი თა­მა­შო­ბენ.

თუნ­დაც პორ­ტუ­გა­ლია, სა­დაც კრიშ­ტი­ა­ნო რო­ნალ­დუს მა­ნია და­იწყო. "რე­ა­ლის" ჟე­ლი­ბონ­მა მოხ­ს­ნა ნაკ­რებ­ში ეუსე­ბი­ოს რე­კორ­დი. ეუსე­ბი­ომ 60 თა­მაშ­ში 41 გო­ლი გა­ი­ტა­ნა. რო­ნალ­დუს ან­გა­რიშ­ზე უკ­ვე 49 გო­ლია. მაგ­რამ 11 თა­მაშ­ში. და რო­გორც ეუსე­ბი­ომ ერ­თხელ გა­იხ­სე­ნა, მის დროს პორ­ტუ­გა­ლია არ ხვდე­ბო­და ლიხ­ტენ­შ­ტე­ი­ნებს და აზერ­ბა­ი­ჯა­ნებს. რო­ნალ­დუ, ნა­ნი, პოშ­ტი­გა, ბრუ­ნო ალ­ვე­ში, რა­ულ მე­ი­ე­რე­ლე­ში, პე­პე, კო­ენ­ტ­რაუ. ყვე­ლა ვი­ცით და ყვე­ლას ირი­ნა შე­ი­კის სექს-პარ­ტ­ნი­ო­რი ფა­რავს. ეს ლო­გი­კუ­რია. კრიშ­ტი­ა­ნო რო­ნალ­დუ დღეს სა­უ­კე­თე­სოა. ნაკ­რებ­ში, "რე­ალ­ში".

თუნ­დაც (და ვი­ცი, რომ ეს ერ­თი "თუნ­დაც" ბევრს არ ესი­ა­მოვ­ნე­ბა, მაგ­რამ ასე გა­მო­ვი­და, უკაც­რა­ვად) გერ­მა­ნია, რო­მე­ლიც იგებს, იგებს, არ აგებს და ვერ იგებს. მაგ­რად და­იწყებს მსოფ­ლიო ჩემ­პი­ო­ნატს, მაგ­რად შე­უ­ბე­რავს ევ­რო­ტურ­ზე. შემ­დეგ მო­ვა ეს­პა­ნე­თი ან იტა­ლია და ყვე­ლა­ფერს გა­ა­ფუ­ჭებს. იტა­ლია გერ­მა­ნი­სა ყო­ველ­თ­ვის ყვე­ლა­ფერს უფუ­ჭებს. გერ­მა­ნია დღეს ძა­ლი­ან კარ­გია. ცო­ტა გა­დაღ­ლი­ლი მე­სუთ იოზი­ლით, რო­მე­ლიც "არ­სე­ნალ­ში" სო­ლი­რებს. ცო­ტა გა­დაღ­ლი­ლი მარ­კო რო­ი­სით, რო­მე­ლიც დღეს სა­უ­კე­თე­სო გერ­მა­ნე­ლია. ნაკ­რე­ბის ლი­დე­რის სა­ვარ­ძე­ლი მი­უ­ჩო­ჩეს ფი­ლიპ ლამს და "ბა­ი­ერ­ნის" ბი­ჭი ლი­დე­რობს. უნ­და მო­ას­წ­როს კარგ ფორ­მა­ში შეს­ვ­ლა სა­მი ხე­დი­რამ, რო­მე­ლიც ისევ სკალ­პე­ლით ირ­ბენს და ბევრს დაჭ­რის. "ბა­ი­ერ­ნი" მსოფ­ლი­ოს სა­უ­კე­თე­სო კლუ­ბია. მე­რე რა, რომ ჩემ­პი­ონ­თა ლი­გა წელს ვერ მო­ი­გო. ხდე­ბა ხოლ­მე. და გერ­მა­ნია ერ­თა­დერ­თია ამ მსოფ­ლიო ჩემ­პი­ო­ნატ­ზე (ბრა­ზი­ლი­ას­თან ერ­თად), რო­მელ­საც სა­კუ­თა­რი ბა­ზა ექ­ნე­ბა. სალ­ვა­დო­რის აერო­პორ­ტ­თან ახ­ლოს დად­გეს "კამ­პო ბა­ხია". გერ­მა­ნი­ის ნაკ­რე­ბის პრი­ვა­ტუ­ლი ბა­ზა. პა­ტა­რა გერ­მა­ნია ატ­ლან­ტის ოკე­ა­ნის სა­ნა­პი­რო­ზე. დი­დი გერ­მა­ნია სხვა საქ­მე­ებს მი­ხე­დავს.

თუნ­დაც ჰო­ლან­დია, რო­მე­ლიც და­ი­ღა­ლა მე­ო­რად­ში აღე­ბუ­ლი ტი­ტუ­ლე­ბით. ნუ, მო­ი­გე ევ­რო­პის ჩემ­პი­ო­ნა­ტი? მე­რე რა? ეს ხომ ჰო­ლან­დიაა... ნუ, კი­დევ ერ­თხელ მო­ი­გე ევ­რო­პის ჩემ­პი­ო­ნა­ტი? მე­რე რა... ნუ, და­ა­ხუ­რე თავ­ზე იტა­ლი­ას ევ­რო­პის ჩემ­პი­ო­ნატ­ზე და შემ­დეგ ეს ოპე­რა რუ­სეთ­თან სა­მარ­ცხ­ვი­ნო წა­გე­ბით გა­და­ი­ფა­რა. ჰო­ლან­დი­ას ჰყავ­და კრუ­ი­ფი, ჰო­ლან­დი­ას ჰყავ­და ვან ბას­ტე­ნი და ჰო­ლან­დია ტი­ტე­ბის, კო­კა­ი­ნის, გა­მოც­დი­ლი მე­ძა­ვე­ბის და ბევ­რი "ხ"-ს ქვე­ყა­ნაა. უბ­რა­ლოდ, ჰო­ლან­დია და­ი­ღა­ლა. თუ გა­ქა­ჩავს, ჰო­ლან­დი­ამ შე­იძ­ლე­ბა ერთ ხაზ­ში ხუ­თი სა­ზამ­თ­რო დას­ვას.

თუნ­დაც ინ­გ­ლი­სი და იტა­ლია. რომ­ლე­ბიც ურუგ­ვა­ის­თან ერ­თად და­იწყე­ბენ ტურ­ნირს. ვი­ღა­ცას არ გა­უ­მარ­თ­ლებს და ერთ-ერ­თი ვერ გა­ვა ფლეი ოფ­ში. ურუგ­ვაი ამ სა­მე­ულ­ში ფა­ვო­რი­ტია. იტა­ლია და ინ­გ­ლი­სი თა­ნაბ­რად არი­ან ფა­ვო­რი­ტიც და არა­ფა­ვო­რი­ტიც. უბ­რა­ლოდ, იტა­ლია თა­ვი­დან ყვე­ლას­თ­ვის ყვე­ლა­ზე ცუ­დი და უსი­ა­მოვ­ნო მას­ტია. რო­გორც ყო­ველ­თ­ვის. ინ­გ­ლისს სტა­რი­ჯი და რუ­ნი ჰყავს. იტა­ლი­ას - ისევ ბუ­ფო­ნი და პირ­ლო. ცო­ტა რომ ევარ­ჯი­შა, ნაკ­რებ­ში პა­ო­ლო რო­სი­საც და­უ­ძა­ხებ­დ­ნენ. ან ალე­სან­დ­რო დელ პი­ე­როს. ან ფრან­ჩეს­კო ტო­ტის. ან კარ­ვა­ლიო ამა­უ­რის... მოვ­რ­ჩით, თო­რემ უკ­ვე ავი­ჭე­რი.

რო­გორც და­ვიწყეთ, ასე­ვე და­ვას­რუ­ლოთ. სე­ზო­ნის ყვე­ლა­ზე დი­დი, მას­შ­ტა­ბუ­რი ტურ­ნი­რი, ფეხ­ბურ­თ­ში მსოფ­ლიო ჩემ­პი­ო­ნა­ტი და­იწყო. და­ი­ქო­ქე­ბი­ან ტო­ტა­ლი­ზა­ტო­რე­ბი, და­იწყე­ბა ტო­ტა­ლუ­რი ის­ტე­რია "გა­მაზ­ვე­ბის" ფონ­ზე, და­იწყე­ბა ერ­თ­ჯე­რა­დი ბედ­ნი­ე­რე­ბის და იმედ­გაც­რუ­ე­ბის ერ­თი თვე და რაც მთა­ვა­რია, მსოფ­ლიო ჩემ­პი­ო­ნა­ტი და­იწყო. გა­იხ­ს­ნა ბრა­ზი­ლი­ის და ხორ­ვა­ტი­ის თა­მა­შით. და კი­დევ ბევ­რი კარ­გი. და­სა­მახ­სოვ­რე­ბე­ლი თა­მა­ში იქ­ნე­ბა. ტურ­ნი­რი, სა­დაც თით­ქ­მის ყვე­ლას ჰყავს თა­ვი­სი ფა­ვო­რი­ტი. ბრა­ზი­ლი­ი­დან ირა­ნამ­დე.

 

lika andiashvili