უნ­ტერ-ოფიც­რის ქვრი­ვი
13 ივნისი, 2014
4135
print

ნო­დარ ლა­და­რია

 ცუდ ხელისუფლებას ირჩევენ კარგი ადამიანები, რომლებიც არჩევნებზე არ მიდიან.

 უინსტონ ჩერჩილი

 დაწვრილებით გადმოცემულ გამარჯვებას ძნელად თუ განასხვავებ დამარცხებისგან.

 ჟან პოლ სარტრი

ამ­ბო­ბენ, რო­ცა ნავ­თო­ბით გამ­დიდ­რე­ბუ­ლი რო­მე­ლი­მე ბე­დუ­ი­ნი სა­ერ­თა­შო­რი­სო აუქ­ცი­ონ­ზე რა­ი­მე არ­ტე­ფაქტს ყი­დუ­ლობს, ეს არ­ტე­ფაქ­ტი უკ­ვა­ლოდ ქრე­ბა და შე­იძ­ლე­ბა ით­ქ­ვას, რომ მას კა­ცობ­რი­ო­ბა კარ­გავს. რა თქმა უნ­და, სავ­სე­ბით ვეს­ტერ­ნი­ზე­ბუ­ლი ბე­დუ­ი­ნე­ბიც არ­სე­ბო­ბენ, მაგ­რამ ეს კი­დევ უფ­რო დი­დი იშ­ვი­ა­თო­ბაა. ბევ­რად უფ­რო გავ­რ­ცე­ლე­ბუ­ლია ვი­თა­რე­ბა, რო­ცა ევ­რო­პის სა­უ­კე­თე­სო მა­ღა­ზი­ებ­ში ნა­ყი­დი კოს­მე­ტი­კა და ტან­საც­მე­ლი იმის­თ­ვის გა­მო­ი­ყე­ნე­ბა, რომ ბე­დუ­ი­ნე­ბის ცო­ლებ­მა სტუმ­რად მო­სუ­ლი ნა­თე­სა­ვე­ბის წი­ნა­შე იყელ­ყე­ლა­ონ...

ახ­ლა კი ერთ მა­ნამ­დე გა­მო­უ­ყე­ნე­ბელ ხერხს უნ­და მივ­მარ­თო: და­ვიწყო ახა­ლი სტა­ტია იმით, რი­თაც წი­ნა სტა­ტია და­ვას­რუ­ლე: ერ­თი თბი­ლი­სუ­რი და­ბა­დე­ბის დღის ან­გა­რი­შით. წვე­უ­ლე­ბა­ზე არ ვყო­ფილ­ვარ, მე თვი­თონ არ მი­ნა­ხავს და არ მო­მის­მე­ნია, ჩე­მი ერ­თი ნაც­ნო­ბი და­ეს­წ­რო. ვი­საც არ ახ­სოვს, შე­ვახ­სე­ნებ, რომ სა­ღა­მოს კა­ბე­ბით მორ­თულ ბა­ნო­ვანთ წრე­ში ერ­თი ძვირ­ფა­სი აზ­რი გა­მო­ით­ქ­ვა: "გე­ე­ბი საყ­ვარ­ლე­ბი არი­ან, აბა, ეგე­ნი რომ არა, სტი­ლის­ტე­ბად ვინ იმუ­შა­ვებ­და?!". ამ­გ­ვა­რად, რო­გორც ახ­ლა ამ­ბო­ბენ, ლგბტ-თე­მის მი­მართ ათ­წ­ლე­უ­ლე­ბით ნა­კურ­თხი ძვე­ლი სტრა­ტე­გია იქ­ნა გა­მო­ყე­ნე­ბუ­ლი: ქურ­თი იმის­თ­ვის არ­სე­ბობს, რომ ქუ­ჩა და­გა­ვოს. ეს აზ­რი პირ­ვე­ლად 1969 წელს გა­ვი­გო­ნე - ზუს­ტად მახ­სოვს, რად­გან იმ ზაფხულს და­ად­გა ფე­ხი ნე­ილ არ­მ­ს­ტ­რონ­გ­მა მთვა­რის ზე­და­პირს - და მას მე­რე გა­ნუწყ­ვეტ­ლივ მეს­მო­და და მა­ღი­ზი­ა­ნებ­და. მოგ­ვი­ა­ნე­ბით, რო­ცა თბი­ლი­სის ქუ­ჩებს ეროვ­ნუ­ლი მოძ­რა­ო­ბა მო­ე­დო, სა­სუ­ლი­ე­რო აკა­დე­მი­ის ერ­თ­მა სტუ­დენ­ტ­მა რო­მე­ლი­ღაც გა­ზეთ­ში გა­მო­საქ­ვეყ­ნებ­ლად წა­ი­ღო სტა­ტია, სა­დაც ამ­ტ­კი­ცებ­და, რომ მო­მა­ვა­ლი ქარ­თუ­ლი ჯა­რი ისე უნ­და აწყო­ბი­ლი­ყო, რომ ქარ­თ­ველ ჯა­რის­კა­ცებს არა­სო­დეს გა­ეწ­მინ­დათ სა­პირ­ფა­რე­შო­ე­ბი, რად­გან ამი­სათ­ვის რუ­სი ქა­ლე­ბი იქ­ნე­ბოდ­ნენ.

მაგ­რამ კვლავ ჩვენს ბა­ნო­ვა­ნებს და­ვუბ­რუნ­დეთ. მას შემ­დეგ, რაც პრაგ­მა­ტუ­ლი ტო­ლე­რან­ტო­ბის კლა­სი აჩ­ვე­ნეს, მა­ლე­ვე და­იწყეს სა­კუ­თა­რი სო­ციო-კულ­ტუ­რუ­ლი საზღ­ვ­რე­ბის მო­ნიშ­ვ­ნაც: "... მაგ­რამ თუ 15 წე­ლი მა­ინც ზუგ­დიდ­ში გიცხოვ­რია, ჩვენს რი­გებ­ში ვერ შე­მოხ­ვალ". და­მა­ვიწყ­და მე­კითხა, რამ გა­მო­იწ­ვია ასე­თი რა­დი­კა­ლუ­რი დეკ­ლა­რა­ცია და ეხე­ბო­და თუ არა სა­უ­ბა­რი თბი­ლი­სის მე­რო­ბის კან­დი­და­ტებს. მხო­ლოდ ის ვი­ცი, რომ რო­დე­საც წვე­უ­ლე­ბა­ზე ჯინ­სით მი­სულ­მა ჩემ­მა ნაც­ნობ­მა აღი­ა­რა, რომ ზუგ­დიდ­ში არა, მაგ­რამ ფოთ­შია და­ბა­დე­ბუ­ლი და გაზ­რ­დი­ლი, მი­სი მი­სა­მარ­თით მა­შინ­ვე და­იძ­რა ვი­თა­რე­ბის შე­მარ­ბი­ლე­ბე­ლი აბ­და­უბ­დის მძლავ­რი ნა­კა­დი: "ნუ, ახ­ლა, ჩვენ იმას კი არ ვგუ­ლის­ხ­მობ­დით...".

არც ჩვენ გვა­ინ­ტე­რე­სებს, რას გუ­ლის­ხ­მობ­დ­ნენ ჩა­კე­ტილ წრე­ში მო­ტუ­სა­ვე ბა­ნო­ვა­ნე­ბი. ჩვენ უბ­რა­ლოდ წე­რი­ლის და­საწყისს გა­დავ­წ­ვ­დე­ბით და ვი­კითხავთ: ბე­დუ­ი­ნე­ბის ცო­ლე­ბის მსგავ­სად ეს ჩვე­ნი ქა­ლე­ბიც რა­ტომ გა­მო­ეწყო­ბი­ან ხოლ­მე ოფი­ცი­ა­ლუ­რად სრუ­ლი­ად არა­ო­ფი­ცი­ა­ლურ სი­ტუ­ა­ცი­ა­ში?

პა­სუ­ხი ორი­ვე შემ­თხ­ვე­ვის­თ­ვის ერ­თ­ნა­ი­რია: აბა, სხვა­გან სად უნ­და გა­მო­ეწყონ?

1997 წლის ზაფხულ­ში სტრე­ზა­ში მოწყო­ბილ სა­მეც­ნი­ე­რო კონ­ფე­რენ­ცი­ა­ზე წა­ვი­კითხე მოხ­სე­ნე­ბა. სას­ტუმ­როს შე­სას­ვ­ლელ­თან რუ­სი პი­ა­ნის­ტის, მი­ხა­ილ პლეტ­ნი­ო­ვის აფი­შა დამ­ხ­ვ­და, ბო­ლოს მი­ნიშ­ნე­ბუ­ლი იყო, რომ მო­ითხო­ვე­ბა სა­ღა­მოს კა­ბე­ბი და მუ­ქი კოს­ტი­უ­მე­ბი. სტრე­ზა პა­წია სა­კუ­რორ­ტო ქა­ლა­ქია ლა­გო მა­ჯო­რეს ნა­პირ­ზე, იზო­ლა ბე­ლას სა­კონ­ცერ­ტო დარ­ბაზს ჭე­რიც არა აქვს, ამი­ტომ იყო მოთხოვ­ნი­ლი ის, რი­სი მოთხოვ­ნა სრუ­ლი­ად ზედ­მე­ტია, მა­გა­ლი­თად, მი­ლან­ში ან ბო­ლო­ნი­ა­ში. ზედ­მე­ტი კი იმი­ტომ არის, რომ ტრა­დი­ცია ჩა­მო­ყა­ლიბ­და - უწყ­ვე­ტი ორ­მა­გი ტრა­დი­ცია: ოფი­ცი­ა­ლუ­რი სა­მო­სი­სა და მი­სი არაფ­რად ჩაგ­დე­ბი­სა.

თბი­ლის­ში კი სად უნ­და გა­მო­ეწყო სა­გან­გე­ბოდ? - მჟა­ვა­ნა­ძის დროს წა­მო­ჩი­ტუ­ლი და პირ­ვე­ლი შე­ვარ­დ­ნა­ძის დროს მომ­ძ­ლავ­რე­ბუ­ლი კლა­სი დღეს სულს ღა­ფავს, ახა­ლი კი არ ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბუ­ლა. ინ­ტე­ლექ­ტუ­ა­ლუ­რი ელი­ტა მწვა­ვე გეს­ლით ბომ­ბავს ძვი­რი­ა­ნი აუზე­ბის გა­სახ­დე­ლებს და ცდი­ლობს, ჩა­ნა­სახ­ში­ვე დათ­რ­გუ­ნოს ბურ­ჟუ­ა­ზი­უ­ლი ეთო­სის ბუ­ნებ­რი­ვი გან­ვი­თა­რე­ბა. სიმ­ფო­ნი­ურ კონ­ცერ­ტ­ზე "სა­კუ­ბო­ვე" კოს­ტი­უმ­ში გა­მოცხა­დე­ბის ადა­თი კი ჩვენ­ში იმ დრო­საც არ არ­სე­ბობ­და, რო­ცა, რო­გორც მახ­სოვს, ვინ­მე ბა­ტონ­მა ვა­ჟამ შა­ვი დღე აყა­რა სიმ­ფო­ნი­უ­რი ცენ­ტ­რის დი­რექ­ტორს, რა­ტომ ვინ­მე ბა­ტო­ნი ედუ­არ­დის გვერ­დით არ დამ­ს­ვიო.

აქ, რა თქმა უნ­და, ქარ­თუ­ლი დენ­დიზ­მის ის­ტო­რი­ას არ მო­გითხ­რობთ, მაგ­რამ არ შე­მიძ­ლია არ გა­ვიხ­სე­ნო 1990-იანი წლე­ბის მთა­ვა­რი სა­ფარ­შე­ვან­გო "ივენ­თი" - სა­ტე­ლე­ვი­ზიო გა­და­ცე­მა­თა კონ­კურ­სი თუ ფეს­ტი­ვა­ლი, "მა­ნა". უფ­რო სწო­რად, კონ­კურ­სის ფი­ნა­ლი, რო­მელ­ზე­დაც გა­მარ­ჯ­ვე­ბუ­ლებს აჯილ­დო­ვებ­დ­ნენ. ქარ­თუ­ლი ტე­ლე­ვი­ზია ახ­ლა რა არის და მა­შინ რა იქ­ნე­ბო­და, მაგ­რამ ფეს­ტი­ვა­ლი და­ჯილ­დო­ე­ბის ცე­რე­მო­ნი­ის­თ­ვის ტარ­დე­ბო­და, და­ჯილ­დო­ე­ბის ცე­რე­მო­ნია კი იმის­თ­ვის, რომ მწი­რი ეროვ­ნუ­ლი ბი­უ­ჯე­ტის ქურ­დებს თა­ვი­ან­თი ნა­მოქ­მე­და­რის ტრი­უმ­ფა­ლუ­რი გა­მო­ფე­ნა შეძ­ლე­ბო­დათ. კა­ბებს სა­გან­გე­ბოდ ამ დღის­თ­ვის იძენ­დ­ნენ ევ­რო­პა­ში და, ალ­ბათ, წლის გან­მავ­ლო­ბა­ში ავარ­ჯი­შებ­დ­ნენ მხედ­ვე­ლო­ბით მეხ­სი­ე­რე­ბას, რად­გან არა მხო­ლოდ ჩაც­მა იყო მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი, არა­მედ იმის და­მახ­სოვ­რე­ბაც, რა ეც­ვათ იმ სა­ღა­მოს სხვებს.

წე­ლი­წად­ში ერ­თხელ იმ­პე­რი­უ­ლი ჯა­რის უნ­ტერ-ოფი­ცე­რი, ედუ­არდ შე­ვარ­დ­ნა­ძე დათ­ვა­ლი­ე­რე­ბას უწყობ­და თა­ვის ჰა­რამ­ხა­ნას. უნ­ტერ-ოფიც­რის ცო­ლი, ქარ­თუ­ლი სო­ცი­ა­ლუ­რი ელი­ტა სა­გულ­და­გუ­ლოდ იპ­რან­ჭე­ბო­და ამ დღეს. სა­ბაბს მნიშ­ვ­ნე­ლო­ბა არ ჰქონ­და, თუმ­ცა­ღა მა­ინც ჰქონ­და: ლე­კიშ­ვი­ლი­სა და შენ­გე­ლი­ას ორ­გა­ნი­ზე­ბულ შო­უს ვე­რა­ვინ დას­წა­მებ­და, კა­რე­რა­სი­სა და ეგ­ლე­სი­ა­სის მო­საწ­ვე­ვად მი­ლი­ო­ნე­ბი და­ხარ­ჯე­თო. მი­ლი­ო­ნე­ბი მა­შინ არ იხარ­ჯე­ბო­და - მი­ლი­ო­ნებს სა­ქარ­თ­ვე­ლოს გა­სა­ნა­თებ­ლად გა­მო­ყო­ფი­ლი სახ­ს­რე­ბი­დან იპა­რავ­დ­ნენ.

ამის მე­რე ბევ­რი რამ შე­იც­ვა­ლა. აღარ არის უნ­ტერ-ოფი­ცე­რი, დაქ­ვ­რი­ვე­ბუ­ლი ელი­ტა კი ჯე­რაც მის­ტი­რის მას. გახ­სოვთ, რო­გორ საყ­ვე­დუ­რობ­და მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვილს რო­ბერტ სტუ­რუა: აბა, ეს რა პრე­ზი­დენ­ტია, თე­ატ­რ­შიც არ და­დი­სო. იცო­და რე­ჟი­სორ­მა, რის­თ­ვის სჭირ­დე­ბა თე­ატ­რი უნ­ტერ-ოფიც­რის ცოლს: რა აზ­რი აქვს დე­კოლ­ტეს, თუ მას­ში სამ­თავ­რო­ბო ლო­ჟი­დან არ ჩა­ი­ხე­დეს? ამის­თ­ვის კი სუ­ლაც არ არის სა­ჭი­რო თე­ატ­რის ხე­ლოვ­ნე­ბა, საკ­მა­რი­სია ერ­თხელ შექ­მ­ნი­ლი რე­ნო­მე და თვით სპექ­ტაკ­ლი კი თუნ­დაც ორ­მო­ცი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში ნუ ჩა­მო­ვა სცე­ნი­დან.

უნ­ტერ-ოფი­ცე­რი აღარ არის. ქვრი­ვი კი კვლა­ვაც უნუ­გე­შოა. ვინ გა­უთ­ბობს გა­ყი­ნულ სა­რე­ცელს? - ჭორ­ვი­ლას მი­ლი­არ­დე­ბი ერ­თ­ნა­ი­რი ას­ტ­რო­ნო­მი­უ­ლი მან­ძი­ლით აღ­მოჩ­ნ­და და­შო­რე­ბუ­ლი ვა­კი­სა და ვარ­კე­თი­ლის­გან, პრე­მი­ე­რი ოფიც­რო­ბა­ზე მე­ტად "თეთრ ბი­ლეთს" იმ­სა­ხუ­რებს, პრე­ზი­დენ­ტი სა­კუ­თარ პრი­ვა­ტუ­ლო­ბა­შია მი­ჯირ­ყ­ვ­ნი­ლი. მაშ, ვინ?

არ ვი­ცი, რამ­დე­ნი ტუ­რი დას­ჭირ­დე­ბა ამ საქ­მეს, არ ვი­ცი, რა­ო­დე­ნობ­რი­ვად და თვი­სობ­რი­ვად რო­გო­რი იქ­ნე­ბა ეს გა­მარ­ჯ­ვე­ბა, მაგ­რამ დარ­წ­მუ­ნე­ბუ­ლი ვარ, რომ არ­ჩევ­ნებს და­ვით ნარ­მა­ნია მო­ი­გებს. რა­ტომ? - იმი­ტომ რომ უნ­ტერ-ოფიც­რის ქვრი­ვის ბუ­ნე­ბა თა­ვის დრო­ზე ნი­კო­ლაი გო­გოლ­მა აღ­წე­რა კო­მე­დი­ა­ში "რე­ვი­ზო­რი". ყვე­ლა­ფე­რი მი­სი გან­საზღ­ვ­რე­ბის თა­ნახ­მად გან­ვი­თარ­დე­ბა.

წარ­მო­მიდ­გე­ნია, რო­გო­რი უკ­მა­ყო­ფი­ლო იქ­ნე­ბა და­ვით ნარ­მა­ნი­ას ამომ­რ­ჩე­ვე­ლი მე­ო­რე დღეს­ვე. რო­გორ უხა­ლი­სოდ მო­უს­მენს მე­რის პირ­ველ გა­მოს­ვ­ლას, რო­მელ­ზე­დაც მან ცალ­ყ­ბად უნ­და წარ­მოთ­ქ­ვას თა­ვი­სი პირ­ვე­ლი­ვე სი­სუ­ლე­ლე. მას აირ­ჩე­ვენ ადა­მი­ა­ნე­ბი, რომ­ლებ­მაც - რო­გო­რიც არ უნ­და იყოს მა­თი მომ­ზა­დე­ბა და ნი­ჭი - წი­ნას­წარ იცი­ან ამ უხა­ლი­სო­ბი­სა და უკ­მა­ყო­ფი­ლე­ბის შე­სა­ხებ. უფ­რო მე­ტიც, თვით გა­მარ­ჯ­ვე­ბულ­საც ის აახ­ლო­ებს უკ­ვე ნახ­სე­ნებ პრე­მი­ერ­სა და პრე­ზი­დენ­ტ­თან, რომ მა­ნაც და­ნამ­დ­ვი­ლე­ბით იცის: ის ქა­ლაქ­თან მხო­ლოდ ქორ­წი­ნე­ბას აფორ­მებს, ხმა­რე­ბით კი მას სულ სხვა იხ­მარს.

2014 წლის 15 ივ­ნისს ერ­თხელ კი­დევ ახ­დე­ბა ნი­კო­ლაი გო­გო­ლის და­ნა­ბა­რე­ბი და უნ­ტერ-ოფიც­რის ცო­ლი კი­დევ ერ­თხელ თვი­თონ­ვე გა­ი­როზ­გავს თა­ვის თავს.