ყო­ჩაღ, შენ ნამ­დ­ვი­ლად გა­მა­ო­ცე!
13 ივნისი, 2014
2986
print

მზე­ხა მა­ხა­რა­ძე

 საყ­ვა­რელ ინ­ს­ტ­რუ­მენ­ტ­ზე ლი­ზი რა­მიშ­ვი­ლი არ­ტის­ტუ­ლად ას­რუ­ლებს შოს­ტა­კო­ვი­ჩის N1 კონ­ცერტს E-flat Major, თხზ. 107.პირ­ვე­ლი ნო­ტი­დან ბო­ლომ­დე ერთ ამო­სუნ­თ­ქ­ვა­ზე გა­ვი­და... ჯერ მე­ცა­დი­ნე­ობს, მე­რე ორ­კეს­ტ­რ­თან ერ­თად ელო­დე­ბა რე­პე­ტი­ცია... რო­ცა უს­მენ, ვერ გრძნობ, რომ 16 წლის მუ­სი­კო­სი უკ­რავს, უკ­რავ­ს­დ­რა­მა­ტუ­ლად, გრძნობს ბგე­რას, კომ­პო­ზი­ტო­რის პი­როვ­ნულ პა­ტე­თი­კას, ზუს­ტად აღიქ­ვამს მუ­სი­კის ში­ნა­არს და ვირ­ტუ­ო­ზუ­ლად მიჰ­ყ­ვე­ბა მუ­სი­კის ხაზს... დაკ­ვ­რა, ანუ მუ­სი­კა­ში ცხოვ­რე­ბა მის­თ­ვის სი­ა­მოვ­ნე­ბაა. ეს­ვი­ო­ლონ­ჩე­ლო, რო­მე­ლიც Guadanini Cello-ს ას­ლია, ხო­ლო ლი­ზას კრონ­ბერ­გის აკა­და­მი­ამ გა­დას­ცა ორი წლით, მის­თ­ვის ისე­თი­ვე ცოცხა­ლი და ახ­ლო­ბე­ლია, რო­გორც კლა­სი­კა. ამ ინ­ს­ტ­რუ­მენტს ლი­ზის ხელ­ში აქვს მკვეთ­რი და ძლი­ე­რი ჟღე­რა­დო­ბა, კარ­გი მა­ღა­ლი რე­გის­ტ­რი, იძ­ლე­ვა ღრმა ბგე­რას, ტონს და ნაკ­ლებ ობერ­ტონს...

ახალ­გაზ­რ­და მუ­სი­კო­სე­ბის სა­ერ­თა­შო­რი­სო სა­ტე­ლე­ვი­ზიო კონ­კურ­ს­ზე "მაკ­ნა­ტუ­ნა", სა­ნამ I პრე­მი­ა­სა და "ოქ­როს მაკ­ნა­ტუ­ნას" აიღებ­და, II ტურ­ში პა­გა­ნი­ნის ვა­რი­ა­ცი­ე­ბი "რო­სი­ნის თე­მა­ზე ერ­თი სი­მის­თ­ვის" ისე და­უკ­რა, რომ ჟი­უ­რის წევ­რე­ბი­დან მსოფ­ლიო ჩე­ლის­ტ­მა ბო­რის ან­დ­რი­ა­ნოვ­მა უთხ­რა: "მე ამ ნა­წარ­მო­ებს ვუკ­რავ­დი, მაგ­რამ პირ­ვე­ლად მო­ვის­მი­ნე შენს ასაკ­ში მუ­სი­კა­ლუ­რად და ტექ­ნი­კუ­რად ასე გა­მარ­თუ­ლად შეს­რუ­ლე­ბუ­ლი­ყო. ყო­ჩაღ, შენ ნამ­დ­ვი­ლად გა­მა­ო­ცე!.." ამ კონ­კურ­სის მე­რე იური ბაშ­მე­ტის ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო­ბით, რო­დე­საც CD-ზე ჩა­ი­წე­რა ედუ­არდ ლა­ლოს კონ­ცერ­ტი სიმ­ფო­ნი­უ­რი ორ­კეს­ტ­რის თან­ხ­ლე­ბით, ცნო­ბილ­მა დი­რი­ჟორ­მა ლი­ზი რა­მიშ­ვი­ლი ასე შე­ა­ქო: "მე მომ­წონს შე­ნი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა ინ­ს­ტ­რუ­მენ­ტის მი­მართ, აბ­სო­ლუ­ტუ­რად გაზ­რე­ბუ­ლი აქვს, რა­საც უკ­რავ, ფლობ ბგე­რას, ხარ მუ­სი­კა­ლუ­რი თან ძა­ლი­ან არ­ტის­ტუ­ლი. და­ი­მახ­სოვ­რე ჩე­მი სიტყ­ვე­ბი, შენ დი­დი მო­მა­ვა­ლი გაქვს!.."

სო­ლო გა­მოს­ვ­ლე­ბი, კონ­ცერ­ტე­ბი სიმ­ფო­ნი­ურ ორ­კეს­ტ­რებ­თან, თუნ­დაც კა­მე­რუ­ლი მუ­სი­ცი­რე­ბა "მაკ­ნა­ტუ­ნას" კონ­კურ­სის ლა­უ­რე­ატ­სა და გი­უმ­რის სა­ერ­თა­შო­რი­სო კონ­კურ­სის გრან პრის მფლო­ბელს ცხოვ­რე­ბის სტი­ლად ექ­ცა... მას იწ­ვე­ვენ ისეთ სა­ერ­თა­შო­რი­სო მუ­სი­კა­ლურ ფეს­ტი­ვა­ლებ­ზე, რო­გო­რი­ცაა ბელ­გი­ის Musica Mundi, ვე­ნის Energy For Life, სო­ჭის ზამ­თ­რის ფეს­ტი­ვა­ლი, სან­ტი­ა­გოს Peregrinus Musicales, ავ­ტ­რი­ი­სა და შვე­ი­ცა­რი­ის Arpeggione, აზერ­ბა­ი­ჯა­ნის Gabala, ვლა­დი­მერ სპი­ვა­კო­ვის ფეს­ტი­ვა­ლი "მოს­კო­ვი ხვდე­ბა მე­გობ­რებს", კრონ­ბერ­გის აკა­დე­მი­ის ფეს­ტი­ვალ­ზე... ყველ­გან, სა­დაც ლი­ზიმ კონ­ცერ­ტე­ბი გა­მარ­თა სო­ლი­დუ­რი და ში­ნა­არ­სი­ა­ნი პროგ­რა­მით, მუ­სი­კის კრი­ტი­კო­სე­ბი ერ­თ­სუ­ლოვ­ნად აღი­ა­რე­ბენ მის მუ­სი­კა­ლურ უნი­ვერ­სა­ლიზმს, მუ­სი­კა­ში კონ­ცეპ­ტუ­ა­ლურ აზ­რო­ვე­ნას, მე­ტიც, ქარ­თ­ველ ვირ­ტუ­ოზ ჩე­ლის­ტ­ზე პირ­და­პირ ამ­ბო­ბენ, "ის გან­სა­კუთ­რე­ბით მგრძნო­ბი­ა­რე მუ­სი­კო­სია, რო­მე­ლიც და­ბა­დე­ბუ­ლია სცე­ნის­თ­ვის..."

ახ­ლა 16 წლი­საა, ვი­ო­ლონ­ჩე­ლო­ზე დაკ­ვ­რა 7 წლი­დან და­იწყო ზა­ქა­რია ფა­ლი­აშ­ვი­ლის სა­ხე­ლო­ბის ცენ­ტ­რა­ლუ­რი სა­მუ­სი­კო სკო­ლა "ნი­ჭი­ერ­თა ათ­წ­ლედ­ში", სა­დაც მი­სი მუ­სი­კა­ლუ­რი ხედ­ვა თა­ვი­სე­ბუ­რად გახ­ს­ნა და გა­ნა­ვი­თა­რა პრო­ფე­სორ­მა თა­მარ გა­ბა­რაშ­ვილ­მა. რა არის ლი­ზის მთა­ვა­რი ფორ­მუ­ლა იმის­თ­ვის, რომ კონ­ცერ­ტ­ზე წარ­მა­ტე­ბას მი­აღ­წი­ოს? - ის ცხოვ­რობს იმ ნა­წარ­მო­ებ­ში, რო­მელ­საც ას­რუ­ლებს და კი­დევ, მე­ცა­დი­ნე­ო­ბა, მე­ცა­დი­ნე­ო­ბა და ისევ მე­ცა­დი­ნე­ო­ბა მა­ში­ნაც კი რო­დე­საც ინ­ს­ტ­რუ­მენტს არ ეხე­ბა, მაგ­რამ ფიქ­რობს, თი­თებს ათა­მა­შებს, ბგე­რებს ყუ­რით იჭერს, ყუ­რით ის­მენს მუ­სი­კას, რო­მე­ლიც მის გულ­ში ჟღერს. ისიც, რომ თუ გო­ნე­ბით იმე­ცა­დი­ნებს, ფსი­ქო­ლო­გი­უ­რად მო­ემ­ზა­დე­ბა, წარ­მა­ტე­ბის მი­საღ­წე­ვად ნა­ხე­ვა­რი უკ­ვე გა­კე­თე­ბუ­ლია...

- სა­ერ­თა­შო­რი­სო მუ­სი­კა­ლუ­რი ფეს­ტი­ვალ­ზე "ჩე­ლოს სე­ზო­ნი რუს­თა­ვე­ლის თე­ატ­­ში", რო­მე­ლიც წელს პირ­ვე­ლად იმარ­თე­ბა და ალ­ბათ, გა­და­იქ­ცე­ვა ტრა­დი­ცი­ულ მუ­სი­კა­ლურ ფო­რუ­მად,ეროვ­ნულ სიმ­ფო­ნი­ურ ორ­კეს­­­თან ერ­თად ქრის­ტი­ან კლუქ­სე­ნის დი­რი­ჟო­რო­ბით შენ შე­ას­რუ­ლებ შოს­ტა­კო­ვი­ჩის N1 კონ­ცერტს ჩე­ლო­სა და ორ­კეს­­რი­სათ­ვისE-flat Major, თხზ. 107.რო­გორ ემ­ზა­დე­ბი ამ გა­მოს­­ლის­­ვის?

- ეს კონ­ცერ­ტი ფეს­ტი­ვა­ლის ფარ­გ­ლებ­ში 21 ივ­ნისს გა­ი­მარ­თე­ბა, მეც გან­სა­კუთ­რე­ბით ვე­ლო­დე­ბი იმი­ტომ, რომ გარ­და იმი­სა, რომ ჩემ­თ­ვის მნიშ­ვე­ლო­ვა­ნია ამ ფეს­ტი­ვალ­ზე გა­მოს­ვ­ლა, მა­ეს­ტ­რო ქრის­ტი­ან კლუქ­სენ­თან ერ­თად პირ­ვე­ლად და­ვუკ­რავ. იმე­დი მაქვს, სა­ინ­ტე­რე­სო იქ­ნე­ბა ჩვე­ნი შეხ­ვედ­რა, ყო­ველ შემ­თხ­ვე­ვა­ში, მე ძა­ლი­ან კარ­გი გან­წყო­ბა მაქვს.... ვი­ცი,რომ ძა­ლი­ან მა­გა­რი დი­რი­ჟო­რია არა მარ­ტო ნი­ჭი­თა და თა­ვი­სი მუ­სი­კა­ლუ­რი აზ­როვ­ნე­ბით, არა­მედ ქა­რიზ­მით და იშ­ვი­ა­თი ენერ­გი­ით, ამი­ტო­მაც მე მზად ვარ, ძა­ლი­ან მა­ინ­ტე­რე­სებს მას­თან ერ­თად შეს­რუ­ლე­ბა. შოს­ტა­კო­ვი­ჩის ამ კონ­ცერ­ტ­ზე ისე­ვე, რო­გორც სხვა ნა­წარ­მო­ე­ბებ­ზე ბევრს ვმე­ცა­დი­ნე­ობ­დი, - შოს­ტა­კო­ვი­ჩის სო­ნა­ტა მაქვს დაკ­რუ­ლი, პი­ე­სე­ბი, კვინ­ტე­ტი, კვარ­ტე­ტი, მაგ­რამ ეს კონ­ცერ­ტი ძა­ლი­ან რთუ­ლია ტექ­ნი­კუ­რად, ემო­ცი­უ­რად, მუ­სი­კა­ლუ­რად, და, მინ­და გითხ­რათ, რომ ასე­თი რთუ­ლი კონ­ცერ­ტი მე აქამ­დე არ და­მიკ­რავს. დიდ ენერ­გი­ას მო­ითხოვს ჩემ­გან, გან­სა­კუთ­რე­ბით III ნა­წი­ლი, - მთლი­ა­ნად კა­დენ­ციაა, ამი­ტომ უც­ნა­უ­რი შეგ­რ­ძ­ნე­ბა მე­უფ­ლე­ბა, ორ ნა­წილს ორ­კეს­ტ­რ­თან ერ­თად ვუკ­რავ, მე­რე უც­ბათ ჩერ­დე­ბა ორ­კეს­ტ­რი და მუ­სი­კა­ში თით­ქოს მარ­ტო ვრჩე­ბი...

- 2010 წელს მოს­კოვ­ში ახალ­გაზ­­და მუ­სი­კო­სე­ბის სა­ერ­თა­შო­რი­სო სა­ტე­ლე­ვი­ზიო კონ­კურ­­ზე "მაკ­ნა­ტუ­ნას" კონ­კურ­სის გრან პრი, ამა­ვე წელს გი­ურ­მის სა­ერ­თა­შო­რი­სო კონ­კურ­სის "აღორ­ძი­ნე­ბის" გრან პრი აიღე... 2012 წელს ევ­რო­ვი­ზი­ის კლა­სი­კუ­რი მუ­სი­კის კონ­კურ­­ზე, რო­გორ ფიქ­რობ. რა და­გაკ­­და გა­მარ­­ვე­ბის­­ვის?

-"მაკ­ნა­ტუ­ნას" კონ­კურ­ს­ზე არ მე­გო­ნა თუ გა­ვი­მარ­ჯ­ვებ­დი, რად­გან სა­მი­ვე ტუ­რი­ი­ყო ძა­ლი­ან რთუ­ლი, გან­სა­კუთ­რე­ბითI-II ტუ­რი, რო­დე­საც და­ვუ­კა­რი შოს­ტა­კო­ვი­ჩი­სა და რიმ­ს­კი-კორ­სა­კო­ვის ნა­წარ­მო­ე­ბე­ბი, პა­გა­ნი­ნის ვა­რი­ა­ცი­ე­ბი "რო­სი­ნის თე­მა­ზე ერ­თი სი­მი­სათ­ვის". არ ვი­ცო­დი შემ­დეგ ეტაპ­ზე თუ გა­და­ვი­დო­დი, აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, ცო­ტას ვნერ­ვი­უ­ლობ­დი. ძა­ლი­ან მინ­დო­და,კარ­გი შე­დე­გი მქო­ნო­და! ფი­ნალ­ში, ანუ III ტურ­ში ჰა­იდ­ნის C major კონ­ცერ­ტის III ნა­წი­ლი რომ და­ვუ­კა­რი, მივ­ხ­ვ­დი, რომ მო­ვი­გე და ძა­ლი­ან გა­მე­ხარ­და! ამ კონ­კურ­სის მო­გე­ბის მე­რე მე მსტის­ლავ როს­ტ­რო­პო­ვი­ჩის ფონ­დ­ში გა­მა­წევ­რი­ა­ნეს, რო­მე­ლიც სტი­პენ­დი­ის გარ­და ით­ვა­ლის­წი­ნებს მსოფ­ლიო მას­შ­ტა­ბით, კონ­ცერ­ტე­ბის გა­მარ­თ­ვას. ამ კონ­ცერ­ტებ­ში მე აქ­ტი­უ­რად ვი­ღებ მო­ნა­წი­ლე­ო­ბას, ბევ­რი მოწ­ვე­ვე­ბიც მქო­ნია სხვა­დას­ხ­ვა ფეს­ტი­ვა­ლე­ბი­დან... ყვე­ლა ჩე­მი კონ­ცერ­ტი ჩემ­თ­ვის გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლია, ვერც ერთს გა­მოვ­ყოფ... ევ­რო­ვი­ზი­ის კონ­კურ­ს­ზე რა მოხ­და ვერ გეტყ­ვით, სა­ქარ­თ­ვე­ლო­დან ბევ­რი გულ­შე­მატ­კი­ვა­რი იყო ჩემ­თან ერ­თად წა­მო­სუ­ლი, მათ­გან დიდ მხარ­და­ჭე­რას ვგრძნობ­დი და მე თვი­თონ ძა­ლი­ან მეწყი­ნა, გულ­დაწყ­ვე­ტი­ლი ვი­ყა­ვი იმის გა­მო, რომ მა­თი იმე­დე­ბი ვერ გა­ვა­მარ­თ­ლე. კონ­კურსს მა­ინც თა­ვი­სი კა­ნო­ნე­ბი აქვს: ან მო­ი­გებ, ან წა­ა­გებ.

- გიყ­ვარს კონ­კურ­სე­ბი?

- არა, მაგ­რამ მუ­სი­კო­სის­თ­ვის ესეც აუცი­ლე­ბე­ლია... გი­უმ­რის სა­ერ­თა­შო­რი­სო კონ­კურ­სი გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლია ჩემ­თ­ვის ვი­ნა­ი­დან პირ­ვე­ლად მოვ­ხ­ვ­დი კონ­კურ­ს­ზე, მაგ­რამ არც ვნერ­ვი­უ­ლობ­დი და არც შე­მე­შინ­და, პი­რი­ქით, - მე მიყ­ვარს სცე­ნა­ზე, მიყ­ვარს მუ­სი­კა და მინ­დო­და ძა­ლი­ან მა­ლე გავ­სუ­ლი­ყა­ვი და და­მეკ­რა. აქ ბევ­რი მო­ნა­წი­ლე დამ­ხ­ვ­და, და­ყო­ფი­ლი არ იყო ასა­კობ­რი­ვი კა­ტე­გო­რია, ყვე­ლა­ზე მე­ტად ის და­მა­მახ­სოვ­რ­და,რომ ჩემს და­ბა­დე­ბის დღეს მითხ­რეს, რომ მე გა­ვი­მარ­ჯ­ვე... "მაკ­ნა­ტუ­ნას" კონ­კურ­სის მე­რე მე იური ბაშ­მე­ტის ორ­კეს­ტ­რ­თან ერ­თად ჩავ­წე­რე ალ­ბო­მი, შე­იძ­ლე­ბა არ და­მი­ჯე­როთ, მაგ­რამ ეს ჩა­ნა­წე­რი არ მო­მის­მე­ნია ვი­ნა­ი­დან მე არ მიყ­ვარს ჩე­მი შეს­რუ­ლე­ბის მოს­მე­ნა, იმ შეც­დო­მებს, რა­საც თუნ­დაც კონ­ცერ­ტებ­ზე ვუშ­ვებ, ვი­მახ­სოვ­რებ, ნა­წარ­მო­ებს უკან ვუბ­რუნ­დე­ბი ხოლ­მე და მე­ცა­დი­ნე­ო­ბის დროს ვას­წო­რებ... რო­დე­საც სცე­ნა­ზე გავ­დი­ვარ ვუკ­რავ ისე, რო­გორც ვგრძნობ მუ­სი­კას, მე ჩე­მი მსმე­ნე­ლის წი­ნა­შე ვარ გულ­წ­რ­ფე­ლი, მათ­გა­ნაც ყო­ველ­თ­ვის ვგრძნობ სით­ბოს, მე­ტიც, კონ­ცერ­ტ­ზე ვგრძნობ ისი­ნი რას ფიქ­რო­ბენ და რა ენერ­გია მაძ­ლე­ვენ...

- ბევრს მე­ცა­დი­ნე­ობ?

- არა, დღე­ში 2-3 სა­ა­თი, უბ­რა­ლოდ, ბევრს ვფიქ­რობ ხოლ­მე იმ ნა­წარ­მო­ე­ბებ­ზე, რა­საც ვუკ­რავ. ალ­ბათ, ფიქ­რიც ხომ მე­ცა­დი­ნე­ო­ბაა?! ღა­მით რო­დე­საც ვწვე­ბი, მა­ში­ნაც კი ვფიქ­რობ მუ­სი­კა­ზე...

- გაკ­ვე­თი­ლებ­ზე, ან რე­პე­ტი­ცი­ებ­ზე აგ­ვი­­ნებ ხოლ­მე?

- არა, არა, ამ შემ­თხ­ვე­ვა­ში ვარ ყო­ველ­თ­ვის პუნ­ქ­ტუ­ა­ლუ­რი, ზოგ­ჯერ ად­რეც კი მოვ­დი­ვარ...

- რა შეც­ვა­ლა შენს მუ­სი­კა­ლურ აზ­როვ­ნე­ბა­ში პრო­ფე­სორ­მა თა­მარ გა­ბა­რაშ­ვილ­მა, ვის­თა­ნაც ბავ­­ვო­ბი­დან მე­ცა­დი­ნე­ობ? მი­სი დარ­ბაზ­ში ჯდო­მა კონ­ცერ­ტის მსვლე­ლო­ბი­სას, გან­სა­კუთ­რე­ბულ ენერ­გი­ას გაძ­ლევს? რა რჩე­ვებს გაძ­ლევთ ხოლ­მე ცნო­ბი­ლი ჩე­ლის­ტი?

- თა­მარ გა­ბა­რაშ­ვილ­მა მომ­ცა მუ­სი­კა­ში მი­მარ­თუ­ლე­ბა, მუ­სი­კა­ში ცხოვ­რე­ბა მას­წავ­ლა, იმ­დე­ნად შე­მაყ­ვა­რა ეს ინ­ს­ტ­რუ­მენ­ტი, რომ... ძა­ლი­ან მა­გა­რი ადა­მი­ა­ნია, მა­გა­რი მუ­სი­კო­სი! ჩე­მი პე­და­გო­გია, მაგ­რამ მშო­ბე­ლი­ვი­თაა, ძა­ლი­ან მიყ­ვარს, ძა­ლი­ან დიდ პა­ტივს ვცემ! ის მსტის­ლავ როს­ტ­რო­პო­ვიჩ­თან სწავ­ლობ­და, სულ მიყ­ვე­ბა ხოლ­მე მას­ზე ის­ტო­რი­ებს... "მაკ­ნა­ტუ­ნას" კონ­კურ­ზე ერ­თად ვი­ყა­ვით წა­სუ­ლი და რო­დე­საც გრან პრი გად­მომ­ცეს ძა­ლი­ან გა­ხა­რე­ბუ­ლი იყო, - ჩემ­ზე ბედ­ნი­ე­რი! კონ­კურ­სებ­ზე მე ყო­ველ­თ­ვის ვგრძნობ­დი მის­გან ყვე­ლა­ზე დიდ მხარ­და­ჭე­რას, რო­დე­საც ვუკ­რავ, ისიც ჩემ­სა­ვი­თაა - ემო­ცი­ებ­ში, იცის ჩე­მი ყო­ვე­ლი ნო­ტი, ფრა­ზა... ტუ­რებ­ზე რომ გავ­დი­ო­დი, ჩემს მა­გივ­რად ნერ­ვი­უ­ლობ­და, ის უკ­ვე მი­ეჩ­ვია ჩემს ჩვე­უ­ლე­ბას, რომ კონ­ცერ­ტის დღეს მე არ მიყ­ვარს მე­ცა­დი­ნე­ო­ბა, ამი­ტო­მაც III ტუ­რის წინ, სა­ნამ სცე­ნა­ზე გა­ვი­დო­დი, კუ­ლი­სებ­ში თვი­თონ უკ­რავ­და და მას­მე­ნი­ნებ­და ჰა­იდ­ნის კონ­ცერ­ტის ფი­ნალს. ჩვენ ერ­თ­მა­ნე­თის უსიტყ­ვოდ გვეს­მის, მე­ცა­დი­ნე­ო­ბის დრო­საც, რო­დე­საც სკა­მი­დან წა­მოდ­გე­ბა იმის­თ­ვის, რომ რა­ღაც მითხ­რას, მე უკ­ვე ვხვდე­ბი, ვი­ცი რა შე­ნიშ­ვ­ნა ექ­ნე­ბა... არ არის მკაც­რი, პი­რი­ქით, ძა­ლი­ან თბი­ლი ურ­თი­ერ­თო­ბა გვაქვს, მაგ­რამ ხან­და­ხან ცო­ტას წა­მეჩხუ­ბე­ბა ხოლ­მე: - აბა, და­ჯე­ქი, იმე­ცა­დი­ნე! ხში­რა­დაც მა­ქებს რო­ცა მო­ე­წო­ნე­ბა ჩე­მი დაკ­რუ­ლი...

- კონ­ცერ­ტე­ბით ყო­ველ­­ლი­­რად გიწ­ვე­ვენ ისეთ სა­ერ­თა­შო­რი­სო მუ­სი­კა­ლურ ფეს­ტი­ვა­ლებ­ზე, წე­ლი­წად­ში რამ­დენ კონ­ცერტს უკ­რავ? 

- არ და­მით­ვ­ლია, მაგ­რამ თვე­ში 6-7 კონ­ცერ­ტი მაქვს... ჩემ­თ­ვის მნიშ­ვე­ლო­ვა­ნია კონ­ცერ­ტის ხა­რის­ხი და რამ­დე­ნად ერ­თ­გუ­ლი და გულ­წ­რ­ფე­ლი ვრჩე­ბი ჩემს მსე­ნელ­თან...

- შენს სა­კონ­ცერ­ტო რე­პერ­ტუ­არ­ში უც­­ლე­ლად დარ­ჩე­ბა ქარ­თუ­ლი მუ­სი­კა? 

- რამ­დენ­ჯერ­მე მაქვს დაკ­რუ­ლი სულ­ხან ცინ­ცა­ძის პი­ე­სე­ბი, ძა­ლი­ან ლა­მა­ზი და სა­ინ­ტე­რე­სო მუ­სი­კაა ქარ­თუ­ლი მო­ტი­ვე­ბით...

- შეს­რუ­ლე­ბი­სას რამ­დე­ნად გეხ­მა­რე­ბა არ­ტის­ტუ­ლი ტემ­პე­რა­მენ­ტი მუ­სი­კა­ლუ­რი აზ­რის თა­ვი­სუფ­ლად გა­მო­ხატ­ვა­ში?

- მე ამ დროს მუ­სი­კა­ში ვარ მთლი­ა­ნად ჩარ­თუ­ლი, გო­ნე­ბით, ემო­ცი­ით...

- რო­გორ აღ­წერ­დი მუ­სი­კა­ში ცხოვ­რე­ბას?

- ჩემ­თ­ვის არ არის რთუ­ლი, პი­რი­ქით, თან ძა­ლი­ან სა­სი­ა­მოვ­ნოა! სირ­თუ­ლე­ე­ბი მაქვს ხოლ­მე რო­დე­საც გა­დაღ­ლი­ლი ვარ...

- ნატ­კე­ნი თი­თით თუ და­გიკ­რავს?

- არა, თი­თებს ვუფ­რ­თხილ­დე­ბი...

- მუ­სი­კამ ბავ­­ვო­ბა ხომ არ წა­გარ­­ვა?

- არა, არა, მუ­სი­კამ ბევ­რი და­უ­ვიწყა­რი მო­მენ­ტი მა­ჩუ­ქა ცხოვ­რე­ბა­ში... ბავ­შ­ვო­ბი­დან მიყ­ვარს მუ­სი­კა, მუ­სი­კა მთე­ლი ჩე­მი ცხოვ­რე­ბაა... თა­ვი­დან ფორ­ტე­პი­ა­ნო­ზე შე­მიყ­ვა­ნეს, 1 წე­ლი ვსწავ­ლობ­დი დაკ­ვ­რას, მაგ­რამ მე­რე ჩემ­მა მშობ­ლებ­მა გა­დაწყი­ტეს, რომ სი­მე­ბი­ან საკ­რა­ვებ­ზე გა­და­ვეყ­ვა­ნე, თა­ვი­დან ვი­ო­ლი­ნო­ზე მინ­დო­და დაკ­ვ­რა მეს­წავ­ლა, მაგ­რამ ჩე­ლო­ზე გა­და­მიყ­ვა­ნეს. ძა­ლი­ან კმა­ყო­ფი­ლი ვარ ამ არ­ჩე­ვა­ნით, თა­ვი­დან პა­ტა­რა რომ ვი­ყა­ვი ინ­ს­ტ­რუ­მენ­ტი მძი­მე იყო, მე ვერ ვა­ტა­რებ­დი, უმე­ტე­სად მშობ­ლებს,ან ბე­ბი­ას დაჰ­ქონ­დათ ხოლ­მე, სულ ბე­ბია დამ­ყ­ვე­ბო­და გაკ­ვე­თი­ლებ­ზე, ბე­ბია მა­მე­ცა­დი­ნებ­და...

- მუ­სი­კას­თან შენ­­ვის რა სა­ერ­თო აქვს ცურ­ვას, ფეხ­ბურთს და მო­ტი­ციკ­ლეტს?

- ბავ­შ­ვო­ბი­დან მიყ­ვარს სპორ­ტი, ეზო­ში სულ ბი­ჭებ­თან ერ­თად ვთა­მა­შობ­დი ფეხ­ბურთს, კა­ლათ­ბურთს, რამ­დენ­ჯერ­მე ფე­ხიც ვიტ­კი­ნე... სულ თავ­დას­ხ­მე­ლი ვი­ყა­ვი, ერ­თხელ კა­რებ­ში და­მა­ყე­ნეს, თა­მა­შის დროს ბურ­თი ისე ძლი­ე­რად და­მირ­ტყეს, რომ ვერ და­ვი­ჭი­რე, მუ­ცელ­ში მომ­ხ­ვ­და ისე, რომ სუნ­თ­ქ­ვა შე­მეკ­რა­და კი­ნა­ღამ მოვ­კ­ვ­დი... ცურ­ვაც მიყ­ვარს, კარ­გა­დაც ვცუ­რავ, ოღონდ მე­ში­ნია წყალ­ში ხტო­მა, მე­ში­ნია ზღვა­ში გა­ცურ­ვაც, ამი­ტომ აუზ­ზე დავ­დი­ვარ ხოლ­მე. ახ­ლა იმ­დე­ნი დრო არ მაქვს კა­ლათ­ბურ­თი ვი­თა­მა­შო, თან თი­თებს ვუფ­რ­ხილ­დე­ბი, მაგ­რამ ფეხ­ბურ­თ­ზე უარს არ ვამ­ბობ ხოლ­მე, ისევ ვთა­მა­შობ...

- მო­ტი­ციკ­ლით დაქ­რი­ხარ ჩე­ლო­მო­კი­დე­ბუ­ლი?

- არა, არ ვი­ცი ჯერ ტა­რე­ბა, მაგ­რამ მო­ტო­ციკ­ლე­ტი მიყ­ვარს!

 

lika andiashvili