ან­და­ზე­ბით მო­ამ­ბე (ჯგჯგ)
13 ივნისი, 2014
2259
print

თთია კე­კე­ლია

ჩვე­უ­ლებ­რივ, ჩვენ ადა­მი­ა­ნურ ღი­რე­ბუ­ლე­ბებ­სა და თვი­სე­ბებს “კარგ” და “ცუდ” კა­ტე­გო­რი­ე­ბად ვა­ხა­რის­ხებთ. მა­გა­ლი­თად, ჩვენს წარ­მოდ­გე­ნა­ში სიყ­ვა­რუ­ლი, მე­გობ­რო­ბა და ნდო­ბა კარ­გია, ხო­ლო სი­ძულ­ვი­ლი, შუ­რი და მტრო­ბა - ცუ­დი. მაგ­რამ ხში­რად “კარგს” ვუ­წო­დებთ იმას, რის ნაკ­ლე­ბო­ბა­საც გან­ვიც­დით სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში და რა­საც ვნატ­რობთ, ხო­ლო “ცუ­დია” ის, რა­მაც თა­ვი მოგ­ვა­ბეზ­რა.

სი­ნამ­დ­ვი­ლე­ში, არ არ­სე­ბობს არც ერ­თი ადა­მი­ა­ნუ­რი იმ­პულ­სი, არც ერ­თი თვი­სე­ბა, რო­მე­ლიც მხო­ლოდ და­დე­ბი­თი ან უარ­ყო­ფი­თი, მხო­ლოდ კარ­გი ან ცუ­დი, მხო­ლოდ სა­სარ­გებ­ლო ან მავ­ნე­ბე­ლი იქ­ნე­ბა. გა­აჩ­ნია, რა კუთხით შე­ხე­დავ: მა­გა­ლი­თად, პო­ლი­ტი­კუ­რი და ფსი­ქო­ლო­გი­უ­რი თვალ­საზ­რი­სით, მტრის სიყ­ვა­რუ­ლი სუ­ლაც არაა კარ­გი, ხო­ლო კულ­ტუ­რუ­ლი და რე­ლი­გი­უ­რი თვალ­საზ­რი­სით, სიყ­ვა­რულს უარ­ყო­ფი­თი კო­ნო­ტა­ცია არა აქვს. მე­ტის­მეტ­მა სიყ­ვა­რულ­მა, შე­იძ­ლე­ბა, ადა­მი­ანს სი­სუ­ლე­ლე­ე­ბიც ჩა­ა­დე­ნი­ნოს, ხო­ლო მე­ტის­მეტ­მა ნდო­ბამ - და­ღუ­პოს იგი. ამის მსგავ­სად, მტერ­თან მე­გობ­რო­ბას კო­ლა­ბო­რა­ცი­ო­ნიზ­მი ეწო­დე­ბა და ძა­ლი­ან ცუ­დია სამ­შობ­ლოს ინ­ტე­რე­სე­ბის­თ­ვის. მე­ო­რე მხრივ, იგი­ვე ით­ქ­მის სი­ძულ­ვილ­სა და მტრო­ბა­ზე: ვი­საც შენ­თ­ვის ცუ­დი უნ­და და გემ­ტე­რე­ბა, ის ბუ­ნებ­რი­ვად იმ­სა­ხუ­რებს შენ­გან სი­ძულ­ვილს და ლტოლ­ვას - რაც სრუ­ლი­ად გა­მარ­თ­ლე­ბუ­ლია ფსი­ქო­ლო­გი­უ­რად, თუმ­ცა არა რე­ლი­გი­უ­რად. შუ­რიც არა­ე­თი­კუ­რია, თუმ­ცა სრუ­ლი­ად ადა­მი­ა­ნუ­რი. მან, შე­იძ­ლე­ბა, გა­ა­ნად­გუ­როს რო­გორც მი­სი პატ­რო­ნი ადა­მი­ა­ნი, ისე მი­სი ობი­ექ­ტიც, თუმ­ცა შე­იძ­ლე­ბა პი­რი­ქი­თაც - ერ­თი მხრივ, მო­ტი­ვა­ცია გა­უ­ჩი­ნოს შუ­რი­ან ადა­მი­ანს წინ­ს­ვ­ლი­სა და გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბის, ვი­ნა­ი­დან იგი ცნო­ბი­ე­რად თუ გა­უც­ნო­ბი­ე­რებ­ლად მი­ბა­ძავს თა­ვის შუ­რის ობი­ექტს; მე­ო­რე მხრივ კი თვით­შე­ფა­სე­ბა აუმაღ­ლოს შუ­რის ობი­ექტს - რაც სუ­ლაც არაა ცუ­დი.

ამ­გ­ვა­რად, ჩვე­ნი შე­ფა­სე­ბა და­მო­კი­დე­ბუ­ლია კონ­ტექ­ს­ტ­ზე, თუ რა თვალ­სა­წი­ე­რი­დან ვუ­ყუ­რებთ კონ­კ­რე­ტულ ღი­რე­ბუ­ლე­ბას. ამის მსგავ­სად, ზო­გი ან­და­ზაც სხვა­დას­ხ­ვა­ნა­ი­რად შე­იძ­ლე­ბა იქ­ნას გა­გე­ბუ­ლი და, რაც მთა­ვა­რია, გა­მო­ყე­ნე­ბუ­ლი.

პო­ლი­ტი­კა

"ვინც მო­ით­მენს, ის მო­­გებს"                                 "არა მკითხე მო­ამ­ბეო, მიტყი­პე და მი­აგ­დეო"

მოთ­მი­ნე­ბა, რო­გორც ღი­რე­ბუ­ლე­ბა, გარ­კ­ვე­ულ შემ­თხ­ვე­ვებ­ში, მარ­თ­ლაც დი­დი გან­ძია. მას და­ფა­სე­ბა ბევრ კულ­ტუ­რა­ში აქვს, რე­ლი­გი­ა­ში კი „სა­მოთხის გა­სა­ღე­ბია". მი­უ­თი­თებს ზრდას­რუ­ლი ადა­მი­ა­ნის უნარ­ზე და ერ­თ­გ­ვა­რად უპი­რის­პირ­დე­ბა სულ­ს­წ­რა­ფო­ბას. მოთ­მი­ნე­ბის უნა­რის მქო­ნე ადა­მი­ა­ნი, რო­გორც წე­სი, რა­ცი­ო­ნა­ლუ­რი, გა­წო­ნას­წო­რე­ბუ­ლი და უფ­რო და­ფიქ­რე­ბუ­ლია, ამი­ტომ იგი, მარ­თ­ლაც, ბევრს „იგებს": იგი იგებს დროს, რად­გან თავს იზღ­ვევს და­უ­ფიქ­რებ­ლო­ბი­თა და სიჩ­ქა­რით გა­მოწ­ვე­უ­ლი სა­რის­კო შე­დე­გე­ბის საფ­რ­თხის­გან. მაგ­რამ ხომ გა­აჩ­ნია, რას ით­მენ? ამ ან­და­ზას ბევ­რი უარ­ყო­ფი­თი ში­ნა­არ­სის და­ტე­ვაც შე­უძ­ლია. მა­გა­ლი­თად, იგი შე­იძ­ლე­ბა ჩაგ­ვ­რის გამ­მარ­თ­ლებ­ლად მოგ­ვევ­ლი­ნოს და ადა­მი­ა­ნე­ბი სულ უფ­რო და­ა­შო­როს რა­ცი­ო­ნა­ლუ­რო­ბას. ეს ჩაგ­ვ­რა კი შე­იძ­ლე­ბა იყოს ნე­ბის­მი­ე­რი სა­ხის, ნე­ბის­მი­ე­რი ხა­რის­ხის, ნე­ბის­მი­ე­რი კა­ტე­გო­რი­ის ადა­მი­ა­ნის­გან ნე­ბის­მი­ე­რი კა­ტე­გო­რი­ის ადა­მი­ან­ზე: კა­ცის ქალ­ზე, ქა­ლის კაც­ზე, მშობ­ლის ბავ­შ­ვ­ზე, ბავ­შ­ვის მშო­ბელ­ზე, მე­გობ­რის მხრი­დან და ა.შ. ამ ჩაგ­ვ­რის მოთ­მი­ნე­ბით კი ისი­ნი რას იგე­ბენ? მო­წა­მე­ობ­რი­ვი გზით მო­პო­ვე­ბულ სა­მოთხის გა­სა­ღებს? შე­იძ­ლე­ბა, ოღონდ მათ სა­პი­რის­პი­რო სას­წორ­ზე ისიც უნ­და და­ი­დოს, რომ ამ საქ­ცი­ე­ლით ისი­ნი ზა­რალს აყე­ნე­ბენ მთელ ერს, მთელ სა­ზო­გა­დო­ე­ბას, რო­მელ­შიც ძა­ლა­დო­ბის მა­გა­ლი­თე­ბი და და­უს­ჯე­ლო­ბა სულ უფ­რო ამ­რავ­ლებს ბო­რო­ტე­ბას.

მე­ო­რე მხრივ, ჩაგ­ვ­რის სუ­ბი­ექ­ტი ან ობი­ექ­ტი შე­იძ­ლე­ბა ჯგუ­ფიც იყოს. მა­გა­ლი­თად, რო­დე­საც ილია ჭავ­ჭა­ვა­ძე გა­ზეთ „ივე­რი­ის" 1881 წლის დე­კემ­ბ­რის ნო­მერ­ში თა­ვი­სი დრო­ის ქარ­თულ სა­ზო­გა­დო­ე­ბას ახა­სი­ა­თებს, იგი მას ერ­თ­გ­ვა­რი სიტყ­ვა­თა თა­მა­შით „სუ­ლელს" უწო­დებს სწო­რედ იმის გა­მო, რომ ის სულ ელის რა­ღაც ხსნას, ცვლი­ლე­ბას - რა თქმა უნ­და, გა­რე­დან თუ ზე­ვი­დან და არა სა­კუ­თა­რი მოქ­მე­დე­ბის შე­დე­გად. ეს მა­გა­ლი­თი, ვფიქ­რობ, დღე­საც ძა­ლი­ან რე­ლე­ვან­ტუ­რია, რად­გან სა­ზო­გა­დო­ე­ბა სულ ვი­ღა­ცის მო­ლო­დინ­შია - გა­მორ­ჩე­უ­ლი გმი­რის, პრე­ზი­დენ­ტის, მე­ფი­სა თუ მხსნე­ლის, ოც­ნე­ბობს და­ვით აღ­მა­შე­ნე­ბელ­ზე, სა­კუ­თა­რი თა­ვის იმე­დი კი არა აქვს. ამი­ტომ, დათ­ვი რომ გა­მო­ე­კი­დე­ბა, რა ქნას? ბა­ბა­ი­ას ეძა­ხის.    აი, კი­დევ ერ­თი ან­და­ზა, რო­მელ­მაც სა­ზო­გა­დო­ე­ბის გა­პა­სი­უ­რე­ბა­სა და გულ­გ­რი­ლო­ბას შე­იძ­ლე­ბა შე­უწყოს ხე­ლი. „არა მკითხე მო­ამ­ბე" არის ადა­მი­ა­ნი, რო­მე­ლიც ცხვირს ჰყოფს ისეთ საქ­მე­ში, მას რომ არ ეკითხე­ბა. თა­ვის­თა­ვად, ეს არაა ცუ­დი ან­და­ზა, თუ­კი მას­ში ვი­გუ­ლის­ხ­მებთ სხვის პი­რად საქ­მე­ში ჩა­რე­ვის აკ­რ­ძალ­ვას, სა­ზო­გა­დო­ე­ბის კო­ლექ­ტი­უ­რი ცხოვ­რე­ბის შემ­ცი­რე­ბას და პი­როვ­ნუ­ლი თა­ვი­სუფ­ლე­ბის სფე­როს გაზ­რ­დას. სამ­წუ­ხა­როდ, ამ აზ­რით ეს ან­და­ზა სუ­ლაც არ მოქ­მე­დებს ქარ­თულ რე­ა­ლო­ბა­ში. იმ პი­რო­ბებ­ში, რო­დე­საც ზრდას­რუ­ლი ადა­მი­ა­ნის ყო­ვე­ლი ნა­ბი­ჯი კონ­ტ­როლ­დე­ბა მშობ­ლე­ბის, ნა­თე­სა­ვე­ბის, ახ­ლობ­ლე­ბი­სა და სა­ზო­გა­დო­ე­ბის მი­ერ - და მათ ეს უფ­ლე­ბა თით­ქოს უპი­რო­ბოდ აქვთ მი­ნი­ჭე­ბუ­ლი - „არა მკი­თე მო­ამ­ბე" აშ­კა­რად არ იტყი­პე­ბა.

სა­მა­გი­ე­როდ, იგი ძა­ლი­ან მაგ­რად იტყი­პე­ბა, თუ მო­ითხო­ვა პა­სუ­ხი ისეთ საქ­მე­ზე, რი­სი ცოდ­ნის უფ­ლე­ბაც აქვს რო­გორც კონ­ს­ტი­ტუ­ცი­უ­რად, ისე მო­რა­ლუ­რად. მა­გა­ლი­თად, სა­ზო­გა­დო­ე­ბას აქვს უფ­ლე­ბა, იცო­დეს რა ხდე­ბა მის ქვე­ყა­ნა­ში, ამის სა­ნაც­ვ­ლოდ კი მას თვალ­ში ნა­ცარს აყ­რი­ან. კრი­მი­ნა­ლურ საქ­მე­ებს ხელს აფა­რე­ბენ, სა­არ­ჩევ­ნო და­პი­რე­ბე­ბის არ­შეს­რუ­ლე­ბა­ზე პა­სუ­ხის მოთხოვ­ნა სა­უ­კე­თე­სო შემ­თხ­ვე­ვა­ში დუ­მი­ლით სა­ჩუქ­რ­დე­ბა, ხო­ლო ბევ­რი სა­ჯა­რო პი­რი შა­ვი პი­ა­რის მსხვერ­პ­ლი ხდე­ბა. ასე ხდე­ბა ახ­ლაც და წი­ნა ხე­ლი­სუფ­ლე­ბის პი­რო­ბებ­შიც, რო­დე­საც სა­ზო­გა­დო­ე­ბას არა­ფერს ეკითხე­ბოდ­ნენ და არა­ფერს უხ­ს­ნიდ­ნენ. შე­სა­ბა­მი­სად, ვრცელ­დე­ბა ჭო­რე­ბი და მი­თე­ბი არა­მარ­ტო პი­როვ­ნე­ბის, არა­მედ ნე­ბის­მი­ე­რი სა­კითხის გარ­შე­მო. ადა­მი­ა­ნებს კი უჭირთ იმის გარ­ჩე­ვა, რა­ი­მე ამ­ბა­ვი ჭო­რია თუ მარ­თა­ლი.

ეკო­ნო­მი­კა

"ყვავს რომ კა­კა­ლი გა­აგ­დე­ბი­ნო, ისიც საქ­მეაო"        "ქა­თამ­მა წყა­ლი და­ლია და ღმერთს შე­ხე­დაო"

ვინც ეს ან­და­ზა არ იცის ან უცხო­ე­ლია, ახ­ს­ნა დას­ჭირ­დე­ბა: ყვა­ვი არის ცუ­დი ტი­პი, ძუნ­წი ადა­მი­ა­ნი, რო­მელ­საც პა­ტა­რა რა­მე­საც კი (კა­კალს) ვერ დას­ტყუ­ებ. შე­სა­ბა­მი­სად, გა­მო­დის, რომ ყვა­ვი ცუ­დად იქ­ცე­ვა, რო­ცა „კა­კალს არ აგ­დებს", ხო­ლო მი­სი „გაგ­დე­ბი­ნე­ბა" საგ­მი­რო საქ­მეა. სი­ძუნ­წე, რიგ შემ­თხ­ვე­ვებ­ში, მარ­თ­ლაც მავ­ნე­ბე­ლია ადა­მი­ა­ნის­თ­ვის, მაგ­რამ ამ შემ­თხ­ვე­ვა­ში ეს ან­და­ზა შე­იძ­ლე­ბა ხელს აძ­ლევ­დეს იმ ტი­პის ადა­მი­ა­ნებს, რომ­ლებ­საც სა­კუ­თა­რი შრო­მი­თა და ძა­ლის­ხ­მე­ვით კი არ უნ­დათ „კაკ­ლის" მო­პო­ვე­ბა, არა­მედ სხვე­ბის ხარ­ჯ­ზე. ასე­თია, მა­გა­ლი­თად, მე­ზო­ბე­ლი, რო­მელ­საც ჩვე­ვად აქვს ქცე­უ­ლი კარ-და-კარ სი­ა­რუ­ლი გარ­კ­ვე­უ­ლი პრო­დუქ­ტის სათხოვ­ნე­ლად - არა იმი­ტომ, რომ არ შე­უძ­ლია, თვი­თონ შე­ი­ძი­ნოს, არა­მედ იმი­ტომ, რომ და­ზო­გოს სა­კუ­თა­რი ფუ­ლი. ამ პო­ზი­ცი­ი­დან თუ შევ­ხე­დავთ, ეს ან­და­ზა არ ით­ვა­ლის­წი­ნებს შრო­მის ეთი­კას, და არც მოყ­ვა­სის სიყ­ვა­რულს. ყვა­ვი კი გვევ­ლი­ნე­ბა რო­გორც პრინ­ცი­პუ­ლი ადა­მი­ა­ნი, რო­მელ­საც ყელ­ში ამო­უ­ვი­და სხვე­ბის უაზ­რო მათხოვ­რო­ბა და კა­კალს აღარ იძ­ლე­ვა - არა იმი­ტომ, რომ უჭირს, არა­მედ პრინ­ცი­პის გა­მო. მე­ზობ­ლე­ბი კი მას კიცხა­ვენ!        ამ ან­და­ზა­საც სჭირ­დე­ბა გან­მარ­ტე­ბა. ქა­თა­მი ძა­ლი­ან მარ­ტივ რა­მეს აკე­თებს: წყალს სვამს და ამის­თ­ვის ღმერთს მად­ლო­ბას სწი­რავს. ღრმა რე­ლი­გი­უ­რი აზ­რით, მარ­თ­ლაც, ყვე­ლა­ფე­რი ღვთის მად­ლით ხდე­ბა და ყვე­ლა­ფერ­ზე მას უნ­და ვწი­რავ­დეთ მად­ლო­ბას. მაგ­რამ ან­და­ზა­ში ეს აზ­რი სუ­ლაც არაა ჩა­დე­ბუ­ლი. ქა­თა­მი ვინ უნ­და იყოს, თუ არა სუ­ლე­ლი ადა­მი­ა­ნი? შე­სა­ბა­მი­სად, ან­და­ზა დას­ცი­ნის იმ­გ­ვარ ადა­მი­ა­ნებს, რომ­ლე­ბიც მხო­ლოდ ღმერ­თის იმედ­ზე არი­ან და ბუ­ნე­ბა­ში მო­ცე­მუ­ლი სიმ­დიდ­რით სარ­გებ­ლო­ბენ, თვი­თონ კი არა­ფერს აკე­თე­ბენ.

სხვა­დას­ხ­ვა­ნა­ი­რად, მაგ­რამ ორი­ვე ან­და­ზა ეხე­ბა ინ­ფან­ტი­ლურ და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბას, რო­მე­ლიც გა­მო­ი­ხა­ტე­ბა ხალ­ხის და­ჟი­ნე­ბულ მოთხოვ­ნა­ში, რომ ვინ­მემ მუდ­მი­ვად იზ­რუ­ნოს მის გა­მოკ­ვე­ბა­ზე - ისე, რო­გორც ბავ­შ­ვი ელის მშობ­ლის­გან პირ­ში ლუკ­მის ჩა­დე­ბას.

ტრა­დი­ცია

"ბე­ბე­რი ხა­რის რქა უკეთ ხნავ­სო"

ეს ცნო­ბი­ლი ან­და­ზა ადა­მი­ა­ნებს მა­შინ ახ­სენ­დე­ბათ ხოლ­მე, რო­დე­საც ხან­ში­შე­სუ­ლი ან, უბ­რა­ლოდ, რა­ი­მე საქ­მე­ში დი­დი გა­მოც­დი­ლე­ბის მქო­ნე ადა­მი­ა­ნი უკეთ იტყ­ვის ან უკეთ გა­ა­კე­თებს რა­მეს, ვიდ­რე ახალ­გაზ­რ­და ადა­მი­ა­ნე­ბი. ზოგ­ჯერ ეს მო­უ­ლოდ­ნე­ლიც კი არის ხოლ­მე. თა­ვის­თა­ვად, ამა­ში ცუ­დი არა­ფე­რია: პი­რი­ქით, მო­ხუ­ცე­ბულ და გა­მოც­დილ ადა­მი­ანს სა­თა­ნა­დო და­ფა­სე­ბა და პა­ტი­ვის­ცე­მა უნ­და. მაგ­რამ ეს ან­და­ზა პრობ­ლე­მას იწ­ვევს სიტყ­ვით „უკეთ" - გა­ნა მარ­თ­ლა უკეთ „ხნავს" ბე­ბე­რი ხა­რის რქა? ამ შემ­თხ­ვე­ვა­შიც, გა­აჩ­ნია რას ვი­გუ­ლის­ხ­მებთ. არის რი­გი სა­კითხე­ბი, რა­შიც გა­მოც­დილ ადა­მი­ანს უფ­რო უნ­და ენ­დო, მაგ­რამ არა­ნაკ­ლე­ბია (თუ უფ­რო მე­ტი არა) სა­კითხე­ბი, სა­დაც „ბე­ბე­რი ხა­რის რქა" ახალ­გაზ­რ­დას ვერ აჯო­ბებს. აქ მა­გა­ლი­თებ­ზე შე­ჩე­რე­ბა არ ღირს.

ეს ან­და­ზა, შე­იძ­ლე­ბო­და, არც ყო­ფი­ლი­ყო რე­ლე­ვან­ტუ­რი, რომ არა ჩვე­ნი სა­ზო­გა­დო­ე­ბის ისე­დაც უაღ­რე­სად ტრა­დი­ცი­უ­ლი სა­ხე, სა­დაც მა­მას, პა­პას და, სა­ერ­თოდ, უფ­როსს ძა­ლი­ან დი­დი მნიშ­ვ­ნე­ლო­ბა აქვს. ჩვენ­თან ხომ ოჯა­ხი ტრა­დი­ცი­ას­თან ასო­ცირ­დე­ბა: იგი მა­მის, მშობ­ლე­ბის ოჯა­ხია, სა­დაც ზრდას­რუ­ლი შვი­ლი მა­ინც მო­ზარ­დია. შე­იძ­ლე­ბა, თა­ვი­სი შვი­ლე­ბიც ჰყავ­დეს, რომ­ლებ­თა­ნაც თვი­თონ იქ­ნე­ბა ავ­ტო­რი­ტე­ტი, მაგ­რამ თა­ვი­სი მშო­ლე­ბის წი­ნა­შე ის მუდ­მი­ვად მო­ზარ­დი იქ­ნე­ბა. მა­მა მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი ავ­ტო­რი­ტე­ტია შვი­ლე­ბის­თ­ვის და ხში­რად გა­დამ­წყ­ვეტ გავ­ლე­ნა­საც ახ­დენს მათ ცხოვ­რე­ბა­ზე. სხვა თუ არა­ფე­რი, მსოფ­ლიო ღი­რე­ბუ­ლე­ბა­თაკ­ვ­ლე­ვის მი­ხედ­ვით, 90%-ზე მე­ტი ეთან­ხ­მე­ბა აზრს, რომ მა­თი ცხოვ­რე­ბის ერთ-ერ­თი ძი­რი­თა­დი მი­ზა­ნი მშობ­ლე­ბის სი­ა­მა­ყით ავ­სე­ბა იყო. ამი­ტომ, ამ ფონ­ზე ეს ან­და­ზა სა­ხი­ფა­თო რო­ლის შემ­ს­რუ­ლე­ბე­ლი შე­იძ­ლე­ბა აღ­მოჩ­ნ­დეს სა­ზო­გა­დო­ე­ბის მო­დერ­ნი­ზა­ცი­ი­სათ­ვის.

ასე­თი­ვეა მე­ო­რე ან­და­ზაც: „ხან­დაზ­მულ კაცს სიზ­მა­რიც და­­ჯე­რე­ბა". შე­იძ­ლე­ბა, გარ­კ­ვე­ულ სა­კითხებ­ში მარ­თა­ლიც იყოს, მაგ­რამ ცუ­დი ისაა, რომ იგი ხელს უწყობს მა­მის ავ­ტო­რი­ტე­ტის გაძ­ლი­ე­რე­ბას - და, შე­სა­ბა­მი­სად, პი­როვ­ნე­ბის თა­ვი­სუფ­ლე­ბის შემ­ცი­რე­ბას - სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში.

ჰუ­მა­ნიზ­მი

"ძაღ­ლი კოჭ­ლო­ბით არ მოკ­­დე­ბა"                "ხე ერ­თი შე­მოკ­­რით არ წა­მო­იქ­ცე­ვა"

ამ ცნო­ბილ ან­და­ზა­ში მავ­ნებ­ლუ­რი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბის მეტს ვე­რა­ფერს ვხე­დავ. შე­იძ­ლე­ბა, ფაქ­ტობ­რი­ვი სი­მარ­თ­ლე იყოს, რომ ძაღ­ლი კოჭ­ლო­ბით არ მოკ­ვ­დე­ბა, მაგ­რამ ან­და­ზის სა­ხით იგი მხო­ლოდ არა­ჰუ­მა­ნურ შეტყო­ბი­ნე­ბებს („მე­სი­ჯებს") ავ­რ­ცე­ლებს. მნიშ­ვ­ნე­ლო­ბა არა აქვს იმას, „ძაღ­ლ­ში" მარ­თ­ლა ძაღ­ლი იგუ­ლის­ხ­მე­ბა, ადა­მი­ა­ნი თუ სხვა ცხო­ვე­ლი, „კოჭ­ლო­ბა­ში" ხომ პა­ტა­რა გა­სა­ჭი­რი იგუ­ლის­ხ­მე­ბა! ამ­გ­ვა­რად, ან­და­ზა გვი­ბიძ­გებს გულ­გ­რი­ლო­ბის­კენ, გვას­წავ­ლის, რომ სხვი­სი (თუნ­დაც ცხო­ვე­ლის!) გა­სა­ჭი­რი გულ­თან ახ­ლოს არ უნ­და მი­ვი­ტა­ნოთ. თუ მას შვე­ლა სჭირ­დე­ბა, არა უშავს, ჩვენ შეგ­ვიძ­ლია არ ვიზ­რუ­ნოთ, რად­გან ის „არ მოკ­ვ­დე­ბა". ამ­გ­ვარ „კოჭ­ლო­ბა­ში" არი­ან დღეს მი­ტო­ვე­ბუ­ლე­ბი ჩვე­ნი ლტოლ­ვი­ლე­ბი და უმ­ცი­რე­სო­ბე­ბი, რე­ლი­გი­უ­რი, ეთ­ნი­კუ­რი თუ სექ­სუ­ა­ლუ­რი, მე­ტიც - ხში­რად მათ „კოჭ­ლო­ბას" ხე­ლოვ­ნუ­რა­დაც ქმნი­ან (მა­გა­ლი­თად, მუს­ლი­მე­ბის­თ­ვის, ლგბტ ადა­მი­ა­ნე­ბის­თ­ვის).

მე­ო­რე ვა­რი­ან­ტია, თუ „ძაღ­ლ­ში" ვი­გუ­ლის­ხ­მებთ „ცუდ" პი­როვ­ნე­ბას, რო­მე­ლიც ღირ­სია, „კოჭ­ლო­ბა­ში" მი­ვა­ტო­ვოთ. მაგ­რამ ამ შემ­თხ­ვე­ვა­შიც წა­ქე­ზე­ბა ხდე­ბა ღვარ­ძ­ლი­სა და აგ­რე­სი­ის. ჯერ ერ­თი, ჩვენ თვი­თონ ვწყვეტთ, ვინ არის „ცუ­დი" და გა­ჭირ­ვე­ბის ღირ­სი, ანუ სუ­ბი­ექ­ტურ გან­წყო­ბებ­ზეა და­მო­კი­დე­ბუ­ლი. ასე­თი ბუ­ნებ­რი­ვი იმ­პულ­სე­ბით მოქ­მე­დე­ბა და­მა­ხა­სი­ა­თე­ბე­ლია არა­ცი­ვი­ლი­ზე­ბუ­ლი ადა­მი­ა­ნის­თ­ვის, რომ­ლის­თ­ვი­საც კულ­ტუ­რას მოყ­ვა­სის სიყ­ვა­რუ­ლი არ უს­წავ­ლე­ბია. აგ­რე­სი­უ­ლო­ბა რიგ მო­აზ­როვ­ნე­ებს (მა­გა­ლი­თად, ფრო­იდს) ადა­მი­ა­ნის თან­და­ყო­ლილ თვი­სე­ბად მი­აჩ­ნი­ათ, თუმ­ცა არც ისი­ნი უარ­ყო­ფენ იმ ფაქტს, რომ ჩვენ ვდგე­ვართ არ­ჩე­ვა­ნის წი­ნა­შე: აგ­რე­სი­ის ბუ­ნებ­რი­ვი იმ­პულ­სი თუ კულ­ტუ­რა, რო­მე­ლიც მის შემ­ცი­რე­ბა­ზეა მი­მარ­თუ­ლი. ეს ან­და­ზა, ფაქ­ტობ­რი­ვად, იგი­ვე ში­ნა­არ­სის მა­ტა­რე­ბე­ლია, ოღონდ უფ­რო მკაც­რი ში­ნა­არ­სით: აქ ლა­პა­რა­კი არ შე­იძ­ლე­ბა იყოს „ხის" ავ-კარ­გი­ა­ნო­ბა­ზე. გა­მო­დის, რომ ზო­გა­დად, ნე­ბის­მი­ერ რა­მეს „ერ­თი შე­მოკ­ვ­რა" არა­ფერს არ და­უ­შა­ვებს (არ „მოკ­ლავს"). ყვე­ლა­ზე უც­ნა­უ­რი კი ისაა, რომ ხში­რად ვერ აღ­ვიქ­ვამთ „აყ­ვა­ვე­ბი­დან" „წა­მოქ­ცე­ვამ­დე" („სიკ­ვ­დი­ლამ­დე") არ­სე­ბულ ფარ­თო დი­ა­პა­ზონს და მხო­ლოდ ამ ორ უკი­დუ­რე­სო­ბას ვცნობთ. ის კი ნამ­დ­ვი­ლად არ ვი­ცით, რომ ადა­მი­ა­ნე­ბის ბედ­ნი­ე­რე­ბის გრძნო­ბა პირ­და­პირ­პ­რო­პორ­ცი­უ­ლად აისა­ხე­ბა ქვეყ­ნის გან­ვი­თა­რე­ბა­ზე. ამი­ტომ ყო­ველ­გ­ვა­რი გულ­გ­რი­ლო­ბა ნე­ბის­მი­ერ გა­სა­ჭირ­ზე უპა­სუ­ხის­მ­გებ­ლო­ბაა რო­გორც ერის, ისე სა­კუ­თა­რი თა­ვის წი­ნა­შე.

გენ­დე­რი

"წვი­მის შე­კა­ვე­ბა უფ­რო ად­ვი­ლია, ვიდ­რე გა­სათხო­ვა­რი ქა­ლი­საო"        "ლა­მა­ზი ცო­ლის პატ­რონ­სა უნ­და ჰყავ­დეს ძაღ­ლი ფრთხი­ლი, ან თვი­თონ უნ­და ფრთხი­ლობ­დეს, ან იმი­სი დე­დამ­თი­ლი"

წვი­მის შე­კა­ვე­ბა ხომ შე­უძ­ლე­ბე­ლია! „გა­სათხო­ვა­რი" ქა­ლის შე­კა­ვე­ბა კი­დევ უფ­რო შე­უძ­ლე­ბე­ლი. სა­ინ­ტე­რე­სოა, რის­გან „შე­კა­ვე­ბა­ზეა" აქ ლა­პა­რა­კი: ფან­ტა­ზი­ას ფარ­თო გზა ეხ­ს­ნე­ბა. ჩვე­ნი სტე­რე­ო­ტი­პე­ბის მი­ხედ­ვით, „გა­სათხო­ვა­რი" ქა­ლი, შე­იძ­ლე­ბა, ვერ შე­ა­კა­ვო სი­ან­ჩხ­ლის­გან, აბე­ზა­რო­ბის­გან, „გათხო­ვე­ბის­თ­ვის" ზრუნ­ვის­გან, მაგ­რამ მე­ო­რე მხრივ, თუ სტე­რე­ო­ტი­პებს გვერ­დით გა­დავ­დებთ, „გა­სათხო­ვა­რი" ქა­ლი შე­იძ­ლე­ბა ვერ შე­ა­კა­ვო კა­რი­ე­რუ­ლი გან­ვი­თა­რე­ბი­სა და წარ­მა­ტე­ბის­გან. მაგ­რამ არც ან­და­ზა გუ­ლის­ხ­მობს ამ ვა­რი­ანტს, არც ჩვე­ნი სა­ზო­გა­დო­ე­ბა ფიქ­რობს ამა­ზე. გარ­და ამი­სა, რო­დე­საც ეს ან­და­ზა გა­მო­ი­გო­ნეს, სა­ვა­რა­უ­დოდ მა­შინ (და ნა­წი­ლობ­რივ დღე­საც ასეა) „გათხო­ვე­ბა" და­კავ­ში­რე­ბუ­ლი იყო ქა­ლის პირ­ველ სექ­სუ­ა­ლურ გა­მოც­დი­ლე­ბას­თან, დღეს კი წარ­მა­ტე­ბუ­ლი „გა­სათხო­ვა­რი" ქა­ლე­ბის ნა­წი­ლი უკ­ვე აღა­რაა „გა­სათხო­ვა­რი" ძვე­ლი გა­გე­ბით.

 ლა­მა­ზი ცო­ლის ყო­ლა ზედ­მეტ საზ­რუ­ნავს აჩენს, რის დას­ტურ­საც მე­ო­რე ან­და­ზაც წარ­მო­ად­გენს: „ლა­მა­ზი ქა­ლი ცო­ლად შე­ირ­თე - წყალ­ში გა­და­ვარ­დიო". გარ­კ­ვე­ულ სი­მარ­თ­ლის მარ­ც­ვალს ვერც ამ ან­და­ზას და­ვუ­კარ­გავთ, თუმ­ცა უნ­და ვა­ღი­ა­როთ ისიც, რომ იგი ერ­თ­გ­ვარ დე­მო­ტი­ვა­ტორს წარ­მო­ად­გენს ახალ­გაზ­რ­და მა­მა­კა­ცე­ბის­თ­ვის, რომ­ლებ­საც ჯერ ცო­ლი არ შე­ურ­თავთ. თუ ამ ან­და­ზას და­უ­ჯე­რე­ბენ, შე­იძ­ლე­ბა შე­შინ­დ­ნენ და ლა­მაზ ქა­ლებ­ზე სე­რი­ო­ზუ­ლად აღარც იფიქ­რონ - არა მა­ინ­ც­და­მა­ინც გაც­ნო­ბი­ე­რე­ბუ­ლად, არა­მედ არაც­ნო­ბი­ე­რად. შე­იძ­ლე­ბა, ეს ან­და­ზა სუ­ლაც არ ჰქონ­დეთ გა­გე­ბუ­ლი, მაგ­რამ მა­ინც შე­შინ­დ­ნენ. მე­ო­რე ვა­რი­ან­ტია, რო­დე­საც არ ეში­ნი­ათ, ბუ­ნებ­რი­ვად მის­დე­ვენ თა­ვი­ანთ მიდ­რე­კი­ლე­ბებს და მხო­ლოდ მე­რე ირ­ტყა­მენ თავ­ში ხე­ლებს, რო­დე­საც ეჭ­ვის გუ­ლის­გა­მაწ­ვ­რი­ლე­ბელ ჭი­ას­თან უწევთ გამ­კ­ლა­ვე­ბა. ხში­რად ქა­ლე­ბის­გან გა­მი­გია, რომ ლა­მა­ზი კა­ცი არა­სა­სურ­ვე­ლი ქმა­რია, რად­გან მი­აჩ­ნი­ათ, რომ ეს ეჭ­ვი­ა­ნო­ბის პირ­ვე­ლი სა­ფუძ­ვე­ლი იქ­ნე­ბა.

ვი­ნა­ი­დან სი­ლა­მა­ზეს არა­სა­სურ­ველ თვი­სე­ბად აცხა­დებს, ეს ან­და­ზა კარგ სამ­სა­ხურს უწევს ქა­ლე­ბის უმ­რავ­ლე­სო­ბას, რომ­ლე­ბიც „ლა­მაზ ქალ­თა" მცი­რე­რიცხო­ვან კა­ტე­გო­რი­ა­ში ვერ ხვდე­ბი­ან. ამ ქა­ლე­ბის ქმრებს შე­უძ­ლი­ათ მშვი­დად იყ­ვ­ნენ და ზოგ­ჯერ იმ­დე­ნად მშვი­და­დაც არი­ან, რომ ვერ ამ­ჩ­ნე­ვენ ცო­ლე­ბის ღა­ლატს. მე­ო­რე მხრივ, გაძ­ლი­ე­რე­ბუ­ლია კონ­ტ­რო­ლი ლა­მაზ ცო­ლებ­ზე, რომ­ლე­ბიც, რაც არ უნ­და „ჭკვი­ა­ნად" იყ­ვ­ნენ, მა­ინც ხდე­ბი­ან ეჭ­ვი­ა­ნო­ბის მსხვერ­პ­ლე­ბი.

ასეა თუ ისე, სა­უ­კე­თე­სო ვა­რი­ან­ტია ცოლ-ქმარს შო­რის ნდო­ბა და მას­ზე და­ფუძ­ნე­ბუ­ლი სიყ­ვა­რუ­ლი, რო­მელ­საც ვერც გა­რეგ­ნუ­ლი სი­ლა­მა­ზე გა­ა­ფუ­ჭებს, ვერც - მი­სი ნაკ­ლე­ბო­ბა.