სვეტური პოეზია [გჰ}
13 ივნისი, 2014
897
print

თელ ავი­ვი

 ამ ცოდ­ვილ დე­და­მი­წა­ზე

კა­ცი თუ აწონ და­წო­ნის

მო­წე­ვა წმინ­და მი­წა­ზე

ყვე­ლა­ზე მაგ­რად ას­წო­რებს

და მა­რად ნატ­რობ იმ წამ­ზე

ნაც­ვ­ლად საფ­ლავ­ში ჩა­წო­ლის

რაც გახ­სენ­დე­ბა იმ წამ­ს­ვე

ბე­დის სას­წორ­ზე აწო­ნილს

 

და თუ დაგ­ჭირ­და მი­მალ­ვა

კაც­მა რომ სა­ღად გან­სა­ჯოს

ჯობს და­გი­ფა­როს იღ­ბალ­მა

ვიდ­რე უფალ­მა დაგ­სა­ჯოს

ლურ­ჯია ზღვა და წინ პალ­მა

უსაფ­რ­თხო­ე­ბას და­რა­ჯობს

თან თუ კა­ლამ­მაც იკალ­მა

აქ სე­ირ­ნო­ბას რა­ღა ჯობს

 

მუ­დამ მინ­დო­და იქ ჩას­ვ­ლა

რომ მი­მეღ­წია მიზ­ნამ­დე

მე­ნა­ხა ერ­თხელ მზის ჩას­ვ­ლა

უკე­თესს სხვას რას ვი­ზამ­დი

ლექ­სიც ჩარ­ჩო­ში ვინ ჩას­ვა

პო­ე­ზი­ას­თან მიმ­ზარ­დი

აქ ხმელ­თა­შუა მო­ჩანს ზღვა

ქა­ლა­ქი რო­გორც ზღვის ვარ­დი.

 ***

ეს რა თქმა უნ­და თელ ავი­ვია

საქ­მი­ა­ნო­ბას კაი ფო­ნი აქვს

და აქ ყო­ველ­თ­ვის სი­ლილ­ვ­ლი­ვეა

რად­გან მაგ­რად გავს კა­ლი­ფორ­ნი­ას

 

თა­ნაც ვი­ზე­ბის სი­მარ­ტი­ვეა

ხალ­ხ­საც ვერ ნა­ხავ ზედ­მეტ ქო­ნი­ანს

და აზ­როვ­ნე­ბაც კრე­ა­ტი­ვია

რად­გან გარ­თო­ბას დი­დი დრო მი­აქვს.

 ***

ტყუ­ი­ლად ქვეყ­ნად არ ხდე­ბა

არა­ნა­ი­რი მოვ­ლე­ნა

სას­წა­უ­ლე­ბიც არ ხდე­ბა

მუნ­ჯ­მა აიდ­გას რომ ენა

 

ჩვე­ნი ნატ­ვ­რე­ბი ახ­დე­ბა

მოგ­ვი­წევს ცრემ­ლის მო­დე­ნა

კიტ­რი ყლე რო­გორ გახ­დე­ბა

თუნდ იყოს ნეს­ვი­სო­დე­ნა.

 ჯა­ფა, თელ ავი­ვი

 

ესაა ვატყობ მსოფ­ლი­ოს ტა­ფა

რა­შიც მთა­ვა­რი კერ­ძი იწ­ვე­ბა

თელ ავი­ვია ესა ჯა­ფა

მი­თო­ლო­გი­აც აქ­ვე იწყე­ბა

 

პირ­ველ­საწყი­სი დი­დი ედა­სი

რა­ზეც მა­მა ზევსს ხე­ლი მო­უხ­ვ­და

და გა­დარ­ჩე­ნაც ან­დ­რო­მე­და­სი

სწო­რედ ჯა­ფას­თან პერ­სევს მო­უხ­და

 

რო­ცა ურ­ჩხუ­ლი მოკ­ლა გი­ტუ­სი

რომ ტი­ტა­ნებ­ზე შუ­რი ეძია

ჰერ­მე­სის ფა­რით ქე­დი შეტ­რუ­სა

რაც სამ­ყა­რო­სი დღე­საც ღერ­ძია

 

რად­გან ჩა­მოს­ვ­ლა არის ად­ვი­ლი

თუ­კი საზღ­ვა­რი დრო­ზე გა­ი­ღო

და ერ­თა­დერ­თი გახ­ლავთ ად­გი­ლი

ნა­პო­ლე­ონ­მა რომ ვერ აიღო.

 CNN

 

აერო­პორ­ტებს თავ­ზე ეს­ხ­მი­ან 

მი­დის ბრძო­ლე­ბი გა­ქა­ნე­ბუ­ლი

და ერ­თ­მა­ნეთს რომ ტყვი­ებს ეს­ვ­რი­ან

ამით არი­ან და­კა­ვე­ბუ­ლი

 

სი­რიაა თუ პა­კის­ტა­ნია

ძა­ან ძნე­ლია დარ­ჩე გულ­გ­რი­ლი

რად­გა­ნაც ვე­ღარ აგი­ტა­ნია

მა­თი ასე­თი სის­ხ­ლის წყურ­ვი­ლი

 

უმ­რავ­ლე­სო­ბაც რად­გან შტე­რია

რაც ხელს არ უშ­ლით გავ­დ­ნენ მე­ომ­რებს

ერ­თი­მე­ო­რის ყვე­ლა მტე­რია

და არ ინ­დო­ბენ ერ­თი­მე­ო­რეს

 

სა­ნამ ხან­ძა­რი არ გაგ­ვ­ჩე­ნია

უბ­რა­ლო ხალ­ხ­მა რა­ღა ვა­კე­თოთ

ერ­თა­დერ­თია რაც დაგ­ვ­რ­ჩე­ნია

რომ უმ­ს­გავ­სო­ბა მა­თი ავ­ღ­კ­ვე­თოთ

 

რო­გორ ოღონ­დაც არა­ვინ იცის

და მეც გავ­ნაგ­რ­ძობ ამ ლექ­სით სი­ცილს.

 ***

თუმც ერ­თა­დერ­თი ცხა­დია

რომ აქ დავ­რ­ჩე­ბით ამ კვი­რას

ჩვე­ნი გზაც პრო­მე­ნა­დია

ხმელ­თა­შუ­აზღ­ვის ნა­პი­რას

 

აქ ხომ ურ­ჩხუ­ლი აგ­დია

თუ არ მოვ­კა­ლით გან­გ­გ­ვ­მი­რავს

და ერ­თა­დერ­თი ნაღ­დია

ჭკუა მოვ­თხო­ვოთ ამი­რანს.

 ***

ეს ნა­თე­ლია უკ­ვე დღე­სა­ვით

რომ არა­ფე­რი და­ი­შუ­რე­ბა

რად­გან გა­ირ­კ­ვა სწო­რედ ეს არი

ადა­მი­ა­ნის და­ნიშ­ნუ­ლე­ბა

 

და არ მუ­შა­ობს ის თუ მსა­ხუ­რობს

შვე­ბა მოგ­ვა­როს ცოდ­ვილ სულს თუ სურს

ყო­ველ­თ­ვის უნ­და მო­ემ­სა­ხუ­როს

თა­ვის­ზე უფ­რო სუსტს და უსუ­სურს.

კოტე ყუბანეიშვილი

lika andiashvili