გავ­შიშ­ვ­ლ­დეთ
20 ივნისი, 2014
1642
print

თორ­ნი­კე ადა­მაშ­ვი­ლის აზ­რი

 წარ­­გი­ნე­ბა

მე ვარ თორ­ნი­კე ადა­მაშ­ვი­ლი, არ­შემ­დ­გა­რი რე­ჟი­სო­რი. უპი­რა­ტე­სო­ბას რე­გი­ო­ნებ­ში თა­ნა­მედ­რო­ვე სა­ხე­ლოვ­ნე­ბო სივ­რ­ცე­ე­ბის შექ­მ­ნას ვა­ნი­ჭებ. სო­ფე­ლი მი­ჩე­რე­ბია ქა­ლა­ქის "ნა­სუფ­რალს", სა­დაც ბო­ჰე­მის ნე­ბის­მი­ე­რი სი­გი­ჟე პა­ტა­რა გა­მოხ­დო­მაა და არა­ფერს ცვლის. ვთვლი, რომ ნე­ბის­მი­ე­რი პო­ლი­ტი­კუ­რი იდე­ო­ლო­გია არა­ა­დეკ­ვა­ტუ­რი და სა­ში­ში ხდე­ბა მა­შინ, რო­დე­საც გრძნო­ბის და ფორ­მის მნიშ­ვ­ნე­ლო­ბას ივიწყებს. ხე­ლოვ­ნე­ბა შუ­ა­ლე­დია ადა­მი­ა­ნის ფი­ლო­სო­ფი­ურ და ცხო­ვე­ლურ ინ­ს­ტიქ­ტებს შო­რის. ვთვლი, რომ ჭეშ­მა­რი­ტი მე­მარ­ცხე­ნე­ე­ბი არ არ­სე­ბო­ბენ, რად­გან თუ "ყვე­ლას უფ­ლე­ბა" გა­დარ­დებს, მა­შინ პირ­ვე­ლი - სი­ა­მოვ­ნე­ბის უფ­ლე­ბაა! თუ სად­მე მე­მარ­ცხე­ნე­ე­ბის გა­ერ­თი­ა­ნე­ბა არ­სე­ბობს, ისი­ნი პირ­ველ რიგ­ში სექსს უნ­და ავ­რ­ცე­ლებ­დ­ნენ უსას­ყიდ­ლოდ. სამ­წუ­ხა­როდ, დღეს ბო­ზე­ბის გარ­და არა­ვინ იქ­ცე­ვა ასე, ამი­ტომ არ მჯე­რა არც მე­მარ­ცხე­ნე­ე­ბის და არც მე­მარ­ჯ­ვე­ნე­ე­ბის, არც აზ­რის, არც უაზ­რო­ბის. ყვე­ლა­ზე კარ­გი მა­თი ბა­ლან­სია, ამას კი მხო­ლოდ ხე­ლოვ­ნე­ბა ახერ­ხებს, რა­საც მე სექ­ს­საც ვუ­წო­დებ.

სექ­სი ძა­ლი­ან დამ­ღ­ლე­ლი და მო­სა­ბეზ­რე­ბე­ლი ხდე­ბა, რო­ცა მარ­ტი­ვი და ერ­თ­ფე­რო­ვა­ნია. შე­სა­ბა­მი­სად, უხე­ში სექ­სი გვჭირ­დე­ბა ჩვენ, ანუ უხე­ში იდე­ე­ბი გვჭირ­დე­ბა, აქ­ტი­უ­რო­ბა გვჭირ­დე­ბა და რო­დე­საც ეს ასე არ არის, მე­რე ვიწყებთ სხვა "სექ­სე­ბის" ძებ­ნას - ნარ­კო­ტი­კებ­ში, სას­მელ­ში და ა.შ.

 პო­ლი­ტი­კა და კულ­ტუ­რა

ერ­თია, რო­გორ მუ­შა­ო­ბენ პო­ლი­ტი­კუ­რი იდე­ო­ლო­გი­ე­ბი და მე­ო­რე - რო­გორ ვრცელ­დე­ბა ეს სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში.

ვთვლი, რომ კულ­ტუ­რა და ხე­ლოვ­ნე­ბა პო­ლი­ტი­კუ­რი იდე­ე­ბის წარ­მო­შო­ბის ბა­ზაა. პო­ლი­ტი­კუ­რი იდე­ო­ლო­გი­ე­ბის კრი­ზი­სია ის, რო­ცა ავიწყ­დე­ბათ, რომ არაფ­რი­დან არ შექ­მ­ნი­ლან და მა­თი ფუნ­და­მენ­ტი კონ­კ­რე­ტუ­ლი ღი­რე­ბუ­ლე­ბე­ბია.

 კულ­ტუ­რის პო­ლი­ტი­კა, ანუ სექ­სი

საფ­რან­გე­თის რე­ვო­ლუ­ცია უდი­დე­სი პო­ლი­ტი­კუ­რი მოვ­ლე­ნაა. გა­მორ­ჩე­უ­ლია იმით, რომ აქე­დან და­იწყო ადა­მი­ა­ნე­ბის მმარ­თ­ვე­ლო­ბა და არა ვი­ღაც მე­ფე­ე­ბის, რო­მელ­საც გინ­დო­და თუ არა - ემორ­ჩი­ლე­ბო­დი. ის შენ­ზე აღ­მა­ტე­ბუ­ლი "მე­ფე", იდე­ა­ში კი­დევ უფ­რო მაღ­ლი­დან იყო და­ნიშ­ნუ­ლი. თუმ­ცა, ადა­მი­ა­ნებ­მა გა­და­ამ­ხეს ეს და და­იწყეს სა­კუ­თა­რი თა­ვის და თა­ვი­სი ქვეყ­ნის მარ­თ­ვა. ვინ მო­ამ­წი­ფა ეს იდე­ე­ბი? იმ ფრან­გ­მა გან­მა­ნათ­ლებ­ლებ­მა, რომ­ლე­ბიც ჰუ­მა­ნის­ტურ იდე­ებს ქმნიდ­ნენ; მარკ ტვენ­მა, რო­მე­ლიც "უფ­ლის­წუ­ლის და მათხოვ­რის" თა­ნას­წო­რო­ბა­ზე სა­უბ­რობ­და. მე­თო­დე­ბი დღე­საც იგი­ვეა. კულ­ტუ­რა და ხე­ლოვ­ნე­ბა ის იარა­ღე­ბია, რი­თიც პო­ლი­ტი­კო­სე­ბი მა­სე­ბის და­შოშ­მი­ნე­ბას ცდი­ლო­ბენ. იქ­მ­ნე­ბა მი­თე­ბი, ხა­ტე­ბი - მე­ფის კულ­ტი, რო­მე­ლიც ღმერ­თის­გან ინიშ­ნე­ბა, ესეც ხომ კულ­ტუ­რუ­ლი ხა­ტია. ხალ­ხი ამით იხიბ­ლე­ბა. სექსს სწო­რედ ამ შე­ხე­ბის, გა­დაკ­ვე­თის, ხიბ­ლის გა­ჩე­ნის წერ­ტილს ვარ­ქ­მევ.

უკა­ნას­კ­ნე­ლი 20 წლის მან­ძილ­ზე სა­ქარ­თ­ვე­ლო, პრინ­ციპ­ში, მარ­ტი­ვი მი­თე­ბით, მარ­ტი­ვი სექ­სით იმარ­თე­ბო­და. ავი­ღოთ რო­გორც წყვი­ლი - პო­ლი­ტი­კუ­რი მმარ­თ­ვე­ლი და და­ნარ­ჩე­ნი სა­ზო­გა­დო­ე­ბა, რო­მელ­თა ურ­თი­ერ­თო­ბაც რა­ღა­ცას წარ­მოქ­მ­ნის. თუ ეს ურ­თი­ერ­თო­ბა არ შედ­გე­ბა, მა­შინ ან რე­ვო­ლუ­ცია ხდე­ბა ან რა­ღა­ცა ინ­გ­რე­ვა. სა­ქარ­თ­ვე­ლოს შემ­თხ­ვე­ვა­ში მუდ­მი­ვად ინერ­გე­ბა მი­თი, რომ­ლის მი­ხედ­ვი­თაც ვი­ღაც ჩა­მო­ვა და გვიშ­ვე­ლის. საფ­რან­გეთ­ში ადა­მი­ა­ნებ­მა თა­ვის თავს უშ­ვე­ლეს, ჩვენ დღე­საც მი­თებ­ში ვართ, თუმ­ცა ფუ­ლი­ა­ნი ივა­ნიშ­ვი­ლის მი­თებ­ში.

 თვალ­და­ხუ­ჭუ­ლი ერი

ასე­თი გა­მოთ­ქ­მა არ­სე­ბობს - რე­ვო­ლუ­ცი­ას ამ­წი­ფე­ბენ გე­ნი­ო­სე­ბი, ახ­დე­ნენ რე­ვო­ლუ­ცი­ო­ნე­რე­ბი და სარ­გებ­ლო­ბენ ნა­ძირ­ლე­ბიო, ანუ - იდე­ო­ლო­გი­ას ამ­წი­ფე­ბენ წმინ­და­ნე­ბი. ვთქვათ მარ­ქ­სი, რომ­ლის იდე­ო­ლო­გი­ა­საც იტა­ცებს ლე­ნი­ნი და გარ­დაქ­მ­ნის სტა­ლი­ნი. შე­დე­გად ხდე­ბა გარ­ყ­ვ­ნი­ლე­ბა. ჩვენს შემ­თხ­ვე­ვა­შიც მგო­ნი პრობ­ლე­მა ის იყო, რომ ღრმა ურ­თი­ერ­თო­ბე­ბი, პო­ლი­ტი­კუ­რი ტრა­დი­ცი­ე­ბი და ის კულ­ტუ­რუ­ლი ფეს­ვე­ბი, რი­თიც პო­ლი­ტი­კა შენ­დე­ბა, სადღაც იყო... ჩვე­ნი მა­შინ­დე­ლი ლო­ზუნ­გე­ბი და ხა­ტე­ბი - ეროვ­ნუ­ლო­ბა, თა­ვი­სუფ­ლე­ბა, დე­მოკ­რა­ტია, მაგ­რამ მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის პა­სუ­ხის­მ­გებ­ლო­ბა ყვე­ლა ამ პრო­ცეს­ში არ არ­სე­ბობ­და და არ არ­სე­ბობს. საბ­ჭო­თა კავ­შირ­ში მკვდა­რი იყო მო­ქა­ლა­ქის რო­ლი. გა­ვიხ­სე­ნოთ ფილ­მე­ბი - "გი­ორ­გო­ბის თვე", ან "ცის­ფე­რი მთე­ბი", სა­დაც, პრინ­ციპ­ში, ყვე­ლა­ფე­რი სა­ში­ნე­ლე­ბაა ნაჩ­ვე­ნე­ბი, თუმ­ცა იმ სა­ში­ნე­ლე­ბა­ში თა­ნა­მო­ნა­წი­ლე არა­ვინ არის. ლი­ტე­რა­ტუ­რა­შიც და კი­ნო­ხე­ლოვ­ნე­ბა­შიც, ძი­რი­თა­დად, სა­კითხე­ბი რო­მან­ტი­უ­ლად და მარ­ტი­ვად იხა­ტე­ბო­და, მა­გა­ლი­თად - "შე­რე­კი­ლებ­ში", ადა­მი­ა­ნე­ბი გე­ნი­ა­ლუ­რი იდე­ის­თ­ვის იბ­რ­ძ­ვი­ან და მი­აღ­წე­ვენ. მარ­ტი­ვი ჰო­ლი­ვუ­დუ­რი ფორ­მუ­ლაა. სა­ზო­გა­დო­ე­ბა არ იყო მიჩ­ვე­უ­ლი უფ­რო სიღ­რ­მე­ებ­ში წას­ვ­ლას და სა­კუ­თარ თავ­ზე პა­სუ­ხის­მ­გებ­ლო­ბის აღე­ბას. ეს მო­ნუ­მენ­ტუ­რო­ბა, ქუ­ჩებ­ში გმი­რე­ბის­თ­ვის ძეგ­ლე­ბის დად­გ­მა საბ­ჭო­თა კულ­ტუ­რას ახა­სი­ა­თებ­და. დღე­საც კი წვა­ლე­ბით გა­მოვ­დი­ვართ მა­ქე­დან.

ჩვენ გვაკ­ლ­და სი­უ­ხე­შე და რე­ა­ლო­ბის­თ­ვის თვა­ლის გას­წო­რე­ბა, თუმ­ცა ჩვენს ლი­ტე­რა­ტუ­რულ პერ­სო­ნა­ჟებ­ში ძა­ლი­ან ბევ­რი ისე­თი სი­შიშ­ვ­ლეა რო­მელ­საც თვალს არ ვუს­წო­რებ­დით ხოლ­მე. ცის­ფერ­ყან­წე­ლე­ბი ევ­რო­პა­ში გა­ნათ­ლ­დ­ნენ და იქი­დან და­და­იზ­მი შე­მო­ი­ტა­ნეს - ამას ძა­ლი­ან პრი­მი­ტი­უ­ლად, საბ­ჭო­თა კონ­ვერ­ტუ­რა­ში მოქ­ცე­ულ და ზრდი­ლო­ბი­ან ფორ­მად გვას­წავ­ლიდ­ნენ, თუმ­ცა...

მა­რი­ტა "ნატ­ვ­რის ხე­ში" - გო­გო­ნა რო­მე­ლიც შეც­და, ღა­ლა­ტამ­დე მი­ვი­და და მას მა­ინც იცავ­და და უყ­ვარ­და სა­ზო­გა­დო­ე­ბას. რე­ა­ლუ­რად კი, ასეთ ადა­მი­ა­ნებს ტა­ლახს ცხოვ­რე­ბა­შიც არ აკ­ლე­ბენ. იგი­ვე ლი­კა ქავ­ჟა­რა­ძის "პრო­ფილ­ში" გა­მო­ჩე­ნაც კი ზიზღს იწ­ვევს - "ფუ ბო­ზი", მან ხომ "შე­უც­დომ­ლე­ბის" გზა ვერ გა­ი­ა­რა.

 რე­ლი­გი­­რი ნა­ცი­­ნა­ლიზ­მი თუ უიდე­­ლო­გი­­ბა

 

სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში რე­ლი­გი­უ­რი ნა­ცი­ო­ნა­ლიზ­მია. უფ­რო ზუს­ტად კი, უიდე­ო­ლო­გი­ო­ბაა და ზუს­ტად ამი­ტომ, თუ რა­მე ხელ­მო­სა­ჭი­დი გა­მოჩ­ნ­დე­ბა, მა­სა მა­შინ­ვე იტა­ცებს. თუმ­ცა, იდე­ა­ში არ­სე­ბულ იდე­ო­ლო­გი­ებ­ზეც რომ ვი­ლა­პა­რა­კოთ, მა­გა­ლი­თად სო­ცი­ალ-დე­მოკ­რა­ტებ­ზე, აშ­კა­რად ჩანს, რომ ისი­ნი არა­სი­ცოცხ­ლი­სუ­ნა­რი­ა­ნად ურ­თი­ერ­თო­ბენ სა­ზო­გა­დო­ე­ბას­თან და მა­თი ქმე­დე­ბე­ბიც კი აღარ გა­მო­დის სო­ცი­ალ-დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი. არი­ან კი­დევ ნეო-ლი­ბე­რა­ლე­ბი - "წინ გა­ის­რო­ლე, მა­გა­ლი­თად ეკო­ნო­მი­კა და მე­რე ის წა­მო­ი­ყო­ლებს კულ­ტუ­რას და ა.შ. სოც-დე­მოკ­რა­ტე­ბი კონ­ფე­რენ­ცი­ებს, ჟი­ჟეკს და ჩომ­ს­კის აბ­რეხ­ვე­ბენ, მაგ­რამ და­ვიწყე­ბუ­ლი აქვთ ეს­თე­ტი­კის და ურ­თი­ერ­თო­ბის მნიშ­ნე­ლო­ბა. მათ და­ა­ვიწყ­დათ, რომ თა­ვი­სი იდე­ო­ლო­გია ადა­მი­ა­ნი­დან და­იწყო და არა კა­ნო­ნი­დან. "კა­ნო­ნებს მი­ვი­ღებ, უმ­რავ­ლე­სო­ბას მო­ვი­პო­ვებ და მე­რე შენც გეშ­ვე­ლე­ბა და ჩვენ თა­ნას­წო­რე­ბი ვიქ­ნე­ბით" - ასე არ ხდე­ბა! მო­დი ჯერ იდე­ე­ბით გავ­თა­ნას­წორ­დეთ და ვი­და­ოთ, რო­მე­ლი გზაა სწო­რი. ესაა კულ­ტუ­რა.

ერ­თი კარ­გი ფილ­მი არ­სე­ბობს - "მაძღა­რი დღე­ე­ბი დას­რუ­ლე­ბუ­ლია", სა­დაც ადა­მი­ა­ნე­ბი სახ­ლებ­ში შე­დი­ან და ნივ­თებს აყი­რა­ვე­ბენ, ამით ისი­ნი ინ­ფორ­მა­ცი­ას აწ­ვ­დი­ან სა­ზო­გა­დო­ე­ბას, რომ ეს ნივ­თე­ბი თქვენ არ გჭირ­დე­ბათ. და­დი­ან მა­ღა­ზი­ებ­თან და ბრო­შუ­რებს ავ­რ­ცე­ლე­ბენ - ის, რა­საც ძვი­რად ყი­დუ­ლობთ, სო­მა­ლე­ლი ბავ­შე­ბის ძა­ლი­ან დი­დი შრო­მის შე­დე­გად კეთ­დე­ბა, რომ­ლე­ბიც დღე­ში ერთ დო­ლა­რად მუ­შა­ო­ბენ და ჭა­მის ფუ­ლიც უჭირთ. ეს არის სო­ცი­ა­ლუ­რი გა­ნათ­ლე­ბის სწო­რი ფორ­მე­ბი და არა ელი­ტის­ტუ­რი ფორ­მე­ბი, მა­გა­ლი­თად "ტე­ლე­ვი­ზი­ით ბრძო­ლა".

სა­მო­ცი­ა­ნებ­ში დი­დი კულ­ტუ­რა იყო. ადა­მი­ა­ნე­ბი მარ­თ­ლა გა­თა­ნას­წორ­დ­ნენ. შე­იძ­ლე­ბა სა­კა­ნონ­მ­დებ­ლო დო­ნე­ზე არა, მაგ­რამ ყვე­ლა­ფე­რი ამ დროს და­იწყო. ახალ­გაზ­რ­დებ­მა კო­ლექ­ტი­ურ ცნო­ბი­ე­რე­ბას­თან, უნი­ვერ­სი­ტე­ტებ­თან, ოჯა­ხებ­თან და დოგ­მებ­თან და­პი­რის­პი­რე­ბა და­იწყეს. ეს ყვე­ლა­ფე­რი კი ხე­ლოვ­ნე­ბით, რო­კით და­იწყო. ელ­ვის პრეს­ლის მოძ­რა­ო­ბებ­ზე ახ­ლა რომ გვე­ცი­ნე­ბა, მა­შინ ეს შო­კი იყო და გარ­ყ­ვ­ნი­ლე­ბად თვლიდ­ნენ, იქ ტრი­უ­ფო და გო­და­რი ქმნიდ­ნენ თა­ნას­წორ ურ­თი­ერ­თო­ბებს. მათ დიდ­წი­ლად ეს მოძ­რა­ო­ბე­ბი სექ­სუ­ა­ლუ­რი და მა­სობ­რი­ვი გა­ხა­დეს. ჩვენ­თან ვინ რას ქმნის? სა­დაა სექ­სი?... არაა სექ­სი... პო­ლი­ტი­კო­სებს ხე­ლო­ვა­ნებ­მა უნ­და და­ა­ნა­ხონ კულ­ტუ­რის ფა­სი. არ­ტის­ტე­ბი იქ­ნე­ბი­ან ესე­ნი თუ ადა­მი­ა­ნე­ბი, თუ რომ­ლე­ბიც იბ­რა­ლე­ბენ, რომ კულ­ტუ­რის ან ფი­ლო­სო­ფი­ის ფა­სი ეს­მით, უნ­და გა­აც­ნო­ბი­ე­რონ, რა ძა­ლა აქვს კულ­ტუ­რას! რა ძა­ლა აქვს იდე­ებს! ილია ჭავ­ჭა­ვა­ძემ გა­მო­ი­ყე­ნა ხე­ლოვ­ნე­ბა და კულ­ტუ­რა, რომ შექ­მ­ნი­ლი­ყო ძლი­ე­რი ინ­ს­ტი­ტუ­ტე­ბი. სტუ­დენ­ტე­ბის დი­დი ნა­წი­ლი მი­ე­ძა­ლა ლი­ტე­რა­ტუ­რას, და­იწყეს სო­ცი­ა­ლის­ტუ­რი ტექ­ს­ტე­ბის კითხ­ვა. უმე­ტე­სო­ბა კო­მუ­ნის­ტე­ბი გახ­დ­ნენ, მაგ­რამ ისი­ნი საბ­ჭო­თა კავ­შირს კო­მუ­ნიზ­მის იდე­ა­ფიქ­სად ხა­ტავ­დ­ნენ, რო­გორც დღეს ამე­რი­კას ხა­ტა­ვენ.

გარ­­­ნი­ლე­ბის ჩარ­ჩო­­ბი ერ­ში

მა­გა­ლი­თად, პო­ლი­ტო­კო­სებ­ზე ვიქ­მ­ნით ილუ­ზი­ებს და ვითხოვთ, რომ იყ­ვ­ნენ წმინ­და­ნე­ბი. სამ­წუ­ხა­როდ, იმედ­გაც­რუ­ე­ბუ­ლი ვრჩე­ბით მა­შინ, რო­დე­საც აღ­მო­ვა­ჩენთ, რომ ასე­თე­ბი არ ყო­ფი­ლან. მა­ინ­ცა და მა­ინც გვინ­და, რომ ხელ­ში სან­თ­ლე­ბი ეჭი­როთ, ოჯა­ხი ყავ­დეთ. გა­ვიხ­სე­ნოთ მარ­გ­ვე­ლაშ­ვი­ლის მა­გა­ლი­თი, რო­მე­ლიც არა­ო­ფი­ცი­ა­ლუ­რად ცხოვ­რობს ქალ­თან, რო­მე­ლიც უყ­ვარს, ან არ უყ­ვარს - არ აქვს მნიშ­ვ­ნე­ლო­ბა ამ კონ­კ­რე­ტუ­ლი სა­უბ­რი­სას. ჩვე­ნი პო­ლი­ტი­კუ­რი გა­ნათ­ლე­ბა იმ­დე­ნად და­ბა­ლია, რომ მუდ­მი­ვად ერის მა­მის მო­ლო­დი­ნი და მოთხოვ­ნი­ლე­ბა გვაქვს. "გა­მოჩ­ნ­დე­ბა, წმინ­და და გა­ნათ­ლე­ბუ­ლი, რო­მე­ლიც მე­გობ­რობს პატ­რი­არ­ქ­თან, პატ­რი­არ­ქი უჭერს მას მხარს და ოფი­ცი­ა­ლურ ქორ­წი­ნე­ბა­შიც ბრძან­დე­ბა."

ძი­რი­თა­დად ქრის­ტი­ა­ნო­ბის გად­მო­სა­ხე­დი­დან გვიყ­ვარს ხოლ­მე რა­ღა­ცე­ბის გან­ს­ჯა, ასე სექ­სუ­ა­ლუ­რი სა­კითხე­ბის გარ­ყ­ვ­ნი­ლე­ბად ჩათ­ვ­ლა არ ჯდე­ბა ქრის­ტი­ა­ნო­ბის სა­კითხებ­შიც კი. იქ ყვე­ლა­ზე ნაკ­ლე­ბად არის გან­ხი­ლუ­ლი ნორ­მე­ბი, სად რა დო­ზით უნ­და გიყ­ვარ­დეს და თუ ვინ­მე გარ­ყ­ვ­ნი­ლია, გე­უბ­ნე­ბი­ან, რომ ვინც გა­ურ­ყ­ვ­ნე­ლია, იმან ეს­რო­ლოს ქვა.

მოკ­ლედ, გარ­ყ­ვ­ნი­ლე­ბის გა­ზომ­ვა პი­რა­დი ცხოვ­რე­ბის სა­კითხე­ბით იწყე­ბა. შე­ფა­სე­ბა ხდე­ბა იმით, თუ ვინ რას აკე­თებს სა­წოლ­ში და რო­გო­რი გე­მოვ­ნე­ბა აქვს - "გათ­ლილ კიტრს ჭამს თუ დაჭ­რილს".

ყო­ველ­თ­ვის არ ვი­ყა­ვით წმინ­და­ნე­ბი, ყო­ველ­თ­ვის არ უშ­ვერ­და თავს ხმალს 100 000 მო­წა­მე და თან­და­თან დგე­ბა ის მო­მენ­ტიც, რომ ჩვენ უნ­და მივ­ხე­დოთ ჩვენს თავს. ვერც ღვთის­მ­შობ­ლის კალ­თა და ვერც "მა­მაო ჩვე­ნოს" კითხ­ვა ვერ გვიშ­ვე­ლის, თუ ხე­ლი არ გა­ვან­ძ­რი­ეთ.

გა­დამ­­რა­ლე­ბე­ლი ერი

რო­გორც წე­სი, მი­ვე­კედ­ლე­ბით ხოლ­მე რა­ღაც ჯგუ­ფებს - "ჩვენ ერ­თი ოჯა­ხი ვართ", მე კი ვერ გეს­ვ­რი შენ ტა­ლახს, მაგ­რამ აი ჩვენ ოჯა­ხი გეს­ვ­რის - გა­და­ვაბ­რა­ლებთ ერ­თ­მა­ნეთს.

პა­სუ­ხის­მ­გებ­ლო­ბის პრობ­ლე­მაა კულ­ტუ­რა­შიც. ხე­ლო­ვა­ნე­ბი მხო­ლოდ ერ­თ­მა­ნე­თის შე­მოქ­მე­დე­ბით სა­ღა­მო­ებ­ზე, გა­მო­ფე­ნებ­ზე და­დი­ან. ეს ძა­ლი­ან კომ­ფორ­ტუ­ლია და კომ­ფორ­ტის ზო­ნი­დან გა­მოს­ვ­ლა არ სურთ. სნო­ბუ­რი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა ვერ მო­ვი­შო­რეთ. გვე­ში­ნია, გავ­შიშ­ვ­ლ­დეთ და ჩვე­ნი თა­ვი ვი­ღა­ცებს მო­ვან­დო­მოთ.

არი­ან ხე­ლო­ვა­ნე­ბი, რომ­ლე­ბიც სა­ერ­თოდ არ ჩა­ნან და კარ­გი იქ­ნე­ბა, თუნ­დაც ამ რუბ­რი­კით გა­მოჩ­ნ­დ­ნენ. კი­დევ არი­ან ადა­მი­ა­ნე­ბი, რომ­ლე­ბიც მხო­ლოდ თვი­თონ თვლი­ან თავს ხე­ლო­ვა­ნე­ბად და არა ხალ­ხი. მა­გა­ლი­თად, კი­ნო­სა­ზო­გა­დო­ე­ბა. ყვე­ლა რა­ღაც სა­კუ­თარ პა­ტა­რა სა­ლო­ნურ სივ­რ­ცე­ებ­ში გა­მო­კე­ტი­ლე­ბი "მოღ­ვა­წე­ო­ბენ". იშ­ვი­ა­თია, თუნ­დაც, ქუ­ჩის პერ­ფორ­მან­სე­ბი. გა­სა­გე­ბია, რომ ტე­ლე­ვი­ზია შო­უს უჭი­რავს, იმას რაც იყი­დე­ბა, მაგ­რამ ქუ­ჩა ხომ ალ­ტერ­ნა­ტი­უ­ლი მე­დია-სივ­რ­ცეა, რო­მელ­საც არა­ვინ იყე­ნებს.

"კა­ნუ­დო­სი" და "სალ­ვე" - "გა­ნათ­ლე­ბუ­ლი ადა­მი­­ნე­ბის სივ­­ცე­­ბი"

მა­გა­ლი­თის­თ­ვის ეს ორი ბა­რი მო­ვიყ­ვა­ნე, იმი­ტომ რომ მეტ­ნაკ­ლე­ბად აქ ისი­ნი ტრი­ა­ლე­ბენ, ვინც რა­ღაც დო­ნე­ზე წუ­წუ­ნე­ბენ, რომ ქვე­ყა­ნა­ში კულ­ტუ­რა არ არის. უმ­ცი­რე­სო­ბა­ში არი­ან მუ­სი­კა­ლუ­რი, სექ­სუ­ა­ლუ­რი გე­მოვ­ნე­ბის თუ გა­ნათ­ლე­ბის კუთხით, მაგ­რამ ჰენ­რი დე­ვიდ ტო­რომ თქვა - "უმ­ცი­რე­სო­ბა თუ უმ­რავ­ლე­სო­ბად ქცე­ვის­თ­ვის არ იბ­რ­ძ­ვის, მათ უმ­ცი­რე­სო­ბა­საც კი ვერ და­ვარ­ქ­მევ­დიო". თუ მორ­გე­ბუ­ლი აქვს ეს უმ­ცი­რე­სო­ბის პო­ზა, ის უფ­რო სუბ­კულ­ტუ­რაა და ტკბე­ბა იმით, რომ უმ­ცი­რე­სო­ბაა.

ზარ­მა­ცი ტი­პე­ბი ვართ. ეს რუბ­რი­კაც ვი­დეო რომ იყოს, გა­ცი­ლე­ბით მე­ტი ადა­მი­ა­ნი ნა­ხავ­და. ფე­ის­ბუქ­ზეც ტრი­ა­ლებს მხო­ლოდ "ყვი­თე­ლი", ის რა­საც "დრო გაჰ­ყავს" იქამ­დე, სა­ნამ "მე­ო­რედ მოს­ვ­ლა" არ იქ­ნე­ბა. მა­ნამ­დე ღვთის­მ­შობ­ლის კალ­თა გვა­ფა­რია და "რა­ღა­ცა იქ­ნე­ბა" რა... ტრა­კე­ბი ავ­წი­ოთ "სალ­ვე­დან" და გა­მო­ვი­დეთ გა­რეთ!

 P.S. გაქვს სათ­ქ­მე­ლი? მომ­წე­რე მი­სა­მარ­თ­ზე takosaltkhutsishvili@gmail.com - გა­მო­ხა­ტე შე­ნი აზ­რი! რა­მე თუ არ მო­გე­წო­ნა, უკე­თე­სად შენ თქვი...