არტ ვილნიუსი’14: ქართული ფოტო გალერეის საერთაშორისო დებიუტი
20 ივნისი, 2014
2597
print

ნესტან ნიჟარაძე

ვილნიუსიდან

  18 ივნისიდან 21 ივნისს ჩათვლით ლიტვის დედაქალაქი უკვე მეხუთედ საერთაშორისო სახელოვნებო ბაზრობას (არტ ბაზრობას) მასპინძლობს. 2014 წელს “არტ ვილნიუსი” 18 ქვეყნის 65 გალერეას წარადგენს კოლექციონერების და მოყვარულების წინაშე.  თბილისური ფოტო გალერეა “კონტეინერი” “არტ ვილნიუს’14”-ზე 4 ქართველი ფოტოგრაფის ნამუშევრებს წარადგენს და პირველი ქართული ფოტო გალერეაა, რომელიც საერთაშორისო არტ ბაზრობაზე გამოჩნდა.

             ქართული ფოტო გალერეის დებიუტი ხელოვნების საერთაშორისო ბაზრობაზე  ბალტიისპირეთის რეგიონში ერთადერთი საერთაშორისო ბაზრობის “არტ ვილნიუს” ფარგლებში შედგა. “არტ ვილნიუსის” როგორც ახალგაზრდა საერთაშორისო სახელოვნებო ბაზრობის წარმატება უკვე აღიარებულია საერთაშორისო სახელოვნებო წრეებში და მეტიც, “არტ ვილნიუსს” აღმოსავლეთსა და დასავლეთს შორის გადებულ ხიდსაც ადარებენ. მას ყოველწლიურად 17 000 ადამიანი სტუმრობს, ჰყავს საერთაშორისო ბორდი, რომელბიც ცნობილი კურატორებისგან და არტისტებისგან არის დაკომპლექტებული და ბაზრობისთვის გალერეებს ირჩევს მსოფლიო მასშტაბით.

 ვილნიუსის  ექსტრავაგანტულმა მერმა არტურას ზუოკასმა, რომელიც წარსულში წარმატებული ჟურნალისტი და ფოტოგრაფი იყო, თავის ოფიციალურ მიმართვაში საგანეგობოდ გამოხატა სიხარული იმ ფაქტთან დაკავშირებით, რომ ვილნიუსის არტ ბაზრობა 2014 წელს ძველ და ერთგულ ევროპელ პარტნიორებთან ერთად, პირველად მასპინძლობს ქართველ არტისტებს და ქართულ გალერეებს. გალერეა კონტეინერთან ერთად, “არტ ვილნიუსზე” სამხატვრო აკადემიის არტ გალერეაც არის წარმოდგენილი  სოფო ჩერქეზიშვილის, ინგა ბატატუნაშვილის, სოსო ქუმსიაშვილის, კონსტანტინე კაკაბაძის, შორენა  ტატუხაშვილის ნამუშევრებით, რომლებიც ექსპოზოციაში კურატორმა მაცაცო გაბუნიამ გააერთანა.   

 რეგიონალური მნიშვნელობის ბაზრობა

 “დარწმუნებული ვარ, რომ “არტ ვილნიუსი” ძალიან მნიშვნელოვანი ღონისძიებაა ხელოვნების პროფესიონალებისთჳის-გალერისტებისთვის, არტისტებისთვის, კურატორებისთვის, კოლექციონერებისთვის,” აცხადებს არტ ვილნიუსის დირექტორი დიანა სტომიენე. “მაყურებელს კი, ეს ბაზრობა ბრწყინვალე შესაძლებლობას აძლევს თვალი ადევნოს ხლოვნების სამყაროში მიმდინარე მოვლენებს.”

 იმ 65 გალერეას შორის, რომლებიც 2014 წლის ბაზრობაში იღებენ მონაწილეობას არის გალერეები ლატვიიდან, პოლონეთიდან, საფრნაგეთიდან, უკრაინიდან, გერმანიიდან, იტალიიდან, რუსეთიდან, შევეციიდან, ჰოლანდიიდან, ბულგარეთიდან, რა თქმა უნდა, ლიტვიდან და ა.შ...

 “არტ ვილნიუსი” კრეატიული დირექტორი ერიკ შლოსერი, ბაზრობის შექმნის მიზეზის შესახებ წერს: “არტ ვილნიუსს” თქვენთან მთელი მსოფლიოდან მოაქვს ხელოვნების ნიმუშები. და ამას მხოლოდ ერთი სურვილით აკეთებს…   რომ  ხელოვნება თქვენი ყოველდღიური ცხოვრების ნაწილი გახადოს” და ამგვარად, როგორც პიკასო ამბობდა,  “თქვენი სული ყოველდღიურობის და რეალობის მტვრისგან გაწმინდოს, გაასუფთავოს…”   და დაგეხმაროთ “აღმოაჩინოთ ის 2 ან 3 სამი გამოსახუელბა, რომელთა გამოც თქვენი გული პირველად გაიხსნა” (ალბერ კამიუ). ეს ის ერთდაერთი მიზეზია რატომაც ჩვენ ვაკეთებთ ამ “არტ ბაზრობს” და გავაგრძელებთ მის კეთებას,” განამრტავს ერიკ შლოსერი - არტ ვილნიუს’14-ის კრეატიული დირექტორი.

 წელს “არტ ვილნიუსი” ძირითად აქცენტს ფოტოგრაფიაზე აკეთებს.  არტ ბაზრობა ჩვეულებისამებრ მხატვრობას, ქანდაკებას, ინსტალაციებს წარმოადგენს და ასევე ფოტოგრაფიას. წლევანდელი ექსპონატების ერთი მესამედი სწორედ ფოტოებია.  ფოტოგრაფიაზე ასოდენ მნიშვნელოვანი აქცენტი არც არის გასაკვირი: ლიტვური ფოტოგრაფიული ტრადიციები ჯერ კიდევ საბჭოთა პერიოდში იყო ცნობილი და იპყრობდა ევროპელების ყურადღებას.  ამ ინტერესის გაძლიერებაზე აქტიურად მუშაობენ ლიტვური ფოტოგრაფიის დღევანდელი პროფესიონალები - გალერისტები, კურატორები და თავად ფოტოგრაფები. და საკმაოდ წარმატბულად!

“კონტეინერი” არტ ვილნიუსზე

 “კონტეინერი” პირველი ქართული ფოტო გალერეაა, რომელიც საერთაშორისო არტ ბაზრობაში იღებს მონაწილეობას. გალერეა 4 ქართველი ფოტოგრაფის ნამუშევრებს ფენს. მათ შორის არიან:  შალვა ალხანაიძე და რეზო კეზელი - 20-ე საუკუნის მეორე ნახევრის 2 უაღრესად საინტერესო და თვითმყოფადი ავტორი და გურამ წიბახაშვილი და თინა კიღურაძე - 2 თანამედროვე ავტორი. “არტ ვილნიუს’14”-ის კრეატიული დირექტორის განცხადებით, 2014 წლის ბაზრობის ერთ-ერთი საუკეთესო ფოტო სწორედ ქართული გალერეას ეკუთვნის და ეს რეზო კეზელის “მოცეკვავე წყვილია” (1955-1965).

ახალგაზრდა ფოტო გალერეა “კონტეინერი”, რომელიც 2013 წლის აპრილში გაიხსნა და დღემდე ერთადერთი ფოტოგრაფიული გალერეაა თბილისში, “არტ ვილნიუს 2014”-ის პროგრამაში მონაწილეობით მნიშვნელოვან განაცხადს აკეთებს საერთაშორისო სახელოვნებო და ფოტოგრაფიულ სცენაზე.   როგორც გალერეის  ერთ-ერთი კურატორი და “არტ ვილნიუს’14”-ზე წარმოდგენილი ავტორი გურამ წიბახაშვილი განმარტავს: “თბილისში ფოტო გალერეის შექმნა მნიშვნელოვანი მოვლენა იყო, რადგან 2013 წლამდე ფოტოგრაფიაზე სპეციალიზირებული გალერეა უბრალოდ არ არსებობდა. ის რომ შექმნიდან ერთი წლის თავზე გალერეა ესოდენ პრესტიჟული საერთაშორისო ბაზრობის მონაწილეთა შორის მოხვდა და ამით შესაძლებლობა მიეცა საერთაშორისო პუბლიკას-პროფესიონალებს და მოყვარულებს-ქართული ფოტოგრაფია წარუდგინოს, არა მხოლოდ გალერეის, არამედ  ზოგადად ქართული ფოტოგრაფიის აღიარებაც არის, გარკვეულწიალდ.  ქართულ ფოტოგრაფიას სჭირდება “ფასისი დადება”, სეაფსება საერთაშორისო სახელოვნებო ბაზარზე და სწორედ ეს არის გზა იმისთვის, რომ განისაზღვროს ფასები. არტ ბაზრობაში მონაწილეობა ამის ძალიან კარგ შესაძლებლობას იძლევა. იმ ინტერესით თუ ვიმსჯელებთ, რომელიც ჩვენმა გალერეამ და მის სტენდზე წარმოდგენილმა ნამუშევრებმა გამოიწვიეს,  ნათელი გახდება, რომ ჩვენ სწორ გზაზე ვდგავართ. ეს დებიუტია და თან ძალინ წარმატებული!”