ესპანეთი ღირსეულად მიდის
20 ივნისი, 2014
831
print

ესპანეთი ღირსეულად მიდის

საოცარია, მაგრამ  საფლეიოფო ბრძოლას პირველი, მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონი ესპანეთი გამოეთიშა. მათ სასახელოდ უნდა ითქვას, რომ ესპანელები ზღაპრებს არ მოჰყვნენ და ეს დიდი ფიასკო ღირსეულად აიტანეს. მთავარმა მწვრთნელმა ვისენტე დელ ბოსკემ ჩ?ლესთან მატჩის დასრულებისთანავე სატელევიზიო ფლეშ-ინტერვიუში გუნდის მარცხიანი გამოსვლის მიზეზებზე ისაუბრა.

 - უნდა ვაღიარო, რომ ასპარეზობიდან ჩვენი გამოთიშვა სამართლიანია. ჩვენ ხასიატი გამოვავლინეთ, ბოლომდე ვუტევდით, მაგრამ დამაგვირგვინებელ ფაზაში არ გვიმართლებდა. კარგი განწყობა გვქონდა, მაგრამ რაღაც გვაკლდა. შეიძლება მეტი აქტიურობა. პირველ ტაიმში გამბედაობა გვაკლდა. მეორე ნახევარში უფრო აგრესიულები გავხდით, მაგრამ სასურველ შედეგს მაინც ვერ მივაღწიეთ. ჩვენი მცდელობები საკმარისი არ აღმოჩნდა ანგარიშის გასათანაბრებლად. ჩვენ ტურნირზე ორი თამაში ჩავატარეთ, მაგრამ მაღალი დონის თამაშ? ვერ ვაჩვენეთ, შედეგად, მსოფლიო ჩემპიონობისთვის ბრძოლას გამოვეთიშეთ. მტკივნეულია, მართლაც ძალიან მტკივნეულია.

 - ამ დამარცხებას რა შედეგი მოჰყვება ესპანური ფეხბურთისთვის?

 - როცა ესოდენ დიდ ფორუმზე რაღაც ნეგატიური ხდება, ბუნებრივია, რომ ამა თუ იმ ფორმაში აისახება კიდეც განვითარებაზე. არ ვისურვებდი, რომ ცხელ გულზე რაიმე გავაანალიზო. ამისთვის კიდევ ბევრი დრო გვექნება. მინდა ცოტა ხნით შევჩერდე და დავფიქრდე - მაგალითად, იმაზე, თუ რა მოგვცეს ამ ფეხბურთელებმა. ჩვენ გვექნება დრო, რომ ვნახოთ საუკეთესო გამოსავალი ჩემთვისაც და ესპანური ფეხბურთისთვისაც.

 - რა დააკლდა ნაკრებს ამ ტურნირზე? რაში შეიცვალა გუნდი?

 - არ მინდა ამაზე სასწრაფოდ ვიმსჯელო. ჩვენ დრო გვჭირდება, რომ ზუსტად გავცეთ ამ კითხვას პასუხი. ჩვენ ერთად უკვე 24-25 დღეა ვიმყოფებით. ხარისხიანად ვშრომობდით და გვწამდა, რომ კარგ კონდიციებში ვიყავით, მაგრამ რეალობა სულ სხვა აღმოჩნდა. ჰოლანდიელებთან შეხვედრის პირველი ტაიმი და ჩილესთან მატჩის მეორე ნახევარი ჩვენთვის ხაფანგი გამოდგა, რომელშიც გავებით.