კო­ბი ბრა­ი­ან­ტი: "ბრა­ზი­ლია - არ­გენ­ტი­ნის ფი­ნალს ვი­სურ­ვებ­დი"
20 ივნისი, 2014
809
print

"ლოს ან­ჯე­ლეს ლე­ი­კერ­სის" ლე­გენ­და­რულ კა­ლათ­ბურ­თელ კო­ბი ბრა­ი­ანტს ხში­რად ნა­ხავთ სა­ფეხ­ბურ­თო მატ­ჩებ­ზე მთელს მსოფ­ლი­ო­ში. არა­ვის­თ­ვის სა­ი­დუმ­ლო არ არის, რომ NBA-ის 5-გზის ჩემ­პი­ო­ნი და ერთ სე­ზონ­ში ლი­გის უძ­ვირ­ფა­სე­სი მო­თა­მა­შე სპორ­ტის ამ სა­ხე­ო­ბის დი­დი ქო­მა­გია. შარ­შან კო­ბის ნახ­ვა ბრა­ზი­ლი­ა­ში გა­მარ­თულ კონ­ფე­დე­რა­ცი­ის თას­ზეც შე­იძ­ლე­ბო­და. ამ­ჟა­მად კი "ლე­ი­კერ­სის" ვარ­ს­კ­ვ­ლა­ვი აქ­ტი­უ­რად ადევ­ნებს თვალს ბრა­ზი­ლი­ა­ში მიმ­დი­ნა­რე მსოფ­ლიო ჩემ­პი­ო­ნატს. ფი­ფას ოფი­ცი­ა­ლუ­რი სა­ი­ტის პრეს-ცენ­ტ­რის თა­ნამ­შ­რომ­ლებ­მა "შა­ვი მამ­ბა" გერ­მა­ნია - პორ­ტუ­გა­ლი­ის მატ­ჩ­ზე ნა­ხეს და მას­თან ინ­ტერ­ვი­უს ჩა­წე­რის სა­შუ­ა­ლე­ბა გა­მო­ი­ყე­ნეს. კო­ბი სა­უბ­რობს მი­სი ფეხ­ბურ­თი­სად­მი სიყ­ვა­რულ­ზე, აშშ-ის ნაკ­რე­ბის შან­სებ­სა და იმა­ზე, თუ მი­სი აზ­რით, ვინ გახ­დე­ბა პლა­ნე­ტის სა­უ­კე­თე­სო გუნ­დი.

- შარ­შან კონ­ფე­დე­რა­ცი­ის თას­ზე ბრძან­დე­ბო­დით, ახ­ლა კი მსოფ­ლიო ჩემ­პი­­ნა­ტიც და­­გე­მოვ­ნეთ. თქვენ ნამ­­ვი­ლი ფეხ­ბურ­თის ფა­ნი ხართ...

- სწო­რედ, რომ ასეა. მე ხომ იტა­ლი­ა­ში გა­ვი­ზარ­დე და 6-დან 14 წლამ­დე ბურ­თის გო­რე­ბის მეტს არა­ფერს ვა­კე­თებ­დი. ფეხ­ბურ­თი მარ­თ­ლაც ჩე­მი უსაყ­ვარ­ლე­სი სპორ­ტის სა­ხე­ო­ბაა. 

- რა­ტომ აირ­ჩი­ეთ მა­ინ­­და­მა­ინც გერ­მა­ნია - პორ­ტუ­გა­ლი­ის მატ­ჩი? გსურ­დათ გე­ნა­ხათ აშშ-ის ნაკ­რე­ბის მო­მა­ვა­ლი მე­ტო­ქე?

- რა­ტო­მაც არა (იცი­ნის). ჩე­მი მოგ­ზა­უ­რო­ბის პროგ­რა­მა საკ­მა­ოდ დატ­ვირ­თუ­ლია და მსურ­და ცოცხ­ლად მე­ნა­ხა სა­ხე­ლო­ვა­ნი გუნ­დე­ბის შეხ­ვედ­რა. ლო­გი­კუ­რია ხომ, ყვე­ლას სურს სა­კუ­თა­რი თვა­ლით იხი­ლოს სა­უ­კე­თე­სო გუნ­დე­ბი და ფეხ­ბურ­თის აღი­ა­რე­ბუ­ლი ვარ­ს­კ­ვ­ლა­ვე­ბი. აქ, მსოფ­ლიო ჩემ­პი­ო­ნატ­ზე ფეხ­ბურ­თის მოყ­ვა­რუ­ლებს შე­სა­ნიშ­ნა­ვი შან­სი ეძ­ლე­ვათ ეს გა­ა­კე­თონ.

- თქვე­ნი აზ­რით, რამ­დე­ნად ძლი­­რია აშშ-ის ნაკ­რე­ბი?

- აშშ უაღ­რე­სად ძლი­ერ ჯგუფ­ში მოხ­ვ­და. თუმ­ცა, ამ­ჟა­მად ქვე­ყა­ნა­ში ფეხ­ბურ­თის აღ­მოვ­ლო­ბა შე­ი­ნიშ­ნე­ბა და დარ­წ­მუ­ნე­ბუ­ლი ვარ, გუნდს სწამს სა­კუ­თა­რი შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბის. შე­სა­ბა­მი­სად, ღირ­სე­უ­ლად იას­პა­რე­ზებს მსოფ­ლი­ოს ამ უდი­დეს ფო­რუმ­ზე.

- აპი­რებთ და­ეს­­როთ აშშ-ის ნაკ­რე­ბის რო­მე­ლი­მე შეხ­ვედ­რას?

- ჰო, მაგ­რამ, თუ სტა­დი­ონ­ზე მოხ­ვედ­რას ვერ მო­ვა­ხერ­ხებ, მა­შინ სად­მე ქა­ლაქ­ში დიდ ეკ­რან­ზე მი­ვა­დევ­ნებ მატჩს თვალ­ყურს. თუმ­ცა, რა თქმა უნ­და, ბევ­რად უკე­თე­სია, რო­ცა გა­მო­ნა­ხავ დროს და თა­მაშს პირ­და­პირ სტა­დი­ო­ნი­დან, ცოცხ­ლად უყუ­რებ.

- იურ­გენ კლინ­­მან­მა მსოფ­ლიო ჩემ­პი­­ნატ­ზე არ წა­იყ­ვა­ნა MLS-ის ლი­გის ის­ტო­რი­­ში სა­­კე­თე­სო ბომ­ბარ­დი­რი ლენ­დონ დო­ნო­ვა­ნი. მის­მა საქ­ცი­ელ­მა ბევ­რი კითხ­ვის ნი­შა­ნი გა­­ჩი­ნა. თა­ვი­სი გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბის ახ­­ნი­სას კლინ­­მან­მა მა­გა­ლი­თად მო­იყ­ვა­ნა თქვე­ნი ახა­ლი, ორ­­ლი­­ნი კონ­­რაქ­ტი, რომ­ლის ღი­რე­ბუ­ლე­ბა 48.5 მი­ლი­­ნი დო­ლა­რია.

- ეს სა­ხა­ლი­სო იყო. სი­ნამ­დ­ვი­ლე­ში კო­მი­კუ­რიც კი. მეს­მის, რო­გორ ჩანს მი­სი სამ­რეკ­ლო­დან ეს ყვე­ლა­ფე­რი. მაგ­რამ იურ­გე­ნი ვერ ხე­დავს იმას, რაც ისე­დაც ნა­თე­ლია: კლუ­ბის ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლებს სურთ მო­ახ­დი­ნონ დე­მონ­ს­ტ­რი­რე­ბა, რომ ისი­ნი ზრუ­ნა­ვენ თა­ვის მო­თა­მა­შე­ებ­ზე, აფა­სე­ბენ მათ გარ­ჯას და ამით მო­თა­მა­შე­ებს ბო­ლომ­დე გახ­ს­ნა­ში ეხ­მა­რე­ბი­ან. გუნდს კი გან­ვი­თა­რე­ბის და ახა­ლი სი­მაღ­ლე­ე­ბის დაპყ­რო­ბა­ში. ვიდ­რე მო­თა­მა­შე ხარ, ცდი­ლობ მოხ­ვ­დე გუნ­დ­ში, რო­მე­ლიც ფიქ­რობს იმ ხალ­ხ­ზე, ვინც მის ღირ­სე­ბას იცავს და ამას­თან, სა­მო­მავ­ლო გეგ­მებს აწყობს. იურ­გე­ნი მწვრთნე­ლია, მაგ­რამ ის არ არის გე­ნე­რა­ლუ­რი მე­ნე­ჯე­რი ან გუნ­დის მფლო­ბე­ლი. რო­ცა სი­ტუ­ა­ცი­ას გუნ­დის მფლო­ბე­ლის გად­მო­სა­ხე­დი­დან აკ­ვირ­დე­ბი, მა­შინ ის სულ სხვაგ­ვა­რად ჩანს. 

- ვინ მი­გაჩ­ნი­ათ გა­მარ­­ვე­ბის უმ­თავ­რეს პრე­ტენ­დენ­ტად?

- უფ... არ შე­იძ­ლე­ბა არ თქვა ტურ­ნი­რის მას­პინ­ძე­ლი ბრა­ზი­ლი­ის ნაკ­რე­ბი. კარ­გი იქ­ნე­ბო­და ფი­ნალ­ში ბრა­ზი­ლი­ის და არ­გენ­ტი­ნის და­პი­რის­პი­რე­ბა. ამას­თან, უნ­და ვთქვა, რომ გერ­მა­ნია ძა­ლი­ან, ძა­ლი­ან მაგ­რად გა­მო­ი­ყუ­რე­ბა, ამი­ტომ მის წი­ნა­აღ­მ­დეგ თა­მა­შიც ასე­ვე რთუ­ლი იქ­ნე­ბა.

- რას იტყ­ვით NBA-ის ახალ ჩემ­პი­ონ "სან ან­ტო­ნი­­ზე"?

- გრეგ პო­პო­ვი­ჩის გუნ­დ­მა ეს გა­მარ­ჯ­ვე­ბა სრუ­ლი­ად და­იმ­სა­ხუ­რა. ეს იყო ნამ­დ­ვი­ლი გაკ­ვე­თი­ლი ყვე­ლას­თ­ვის. მა­გა­ლი­თი იმის, თუ რი­სი მიღ­წე­ვა შე­იძ­ლე­ბა, რო­ცა გუნ­დურ კა­ლათ­ბურთს თა­მა­შობ, გაქვს ერ­თი მი­ზა­ნი, რომ­ლის­კე­ნაც მი­ის­წ­რაფ­ვი. გულ­წ­რ­ფე­ლად მი­ხა­რია "სან ან­ტო­ნი­ოს" წარ­მა­ტე­ბა, მაგ­რამ თუ მკითხავთ, კარ­გად ვარ იმის გა­მო, რომ ტიმ დან­კან­მა ჩემ­პი­ო­ნის მე­ხუ­თე ბე­ჭე­დი და­იმ­სა­ხუ­რა, - პა­სუ­ხი უარ­ყო­ფი­თი იქ­ნე­ბა. თუმ­ცა, ეს შე­სა­ნიშ­ნა­ვი სტი­მუ­ლია პი­რა­დად ჩემ­თ­ვი­საც და მთლი­ა­ნად "ლე­ი­კერ­სის­თ­ვი­საც". ვი­მე­დოვ­ნებ, მო­მა­ვალ წელს შევ­ძ­ლებთ გა­ვი­მე­ო­როთ ტე­ხა­სელ­თა წარ­მა­ტე­ბა.

- შე­გიძ­ლი­ათ წარ­მო­იდ­გი­ნოთ, რო­გო­რი იქ­ნე­ბა გუნ­დი მო­მა­ვალ სე­ზონ­ში?

- შე­სა­ნიშ­ნა­ვად იცით, რომ შარ­შან­დე­ლი შე­მად­გენ­ლო­ბი­დან კონ­ტ­რაქ­ტ­ზე ხე­ლი მხო­ლოდ 3 მო­თა­მა­შეს აქვს მო­წე­რი­ლი. არ გვყავს მთა­ვა­რი მწვრთნე­ლი. ჩვენ სრუ­ლი ამ სიტყ­ვის მნიშ­ვ­ნე­ლო­ბით ყვე­ლა­ფერს ნუ­ლი­დან ვიწყებთ, ამი­ტომ რუ­ტი­ნუ­ლი შრო­მა მოგ­ვი­წევს. ეს უაღ­რე­სად რთუ­ლი სე­ზო­ნი იქ­ნე­ბა, მაგ­რამ რა არის ცხოვ­რე­ბა ცვლი­ლე­ბე­ბის გა­რე­შე?

- პი­რა­დად თქვენ, რო­მელ სპე­ცი­­ლისტს ისურ­ვებ­დით გუნ­დის სა­თა­ვე­ში?

- რთუ­ლი კითხ­ვაა. ვი­სურ­ვებ­დი არ მეჩ­ქა­რა. ავ­წონ-დავ­წო­ნი­დი ყვე­ლა პლუს­სა და მი­ნუსს და ისე ავირ­ჩევ­დი სა­სურ­ველ კან­დი­დატს.

 

 

lika andiashvili