გერ­მა­ნია
20 ივნისი, 2014
1408
print

ზუ­რა თა­ლაკ­ვა­ძე

  გერ­მა­ნი­ამ პორ­ტუ­გა­ლი­ას ბურ­თი თავ­ზე და­ა­ხია. 4:0. ეს იყო გერ­მა­ნი­ის ნაკ­რე­ბის მე­ა­სე თა­მა­ში მუნ­დი­ალ­ზე. გერ­მა­ნი­ას­თან ვე­ლო­დე­ბო­დი ბრი­ო­ლი­ნი­ა­ნი ბი­ჭის ფინ­ტებს და "რე­ა­ლის" ტოპ­ვარ­ს­კ­ვ­ლა­ვი იქ­ცე­ო­და, რო­გორც ტოპ­მო­დე­ლი, რო­მელ­საც პო­დი­უმ­ზე გას­ვ­ლის დროს კრი­ტი­კუ­ლი დღე­ე­ბი და­ემ­თხ­ვა. გერ­მა­ნი­ამ და­მარ­ხა პორ­ტუ­გა­ლია. და რა­ტომ არ უნ­და და­ე­მარ­ხა? ეს ხომ გერ­მა­ნია არის. და ის - პორ­ტუ­გა­ლია. იქ ეუსე­ბი­ოს რე­კორ­დებს ხსნის ლა­მა­ზი ბი­ჭი და ის ბი­ჭი არ­გენ­ტი­ნე­ლი ჯა­დოქ­რის, ლეო მე­სის ჩრდი­ლად არ ღირს. ლეო - მე­ფეა. და გერ­მა­ნია - მან­ქა­ნა. პორ­ტუ­გა­ლი­ას­თან გერ­მა­ნი­ამ "მერ­სე­დე­სი­ვით" იმუ­შა­ვა, ყვე­ლა მო­ნაკ­ვე­თი სა­ნი­მუ­შოდ გა­ი­ა­რა და პორ­ტუ­გა­ლი­ამ "იბუქ­სა­ვა", ტემ­პი ვერ და­აგ­დე­ბი­ნა "მერ­სე­დესს". გერ­მა­ნი­ამ მო­ი­გო და მუნ­დი­ა­ლი მო­გე­ბით, სა­დის­ტუ­რი და ელე­გან­ტუ­რი ფეხ­ბურ­თით გახ­ს­ნა. მე არ ვარ გერ­მა­ნი­ის გულ­შე­მატ­კი­ვა­რი, მაგ­რამ ამ მუნ­დი­ალ­ზე ფეხ­ბურ­თის თავ­მოყ­ვა­რე­ო­ბა ჯერ გერ­მა­ნე­ლე­ბის ფე­ხებ­შია. და ჰო­ლან­დი­ე­ლე­ბის თვა­ლებ­ში. და ალ­ბათ, ნე­ი­მა­რის პან­კურ ვარ­ცხ­ნი­ლო­ბა­ში. ნუ, თუ გსურთ, იტა­ლი­ე­ლე­ბის მძი­მე და ძველ ტრა­დი­ცი­ებ­შიც. მორ­ჩა. ჯერ მორ­ჩა. ვე­ლო­დე­ბით მე­სის ნაკ­რე­ბის ბევრ ნა­ვა­ხას. და ბევრ მა­ჩე­ტეს. და გო­ლებს.

გერ­მა­ნია სამ­ჯერ (1954, 1974, 1990) გახ­და მსოფ­ლი­ოს ჩემ­პი­ო­ნი. გერ­მა­ნია სამ­ჯერ (1972, 1980, 1996) გახ­და ევ­რო­პის ჩემ­პი­ო­ნი. იც­ვ­ლე­ბოდ­ნენ მე­მან­ქა­ნე­ე­ბი და არ იც­ვ­ლე­ბო­და "მერ­სე­დე­სი". სან­დო, ნე­ბის­მი­ერ ამინ­დ­ში, ნე­ბის­მი­ერ გზა­ზე, ნე­ბის­მი­ერ პი­რო­ბებ­ში შე­ნი სა­უ­კე­თე­სო მე­გო­ბა­რი. გერ­მა­ნი­ას ყვე­ლა­ზე ლო­ი­ლა­უ­რი გულ­შე­მატ­კივ­რე­ბიც ჰყავს. ალ­ბათ, ბრა­ზი­ლი­ას­თან ერ­თად. ისი­ნი, ბრა­ზი­ლი­ის ფა­ნე­ბი დო­პინგს სექ­სუ­ა­ლუ­რი ფეხ­ბურ­თით იღე­ბენ და აქ სექ­სიც, ეგ­ზო­ტი­კაც, ელეს­დეც და სხვა ჰა­ლუ­ცი­ნა­ტო­რიც გერ­მა­ნუ­ლი ხა­სი­ა­თი და ჰუ­გო ბო­სის უნი­ფორ­მაა. გერ­მა­ნუ­ლად, რი­ხარდ ვაგ­ნე­რის მუ­სი­კა­ლუ­რი არით­მი­ის დე­რეფ­ნებ­ში, "რამ­შ­ტა­ი­ნის" ნე­ან­დერ­ტა­ლუ­რი ნი­ჭით, ბევ­რი ლუ­დით. მოკ­ლედ, გერ­მა­ნუ­ლად.

არის ასე­თი ორ­გა­ნი­ზა­ცია, Deutscher Fussball-Bund (DFB), ანუ გერ­მა­ნი­ის ფეხ­ბურ­თის ასო­ცი­ა­ცია. ეს ასო­ცი­ა­ცია 114 წლის წინ, ლა­იფ­ციგ­ში და­არ­ს­და და იმ მო­მენ­ტ­ში 86 კლუბს აერ­თი­ა­ნებ­და. დღეს, ამ ორ­გა­ნი­ზა­ცი­ა­ში შე­დის 26 000 წევ­რი, რაც იშ­ლე­ბა 170 000 გუნ­დ­ზე, 2 100 000 ფეხ­ბურ­თელ­ზე, მათ შო­რის არის 870 000 ქა­ლი ფეხ­ბურ­თე­ლი და 8 600 კლუ­ბი ქალ­თა ლი­გე­ბი­დან. მან­ქა­ნა მუ­შა­ობს. მან­ქა­ნა არ ჩერ­დე­ბა. DFB მსოფ­ლი­ო­ში ყვე­ლა­ზე მძლავ­რი, ბევ­რ­წევ­რი­ა­ნი, პროგ­რე­სი­რე­ბა­დი ფე­დე­რა­ცია გახ­და. ბევ­რი წლის წინ გახ­და და სტა­ბი­ლუ­რად, "მერ­სე­დე­სი­ვით" ინარ­ჩუ­ნებს ლი­დე­რო­ბას. მოკ­ლედ, გერ­მა­ნუ­ლად.

პორ­ტუ­გა­ლი­ას­თან გერ­მა­ნი­ამ თა­ვი­დან გა­და­ი­კითხა იმ ლა­მა­ზი ბი­ჭის, "რე­ა­ლის" გო­ლე­ა­დო­რის ბი­ოგ­რა­ფია, შე­ა­ფა­სა ფსი­ქო­ფა­ტი პე­პეს ნერ­ვე­ბი, ზე­მო­დან გა­და­ხე­და და­ნარ­ჩე­ნებ­საც და "მერ­სე­დე­სი" და­იძ­რა. მან­ქა­ნა ამუ­შავ­და და პორ­ტუ­გა­ლია ვერ მიხ­ვ­და, რა­ტომ იყო გერ­მა­ნია ასე­თი მშვი­დი და სა­მა­გა­ლი­თოდ მი­ზან­მი­მარ­თუ­ლი. გერ­მა­ნი­ის ნაკ­რებ­ში ყვე­ლას თა­ვი­სი რო­ლი, თა­ვი­სი ფუნ­ქ­ცია, თა­ვი­სი მი­სია ჰქონ­და და რო­დე­საც მსაჯ­მა სა­ფი­ნა­ლო სას­ტ­ვე­ნით და­ას­რუ­ლა ეს გოლ­გო­თა, გერ­მა­ნი­ას პორ­ტუ­გა­ლი­ის კარ­ში ოთხი უპა­სუ­ხო გო­ლი ჰქონ­და გა­ტა­ნი­ლი. და პორ­ტუ­გა­ლია ვერ მიხ­ვ­და. ვე­რა­ფერს ვერ მიხ­ვ­და. ალ­ბათ, შემ­დეგ ტეს­ტამ­დე, რო­მელ­შიც პორ­ტუ­გა­ლია 22 ივ­ნისს ამე­რი­კე­ლებს შეხ­ვ­დე­ბა, უნ­და დაწყ­ნარ­დეს და ჩათ­ვა­ლოს, რომ შემ­თხ­ვე­ვით მოხ­ვ­და ძვე­ლი გერ­მა­ნუ­ლი პორ­ნო­ინ­დუს­ტ­რი­ის ერთ-ერ­თი შე­დევ­რის გა­და­ღე­ბა­ზე. არ უნ­და მოხ­ვედ­რი­ლი­ყო და მოხ­ვ­და. გა­ი­ა­რა ქას­თინ­გი, გა­და­ღე­ბა და­იწყო და ... ხდე­ბა ხოლ­მე. მე­რე რა, ერ­თხელ მოხ­ვ­და. და­ის­ვე­ნებს და ამე­რი­კუ­ლი სი­ლა­მა­ზის­თ­ვის მო­ემ­ზა­დე­ბა. რო­მელ­შიც არ იქ­ნე­ბა ამე­რი­კე­ლე­ბის პე­ლე, მის­ტერ დო­ნო­ვა­ნი. და ამე­რი­კის მთა­ვა­რი მწვრთნე­ლიც გერ­მა­ნე­ლია. ლე­გენ­და. იურ­გენ კლინ­ს­მა­ნი. კი­დევ ერ­თი გერ­მა­ნე­ლი პორ­ტუ­გა­ლი­ის­თ­ვის. ყველ­გან გერ­მა­ნია არის. უბ­რა­ლოდ, კლინ­ს­მა­ნი დი­დი ხა­ნია, რაც "მერ­სე­დე­სი­დან" ძვე­ლი "კა­დი­ლა­კის" სა­ჭეს­თან ზის. ვნა­ხოთ, რო­გორ ივ­ლის "ელ­დო­რა­დო". იურ­გე­ნიც კარ­გი "რუ­ლია".

ამ გერ­მა­ნი­ა­ში სა­მი კა­ცი მომ­წონს. ალ­ბათ, სხვე­ბიც უნ­და მომ­წონ­დეს, მაგ­რამ ეს სა­მი გან­სა­კუთ­რე­ბით.

სა­მი ხე­დი­რა. რო­მე­ლიც ფეხ­ბურ­თ­ში რო­ბერტ როდ­რი­გე­სის პერ­სო­ნა­ჟებს აცოცხ­ლებს. დი­დი, და­უნ­დო­ბე­ლი, აგ­რე­სი­უ­ლი მას­ტი და მას არ აინ­ტე­რე­სებს, სა­ჭი­როა თუ არა ამ აგ­რე­სი­ის ბო­ლომ­დე გა­მო­ყე­ნე­ბა. უბ­რა­ლოდ, მან სხვაგ­ვა­რად თა­მა­ში არ იცის. გა­დის, აგ­რო­ვებს გვა­მებს, მსხვერ­პ­ლე­ბის კა­ნის­გან რუს მატ­რი­ოშ­კებს, დებ ბე­რე­ზუც­კებს მა­რა­ოს აკე­რი­ნებს და თვა­ლე­ბით გკლავს, არ გიმ­ჩ­ნევს.

ფი­ლიპ ლა­მი, რო­მე­ლიც ამ გე­ნე­რა­ცი­ის ლო­თარ მა­თე­უ­სია. კა­პი­ტა­ნი. სო­ლი­დუ­რი, გა­წო­ნას­წო­რე­ბუ­ლი პერ­სო­ნა­ჟი, რო­მე­ლიც გან­სა­კუთ­რე­ბულ მი­სი­ას ას­რუ­ლებს. რო­დე­საც გერ­მა­ნი­ის კა­პი­ტა­ნი ხარ, შენც გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლად ით­ვ­ლე­ბი. ლა­მი არ ღე­ლავს. ლა­მი არ მა­რი­ა­ჟობს. ლა­მი პა­ტივს გცემს და ლა­მი უფ­რო მეტ პა­ტივს გერ­მა­ნი­ას სცემს. ის კა­პი­ტა­ნია. გერ­მა­ნი­ის ნაკ­რე­ბის კა­პი­ტა­ნი.

თო­მას მი­უ­ლე­რი. რო­მე­ლიც უმა­ტებს. რო­მე­ლიც კაც­საც ატყუ­ებს, ზუსტ პას­საც აკე­თებს და დრიბ­ლინ­გით სა­კუ­თა­რი ინი­ცი­ა­ლე­ბის და­ხატ­ვაც შე­უძ­ლია. ნუ, რო­გორც ტექ­ნი­კუ­რი ფეხ­ბურ­თე­ლი უნ­და თა­მა­შობ­დეს, ისე თა­მა­შობს რა... მუნ­დი­ა­ლის პირ­ვე­ლი სამ­გო­ლი­ა­ნი კა­ცი ჰერ მი­უ­ლე­რი გახ­და და თუ გერ­მა­ნი­ამ ამ ტურ­ნირ­ზე (რო­გორც და­გეგ­მი­ლი აქვს) შვიდ ტეს­ტ­ში უნ­და მი­ი­ღოს მო­ნა­წი­ლე­ო­ბა, მი­უ­ლე­რი ბომ­ბარ­დი­რო­ბის ერთ-ერ­თი ფა­ვო­რი­ტი იქ­ნე­ბა.

ყვე­ლა დრო­ის სა­უ­კე­თე­სო გერ­მა­ნე­ლი ფეხ­ბურ­თე­ლე­ბის ჩა­მოთ­ვ­ლის დროს ყვე­ლა­ზე ხში­რად გვხვდე­ბა ფრანც ბე­კენ­ბა­უ­ე­რი, ლო­თარ მა­თე­უ­სი, გერდ მი­უ­ლე­რი, ფრიც ვალ­ტე­რი, იურ­გენ კლინ­ს­მა­ნი, მა­თი­ას ზა­მე­რი, კარლ ჰა­ინც რუ­მე­ნი­გე, ჰორსტ ხრუ­ბე­ში, ოლი­ვერ კა­ნი, შტე­ფან ეფენ­ბერ­გი. ვინ­მე არ გა­მომ­რ­ჩეს...

ამ დი­დი კა­ცე­ბის, დი­დი მე­მან­ქა­ნე­ე­ბის, ტი­ტა­ნე­ბის ფონ­ზე ოდ­ნავ ფერ­მ­კ­რ­თალ­დე­ბა ჩე­მი ორი გერ­მა­ნე­ლი ფა­ვო­რი­ტი. მა­ინც გავ­რის­კავ და გა­გან­დობთ, ვინ მომ­წონ­და.

პი­ერ ლიტ­ბარ­ს­კი. პა­ტა­რა (168 სან­ტი­მეტ­რი) გე­ნი­ო­სი რბი­ლი პა­სით, სწრა­ფი აზ­როვ­ნე­ბით და ლა­ზე­რუ­ლი დარ­ტყ­მით. რო­დე­საც 80-იანე­ბის და­საწყის­ში, ლიტ­ბარ­ს­კის "კი­ოლ­ნი" რუ­სულ სი­ა­მა­ყეს, მოს­კო­ვის "სპარ­ტაკს" ხვდე­ბო­და, პი­ერ­მა "სპარ­ტაკს" შე­უს­რუ­ლა. და "კი­ოლ­ნ­მა" ორი თა­მა­შის ჯამ­ში გა­მო­აგ­დო "სპარ­ტა­კი". ლიტ­ბარ­ს­კიმ რი­ნატ და­სა­ევს ჯა­რი­მი­დან მა­გა­რი გო­ლი შე­უგ­დო. გერ­მა­ნი­ის ნაკ­რებ­თან ერ­თად პი­ე­რი გახ­და მსოფ­ლი­ოს ჩემ­პი­ო­ნი (1990). გერ­მა­ნი­ის ნაკ­რებ­ში ლიტ­ბარ­ს­კიმ 73 ტეს­ტ­ში 18 გო­ლი გა­ი­ტა­ნა. პა­ტა­რა პი­ე­რი იყო ჯა­დო­ქა­რი.

ან­დ­რე­ას მი­ო­ლე­რი ჩე­მი საყ­ვა­რე­ლი "იუვენ­ტუ­სის" ღირ­სე­ბას იცავ­და. სა­მი წლის (1992-1994) გან­მავ­ლო­ბა­ში იცავ­და და იმ წლებ­ში "იუვეს" ბო­სი იყო რო­ბერ­ტო ბა­ჯო. ჩე­მი კი­დევ ერ­თი ფა­ვო­რი­ტი. მი­ო­ლერ­მა "იუვეს" ყვე­ლა­ფე­რი მის­ცა და შემ­დეგ, რო­დე­საც გა­და­ვი­და "დორ­ტ­მუნ­დ­ში", ყვე­ლა­ფე­რი წა­არ­თ­ვა. "დორ­ტ­მუნ­დ­მა" იტა­ლი­ურ მან­ქა­ნას ჩემ­პი­ონ­თა ლი­გა აახია. 1997. ფი­ნალ­ში, 3:1. მი­ო­ლერ­მა 89-ე წუ­თამ­დე ითა­მა­შა და ან­დ­რე­ა­სი ბო­ლო­ში შეც­ვა­ლეს. მი­ო­ლე­რი გერ­მა­ნი­ის ნაკ­რებ­ში - 89 ტეს­ტი, 29 გო­ლი.

დღეს ცო­ტა სხვა გერ­მა­ნია თა­მა­შობს. უფ­რო დახ­ვე­წი­ლი, ვიდ­რე ის, ძვე­ლი გერ­მა­ნი­ე­ბი. ამ ნაკ­რე­ბის აწყო­ბა კლინ­ს­მან­მა და­იწყო და ჰერ ლი­ოვ­მა გა­აგ­რ­ძე­ლა. რა­ფი­ნი­რე­ბუ­ლი ფეხ­ბურ­თი გახ­ს­ნა იოზი­ლის გე­ნი­ა­ლურ­მა პას­მა, ხე­დი­რას სა­დიზ­მ­მა, მი­უ­ლე­რის ბურ­თ­თან ფა­ქიზ­მა შე­ხე­ბამ, ნო­ი­ე­რის სტა­ბი­ლუ­რო­ბამ და ლა­მის მუშ­ტ­მა. გერ­მა­ნია გერ­მა­ნუ­ლად თა­მა­შობს და მოგ­წონთ, თუ არ მოგ­წონთ, ეს ნაკ­რე­ბი კომ­პ­ლი­მენ­ტებს იმ­სა­ხუ­რებს. იმი­ტომ, რომ ფეხ­ბურ­თის თა­მა­შის არ ეში­ნია და იმი­ტომ, რომ სქე­მე­ბის გა­რე­შე გი­გებს. ეს გერ­მა­ნია "მერ­სე­დე­სი­ვით" სან­დოა. რო­გორც ყო­ველ­თ­ვის. გერ­მა­ნია უფ­რ­თხილ­დე­ბა გერ­მა­ნე­ლებს და არა მხო­ლოდ მათ. გერ­მა­ნი­ის ნაკ­რებს ხომ მთელ მსოფ­ლი­ო­ში უამ­რა­ვი გულ­შე­მატ­კი­ვა­რი ჰყავს. და ნაკ­რე­ბი ამას იმ­სა­ხუ­რებს. არა?

ან­ტი­კუ­რი პორ­ნოს­ცე­ნა­რით გერ­მა­ნი­ამ პორ­ტუ­გა­ლი­ას ბურ­თი თავ­ზე და­ა­ხია. 4:0. ვე­ლო­დე­ბო­დი (და არა მარ­ტო მე ვე­ლო­დე­ბო­დი) პორ­ტუ­გა­ლი­ე­ლი ბრი­ო­ლი­ნი­ა­ნი ბი­ჭის ფინ­ტებს და "რე­ა­ლის" ტოპ­ვარ­ს­კ­ვ­ლა­ვი იქ­ცე­ო­და, რო­გორც ტოპ­მო­დე­ლი, რო­მელ­საც პო­დი­უმ­ზე გას­ვ­ლის დროს კრი­ტი­კუ­ლი დღე­ე­ბი და­ემ­თხ­ვა. გერ­მა­ნი­ამ ოთხ­ჯერ და­მარ­ხა პორ­ტუ­გა­ლია. და რა­ტომ არ უნ­და და­ე­მარ­ხა? ეს ხომ გერ­მა­ნია არის. და ის - პორ­ტუ­გა­ლია. იქ ეუსე­ბი­ოს რე­კორ­დებს ხსნის ლა­მა­ზი ბი­ჭი და ის ბი­ჭი არ­გენ­ტი­ნე­ლი ჯა­დოქ­რის, ლეო მე­სის ჩრდი­ლად არ ღირს. ლეო - მე­ფეა. და გერ­მა­ნია - მან­ქა­ნა. პორ­ტუ­გა­ლი­ას­თან გერ­მა­ნი­ამ "მერ­სე­დე­სი­ვით" იმუ­შა­ვა, ყვე­ლა მო­ნაკ­ვე­თი სა­ნი­მუ­შოდ გა­ი­ა­რა და პორ­ტუ­გა­ლი­ამ "იბუქ­სა­ვა", ტემ­პი ვერ და­აგ­დე­ბი­ნა "მერ­სე­დესს". გერ­მა­ნი­ამ მო­ი­გო და მუნ­დი­ა­ლი მო­გე­ბით, სა­დის­ტუ­რი და ელე­გან­ტუ­რი ფეხ­ბურ­თით გახ­ს­ნა. მე არ ვარ გერ­მა­ნი­ის გულ­შე­მატ­კი­ვა­რი, მაგ­რამ ფეხ­ბურ­თის თავ­მოყ­ვა­რე­ო­ბა გერ­მა­ნე­ლე­ბის ფე­ხებ­შია. და ჰო­ლან­დი­ე­ლე­ბის თვა­ლებ­ში. და ალ­ბათ, ნე­ი­მა­რის პან­კურ ვარ­ცხ­ნი­ლო­ბა­ში. ნუ, თუ გსურთ, იტა­ლი­ე­ლე­ბის მძი­მე და ძველ ტრა­დი­ცი­ებ­შიც. მორ­ჩა. ჯერ მორ­ჩა. ვე­ლო­დე­ბით მე­სის ნაკ­რე­ბის ბევრ ნა­ვა­ხას. და ბევრ მა­ჩე­ტეს. და გო­ლებს.

და გერ­მა­ნი­ას. ამ ეტაპ­ზე, მუნ­დი­ა­ლის სა­უ­კე­თე­სო ნაკ­რებს.