გა­მოფხიზ­ლ­დით, კომ­პ­ლექ­სე­ბი გჭამთ!
20 ივნისი, 2014
2961
print

თა­კო სალ­თხუ­ციშ­ვი­ლი

ერ­თხელ ვთქვი, აუცი­ლებ­ლად დავ­წერ კომ­პ­ლექ­სებ­ზე-თქო და აი ეს დღეც დად­გა. მგო­ნი ზუს­ტად შერ­ჩე­უ­ლი თე­მაა იმ მდგო­მა­რე­ო­ბის­თ­ვის, რა­შიც მთე­ლი მსოფ­ლიო იმ­ყო­ფე­ბა და რა­ზეც ათა­სო­ბით ფსი­ქო­ლო­გი მუ­შა­ობს.

კომ­პ­ლექ­სე­ბი ყო­ველ­დღი­ურ ცხოვ­რე­ბა­ში მო­ა­რუ­ლი და დამ­კ­ვიდ­რე­ბუ­ლი შე­ხე­დუ­ლე­ბი­სა­მებრ მინ­და გან­ვი­ხი­ლო.

პირ­ველ რიგ­ში ვთქვათ, რას ნიშ­ნავს კომ­პ­ლექ­სი: ცი­ხე - ეს არის ად­გი­ლი, სა­დაც ადა­მი­ა­ნი შეზღუ­დუ­ლია სრულ­ფა­სო­ვა­ნი ცხოვ­რე­ბის­გან. კომ­პ­ლექ­სი ეს არის ის ფსი­ქო­ლო­გი­უ­რი ცი­ხე, რო­მე­ლიც ადა­მი­ანს ზღუ­დავს ფსი­ქო­ლო­გი­უ­რად სრულ­ფა­სო­ვა­ნი ცხოვ­რე­ბი­სა­გან. ის იწ­ვევს სა­კუ­თა­რი თა­ვის მი­მართ რწმე­ნის და­კარ­გ­ვას, რაც წა­რუ­მა­ტებ­ლო­ბის მი­ზე­ზი ხდე­ბა. თუმ­ცა კომ­პ­ლექ­სის ჩა­ნაც­ვ­ლე­ბა ხში­რად ხდე­ბა ხოლ­მე თა­ვის მარ­თ­ლე­ბით, რო­მე­ლიც ძი­რი­თა­დად არ­გუ­მენ­ტი­რე­ბუ­ლია - "იმას ფუ­ლი­ა­ნი მა­მი­კო ყავს", "უპატ­რო­ნოდ სამ­სა­ხურს ვერ იშო­ვი სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში", "იმას ფუ­ლი აქვს, ბა­სე­ინ­ზე და­დის და იქ­ნე­ბა გამ­ხ­და­რი, აბა რა" და ა.შ.

სი­მარ­თ­ლეს თვა­ლი გა­ვუს­წო­როთ და ვთქვათ, რომ ეს ყვე­ლა­ფე­რი სი­სუ­ლე­ლეა. წა­რუ­მა­ტებ­ლო­ბის მი­ზე­ზი შენ თვი­თონ ხარ და არა ის ვი­ღაც ფუ­ლი­ა­ნი. კომ­პ­ლექ­სე­ბი კი მუდ­მი­ვად თრგუ­ნავს ინ­დი­ვიდს და რაც უფ­რო მე­ტი "შე­მაშ­ფო­თე­ბე­ლი ფაქ­ტი" ემა­ტე­ბა ამას, მით მე­ტად გროვ­დე­ბა ის ენერ­გე­ტი­კუ­ლი ბირ­თ­ვი, რო­მე­ლიც შემ­დეგ კონ­კ­რე­ტულ სი­ტუ­ა­ცი­ებ­ში ამოხ­ტე­ბა ხოლ­მე. მა­გა­ლი­თად, გან­ვი­ხი­ლოთ ყვე­ლა­ზე გავ­რ­ცე­ლე­ბუ­ლი "არას­რულ­ფა­სოვ­ნე­ბის კომ­პ­ლექ­სი", რომ­ლის ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბა­საც უამ­რა­ვი მი­ზე­ზი უწყობს ხელს. პირ­ველ რიგ­ში, რო­გორც ცდე­ბი­ან ხოლ­მე თვი­თი­დენ­ტო­ბის ცნე­ბა­ში და ამ­ბო­ბენ, რომ და­ბა­ლი თვით­შე­ფა­სე­ბა იწ­ვევს თვი­თი­დენ­ტო­ბის არ­ქო­ნას, ისე­ვე ცდე­ბი­ან არას­რულ­ფა­სოვ­ნე­ბის კომ­პ­ლექ­სის გა­გე­ბა­შიც. რო­გორც არ ვარ­გა ძა­ლი­ან ტკბი­ლი წვე­ნი, ისე არ ვარ­გა ძა­ლი­ან მჟა­ვე წვე­ნიც. მარ­ტი­ვია - მა­ღა­ლი თვით­შე­ფა­სე­ბა არ ნიშ­ნავს თვი­თი­დენ­ტო­ბას და არას­რულ­ფა­სოვ­ნე­ბის კომ­პ­ლექ­სის გა­მომ­წ­ვე­ვი მი­ზე­ზი არ არის მხო­ლოს და­ბა­ლი წარ­მოდ­გე­ნა სა­კუ­თარ თავ­ზე, იგი­ვე შე­დე­გის მომ­ცე­მია სა­კუ­თა­რი თა­ვის მი­მართ გა­და­მე­ტე­ბუ­ლი შე­ხე­დუ­ლე­ბაც.

ხში­რად სა­სიყ­ვა­რუ­ლო ურ­თი­ერ­თო­ბებ­ში, პარ­ტ­ნი­ორ­თან უთან­ხ­მო­ე­ბი­სას მე­გო­ბარ­თან სა­ლა­პა­რა­კოდ გაქ­ცე­უ­ლი გო­გო, ან ბი­ჭი ის­მენს ხოლ­მე - "კარ­გი რა, ვის გა­მო ნერ­ვი­უ­ლობ, სა­კუ­თა­რი თა­ვის ფა­სი იცო­დე!" - ძა­ლი­ან სე­რი­ო­ზუ­ლი და მკაც­რი გა­მო­მეტყ­ვე­ლე­ბით. მარკ ტვენ­მა თქვა ერ­თი გე­ნი­ა­ლუ­რი ფრა­ზა: "არ­სე­ბობს სა­მი სა­ხე­ო­ბის ტყუ­ი­ლი: ტყუ­ი­ლი, დი­დი ტყუ­ი­ლი და სტა­ტის­ტი­კა." ამ შემ­თხ­ვე­ვა­ში მე­გობ­რის რჩე­ვას იმ სტა­ტის­ტი­კას მი­ვა­წერ­დი, რო­მელ­საც მარკ ტვე­ნი გუ­ლის­ხ­მობ­და. არ არ­სე­ბობს ადა­მი­ა­ნი, რო­მელ­საც ეს ფრა­ზა თა­ვად არ აქვს ნათ­ქ­ვა­მი, ან მოს­მე­ნი­ლი მა­ინც.

ეს ყვე­ლა­ფე­რი კი იმი­ტომ მოყ­ვა გა­და­მე­ტე­ბუ­ლი თვით­შე­ფა­სე­ბის თე­მას, რომ "არას­რულ­ფა­სოვ­ნე­ბის კომ­პ­ლექ­სი" ყვე­ლას ეს­მის, რო­გორც მხო­ლოდ "უარე­სად და­ნა­ხუ­ლი სა­კუ­თა­რი თა­ვი" და არა რო­გორც უბ­რა­ლოდ მცდა­რი აზ­რი სა­კუ­თარ თავ­ზე. ნე­ბის­მი­ერ შემ­თხ­ვე­ვა­ში კომ­პ­ლექ­სი გარ­შე­მომ­ყოფ­თა­გან და­მა­ლუ­ლი გან­ც­დე­ბია, რომ­ლე­ბიც კონ­კ­რე­ტულ სი­ტუ­ა­ცი­ებ­ში "ტან­ჯავს" პი­როვ­ნე­ბას და ხელს უშ­ლის ბედ­ნი­ერ ცხოვ­რე­ბა­ში.

არას­რულ­ფა­სოვ­ნე­ბის კომ­პ­ლექ­სის დროს ადა­მი­ა­ნი მაქ­სი­მა­ლუ­რად ცდი­ლობს, არა­ა­დექ­ვა­ტუ­რად "კარ­გად ვარ", "მა­გა­რი ვარ", "ასე­თი ვარ" ითა­მა­შოს. თუმ­ცა ეს მი­სი კომ­პ­ლექ­სი­დან გა­მოწ­ვე­უ­ლი უარ­ყო­ფი­თი ემო­ცი­ე­ბის კომ­პენ­სა­ცი­ას სუ­ლაც არ ახ­დენს. სი­ნამ­დ­ვი­ლე­ში ხდე­ბა ის, რაც ალ­ბათ ხში­რად შე­იძ­ლე­ბა ამო­ვი­კითხოთ პო­ლი­ტი­კო­სე­ბის მი­ერ გა­კე­თე­ბუ­ლი წი­ნა­სა­არ­ჩევ­ნო კამ­პა­ნი­ე­ბის თვალ­ყუ­რის დევ­ნი­სას:

- სხვი­სი კრი­ტი­კის "მე­ტად მგრძნო­ბი­ე­რედ" მი­ღე­ბა და შე­სა­ბა­მი­სად და­ძა­ბუ­ლი მდგო­მა­რე­ო­ბა (ეკა ბე­სე­ლი­ას ვი­დე­ოს შემ­თხ­ვე­ვა),

- მუდ­მი­ვად პო­ზი­ტი­უ­რად სა­უ­ბა­რი სხვებ­ზე, ოპო­ნენ­ტებ­ზეც კი, რაც ნე­გა­ტი­უ­რი მუხ­ტის­თ­ვის თა­ვის არი­დე­ბის "კე­თილ­შო­ბი­ლუ­რი" მცდე­ლო­ბაა (ნი­კა მე­ლი­ას წი­ნა­სა­არ­ჩევ­ნო გა­მოს­ვ­ლა გი­ორ­გი გა­ბუ­ნი­ას შო­უ­ში).

ძა­ლი­ან სა­ინ­ტე­რე­სო გა­მოვ­ლი­ნე­ბე­ბი, იდე­ა­ში კომ­პ­ლექ­სე­ბის­გან გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბუ­ლი ადა­მი­ა­ნე­ბის "აღი­ა­რე­ბი­თი ჩვე­ნე­ბე­ბია" ხოლ­მე "ნა­ნუ­კას შო­უ­ში", "პრო­ფილ­ში" ან მსგავ­სი ტი­პის გა­და­ცე­მებ­ში. (უფ­რო მე­ტად "აღი­ა­რე­ბე­ბით გა­და­ფა­რულ არას­რულ­ფა­სოვ­ნე­ბის კომ­პ­ლექ­სით შეპყ­რო­ბი­ლებს - და­ბა­ლი თვით­შე­ფა­სე­ბით" "პრო­ფილ­ში" შეხ­ვ­დე­ბით, "გა­და­მე­ტე­ბუ­ლი თვით­შე­ფა­სე­ბით" - "ნა­ნუ­კას შო­უ­ში".)

სიმ­­ტო­მე­ბი

სი­მარ­ტო­ვის მუდ­მი­ვი გან­ც­და, სო­ცი­ა­ლუ­რი ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის­გან თა­ვის შე­კა­ვე­ბა - იგი­ვე ში­ში - "რა­ღაც ისე ვერ წა­ვა რო­გორც მინ­და", "ვინ­მე დამ­ცი­ნებს" და ა.შ. აბ­სურ­დის გა­კე­თე­ბის ჟი­ნით შეპყ­რო­ბა (ოც­ნე­ბებ­ში ფრე­ნა), მშობ­ლე­ბის და­და­ნა­შა­უ­ლე­ბა სა­კუ­თარ წა­რუ­მა­ტებ­ლო­ბა­ში და სხვა მრა­ვა­ლი ასე­თი ტი­პის გან­ც­დე­ბი და ფიქ­რე­ბი თუ გა­წუ­ხებთ, მერ­წ­მუ­ნეთ - თქვენ არას­რულ­ფა­სოვ­ნე­ბის კომ­პ­ლექ­სი გაქვთ!

ასე­თი ტი­პის სტა­ტი­ე­ბის ბო­ლოს აუცი­ლებ­ლად შეხ­ვ­დე­ბით ახალ აბ­ზაცს - "რო­გორ დავ­ძ­ლი­ოთ ეს კომ­პ­ლექ­სი", სა­დაც გე­უბ­ნე­ბი­ან - "გახ­სოვ­დეთ, ყვე­ლა­ნი ადა­მი­ა­ნე­ბი ვართ, მხო­ლოდ თქვენ არ გა­წუ­ხებთ ჭარ­ბი წო­ნა, მხო­ლოდ თქვენ არ ღე­ლავთ ახა­ლი ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის წინ, მხო­ლოდ თქვენ არ ხართ ...." - რა შუ­ა­შია! ამის დამ­წერს ალ­ბათ კე­თი­ლი მიზ­ნე­ბი ამოძ­რა­ვებს, ბრალს ვერ დავ­დებ, მაგ­რამ ეს არ არის რჩე­ვა, რო­მე­ლიც კომ­პ­ლექ­სით შეპყ­რო­ბილ ადა­მი­ანს "მო­უხ­ს­ნის" ამ მძი­მე ბირთვს ფსი­ქი­კი­დან. იცო­დეთ, რომ ის არა­სო­დეს არ­სად გაქ­რე­ბა. მუდ­მი­ვად უნ­და იბ­რ­ძო­ლოთ, რომ ქვეც­ნო­ბი­ერ­ში დაგ­რო­ვი­ლი ამ ტი­პის ენერ­გია არ ამო­ვი­დეს ცნო­ბი­ერ­ში და არ შეგ­ჭა­მოთ. ნუ გექ­ნე­ბათ ილუ­ზია, რომ ყვე­ლა თქვენ­სა­ვით იტან­ჯე­ბა, ნუ იფიქ­რებთ, რომ მარ­ტო მე არ ვარ მსუ­ქა­ნი! შენ ხარ ადა­მი­ა­ნი და შე­სა­ბა­მი­სად არ­გუ­მენ­ტი­რე­ბუ­ლი თა­ვის მარ­თ­ლე­ბით სხვე­ბის მა­გა­ლით­ზე ვერ გა­ექ­ცე­ვი იმას, რომ ხარ მსუ­ქა­ნი! მა­გა­ლი­თად, კონ­კ­რე­ტუ­ლად სიმ­სუქ­ნით გა­მოწ­ვე­უ­ლი კომ­პ­ლექ­სის დროს ადა­მი­ანს ეწყე­ბა ში­შე­ბი: და­ცინ­ვის ში­ში, კრი­ტი­კის ში­ში, სა­სურ­ვე­ლი პარ­ტ­ნი­ო­რის "ვერ­პოვ­ნის" ში­ში. ასეთ ში­შებ­ზე კი ორ­გ­ვა­რად რე­ა­გი­რე­ბენ: პირ­ვე­ლი - ზი­ან და ეში­ნი­ათ, ით­რ­გუ­ნე­ბი­ან, იკე­ტე­ბი­ან და მე­ო­რე - ზედ­მე­ტად "უკომ­პ­ლექ­სო­ებს" თა­მა­შო­ბენ. ორი­ვე მათ­გა­ნი იტან­ჯე­ბა. არ­სე­ბობს ხოლ­მე მე­სა­მე შემ­თხ­ვე­ვაც, რო­მელ­საც ტან­ჯ­ვის მდგო­მა­რე­ო­ბას ვერ და­ვარ­ქ­მევ - "ნა­პოვ­ნია სა­სურ­ვე­ლი მა­მა­კა­ცი, გა­ჩე­ნი­ლია შვი­ლი და მარ­თა­ლია ცუ­დია, რომ სარ­კე­ში ჩა­ხედ­ვი­სას სა­კუ­თა­რი თა­ვი არ მოგ­წონს, ცუ­დია, რომ სა­სურ­ველ ტან­საც­მელს ვერ ირ­გებ, ზღვა­ზე წას­ვ­ლა ხომ სა­ერ­თოდ ვერ გა­ნი­ჭებს ისეთ სი­ა­მოვ­ნე­ბას, რო­გორ­საც სხვებს, კი­ბე­ებ­ზე ას­ვ­ლი­სას ბე­ბე­რი ქა­ლი­ვით ქო­ში­ნებ, მაგ­რამ ... მთა­ვა­რი მი­სია შეს­რუ­ლე­ბუ­ლია და საყ­ვა­რელ ადა­მი­ანს ისე­თი უყ­ვარ­ხარ, რო­გო­რიც ხარ!" ყვე­ლაფ­რის მი­უ­ხე­და­ვად ზე­მოთხ­სე­ნე­ბუ­ლი რჩე­ვა "შე­ვე­და­რო სხვის მა­გა­ლითს და ცო­ტა დავ­მ­შ­ვიდ­დე­ბი" არის ყვე­ლა­ზე სუ­ლე­ლუ­რი რჩე­ვა, რაც კი შე­იძ­ლე­ბა ადა­მი­ანს უთხ­რა. ეს იმ შე­და­რე­ბას გავს - "კარ­გი რა, რა გაქვს სა­წუ­წუ­ნო, ხალ­ხი ქუ­ჩა­ში ცხოვ­რობს", "ბავ­შებს პამ­პერ­სის გა­რე­შე ზრდიდ­ნენ, თქვენს თა­ო­ბას რა გი­ჭირთ და მა­ინც წუ­წუ­ნებთ" და სხვა მრა­ვა­ლი ასე­თი... ცხოვ­რე­ბა ვი­თარ­დე­ბა, ყველ­გან და ყვე­ლა­ფერ­ში პროგ­რე­სია. ადა­მი­ა­ნი ამ პრო­ცეს­ში უნ­და ჩა­ერ­თოს. პირ­ველ­ყო­ფი­ლი ადა­მი­ა­ნე­ბი ტყე­ებ­ში ცხოვ­რობ­დ­ნენ, ვი­ღაც გე­ნი­ოს­მა ქვას წვე­ტი გა­უ­კე­თა და პირ­ვე­ლი იარა­ღი შექ­მ­ნა, რის შემ­დე­გაც ყვე­ლა­ფე­რი დღემ­დე გან­ვი­თარ­და (რო­გორც ქალ­ბა­ტო­ნი ნა­ნა ჩა­ჩუა იტყო­და). ვის ედ­რე­ბი, რა გულს იმ­შ­ვი­დებ, მი­ხე­დე რა ზედ­მეტ წო­ნას! აიღე პა­სუ­ხის­მ­გებ­ლო­ბა (ამ ფრა­ზას მა­ლე ძილ­შიც ვიტყ­ვი), გა­მო­ი­ჩი­ნე ნე­ბის­ყო­ფა და ყვე­ლა არ­სე­ბულ კომ­პ­ლექსს, მტან­ჯ­ველ გან­ც­დებს მო­უ­ღე ბო­ლო!

სა­ნამ კი­დევ დამ­რ­ჩე­ნია სა­წე­რი ად­გი­ლი, არ შე­მიძ­ლია გან­დი­დე­ბის კომ­პ­ლექ­ს­ზე ორი სიტყ­ვა არ ვთქვა. ე.ი. დღე­ვან­დელ "კომ­პ­ლექ­სებ­ში" იმ ორ უკი­დუ­რეს ფსი­ქო­ლო­გი­ურ დამ­თ­რ­გუნ­ველ­ზე ვსა­უბ­რობთ, რომ­ლი­თაც ალ­ბათ დე­და­მი­წა დამ­ძიმ­და, ან მი­ნი­მუმ სა­ქარ­თ­ვე­ლო მა­ინც.

გან­დი­დე­ბის მა­ნია - რო­გორც ხში­რად მო­იხ­სე­ნი­ე­ბენ, იგი­ვე უპი­რა­ტე­სო­ბის კომ­პ­ლექ­სია. ის, რაც ალ­ბათ ნა­ცებს ქონ­დათ და ქო­ცებს უყა­ლიბ­დე­ბათ. ჯან­სა­ღი კონ­კუ­რენ­ცია - ხში­რად იყე­ნე­ბენ ხოლ­მე ამ მარ­თ­ლაც კე­თილ­შო­ბი­ლურ გა­მოთ­ქ­მას, თუმ­ცა იშ­ვი­ა­თად შეხ­ვ­დე­ბით მას. უპი­რა­ტე­სო­ბის კომ­პ­ლექ­სი, რა თქმა უნ­და, ყა­ლიბ­დე­ბა არას­რულ­ფა­სოვ­ნე­ბის კომ­პ­ლექ­სის გა­და­სა­ფა­რად, თუმ­ცა ეს არ არის მოჩ­ვე­ნე­ბი­თი. ფსი­ქი­კის ამ ტი­პის ენერ­გი­ით დამ­ძი­მე­ბა არ ნიშ­ნავს წარ­მა­ტე­ბის­კენ სწრაფ­ვას. ის წა­რუ­მა­ტებ­ლო­ბის მი­ღე­ბის, დაძ­ლე­ვის და საქ­მის თა­ვი­დან დაწყე­ბის შე­უძ­ლებ­ლო­ბას ნიშ­ნავს. ამ კომ­პ­ლექ­სის დროს ადა­მი­ა­ნი ძა­ლი­ან ჩვე­უ­ლებ­რი­ვად შე­იძ­ლე­ბა ფსი­ქი­კუ­რად შე­ი­შა­ლოს, თუმ­ცა არის გა­მო­ნაკ­ლი­სიც - მხო­ლოდ გე­ნი­ო­სე­ბის­თ­ვის! მათ­თ­ვის, ვის­თ­ვი­საც უბ­რა­ლოდ ვერ არ­სე­ბობს სიტყ­ვა - წა­რუ­მა­ტე­ბე­ლი.

ეს კომ­პ­ლექ­სი ნა­თე­სა­ვურ კავ­შირ­შია ნარ­ცი­სიზ­მ­თან. ეს სა­ხე­ლი ფრო­იდ­მა ბერ­ძ­ნუ­ლი მი­თის, ეგო­ცენ­ტ­რუ­ლი, სა­კუ­თარ თავ­ზე გა­გი­ჟე­ბით შეყ­ვა­რე­ბუ­ლი კა­ცის, ნარ­ცი­სის მი­ხედ­ვით "შე­არ­ჩია".

ბო­ლოს კი კი­დევ ერ­თხელ, და უკ­ვე რო­გორც კომ­პ­ლექსს, ვახ­სე­ნებ პა­სუ­ხის­მ­გებ­ლო­ბას. ეს კომ­პ­ლექ­სი სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში ნამ­დ­ვი­ლი ეპი­დე­მიაა. სიმ­პ­ტო­მე­ბი:

- ში­ში სა­კუ­თარ თავ­ზე პა­სუ­ხის­მ­გებ­ლო­ბის აღე­ბის,

- მუდ­მი­ვად გარ­შე­მომ­ყოფ­თა და­და­ნა­შა­უ­ლე­ბა არ­სე­ბუ­ლი და არა­სა­სურ­ვე­ლი რე­ა­ლო­ბის გა­მო.

ასე­თი მდგო­მა­რე­ო­ბის დროს სა­კუ­თა­რი კომ­ფორ­ტის­თ­ვის, თავ­დაც­ვის მე­ქა­ნიზ­მის ფორ­მით უპ­რობ­ლე­მოდ და უფ­რო მე­ტიც, უნა­მუ­სოდ აკის­რებს ინ­დი­ვი­დი სხვებს თა­ვის წილ პა­სუ­ხის­მ­გებ­ლო­ბას - იქ­ნე­ბა ეს ოჯახ­ში, მე­გობ­რებ­ში თუ სამ­შობ­ლო­ში!

გა­მოფხიზ­ლ­დით! ნუ გე­ში­ნი­ათ! ნუ დარ­ჩე­ბით უინი­ცი­ა­ტი­ვო, უმოქ­მე­დო, მში­შა­რა, ყალ­ბი, თო­რემ ის ყვე­ლა სიტყ­ვა, რო­მელ­თაც ამ კომ­პ­ლექ­სე­ბის სხვა­ზე შემ­ჩ­ნე­ვი­სას თა­ვად იყე­ნებთ, ვერ შე­გიმ­სუ­ბუ­ქებთ სა­კუ­თარ მდგო­მა­რე­ო­ბას! ვერ მი­აღ­წევთ ვე­რა­ნა­ირ წარ­მა­ტე­ბას ვერც ერთ სა­კითხ­ში. არ გექ­ნა­ბათ ბედ­ნი­ე­რი ოჯა­ხი, არ გე­ყო­ლე­ბათ გულ­წ­რ­ფე­ლი მე­გობ­რე­ბი და არ გექ­ნე­ბათ ქვე­ყა­ნა, რო­გორ­შიც ისურ­ვებ­დით ცხოვ­რე­ბას...

კომ­პ­ლექ­სე­ბი კი იმ­დე­ნი არ­სე­ბობს, რომ მი­ნი­მუმ მთე­ლი გა­ზე­თი მა­ინც დამ­ჭირ­დე­ბა ყვე­ლას ჩა­მო­სა­წე­რად, თუმ­ცა ეს ის მთა­ვა­რი, ყვე­ლა­ზე მე­ტად და­მან­გ­რე­ვე­ლი, რთუ­ლი და ძა­ლი­ან გავ­რ­ცე­ლე­ბუ­ლი კომ­პ­ლექ­სე­ბია, რომ­ლე­ბიც შე­მეძ­ლო ამ სტა­ტი­ა­ში გა­მო­მე­ყო. თუ ვინ­მეს სა­პი­რის­პი­რო აზ­რი გაქვთ, იცით სა­დაც უნ­და მომ­მარ­თოთ - fsiqomani@gmail.com .

სასიამოვნო weekend-ს გისურვებთ.

თქვენი უკომპლექსობის მსურველი.