O RUS! - ვაჰ, სო­ფე­ლო!
20 ივნისი, 2014
3974
print

"მა­მა, წა­ვალთ რა, მე და დე­და მოს­კოვ­ში!.."

"რო­ცა აყ­ვავ­და ნუ­ში"

      ნო­დარ ლა­და­რია

ქარ­თუ­ლი ტე­ლე­ე­თე­რით სრუ­ლი­ად სა­ქარ­თ­ვე­ლომ იხი­ლა თბი­ლი­სის მე­რო­ბის კან­დი­და­ტის, და­ვით ნარ­მა­ნი­ას დე­და, რო­მელ­მაც ორი ნი­შან­დობ­ლი­ვი უწყე­ბა დაგ­ვი­ტო­ვა: 1) იგი წე­ლი­წად­ში ორ­ჯერ მი­ე­შუ­რე­ბო­და მოს­კოვს, რა­თა მის შვი­ლებს სე­ზო­ნის შე­სა­ბა­მი­სი ახა­ლი ტან­საც­მე­ლი ჰქო­ნო­დათ; 2) თბი­ლი­სე­ლე­ბი ქედ­მაღ­ლუ­რად უყუ­რე­ბენ სა­მეგ­რე­ლოს მკვიდ­რებს, მაგ­რამ ეს ქედ­მაღ­ლო­ბა ისე­თი­ვე აბ­სურ­დუ­ლი და უსა­ფუძ­ვ­ლოა, რო­გორც შე­თა­ვა­ზე­ბა, რომ სა­ქარ­თ­ვე­ლოს ყვე­ლა­ზე დიდ­მა ქა­ლაქ­მა ვა­ტი­კა­ნის მსგავ­სი სტა­ტუ­სი მი­ი­ღოს.

ეს ორი უწყე­ბა არ­სე­ბი­თად შე­უღ­ლე­ბუ­ლია. ამ შე­უღ­ლე­ბის გა­სა­გე­ბად ჯერ გა­ვიხ­სე­ნოთ, რი­თი გან­ს­ხ­ვავ­დე­ბა ქა­ლა­ქი სოფ­ლის­გან... რა თქმა უნ­და, არ­ქი­ტექ­ტუ­რულ თა­ვი­სე­ბუ­რე­ბებს არ ვი­გუ­ლის­ხ­მებთ.

ინ­დი­ვი­დუ­ა­ლიზ­მის პრი­მა­ტი კო­ლექ­ტი­ვიზ­მ­თან შე­და­რე­ბით. ასე­თი თვი­სე­ბა თბი­ლი­სურ სო­ცი­უმს სა­ერ­თოდ არ გა­აჩ­ნია. ამის სა­ბუ­თად შე­იძ­ლე­ბა კუ­რი­ო­ზუ­ლი მა­გა­ლი­თიც მო­ვიყ­ვა­ნოთ იმ ადა­მი­ა­ნე­ბის სა­ხით, რომ­ლე­ბიც ჰი­პერ­მარ­კეტ "გუდ­ვილ­ში" ჩას­ვ­ლის წინ სა­გულ­და­გუ­ლოდ იწეს­რი­გე­ბენ თავს სა­ბა­ბით — "იქ ისე­თი ხალ­ხი მხვდე­ბა, რომ სირ­ცხ­ვი­ლია". მაგ­რამ შეგ­ვიძ­ლია უფ­რო სე­რი­ო­ზუ­ლი არ­გუ­მენ­ტე­ბიც მო­ვიშ­ვე­ლი­ოთ, რომ­ლებ­შიც გა­ვით­ვა­ლის­წი­ნებთ ისეთ სო­ცი­ა­ლურ რე­ა­ლი­ებს, რო­გო­რე­ბი­ცაა "უბა­ნი", "სას­ტა­ვი", "სა­მე­გობ­რო" და ა. შ. ქა­ლა­ქურ სი­ტუ­ა­ცი­ურ კონ­ტექ­ს­ტ­ში ეს რე­ა­ლი­ე­ბი უფ­რო ხში­რად იჭე­რენ სუ­ბი­ექ­ტის ან აქ­ტო­რის ად­გილს, ვიდ­რე ცალ­კე­უ­ლი ინ­დი­ვი­დი. სხვა თუ არა­ფე­რი, ინ­დი­ვი­დუ­ა­ლიზ­მი ჩვენ­ში და­ფა­სე­ბუ­ლი რომ ყო­ფი­ლი­ყო, დღე­ვან­დე­ლო­ბის ყვე­ლა­ზე პო­პუ­ლა­რულ ქარ­თულ ტე­ლე­სე­რი­ალს სულ სხვა სა­თა­უ­რი ექ­ნე­ბო­და.

სო­ცი­ა­ლუ­რი ანო­ნი­მუ­რო­ბა. სხვა­თა შო­რის, ეს კომ­პო­ნენ­ტი თვალ­სა და ხელს შუა სწო­რედ რე­გი­ო­ნე­ბი­დან ჩა­მო­სულ მო­სახ­ლე­თა წყა­ლო­ბით იზ­რ­დე­ბა, თო­რემ "კა­რე­ნოი" თბი­ლი­სე­ლე­ბი დღე­ნი­ა­დაგ იმ კურ­თხე­ულ დროს მის­ტი­რი­ან, რო­ცა გა­ლა­ვინ­ს­კ­ზე გა­მო­სუ­ლებს ნაც­ნობ-მე­გო­ბარ­თა ჯგრო­ე­ბი ხვდე­ბოდ­ნენ გზად.

ორ­გა­ნი­ზე­ბუ­ლი სა­ჯა­რო სივ­რ­ცის არ­სე­ბო­ბა და მის­და­მი სა­ყო­ველ­თაო მზრუნ­ვე­ლო­ბა. და­ვა­ნე­ბოთ თა­ვი იმას, რომ ბრა­ზი­ლი­უ­რი ფა­ვე­ლე­ბი­სა და რა­სობ­რი­ვი სეგ­რე­გა­ცი­ის გა­უქ­მე­ბამ­დე­ლი ჰარ­ლე­მის ჩა­კე­ტი­ლო­ბა თბი­ლი­სის გა­რე­უბ­ნებ­ში კი არ არის გა­მო­ხა­ტუ­ლი, არა­მედ ე. წ. ცენ­ტ­რა­ლურ უბ­ნებ­ში. საკ­მა­რი­სია გა­ვიხ­სე­ნოთ ეზო­ე­ბის, ელექ­ტ­რო­გაყ­ვა­ნი­ლო­ბის, კი­ბე­ე­ბის მდგო­მა­რე­ო­ბა და შე­ვა­და­როთ იმას, თუ რო­გორ უვ­ლი­ან ადა­მი­ა­ნე­ბი ბი­ნებს.

სა­ჯა­რო ინ­ს­ტი­ტუ­ტე­ბი­სად­მი ნდო­ბა. ნუ­ღარ წა­მო­ვიწყებთ ახ­ლა ნე­პო­ტიზ­მ­ზე სა­უ­ბარს. მოგ­ვ­ყირ­ჭ­და უკ­ვე - ისე­დაც ცხა­დია.

სხვა­თა შო­რის, იმ ქა­ლა­ქე­ბის მცხოვ­რებ­ნი, სა­დაც ჩა­მოთ­ვ­ლი­ლი თვი­სე­ბე­ბი ნორ­მა­შია, სოფ­ლის მო­სახ­ლე­ო­ბას ქედ­მაღ­ლუ­რად კი არა, შუ­რით და, ასე ვთქვათ, რო­მან­ტი­კუ­ლი ნოს­ტალ­გი­ით შეს­ც­ქე­რი­ან. გა­გან­დობთ, რომ ესეც შეც­დო­მაა, მაგ­რამ ჟან-ჟაკ რუ­სოს გავ­ლით სოკ­რა­ტეს თა­ნა­მო­სა­უბ­რე­ებ­თან მიმ­ყ­ვა­ნი შეც­დო­მე­ბი ჩვენ არ გვე­მუქ­რე­ბა და ამი­ტო­მაც ნუ­ღარ გა­ვაგ­რ­ძე­ლებთ ამ თე­მა­ზე სა­უ­ბარს. კვლავ პირ­ვან­დელ სათ­ქ­მელს და­ვუბ­რუნ­დეთ.

მაშ ასე, თუ­კი ქა­ლაქ­სა და სო­ფელს შო­რის ძი­რი­თა­დი გან­ს­ხ­ვა­ვე­ბე­ბი სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში არ მუ­შა­ობს, რა­ღა რჩე­ბა? - სწო­რედ ის, რაც ახ­სე­ნა მე­რო­ბის კან­დი­და­ტის დე­დამ: ცხოვ­რე­ბი­სე­ულ სი­კე­თე­თა ხელ­მი­საწ­ვ­დო­მო­ბა. ახ­ლა უკ­ვე ცხა­დი ხდე­ბა ორი უწყე­ბის ურ­თი­ერ­თ­კავ­ში­რი: და­ვით ნარ­მა­ნი­ას დე­დამ საბ­ჭო­თა სა­ქარ­თ­ვე­ლოს ყვე­ლა­ზე მა­ღა­ლი თა­მა­სა აიღო - რა­ხან მოს­კო­ვურ შო­პინ­გ­ზე ხე­ლი მი­უწ­ვ­დე­ბო­და, ესე იგი, მი­სი შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბი არაფ­რით არ ჩა­მო­უ­ვარ­დე­ბო­და თბი­ლი­სურ ბო­მონდს და უკ­ვე მრა­ვალ­გ­ზის ნახ­სე­ნე­ბი ქედ­მაღ­ლო­ბაც სრუ­ლი­ად უსა­ფუძ­ვ­ლოა.

მარ­თ­ლაც, აბა, ის რა სახ­სე­ნე­ბე­ლია, რომ წე­ლი­წად­ში ერ­თხელ თით­ქ­მის ცა­რი­ელ დარ­ბაზ­ში ვერ მო­ის­მენ­და, მე­ხან­ძ­რე­თა ორ­კეს­ტ­რის ენ­თუ­ზი­აზ­მით რო­გორ აგ­რი­ა­ლებს "აიდას" მარშს სცე­ნა­ზე აბობღე­ბუ­ლი სა­სუ­ლე საკ­რავ­თა ჯგუ­ფი; სა­თა­ნა­დოდ და­მუ­შა­ვე­ბუ­ლი სამ­გ­ლო­ვი­ა­რო ტო­ნით ვერ ჩას­ჩურ­ჩუ­ლებ­და ყურ­ში გვერ­დით მჯდომ ნაც­ნობს ამ შემ­თხ­ვე­ვის­თ­ვის გა­მო­გო­ნე­ბულ და სხვა­დას­ხ­ვა ადა­მი­ა­ნე­ბის მი­ერ ათას­გ­ზის გა­მე­ო­რე­ბულ ფრა­ზას: "რაც ის ძვე­ლი ფარ­და და­იწ­ვა, ოპე­რა­ში გუ­ლი არ მი­მი­წევს". ეს წვრილ­მა­ნე­ბია.

მთა­ვა­რი ისაა, რომ მე­რო­ბის კან­დი­და­ტი არ­სე­ბი­თად ადეკ­ვა­ტუ­რია იმ ად­გი­ლი­სა, რომ­ლის­კე­ნაც ის­წ­რაფ­ვის, ან, უფ­რო ზუს­ტად, რომ­ლის­კენ სწრაფ­ვა და­ა­ვა­ლეს. რაც შე­ე­ხე­ბა ნი­კა­ნორ მე­ლი­ას, მი­სი თბი­ლი­სე­ლო­ბა, რო­მე­ლიც ეგ­ზომ ბრწყი­ნავს და­ვით ნარ­მა­ნი­ას­თან შე­და­რე­ბით, მა­შინ­ვე ჩაქ­რე­ბო­და რო­მე­ლი­მე გრე­ჩი­ხას თეთ­რი "შარ­ვალ-კოს­ტუ­მის" ფონ­ზე.

მე არ ვე­ხე­ბი კან­დი­და­ტე­ბის რე­ა­ლუ­რად მნიშ­ვ­ნე­ლო­ვან თვი­სე­ბებს. არც იმას, არ­სე­ბობს თუ არა ეს თვი­სე­ბე­ბი - ყვე­ლა სა­ფუძ­ვე­ლი, რო­მელ­ზე­დაც კან­დი­და­ტე­ბი ამ­ყა­რებ­დ­ნენ თა­ვი­ანთ ბრძო­ლას, ფიქ­ცი­უ­რია. სხვა სიტყ­ვე­ბით, ასა­ხავს არა სა­ზო­გა­დო­ე­ბის რე­ა­ლურ, თუმც კი გა­უც­ნო­ბი­ე­რე­ბელ სა­ჭი­რო­ე­ბას, არა­მედ ათა­სო­ბით თავ­ში წლე­ბის წინ ჩა­სა­ხულ მი­თურ წარ­მოდ­გე­ნებს. უბე­დუ­რე­ბა ისიც არის, რომ სა­არ­ჩევ­ნო კამ­პა­ნია არ ატა­რებ­და სე­რი­ო­ზუ­ლი დის­კუ­სი­ის ხა­სი­ათს. ყვე­ლა მხა­რე ამომ­რ­ჩე­ველ­თა მა­სას უყუ­რებ­და რო­გორც პა­სი­ურ მო­ცე­მუ­ლო­ბას, არა­ვინ ცდი­ლობ­და სა­სურ­ვე­ლი გან­წყო­ბის გა­მოწ­ვე­ვას, ყვე­ლა ფრთხი­ლად აკ­ვირ­დე­ბო­და თა­ვის­თა­ვად ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბულ ტენ­დენ­ცი­ებს - ერ­თ­ნი ბრიყ­ვუ­ლი თავ­და­ჯე­რე­ბით, სხვე­ბი შიშ­ნა­რე­ვი იმე­დით.

ჩე­მი შთა­ბეჭ­დი­ლე­ბა ასე­თია: შე­დე­გე­ბი ორი­ვე მხა­რის­თ­ვის მო­უ­ლოდ­ნე­ლი იყო. ცალ­კე ყუ­რადღე­ბას მო­ითხოვს სა­არ­ჩევ­ნო ბრძო­ლას ჩა­მო­შო­რე­ბულ­თა პო­ლი­ტი­კუ­რი ბუ­ნე­ბა, მაგ­რამ ეს მე­რე იყოს - სა­უ­კე­თე­სო შემ­თხ­ვე­ვა ის იქ­ნე­ბო­და, მათ­ზე ლა­პა­რა­კის აუცი­ლებ­ლო­ბა რომ ერ­თ­ბა­შად გაქ­რეს. ახ­ლა კი ის არის მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი, რომ მე­ო­რე ტურ­ში გა­სულ­თა მდგო­მა­რე­ო­ბა უკ­ვე შეც­ვ­ლი­ლია, მას უკ­ვე ბევ­რი არა­ფე­რი არა აქვს სა­ერ­თო არ­ჩევ­ნე­ბამ­დე არ­სე­ბულ მდგო­მა­რე­ო­ბას­თან.

უკ­ვე ბევ­რ­მა აღ­ნიშ­ნა, რომ 2012 წლი­დან გა­სულ ორ წე­ლი­წად­ში ერ­თი­ა­ნი ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბა ჩა­მო­ყა­ლიბ­და პარ­ტი­ად, პო­ლი­ტი­კურ ძა­ლად. მე და­ვა­მა­ტებ­დი, რომ ეს ბო­ლო ორი წე­ლი­წა­დი მის ის­ტო­რი­ა­ში ბევ­რად უფ­რო მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი იყო იმ ყბა­და­ღე­ბულ ცხრა წე­ლი­წად­ზე, რო­მე­ლიც ასე შთა­ა­გო­ნებს ღა­რი­ბაშ­ვილ­სა და მის­ნა­ი­რებს. სწო­რედ აქ არის დი­დი საფ­რ­თხე: მა­პა­ტი­ეთ ბა­ნა­ლო­ბის­თ­ვის, მაგ­რამ გა­მარ­ჯ­ვე­ბა ად­ვი­ლია, ძნე­ლია მი­სი შე­ნარ­ჩუ­ნე­ბა. სწო­რი ოპო­ზი­ცი­უ­რი პო­ლი­ტი­კის შე­მუ­შა­ვე­ბა და წარ­მარ­თ­ვა სა­ქარ­თ­ვე­ლოს ის­ტო­რი­ა­ში უპ­რე­ცე­დენ­ტო ამო­ცა­ნაა: ამის გა­მოც­დი­ლე­ბა არ არ­სე­ბობს, ეს გა­მოც­დი­ლე­ბა შე­საქ­მ­ნე­ლია. აქ უკ­ვე არ გა­მოდ­გე­ბა გა­რე რე­კო­მენ­და­ცი­ე­ბი, რად­გან ოპო­ზი­ცი­ა­ში ყოფ­ნა, უპირ­ვე­ლეს ყოვ­ლი­სა, გუ­ლის­ხ­მობს ში­და ვი­თა­რე­ბის ღრმა შეს­წავ­ლა­სა და მას­ზე გო­ნი­ერ რე­ა­გი­რე­ბას. ოპო­ზი­ცი­ო­ნე­რი უფ­რო შორ­საა სა­ერ­თა­შო­რი­სო პო­ლი­ტი­კის­გან, ვიდ­რე მმარ­თ­ვე­ლი ჯგუ­ფის წევ­რი, ოპო­ზი­ცი­ო­ნე­რის ბრძო­ლის ვე­ლი ში­და ეზოა და არა ფა­სა­დი.

დღეს ერ­თი­ან ნა­ცი­ო­ნა­ლურ მოძ­რა­ო­ბას აქვს შან­სი იქ­ცეს სა­ქარ­თ­ვე­ლოს სა­უ­კე­თე­სო ნა­წი­ლის პარ­ტი­ად. სა­უ­კე­თე­სო ნა­წილს კი ისი­ნი წარ­მო­ად­გე­ნენ, ვი­სი ცნო­ბი­ე­რე­ბი­სათ­ვის უცხოა და­ვით ნარ­მა­ნი­ას დე­დის მი­ერ ასე ჭეშ­მა­რი­ტად ივა­ნიშ­ვი­ლუ­რი გულ­წ­რ­ფე­ლო­ბით აღ­წე­რი­ლი ფიქ­ცი­უ­რი კონ­ფ­ლიქ­ტი. სა­ქარ­თ­ვე­ლოს მო­მა­ვა­ლი, თუ ის არ­სე­ბობს, მხო­ლოდ იმათ და­ეყ­რ­დ­ნო­ბა, ვინც ახ­ლა 50 წელ­ზე ახალ­გაზ­რ­დაა, ვი­საც რა­ღაც უს­წავ­ლია და გა­უ­კე­თე­ბია, ვი­საც მი­უ­ღია გა­დამ­ზა­დე­ბის, ცხოვ­რე­ბი­სე­უ­ლი გზის შეც­ვ­ლის გა­მოც­დი­ლე­ბა, ვინც არ იცის რუ­სუ­ლი ან რუ­სუ­ლის არ­მ­ცოდ­ნე შვი­ლე­ბი ჰყავს.

ამათ უნ­და უს­მი­ნონ მო­მავ­ლის პო­ლი­ტი­კო­სებ­მა, ამა­თი მა­ჯი­დან არ უნ­და მო­ა­შო­რონ ხე­ლი, რად­გან მო­მავ­ლის პო­ლი­ტი­კურ ბრძო­ლა­ში "კმა­რას" ინ­ს­ტ­რუქ­ტო­რე­ბი უქმ იქ­ნე­ბი­ან, მო­მა­ვა­ლი გო­ნი­ე­რე­ბა­სა და სიმ­შ­ვი­დეს მო­ითხოვს. ამა­ვე დროს უფ­რო მეტ გამ­ბე­და­ო­ბა­საც, რად­გან მო­მავ­ლის პო­ლი­ტი­კოსს უნ­და ეყოს ჯი­გა­რი, სა­სო­წარ­კ­ვე­თი­ლი თი­თე­ბით არ მო­ე­ჭი­დოს ქი­მე­რებს: მა­გა­ლი­თად, და­ვით აღ­მა­შე­ნებ­ლის საფ­ლავ­ზე და­ფი­ცე­ბას, დიდ უძ­რავ-მოძ­რავ დღე­სას­წა­უ­ლებ­ზე თავ­წაკ­რუ­ლი ცო­ლით გა­მოცხა­დე­ბას, და­ცა­რი­ე­ლე­ბულ სოფ­ლებ­ზე წყალ-წყა­ლა ცრემ­ლე­ბის ღვრა­სა და პო­ლი­ტი­კუ­რი ოპო­ნენ­ტის ტიტ­ლი­კა­ნა სუ­რა­თებ­ზე უნი­ჭო ხორ­ხოცს. წინ სე­რი­ო­ზუ­ლი საქ­მე­ე­ბი გვე­ლის, წინ ჩვე­ნი შვი­ლე­ბის­თ­ვის სა­სურ­ვე­ლი სა­ქარ­თ­ვე­ლოა.

lika andiashvili