სვეტური პოეზია (მგჰ)
20 ივნისი, 2014
807
print

  კოტე ყუბანეიშვილი

სულ­ყ­ვე­ლა­ფე­რი ქვეყ­ნად ბე­დია

ჩას­ვამ რით­მებ­ში თუ წერ ვერ­ლიბ­რად

რამ­დე­ნი ვინ­მე და­საბ­რე­დია

მაგ­რამ რა­ტომ­ღაც თავს გრძნობს მშვე­ნივ­რად

 

მა­გა­ლი­თე­ბიც საკ­მა­რი­სია

რომ მატყუ­ა­რა ჯობ­ნის უმარ­თ­ლესს

რამ­დე­ნი ვინ­მე კარ­გის ღირ­სია

მაგ­რამ სა­ერ­თოდ მას არ უმარ­თ­ლებს

 

ჯობს მო­ვე­კი­დოთ ამას გა­გე­ბით

ანუ უბ­რა­ლო ფაქ­ტის მიხ­ვედ­რით

რომ ყვე­ლა­ფე­რი ხდე­ბა გან­გე­ბით

და ღვთით გა­წე­რილ გეგ­მის მი­ხედ­ვით.

 

Tel Aviv, Lod 

 რი­სი ლონ­დო­ნი ან­და ნიუ იორ­კი

სულ სხვაგ­ვა­რია ჩვე­ნი ამ­ბა­ვი

მო­ვი­ნა­ხუ­ლეთ წმინ­და გი­ორ­გი

თურ­მე ლოდ­შია მი­სი საფ­ლა­ვი

 

წმინ­და გი­ორ­გის რად­გან ვახ­სე­ნებ

ის წმინ­და­ნია ჩვე­ნი თან გმი­რი

ჯვარ­ზე გაკ­რუ­ლიც ხოა ასე­ვე

თა­ნაც ურ­ჩხუ­ლის შუ­ბით გან­მ­გ­მი­რი

 

ჩვე­ნი სამ­შობ­ლოც თელ ავი­ვია

მაგ­რად ას­წო­რებს აქ სი­ა­რუ­ლი

მი­ნი­მა­ლუ­რი ნე­გა­ტი­ვია

პო­ზი­ტი­ვია მაქ­სი­მა­ლუ­რი

 

აქ და­ი­ბა­და რად­გან უფა­ლი

სადღაც აქ­ვეა მი­სი ად­გი­ლი

აქ გა­რე­მოა თა­ვი­სუ­ფა­ლი

და მკურ­ნა­ლო­ბაც ხდე­ბა ად­ვი­ლი.

 ***

გუ­ლი სი­ნორ­ჩეს არ იშ­ლის

თუმც ვერ ერე­ვა ძილს დი­ლის

სი­ცოცხ­ლეს ვერ­ვინ და­მიშ­ლის

კი­ბოს გარ­და და სიკ­ვ­დი­ლის

 

და რად­გან უკ­ვე ვნებ­დე­ბი

სურ­ვილს გა­მოვ­თ­ქ­ვამ რა­საც ვგრძნობ

ად­გილ­ზე ვე­ღარ ვეგ­დე­ბი

და მოძ­რა­ო­ბას გან­ვაგ­რ­ძობ

 

სუ­ლი რად­გა­ნაც პირ­შია

ლექ­სე­ბად ჩა­ყუ­დე­ბუ­ლი

სა­მა­რეც ყუ­რის ძირ­შია

ფიქ­რებ­ში ჩა­ბუ­დე­ბუ­ლი

 

აზ­რის ენას­თან მირ­ტყ­მაა

ალა­გი მი­ტო­ვე­ბუ­ლი

და რაც დარ­ჩე­ბა სიტყ­ვაა

სი­მარ­თ­ლეს მი­ტო­ლე­ბუ­ლი

 

ტკი­ვილს რაც ხე­დავს გუ­ლია

თუ­კი შე­ავ­ლე ნაღდს ხე­ლი

და რაც გჭირ­დე­ბა ფუ­ლია

ყო­ველ­დღი­უ­რად სახ­დე­ლი.

 ***

რად­გან სამ­ყა­რო სრუ­ლია

და ღმერ­თიც მი­სი სა­ხე­ბა

ადა­მი­ა­ნის სუ­ლია

რა­შიც ის აისა­ხე­ბა

 

ყვე­ლას რომ თა­ვი აყ­ვა­როს

ვაჟ­კა­ცო­ბით თუ მხედ­რო­ბით

ის აკონ­ტ­რო­ლებს სამ­ყა­როს

თა­ვი­სი და­უ­დევ­რო­ბით

 

ბო­ლო­ში ვის რა დარ­ჩე­ბა

აქეთ ესა თუ იქეთ ის

მთა­ვა­რი არის გარ­ჩე­ვა

სი­ბო­რო­ტის­გან სი­კე­თის

 

ჭეშ­მა­რი­ტე­ბის თა­ნახ­მად

არც არ­სე­ბობ­დეს სულ რომ ის

მთა­ვა­რი არის და­ნახ­ვა

სა­კუ­თარ უსუ­სუ­რო­ბის.

 ***

სახ­ლ­შია აურ­ზა­უ­რი

აერო­პორ­ტ­შიც გილ­ზე­ბი

რთუ­ლია იმოგ­ზა­უ­რო

რო­ცა არა გაქვს ვი­ზე­ბი

 

რომ არ წა­გაწყ­დეს კი­სე­რი

სა­ნამ სხე­უ­ლი ძველ­დე­ბა

მაგ­რამ მთა­ვა­რი ის არი

რომ ეს სი­ცოცხ­ლე გრძელ­დე­ბა.

 მე და ნა­ნას

 თავს ზე­ვით ხომ ვერ ავ­ხ­ტე­ბით

გვე­ლის რაც სა­კად­რი­სია

და თუ პორ­ტი ჩანს იახ­ტე­ბით

სრუ­ლე­ბით საკ­მა­რი­სია

 

ჩვენ ვლა­პა­რა­კობთ ფაქ­ტე­ბით

სხვაგ­ვა­რი არც გვაქვს მი­სია

რად­გან ვართ არ­გო­ნავ­ტე­ბი

ოღონდ საწ­მი­სი სხვი­სია.

 ***

რო­ცა და­ვივ­ლი ქა­ლაქს ქუ­ჩე­ბით

ხალ­ხი შემ­ხ­ვ­დე­ბა გზა­ზე აქ ვინც მე

რამ­დე­ნი ვინ­მე ცხოვ­რობს უჩე­მოდ

რომ­ლებ­საც ალ­ბათ მე­რე გა­ვიც­ნობ

 

და რა აზ­რი აქვს რა მა­ხუ­რია

ან­და მა­ი­სურს რო­გორს ჩა­ვიც­მევ

ქრის­ტი­ა­ნი ვარ მე თუ ურია

ფეხ­ზე ვდგა­ვარ თუ უნ­და წა­ვიქ­ცე

 

არ მე­მა­ტე­ბა ამით ფა­სი მე

არც ზო­მა წო­ნა ერ­თი მიკ­რო­ნით

რად­გან ისი­ნიც ზუს­ტად ასე­ვე

მი­ნი­მა­ლუ­რად ჩემ­ზე ფიქ­რო­ბენ

 

და არც არას­დ­როს დამ­ჭირ­დე­ბი­ან

რომ ჩა­ვი­ტა­რო გა­მოკ­ვ­ლე­ვე­ბი

ყვე­ლას თა­ვი­სი გა­ჭირ­ვე­ბია

თა­ვის ტკი­ვი­ლი და პრობ­ლე­მე­ბი.

 ***

ვნა­ხოთ იღ­ბა­ლი თუ რას მო­მი­ტანს

რომ გა­მე­ფურ­ჩ­ქ­ნოს ვარ­დი ეკალ­ზე

რო­ცა ჩარ­თა­ვენ მთა­ვარ მო­ნი­ტორს

და მეც ყვე­ლა­ფერს ვნა­ხავ ეკ­რან­ზე

 

რა­ღაც ბო­ლო დროს ეჭ­ვი მიჩ­ნ­დე­ბა

და სა­ფუძ­ვე­ლიც ხომ მაქვს იმის თქმის

რომ მკურ­ნა­ლო­ბა ძვი­რი მიჯ­დე­ბა

კო­ტეს­ტ­რო­ფუ­ლად ჩე­მი ჯი­ბის­თ­ვის.

 ***

რას ერ­ჩი­ან სუ­ნი­ტე­ბი ში­ი­ტებს

ან­და მარ­თ­ლ­მა­დი­დებ­ლე­ბი ევ­როპ­ლებს

პრობ­ლე­მებ­მა ტვი­ნი გა­მოგ­ვი­ფი­ტეს

მაგ­რამ ჩვენ­ში ემო­ცია ვერ მოკ­ლეს

 

და არც ვე­ლი ცხოვ­რე­ბის­გან მეტს კი­დე

რომ მთელ ჩემ დროს არ ვხარ­ჯავ­დე ლოც­ვა­ში

მთა­ვა­რია ზუს­ტად ვო­რი­ენ­ტირ­დე

ამ სრუ­ლი­ად უც­ნობ გა­რე­მოც­ვა­ში.

 ***

საწყი­სი რად­გან ღმერ­თია

სულს დაყ­ვა უსუ­სუ­რო­ბა

და ყვე­ლა­ფე­რი ერ­თია

სამ­ყა­როს უსას­რუ­ლო­ბა

 

ფუ­ლი ცხოვ­რე­ბის ძი­რია

ოც­ნე­ბის გა­ნამ­დ­ვი­ლე­ბა

შე­სა­ბა­მი­სად ძვი­რია

სი­ცოცხ­ლის გა­ად­ვი­ლე­ბა.

 ***

ერაყ­ში კაცს ვერ იპო­ვი

არ ქონ­დეს კა­ლაშ­ნი­კო­ვი

და ყვე­ლამ უნ­და იგ­რ­ძ­ნოს ეს

იბ­რ­ძო­დეს თუ არ იბ­რ­ძო­დეს.

 ***

აი მე მგო­ნი უკ­ვე დავ­სახ­ლ­დით

რა­საც ეტყო­ბა თა­ვის ფარ­ტი აქვს

და თუ პრობ­ლე­მებს ცო­ტას თავს ავ­ხ­დით

ფე­ხით და­ვივ­ლით ზღვა ზღვა ბახ­ტი­ამს

 

ექვს კი­ლო­მეტ­რ­ში როა ჯა­ფი­დან

ათ­ვ­ლის წერ­ტი­ლი ამ­ბო­ბენ როა

აქ ყვე­ლა­ფე­რი არის იაფი და

შე­სა­ნიშ­ნა­ვი ატ­მოს­ფე­როა

 

რას ცვლის ვე­კუთ­ვ­ნი რო­მელ ნა­ცი­ას

თელ ავი­ვი­დან სადღაც იქ­ვე ვარ

მა­ლე ვი­კე­თებ ოპე­რა­ცი­ას

და ყვე­ლა­ფე­რი გა­მო­ირ­კ­ვე­ვა.

***

კი­დევ არ არის სა­ნამ გვი­ა­ნი

სა­ნამ უფალ­მა ეს არ აღ­კ­ვე­თა

ჯო­ბია მორ­ჩეს ადა­მი­ა­ნი

ამ­დენ კე­თე­ბას ბო­როტ საქ­მე­თა

 

და და­ენ­ძ­რე­ვა მაგ­რად ვიდ­რე მას

გა­მო ურ­ცხ­ვებ­თან მო­ახ­ლე­ო­ბის

სა­ნამ აპი­რებს ის გამ­დიდ­რე­ბას

ხარ­ჯ­ზე უბ­რა­ლო მო­სახ­ლე­ო­ბის.

 ***

სა­ნამ­დე ქა­რი არა ქრის

არ გვე­ში­ნია არაფ­რის

თუ ფიქ­რიც და­ქე­ში­ლია

არაფ­რის არ გვე­ში­ნია

 

სულ რა­ღაც ორას შე­კე­ლად

მა­გარ სი­ფა­თებს შევ­კე­რავთ

და დარ­ჩე­ნი­ლი კუ­შე­ბით

ალ­ბათ გავ­ს­კ­დე­ბით სუ­შე­ბით.

 ***

გა­დაქ­ცე­ულ­ნი მან­ქა­ნად

გავ­ნ­ვ­თა­ვი­სუფ­ლ­დით ვერც ერ­თხელ

უკ­ვე რვა ღა­მე აქა ვართ

და ხვალ იქ­ნე­ბა მეცხ­რე დღე

 

რა გვეშ­ვე­ლე­ბა მარ­ტო­ებს

ან რა უნ­და ვქნათ გი­ჟებ­მა

რად­გან არა­ვინ არ გვტო­ვებს

არც არ­სად გვე­პა­ტი­ჟე­ბა.

 ***

თუ დაგ­ვ­ჭირ­დე­ბა მარ­თ­ლაც ხვალ ჩვენ ეს

დღე დღე­ვან­დე­ლი ამას გვაჩ­ვე­ნებს

და რაც ჩა­ვი­დეთ უკ­ვე გულ­ში დღეს

ეს და­ვაბ­რა­ლოთ ჩვენ დღეს გუ­შინ­დელს.

lika andiashvili