სვეტური პოეზია [ჯჰგ}
27 ივნისი, 2014
912
print

კოტე ყუბანეიშვილი

 

აზ­რი ქვეყ­ნად ყვე­ლა­ფერ­ზე სწრა­ფია

სი­ლა­მა­ზეც წა­მო­სუ­ლა რა ზღვი­დან

რა­მაც აფ­რო­დი­ტე შო­ბა, ქა­ფია

ათე­ნა კი და­ი­ბა­და აზ­რი­დან

ანუ თა­ვად მა­მა ზევ­სის თა­ვი­დან

ვი­საც ეპყ­რა მშვილ­დის ნაც­ვ­ლად ელ­ვე­ბი

და ხა­რო­ნიც გი­და­რა­ჯებს ნა­ვი­დან

სა­ნამ ეროტს თავ­ზე შე­მო­ევ­ლე­ბი.

(ბეთ იამი)

 ***

რად­გან სამ­ყა­როს აზ­რი ღმერ­თია

ის გვეჩ­ვე­ნე­ბა თავს მოვ­ლი­ნე­ბით

ადა­მი­ა­ნიც ყველ­გან ერ­თია

ოღონდ სხვა­დას­ხ­ვა გა­მოვ­ლი­ნე­ბით

 

ზო­გი თეთ­რია ზო­გი შა­ვია

ზო­გი წი­თე­ლი ზო­გი ყვი­თე­ლი

მაგ­რამ სულ ყვე­ლა დამ­ნა­შა­ვეა

და გა­მოც­დე­ბი გვე­ლის წინ მთე­ლი

 

რის ჩა­ბა­რე­ბაც ალ­ბათ მოგ­ვი­წევს

სა­კუ­თარ თავ­თან თუ არ შევ­რ­ცხ­ვე­ბით

და დროც სულ უფ­რო ახ­ლო მო­ი­წევს

თან რა მოგ­ვე­ლის ზუს­ტად ვერც ვხვდე­ბით

 

ზოგ­ჯერ მი­ზე­ზი ყოფ­ნის პა­წია

რო­ცა უწყ­რე­ბათ ღმერ­თი ვე­ლუ­რებს

და ტყდე­ბა ერ­თი გა­წა­მა­წია

აღარ ინ­დო­ბენ ერ­თი მე­ო­რეს.

(ბეთ იამი)

 ***

არც აზე­რე­ბი და არც სომ­ხე­ბი

არ ვართ თუმც ცო­ტა მათ­გან გვა­შო­რებს

და წარ­მო­შო­ბით ჩვენ ვართ კოლ­ხე­ბი

გა­მო­კე­ტილ­ნი მთას და ზღვას შო­რის

ყო­ფილ საბ­ჭო­თა იმ­პე­რი­ელ­ნი

და რუ­სულ სივ­რ­ცეს დღე­საც მიბ­მულ­ნი

ჩვენ ვართ ნამ­დ­ვი­ლი იბე­რი­ელ­ნი

უცხო ზღვის პი­რას გა­მო­რი­ყულ­ნი

ეს დღე დარ­ჩე­ბა რო­გორც სიზ­მა­რი

ქრის­ტეს საფ­ლავ­თან ისე გავ­ბ­რუვ­დით

ხო­და ნა­ი­ე­რუ­სა­ლი­მა­რი

ჩვენ ბეთ იამ­ში უკან დავ­ბ­რუნ­დით.

(ბეთ იამი)

 ***

თუ ის­რა­ე­ლი თეთ­რი ფე­რია

ზღვი­დან ნა­შო­ბი კვერ­ცხით ლე­და­სი

ბე­თი­ა­მია ხომ ზღვის ფე­რია

დი­დი ბე­ბია ან­დ­რო­მე­და­სი

 

ვინც გა­მოს­ტა­ცა ურ­ჩხულს პერ­სევ­ს­მა

რად­გან თა­ნახ­მად მი­თის მომ­გო­ნის

მას მი­ა­წო­და ხმა­ლი ჰერ­მეს­მა

რა­თა მო­ეჭ­რა თა­ვი გორ­გო­ნის.

(ბეთ იამი ებრაულად ზღვის ქალიშვილს ნიშნავს, - ფერია)

(ბეთ იამი)

 ***

ხე­ლი კვლავ ლექ­სის წე­რას აპი­რებს

თუ ამო­ი­ღო რა­მე მი­ზან­ში

მეც მინ­და მოვ­კ­ვ­დე ამ ზღვის ნა­პი­რას

და ჩა­ვი­მარ­ხო ყვი­თელ ქვი­შა­ში

 

აქ ჰო­რი­ზონ­ტი ისევ ლურ­ჯია

მე­რე გა­და­დის რო­ცა მწვა­ნე­ში

სუ­ლიც ოც­ნე­ბას და­უ­მუნ­ჯია

ფან­ტა­ზი­ა­თა სიწ­ვ­რილ­მა­ნე­ში.

(ბეთ იამი)

 ***

მიყ­ვარს ფან­ჯ­რი­დან შიგ­ნით ბი­ნა­ში

რომ ჩანს ნივ­თე­ბის მიბ­ნე­უ­ლო­ბა

და გა­დაშ­ლი­ლა თვალ­თა წი­ნა­შე

მთე­ლი ოთა­ხის შიგ­ნე­უ­ლო­ბა

 

ეძებ ყვე­ლა­ფერს რად­გა­ნაც ლა­მაზს

სა­ნამ სამ­ყა­როს აგა­ნი­ე­რებ

რო­ცა ქუ­ჩი­დან ყვე­ლა­ფერს ამას

ნიშ­ნის მო­გე­ბით ათ­ვა­ლი­ე­რებ.

(ბეთ იამი)

 ***

რად­გან მე საზღ­ვ­რებს ვი­ცავ რე­ა­ლურს

მო­ლე­კუ­ლუ­რი ლა­წი­რა­კე­ბის

თან წარ­მო­ვად­გენ სი­ცა­რი­ე­ლეს

ელე­მენ­ტა­რულ ნა­წი­ლა­კე­ბის

 

და ერ­თ­დ­რო­უ­ლად ვფიქ­რობ ამა­ზე

ამო­სახ­ს­ნე­ლად ყო­ფი­ე­რე­ბის

ვარ მი­ჯაჭ­ვუ­ლი წარ­მო­სახ­ვა­ზე

მო­ნა სა­კუ­თარ ცნო­ბი­ე­რე­ბის.

(ბეთ იამი)

 ***

ბევ­რის ნატ­ვ­რაა ძა­ლა­უფ­ლე­ბა

რი­სი მიღ­წე­ვაც მათ სულს და­ათ­რობს

და ვინც სა­სურ­ველს და­ე­უფ­ლე­ბა

არა­ნა­ი­რად ამას აღარ თმობს

 

ან­და მიღ­წე­ვას მე­ტის ეც­დე­ბა

დაგ­მობს ინ­ტე­ლექტს და გა­ნათ­ლე­ბას

და მარ­თა­ლია ბევ­რ­ჯერ შეც­დე­ბა

მა­ინც უპო­ვის თავს გა­მარ­თ­ლე­ბას

 

ვერც და­ა­მა­ტებს ალ­ბათ ვე­რა­ფერს

რად­გან იმ ნე­ბით სულს რომ ცხე­ბია

ის სი­ნამ­დ­ვი­ლედ აქ­ცევს ყვე­ლა­ფერს

რაც ბავ­შ­ვო­ბა­ში უოც­ნე­ბია.

(ბეთ იამი )

 ***

 ქარ­თ­ვე­ლის კერ­პი რჯუ­ლია

და აზ­როვ­ნე­ბით სა­და­თი

ყო­ველ­თ­ვის და­ტან­ჯუ­ლია

თუ შე­ეც­ვა­ლა ადა­თი

 

სიმ­ღე­რაც კრი­მან­ჭუ­ლია

გათ­ვ­ლი­ლი ქარ­თ­ლის დე­დებ­ზე

რად­გან ის მი­ჯაჭ­ვუ­ლია

კავ­კა­სი­ო­ნის ქე­დებ­ზე.

(ბეთ იამი)

 ***

მიყ­ვარს რო­დე­საც ვუც­ქერ ზღვა ღე­ლავს

ამ დროს გო­ნე­ბაც კარ­გად ფიქ­რობს თან

შეხ­ლა შე­მოხ­ლას ვხე­დავ ტალ­ღე­ბის

ხალ­ხის­გან დაც­ლილ სა­ნა­პი­როს­თან

 

ქა­ფით მევ­სე­ბა სა­ნამ არ­სე­ბა

ღრუბ­ლებს გა­დე­ნილს გავ­ც­ქერ შორს ქა­რით

და ჩე­მი სუ­ლი ზღვას ემ­ს­გავ­სე­ბა

ჟი­ნით ძლი­ე­რით და ბო­ბო­ქა­რით.

(ბეთ იამი)

 ***

რა­ში მჭირ­დე­ბა მე სხვა ხე­ლო­ბა

ვინ­მე ხომ არ ვარ რუ­სი დი­შო­ვი

უნ­და ვის­წავ­ლო ებ­რა­ე­ლო­ბა

და რა თქმა უნ­და მა­ყუთს ვი­შო­ვი

 

იმ­დე­ნი ხალ­ხი გარ­და­მეც­ვა­ლა

ცოცხ­ლე­ბი­სათ­ვის აღარ მცა­ლია

მე აზ­როვ­ნე­ბა გა­მო­მეც­ვა­ლა

და პრაგ­მა­ტუ­ლი გავ­ხ­დი ძა­ლი­ან.

(ბეთ იამი)

***

ფიქ­რის ძებ­ნა­ში მე ძა­ფის

სუ­ლი რომ სივ­რ­ცით მევ­სე­ბა

ვგრძნობ რომ ზღვა თით­ქოს მე­ძა­ხის

და ქა­ფით მე­ა­ლერ­სე­ბა

 

მეც ექ­ს­ტა­ზამ­დე მი­სუ­ლი

შე­უ­რევ აზრს რომ ვნე­ბა­ში

შე­მო­იჭ­რე­ბა ზღვის სუ­ნი

ბრი­ზი­ვით აზ­როვ­ნე­ბა­ში.

(ბეთ იამი)

 ***

ხე­ლი კვლავ წე­რას აპი­რებს

ზღვა ამო­ვი­ღე მი­ზან­ში

მოვ­კ­ვ­დე­ბი ამ ზღვის ნა­პი­რას

და­ვი­მარ­ხე­ბი ქვი­შა­ში

 

სა­დაც სი­შო­რე ლურ­ჯია

სა­ნამ გა­და­ვა მწვა­ნე­ში

და ენაც ჩე­მი ფუნ­ჯია

სა­გან­თა სიწ­ვ­რილ­მა­ნე­ში.

(ბეთ იამი)

 

ადა­მი­­ნი მან­ქა­ნა

 თუ ჩა­ვა­ტა­რებთ გა­ზომ­ვებს

გა­მო­საკ­ვ­ლე­ვად ამი­სა

ადა­მი­ა­ნი აზ­როვ­ნებს

გრძნო­ბა­თა შე­სა­ბა­მი­სად

 

და კა­ნო­ნე­ბით მარ­ტი­ვით

გა­ხა­რე­ბუ­ლი მიხ­ვედ­რით

მოქ­მე­დებს ავ­ტო­მა­ტი­ვით

ინ­ს­ტ­რუქ­ცი­ე­ბის მი­ხედ­ვით.

(ბათ იამი)

***

წეს­რი­გი უნ­და და­ვიც­ვათ

არ დავ­რ­ჩეთ პირ­დორ­ბ­ლი­ა­ნად

სუფ­თად და სა­დად ჩა­ვიც­ვათ

მო­ვიქ­ცეთ ზრდი­ლო­ბი­ა­ნად

და თუ კა­ნონ­თან ვთან­ხ­მ­დე­ბით

ევ­რო­პე­ლე­ბიც გავ­ხ­დე­ბით.

 ***

გთხოვთ იქით წავ­ყ­ვეთ ამ სიტყ­ვებს

სა­ი­თაც მი­დის ის კვა­ლი

რუ­სებ­მა უკ­ვე და­იპყ­რეს

ხა­ჭა­პუ­რი და ხინ­კა­ლი

ჩვენ­ზე შორს რად­გან მი­დი­ან

ქარ­თულ ღვი­ნო­ებს ყი­დი­ან

ტყე­მალ­სა­ცა და ჯონ­ჯოლ­საც

ნა­ბეღ­ლავ­საც და ბორ­ჯომ­საც

მწვა­დებს და კა­ხურ ლა­ვა­შებს

ქარ­თულ სუფ­რებს რომ ამ­კობ­და

და შენც იხ­სე­ნებ მა­მა­შენს

სადღეგ­რ­ძე­ლოს რომ ამ­ბობ­და.

(ბეთ იამი)