სუ­ა­რე­სის კბე­ნა­ზე ფსო­ნე­ბი აღარ მი­ი­ღე­ბა
27 ივნისი, 2014
2120
print

i>7 ყველაზე სკანდალურ ფაქტი მსოფლიო ჩემპიონატების ისტორიიდან

 კა­ხა ფა­ჩუ­აშ­ვი­ლი

 ლუ­ის სუ­ა­რეს­მა ჯორ­ჯო კი­ე­ლი­ნის რომ უკ­ბი­ნა, ყვე­ლა­ზე დი­დი სი­ხა­რუ­ლი ნორ­ვე­გი­ა­ში გა­ნი­ცა­დეს. 24 წლის გელ­მერ­სენ­მა მან­და­ლი­დან და 24 წლის სუ­ვერ­სენ­მა ტო­ტა­ლი­ზა­ტორ­ში კარ­გა გვა­რი­ა­ნი კუ­ში გა­არ­ტყეს. ტო­ტა­ლი­ზა­ტო­რებ­მა სუ­ა­რე­სის კბე­ნა­ზე ფსო­ნე­ბის მი­ღე­ბა მას შემ­დეგ გა­დაწყ­ვი­ტეს, რაც ლუ­ის­მა შარ­შან "ტო­ტენ­ჰე­მის" მცველს ხელ­ზე უკ­ბი­ნა.

"ეს ფსო­ნი სა­ხა­ლი­სოდ გა­ვა­კე­თე. ვი­ცო­დი, რომ ურუგ­ვაი ჯგუფ­ში ინ­გ­ლი­სი­სა და იტა­ლი­ის გუნ­დებს შეხ­ვ­დე­ბო­და და სუ­ა­რე­სი, რა თქმა უნ­და, ან­გა­ჟი­რე­ბუ­ლი იქ­ნე­ბო­და, მაგ­რამ ვე­რაფ­რით და­ვი­ჯე­რებ­დი, რომ ეს ფსო­ნი გა­ა­მარ­თ­ლებ­და, - იღი­მე­ბა გელ­მერ­სე­ნი ნორ­ვე­გი­ის ტე­ლე­ვი­ზი­ას­თან სა­უ­ბარ­ში, - სი­მარ­თ­ლე გითხ­რათ, და­ვი­ვიწყე კი­დეც ის 100 კრო­ნი, რო­მე­ლიც ამ ფსონ­ზე დავ­დე, მაგ­რამ რო­ცა პირ­და­პირ ეთერ­ში ეს სცე­ნა ვნა­ხე, ხარ­ხა­რი ამიტყ­და. ვი­ფიქ­რე, ღმერ­თო ჩე­მო, ნუ­თუ სუ­ა­რე­სი იმ­დე­ნად ბრიყ­ვია, რომ ეს ხელ­მე­ო­რედ გა­ა­კე­თა? ეს ხომ სუ­რე­ა­ლიზ­მია!"

გელ­მერ­სენ­მა 100 კრო­ნად 17500 მო­ი­გო. სუ­ვერ­სე­ნის მო­გე­ბა კი ოდ­ნავ თავ­მ­დაბ­ლუ­რია. მი­სი მო­გე­ბა 5600 კრონს შე­ად­გენს. "უნ­და ვა­ღი­ა­რო, რომ ეს ყვე­ლა­ზე გი­ჟუ­რი ფსო­ნი იყო ჩემს ცხოვ­რე­ბა­ში," - ამ­ბობს სუ­ვერ­სე­ნი, რო­მე­ლიც პო­კე­რის პრო­ფე­სი­ო­ნა­ლი მო­თა­მა­შეა და ამ საქ­მით ოჯახს ინა­ხავს.

სა­ინ­ტე­რე­სოა, რომ 100 კრო­ნად სუ­ა­რე­სის კბე­ნა ერ­თა­დერ­თი გი­ჟუ­რი ფსო­ნი არ არის გელ­მერ­სე­ნის­თ­ვის, რო­მე­ლიც რო­გორც ჩანს, იოლად ფლან­გავს ფულს. მან მუნ­დი­ა­ლის დაწყე­ბამ­დე კოს­ტა რი­კის ჩემ­პი­ო­ნო­ბა­ზეც გა­ა­კე­თა ფსო­ნი. ცენ­ტ­რა­ლუ­რი ამე­რი­კის ამ გუნ­დ­ზე ფსო­ნი 750-ს შე­ად­გენ­და. გელ­მერ­სენს 100 კრო­ნი აქვს და­დე­ბუ­ლი და თუ კოს­ტა რი­კის ნაკ­რე­ბი მსოფ­ლიო ჩემ­პი­ო­ნი გახ­დე­ბა, ნორ­ვე­გი­ე­ლი სა­კუ­თარ ყუ­ლა­ბას 75000 კრო­ნით გა­ამ­დიდ­რებს. ნორ­ვე­გი­ელს თვი­თონ არ სჯე­რა ამ მე­ტის­მე­ტად თავ­ხე­დუ­რი ფსო­ნის და ამ­ბობს, რომ "თუ ეს მოხ­დე­ბა, შთა­ბეჭ­დი­ლე­ბე­ბით აღ­სავ­სე ვიქ­ნე­ბი".

სუ­ა­რე­სის­თ­ვის კი­ე­ლი­ნის კბე­ნა პირ­ვე­ლი შემ­თხ­ვე­ვა არ იყო. შარ­შან ურუგ­ვა­ელ­მა ლონ­დო­ნის "ტო­ტენ­ჰე­მის" მცველს გა­უ­სინ­ჯა გე­მო. კი­ე­ლი­ნი­ზე კი გა­და­კი­დე­ბუ­ლი იყო. სუ­ა­რეს­მა ად­რეც სცა­და კი­ე­ლი­ნის­თ­ვის ხელ­ში ეკ­ბი­ნა, იტა­ლია - ურუგ­ვა­ის მატ­ჩის მიმ­დი­ნა­რე­ო­ბი­სას, მაგ­რამ მა­შინ ჯორ­ჯომ ხე­ლის გა­წე­ვა მო­ას­წ­რო და სუ­ა­რე­სის ცო­ფი­ან კბი­ლებს გა­და­ურ­ჩა. წელს კი ურუგ­ვა­ელ­მა მა­ინც გა­ი­ტა­ნა თა­ვი­სი, თუმ­ცა თვი­თო­ნაც და­ზა­რალ­და. გამ­წა­რე­ბულ­მა კი­ე­ლი­ნიმ ურუგ­ვა­ელს მხრის ძვა­ლი ამოჰ­კ­რა ყბა­ში და წი­ნა კბი­ლე­ბი და­უ­ზი­ა­ნა. ახ­ლა სუ­ა­რესს მკურ­ნა­ლო­ბა მო­უ­წევს და იმედს გა­მოთ­ქ­ვა­მენ, რომ ვიდ­რე მო­რიგ მსხვერპლს აირ­ჩევს, ათ­ჯერ მა­ინც და­ფიქ­რ­დე­ბა.

სა­ო­ცა­რი თა­მა­შია ფეხ­ბურ­თი. სუ­ა­რე­სის კბე­ნის შემ­დეგ ვინ­მეს გა­ახ­სენ­და სა­ერ­თოდ დი­ე­გო გო­დი­ნის გო­ლი იტა­ლი­ელ­თა კარ­ში, რო­მელ­მაც ურუგ­ვაი მერ­ვედ­ფი­ნალ­ში გა­იყ­ვა­ნა? არა. მთე­ლი მსოფ­ლი­ოს წამ­ყ­ვა­ნი არ­ხე­ბი სულ სუ­ა­რე­სის "გმი­რო­ბას" გად­მოს­ცე­მენ და აანა­ლი­ზე­ბენ. გა­ვა წლე­ბი და 2014 წლის მუნ­დი­ა­ლი­დან ფეხ­ბურ­თის მოყ­ვა­რუ­ლებს, პირ­ველ რიგ­ში, სწო­რედ სუ­ა­რე­სის კბე­ნა გა­ახ­სენ­დე­ბათ. ამის მა­გა­ლი­თი ფეხ­ბურ­თ­ში ბევ­რი გვაქვს. გთა­ვა­ზობთ 7 ყვე­ლა­ზე სკან­და­ლურ ფაქტს მსოფ­ლიო ჩემ­პი­ო­ნა­ტე­ბის ის­ტო­რი­ი­დან.

 1978 წე­ლი. არ­გენ­ტი­ნა

არ­გენ­ტი­ნის მსოფ­ლიო ჩემ­პი­ო­ნა­ტის მე­ო­რე ჯგუ­ფურ ეტაპ­ზე, გა­დამ­წყ­ვეტ მატ­ჩ­ში არ­გენ­ტი­ნის ნაკ­რებ­მა 6:0 გა­ა­ნად­გუ­რა პე­რუ. სწო­რედ ეს ან­გა­რი­ში სჭირ­დე­ბო­დათ არ­გენ­ტი­ნე­ლებს, იმის­თ­ვის, რომ ბურ­თე­ბის სხვა­ო­ბით გა­და­ეს­წ­როთ ბრა­ზი­ლი­ის ნაკ­რე­ბის­თ­ვის და ფი­ნალ­ში გა­სუ­ლიყ­ვ­ნენ. რა­კი მსგავ­სი შემ­თხ­ვე­ვი­თო­ბე­ბი არ ხდე­ბა, პრე­სამ მა­შინ­ვე ხელ­ში აიტა­ცა ეს ფაქ­ტი და ჩაწყო­ბა­ზე ალა­პა­რაკ­და, თუმ­ცა კონ­კ­რე­ტუ­ლი მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბი მხო­ლოდ რამ­დე­ნი­მე წლის შემ­დეგ გა­მო­აქ­ვეყ­ნა ბრი­ტა­ნელ­მა მწე­რალ­მა დე­ვიდ იალოპ­მა. თა­ვის წიგ­ნ­ში მან ზუს­ტად აღ­წე­რა, რო­გორ იყო ეს მატ­ჩი ორ­გა­ნი­ზე­ბუ­ლი. მა­გა­ლი­თად, მი­სი ინ­ფორ­მა­ცი­ით, პე­რუ­ე­ლი ფეხ­ბურ­თე­ლე­ბის მოს­ყიდ­ვით და­კა­ვე­ბუ­ლი იყო პი­რა­დად გე­ნე­რა­ლი ხორ­ხე ვი­დე­ლი - არ­გენ­ტი­ნის სამ­ხედ­რო ხუნ­ტის ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლი, რო­მე­ლიც ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ში 1976-1983 წლებ­ში იმ­ყო­ფე­ბო­და. ის აწარ­მო­ებ­და მო­ლა­პა­რა­კე­ბებს ტურ­ნი­რის ორ­გა­ნი­ზა­ტო­რებ­თან და მან და­გეგ­მა ქრთა­მის გა­და­ცე­მის პრო­ცე­სიც (თან­ხის ოდე­ნო­ბა 50 მი­ლი­ონ დო­ლარს შე­ად­გენ­და), რო­მე­ლიც პე­რუ­ე­ლი სამ­ხედ­რო­ე­ბის ან­გა­რიშ­ზე გა­და­ი­რიცხა.

რაც შე­ე­ხე­ბა პე­რუ­ელ ფეხ­ბურ­თე­ლებს, მათ თა­მა­შის წინ 20-20 ათა­სი დო­ლა­რი და­უ­რი­გეს და ზედ­მი­წევ­ნით ზუს­ტად აუხ­ს­ნეს, რა ან­გა­რი­შით უნ­და დამ­თავ­რე­ბუ­ლი­ყო მატ­ჩი. ეს ყვე­ლა­ფე­რი აღ­წე­რი­ლია დე­ვიდ იალო­პის წიგ­ნ­ში, რო­მე­ლიც გა­გიკ­ვირ­დე­ბათ და შვე­ი­ცა­რი­ა­ში აკ­რ­ძა­ლეს, ქვე­ყა­ნა­ში, სა­დაც ამ ცნო­ბი­ლი ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის შტაბ-ბი­ნა არის გან­თავ­სე­ბუ­ლი.

 1982 წე­ლი. ეს­პა­ნე­თი

მსოფ­ლიო ჩემ­პი­ო­ნა­ტე­ბის ის­ტო­რი­ა­ში ყვე­ლა­ზე აშ­კა­რა ჩაწყო­ბილ მატ­ჩად მიჩ­ნე­უ­ლია 1982 წლის მატ­ჩი და­სავ­ლეთ გერ­მა­ნი­ა­სა და ავ­ს­ტ­რი­ას შო­რის. თა­მა­ში, რო­მე­ლიც ეს­პა­ნე­თის ქა­ლაქ ხი­ხონ­ში გა­ი­მარ­თა, დას­რულ­და გერ­მა­ნელ­თა გა­მარ­ჯ­ვე­ბით - 1:0. ჯგუ­ფუ­რი ეტა­პის მე­სა­მე ტუ­რის წინ ისე­თი მდგო­მა­რე­ო­ბა შე­იქ­მ­ნა, რომ სწო­რედ გერ­მა­ნელ­თა მი­ნი­მა­ლუ­რი გა­მარ­ჯ­ვე­ბა აძ­ლევ­და ხელს ორი­ვე გუნდს. ამ შემ­თხ­ვე­ვა­ში ისი­ნი ფლეი ოფ­ში გა­დი­ოდ­ნენ და ჯგუფ­ში ჩი­ლე­სა და ალ­ჟი­რის ნაკ­რე­ბებს ტო­ვებ­დ­ნენ.

ასეც მოხ­და. მას შემ­დეგ, რაც ხრუ­ბეშ­მა მატ­ჩის დე­ბი­უტ­ში ან­გა­რი­ში გახ­ს­ნა, ფეხ­ბურ­თე­ლებ­მა, ფაქ­ტობ­რი­ვად, და­ას­რუ­ლეს თა­მა­ში და არც ერ­თი გუნ­დი შე­ტე­ვა­ზე აღარ ფიქ­რობ­და. ფი­ფას რე­აქ­ცი­ა­მაც არ და­ა­ყოვ­ნა. ამ მატ­ჩის შემ­დეგ, რო­მე­ლიც ის­ტო­რი­ა­ში შე­ვი­და, რო­გორც "ხი­ხო­ნის პაკ­ტი თავ­და­უს­ხ­მე­ლო­ბის შე­სა­ხებ", გა­დაწყ­და, რომ ჯგუ­ფუ­რი ტურ­ნი­რე­ბის მე­სა­მე ტუ­რის მატ­ჩე­ბი ერ­თ­დ­რო­უ­ლად უნ­და დაწყე­ბუ­ლი­ყო.

 1986 წე­ლი. მექ­სი­კა

ყვე­ლა­ზე ცნო­ბი­ლი ხე­ლით გა­ტა­ნი­ლი გო­ლი "აც­ტე­კას" ლე­გენ­და­რულ სტა­დი­ონ­ზე გა­ვი­და არა­ნაკ­ლებ ლე­გენ­და­რუ­ლი პერ­სო­ნა­ჟის, დი­ე­გო მა­რა­დო­ნას მი­ერ. ინ­გ­ლი­სი - არ­გენ­ტი­ნის მატ­ჩის მე­ო­რე ტა­ი­მის და­საწყის­ში მა­ღალ ბურ­თ­ზე ბრძო­ლა­ში, მი­ნი­ა­ტუ­რულ­მა მა­რა­დო­ნამ ჰა­ერ­ში ინ­გ­ლი­სელ­თა მე­კა­რე პი­ტერ შილ­ტონს აჯო­ბა, მაგ­რამ არ­გენ­ტი­ნე­ლი აშ­კა­რად ვერ შეს­წ­ვ­და ბურთს. მას ბევ­რი არც უფიქ­რია და მარ­ცხე­ნა ხე­ლის მუშ­ტით გა­დაგ­ზავ­ნა ბურ­თი ინ­გ­ლი­სელ­თა კარ­ში. რამ­დე­ნი არ სცა­დეს გა­ცეცხ­ლე­ბულ­მა ინ­გ­ლი­სე­ლებ­მა მსა­ჯის­თ­ვის ემ­ტ­კი­ცე­ბი­ნათ, რომ გო­ლი ხე­ლით იყო გა­ტა­ნი­ლი, მა­ინც ვე­რა­ფერს გახ­დ­ნენ და ის მატ­ჩი არ­გენ­ტი­ნამ - 2:1 მო­ი­გო.

ამ გო­ლი­დან რამ­დე­ნი­მე წუთ­ში მა­რა­დო­ნა "სა­უ­კუ­ნის გოლს" გა­ი­ტანს. მო­ატყუ­ებს რა თით­ქ­მის მთელ ინ­გ­ლი­სის ნაკ­რებს, თა­ვი­სი მე­კა­რი­ა­ნად. მატ­ჩის შემ­დეგ კი მა­რა­დო­ნა გა­ნაცხა­დებს, რომ პირ­ვე­ლი გო­ლი მარ­თ­ლაც "ღმერ­თის ხე­ლით" შე­აგ­დო.

 1990 წე­ლი. იტა­ლია

მსოფ­ლიო ჩემ­პი­ო­ნა­ტე­ბის ის­ტო­რი­ა­ში ყვე­ლა­ზე არა­ორ­დი­ნა­ლუ­რი მოვ­ლე­ნა იტა­ლი­ა­ში, 1990 წელს მოხ­და. და­სავ­ლეთ გერ­მა­ნია - ჰო­ლან­დი­ის შეხ­ვედ­რი­სას ჰო­ლან­დი­ელ­მა ფრანკ რა­ი­კა­არ­დ­მა სა­ხე­ში შე­ა­ფურ­თხა გერ­მა­ნელ ფორ­ვარდ რუ­დი ფი­ო­ლერს. ამის­თ­ვის რა­ი­კა­არ­დი მინ­დ­ვ­რი­დან გა­ა­ძე­ვეს. 10 კა­ცის ამა­რა დარ­ჩე­ნილ­მა ჰო­ლან­დი­ამ კი ვე­რა­ფე­რი გა­აწყო გერ­მა­ნუ­ლი მან­ქა­ნის წი­ნა­აღ­მ­დეგ და და­მარ­ცხ­და - 2:1. ფეხ­ბურ­თე­ლებ­მა კი საქ­მის გარ­ჩე­ვა გა­სახ­დელ­ში გა­აგ­რ­ძე­ლეს. მოგ­ვი­ა­ნე­ბით, რა­ი­კა­არ­დ­მა თა­ვი­სი საქ­ცი­ე­ლი ნერ­ვუ­ლი აშ­ლი­ლო­ბით ახ­ს­ნა, რო­მე­ლიც მას ცოლ­თან გან­შო­რე­ბის გა­მო და­ე­მარ­თა.

 2002 წე­ლი. სამ­­რეთ კო­რეა-იაპო­ნია

ტერ­მი­ნი "ში­ნა­უ­რი მსა­ჯო­ბა" მა­შინ იხ­მა­რე­ბა, რო­ცა მატ­ჩის არ­ბიტ­რი ყვე­ლა სა­და­ვო გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბას დი­დი ტურ­ნი­რის მას­პინ­ძე­ლი გუნ­დის სა­სარ­გებ­ლოდ იღებს. თუმ­ცა, 12 წლის წი­ნათ, ეკ­ვა­დო­რე­ლი და ეგ­ვიპ­ტე­ლი მსა­ჯე­ბის ქცე­ვამ, რომ­ლე­ბიც ფი­ფამ სა­ეჭ­ვო ვი­თა­რე­ბა­ში, სამ­ხ­რეთ კო­რე­ის მატ­ჩებ­ზე და­ნიშ­ნა, ყო­ველ­გ­ვარ ზღვარს გა­და­ა­ჭარ­ბა.

აზი­ა­ში მსოფ­ლიო ჩემ­პი­ო­ნა­ტი პირ­ვე­ლად გა­ი­მარ­თა და აზი­უ­რი გუნ­დიც პირ­ვე­ლად ეღირ­სა ტურ­ნი­რის ნა­ხე­ვარ­ფი­ნალ­ში გას­ვ­ლას. ტო­მა­ზის, მო­რი­ენ­ტე­სის, ელ­გე­რას არ­ჩათ­ვ­ლი­ლი გო­ლე­ბი, ტო­ტის აბ­სურ­დუ­ლი გა­ძე­ვე­ბა, სამ­ხ­რეთ კო­რე­ე­ლი ფეხ­ბურ­თე­ლე­ბის უყუ­რადღე­ბოდ და­ტო­ვე­ბუ­ლი უხე­შო­ბე­ბი - ეს არის არას­რუ­ლი ნუს­ხა იმ "მიღ­წე­ვე­ბის", რომ­ლე­ბიც ორ­მა არ­ბიტ­რ­მა - ბი­რონ მო­რე­ნამ და ქა­მალ ალ-ხან­დურ­მა ჩა­ი­დი­ნეს. მათ, ფაქ­ტობ­რი­ვად, ძა­ლით გა­ათ­რი­ეს გუს ჰი­დინ­კის გუნ­დი მსოფ­ლიო ჩემ­პი­ო­ნა­ტის ნა­ხე­ვარ­ფი­ნალ­ში.

 2006 წე­ლი. გერ­მა­ნია

2006 წლის ფი­ნა­ლუ­რი მატ­ჩი იტა­ლი­ი­სა და საფ­რან­გე­თის ნაკ­რე­ბი გუნ­დე­ბის მო­ნა­წი­ლე­ო­ბით, გვა­რი­ა­ნად გა­ა­ფუ­ჭა ცნო­ბილ­მა კონ­ფ­ლიქ­ტ­მა იტა­ლი­ის ნაკ­რე­ბის მცველს მარ­კო მა­ტე­რა­ცი­სა და ფრან­გე­ბის ლი­დერ ზი­ნე­დინ ზი­დანს შო­რის. მა­ტე­რა­ციმ ზი­და­ნის პრო­ვო­ცი­რე­ბა შეს­ძ­ლო. ზი­ნე­დინ­საც ბევ­რი არ უფიქ­რია და მა­ტე­რა­ცის თა­ვი უთა­ვა­ზა მკერ­დ­ში. ფრან­გე­ბის ლი­დე­რი მა­შინ­ვე მინ­დ­ვ­რი­დან გა­ა­ძე­ვეს და ზი­დან­მაც, გა­სახ­დე­ლის­კენ მი­მა­ვალ გზა­ზე ცი­ვად აუარა მსოფ­ლიო თასს გვერ­დი.

ლი­დე­რის გა­რე­შე დარ­ჩე­ნილ­მა ფრან­გებ­მა პე­ნალ­ტე­ბის სე­რი­ამ­დე კი გაძ­ლეს, მაგ­რამ სე­რია - 3:5 წა­ა­გეს და მსოფ­ლიო ჩემ­პი­ო­ნიც იტა­ლია გახ­და. ზი­და­ნის საქ­ცი­ელს დღემ­დე გა­ნი­ხი­ლა­ვენ. მა­ტე­რა­ციმ კი ამ დრო­ის გან­მავ­ლო­ბა­ში სო­ლი­დუ­რი კა­პი­ტა­ლი და­აგ­რო­ვა სა­კუ­თა­რი წიგ­ნის გა­ყიდ­ვით: "რა ვუთხა­რი ზი­დანს სი­ნამ­დ­ვი­ლე­ში."

 2014 წე­ლი. ბრა­ზი­ლია

2014 წლამ­დეც მო­ვაღ­წი­ეთ. ბრა­ზი­ლი­ის მუნ­დი­ალ­ზე ურუგ­ვა­ი­სა და იტა­ლი­ის ნაკ­რებ­თა შეხ­ვედ­რა­ში ერ­თი მერ­ვედ­ფი­ნა­ლუ­რი საგ­ზუ­რის ბე­დი წყდე­ბო­და. ოს­კარ ტა­ბა­რე­სის გუნ­დის ლი­დერ­მა ლუ­ის სუ­ა­რეს­მა ძვე­ლი, მავ­ნე ჩვე­ვა გა­იხ­სე­ნა და მთე­ლი კა­რი­ე­რის გან­მავ­ლო­ბა­ში მე­სა­მედ უკ­ბი­ნა თა­ვის მსხვერპლს. თუ წი­ნა შემ­თხ­ვე­ვებ­ში სუ­ა­რე­სის კბი­ლე­ბით ოტ­მან ბა­კა­ლი და ბრო­ნის­ლავ ივა­ნო­ვი­ჩი და­ზა­რალ­დ­ნენ, ამ­ჯე­რად "გრა­ფი დრა­კუ­ლას", რო­გორც მას ბრა­ზი­ლი­ელ­მა კო­მენ­ტა­ტო­რებ­მა შე­არ­ქ­ვეს, მსხვერ­პ­ლი იტა­ლი­ის ნაკ­რე­ბის მცვე­ლი ჯორ­ჯო კი­ე­ლი­ნი გახ­და. კი­ე­ლი­ნი რამ­დე­ნი­მე წუ­თის გან­მავ­ლო­ბა­ში ცდი­ლობ­და მსა­ჯის­თ­ვის მხარ­ზე სუ­ა­რე­სის ნაკ­ბე­ნი ეჩ­ვე­ნე­ბი­ნა, მაგ­რამ ვე­რა­ფერს გახ­და. მატ­ჩის არ­ბიტ­რ­მა მას ყუ­რიც არ ათხო­ვა. სუ­ა­რეს­მა გაფ­რ­თხი­ლე­ბაც კი არ მი­ი­ღო. რამ­დე­ნი­მე წუ­თის შემ­დეგ კი ურუგ­ვა­იმ გა­ი­ტა­ნა ერ­თა­დერ­თი გო­ლი იტა­ლი­ის ნაკ­რე­ბის კარ­ში, რო­მელ­მაც ოს­კარ ტა­ბა­რე­სის გუნ­დი მერ­ვედ­ფი­ნალ­ში გა­იყ­ვა­ნა.

 P.S. ფი­ფას ოფი­ცი­ა­ლუ­რი ინ­ფორ­მა­ცი­ით, ლუ­ის სუ­ა­რესს ნაკ­რებ­ში 9-მატ­ჩი­ა­ნი დის­კ­ვა­ლი­ფი­კა­ცია მი­ე­სა­ჯა. ურუგ­ვა­ელ ფეხ­ბურ­თელს 4 თვით აეკ­რ­ძა­ლა ნე­ბის­მი­ე­რი სა­ფეხ­ბურ­თო ქმე­დე­ბა. მას აუკ­რ­ძა­ლეს ვარ­ჯი­შე­ბიც და სტა­დი­ონ­ზე შეს­ვ­ლაც. ამას გარ­და, ლუ­ის სუ­ა­რე­სი 100 ათა­სი შვე­ი­ცა­რი­უ­ლი ფრან­კით და­ა­ჯა­რი­მეს.

 

lika andiashvili