სურ­ნე­ლი, რო­მე­ლიც ჟან­გ­ბადს გი­ტო­ვებს
27 ივნისი, 2014
806
print

 ნი­ნა ახ­ლო­­რი

 

 არც ისე დი­დი ხა­ნი გა­ვი­და მას შემ­დეგ, რაც შე­ნო­ბა­ში აღ­მოვ­ჩ­ნ­დი. გა­რეთ ოც­და­ათ გრა­დუს­ზე მე­ტი არ იქ­ნე­ბო­და, მაგ­რამ დღის გან­მავ­ლო­ბა­ში გა­ხუ­რე­ბუ­ლი ას­ფალ­ტი­დან ისე­თი სიმ­ხურ­ვა­ლე მო­დი­ო­და, რომ კონ­დი­ცი­ო­ნე­რით აღ­ჭურ­ვილ სივ­რ­ცე­ში მოხ­ვედ­რის სურ­ვი­ლი იმ წუთ­ში უფ­რო ძლი­ე­რი იყო, ვიდ­რე ბუ­ე­ნოს-აირე­სის ნახ­ვა ან პა­რიზ­ში მო­დის კვი­რე­ულ­ზე ჩას­ვ­ლა. თუმ­ცა, არც ეს ახა­ლი ექ­ს­პო­ზი­ცია ჩან­და მთლად ური­გო. გა­მო­ფე­ნა რამ­დე­ნი­მე ოთახ­ში იყო მოწყო­ბი­ლი, ხალ­ხი კი იმა­ზე მე­ტი მო­სუ­ლი­ყო, ვიდ­რე ეს თბი­ლის­ში ხდე­ბა ხოლ­მე.

 ერთ-ერთ პა­ტა­რა დარ­ბაზ­ში შეს­ვ­ლის­თა­ნა­ვე სიგ­რი­ლის შეგ­რ­ძ­ნე­ბა გაქ­რა. თით­ქოს ჟან­გ­ბა­დიც გა­მო­ი­ლია და ას­ფალ­ტის სიმ­ხურ­ვა­ლეც კვლავ ვიგ­რ­ძე­ნი. ყვე­ლა­ფერ­ში დამ­ნა­შა­ვე თაფ­ლის, ამ­ბ­რი­სა და ფორ­თოხ­ლის ყვა­ვი­ლის სქე­ლი, კონ­ცენ­ტ­რი­რე­ბუ­ლი არო­მა­ტი იყო, რო­მე­ლიც, რო­გორც ჩანს, ერთ-ერ­თი სტუმ­რის­გან მო­დი­ო­და. პარ­ფი­უ­მის სა­ხე­ლი მეხ­სი­ე­რე­ბა­ში იქამ­დე ამო­ტივ­ტივ­და, სა­ნამ დის­კომ­ფორ­ტის შეგ­რ­ძ­ნე­ბა გაჩ­ნ­დე­ბო­და - Elie Saab Eau de Parfum Intense...

 მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ არ­სე­ბობს რამ­დე­ნი­მე აღ­მო­სავ­ლუ­რი ტი­პის არო­მა­ტი, რო­მე­ლიც სით­ბო­ში გა­ცი­ლე­ბით უფ­რო სა­ინ­ტე­რე­სოდ იხ­ს­ნე­ბა, ვიდ­რე ცივ ამინ­დ­ში (მა­გა­ლი­თად, Estee Lauder-ის Sensuous), სა­ზაფხუ­ლოდ მთა­ვა­რი faux pas არ­ჩე­ვა­ნის გა­კე­თე­ბის დროს მა­ინც არ­სე­ბობს - არო­მა­ტი არ უნ­და იყოს ზედ­მე­ტად ტკბი­ლი. სამ­წუ­ხა­როდ, თაფ­ლის ნო­ტე­ბი, მი­თუ­მე­ტეს, თუ ის დო­მი­ნან­ტუ­რია არო­მატ­ში, კარ­გად მხო­ლოდ ცი­ვი სე­ზო­ნის სა­ღა­მო­ებს ეწყო­ბა, ზაფხულ­ში კი შე­უძ­ლია პირ­და­პი­რი მნიშ­ვ­ნე­ლო­ბით სუნ­თ­ქ­ვის სა­შუ­ა­ლე­ბა არ მოგ­ვ­ცეს. ამი­ტომ, სა­ზაფხუ­ლოდ პარ­ფი­უ­მე­რუ­ლი გარ­დე­რო­ბის გა­ნახ­ლე­ბა ისე­ვე სა­ჭი­რო უნ­და იყოს, რო­გორც თბი­ლი ქურ­თუ­კის მსუ­ბუ­ქი მა­ი­სუ­რით ჩა­ნაც­ვ­ლე­ბა. მი­თუ­მე­ტეს, რომ გა­მო­სა­ვა­ლი იოლად მო­ი­ძებ­ნე­ბა მა­ში­ნაც კი, თუ ჩვე­ნი ყნოს­ვის რე­ცეპ­ტო­რე­ბიც გრილ, ციტ­რუ­სო­ვან თუ ე.წ. aquatic ჯგუ­ფის არო­მატს მტრუ­ლად აღიქ­ვამს.

 ერთ-ერ­თი ასე­თი Guerlain-ის ახა­ლი არო­მა­ტია - Terracota Le Parfum, რო­მე­ლიც სახ­ლ­მა ამა­ვე სა­ხელ­წო­დე­ბის კოს­მე­ტი­კუ­რი ხა­ზის Terracota ოც­და­ა­თი წლის იუბი­ლეს აღ­სა­ნიშ­ნა­ვად გა­მო­უშ­ვა. პირ­ვე­ლი­ვე ნო­ტე­ბი აქ მზის და ცხე­ლი ქვი­შის ასო­ცი­ა­ცი­ას იწ­ვევს. ჩნდე­ბა შეგ­რ­ძ­ნე­ბა, თით­ქოს სადღაც აქ­ვე პლა­ჟია, რომ­ლის სტუმ­რებ­საც ქო­ქო­სი­სა და ვა­ნი­ლის კოქ­ტე­ილს სთა­ვა­ზო­ბენ, ჰა­ერ­ში კი მზის სხი­ვე­ბის­გან გამ­თ­ბა­რი ტი­ა­რეს ყვა­ვი­ლის სურ­ნე­ლი ტრი­ა­ლებს. ქო­ქო­სის სურ­ნე­ლი სუ­ლაც არ არის მო­მა­ბეზ­რე­ბე­ლი, რო­გორც გა­სა­რუ­ჯი სა­შუ­ა­ლე­ბე­ბის უმე­ტე­სო­ბა­ში. დო­მი­ნან­ტუ­რი აქ უფ­რო ილანგ-ილან­გი და ტი­ა­რეა, თუმ­ცა ბა­ზა­ში ვა­ნი­ლიც საკ­მა­ოდ საგ­რ­ძ­ნო­ბია. ბუ­კე­ტი, მთლი­ა­ნო­ბა­ში, საკ­მა­ოდ ტკბი­ლი სურ­ნე­ლით გვა­მახ­სოვ­რებს თავს, თუმ­ცა ეს ის სიტ­კ­ბოა, რო­მე­ლიც ზაფხუ­ლის მზის მცხუნ­ვა­რე­ბას უძ­ლებს, ნაზ შლე­იფს ქმნის და შთა­ბეჭ­დი­ლე­ბას ტო­ვებს, თით­ქოს თა­ვად კა­ნი არის ასე­თი სურ­ნე­ლო­ვა­ნი. Terracota მი­მარ­თუ­ლე­ბით ძა­ლი­ან ჰგავს Estee Lauder-ის Bronze Goddess-ს, თუმ­ცა უფ­რო სენ­სუ­ა­ლუ­რია, უფ­რო კონ­ცენ­ტ­რი­რე­ბუ­ლი.

 არო­მა­ტუ­ლი, ოდ­ნავ შე­სამ­ჩ­ნე­ვი სიტ­კ­ბო­თი იხ­ს­ნე­ბა Christian Dior-ის Dior Addict Eau Delice. სწო­რი შთა­ბეჭ­დი­ლე­ბის შე­საქ­მ­ნე­ლად საკ­მა­რი­სია წარ­მო­ვიდ­გი­ნოთ მოც­ვი, რო­მელ­საც ზე­მო­დან მცი­რე დო­ზით მო­ა­ყა­რეს ტკბი­ლი პუდ­რა. დე­მა­შის ამ ქმნი­ლე­ბას შე­უმ­ჩ­ნე­ველს ვერ ვუ­წო­დებთ და მა­ინც, ბო­ლო წლებ­ში ის ზაფხუ­ლის პე­რი­ო­დის­თ­ვის შექ­მ­ნი­ლი ერთ-ერ­თი იდე­ა­ლუ­რი არო­მა­ტია. ხი­ლის ნო­ტე­ბი მუშ­კის არო­მატს ერე­ვა, ნუ­ში, ვა­ნი­ლი და ილანგ-ილან­გი კი კომ­პი­ზი­ცი­ას სა­შუ­ა­ლე­ბას არ აძ­ლევს, ზედ­მე­ტად მსუ­ბუ­ქი, უფ­რო სწო­რად, უსა­ხუ­რი იყოს. ეს იგი­ვეა, ბაღ­ში მოც­ვის კომ­პოტს მი­ირ­თ­მევ­დე და გრილ ნი­ავს ვარ­დი­სა და ჟას­მი­ნის ნა­ზი არო­მა­ტი მოჰ­ქონ­დეს.

 აღ­ნიშ­ნუ­ლი არო­მა­ტის მოყ­ვა­რუ­ლებს ასე­ვე მო­ე­წო­ნე­ბათ Yves Rocher-ს Cerisier en Fleurs, ახა­ლი არო­მა­ტი კო­ლექ­ცი­ი­დან Un Matin au Jardin. Cerisier en Fleurs, ისე­ვე, რო­გორც სხვა ნე­ბის­მი­ე­რი სურ­ნე­ლი ამ სე­რი­ი­დან, საკ­მა­ოდ სწორ­ხა­ზო­ვა­ნია, რთუ­ლი გა­დას­ვ­ლე­ბის გა­რე­შე. მი­უ­ხე­და­ვად ამი­სა, მო­ნო-არო­მა­ტიც არ ეთ­ქ­მის - ალუბ­ლის ყვა­ვილ­თან ერ­თად, პირ­ვე­ლი­ვე სუნ­თ­ქ­ვა­ზე ციტ­რუ­სე­ბი და მწვა­ნე ნო­ტე­ბიც იგ­რ­ნო­ბა. ეს ყვე­ლა­ფე­რი, ნუშ­თან ერ­თად, ძა­ლი­ან სა­სი­ა­მოვ­ნო, ცოცხალ და­ბო­ლო­ე­ბას ქმნის, სინ­თე­ტი­კუ­რი ტო­ნის გა­რე­შე. უფ­რო ჰარ­მო­ნი­უ­ლი სურ­ნე­ლია, ვიდ­რე Rose Fraiche ამა­ვე სე­რი­ი­დან, რო­მელ­შიც გრე­იპ­ფ­რუ­ტის ნო­ტის სიმ­ძაფ­რე, ცო­ტა არ იყოს, გა­და­ჭარ­ბე­ბით იგ­რ­ძ­ნო­ბა.

 ალ­დე­ჰი­დე­ბის და "მწვა­ნე" ნო­ტე­ბის თაყ­ვა­ნის­მ­ცემ­ლე­ბი, ისე­ვე რო­გორც ხე­ლოვ­ნე­ბის მოყ­ვა­რუ­ლე­ბი გულ­გ­რილ­ნი არ დარ­ჩე­ბი­ან Comme des Garcons-ის ახა­ლი არო­მა­ტით Serpentine, რო­მე­ლიც ბრენ­დ­მა Serpentine Gallery-ის­თან თა­ნამ­შ­რომ­ლო­ბის შე­დე­გად შექ­მ­ნა. ის, გარ­კ­ვე­ულ­წი­ლად, მოგ­ვა­გო­ნებს კი­დეც ხე­ლოვ­ნე­ბის ნი­მუშს. გარ­და იმი­სა, რომ შე­ფუთ­ვის დი­ზა­ი­ნის ავ­ტო­რი ტრე­ი­სი ემი­ნია, თა­ვად აკორ­დიც საკ­მა­ოდ ორი­გი­ნა­ლუ­რია. ემი­ლი კო­პერ­მა­ნი და­ვა­ლე­ბას საკ­მა­ოდ კრე­ა­ტი­უ­ლად მი­უდ­გა და კედ­რის, გვა­ი­ა­კის ხის, ბა­ლა­ხის, მუშ­კის, ალ­დე­ჰი­დე­ბის, ზამ­ბა­ხი­სა და... ას­ფალ­ტის ნო­ტე­ბის­გან უჩ­ვე­უ­ლო კომ­პო­ზი­ცია შექ­მ­ნა.

 მათ­თ­ვის კი, ვინც ჯერ­ჯე­რო­ბით ურ­ბა­ნულ გა­რე­მოს ვერ შორ­დე­ბა, მაგ­რამ ეგ­ზო­ტი­კურ გა­რე­მო­ზე მე­ტად, სიმ­წ­ვა­ნე­სა და ტყის სიგ­რი­ლე­ზე ოც­ნე­ბობს, Acqua di Parma სა­სი­ა­მოვ­ნო ილუ­ზი­ას შე­უქ­მ­ნის. Acqua di Parma Blu Mediterraneo - Ginepro di Sardegna გან­ს­ხ­ვავ­დე­ბა ბევ­რი სა­ზაფხუ­ლო არო­მა­ტის­გან, უმ­თავ­რე­სად კი იმით, რომ ეს არ არის ციტ­რუ­სე­ბის და ხი­ლის ბა­ნა­ლუ­რი ბუ­კე­ტი. სურ­ნელ­თან გაც­ნო­ბა სარ­დი­ნი­ის სა­ნა­პი­რო­ზე გა­სე­ირ­ნე­ბის ტოლ­ფა­სია - ღვი­ის, კედ­რის და მუს­კა­ტის კაკ­ლის დო­მი­ნან­ტუ­რი ნო­ტე­ბით, Ginepro di Sardegna პარ­ფი­უმ­ზე მე­ტად, არო­მა­თე­რა­პი­ი­სა და ეთერ­ზე­თე­ბის ასო­ცი­ა­ცი­ას ქმნის. მერ­ქ­ნის არო­მა­ტუ­ლი კომ­პო­ზი­ცია აბ­სო­ლუ­ტუ­რად უნი­სექ­სი ხა­სი­ა­თი­საა, ზოგს ისიც შე­იძ­ლე­ბა მო­ეჩ­ვე­ნოს, რომ კვი­პა­რო­სი და პილ­პი­ლი პა­ტა­რა სივ­რ­ცეს ტო­ვებს ქა­ლუ­რი სი­ნა­ზის­თ­ვის, თუმ­ცა სურ­ნე­ლი იმ­დე­ნად ნა­ტუ­რა­ლუ­რი და ცოცხა­ლია, რომ მა­შინ­ვე სუფ­თა ჰა­ე­რის ნა­კად­ში გვახ­ვევს. ეს კი სწო­რედ ისაა, რაც მო­მა­ვა­ლი ორი თვის მან­ძილ­ზე ყვე­ლა­ზე სა­სურ­ვე­ლი იქ­ნე­ბა...

lika andiashvili