მას­ტურ­ბა­ცია
27 ივნისი, 2014
3353
print

ნი­კო­ლოზ ჰუ­მა­ნო­ი­დის აზ­რი

თა­კო სალ­თხუ­ციშ­ვი­ლი

წარ­­გი­ნე­ბა

ჩე­მი სა­ე­რო სა­ხე­ლი ნი­კო­ლოზ ლუ­ტი­ძე გახ­ლავთ, არ­ტის­ტულ სივ­რ­ცე­ში მიც­ნო­ბენ, რო­გორც ნი­კო­ლოზ ჰუ­მა­ნო­იდს და „ტე­რო­რის­ტულ სივ­რ­ცე­ში", რო­გორც ნა­ნუ­ლი შე­ვარ­დ­ნა­ძეს. სა­მი ცხოვ­რე­ბით ვცდი­ლობ ვიცხოვ­რო, სა­ჭი­რო­ე­ბის შემ­თხ­ვე­ვა­ში შე­სა­ბა­მის ცხოვ­რე­ბას ვი­ყე­ნებ. ვთვლი და ჩემ­ზე ამ­ბო­ბენ, რომ არ­ტის­ტი ვარ. ჩე­მი ძი­რი­თა­დი გა­მო­ხატ­ვის ფორ­მაა პერ­ფორ­მან­სი. ვა­კე­თებ ინ­ს­ტა­ლა­ცი­ებს და ამ წუ­თას ჩე­მი ინ­ტე­რე­სის სა­გა­ნია გარ­და­მა­ვა­ლი პე­რი­ო­დე­ბი.

მუდ­მი­ვად გარ­და­მა­ვა­ლი პე­რი­­დე­ბი

ეს გარ­და­მა­ვა­ლი პე­რი­ო­დე­ბი ძა­ლი­ან სა­ინ­ტე­რე­სოა, იმი­ტომ რომ აქ, ამ სივ­რ­ცე­ში, სა­დაც ვცხოვ­რობ, უამ­რა­ვი მძაფ­რი და სწრა­ფი გარ­და­ტე­ხა და ცვლი­ლე­ბა მოხ­და. რთუ­ლია რე­ა­ბი­ლი­ტა­ცი­ის მო­მენ­ტი ახალ მო­ცე­მუ­ლო­ბას­თან. გა­სა­ა­ნა­ლი­ზე­ბე­ლია, რა გრჩე­ბა წარ­სუ­ლი­დან, რა გაქვს ახა­ლი, რას ებ­რ­ძ­ვი, რას აცხა­დებ მტრად. ბევ­რი შრე ითხოვს ანა­ლიზს, რაც ხშირ შემ­თხ­ვე­ვა­ში არ ხდე­ბა ან ვერ ხდე­ბა და რა­საც სხვა­დას­ხ­ვა მი­ზე­ზე­ბი აქვს. შე­იძ­ლე­ბა ეს იყოს გა­მოც­დი­ლე­ბის ან გა­ნათ­ლე­ბის არ­ქო­ნის ბრა­ლი - რაც ძა­ლი­ან მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი კომ­პო­ნენ­ტია. მე მა­გა­ლი­თად ვარ ადა­მი­ა­ნი, ვინც დი­დი ენ­თუ­ზი­აზ­მით ვცდი­ლობ­დი სწავ­ლას. ჩა­ვა­ბა­რე ერთ უნი­ვერ­სი­ტეტ­ში, ვი­ა­რე და ერთ თვე­ში მივ­ხ­ვ­დი, რომ იქ ვერ ვიქ­ნე­ბო­დი. გა­და­ვე­დი მე­ო­რე­ში, იქაც იგი­ვე და­მე­მარ­თა, მე­რე წა­ვე­დი მე­სა­მე­ში და სა­ბო­ლო­ოდ ოთხი უნი­ვერ­სი­ტე­ტის გა­მოც­ვ­ლის შემ­დეგ გა­ვა­კე­თე ჩე­მი ცხრი­ლი და კვი­რის გან­მავ­ლო­ბა­ში სხვა­დას­ხ­ვა უნი­ვერ­სი­ტეტ­ში თა­ვი­სუ­ფალ მსმე­ნე­ლად დავ­დი­ო­დი. ეს იყო ჩე­მი გა­ნათ­ლე­ბის სის­ტე­მა, ანუ მე თვი­თონ მი­ვა­გე­ნი რა­ღაც გა­ნათ­ლე­ბის ფორ­მას. სა­კუ­თა­რი თა­ვის­თ­ვის გა­მო­სა­ვა­ლი ვი­პო­ვე.

„კა­მი­კა­ძე ლო­ჯია"

მომ­წონს აქ ყოფ­ნა და ცხოვ­რე­ბა. დი­დი ხნით არ­სად წას­ვ­ლას არ ვა­პი­რებ, იმი­ტომ რომ ძა­ლი­ან ბევრ თე­მა­ზეა სა­მუ­შაო. არ­ტის­ტის­თ­ვის იდე­ა­ლუ­რი სივ­რ­ცეა. გა­სა­კე­თე­ბე­ლი იმ­დე­ნად ბევ­რია, რომ იდე­ა­ლუ­რი სივ­რ­ცეა. თუმ­ცა ვერ ვიტყო­დი, რომ მარ­ტი­ვი. რთუ­ლია მე­ო­რე მა­რაზ­მ­ში არ გა­დახ­ვი­დე. მა­გა­ლი­თად სად­მე რა­ი­მე ნა­მუ­შე­ვარს რომ ვა­კე­თებ, მი­თუ­მე­ტეს „გან­ვი­თა­რე­ბულ ქვეყ­ნებ­ში", ყვე­ლას მო­ლო­დი­ნი აქვს ეგ­ზო­ტი­კუ­რო­ბის და ცდი­ლო­ბენ შენ­გან ეს მი­ი­ღონ. კუ­რა­ტო­რი იმა­ზე მუ­შა­ობს, რომ შე­ნი ნა­მუ­შე­ვა­რი მნახ­ვე­ლის­თ­ვის ძა­ლი­ან ეგ­ზო­ტი­კუ­რი იყოს. უთ­ქ­ვამთ, რომ იყოს რა­მე სექ­სუ­ა­ლუ­რიც ამა­ში, რომ უფ­რო მე­ტი მნახ­ვე­ლი ყავ­დეს, რაც ცო­ტა გა­მა­ღი­ზი­ა­ნე­ბე­ლიც არის, მაგ­რამ მე­რე იწყებ ამა­ზე კა­იფს.

მოკ­ლედ ამ „გან­ვი­თა­რე­ბუ­ლი ქვეყ­ნე­ბის" და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა ასე­თია. ყო­ველ­თ­ვის ზე­მო­დან გი­ყუ­რე­ბენ, არა­და შენ­თან მუ­შა­ო­ბა სულ აინ­ტე­რე­სებთ, იმი­ტომ რომ გან­ს­ხ­ვა­ვე­ბულ სა­აზ­როვ­ნო სივ­რ­ცე­ში, სხვა კულ­ტუ­რა­ში ხარ და მან იცის, რომ შენ შე­იძ­ლე­ბა რა­ღაც ისე­თი სი­გი­ჟე გა­ა­კე­თო, რო­მელ­საც ევ­რო­პა­ში გა­ყი­დის. მა­გა­ლი­თად ავი­ღოთ არ­ქი­ტექ­ტუ­რა. ჩემს ბო­ლო ნა­მუ­შე­ვარს, პრო­ექტს, რო­მე­ლიც „ვე­ნე­ცი­ის ბი­ე­ნა­ლეს­თ­ვის" გა­ვა­კე­თე, ერ­ქ­ვა „კა­მი­კა­ძე ლო­ჯია". ჩვენ­თან ძა­ლი­ან ჩვე­უ­ლებ­რი­ვი თე­მაა ეს - მი­შე­ნე­ბუ­ლი ლო­ჯია. ყვე­ლამ ვი­ცით, რა არის, რო­გო­რია და რამ­დე­ნად ბევ­რია. იქ ხალ­ხი უბ­რა­ლოდ ვერ ხვდე­ბო­და. ვე­ნე­ცი­ა­ში ბო­ლო ერ­თი სა­უ­კუ­ნე არა­ფე­რი აშე­ნე­ბუ­ლა და ჩვენ ამ პრო­ექ­ტის ფარ­გ­ლებ­ში მი­ვა­შე­ნეთ. იქ იყო ჩვე­ნი პა­ვი­ლი­ო­ნი მი­შე­ნე­ბუ­ლი ლო­ჯით. კულ­ტუ­რის სა­მი­ნის­ტ­რო, მი­ზან­დარს თუ არ ჩავ­თ­ვ­ლით, რო­მე­ლიც მი­ნის­ტ­რის მო­ად­გი­ლე აღარ არის, დღემ­დე ვერ ხვდე­ბა, ფუ­ლი რა­ში და­ხარ­ჯეს, მაგ­რამ აღ­მოჩ­ნ­და, რომ იქ, „ვე­ნე­ცი­ის ბი­ე­ნა­ლე­ზე" კა­ტე­გო­რი­ა­ში „პა­ვი­ლი­ო­ნე­ბი, რომ­ლე­ბიც აუცი­ლებ­ლად უნ­და ნა­ხოთ" ჩვენ ხუ­თე­ულ­ში მოვ­ხ­ვ­დით.

კულ­ტუ­რის გან­ვი­თა­რე­ბის ამ­ბავ­ში დი­აგ­ნო­ზე­ბის დას­მა ცო­ტა „უხერ­ხუ­ლი თე­მაა". ამ­ბო­ბენ, რომ „სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში არ­ტის­ტებს და­ბა­ლი და­ფი­ნან­სე­ბა აქვთ". მარ­თა­ლია, მაგ­რამ არ გე­გო­ნოთ, რომ ევ­რო­პა­ში ყვე­ლა­ფე­რი მარ­ტი­ვად ხდე­ბა, იმი­ტომ რომ მე­ტი და­ფი­ნან­სე­ბაა. იქ თუ ძა­ლი­ან "Cool არ­ტის­ტი" არ ხარ, გა­ცი­ლე­ბით რთუ­ლა­დაა საქ­მე. აქ ჩვენს თავ­ში გა­ცი­ლე­ბით მე­ტი თა­ვი­სუ­ფა­ლი სივ­რ­ცე გვაქვს. იქ სრულ პა­ნი­კა­ში ხარ, და­ძა­ბუ­ლი და სტრე­სუ­ლი გა­რე­მოა, ბევ­რად მე­ტი უნ­და იმუ­შაო. ყვე­ლა­ფე­რი თა­ვი­დან ბო­ლომ­დე გათ­ვ­ლი­ლი უნ­და გქონ­დეს. ალ­ბათ მიჩ­ვე­ვა­დია ეგ­რე ცხოვ­რე­ბა, მაგ­რამ არ­ტის­ტის­თ­ვის მა­ინც ძა­ლი­ან რთუ­ლი იქ­ნე­ბა.

რე­ლი­გია

კულ­ტუ­რას­თან კავ­შირ­შია ყვე­ლა­ფე­რი. რე­ლი­გია ძა­ლი­ან მჭირ­დ­რო კავ­შირ­შია. დღეს რე­ლი­გი­ას­თან ბევ­რი რა­ღაც არის მიბ­მუ­ლი. თუნ­დაც ადა­მი­ა­ნე­ბის და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა სა­კუ­თარ გა­რე­მოს­თან. ძა­ლი­ან პა­რა­დოქ­სულ და აბ­სურ­დულ სივ­რ­ცე­ში მგო­ნია თა­ვი. რე­ა­ლუ­რად ადა­მი­ა­ნებს გაც­ნო­ბი­ე­რე­ბუ­ლი რომ ჰქონ­დეთ, რა სწამთ და რა უნ­და სწამ­დეთ, გა­ცი­ლე­ბით უკე­თეს, ტო­ლე­რან­ტულ, მიმ­ტე­ვე­ბელ სივ­რ­ცე­ში ვიცხოვ­რებ­დით. აქ ყვე­ლა­ფე­რი სა­პი­რის­პი­როდ ხდე­ბა. გულ­წ­რ­ფე­ლად ვე­კითხე­ბი ხოლ­მე ადა­მი­ა­ნებს, რომ­ლე­ბიც რქე­ბით მაწ­ვე­ბი­ან მარ­თ­ლ­მა­დი­დებ­ლო­ბის კუთხი­დან, აქვთ თუ არა სა­ხა­რე­ბა ერ­თხელ მა­ინც წა­კითხუ­ლი და რას ფიქ­რო­ბენ. ჩე­მი მხრი­დან ეს კითხ­ვა სა­ში­შია. ამ რქე­ბი­ა­ნი მარ­თ­ლ­მა­დი­დებ­ლე­ბის­თ­ვის ასე­თი კითხ­ვის დამ­ს­მე­ლი სა­ში­ში ხდე­ბა და იწყე­ბა - „რა ძმაო? რას მე­კითხე­ბი". მოკ­ლედ რე­ლი­გი­ის თე­მა მძაფ­რია. ცხოვ­რე­ბა­ში პირ­ვე­ლად ვინც და­მარ­ტყა, იყო სა­სუ­ლი­ე­რო პი­რი. ეს მოხ­და 2010-ში გა­მო­ხატ­ვის თა­ვი­სუფ­ლე­ბის აქ­ცი­ა­ზე. იმ აქ­ცი­ა­ზე ერ­თა­დერ­თი ადა­მი­ა­ნი ვი­ყა­ვი, რო­მელ­საც და­ზა­რა­ლე­ბუ­ლის სა­ბუ­თი ჰქონ­და იმი­ტომ, რომ სა­ა­ვად­მ­ყო­ფო­ში მოვ­ხ­ვ­დი და ტვი­ნის შერ­ყე­ვა მქონ­და, თან კა­მე­რე­ბის წინ და­მარ­ტყეს. ძა­ლი­ან სა­ინ­ტე­რე­სო შემ­თხ­ვე­ვა იყო იმი­თაც, რომ იმ ადა­მი­ა­ნე­ბის­თ­ვის ალ­ბათ მე ვი­ყა­ვი გეი, თან რა­დი­კა­ლი გეი. სა­სა­მარ­თ­ლო­ზე ერ­თი ქა­ლი დგე­ბა და სე­რი­ო­ზუ­ლი სა­ხით ეუბ­ნე­ბა მო­სა­მარ­თ­ლეს, „ქალ­ბა­ტო­ნო მო­სა­მარ­თ­ლე, სა­ყუ­რე ხომ უკე­თია, ქუ­დი მო­ხა­დეთ, მა­გას გრძე­ლი თმაც ექ­ნე­ბაო". სა­სა­მარ­თ­ლო­ში ფეხ­მ­ძი­მე მე­უღ­ლეს­თან ერ­თად მი­ვე­დი, იქ ხალხს კულ­ტუ­რუ­ლი შო­კი ჰქონ­დათ. რო­გორ შე­იძ­ლე­ბა სა­ყუ­რი­ანს და კი­კი­ნი­ანს ცო­ლი და თან ფეხ­მ­ძი­მე ყავ­დეს. მოკ­ლედ ეს ყვე­ლა­ფე­რი მხო­ლოდ რე­ლი­გი­ურ პრობ­ლე­მას­თან აღარ არის და­კავ­შირ­ბუ­ლი, სა­სა­მარ­თ­ლოს პრობ­ლე­მას­თან, პო­ლი­ტი­კას­თან მივ­ყა­ვართ. ეს ადა­მი­ა­ნე­ბი, ვინც ჩე­მი ცე­მის გა­მო და­ი­ჭი­რეს, პო­ლიტ­პა­ტიმ­რე­ბის სტა­ტუ­სით გა­ან­თა­ვი­სუფ­ლეს. აი რო­გორ აბ­სურ­დ­თან გვაქვს საქ­მე... მე რა არ­სე­ბა ვარ ამ შემ­თხ­ვე­ვა­ში, არ ვი­ცი - „გეი-იაღო­ვე­ლი-ნა­ცი­ო­ნა­ლი-მტრის ხა­ტი" ალ­ბათ.

კი­დევ ერ­თი პა­რა­დოქ­სი

კი­დევ ერ­თი პა­რა­დოქ­სი ამ ადა­მი­ა­ნე­ბის და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბაა ის­ტო­რი­ას­თან. ეს ტი­პე­ბი, ღი­პი­ა­ნი მარ­თ­ლ­მა­დი­დებ­ლე­ბი, რომ­ლე­ბიც შე­იძ­ლე­ბა მუდ­მი­ვად მო­რალს გი­კითხავ­დ­ნენ, სადღეგ­რ­ძე­ლო­ში სა­ქარ­თ­ვე­ლოს ის­ტო­რი­ა­ზე ისე­თებს გე­სა­უბ­რე­ბი­ან, რომ შეგ­რ­ცხ­ვე­ბა, თავს უხერ­ხუ­ლად იგ­რ­ძ­ნობ. ამის პა­რა­ლე­ლუ­რად რა ხდე­ბა - ინ­გ­რე­ვა ის ტაძ­რე­ბი და ის ის­ტო­რი­უ­ლი მნიშ­ვ­ნე­ლო­ბის ძეგ­ლე­ბი, რომ­ლებ­ზეც წე­სით აგე­ბუ­ლი უნ­და იყოს არა მხო­ლოდ ტუ­რიზ­მი. ისეთ ტაძ­რებს გა­უ­კე­თეს რეს­ტავ­რა­ცია, რომ­ლებ­საც უბ­რა­ლოდ კონ­სერ­ვა­ცია სჭირ­დე­ბო­და. ანუ, იმის ნაც­ვ­ლად, რომ შე­ე­ნარ­ჩუ­ნე­ბი­ნათ ძეგ­ლი, და­ან­გ­რი­ეს და თა­ვი­დან ააშე­ნეს.

მე რომ გა­მო­ვი­დე, „სა­ყუ­რი­ა­ნი პე­დე­რას­ტი" და გა­მოვ­თ­ქ­ვა პრო­ტეს­ტი, შე­იძ­ლე­ბა ის თხა­კი­კი­ნა მარ­თ­ლ­მა­დი­დე­ბე­ლი მო­ვი­დეს და მითხ­რას, შენ ვინ გე­კითხე­ბა შე იაღო­ვე­ლოო. ამ დროს მე-16 სა­უ­კუ­ნის ტა­ძარ­ში კარ­მას აკე­თებს და მეჩ­ვიდ­მე­ტე სა­უ­კუ­ნის რკი­ნის უზარ­მა­ზარ კარს ხვრეტს.

ათი-თორ­მე­ტი წე­ლი ქუ­თა­ის­ში, ბაგ­რა­ტის ტა­ძარ­თან ახ­ლოს ვცხოვ­რობ­დი და მთე­ლი ჩე­მი ქუ­თა­ის­თან ურ­თი­ერ­თო­ბა ბაგ­რა­ტის ტა­ძა­რი იყო. ეს იყო ძა­ლი­ან ლა­მა­ზი სივ­რ­ცე, ნამ­დ­ვი­ლი სი­გი­ჟე, გან­სა­კუთ­რე­ბით ზამ­თარ­ში, თოვ­ლის დროს. 2012 წელს ჩა­ვე­დი და დამ­ხ­ვ­და ჩვე­უ­ლებ­რი­ვი ტორ­ტი! 90-იან წლებ­ში დე­და­ჩე­მი ტორ­ტის დი­ზა­ი­ნე­რი იყო (მგო­ნი აქე­დან და­იწყო ქარ­თუ­ლი ეკ­ლე­სი­ის მა­რაზ­მი), მა­შინ ძა­ლი­ან პო­პუ­ლა­რუ­ლი იყო ეკ­ლე­სი­ის ფორ­მის ტორ­ტე­ბი. ბევ­რი შეკ­ვე­თე­ბი იყო ქორ­წი­ლე­ბი­დან, დაკ­რ­ძალ­ვე­ბი­დან და ა.შ. ჩემს სახ­ლ­ში სულ ეკ­ლე­სია ტორ­ტე­ბი იყო და უცებ გა­მოხ­ტა ვი­ღაც მა­მაო - „რო­გორ შე­იძ­ლე­ბა ამის გა­კე­თე­ბა, იმი­ტომ, რომ მე­რე ეკ­ლე­სია იჭ­რე­ბა და იჭ­მე­ვა", თქვა მან. გა­სა­გე­ბია, ლო­გი­კა ამა­ში დევს, მაგ­რამ რო­დე­საც ბაგ­რატ­თან ჩა­ვე­დი ბო­ლოს, მას ტორ­ტის სუ­ნი ას­დი­ო­და. ზუს­ტად ისე­თი იყო, რო­გო­რიც დე­და­ჩე­მის გა­კე­თე­ბუ­ლი „ეკ­ლე­სია ტორ­ტი". მოკ­ლედ, ძა­ლი­ან მა­ინ­ტე­რე­სებ­და ეს თე­მა და და­ვიწყე ბაგ­რა­ტის ტა­ძარ­ზე კვლე­ვა. ლიფ­ტი, რო­მე­ლიც ეკ­ლე­სი­ა­ში გა­ა­კე­თეს, რე­ა­ლუ­რად იყო ბე­რე­ბის­თ­ვის, რომ ასუ­ლიყ­ვ­ნენ მე­ო­რე სარ­თულ­ზე, სა­დაც მათ სა­კუ­თა­რი საცხოვ­რე­ბე­ლი ად­გი­ლე­ბი მო­ეწყოთ. სხვა და­ნიშ­ნუ­ლე­ბა ამ ლიფტს არ ქონ­და. ხალ­ხ­მა ერ­თი ამ­ბა­ვი რომ ატე­ხა მა­შინ, ეს ლიფ­ტი გა­ა­უქ­მეს, ოღონდ უბ­რა­ლოდ გა­ა­უქ­მეს. ნგრე­ვის დროს საკ­მა­ოდ დიდ პე­რი­მეტ­რ­ზე მო­ზა­ი­კა აღ­მო­ა­ჩი­ნეს და, რა თქმა უნ­და, და­ან­გ­რი­ეს, იმი­ტომ რომ იატაკ­ქ­ვე­შა გათ­ბო­ბა ჭირ­დე­ბო­და ხალხს. მე­თორ­მე­ტე სა­უ­კუ­ნის მო­ზა­ი­კა და­შა­ლეს! სი­ცი­ვე­ში ლოც­ვა არ ჭრის, მად­ლი არ ტრი­ა­ლებს ალ­ბათ. მე­რე ჩემ­ხე­ლა ბიჭ­მა ტა­ძარ­ში „სას­წა­უ­ლი" მაჩ­ვე­ნა - კედ­ლი­დან გა­მო­სუ­ლი პა­ტა­რა ლეღ­ვის ტო­ტი. მე-12 სა­უ­კუ­ნის ძეგ­ლი და­ან­გ­რი­ეს და ლეღ­ვი სას­წა­უ­ლი იყო.

გა­ვიხ­სე­ნოთ საყ­დ­რი­სის თე­მაც. მე თვი­თონ აქ­ტი­უ­რად ვი­ყა­ვი ჩარ­თუ­ლი ამ თე­მა­ში, ფილ­მიც გა­ვა­კე­თე. იქ ოქ­რო სულ მო­ი­პო­ვე­ბო­და, საბ­ჭო­თა კავ­შირ­შიც იყო, მაგ­რამ საქ­მე რა­შია - ერ­თი ბორ­ც­ვია ის­ტო­რი­უ­ლი, რო­მე­ლიც ის კი არ არის, რომ ტუ­რიზ­მის გან­ვი­თა­რე­ბის­თ­ვის აქვს მნიშ­ვ­ნე­ლო­ბა, ის პლა­ნე­ტის მეხ­სი­ე­რე­ბაა. ალ­ბათ ცო­ტა რთუ­ლი გა­სა­აზ­რე­ბე­ლი და აღ­საქ­მე­ლია ეს ყო­ვე­ლი­ვე. საქ­მე ის არის, რომ ამ ბორ­ც­ვის დან­გ­რე­ვით მზამ­ზა­რე­ულ ოქ­როს მი­ი­ღებ­დ­ნენ, თხრა არ და­ჭირ­დე­ბო­და. იქ ხე­ლოს­ნებს ვე­სა­უბ­რე, რომ­ლებ­მაც მითხ­რეს, რომ ყვე­ლა­გან ოქ­როა, სა­დაც არ უნ­და და­არ­ტყაო და სივ­რ­ცე­ში, სა­დაც ამ რა­ო­დე­ნო­ბის ოქ­რო მო­ი­პო­ვე­ბა, დამ­ხ­ვ­დ­ნენ ადა­მი­ა­ნე­ბი, რომ­ლე­ბა­საც 12 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში შუ­ქი არ აქვთ. უბ­რა­ლოდ, უნ­და ნა­ხოთ, იქ ადა­მი­ა­ნე­ბი რა პი­რო­ბებ­ში ცხოვ­რო­ბენ. წე­ლი­წად­ში ერ­თი მი­ლი­ო­ნი რომ და­ი­ხარ­ჯოს იქა­უ­რო­ბის გან­ვი­თა­რე­ბა­ზე, შე­იძ­ლე­ბა სა­მოთხე მი­ვი­ღოთ. მაგ­რამ ამ ამ­ბავ­ში ეკ­ლე­სი­აც არ ერე­ო­და. ალ­ბათ იმი­ტომ რომ, გუმ­ბა­თი არ ედ­გა იმ „ბორცვს". კი­დევ ერთ პა­რა­დოქსს შევ­ხ­ვ­დი რა­ჭა­ში, სორ­ში. ერთ-ერთ ულა­მა­ზე­სი ფრეს­კას კონ­სერ­ვა­ცია გა­უ­კე­თეს, მგო­ნი საკ­მა­ოდ კარ­გა­დაც და იქა­უ­რე­ბი „ნაწყე­ნე­ბი იყ­ვ­ნენ". მღვდე­ლი ამ­ბობ­და, „რო­გორ არ მო­ხა­ტეს თა­ვი­და­ნო". ალ­ბათ უნ­დო­დათ, რა­მე თა­ნა­მედ­რო­ვე სტი­ქა­როს­ნე­ბი მიგ­ვე­ხა­ტა - პომ­პონ­ჩი­კე­ბით.

მე უკ­ვე სათ­ვა­ლა­ვი ამე­რია, იმ­დე­ნი ხა­ნია მთავ­რო­ბა პირ­და­პი­რი მნიშ­ნე­ლო­ბით მას­ტურ­ბი­რებს. შე­იძ­ლე­ბა არ გაქვს ცოდ­ნა, ხარ პა­ტა­რა ბი­ჭუ­ნა, მე მეს­მის იკა­კო­სი, ანუ არ აქვს ეს გა­ნათ­ლე­ბა, მეს­მის, რომ ხის­ტი ბუ­ნე­ბი­საა ეს ადა­მი­ა­ნი, ცო­ტა მა­სა­ჟი, რე­ლაქ­სა­ცია სჭირ­დე­ბა, რომ უკეთ იაზ­როვ­ნოს, იქ­ნებ ცო­ტა მო­დუნ­დეს, და ნაკ­ლე­ბი სი­სუ­ლე­ლე თქვას. ერ­თა­დერ­თი დიპ­ლო­მი რა­შიც მაქვს, სხვა­თა­შო­რის, არის მა­სა­ჟი და მე ვთა­ვა­ზობ იკა­კოს 10 მა­საჟს უფა­სოდ!

ტი­პი არ ერი­დე­ბა შე­უ­რაცხ­ყო­ფებს. სა­უბ­რობს - „ის სუ­ლე­ლე­ბი" და მსგავ­სი ტერ­მი­ნე­ბით. ძა­ლი­ან სა­ინ­ტე­რე­სო ურ­თი­ერ­თო­ბის ფორ­მე­ბი აქვს. მე მეს­მის იკა­კო­სი, ერ­თი თა­ო­ბა ვართ მა­ინც. ისიც მარ­თა­ლია, რომ სორ­ბო­ნა და­ამ­თავ­რა, რაც მე ვერ შევ­ძე­ლი, მაგ­რამ მა­ინც ვფიქ­რობ, ური­გო რჩე­ვას არ ვე­უბ­ნე­ბი.

მოკ­ლედ, ეს ყვე­ლა­ფე­რი კულ­ტუ­რა­ზე კი არ მოქ­მე­დებს, რე­ა­ლუ­რად ახალ კულ­ტუ­რას ქმნის. ამ ყვე­ლა­ფერ­ზე კვლე­ვის გა­კე­თე­ბაც კი შე­იძ­ლე­ბა. უბ­რა­ლო მოკ­ვ­და­ვებს არ შეგ­ვ­წევს იმ­დე­ნი, რომ ენა, რო­მელ­საც „ხე­ლის უფა­ლი" გვთა­ვა­ზობს, სრუ­ლად შე­ვით­ვი­სოთ. ნუ ვიქ­ნე­ბით აგ­რე­სი­უ­ლე­ბი და შემ­ტე­ვე­ბი მე­გობ­რე­ბო. და­ვე­ლო­დოთ ერ­თი-ათი წე­ლი და იმე­დი მაქვს, გვეშ­ვე­ლე­ბა. საქ­მე ის არის, რომ ჩვე­ნი თა­ო­ბაც მას­ტურ­ბი­რებს. მე ვე­რა­ვის რჩე­ვებს ვერ მივ­ცემ, მაგ­რამ შე­მიძ­ლია და­ვა­ფიქ­სი­რო ჩე­მი აზ­რი, თუ რამ­დე­ნად ცუ­დია, რო­ცა მი­კერ­ძო­ე­ბა ხდე­ბა. ანუ რო­დე­საც არ ხარ ნე­იტ­რა­ლუ­რი, არ გა­მო­დი­ხარ და არ აპ­რო­ტეს­ტებ რა­ღა­ცას, მა­შინ რო­ცა ხე­დავ, რომ სადღაც რა­ღაც ძა­ლი­ან ცუ­დი ხდე­ბა.

მო­წე­ვა და უკა­ნა­ლე­ბი

მცი­რე ანა­ლი­ზი რომ გა­ა­კე­თო ჩვენს სივ­რ­ცე­ზე, გა­მო­დის, რომ ხალხს მხო­ლოდ „ვი­ღაც გე­ე­ბის" უკა­ნა­ლე­ბი და მა­რი­ხუ­ა­ნას მო­წე­ვა აღელ­ვებს. სხვა რო­მელ აქ­ცი­ა­ზე და­დის ამ­დე­ნი ხალ­ხი. სექ­სუ­ა­ლო­ბას რო­ცა ეხე­ბი­ან - იქ მთავ­რ­დე­ბა სხვა ყვე­ლა­ფე­რი.

გა­სა­გე­ბია, ყვე­ლა­ფე­რი რაც გა­საპ­რო­ტეს­ტე­ბე­ლია, უნ­და გაპ­რო­ტეს­ტ­დეს, მაგ­რამ მხო­ლოდ ეს არ არა­ის. მე არა­სო­დეს არ მო­მი­წე­ვია, მაგ­რამ უბ­რა­ლოდ რომ დავ­ფიქ­რ­დე ერ­თი წა­მით - მე მოვ­წიე რა­ღაც ბა­ლა­ხი და ამის გა­მო შე­იძ­ლე­ბა შვი­დი წლით ჩამ­ს­ვან ცი­ხე­ში - იქი­დან ხომ მარ­თ­ლა კრი­მი­ნა­ლი გა­მოვ­დი­ვარ, სა­ხე მე­ხე­ვა, ცხოვ­რე­ბას ვკარ­გავ, შვი­ლი მყავს, რო­მელ­საც 7 წე­ლი ვერ ვნა­ხავ, ანუ მკლა­ვენ ფაქ­ტი­უ­რად. ამას თუ გა­აც­ნო­ბი­ე­რებ, რა თქმა უნ­და გახ­ვალ აქ­ცი­ა­ზე. აქ­ცი­ა­ზე „ბე­ქა კრი­მი­ნა­ლი არ არის" ვი­ყა­ვით 100 კა­ცი და მა­რი­ხუ­ა­ნას დეკ­რი­მი­ნა­ლი­ზა­ცი­ის მოთხოვ­ნა­ზე მო­ვი­და 20000 კა­ცი. რა­ღა­ცე­ე­ბი ორ­გა­ნი­ზე­ბის ბრა­ლიც იყო, რა თქმა უნ­და, მაგ­რამ მა­ინც კი­დევ ერ­თხელ გა­მოჩ­ნ­და, რომ ყვე­ლას მხო­ლოდ სა­კუ­თა­რი უკა­ნა­ლი აწუ­ხებს. სო­ლი­და­რო­ბის პრობ­ლე­მა მძი­მედ დგას. ვთქვათ, დღეს ფე­ხებ­ზე მკი­დია, ვი­ღაც ბე­ქას და­ი­ჭე­რენ თუ არა. არ მა­ღელ­ვებს საყ­დ­რი­სი და ბაგ­რა­ტი, მაგ­რამ ხვალ მე რომ მო­მად­გე­ბი­ან, ალ­ბათ აღა­რა­ვინ იქ­ნე­ბა დარ­ჩე­ნი­ლი, ვინც გა­აპ­რო­ტეს­ტებს.

P.S. თუ ვინ­მეს ნი­კო­ლოზ ჰუ­მა­ნო­ი­დის აზ­რი არ მო­გე­წო­ნათ, უკე­თე­სად თქვენ თქვით - takosaltkhutsishvili@gmail.com