სა­შე­მოდ­გო­მო გა­და­ბა­რე­ბუ­ლია
07 ნოემბერი, 2014
1542
print

ქეთევან იგნატოვა

"Все счастливые семьи похожи друг на друга, каждая несчастливая семья несчастлива по-своему.

Все смешалось в доме Облонских....."

 რუ­სუ­ლი ლი­ტე­რა­ტუ­რის კლა­სი­კა, "ანა კა­რე­ნი­ნა" და ობ­ლონ­ს­კე­ბის ოჯა­ხი (რა დროს რუ­სუ­ლი არის­ტოკ­რა­ტია და მა­თი პრობ­ლე­მე­ბია?) არ ვი­ცი და ქარ­თულ პო­ლი­ტი­კა­ში რომ ნამ­დ­ვი­ლად - все смешалось, ამა­ში, ალ­ბათ, იოლად და­მე­თან­ხ­მე­ბით. ყვე­ლა­ფე­რი აირ-და­ი­რია და თან საკ­მა­ოდ სა­ინ­ტე­რე­სოდ, სა­ხა­ლი­სოდ, იმე­დის მომ­ცე­მად. გა­სუ­ლი ორი წლის დამ­თ­რ­გუნ­ვე­ლი, უიმე­დო ში­და­პო­ლი­ტი­კუ­რი სტაგ­ნა­ცია და­ირ­ღ­ვა. ასე­თი არა­სიმ­პა­ტი­ურ-არა­მომ­ხიბ­ვ­ლე­ლი და ხშირ შემ­თხ­ვე­ვა­ში, სა­მარ­ცხ­ვი­ნო ერ­თ­პი­როვ­ნუ­ლი, მო­ნურ-მა­ა­მებ­ლურ-მორ­ჩი­ლი მმარ­თ­ვე­ლო­ბა გა­ირ­ღ­ვა. ფა­რა გა­ი­ფან­ტა. მწყემ­სი და მი­სი მოს­წავ­ლე, დამ­ხ­მა­რე ხე­ლის­ბი­ჭი გაქ­ცე­უ­ლებს ვე­ღარ და­ა­უბ­რუ­ნე­ბენ.

სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში სრუ­ლი­ად მო­სა­ლოდ­ნე­ლი, ლო­გი­კუ­რი და ნა­ნატ­რი ში­და პო­ლი­ტი­კუ­რი პრო­ცე­სი და­იწყო...

"რა სა­ჭი­როა გზა, თუ იგი…" ევ­რო­პის­კენ, და­სავ­ლე­თის­კენ, ცი­ვი­ლი­ზა­ცი­ის­კენ, დე­მოკ­რა­ტი­ის­კენ… არ მი­დის?

სა­ქარ­თ­ვე­ლომ, სა­ქარ­თ­ვე­ლოს მო­სახ­ლე­ო­ბამ ეს გზა დი­დი ხა­ნია აირ­ჩია, ამ გზას დი­დი ხა­ნია და­ად­გა და გა­სულ კვი­რას ამ გზას დრო­ე­ბით გზა­აბ­ნე­უ­ლე­ბიც და­უბ­რუნ­დ­ნენ. ამ ერ­თა­დერ­თი მთა­ვა­რი, უალ­ტერ­ნა­ტი­ვო გზის გა­ყო­ლა არა რო­მე­ლი­მე კონ­კ­რე­ტუ­ლი პარ­ტი­ის, პო­ლი­ტი­კუ­რი ჯგუ­ფის, სიმ­პა­ტია-ან­ტი­პა­ტი­ის ჯგუ­ფის წევ­რო­ბას, ვი­ღა­ცის ვი­ღა­ცას­თან მე­გობ­რო­ბა-თა­ნამ­შ­რომ­ლო­ბას, არა­მედ კონ­კ­რე­ტულ ღი­რე­ბუ­ლე­ბებს, უტყუ­არ ფა­სე­უ­ლო­ბებს, მყარ პრინ­ცი­პებს, იდე­ა­ლებს, მიზ­ნებს, თა­ვი­სუფ­ლე­ბი­სა და დე­მოკ­რა­ტი­ის­თ­ვის მა­რა­დი­უ­ლი ბრძო­ლის უნარ­სა და სურ­ვილს გუ­ლის­ხ­მობს. და­სავ­ლე­თის­კენ მი­მა­ვა­ლი რთუ­ლი, უამ­რა­ვი დაბ­რ­კო­ლე­ბე­ბით, სირ­თუ­ლე­ე­ბით გა­მორ­ჩე­უ­ლი ეს ფარ­თო გზა არც შე­ვარ­დ­ნა­ძეს, არც სა­ა­კაშ­ვილს, არც მარ­გ­ვე­ლაშ­ვილს… არ აურ­ჩე­ვია. ამ გზის გავ­ლა ჩვე­ნი, ქარ­თ­ვე­ლი ხალ­ხის ერ­თა­დერ­თი მი­ზა­ნი და სურ­ვი­ლი იყო, არის და ყვე­ლას, ნე­ბის­მი­ერს, ვინც ქარ­თ­ვე­ლი ხალ­ხის ამ ნე­ბას, ამ სვლას შე­უ­ერ­თ­დე­ბა, მხო­ლოდ სი­ხა­რუ­ლი­თა და სი­ა­მა­ყით, ხელ­გაშ­ლი­ლად მი­ი­ღე­ბენ. ევ­რო­პის­კენ მი­მა­ვალ გზა­ზე ად­გი­ლი ყვე­ლას ეყო­ფა… ხომ გითხა­რით, ეს გზა უკი­დე­გა­ნოდ ფარ­თოა, ყვე­ლას და­ი­ტევს.

ვერც კი გად­მოგ­ცემთ რა­ო­დენ სა­სი­ა­მოვ­ნოა, რო­დე­საც სულ რა­ღაც ერ­თი-ორი კვი­რის წინ, ჩემს მი­ერ, ასე, უბ­რა­ლოდ, ხუმ­რო­ბით, იუმო­რით (სამ­წუ­ხა­როდ, დიდ­წი­ლად ვერ­გა­გე­ბუ­ლი იუმო­რით! ნა­ხე­ვარ­მა, ნა­ხე­ვა­რის ოჯა­ხის წევ­რებ­მა, მე­გობ­რებ­მა თვა­ლი ამა­რი­დეს, სა­ლა­მი და­ი­ნა­ნეს… რას იზამ?) ორი­ა­ნე­ბით შე­ფა­სე­ბულ­თა, ოროს­ნე­ბად წო­დე­ბულ­თა, თუნ­დაც ნა­წილ­მა, გა­მო­ყო­ლი­ლი სა­შე­მოდ­გო­მო­ე­ბი ასე შე­სა­ნიშ­ნა­ვად, შე­მიძ­ლია ვთქვა, სა­ა­მა­ყოდ გა­მო­ას­წო­რეს და ახ­ლა შე­მოდ­გო­მის მი­წუ­რულს, ნო­ემ­ბ­რის თვე­ში, შე­იძ­ლე­ბა, ოდ­ნავ დაგ­ვი­ა­ნე­ბით, მაგ­რამ დამ­სა­ხუ­რე­ბუ­ლი, რო­გორც მას­წავ­ლებ­ლე­ბი ამ­ბო­ბენ - "მყა­რი ოთხი­ა­ნე­ბი" მი­ი­ღეს. ერ­თი-ორის გა­მოკ­ლე­ბით, ოთხი­ან­ზე მა­ღალ ნი­შანს ჯერ, თავს შე­ვი­კა­ვებ და არ დავ­წერ, რად­გან ასე­თი მა­ღა­ლი ნი­შა­ნი მხო­ლოდ ერ­თა­დერთ, ულა­ტერ­ნა­ტი­ვო და­სავ­ლურ გზა­ზე ად­გი­ლის სტა­ბი­ლუ­რი დამ­კ­ვიდ­რე­ბის შე­დე­გად იწე­რე­ბა. ამას კი ჯერ დრო უნ­და. ჯერ უნ­და და­ვაკ­ვირ­დეთ. მოვ­ლე­ნებს, კონ­კ­რე­ტუ­ლი "მყა­რი ოთხოს­ნე­ბის" შემ­დ­გომ პო­ლი­ტი­კურ თუ ზნე­ობ­რივ ნა­ბი­ჯებს და­ვე­ლო­დოთ.

ალა­სა­ნი­ას - ოთხი. მე­ტი კონ­კ­რე­ტი­კა, მე­ტი სი­თა­მა­მე, მე­ტი გულ­წ­ფე­ლო­ბა, მე­ტი ინ­დი­ვი­დუ­ა­ლიზ­მი, მე­ტი თვით­კ­რი­ტი­კა, ნაკ­ლე­ბი სუ­ბი­ექ­ტუ­რო­ბა!.. არა­ვი­თა­რი ბოღ­მა და სი­ძულ­ვი­ლი! ამ სა­მარ­ცხ­ვი­ნო თვი­სე­ბე­ბის მი­ნი­მა­ლუ­რი შემ­ჩ­ნე­ვის შემ­თხ­ვე­ვა­შიც კი, დღეს, თით­ქოს­და, ასე­თი მყა­რი ოთხი­ა­ნი, წა­მი­ე­რად, დი­დი-დი­დი, საბ­რა­ლო, ჩან­ჩა­ლა სა­მი­ა­ნად გა­და­კეთ­დე­ბა! ალა­სა­ნი­ას­გან ქარ­თუ­ლი სა­ზო­გა­დო­ე­ბა, ქო­ციც და ნა­ციც, მეტს, მი­სი შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბის მაქ­სი­მუმს ელის… მას კი ეს შე­უძ­ლია! (იმე­დია) სა­მი­ნის­ტ­რო­დან გა­ცი­ლე­ბი­სას თა­ნამ­შ­რო­მელ­თა ტა­ში ტყუ­ი­ლად ხომ არ და­იმ­სა­ხუ­რა? ასეთ შე­უ­ფა­სე­ბელ ნდო­ბას, ამ ხმა­მა­ღალ აპ­ლო­დის­მენ­ტებს დამ­სა­ხუ­რე­ბა ხომ უნ­და?

პეტ­რი­აშ­ვილს - ოთხი. და­სა­ფა­სე­ბე­ლი ენა­მახ­ვი­ლო­ბის, იუმო­რის, ერ­თ­გუ­ლე­ბის, მე­გობ­რო­ბის, თა­ნა­გუნ­დე­ლო­ბის, ნელ-ნე­ლა სულ უფ­რო შე­სამ­ჩ­ნე­ვი ფა­სე­უ­ლო­ბე­ბის… მი­უ­ხე­და­ვად, ჯერ ხუთს ვერ დავ­წერთ. ჯერ შევ­ხე­დავთ… ევ­რო­პულ გზა­ზე არ ბან­ცა­ლე­ბენ. ამ გზას მყა­რი სვლა სჭირ­დე­ბა.

ფან­ჯი­კი­ძეს - ხუ­თი. გა­დად­გ­მუ­ლი ნა­ბი­ჯის სირ­თუ­ლის მი­უ­ხე­და­ვად მკა­ფი­ოდ გა­მოვ­ლე­ნი­ლი პრინ­ცი­პუ­ლო­ბის, სი­თა­მა­მის, ერ­თ­გუ­ლე­ბის, სიმ­ტ­კი­ცის­თ­ვის, გა­კე­თე­ბუ­ლი გან­ცხა­დე­ბე­ბის­თ­ვის, სიძ­ლი­ე­რის­თ­ვის… უბ­რა­ლოდ ქა­ლუ­რად, მე­გობ­რუ­ლად და სიმ­პა­ტი­ით.

აბა­ში­ძეს, დო­ლი­ძეს… - ოთხე­ბი მი­ნუ­სით. ამას რო­გორ წარ­მო­ვიდ­გენ­დით, ამას რო­გორ ვი­ფიქ­რებ­დით? რას ვე­ღირ­სეთ? ამ წყალ­წა­ღე­ბულ­მა ოროს­ნებ­მაც მო­ინ­დო­მეს და თქვენ ხე­დავთ, ოდ­ნავ შეძ­ლეს კი­დეც! ყო­ჩაღ! ასე გა­აგ­რ­ძე­ლონ და ოთხი მი­ნუ­სით, შე­საძ­ლოა, ოთხი პლუ­სიც გახ­დეს. მთა­ვა­რი გზი­დან არ გა­დახ­ვე­ვა და მონ­დო­მე­ბაა.

ცა­გა­რე­იშ­ვილს - ოღონდ არ იტი­როს და მა­გა­საც ოთხი მი­ნუ­სით. მი­ნუ­სის გა­მო, მა­ინც ტი­რის? რა ვქნათ?! იტი­როს. მყარ ოთხი­ანს ჯერ ნამ­დ­ვი­ლად არ იმ­სა­ხუ­რებს. ისე­დაც ზედ­მე­ტად ავუ­წი­ეთ ნი­შა­ნი. შეწყ­ვი­ტოს ტი­რი­ლი და მე­ტად ეცა­დოს, შან­სი კი მი­ე­ცა, ქარ­თუ­ლი სა­ზო­გა­დო­ე­ბაც ჯერ ცო­ტა ხანს და­ე­ლო­დე­ბა, შე­ხე­დავს, და­აკ­ვირ­დე­ბა.

სა­ქარ­თ­ვე­ლოს პრე­ზი­დენტს, მარ­გ­ვე­ლაშ­ვილს - ასე­ვე მას­წავ­ლებ­ლე­ბის ტერ­მი­ნო­ლო­გი­ით ვი­სარ­გებ­ლებ და ვიტყ­ვი - დი­დი, ლა­მა­ზი (კოხ­ტა) ხუ­თი­ა­ნი. "კუ­ლუ­ა­რუ­ლი მმარ­თ­ვე­ლო­ბის" ხმა­მაღ­ლა, თა­მა­მად, ყო­ველ­გ­ვარ მი­კი­ბულ-მო­კი­ბუ­ლის გა­რე­შე პირ­და­პირ მხი­ლე­ბის­თ­ვის, აღი­ა­რე­ბის­თ­ვის, პა­სუ­ხის­მ­გებ­ლო­ბის, და­კის­რე­ბუ­ლი ვალ­დე­ბუ­ლე­ბე­ბის შეგ­რ­ძ­ნე­ბის­თ­ვის, მტკი­ცე, ურ­ყე­ვი და­სავ­ლუ­რო­ბის­თ­ვის, "ინ­წი­ლი­გენ­ტო­ბის­თ­ვის", სა­კუ­თა­რი შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბის სულ უფ­რო და უფ­რო და­ჯე­რე­ბის­თ­ვის და ასე, უბ­რა­ლოდ, ჩემ­გან პი­რა­დი სიმ­პა­ტი­ის­თ­ვის - წა­მა­ხა­ლი­სე­ბე­ლი ხუ­თი. ხომ იცით, ნი­ჭი­ე­რი, მაგ­რამ სა­კუ­თარ თავ­ში ბო­ლომ­დე არ­დარ­წ­მუ­ნე­ბუ­ლი მოს­წავ­ლე­ე­ბი, ზოგ­ჯერ უნ­და წა­ა­ხა­ლი­სო კი­დეც. ნი­შა­ნი ცო­ტა მო­უ­მა­ტო კი­დეც. უნ­და იგ­რ­ძ­ნონ, რომ მა­თი გჯე­რა, მათ­გან ელი, მა­თი იმე­დი გაქვს. უნ­და იცოდ­ნენ, რომ მათ ეს შე­უძ­ლი­ათ. მარ­გ­ვე­ლაშ­ვილს კი ხუ­თოს­ნო­ბა, წე­სით, ნამ­დ­ვი­ლად უნ­და შე­ეძ­ლოს.

და­ნარ­ჩენ, დარ­ჩე­ნილ მი­ნის­ტ­რებს, თა­ვი­სი სა­გან­გე­ბო სპეც­ბ­რი­ფინ­გე­ბით, არა­გულ­წ­რ­ფე­ლო­ბის­თ­ვის და არა­სი­თა­მა­მის­თ­ვის - ჯერ­ჯე­რო­ბით ორი­ა­ნე­ბი რჩე­ბათ.

ზალ­კა­ლი­ანს - ემო­ცი­უ­რი ცრემ­ლის გმი­რუ­ლად შე­კა­ვე­ბი­სა და ევ­რო­პულ გზა­ზე მტკი­ცე ნა­ბი­ჯის გა­დად­გ­მის­თ­ვის - ოთხი.

ბე­რუ­ჩაშ­ვილს - სა­მარ­ცხ­ვი­ნო ორი.

წუ­ლუ­კი­ანს, მი­სი თქმით, "ქვეყ­ნის მო­მა­ვალ­ზე მუ­შა­ო­ბის სურ­ვი­ლის" მი­უ­ხე­და­ვად, ვერც შე­ვა­ფა­სებთ და მით უმე­ტეს, ვერც ვე­რა­ნა­ირ სიმ­პა­ტი­ას ვერ გა­მო­ვუ­ხა­ტავთ. იგი­ვეს თქმა შე­იძ­ლე­ბა ხი­და­შელ­ზე. ამათ მო­ეთხო­ვე­ბათ. მარ­ტივ კითხ­ვა­ზე - "რა სა­ჭი­როა გზა, თუ ის" და­სავ­ლე­თის­კენ, ევ­რო­პის­კენ არ მი­დის? - პა­სუ­ხი და­ნარ­ჩე­ნი თა­ვი­სი ამ­ჟა­მინ­დე­ლი კო­ლე­გე­ბის­გან გან­ს­ხ­ვა­ვე­ბით, კი უნ­და იცოდ­ნენ. აბა, სა­გა­ნე­ლი­ძეს, ბე­სე­ლი­ას, ჭი­კა­ი­ძეს, ქუც­ნაშ­ვილს… ვინ რას თხოვს? მათ­გან, ელე­მენ­ტა­რუ­ლად გო­ნივ­რულს ან მი­თუ­მე­ტეს ზნე­ობ­რივ-პროგ­რე­სულ-პრინ­ცი­პულს ვინ რას ელის? ვინ არის ასე­თი გუ­ლუბ­რ­ყ­ვი­ლო? მა­თი გზა, აქ­ვე, წავ­კი­სის გზა­ზე მდე­ბა­რე, შუ­შის სა­სახ­ლის გავ­ლით, სულ სხვა, სა­პი­რის­პი­რო მი­მარ­თუ­ლე­ბით მი­დის… სხვა რა გზა აქვთ?

ბურ­ჯა­ნა­ძე-ინაშ­ვილ­ზე სა­უ­ბა­რიც არ ღირს. რა­ღა და­გი­მა­ლოთ და, ეს პო­ლიტ­კა­რი­კა­ტუ­რე­ბი სრუ­ლი­ად უინ­ტე­რე­სო მგო­ნია და ამი­ტომ ლა­პა­რა­კიც მე­ზა­რე­ბა.

აი, სხვა­დას­ხ­ვა მი­მარ­თუ­ლე­ბით გა­ფან­ტუ­ლი ფა­რის მწყემ­სის მოს­წავ­ლე ხე­ლის­ბიჭს კი უკ­ვე იმ­დე­ნი ორი­ა­ნი და­უგ­როვ­და, რომ, მე პი­რა­დად, მა­თი გა­მოს­წო­რე­ბის ვე­რა­ნა­ირ პერ­ს­პექ­ტი­ვას ვერ ვხე­დავ. რამ­დე­ნი უნ­და იმე­ცა­დი­ნოს, წარ­მო­გიდ­გე­ნი­ათ?!

რო­დე­საც მე­დი­ა­სივ­რ­ცე, სო­ცი­ა­ლუ­რი ქსე­ლი პრე­მი­ე­რის ცი­ტა­ტით აჭ­რელ­და - "ერ­თი ავან­ტი­უ­რის­ტი, უჭ­კუო და ამ­ბი­ცი­უ­რი მი­ნის­ტ­რი ჩა­მო­შორ­და მთავ­რო­ბას" - რა­ღა და­გი­მა­ლოთ და, გა­მე­ხარ­და. გუ­ლუბ­რ­ყ­ვი­ლოდ და იმე­დი­ა­ნად ვი­ფიქ­რე მე სუ­ლელ­მა, თვით­კ­რი­ტი­კის, ობი­ექ­ტუ­რო­ბის, თვით­შე­ფა­სე­ბის ტა­ლან­ტი, ელე­მენ­ტა­რუ­ლი უნა­რი გა­ეღ­ვი­ძა და თა­ვი­სი კა­ბი­ნე­ტის რო­მე­ლი­მე ამ­ჟა­მინ­დელ წევ­რ­ზე, მა­გა­ლი­თად ხა­დურ­ზე ან ჭი­კა­ი­ძე­ზე, ან მი­თუ­მე­ტეს, სა­კუ­თარ თავ­ზე სა­უბ­რობს-თქო… ასე ალა­სა­ნია მო­იხ­სე­ნია? ასე ვინ და­ა­ხა­სი­ა­თა? ვინ იგუ­ლის­ხ­მა? ასე­თი სა­უ­ბა­რი ვის, ქარ­თულ სა­ზო­გა­დო­ე­ბას გა­უ­ბე­და? სა­ზო­გა­დო­ე­ბას, რომ­ლის თვალ­ში ალა­სა­ნი­ამ, შე­იძ­ლე­ბა წვა­ლე­ბით, რთუ­ლად, არა­უ­შეც­დო­მოდ, შე­იძ­ლე­ბა დაგ­ვი­ა­ნე­ბით, შე­იძ­ლე­ბა არა­საკ­მა­რი­სად, მაგ­რამ ნიშ­ნის გა­მოს­წო­რე­ბა, და­მაკ­მა­ყო­ფი­ლე­ბე­ლი შე­ფა­სე­ბის მი­ღე­ბა, ნდო­ბის, იმე­დის, მხარ­და­ჭე­რის და თუ გნე­ბავთ ელე­მენ­ტა­რუ­ლი სიმ­პა­ტი­ის მო­პო­ვე­ბა შეძ­ლო?

ღა­რი­ბაშ­ვი­ლი ლან­ძღავს ალა­სა­ნი­ას; ალა­სა­ნია - ივა­ნიშ­ვილ­თან, მის­თ­ვის სულ ახ­ლა­ხანს ასეთ სა­ნატ­რელ, ამა­ღელ­ვე­ბელ შეხ­ვედ­რა­ზე სა­უ­ბარ­ზე უარს აცხა­დებს, კო­ა­ლი­ცი­ის სხდო­მას დე­მონ­ს­ტ­რა­ტი­ულ-გმი­რუ­ლად ტო­ვებს და პირ­ვე­ლი მო­ქა­ლა­ქის მი­ერ აღე­ბულ კურსს თა­მა­მად ამ­ხელს: ფან­ჯი­კი­ძე თა­ნამ­დე­ბო­ბას და "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" რი­გებს ტო­ვებს; ბე­სე­ლია სა­პარ­ლა­მენ­ტო უმ­რავ­ლე­სო­ბის შე­ნარ­ჩუ­ნე­ბის მიზ­ნით, ცო­ტა პა­ნი­კუ­რად, ცალ­კე­უ­ლი დე­პუ­ტა­ტე­ბის გა­და­ბი­რე­ბას ცდი­ლობს და გა­დამ­დ­გარ-გა­წე­უ­ლებს ლან­ძღავს; სა­გა­ნე­ლი­ძე თა­ვის უტყუ­არ ამ­პ­ლუ­ა­ში გა­მო­დის, ყვე­ლა­ფე­რის "გაპ­რა­ვე­ბას" ცდი­ლობს და შე­დე­გად კი უბ­რა­ლოდ, კი­დევ ერ­თხელ იჭ­რის თავს; კა­ლა­ძეს ისევ ავ­ტო­გო­ლი გა­აქვს; უსუ­ფაშ­ვი­ლი ისევ ებ­რ­ძ­ვის სა­კუ­თარ თავს, სა­კუ­თარ სინ­დისს, სა­კუ­თარ ხედ­ვას, ინ­ტე­ლექტს და წით­ლ­დე­ბა. სირ­ცხ­ვი­ლის­გან ისევ წით­ლ­დე­ბა. "втора", "გუნ­დი", მი­ნის­ტ­რე­ბი ხმა­მა­ღალ ბანს აძ­ლე­ვენ სო­ლის­ტებს. ვინ ვის ლან­ძღავს? ვინ ვის რა­ში ამ­ხელს, ადა­ნა­შა­უ­ლებს? ვინ ვის უპი­რის­პირ­დე­ბა და ვის­თან იკ­ვ­რე­ბა? ვინ ვინ არის? რა პო­ლიტ­კა­კა­ფო­ნიაა?

"Все смешалось в доме Облонских..."

არა, მა­პა­ტი­ეთ. შე­მე­შა­ლა. ობ­ლონ­ს­კებ­თან კი არა. სად, რა შორს წა­ვე­დი?! ყვე­ლა­ფე­რი აქ­ვე, წავ­კი­სის გზა­ზე მდე­ბა­რე ერთ, დიდ შუ­შის სა­სახ­ლე­ში აირია… და ში­და ქარ­თუ­ლი პო­ლი­ტი­კუ­რი რე­ა­ლო­ბა კი ამის­გან, მგო­ნი, ბევ­რად უფ­რო სა­ინ­ტე­რე­სო, ცოცხა­ლი, იმე­დის მომ­ცე­მი და ჯან­სა­ღი გახ­და, ან უახ­ლო­ეს მო­მა­ვალ­ში გახ­დე­ბა?

ქეთევან იგნატოვა