გა­ი­ცა­ნით - ზებ­გე­რი­თი რე­კორ­დუ­ლი ავ­ტო­მო­ბი­ლი „ბლად­ჰა­უნ­დი"
07 ნოემბერი, 2014
629
print

ბრი­ტა­ნულ­მა ჯგუფ­მა, სა­ხე­ლად „ბლად­ჰა­უნდ", ქა­ლაქ ბრის­ტოლ­ში ზაფხულ­ში სპე­ცა­ლუ­რი ღო­ნის­ძი­ე­ბა მო­აწყო, რო­მელ­ზეც ხმე­ლე­თის ახა­ლი რე­კორ­დის და­სამ­ყა­რებ­ლად შექ­მ­ნი­ლი ზებ­გე­რი­თი რე­კორ­დუ­ლი ავ­ტო­მო­ბი­ლის კოკ­პი­ტის პრე­ზენ­ტა­ცია ჩა­ა­ტა­რა. ავ­ტო­მო­ბი­ლის ერთ-ერ­თი მთა­ვა­რი ნა­წი­ლი - კოკ­პი­ტი პრე­სას ბრი­ტა­ნელ­მა სამ­ხედ­რო მფრი­ნავ­მა და ხმე­ლეთ­ზე სიჩ­ქა­რის რე­კორ­დის ავ­ტორ­მა ენ­დი გრინ­მა წა­რუდ­გი­ნა, რო­მელ­მაც გა­ნაცხა­და, რომ ამ რა­კე­ტის მსგავ­სი აპა­რა­ტით, სიჩ­ქა­რის ახა­ლი რე­კორ­დის დამ­ყა­რე­ბას 2015 ან 2016 წელს ეც­დე­ბა.

გრი­ნის რე­კორ­დი, რო­მე­ლიც მან ბრი­ტა­ნელ ინ­ჟი­ნერ რი­ჩარდ ნო­უბ­ლის მი­ერ შე­მუ­შა­ვე­ბუ­ლი „ტრას­ტით" და­ამ­ყა­რა, არის 1 227 კმ/სთ. ამ­ჯე­რად კი ნო­უბ­ლი და გრი­ნი გა­ცი­ლე­ბით მე­ტი სიჩ­ქა­რის და­ფიქ­სი­რე­ბას გეგ­მა­ვენ - მა­თი მი­ზა­ნი 1 600 კმ/სთ-ია, რაც ძა­ლი­ან რთუ­ლი გა­მოწ­ვე­ვაა არამ­ხო­ლოდ პი­ლო­ტის­თ­ვის, არა­მედ ინ­ჟი­ნერ­თა იმ ჯგუ­ფის­თ­ვი­საც, რო­მე­ლიც ავ­ტო­მო­ბი­ლის შექ­მ­ნა­ზე მუ­შა­ობს.

რო­გორც „ბლად­ჰა­უნ­დი" აცხა­დებს, მო­ნო­კო­კუ­რი სტრუქ­ტუ­რა მან­ქა­ნის­თ­ვის კომ­პა­ნია „URT ჯგუფ­მა" შე­ი­მუ­შა­ვა, რო­მე­ლიც თავ­დაც­ვით, სა­ავ­ტო­მო­ბი­ლო, მო­ტორ­ს­პორ­ტის, გემ­თ­მ­შე­ნებ­ლო­ბის, აერო­კოს­მო­სურ და სხვა პრო­ექ­ტებ­ში მო­ნა­წი­ლე­ობს და რო­მე­ლიც კომ­პო­ზი­ცი­უ­რი მა­სა­ლე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბა­ზეა სპე­ცი­ა­ლი­ზე­ბუ­ლი. სა­რე­კორ­დო ავ­ტო­მო­ბი­ლის მო­ნო­კო­კის დამ­ზა­დე­ბას 10 000 სა­ა­თი, ხუ­თი ტი­პის კარ­ბო­ნის ბოჭ­კოს ქსო­ვი­ლი და ორი გან­ს­ხ­ვა­ვე­ბუ­ლი შე­მავ­სე­ბე­ლი პლას­ტი­კი დას­ჭირ­და. კარ­ბო­ნის ქსო­ვი­ლე­ბის შრე­ებს შო­რის, სა­მი გან­ს­ხ­ვა­ვე­ბუ­ლი სის­ქის ალუ­მი­ნის ფურ­ც­ლე­ბი მო­ა­თავ­სეს. მო­ნო­კო­კის სტრუქ­ტუ­რის ყვე­ლა­ზე თხე­ლი ნა­წი­ლის სის­ქე 25 მი­ლი­მეტ­რია და მის გა­ნივ­კ­ვეთ­ში, კარ­ბო­ნის ქსო­ვი­ლის და ალუ­მი­ნის ფურ­ც­ლე­ბის 13 შრეა ჩა­ტე­უ­ლი. სა­ბო­ლოო ჯამ­ში, მო­ნო­კო­კუ­რი სტრუქ­ტუ­რის წო­ნა მხო­ლოდ 91 კი­ლოგ­რა­მია.

მსუ­ბუ­ქი მო­ნო­კო­კუ­რი კოკ­პი­ტი პირ­და­პირ მაგ­რ­დე­ბა ასე­ვე მსუ­ბუქ შა­სი­ზე. მის უკან რე­აქ­ტი­უ­ლი, სა­რა­კე­ტო და სარ­ბო­ლი ავ­ტო­მო­ბი­ლის ძრა­ვე­ბია მო­თავ­სე­ბუ­ლი. „ბლად­ჰა­უნ­დი" ამ­ბობს, რომ 1 600 კმ/სთ სიჩ­ქა­რე­ზე, მო­ნო­კო­კუ­რი სტრუქ­ტუ­რის წი­ნა ნა­წილს, ყო­ველ პი­რო­ბით კვად­რა­ტულ მეტ­რ­ზე, სამ­ტო­ნი­ა­ნი აერო­დი­ნა­მი­კუ­რი ზე­წო­ლის გაძ­ლე­ბა მო­უ­წევს. ასეთ სიჩ­ქა­რე­ზე, კოკ­პიტ­ში წი­ნა ბორ­ბ­ლე­ბი­დან ას­ხ­ლე­ტი­ლი მცი­რე კენ­ჭის შეღ­წე­ვაც კი, პი­ლო­ტის­თ­ვის შე­საძ­ლოა სა­ბე­დის­წე­რო აღ­მოჩ­ნ­დეს. ამი­ტომ, გუნ­დ­მა გა­დაწყ­ვი­ტა, რომ კოკ­პი­ტის ის ნა­წი­ლი, რო­მელ­შიც პი­ლო­ტი მო­თავ­ს­დე­ბა, ბა­ლის­ტი­კუ­რი ჯავ­შ­ნით და­ეც­ვა.

კოკ­პი­ტის ზე­და ნა­წილს ისე­თი ფორ­მა მის­ცეს, რომ ძრა­ვის ჰა­ე­რის ამ­ღე­ბის წინ, დარ­ტყ­მი­თი ტალ­ღე­ბი წარ­მო­იქ­მ­ნას, რი­სი წყა­ლო­ბი­თაც, მაქ­სი­მა­ლურ და მას­თან მი­ახ­ლო­ე­ბულ სიჩ­ქა­რე­ზე, ჰა­ე­რის ნა­კა­დი ძრავ­ში სრუ­ლი სიჩ­ქა­რით არ მოხ­ვ­დე­ბა. ასე ძრა­ვი და­ცუ­ლი იქ­ნე­ბა გა­დატ­ვირ­თ­ვის­გან. ამ­გ­ვა­რად, 1 600 კმ/სთ სიჩ­ქა­რე­ზე, ჰა­ე­რი ძრავ­ში და­ახ­ლო­ე­ბით 965 კმ/სთ სიჩ­ქა­რით შე­ვა.

კოკ­პი­ტის სან­თ­ლის გამ­ჭ­ვირ­ვა­ლე ნა­წი­ლი, „PPA ჯგუ­ფის" მი­ერ, აკ­რი­ლის­გა­ნაა დამ­ზა­დე­ბუ­ლი. ის პლას­ტი­კის ორი შრის­გან შედ­გე­ბა. დამ­ზა­დე­ბის პრო­ცეს­ში, ისი­ნი გა­ა­ხუ­რეს და ამ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში მი­ა­წე­ბეს ერ­თ­მა­ნეთს. ამ­გ­ვა­რად დამ­ზა­დე­ბუ­ლი სა­ქა­რე შუ­შა საბ­რ­ძო­ლო თვით­მ­ფ­რი­ნა­ვის ანა­ლო­გი­ურ დე­ტალ­ზე თხე­ლია და 1 448 კმ/სთ სიჩ­ქა­რე­ზე, ერ­თ­კი­ლოგ­რა­მი­ა­ნი საგ­ნის და­ჯა­ხე­ბას უძ­ლებს. მაგ­რამ კონ­ს­ტ­რუქ­ცი­ის შემ­ქ­მ­ნე­ლე­ბი ამ­ბო­ბენ, რომ შუ­შის ძლი­ე­რი დახ­რის გა­მო, პი­ლოტს არა მი­სი 25-მი­ლი­მეტ­რი­ა­ნი სის­ქის მიღ­მა ცქე­რა მო­უ­წევს, არა­მედ თით­ქ­მის 50-მი­ლი­მეტ­რი­ა­ნი­დან. პი­ლო­ტი კოკ­პიტ­ში იმ ჭრი­ლი­დან შე­აღ­წევს, რო­მე­ლიც ძრა­ვის ჰა­ე­რის ამ­ღე­ბის წი­ნაა მო­თავ­სე­ბუ­ლი. სან­თელს აქვს სპე­ცი­ა­ლუ­რი, მა­ღა­ლი სიმ­ტ­კი­ცის სა­მაგ­რე­ბი, რა­თა მა­ღალ სიჩ­ქა­რე­ზე, ძრავ­მა ის არ მოგ­ლი­ჯოს და შე­ი­წო­ვოს (პი­ლოტ­თან ერ­თად). ეს სა­მაგ­რე­ბი 2.5 კი­ლო­ნი­უ­ტონ (0.25 ტო­ნა) დატ­ვირ­თ­ვას უძ­ლებს, რაც მი­სი სა­ი­მე­დო­ბის­თ­ვის საკ­მა­რი­სია.

კოკ­პიტ­ში გან­ლა­გე­ბუ­ლი მაჩ­ვე­ნებ­ლე­ბის და­ფა უფ­რო აერო­კოს­მო­სუ­რი ხო­მალ­დი­სას ჰგავს, ვიდ­რე ავ­ტო­მო­ბი­ლი­სას. სა­ჭის რგო­ლი ფორ­მუ­ლა ერ­თის სარ­ბო­ლო ავ­ტო­მო­ბი­ლის მსგავს ელე­მენტს მო­გა­გო­ნებთ, ოღონდ ღი­ლა­კე­ბით, ინ­დი­კა­ტო­რე­ბი­თა და გა­დამ­რ­თ­ვე­ლე­ბით მა­სა­ვით გა­დატ­ვირ­თუ­ლი არაა. სპი­დო­მეტ­რის და­ნა­ყო­ფე­ბი მლ/სთ-ს და მახს უჩ­ვე­ნებს. ამას­თან, 1 მა­ხის (1 225 კმ/სთ) მაჩ­ვე­ნე­ბე­ლი დი­და­დაა გა­მო­სა­ხუ­ლი, რა­თა მი­სი გა­და­ლახ­ვი­სას, გრინ­მა იცო­დეს, რომ მა­ლე სა­სურ­ველ მი­ზან­საც შე­იძ­ლე­ბა მი­აღ­წი­ოს. სპი­დო­მეტ­რი მას იმის­თ­ვი­საც სჭირ­დე­ბა, რომ დრო­უ­ლად ჩარ­თოს სა­რა­კე­ტო ძრა­ვი და აამოქ­მე­დოს მუხ­რუ­ჭე­ბი. ინ­ტე­რი­ერ­ში ასე­ვე არის გა­ნა­თე­ბა, რად­გან დი­დი ალ­ბა­თო­ბით, სა­რე­კორ­დო პირ­ვე­ლი გარ­ბე­ნი მზის ამოს­ვ­ლი­სას ჩა­ტარ­დე­ბა, მა­ნამ­დე კი მო­სამ­ზა­დე­ბე­ლი სა­მუ­შაო იქ­ნე­ბა ჩა­სა­ტა­რე­ბე­ლი. სა­ჭე ტი­ტა­ნის ნამ­ზა­დის­გან, სამ­გან­ზო­მი­ლე­ბი­ან პრინ­ტერ­ზე, გრი­ნის ხე­ლე­ბის ფორ­მის შე­სა­ბა­მი­სა­დაა ამო­ბეჭ­დი­ლი.

სა­რე­კორ­დო ავ­ტო­მო­ბი­ლი სა­მი ტი­პის ძრა­ვე­ბი­თაა აღ­ჭურ­ვი­ლი. მათ­გან ერ­თია რე­აქ­ტი­უ­ლი EJ200, მე­ო­რე სარ­ბო­ლი ავ­ტო­მო­ბი­ლის ძრა­ვი, მე­სა­მე კი წყვი­ლი სა­რა­კე­ტო ძრა­ვი. რე­აქ­ტი­ულ ძრავს 210 კი­ლო­ნი­უ­ტონ­ზე მე­ტი (21 ტო­ნა­ზე მე­ტი) გამ­წე­ვი ძა­ლის გა­მო­მუ­შა­ვე­ბა შე­უძ­ლია. სარ­ბო­ლი ძრა­ვის და­ნიშ­ნუ­ლე­ბა ისაა, რომ სა­რა­კე­ტო ჰიბ­რი­დულ ძრავს, და­ახ­ლო­ე­ბით 20 წამ­ში 1 000 ლიტ­რი საწ­ვა­ვი - წყალ­ბა­დის ზე­ჟან­გი გა­და­უ­ტუმ­ბოს.

კომ­პი­უ­ტე­რის და ციფ­რუ­ლი მაჩ­ვე­ნებ­ლე­ბის მწყობ­რი­დან გა­მოს­ვ­ლის შემ­თხ­ვე­ვის­თ­ვის, კოკ­პი­ტი „რო­ლექ­სის" წარ­მო­ე­ბის ანა­ლო­გუ­რი ორი ტი­პის მაჩ­ვე­ნებ­ლე­ბი­თაც აღი­ჭურ­ვა. ერ­თი სპი­დო­მეტ­რია, რო­მელ­საც და­ნა­ყო­ფე­ბი 1 770 კმ/სთ-მდე აქვს, მე­ო­რე კი - ქრო­ნოგ­რა­ფი, რო­მე­ლიც რე­აქ­ტი­უ­ლი ძრა­ვის მუ­შა­ო­ბას გა­ა­კონ­ტ­რო­ლებს. კოკ­პიტ­ში ორი სა­ტერ­ფუ­ლია. მათ­გან მარ­ჯ­ვე­ნა რე­აქ­ტი­ულ ძრავს მარ­თავს, მარ­ცხე­ნა კი - ბორ­ბ­ლის მუხ­რუ­ჭებს. „ბლად­ჰა­უნ­დის" გან­ცხა­დე­ბით, ბორ­ბ­ლის მუხ­რუ­ჭებ­ზე, ავ­ტო­მო­ბი­ლის შე­ნე­ლე­ბის მხო­ლოდ ერ­თი პრო­ცენ­ტი მო­დის და ისიც მცი­რე სიჩ­ქა­რე­ზე. შე­ნე­ლე­ბის ძი­რი­თად ძა­ლას კი პა­რა­შუ­ტე­ბი და სა­ჰა­ე­რო მუხ­რუ­ჭე­ბი ქმნის. ჩა­ტა­რე­ბუ­ლი გათ­ვ­ლე­ბით, მაქ­სი­მა­ლუ­რი სიჩ­ქა­რი­დან სრულ გა­ჩე­რე­ბამ­დე ავ­ტო­მო­ბილს და­ახ­ლო­ე­ბით 19 კი­ლო­მეტ­რის გავ­ლა მო­უ­წევს.

„ბლად­ჰა­უნდს" რე­კორ­დუ­ლი გარ­ბე­ნის შე­სას­რუ­ლებ­ლად ად­გი­ლი სამ­ხ­რეთ აფ­რი­კა­ში, ჰეკ­ს­კინ პან­ში აქვს შერ­ჩე­უ­ლი. პირ­ველ ტეს­ტებს კი ბრი­ტა­ნეთ­ში, ნი­უქ­ვე­ის ასაფ­რენ ზოლ­ზე შე­ას­რუ­ლებს, სა­დაც მაქ­სი­მა­ლურ სიჩ­ქა­რედ 321 კმ/სთ-ია შერ­ჩე­უ­ლი. ამის შემ­დეგ, გუნ­დი სამ­ხ­რეთ აფ­რი­კა­ში გა­ემ­გ­ზავ­რე­ბა. იქ პირ­ველ ტეს­ტებ­ზე 1 287 კმ/სთ სიჩ­ქა­რის მიღ­წე­ვაა და­სა­ხუ­ლი. ტეს­ტე­ბის შემ­დეგ, გუნ­დი ბრი­ტა­ნეთ­ში დაბ­რუნ­დე­ბა და ტეს­ტე­ბის დროს მი­ღე­ბუ­ლი ანათ­ვ­ლე­ბის ანა­ლიზს ჩა­ა­ტა­რებს. სა­ჭი­რო­ე­ბის შემ­თხ­ვე­ვა­ში, მან­ქა­ნას მო­დი­ფი­ცი­რე­ბა ჩა­უ­ტარ­დე­ბა, რის შემ­დე­გაც „ბლად­ჰა­უნ­დი" უკ­ვე სა­რე­კორ­დო გარ­ბე­ნე­ბის შე­სას­რუ­ლებ­ლად გა­ემ­გ­ზავ­რე­ბა სამ­ხ­რეთ აფ­რი­კა­ში.

lika andiashvili