გა­მარ­ჯო­ბა, მე მტკი­ვა!
07 ნოემბერი, 2014
1040
print

(წერილი უმეტესად ეძღვნება ახალგაზრდებს) 

თა­კო სალ­თხუ­ციშ­ვი­ლი 

სა­ლა­მი ღვთი­სააო (რა შუ­ა­შია, მაგ­რამ მა­ინც) და მო­გე­სალ­მე­ბით, მე­გობ­რე­ბო.

რუბ­რი­კა ფსი­ქო­მა­ნის ახა­ლი სე­ზო­ნი გახ­ს­ნი­ლად კი გა­მო­ვაცხა­დე საკ­მა­ოდ მძი­მე, "ყო­ფი­ლი ცო­ლე­ბის" თე­მით, რო­მე­ლიც ჩემ­თ­ვის საკ­მა­ოდ მტკივ­ნე­უ­ლია, რო­გორც უკ­ვე იცით, თუმ­ცა ერ­თ­მა ტკი­ვილ­მა არ მა­ცა­და, რომ მე­ო­რე, მე­სა­მე, მე­ოთხე და ბევ­რი ასე­თი ტკი­ვი­ლე­ბის ერ­თი­ა­ნო­ბა სა­ხე­ლად "სა­ქარ­თ­ვე­ლო" შე­მო­იჭ­რა ჩემ­ში.

ამ წე­რილ­ში ალ­ბათ ბევრ ჩემს ტკი­ვილს ვახ­სე­ნებ, მაგ­რამ იცო­დეთ, რომ ჯამ­ში ყვე­ლას ერ­თად სა­ქარ­თ­ვე­ლო ქვია.

"გი­რავ­დე­ბა 1 ოთა­ხი­ა­ნი ბი­ნა, ვე­რა­ზე, ლა­გუ­ნა ვე­რეს­თან. 5000$" - ერთ-ერთ სა­იტ­ზე ეს გან­ცხა­დე­ბა ამო­ვი­კითხე და სას­წ­რა­ფოდ და­ვუ­რე­კე მე­პატ­რო­ნეს (ბი­ნას ვე­ძებ­დი ჩემ­თ­ვის და ბუ­ნებ­რი­ვია, და­ვინ­ტე­რეს­დი ასე­თი იაფი შე­მო­თა­ვა­ზე­ბით). ლა­გუ­ნას­თან მხვდე­ბა და­ახ­ლო­ე­ბით 40 წლის, სმის­გან და­სი­ე­ბუ­ლი, ცხოვ­რე­ბის­გან გა­ჭა­ღა­რა­ვე­ბუ­ლი, უფუ­ლო­ბის­გან და­ჩაგ­რუ­ლი, სირ­ცხ­ვი­ლის­გან აფე­რის­ტად ქცე­უ­ლი, "თბი­ლი­სე­ლო­ბის­გან" მა­ინც ყო­ყო­ჩად შე­მორ­ჩე­ნი­ლი ზრდი­ლი მა­მა­კა­ცი. ხე­დავს ფე­რად, ახალ­გაზ­რ­და, მან­ქა­ნა­ზე მომ­ხ­ტარ გო­გო­ნას და დაბ­ნე­უ­ლო­ბის­გან სი­გა­რეტს უგ­დებს მან­ქა­ნა­ში (ნაც­ვ­ლად ურ­ნა­ში გა­დაგ­დე­ბი­სა). თა­ვა­ზი­ა­ნად მი­ვე­სალ­მე და გა­ვუ­ყე­ვით ვე­რის ერთ-ერთ ქუ­ჩას. ეს გზა აღარ დამ­თავ­რ­და და ბო­ლოს მი­ვა­დე­ქით და­სა­გი­რა­ვებ­ლად დაც­ლილ ოთხ კე­დელს. ვე­რა­სო­დეს ვი­ფიქ­რებ­დი, რომ ქა­ლა­ქის ცენ­ტ­რ­ში მსგავ­სი ტი­პის საცხოვ­რებ­ლე­ბი არ­სე­ბობ­და! გარ­და ამ ჩემ­თ­ვის გან­კუთ­ვი­ლი სახ­ლი­სა, რამ­დე­ნი­მე მე­ზო­ბე­ლიც ეზო­ში დამ­ხ­ვ­და, რომ­ლე­ბიც არც კი ვი­ცი სად ისაქ­მე­ბენ. ჩეჩ­მაც კი არ იდ­გა ეზო­ში. "აი მა­სა­ლე­ბი ვი­ყი­დეთ და ვა­პი­რებთ ტუ­ა­ლე­ტის გა­კე­თე­ბა­სო," - მე­უბ­ნე­ბოდ­ნენ. მა­სა­ლებ­ზე რომ მი­მი­თი­თეს, რამ­დე­ნი­მე ცა­ლი აგუ­რი და­ვი­ნა­ხე ეზო­ში მიყ­რი­ლი. "ესეც ჩვე­ნი სა­ერ­თო შუ­შა­ბან­დიო" და შუ­შის გარ­და ყვე­ლა­ფე­რი ქონ­და იმ ად­გილს. იქ­ვე უკან ახა­ლი კორ­პუ­სია წა­მო­ჭი­მუ­ლი და ამ კორ­პუ­სი­დან უკან გად­მოყ­რი­ლი წი­თე­ლი ბა­ი­ა­ნე­ბი, ბავ­შ­ვის პამ­პერ­სე­ბი და საჭ­მ­ლის ნარ­ჩე­ნე­ბიც ოხ­რად ეყა­რა ეზო­ში. უზარ­მა­ზა­რი თვა­ლე­ბით შევ­ხე­დე ამ ადა­მი­ა­ნებს, დი­დი მად­ლო­ბა გა­და­ვუ­ხა­დე და სას­წ­რა­ფოდ გა­მო­ვე­ცა­ლე. მთე­ლი გზა ვფიქ­რობ­დი, მთავ­რო­ბის­თ­ვის უნ­და მე­გი­ნე­ბი­ნა, ამ ხალ­ხის­თ­ვის, სა­კუ­თა­რი თა­ვის­თ­ვის, თუ უბ­რა­ლოდ გა­მე­ტა­რე­ბი­ნა ეს ყვე­ლა­ფე­რი, მაგ­რამ ერ­თი კი ზუს­ტად ვი­ცო­დი - იმ ახა­ლა­შე­ნე­ბუ­ლი კორ­პუ­სის მო­ბი­ნად­რე­ებს მკვდა­რი და ცოცხა­ლი უნ­და უტ­რი­ა­ლო დღე და ღა­მე იმ სი­ღო­რის­თ­ვის, რა­საც სჩა­დი­ან, ისე­ვე რო­გორც ტრაკ­გა­სი­ე­ბუ­ლი ავ­ტო­მო­ბი­ლე­ბის პატ­რო­ნებს, რომ­ლე­ბიც მუდ­მი­ვად არ­ღ­ვე­ვენ შეზღუ­დუ­ლი შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბის მქო­ნე პი­რე­ბის უფ­ლე­ბებს! აპარ­კინ­გე­ბენ მან­ქა­ნებს იქ, სა­დაც მხო­ლოდ იმ ადა­მი­ა­ნე­ბის­თ­ვის არის ად­გი­ლი გა­მო­ყო­ფი­ლი და არა­ერთ ფო­ტოს ნა­ხავთ სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში, პან­დუ­სებ­ზე შე­ყე­ნე­ბუ­ლი მერ­სე­დე­სე­ბის (და არა მხო­ლოდ)! ამას­თან და­კავ­შ­რე­ბით, სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში აქ­ცი­აც და­იწყო - "და­ვუ­ტო­ვოთ წე­რი­ლე­ბი პან­დუ­სებ­ზე გა­ჩე­რე­ბუ­ლი მან­ქა­ნის მძღო­ლებს"! მად­ლო­ბა იდე­ის ავ­ტორს... რო­მელ­საც ისე­ვე ეტ­კი­ნა, რო­გორც მე მტკი­ვა!

თუმ­ცა ეს კი­დევ არა­ფე­რია. ამ ტკი­ვი­ლებს ისიც ემა­ტე­ბა, რომ ვერ გა­მი­გია გა­მარ­ჯო­ბა თუ ღვთი­საა, და ამა­ში ყვე­ლა ქარ­თ­ვე­ლი "ერ­თ­სუ­ლო­ვა­ნია", ეს ქვე­ყა­ნა ვი­სია?! მე­გო­ბარს ვე­სა­უბ­რე­ბო­დი იმ დღეს, რო­ცა ალა­სა­ნია მოხ­ს­ნეს, რუს­თა­ვი 2-ის შე­ნო­ბა 10 სან­ტი­მეტ­რით ჰა­ერ­ში იყო და გა­ბუ­ნია ყო­ფი­ლი მი­ნის­ტ­რის­თ­ვის თი­თო­ე­უ­ლი კითხ­ვის დას­მი­სას - დიდ კვნე­სა ოხ­ვ­რა­ში... ვფიქ­რობ­დი, ახ­ლა ად­გე­ბა და ალა­სა­ნი­ას მი­ნი­მუმ მა­სა­ჟით ასი­ა­მოვ­ნებს-თქო, თუმ­ცა ყო­ფი­ლი მი­ნის­ტ­რის­თ­ვის "სალ­ფეთ­ქის" მი­წო­დე­ბაც კი ვერ მო­ა­ხერ­ხა. საწყალს ოფ­ლი რომ სდი­ო­და. დი­დი სა­მუ­შაო დღის შემ­დეგ სახ­ლ­ში მო­სუ­ლი ყვე­ლა სა­ინ­ფორ­მა­ციო სა­შუ­ა­ლე­ბას გა­და­ვავ­ლე თვა­ლი, ყვე­ლა არ­სე­ბულ სი­უ­ჟეტს ვუ­ყუ­რე და ამ ჩემს მე­გო­ბარს, 26 წლის თორ­ნი­კეს, უცებ აღ­მომ­ხ­დარ ტკი­ვილს ვუ­ზი­ა­რებ: "ვა­ი­მე, რა ხდე­ბა ჩვენს ქვე­ყა­ნა­ში?!" და პა­სუ­ხად იცით რა მი­ვი­ღე? - "და­ი­კი­დე რა".

თორ­ნი­კე, და­ვი­კი­დოთ სა­ქარ­თ­ვე­ლო?! "მა­ინც არა­ფე­რი ეშ­ვე­ლე­ბა ამ საწყალ ქვე­ყა­ნას ჰო?!"... წა­ვი­დეთ ყვე­ლა ერ­თად, გა­ვემ­გ­ზავ­როთ ამე­რი­კა­ში... ახალ­გაზ­რ­დე­ბის უმ­რავ­ლე­სო­ბა ქვე­ყა­ნა­ში მიმ­დი­ნა­რე პრო­ცე­სებ­საც კი არ ადევ­ნებს თვალს. ევ­რო­პა და ამე­რი­კა რომ გინ­დათ, ჩა­დით ჯერ იქ, გა­ი­ცა­ნით იქა­უ­რი ახალ­გაზ­რ­დე­ბი, და იპო­ვეთ მათ­ში ერ­თი ისე­თი, რო­მელ­მაც ქვეყ­ნის პო­ლი­ტი­კუ­რი მდგო­მა­რე­ო­ბა ზე­და­პი­რუ­ლად მა­ინც არ იცის. არ მინ­და ისევ გა­ნათ­ლე­ბის პრობ­ლე­მა­ზე ვი­სა­უბ­რო, მაგ­რამ... მე­გობ­რე­ბო, ჩემ­ხე­ლე­ბო და ჩემ­ზე პა­ტა­რე­ბო - მე მტკი­ვა და ჩე­მი ტკი­ვი­ლი მა­ინც გეტ­კი­ნოთ! ცო­ტა­ო­დე­ნი სო­ლი­და­რო­ბა მა­ინც აღიძ­რას თქვენს მხო­ლოდ გარ­თო­ბა­ზე ორი­ენ­ტი­რე­ბულ ტვინ­ში. ის ტაშ­ფან­დუ­რი ან გნე­ბავთ ელექ­ტ­რო­ფან­დუ­რიც აღარ გექ­ნე­ბათ, ასე თუ გა­აგ­რ­ძე­ლა ქვე­ყა­ნამ სუნ­თ­ქ­ვა. ახ­რ­ჩო­ბენ და გუ­და­ვენ თა­ვა­წე­უ­ლი ვირ­თხე­ბის­მაგ­ვა­რი არ­სე­ბე­ბი. ის არ­სე­ბე­ბი პატ­რულს პირ­და­პირ და­ვა­ლე­ბებს რომ აძ­ლე­ვენ, "ბი­უ­ჯე­ტია შე­სავ­სე­ბი, და­იჭ­რეთ მა­რი­ხუ­ა­ნა­ზე ხალ­ხიო", და ის არ­სე­ბე­ბი კი­დევ, ამ ნათ­ქ­ვამს რომ ას­რუ­ლე­ბენ, მორ­ჩი­ლად! სახ­ლის კარ­თან ვერ გა­მო­სულ­ხარ, ფხი­ზე­ლიც კი ნარ­კო­ლო­გი­ურ­ში რომ არ გა­გა­ქა­ნონ! სუ­ლით ხორ­ცამ­დე პროს­ტი­ტუ­ცი­ას რომ ეწე­ვი­ან და ყვე­ლა ნახ­ვ­რეტს რომ ერ­გე­ბი­ან! ქო­ცე­ბი ქვი­ათ თუ ოც­ნე­ბა, ფაქ­ტია, რომ მა­თი პო­ლი­ტი­კის და ჯი­ბე­ე­ბის გავ­სე­ბის სურ­ვი­ლის გა­მო ახალ­გაზ­რ­დებს სა­კუ­თა­რი ქვეყ­ნი­დან გაქ­ცე­ვა უნ­დათ... ყვე­ლა პი­რო­ბას ქმნი­ან იმის­თ­ვის, რომ "ამე­რი­კუ­ლი ოც­ნე­ბა" დარ­ჩეს ჩვენ­ში.

ხან­და­ხან მგო­ნია ხოლ­მე, რომ ღა­რი­ბაშ­ვილს თა­ვის და­ჭი­მუ­ლო­ბა სჭირს, ისე­თი სი­მაღ­ლი­დან იყუ­რე­ბა. თუმ­ცა ალ­ბათ ივა­ნიშ­ვილ­თან შეხ­ვედ­რით არე­გუ­ლი­რებს ხოლ­მე მაგ ამ­ბავს...

კი­ნა­ღამ და­მა­ვიწყ­და ამ წე­რი­ლის წე­რა სა­ერ­თოდ სა­ი­დან და­ვიწყე. ამ ქა­ოს­მა ის ამ­ბა­ვიც კი გა­და­ფა­რა, რაც პირ­ვე­ლი მეტ­კი­ნა - ჩო­ლო­ყა­ში­ლი! გაბ­რი­ელ ბე­რის სა­ხელ­მა ჩო­ლო­ყაშ­ვი­ლის სა­ხე­ლი ჩა­ა­ნაც­ვ­ლა!

ვე­რაფ­რით ვერ ვიტყ­ვი ამ ამ­ბავს ნი­კა რუ­რუ­ას სტა­ტუს­ზე უკე­თე­სად: "ქა­ქუ­ცა ჩო­ლო­ყაშ­ვი­ლის სა­ხე­ლო­ბის ქუ­ჩის სა­ხე­ლის გა­უქ­მე­ბა და მი­სი გაბ­რი­ელ ბე­რის სა­ხე­ლო­ბის ქუ­ჩად გა­დარ­ქ­მე­ვა დღე­ვან­დე­ლი საკ­რე­ბუ­ლოს მი­ერ სიმ­პ­ტო­მა­ტუ­რია მთე­ლი დღე­ვან­დე­ლი ხე­ლი­სუფ­ლე­ბის შე­ფა­რუ­ლი სუ­ლის­კ­ვე­თე­ბი­სა, რომ მე­თო­დუ­რად მოს­პოს ყვე­ლა­ფე­რი მებ­რ­ძო­ლი ეროვ­ნუ­ლი სუ­ლის­კ­ვე­თე­ბის მა­ტა­რე­ბე­ლი და ის ფა­რი­სევ­ლუ­რად ჩა­ა­ნაც­ვ­ლოს პო­პუ­ლის­ტუ­რად მომ­გე­ბი­ა­ნი, მაგ­რამ არაფ­რის­მ­თ­ქ­მე­ლი სიმ­ბო­ლო­ე­ბით.

დღეს ჩვე­ნი სამ­შობ­ლოს თა­ვი­სუფ­ლე­ბის­თ­ვის ბრძო­ლის დროა, რო­გორც ამის მა­გა­ლითს ქა­ქუ­ცა ჩო­ლო­ყაშ­ვი­ლი გვაძ­ლევს, და არა სა­ლო­სო­ბი­სა, რის გარ­და საბ­ჭო­თა რუ­სეთ­მა და მათ­მა აქა­ურ­მა მსა­ხუ­რებ­მა არაფ­რის უფ­ლე­ბა არ და­უ­ტო­ვეს საბ­რა­ლო ბერს - გაბ­რი­ელს, ვი­საც უკი­დუ­რეს სი­ღა­ტა­კე­ში ამოხ­და სუ­ლი. იმა­ვე უბან­ში, ანუ ნავ­თ­ლუღ­ში უამ­რა­ვი ქუ­ჩაა, რომ­ლი­სათ­ვი­საც საკ­რე­ბუ­ლოს შე­ეძ­ლო ბე­რი გაბ­რი­ე­ლის სა­ხე­ლი და­ერ­ქ­მია და არ შე­ხე­ბო­და სა­ქარ­თ­ვე­ლოს ეროვ­ნუ­ლი გმი­რის სა­ხე­ლო­ბის პროს­პექტს.

 

P.S. ნი­შან­დობ­ლი­ვი იყო ისიც, რომ ქა­ქუ­ცას ქუ­ჩის სა­ხე­ლის გა­დარ­ქ­მე­ვის ცე­რე­მო­ნი­ა­ზე, უკა­ნა ფონ­ზე დაძ­რ­წო­და ტრის­ტან წი­თე­ლაშ­ვი­ლიც, რაც სა­ბო­ლოო ავ­ბე­დი­თი დე-ჟა­ვი­უს ელ­ფერს სძენ­და მთელს ამ გრო­ტეს­კულ სა­ნა­ხა­ო­ბას."

აქ­ვე პა­ტა­რა ჩა­ნართ-და­ნარ­თი მინ­და გა­ვა­კე­თო. ხში­რად მწე­რენ, თით­ქოს მი­შის­ტი თუ ფა­შის­ტი თუ რა­ღაც ოხ­რო­ბა ვი­ყო, მაგ­რამ მინ­და გითხ­რათ - ნუ­რა­სუ­კაც­რა­ვად (ერ­თად)!

მი­შა რომ მთავ­რო­ბა­ში დაბ­რუნ­დეს, ამ საწყალ ხალს ტყავს გა­აძ­რობს. იმა­ზე უარეს დღე­ში ჩაგ­ყ­რით, ვიდ­რე იყა­ვით! ისე, მე "სა­ქარ­თ­ვე­ლოს­ტიც" ვარ და "სამ­შობ­ლოს­ტიც" - რა სა­ინ­ტე­რე­სო წე­რი­ლი გა­მო­აქ­ვეყ­ნა თა­ვი­სი სო­ცი­ა­ლუ­რი ქსე­ლის ვებ-გვერ­დ­ზე ჩვენ­მა ექს- პრე­ზი­დენ­ტ­მა, პა­ტა­რა რომ წაგ­ვე­ჭო­რა­ვა ივა­ნიშ­ვილ­ზე... გუ­ლი გა­დაგ­ვი­შა­ლა და რუს­თა­ვი 2-იც კი­დევ 5 სან­ტი­მეტ­რით აიწია ჰა­ერ­ში ამის წა­კითხ­ვი­სას.

სა­სა­ცი­ლოა ამ კუ­რი­ერ­ში გაშ­ვე­ბუ­ლი სი­უ­ჟე­ტე­ბი, რომ­ლე­ბიც ვი­ღაც ექს-მი­ნის­ტ­რე­ბის ტვი­ტერ­ზე გა­მოთ­ქ­მულ აღ­შ­ფო­თე­ბას გვიყ­ვე­ბა სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში მიმ­დი­ნა­რე პო­ლი­ტი­კურ პრო­ცე­სებ­ზე. ვინ­მე მოქ­მე­დი, გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბე­ბის მიმ­ღე­ბი ტი­პე­ბის კო­მენ­ტა­რე­ბი მა­ინც გვითხ­რას.

"ჰუ ნო­უზ" ვინ რა თა­მაშს თა­მა­შობს, მაგ­რამ გა­რე­დან ასე ჩანს: სა­ქარ­თ­ვე­ლო დი­დი "ფოდ­ნო­სის­თ­ვის" მზად­დე­ბა. ის თავ­დაც­ვის უნა­რიც კი, რაც გაგ­ვაჩ­ნია, მგო­ნი ვი­ღა­ცე­ბის აზ­რით არ გვჭრდე­ბა.

ბო­ლოს კი ამ ყვე­ლაფ­რის შემ­დეგ ერ­თა­დერ­თი იმის თქმა მინ­და, რომ მთა­ვა­რი ძა­ლა ამ ქვეყ­ნის ვართ ჩვენ. ახალ­გაზ­რ­დე­ბი და ჩვენ­ზე ახალ­გაზ­რ­დე­ბი. მტკი­ვა და თხოვ­ნა მაქვს თქვენ­თან: მე­ტი დრო და­უთ­მეთ ქვე­ყა­ნას, მი­ნი­მუმ გა­ი­გეთ-ხოლ­მე, რა ხდე­ბა, ვინ რი­სი მი­ნის­ტ­რია (ცო­ტა რთუ­ლი და­ვა­ლე­ბაა, გა­მომ­დი­ნა­რე მი­ნის­ტ­რე­ბის შეც­ვ­ლის სიხ­ში­რი­სა, მაგ­რამ მა­ინც), ვინ რო­მე­ლი პო­ლი­ტი­კუ­რი იდე­ო­ლო­გი­ით და­ი­ა­რე­ბა და რო­ცა საჭ­რო იქ­ნე­ბა, ხმის ამო­ღე­ბა­საც შეძ­ლებთ! აბა ახ­ლა რა გთხო­ვოთ...

სათ­ქ­მე­ლი და სატ­კე­ნი კი­დევ ბევ­რია. სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში თე­მას რა გა­მო­ლევს. მი­უ­ხე­და­ვად ბევ­რი ასე­თი ტკი­ვი­ლე­ბი­სა, მა­ინც სულ ვამ­ბობ და ვიტყ­ვი, რომ ეს ქვე­ყა­ნა სა­უ­კე­თე­სოა! გან­სა­კუთ­რე­ბით მიყ­ვარს ამ ქვეყ­ნის დე­და­ქა­ლა­ქი! ბევ­რი შე­მო­მე­და­ვე­ბა (რა თქმა უნ­და), მაგ­რამ მა­ინც - "ხმა­მაღ­ლა თქვით - თბი­ლი­სი მირ­ჩევ­ნია ყვე­ლა­ფერს!"

ამ ქა­ლაქს აქვს ის, რაც აღარ აქვს არც ერთ ევ­რო­პულ, ესო­დენ ქარ­თ­ველ­თათ­ვის სა­ნატ­რელ ქა­ლა­ქებს - შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბი! შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბი - გა­ა­კე­თო რა­ღაც ახა­ლი. სულ რა­ღაც 10 წლის წინ შუ­ქი არ გვქონ­და, ინ­ტერ­ნეტ­ზე და მსგავს ფუ­ფუ­ნე­ბა­ზე სიტყ­ვის და­წე­რაც არ ღირს, შე­სა­ბა­მი­სად წარ­მო­იდ­გი­ნეთ, რამ­დე­ნი რამ არ აქვს თბი­ლისს და რამ­ხე­ლა შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბი გვაქვს ჩვენ, სა­კუ­თა­რი ხე­ლე­ბით გა­ვა­კე­თოთ, მო­ვაწყოთ, გან­ვა­ვი­თა­როთ და შევ­დ­გათ რელ­სებ­ზე ეს ჯერ კი­დევ ნაც­რის­ფე­რი ქა­ლა­ქი და მთლი­ა­ნად ქვე­ყა­ნა!

თაკო სალთხუციშვილი