დე­მარ­კუ­სი, ლა­მარ­კუ­სი და დი­დე­ბი
07 ნოემბერი, 2014
847
print

ზუ­რა თა­ლაკ­ვა­ძე

დე­მარ­კუს კა­ზენსს მივ­ხე­დოთ.

დე­მარ­კუს კა­ზენ­სი დინ­ჯი, კა­ნონ­მორ­ჩი­ლი ამე­რი­კე­ლი მო­ქა­ლა­ქე გახ­და. არ ეწე­ვა გა­სახ­დელ­ში ჰა­შიშს, არ ეწე­ვა ჰა­შიშს ბრი­ფინ­გე­ბის დაწყე­ბამ­დე. დე­მარ­კუ­სი ჰა­შიშს მხო­ლოდ ძილ­ში ეწე­ვა. მის­ტერ კა­ზენ­სი კარ­გი ბი­ჭი გახ­და და კა­ლათ­ბურ­თ­ში მხო­ლოდ კა­ლათ­ბურთს ხე­დავს. ცო­ტა ად­რე, კა­ზენ­სი კა­ლათ­ბურ­თ­ში შიშ­ველ, დიდ­მ­კერ­დი­ან გო­გო­ნებს, სწრაფ მან­ქა­ნებს და ბევრ ჰა­შიშს ხე­დავ­და. და დე­მარ­კუ­სი შე­იც­ვა­ლა. მის­ტერ კა­ზენსს უნ­და, რომ იყოს ტიმ დან­კა­ნი.

ტი­მი ამ სე­ზონ­შიც ჩა­ტა­ა­რებს ლექ­ცი­ებს და წა­ვა, ვირ­ჯი­ნი­ის კუნ­ძუ­ლებ­ზე საქ­მე­ებს მი­ხე­დავს. აქ, ლი­გა­ში, ყვე­ლა­ზე დახ­ვე­წი­ლი მა­ღა­ლი ტი­პი მის­ტერ კა­ზენ­სი იქ­ნე­ბა. ახა­ლი, მშვი­დი და მხო­ლოდ თა­მა­შის დროს აგ­რე­სი­უ­ლი კა­ზენ­სი. იდე­ა­ლუ­რი მიქ­ს­ტი.

კა­ზენ­ს­მა "კლი­პერ­ს­თან" აკ­რი­ფა. "საკ­რა­მენ­ტო" ლოს ან­ჯე­ლეს­ში, "კლი­პერ­ს­თან" პა­ტა­რა ბი­ჭია. დგე­ბა კუთხე­ში და დი­დი ძმის ნე­ბარ­თ­ვას ელო­დე­ბა. რომ შე­მოტ­რი­ალ­დეს და თეფ­შ­ზე ცო­ტა ფრი და ორი ცა­ლი შემ­წ­ვა­რი ფრთა გა­და­ი­ღოს. "საკ­რა­მენ­ტოს" ამ გუნ­დ­თან ლოს ან­ჯე­ლეს­ში ზე­დი­ზედ 10 ტეს­ტი აქვს წა­გე­ბუ­ლი. და კა­ზენ­ს­მა ეს სე­რია გა­და­ფა­რა. კა­ზენ­სი "საკ­რა­მენ­ტოს" დან­კა­ნი, შა­კი, ოლა­ჯუ­ო­ნი იყო. იდე­ა­ლუ­რი პერ­სო­ნა სამ­წა­მი­ან­ში და იდე­ა­ლუ­რი თა­ნა­გუნ­დე­ლი, რო­მელ­მაც ბლე­იქ გრი­ფინს თვა­ლი ჩა­უკ­რა და "კლი­პერ­სის" ფორ­ვარ­დი უინ­ტე­რე­სო, მე­ო­რა­დი, ნა­ცე­მი იყო.

გრი­ფინ­თან და იმ მე­ო­რე ტი­რა­ნო­ზავ­რ­თან, დე­ან­დ­რე ჯორ­დან­თან, კა­ზენ­ს­მა 34 ქუ­ლა და 17 მოხ­ს­ნა აიღო. უბ­რა­ლოდ, მო­ინ­დო­მა და აიღო. გრი­ფი­ნი კა­ზენ­ს­ზე თით­ქ­მის არ ადი­ო­და. დე­მარ­კუ­სი უფ­რო იქ, სამ­წა­მი­ან­ში ტრი­ა­ლებ­და და გრი­ფი­ნი პე­რი­მეტ­რ­ზე ადი­ო­და, კრის პოლს აზღ­ვევ­და. და კა­ზენ­ს­მა ჯორ­და­ნი დაჭ­რა. ბევ­რ­ჯერ დაჭ­რა. ფეხ­ში, ზურ­გ­ში, მე­ო­რე ფეხ­ში, ხელ­ში. კა­ზენ­ს­მა ჯორ­დანს მა­ჩე­ტე სა­ხე­ზეც და­უს­ვა და სის­ხ­ლ­დე­ნა არ გა­ჩერ­და. ჯორ­და­ნი აგ­რე­სი­ის­გან და­ი­ცა­ლა. კა­ზენ­სი იყო რკი­ნის მონ­ს­ტ­რი, რო­მელ­მაც ჩვე­უ­ლებ­რი­ვი მოკ­ვ­და­ვი, მის­ტერ ჯორ­და­ნი კუთხე­ში და­ა­ყე­ნა. რა­ღა­ცე­ე­ბი იც­ვ­ლე­ბა და კა­ზენ­სი იყო ბო­სი.

დე­მარ­კუს­მა მე­ო­რედ დას­ვა მი­ნი­მუმ 30 ქუ­ლა და 12 მოხ­ს­ნა ბლე­იქ გრი­ფინ­თან. 2013, 12 აპ­რი­ლი. კა­ზენ­სი გრი­ფინ­თან - 32, 12. ის ტეს­ტი "კლი­პერ­ს­მა" 117:101 მო­ი­გო. იმ ტეს­ტ­ში დე­მარ­კუ­სის აგ­რე­სია ვერ და­ი­ნა­ხეს. და კა­ზენ­სი დაბ­რუნ­და. და კა­ზენ­სი უკ­ვე დო­ნია. სამ­წა­მი­ა­ნის დო­ნი, რო­მე­ლიც ტიმ დან­კა­ნის წას­ვ­ლის შემ­დეგ იქ, თა­ვის ზო­ნა­ში ყვე­ლა­ზე დახ­ვე­წი­ლი, სრულ­ყო­ფი­ლი მა­ღა­ლი მო­თა­მა­შე იქ­ნე­ბა.

უფ­რო მოძ­რა­ვი და ბევ­რ­ჯე­რა­დი, ვიდ­რე დუ­ა­იტ ჰო­ვარ­დი. "ჰი­უს­ტო­ნის" დი­დი ბი­ჭი ხე­ლოვ­ნუ­რად ცვლის რე­პერ­ტუ­არს. რი­ჩი ბლექ­მო­რი ვერ ავი­დო­და ჯი­მი პე­ი­ჯის დო­ნემ­დე და ჰო­ვარ­დიც ვერ ავა ად­მი­რა­ლის, ჰა­კი­მის, შა­კის პან­თე­ონ­ში. ჰო­ვარ­დი ძა­ლი­ან კარ­გია, თვე­ში ერ­თხელ ბილ რა­სე­ლის სტა­ტის­ტი­კას ტო­ვებს, მაგ­რამ იქ, "ჰი­უს­ტონ­ში" ჯე­იმს ჰარ­დე­ნი პირ­ვე­ლი ოფ­ცია გახ­და. ჰარ­დენს ენ­დო­ბი­ან და ჰო­ვარდს თავს უხ­რი­ან. კა­ლათ­ბურ­თ­ში, ამ დო­ნე­ზე, ნდო­ბა უფ­რო ქა­ჩავს. ეს ჰო­ვარ­დ­მაც იცის და დუ­ა­ი­ტი არ არის სა­უ­კე­თე­სო მა­ღა­ლი ტი­პი. სა­უ­კე­თე­სო არის დე­მარ­კუს კა­ზენ­სი. იქ, სამ­წა­მი­ან­ში "საკ­რა­მენ­ტოს" ფორ­ვარდ/ცენ­ტ­რი მო­უ­რი­დე­ბე­ლი ტერ­მი­ნა­ტო­რია. იქ, სამ­წა­მი­ან­ში "საკ­რა­მენ­ტოს" ლი­დე­რი სის­ხ­ლის წვი­მა­ში გა­დის და იქ, სამ­წა­მი­ან­ში კა­ზენ­სი მო­მა­ვა­ლია.

ლა­მარ­კუს ოლ­დ­რი­ჯი ყვე­ლა­ზე სწრა­ფი, კლა­სი­კუ­რი მე­ოთხე ნო­მე­რია, მაგ­რამ ბი­ჭი გა­რე­დან, 4-5 მეტ­რი­დან სრო­ლა­ზე ზის და "პორ­ტ­ლენ­დ­ში" ეს მო­სუ­ლა, "პორ­ტ­ლენ­დ­ში" ლა­მარ­კუს­მა უნ­და და­ა­რი­გოს და ძი­რი­თა­დად, ყვა­ვის ტუზს სა­კუ­თარ თავს ური­გებს. ოლ­დ­რიჯს აქვს დან­კა­ნის რამ­დე­ნი­მე მოძ­რა­ო­ბა, მაგ­რამ ტი­მი იქ, ფარ­თან აგ­ვა­რებს პრობ­ლე­მებს და ოლ­დ­რი­ჯი უფ­რო რო­ბინ ლო­პესს ენ­დო­ბა. დან­კა­ნი მე­ო­რე გუნ­დის ყვე­ლა­ზე მა­გარ მაღ­ლებს იჭერ­და. დან­კა­ნი იყო "სან ან­ტო­ნი­ოს" ლა­სო, რო­მე­ლიც იგებ­და ნე­ლი ფე­ხე­ბით, ნორ­მა­ლუ­რი კო­ორ­დი­ნა­ცი­ით და ლი­გა­ში ყვე­ლა­ზე დი­დი ინ­ტე­ლექ­ტით. ტი­მის­თან ოლ­რ­დიჯ­ზე ახ­ლოს მის­ტერ კა­ზენ­სი დგას. დე­მარ­კუ­სი ლა­მარ­კუს­ზე სა­ინ­ტე­რე­სოა.

კარ­გი მაღ­ლე­ბი წი­თელ წიგ­ნ­შიც კვდე­ბი­ან. კარ­გი მაღ­ლე­ბი მი­დი­ან და მო­დი­ან კომ­ბი­ნი­რე­ბუ­ლი მაღ­ლე­ბი. ამა­რე სტა­უდ­მა­ი­ე­რი სტივ ნეშ­თან იყო ტე­რო­რი და კა­ნა­დე­ლი პრო­ფე­სო­რის გა­რე­შე ამა­რე და­ი­კარ­გა. "ნიუ იორ­კ­ში" სტა­უდ­მა­ი­ე­რი ძი­რი­თა­დად, ლოც­ვებს კითხუ­ლობს. "ნიუ იორ­კ­ში" სტა­უდ­მა­ი­ე­რი არ თა­მა­შობს. იქ კარ­მე­ლოს ტე­რი­ტო­რია, კარ­მე­ლოს უბა­ნი, კარ­მე­ლოს თე­მაა. და ამა­რე ამ როლ­ში შე­ვი­და. იღებს 20 მი­ლი­ონს, არის კმა­ყო­ფი­ლი და ხან­და­ხან, "ნიუ იორკს" მი­სი იმე­დიც აქვს. ამა­რე წარ­სუ­ლია.

დირკ ნო­ვიც­კი უნი­კუ­მია. გერ­მა­ნე­ლი ვერ ბერ­დე­ბა. და გერ­მა­ნე­ლი არ არის კლა­სი­კუ­რი მე­ოთხე ნო­მე­რი. უფ­რო, მე­სა­მე ნო­მე­რი მე­ოთხე ნომ­რის ტა­ნით და შუ­თე­რის მა­ჯით. დირკ ნო­ვიც­კის კა­რი­ე­რა­ში 26 869 ქუ­ლა აქვს. და ჰერ ნო­ვიც­კი აქ არის, რჩე­ბა, არ მი­დის. შე­იც­ვ­ლე­ბა კა­ლათ­ბურ­თი და დარ­ჩე­ბა ნო­ვიც­კი. დირ­კი კა­ლათ­ბურ­თის ილაი, რე­ლი­გია, ხერ­ხე­მა­ლია. ნო­ვიც­კის­თან ერ­თად "და­ლა­სი" დგას და ნო­ვიც­კის­თან ერ­თად აქვს მო­ტი­ვა­ცია მარკ კი­უ­ბან­საც. "და­ლა­სის" არა­ნორ­მა­ლუ­რი და გე­ნი­ა­ლუ­რი მფლო­ბე­ლი დირ­კ­ზე შეყ­ვა­რე­ბუ­ლია, მაგ­რამ ნო­ვიც­კი არ არის კლა­სი­კუ­რი მე­ოთხე ნო­მე­რი. კა­ზენ­ს­თან შე­და­რე­ბა არ მო­სუ­ლა. დირ­კი უფ­რო სხვა თე­მაა. მი­ი­ღო ბურ­თი, შე­ვი­და სამ­წა­მი­ან­ში და მოძ­რა­ო­ბა იქ მთავ­რ­დე­ბა. დირ­კი არ გაწ­ვე­ბა, არ ცდი­ლობს მო­გი­გოს სივ­რ­ცე იქ, ფარ­ქ­ვეშ. ნო­ვიც­კი სწრა­ფად იწე­ვა უკან და შე­უძ­ლე­ბე­ლი ტრა­ექ­ტო­რი­ით უშ­ვებს ბურთს, რო­მე­ლიც ძი­რი­თა­დად ათი­ან­ში მი­დის. მაგ­რამ დირ­კი არ არის სამ­წა­მი­ა­ნის ტე­რო­რის­ტი. დირ­კი კრი­მი­ნა­ლია. რო­მელ­მაც ვერ­ცერ­თხელ ვერ და­ხუ­რა რე­გუ­ლა­რუ­ლი სა­შუ­ა­ლო ორ­მა­გი დუბ­ლით. ყვე­ლა­ზე ახ­ლოს გერ­მა­ნე­ლი დაბლ დაბ­ლ­თან 2001/2002-ში და შემ­დეგ სე­ზონ­ში იყო - 9.9 მოხ­ს­ნა. მაგ­რამ 9.9 არ არის 10.

კა­ზენ­ს­მა უკ­ვე ორ­ჯერ დას­ვა სა­შუ­ა­ლო ორ­მა­გი დუბ­ლი. 2011/2012 - 18.1+11.0 მოხ­ს­ნა და შარ­შან, 22.7+11.7. კა­ზენ­სი ჩვე­ნი კა­ცია. კა­ზენ­სი ვერ გახ­დე­ბა ნო­ვიც­კი და არც უნ­და გახ­დეს. დე­მარ­კუ­სი ბედ­ნი­ე­რია, რომ კა­ზენ­სია. "საკ­რა­მენ­ტო" მის­ტერ კა­ზენ­სი ბენ­დია.

 

ბლე­იქ გრი­ფი­ნი

ბლე­იქ გრი­ფი­ნი. "კლი­პერ­სის" ფორ­ვარ­დი პირ­ველ ორ სე­ზონ­ში უფ­რო მომ­წონ­და. ის გრი­ფი­ნი სა­კუ­თა­რი ნი­ჭით კა­ი­ფობ­და. ის გრი­ფი­ნი არ იღ­ლე­ბო­და პერ­ფექ­ცი­ო­ნიზ­მით. ის გრი­ფი­ნი გი­გებ­და აგ­რე­სი­ით და ის გრი­ფი­ნი სამ­წა­მი­ან­ში არ ჩერ­დე­ბო­და, ბევრს მოძ­რა­ობ­და, ბევრს ას­წ­რებ­და. იმ გრი­ფინ­მა ძლა­ი­ან ბევრს ატ­კი­ნა და ბლე­ი­ქი შე­იც­ვა­ლა. და შე­იც­ვა­ლა ბი­ჭის სტა­ტის­ტი­კა. ძა­ლი­ან კარ­გი, პერ­ს­პექ­ტი­ვა­ში, სა­უ­კე­თე­სო მე­ო­თე ნო­მე­რი გახ­და უბ­რა­ლოდ, სო­ლი­დუ­რი, კრის პო­ლის ინ­ტე­ლექ­ტ­ზე და­მო­კი­დე­ბუ­ლი სა­თა­მა­შო, როპ­მე­ლიც სექ­სუ­ა­ლურ სტა­ტის­ტი­კას ტო­ვებს, მაგ­რამ "კლი­პერ­სი" აგებს ფარს, "კლი­პერ­სი" აგებს თით­ქ­მის ყვე­ლა გა­დამ­წყ­ვეთ გარ­ჩე­ვას და "კლი­პერ­სი" სამ­წა­მი­ან­ში დე­ან­დ­რე ჯორ­დანს ენ­დო­ბა. ეს ცო­ტა მძი­მე თე­მაა. ჯორ­და­ნი არას­ტა­ბი­ლუ­რი მას­ტია და ჯორ­დანს არ მო­აქვს ქუ­ლე­ბი. ნუ, თუ კრის პოლ­მა ერ­თი-ორი პა­სი არ მი­უგ­დო, არ მო­აქვს. და პო­ლის­გან პა­სე­ბი ძი­რი­თა­დად, გრი­ფი­ნის ან გახ­ს­ნი­ლი მსრო­ლე­ლის მი­სა­მარ­თით მი­დის. ეს უკე­თე­სი ოფ­ციაა. და გრი­ფი­ნი, რო­მელ­მაც პირ­ველ ორ სე­ზონ­ში არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვი სტა­ტის­ტი­კა (22.5+12.1; 20.7+10.9) შეკ­რა, ეს გრი­ფი­ნი რა­ფი­ნი­რე­ბუ­ლი მსრო­ლე­ლი გახ­და. გრი­ფი­ნი უფ­რო ლებ­რო­ნის­კენ მი­დის, ვიდ­რე - დან­კა­ნის­კენ. ეს კარ­გია, მაგ­რამ "კლი­პერსს" სან­დო მა­ღა­ლი უფ­რო უნ­და, ვიდ­რე - არას­რულ­ფა­სო­ვა­ნი ლებ­რო­ნი.

გრი­ფი­ნის შემ­დე­გი ორი რე­გუ­ლა­რუ­ლი. 2012/2013 - 18.0+8.3 და 2013/2014 - 24.1+9.5. გრი­ფი­ნი შე­იც­ვა­ლა. ის აღარ იქ­ნე­ბა კლა­სი­კუ­რი მე­ოთხე ნო­მე­რი. გრი­ფი­ნი სხვა ტე­რი­ტო­რი­ა­ზე შე­ვი­და. იქ არ კითხუ­ლობს ლექ­ცი­ას დან­კა­ნი. იქ არ კითხუ­ლობს ლექ­ცი­ას შა­კი. იქ არ და­გი­რი­გე­ბენ ჩარლზ ბარ­კ­ლის კონ­ს­პექ­ტებს. გრი­ფი­ნის აუდი­ტო­რი­ა­ში უფ­რო კე­ვინ გარ­ნე­ტის ან დირკ ნო­ვიც­კის პოს­ტე­რი­ზა­ცია მი­დის. ლი­გამ და­კარ­გა იდე­ა­ლუ­რი მე­ოთხე ნო­მე­რი და მი­ი­ღო იდე­ა­ლუ­რი პარ­ტ­ნი­ო­რი კრის პო­ლის­თ­ვის. იდე­ა­ლუ­რი პარ­ტ­ნი­ო­რი, რო­მელ­საც კრი­სი ენ­დო­ბა და რო­მელ­საც დოკ რი­ვერ­სი სამ­წა­მი­ან­ში ვერ ენ­დო­ბა. გრი­ფი­ნი შე­იც­ვა­ლა. კა­ზენ­სი სხვა თე­მაა. და დე­მარ­კუსს "კლი­პერ­ს­თან" გა­ე­ცი­ნა. 34 ქუ­ლით და 17 მოხ­ს­ნით გა­ე­ცი­ნა. მკვლე­ლი.

კრის ბო­ში ვის მოგ­წონთ? ბევ­რი ხე­ლი აიწია, ძა­ან ბევ­რი. კრი­სი მო­და­შია. პო­დი­უ­მის ფორ­ვარ­დი, რო­მე­ლიც ფლო­რი­და­ში დარ­ჩა. ელე­გან­ტუ­რი მე­ოთხე ნო­მე­რი, რო­მე­ლიც "მა­ი­ა­მი­ში" ნორ­მა­ლუ­რი მსრო­ლე­ლი გახ­და. ძა­ლი­ან კარ­გი მომ­ხ­ს­ნე­ლი, რო­მე­ლიც ბო­ლო ორ რე­გუ­ლა­რულ­ში ლებ­რონ ჯე­იმ­ს­ზე ნაკ­ლებ მოხ­ს­ნას აგ­რო­ვებ­და. ჯე­იმ­სი, იდე­ა­ში, მე­სა­მე ნო­მე­რია. ბო­ში, იდე­ა­ში, მე­ოთხე ნმე­რია. და ბო­ში ბო­ლო ორ სე­ზონ­ში ცო­ტას (6.8 და 6.6 ) ხსნი­და. ძა­ან ცო­ტას. კრის­მა გა­შა­ლა თა­მა­ში, პე­რი­მეტ­რი­დან უფ­რო ბას­რი გახ­და, მაგ­რამ ძვე­ლი, სამ­წა­მა­ი­ნის კრი­სი უფ­რო და­უნ­დო­ბე­ლი და სან­დო იყო.

ახალ "მა­ი­ა­მი­ში" ბო­ში ძველ სა­ვარ­ძელ­ში ჩაჯ­და. ჯერ ბო­ლომ­დე კომ­ფორ­ტუ­ლად ვერ მო­კა­ლათ­და, მაგ­რამ მა­ლე მო­კა­ლათ­დე­ბა. მა­ლე კრი­სი ძვე­ლი ბი­ჭი გახ­დე­ბა. ის ბო­ში "ტო­რონ­ტოს" ტე­რი­ტო­რი­ას უყუ­რებ­და. იმ ბოშ­მა სამ­ჯერ და­ხუ­რა რე­გუ­ლა­რუ­ლი სა­შუ­ა­ლო ორ­მა­გი დუბ­ლით და ის ბო­ში და­უნ­დო­ბე­ლი იყო. "მა­ი­ა­მი­ში" გა­დას­ვ­ლამ­დე, მის­ტერ რეპ­ტი­ლია იღებს 24.0 ქუ­ლას და 10.8 მოხ­ს­ნას.

"მა­ი­ა­მი­ში" პირ­ვე­ლი სე­ზო­ნი - 18.0+8.3. რეგ­რე­სი. "მა­ი­ა­მი­ში" მე­ო­რე სე­ზო­ნი - 18.0+7.9. იდენ­ტუ­რი სტა­ტის­ტი­კა, "მა­ი­ა­მი" იგებს ფი­ნალს და ბო­ში პატ რა­ი­ლის ერთ-ერ­თი ფა­ვო­რი­ტია. მე­სა­მე სე­ზო­ნი ფლო­რი­და­ში - 16.6+6.8. ცუ­დი სე­ზო­ნი, მაგ­რამ ლებ­რონ­მა კი­დევ ერ­თი ჯეკ­პო­ტი მოხ­ს­ნა და "მა­ი­ა­მი" მო­და­შია. კრი­სიც. სტა­ტის­ტი­კა ანა­ლებ­შია. და შარ­შან - 16.2+6.6. "მა­ი­ა­მის" გა­უ­მარ­თ­ლა, რომ აღ­მო­სავ­ლეთ­ში ყვე­ლა და­ი­შა­ლა. ვიცნ არ და­ი­შა­ლა, ძა­ან სუს­ტი იყო და ერ­თა­დერ­თი რე­ა­ლუ­რი ჩე­ლენ­ჯე­რი, "ინ­დი­ა­ნა" კონ­ფე­რენ­ცი­ის ფი­ნალ­ში იდ­გა, ვერ დარ­ბო­და. მე­რე, ფი­ნალ­ში მო­ვი­და "სან ან­ტო­ნიო" და ყვე­ლა­ფე­რი გა­ა­ფუ­ჭა. კრი­სი ბო­ლო სე­რი­ა­ში ნონ­ფაქ­ტო­რი იყო. კრი­სი არ ჩან­და. კრი­სი მის­ტერ დან­კან­მა და ტი­ა­გო სპლი­ტერ­მა გა­ლა­ხეს. უბ­რა­ლოდ, მიტყე­პეს და არ ათა­მა­შეს. მის­ტერ ბო­ში და­ი­ბოღ­მა და "მა­ი­ა­მის­თან" მაქ­სი­მა­ლუ­რი კონ­ტ­რაქ­ტი გა­შან­სა. და კრი­სი ლებ­რო­ნის გა­რე­შე მო­უ­მა­ტებს. სტა­ტის­ტი­კა­ში მო­უ­მა­ტებს. თუ გა­ქა­ჩავს, ბო­ში სა­შუ­ა­ლო ორ­მაგ დუბ­ლ­ზე გა­და­ვა და "მა­ი­ა­მი" ფლეი ოფ­ში შე­ვა. ლებ­რო­ნი ლუ­ოლ დენ­გ­მა შეც­ვა­ლა და დენ­გი ბოშს მოხ­ს­ნებს არ აახევს. დენ­გის პა­ტი­ო­სა­ნი ბი­ჭია. კრისს კა­რი­ე­რა­ში 15 328 ქუ­ლა, 6 926 მოხ­ს­ნა აქვს. სა­კა­ი­ფო სტა­ტის­ტი­კა. თუ კრი­სი ნაკ­ლებ სა­მი­ანს ის­ვ­რის და უფ­რო იქ, საკ­რა­ლურ ტე­რი­ტო­რი­ა­ზე იქ­ნე­ბა, "მა­ი­ა­მი" მეტს მო­ი­გებს. პე­რი­მეტ­რ­ზე ასუ­ლი და იქ დარ­ჩე­ნი­ლი ბო­ში არ არის სა­ინ­ტე­რე­სო. მის­ტერ ბო­ში ახალ, ულებ­რო­ნო ერას იწყებს და მოკ­ლე ვერ­დიქ­ტი კრი­სის და დე­მარ­კუ­სის შე­და­რე­ბის ამ­ბავ­ში - კა­ზენ­სი უკე­თე­სია. უფ­რო ახალ­გაზ­რ­და და უფ­რო მიმ­წო­ლი. კა­ზენ­სი ბოშს უგებს.

 

ეს­პა­ნე­ლი

მარკ გა­სო­ლი და ზაკ რენ­დოლ­ფი.

ზაკ რენ­დოლ­ფი და მარკ გა­სო­ლი.

"მემ­ფი­სის" დი­დი ბი­ჭე­ბი. მე რენ­დოლ­ფი უფ­რო მომ­წონს და პერ­ს­პექ­ტი­ვა­ში უფ­რო პერ­ს­პექ­ტი­უ­ლია გა­სო­ლი. ასა­კი.

რენ­დოლ­ფი 33 წლის არის, ნაკ­ლებს ას­წ­რებს სამ­წა­მი­ან­ში და გა­სო­ლი უფ­რო შიგ­ნით შე­დის, რენ­დოლ­ფის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე ადის. ეს­პა­ნე­ლი რენ­დოლ­ფ­ზე ოთხი წლით პა­ტა­რაა. ეს­პა­ნე­ლი არ არის სწრა­ფი, მაგ­რამ გა­სო­ლი ფიქ­რობს. ბევრს ფიქ­რობს. ხან­და­ხან, ძა­ლი­ან ბევრს. გა­სოლ­მა და­ა­მუ­ღა­მა უბურ­თოდ თა­მა­ში და გა­სოლ­მა მი­ი­ღო მე­ტი დრო, მე­ტი ნდო­ბა და მე­ტი დო­ლა­რი. მე­ტი დო­ლა­რი და მე­ტი ნდო­ბა. და სე­ნი­ორ გა­სო­ლი არ არის ერ­თ­ჯე­რა­დი.

"მემ­ფი­სი" სტა­ტის­ტი­კას კლავს. სა­კუ­თარ სტა­ტის­ტი­კას. სხვის სტა­ტის­ტი­კას. "მემ­ფი­სი" ვერ ახ­ლობ­ლობს სტა­ტის­ტი­კას­თან. "მემ­ფის­მა" ბევ­რი წლის წინ პირ­ვე­ლი გა­სო­ლი მი­ი­ღო. პო. ელე­გან­ტუ­რი ტე­რო­რის­ტი დან­კა­ნის ლიფ­სო­თი და კარლ მე­ლო­უ­ნის მა­ჯით. გა­სო­ლი ლე­გენ­დაა და მარ­კი - პოს ძმა, რო­მე­ლიც პოს­გან ბევრს იწერს, ბევრს აგ­რო­ვებს, ბევრს იმახ­სოვ­რებს. მარ­კ­მა მო­უ­მა­ტა და მარკს ხელ­ფა­სი მო­უ­მა­ტეს. დღეს პა­ტა­რა გა­სო­ლი ერთ სე­ზონ­ში თით­ქ­მის 16 მი­ლი­ონ დო­ლარს იღებს. რენ­დოლ­ფის კუ­ში ოდ­ნავ მა­ღა­ლია და მიმ­დი­ნა­რე კონ­ტ­რაქ­ტის დას­რუ­ლე­ბის შემ­დეგ, ზა­კი ფი­ნან­სუ­რად უკან წა­ვა.

"მემ­ფის­მა" გა­სოლ­თან ერ­თად მო­უ­მა­ტა. გუნ­დი უფ­რო მეტს აზ­როვ­ნებს და ნაკ­ლებს ჩხუ­ბობს. გუნ­დი უფ­რო მეტს კითხუ­ლობს და ნაკ­ლე­ბად ძველ­ბი­ჭობს. გუნ­დი უფ­რო გა­სო­ლის ენერ­გე­ტი­კა და ინ­ტე­ლექ­ტია, ვიდ­რე - რენ­დოლ­ფის აგ­რე­სია და მი­წო­ლა. გუნ­დი ახალ ზო­ნა­ში გა­და­დის და იქ მარკ გა­სო­ლის ზო­ნაა. ეს­პა­ნე­ლი სამ­წა­მი­ან­ში ძა­ლი­ან კარ­გია. და სე­ნი­ორ გა­სო­ლი ორი წლის წინ ლი­გის სა­უ­კე­თე­სო დამ­ც­ვე­ლი გახ­და. ალ­ბათ, იმ რე­გუ­ლა­რულ­ში სა­უ­კე­თე­სო დამ­ც­ვე­ლი იყო ლებ­რონ ჯე­იმ­სი, მაგ­რამ ლი­გა მრა­ვალ­ფე­როვ­ნე­ბას აწ­ვე­ბა და ლი­გამ მარ­კი აირ­ჩია. გა­სოლს უკ­ვე აქვს ერ­თი, მა­გა­რი მძი­მე იდ­ნი­ვი­დუ­ა­ლუ­რი პრი­ზი.

"მემ­ფის­ში" გა­და­ვი­და ვინს კარ­ტე­რი. მის­ტერ კარ­ტე­რი შეც­ვ­ლის მემ­ფი­სის ფა­ვო­რიტს, მა­იკ მი­ლერს და სადღაც, მი­ლერ­ზე მეტს მის­ცემს გუნდს. გა­სოლ­თან ერ­თად კარ­ტე­რი მეტ კარგ პასს მი­ი­ღებს. "და­ლას­ში" ვინ­სი სა­უ­კე­თე­სო მე­ექ­ვ­სე კა­ცი იყო და "და­ლას­ში" ვინ­სი დირკ ნო­ვიც­კის­გან ბურთს არ იღებ­და. აქ კარ­ტე­რი ცენ­ტ­რის­გან, ან რენ­ფოლ­ფის­გან ბურთს მი­ი­ღებს. რომ არ მი­ი­ღოს, გა­სოლს ან რენ­დოლფს მთა­ვა­რი მწვრთნე­ლი, დე­ივ იორ­გე­რი ყურს აუწევს. და მის­ტერ იორ­გერს მა­გა­რი მწა­რე ხე­ლი აქვს. რო­გორც მთლი­ა­ნად "მემ­ფისს".

მარკ გა­სო­ლის სტა­ტის­ტი­კა მშვი­დი, კარ­გი ცენ­ტ­რის მშვი­დი, კარ­გი სტა­ტის­ტი­კაა.

11.9 ქუ­ლა და 7.4 მოხ­ს­ნა პირ­ველ სე­ზონ­ში. გა­სო­ლი იზ­რ­დე­ბა, მაგ­რამ ეს­პა­ნე­ლი არ არის საკ­მა­რი­სად მო­ბი­ლუ­რი და ეს­პა­ნე­ლი ვერ ას­წ­რებს უფ­რო სწრა­ფი, მოქ­ნი­ლი მაღ­ლე­ბის გა­თიშ­ვას. გა­სო­ლი სამ­წა­მი­ან­ში ზედ­მე­ტია და გა­სო­ლი დგას. და გა­სო­ლი შე­იც­ვა­ლა.

მე­ო­რე სე­ზონ­ში ეს­პა­ნელ­მა 14.6 ქუ­ლა აიღო. და 9.3 მოხ­ს­ნა. და "მემ­ფის­მა" მარ­კის­გან გა­კონ­ტ­რო­ლე­ბუ­ლი სა­დიზ­მი და თით­ქ­მის იდე­ა­ლუ­რი დაც­ვა მი­ი­ღო. მარ­კი უკეთ ადის დაზღ­ვე­ვა­ზე. მარ­კი უკეთ აკე­თებს თა­ვის საქ­მეს და მარ­კი უბ­რა­ლოდ, უკე­თე­სია. სტა­ტის­ტი­კა აქ მე­ო­რე­ხა­რის­ხო­ვა­ნი იყო. გა­სოლ­მა მო­უ­მა­ტა და ეს ლი­გამ შე­ამ­ჩ­ნია. ეს ლი­გამ და­ი­ნა­ხა და მარ­კის უკ­ვე ერი­დე­ბათ. თუ რენ­დოლფს დაც­ვა­ში თა­მა­ში არ ეზა­რე­ბა, "მემ­ფი­სი" მკვლე­ლია. თუ რენ­დოლფს დაც­ვა­ში თა­მა­ში მა­ინც ეზა­რე­ბა, "მემ­ფი­სი" უბ­რა­ლოდ, ძა­ლი­ან კარ­გი იყო.

მარ­კის მე­სა­მე სე­ზო­ნი - 11.7+7.0 მოხ­ს­ნა. მარ­კი იღებს წი­ნა სე­ზონ­თან შე­და­რე­ბით ნაკ­ლებ დროს (35:46 - 31:55) და მარ­კის სტა­ტის­ტი­კაც ის­ვე­ნებს. გა­სო­ლი ზურ­გის ტრავ­მით თა­მა­შობს და გა­სოლ­მა იცის, რომ ეს დრო­ე­ბი­თია. "მემ­ფი­სი" უმა­ტებს. აწყო­ბილ, მძი­მე გა­სოლ­თან ერ­თად გუნ­დი იგებს და გუნ­დ­მა აკ­რი­ფა ფლეი ოფ­ში. "მემ­ფის­მა" მო­უ­გო პირ­ვე­ლი გას­ვ­ლა "სან ან­ტო­ნი­ოს" 101:98 და ის სე­რია 4:2 წა­მო­ი­ღო. "მემ­ფი­სი" და­სავ­ლე­თის მერ­ვე გუნ­დი იყო. "სან ან­ტო­ნი­ომ" მო­ი­გო კონ­ფე­რენ­ცია რე­გუ­ლა­რულ­ში და რენ­დოლ­ფ­მა, გა­სოლ­მა ტექ­სა­სუ­რი პი­ლო­რა­მა გა­და­ტე­ხეს. "მემ­ფი­სი" გა­დის და­სავ­ლე­თის ფი­ნალ­ში და იქ, მეშ­ვი­დე თა­მაშ­ში აგებს "ოკ­ლა­ჰო­მას­თან". დი­უ­რა­ნის და უეს­თ­ბ­რუ­ქის ბან­დას დიდ ფი­ნალ­ში ლებ­რონ­მა აარ­ტყა.

გა­სო­ლის შემ­დე­გი სა­მი სე­ზო­ნი "მემ­ფი­სის" ფახ­ლა­ვაა. გემ­რი­ე­ლი, მსუ­ყე ფახ­ლა­ვა.

2011/2012 - 14.7+8.9. გა­სოლ­მა თა­მა­ში­დან სრო­ლე­ბის 48.2 პრო­ცენ­ტი გა­მო­ი­ყე­ნა. პირ­ვე­ლად მარ­კის ამე­რი­კულ კა­რი­ე­რა­ში, ეს­პა­ნელ­მა თა­მა­ში­დან სრო­ლე­ბის ნა­ხე­ვარ­ზე ნაკ­ლე­ბი ჩა­აგ­დო. უმ­ნიშ­ვ­ნე­ლო რეგ­რე­სი, მაგ­რამ ეს რეგ­რე­სი გაგ­რ­ძელ­და.

2012/2013 - 14.1+7.8. თა­მა­ში­დან სრო­ლე­ბის 49.4 პრო­ცენ­ტი.

2013/2014 - 14.6+7.2. თა­მა­ში­დან სრო­ლე­ბის 47.3 პრო­ცენ­ტი. მარ­კის ამე­რი­კულ კა­რი­ე­რა­ში ყვე­ლა­ზე ცუ­დი მაჩ­ვე­ნე­ბე­ლი. და გა­სოლ­მა ამ რე­გუ­ლა­რუ­ლის დაწყე­ბამ­დე და­იწყო მუ­შა­ო­ბა ახალ მწვრთნელ­თან. რო­მელ­მაც მის სრო­ლას, მის მოძ­რა­ო­ბას ბურ­თის მი­ღე­ბის დროს და მის მოძ­რა­ო­ბას ბურ­თის მი­ღე­ბამ­დე კო­რექ­ცია გა­უ­კე­თა. გა­სოლ­მა ეს სე­ზო­ნი არა­რე­ა­ლუ­რად კარ­გად გახ­ს­ნა. 22.5 ქუ­ლა, 8.5 მოხ­ს­ნა და 55.7 % თა­მა­ში­დან. პლი­უს, სტა­ტი­კუ­რი 2.3 პა­სი, 1.8 და­ფა­რე­ბა, 1.0 ჩაჭ­რა და და­უნ­დო­ბე­ლი დაც­ვა. თუ გა­სო­ლი ამ სტა­ტის­ტი­კას შე­ი­ნარ­ჩუ­ნებს, ეს­პა­ნე­ლი მის­ტერ კა­ზენ­სის მთა­ვა­რი კონ­კუ­რენ­ტი იქ­ნე­ბა. და ეს­პა­ნე­ლი ძა­ლი­ან კარ­გია. უბ­რა­ლოდ, ძა­ლი­ან კარ­გი. კა­ზენ­ს­თან მა­ინც აგებს. დე­მარ­კუ­სი უფ­რო მოქ­ნი­ლია. ეს­პა­ნელს აქვს უფ­რო დახ­ვე­წი­ლი პა­სი, მაგ­რამ კა­ზენ­სი სხვა კომ­პო­ნენ­ტე­ბით იგებს. ეს დე­მარ­კუ­სის ზო­ნაა. გა­სო­ლის გუნ­დი უფ­რო გა­ვა ფლეი ოფ­ში და კა­ზენ­სი ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რად უჯოკ­რავს ეს­პა­ნელს. იდე­ა­ში, წელს კა­ზენ­სის ბენ­დ­ს­საც აქვს ფლეი ოფის გრინ ქარ­დის მი­ღე­ბის შნო.

 

ენ­ტო­ნი დე­ვი­სი

რჩე­ბა კი­დევ ერ­თი პერ­სო­ნა­ჟი. რო­მე­ლიც ცო­ტა სხვა დო­ნე­ზეა. თით­ქ­მის ლებ­რო­ნის დო­ნე­ზე.

მის­ტერ ენ­ტო­ნი დე­ვი­სი.

"ნიუ ორ­ლე­ან­ში" ბი­ჭი მუ­შა­ობს. სხვე­ბი მი­ლი­ო­ნებს და ნა­შებს ით­ვ­ლი­ან, და დე­ვი­სი მუ­შა­ობს. ად­რე მი­დის დარ­ბაზ­ში, გვი­ან ბრუნ­დე­ბა სახ­ლ­ში, არ ჭო­რა­ობს ჟურ­ნა­ლის­ტებ­თან ახალ "ას­ტონ მარ­ტინ­ზე". დე­ვი­სი პრო­ფია. დე­ვი­სი არ არის კლა­სი­კუ­რი ცენ­ტ­რი. დე­ვი­სი არ არის კლა­სი­კუ­რი მე­ოთხე ნო­მე­რი. დე­ვი­სი არ აქვს ნო­ვიც­კის იდე­ა­ლუ­რი სრო­ლა. დე­ვი­სი დღე­საც აგებს ტი­მის­თან პო­ზი­ცი­ის და­კა­ვე­ბის ამ­ბავ­ში. და დე­ვი­სი მა­ლე სა­უ­კე­თე­სო იქ­ნე­ბა. ალ­ბათ, იქ­ნე­ბა. უბ­რა­ლოდ, ბიჭს ჯერ ძა­ლი­ან ბევ­რი ნი­უ­ან­სი აქვს მო­სა­წეს­რი­გე­ბე­ლი. ნაკ­ლე­ბი უნ­და ინერ­ვი­უ­ლოს ცუ­დი მოძ­რა­ო­ბის, შეც­დო­მის, გარ­ბე­ნის დროს. ნაკ­ლე­ბი უნ­და იფიქ­როს მსა­ჯის არას­წორ გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბა­ზე. უბ­რა­ლოდ, დე­ვი­სი უფ­რო უნ­და იყოს პრო­ფე­სი­ო­ნა­ლი. და ენ­ტო­ნიმ ეს იცის. ენ­ტო­ნი ბევრს მუ­შა­ობს და ენ­ტო­ნიმ ამე­რი­კის ნაკ­რებ­თან ერ­თად მო­უ­მა­ტა. იქ, ეს­პა­ნეთ­ში იყ­ვ­ნენ გა­სო­ლე­ბი. იქ, ეს­პა­ნეთ­ში იყ­ვ­ნენ ვარ­ს­კ­ვ­ლა­ვე­ბი და იქ, ეს­პა­ნეთ­ში, იყ­ვ­ნენ კა­ზენ­სი და დე­ვი­სი. ფი­ნა­ლამ­დე დე­ვი­სი უფ­რო სა­კა­ი­ფოდ აკე­თებ­და საქ­მეს და ალ­ბათ, კე­ნეტ ფა­რიდ­ზე უფ­რო სა­სარ­გებ­ლო იყო ნაკ­რე­ბის­თ­ვის. კა­ზენსს მე­სა­მე­ხა­რის­ხო­ვა­ნი რო­ლი მის­ცეს და ბო­ლო აკორ­დი დე­მარ­კუს­მა აიღო. ჩემ­პი­ო­ნა­ტი დე­ვის­მა უფ­რო სტა­ბი­ლუ­რად ჩა­ა­ტა­რა და კა­ზენ­ს­მა მო­უ­მა­ტა. ფა­რი­დი ამ გა­სა­უბ­რე­ბა­ში არ იქ­ნე­ბა. ფა­რიდს კლა­სის, სი­მაღ­ლის და აგ­რე­სი­ის დე­ფი­ცი­ტი აქვს. კარ­გი ბი­ჭი "დენ­ვერ­ში", რო­მე­ლიც მო­უ­მა­ტებს. და ყო­ველ­თ­ვის დე­ვი­სე­ბის, კა­ზენ­სე­ბის, სხვა ვარ­ს­კ­ვ­ლა­ვე­ბის უკან იქ­ნე­ბა. ეს ფა­რი­დის რო­ლია.

დე­ვი­სი შემ­დეგ სე­ზონ­ში ლებ­რო­ნის კონ­კუ­რენ­ტი უნ­და იყოს. ალ­ბათ, გა­უმ­ჯო­ბეს­დე­ბა ბი­ჭის სტა­ტის­ტი­კა. ალ­ბათ, დე­ვი­სი მო­უ­მა­ტებს დაც­ვა­ში. ნუ, დაც­ვა­ში ენ­ტო­ნი დღე­საც ძა­ლი­ან კარ­გია. რე­გუ­ლა­რუ­ლის პირ­ველ ტეს­ტ­ში ენ­ტო­ნიმ 9 ბლო­კი და­უს­ვა "ორ­ლან­დოს" და ტი­პი სა­შუ­ა­ლოდ 4 და­ფა­რე­ბას აგ­რო­ვებს. ეს სტა­ტის­ტი­კა შე­იც­ვ­ლე­ბა, დე­ვი­სიც ოთხ ბლოკ­ზე ქვე­მოთ ჩა­მო­ვა, მაგ­რამ ბიჭ­მა შარ­შან­დე­ლი რე­გუ­ლა­რუ­ლი 2.8 და­ფა­რე­ბით და­ამ­თავ­რა. კლა­სი­კა. თით­ქ­მის ად­მი­რა­ლის და ჰა­კი­მის ტე­რი­ტო­რია. და დე­ვი­სი მო­უ­მა­ტებს. თან, მაგ­რად.

23.7 ქუ­ლა, 13.3 მოხ­ს­ნა, 4.3 და­ფა­რე­ბა (რაც არა­რე­ა­ლუ­რია), 2.0 ჩაჭ­რა და 1.7 პა­სი. ენ­ტო­ნი დე­ვი­სი შე­იც­ვ­ლე­ბა და ალ­ბათ, უფ­რო ბლე­იქ გრი­ფი­ნის­კენ წა­ვა, ვიდ­რე - დან­კა­ნის­კენ. გრი­ფი­ნი­დან ლებ­რო­ნამ­დეც არ არის შო­რი. კარ­გია, თუ ენ­ტო­ნი სამ­წა­მი­ა­ნის პერ­სო­ნა­ჟად დარ­ჩე­ბა. ორი წლის შემ­დეგ, თუ არ და­მა­ვიწყ­დე­ბა, კი­დევ ერ­თხელ დავ­წერ დე­მარ­კუს კა­ზენ­სის კონ­კუ­რენ­ტებ­ზე და თუ ენ­ტო­ნი არ იცელ­ქებს, შე­იძ­ლე­ბა, პირ­ვე­ლა ად­გილ­ზე დაჯ­დეს. მა­ნამ­დე, კა­ზენ­სი უფ­რო რე­ა­ლუ­რი პირ­ვე­ლი ნო­მე­რია. მე­ოთხე და მე­ხუ­თე ნომ­რებ­ში. დე­ვისს ჯერ ვაკ­ვირ­დე­ბით. დე­ვისს ჯერ ყვე­ლა აკ­ვირ­დე­ბა. დე­ვი­სი ჯერ გა­ლი­ა­ში ჩა­კე­ტი­ლი ბულ­ტე­რი­ე­რია. რო­მელ­საც გა­რეთ იშ­ვი­ა­თად უშ­ვე­ბენ. რომ არ აიშ­ვას და ბევ­რი მე­გო­ბა­რი არ და­ყა­როს. დე­ვი­სიც მა­გა­რი სა­ხი­ფა­თოა. არ აკონ­ტ­რო­ლებს ემო­ცი­ებს და იცის, რომ ის მო­მა­ვა­ლია. ეს კა­ზენ­ს­მაც იცის. ალ­ბათ, მთელ­მა ლი­გამ იცის. რა­ღა­ცე­ე­ბი ყვე­ლამ უნ­და იცო­დეს. რა­ღა­ცე­ე­ბი უნ­და შე­იც­ვა­ლოს.

დე­მარ­კუს კა­ზენ­სი დინ­ჯი, კა­ნონ­მორ­ჩი­ლი ამე­რი­კე­ლი მო­ქა­ლა­ქე გახ­და. არ ეწე­ვა გა­სახ­დელ­ში ჰა­შიშს, არ ეწე­ვა ჰა­შიშს ბრი­ფინ­გე­ბის დაწყე­ბამ­დე. დე­მარ­კუ­სი ჰა­შიშს მხო­ლოდ ძილ­ში ეწე­ვა. მის­ტერ კა­ზენ­სი კარ­გი ბი­ჭი გახ­და და კა­ლათ­ბურ­თ­ში მხო­ლოდ კა­ლათ­ბურთს ხე­დავს. ცო­ტა ად­რე, კა­ზენ­სი კა­ლათ­ბურ­თ­ში შიშ­ველ, დიდ­მ­კერ­დი­ან გო­გო­ნებს, სწრაფ მან­ქა­ნებს და ბევრ ჰა­შიშს ხე­დავ­და. და დე­მარ­კუ­სი შე­იც­ვა­ლა. მის­ტერ კა­ზენსს უნ­და, რომ იყოს ტიმ დან­კა­ნი.

დან­კა­ნო­ბა რთუ­ლია, მაგ­რამ კა­ზენ­სი ნი­ჭი­ე­რი სტუ­დენ­ტია. კა­ზენ­სი მო­უ­მა­ტებს. უჰა­ში­შო კა­ზენ­სი მეტს იმახ­სოვ­რებს და მეტს ას­წ­რებს. უჰა­ში­შო კა­ზენ­სი უფ­რო სა­ინ­ტე­რე­სო ტი­პია.

ალ­ბათ, უფ­რო სა­ინ­ტე­რე­სო იქ­ნე­ბა "საკ­რა­მენ­ტოც". ბევ­რად სა­ინ­ტე­რე­სო, ვიდ­რე ად­რე.

მო­უ­მა­ტებს, უკ­ვე მო­უ­მა­ტა რუ­დი გე­იმ. გეი კა­ცია. გეი ძა­ან მა­გა­რი მო­თა­მა­შეა და გეი ას­რუ­ლებს. კა­ზენ­ს­თან ერ­თად, რუ­დი ბევრს გა­ა­კე­თებს. და ნაკ­ლებს გა­ა­ფუ­ჭებს.

"საკ­რა­მენ­ტომ" უკ­ვე მო­უ­გო "კლი­პერსს" და "პორ­ტ­ლენდს". სა­ინ­ტე­რე­სოა. პირ­ვე­ლად, 2007 წლის რე­გუ­ლა­რუ­ლის შემ­დეგ, "საკ­რა­მენ­ტომ" ზე­დი­ზედ ორი თა­მა­ში წა­მო­ი­ღო გუნ­დე­ბის­გან, რომ­ლებ­მაც წი­ნა რე­გუ­ლა­რუ­ლი 50 და მე­ტი მო­გე­ბით და­ხუ­რეს. "საკ­რა­მენ­ტომ" წა­ა­გო 18 ქუ­ლა "გოლ­დენ სტე­იტ­თან", მაგ­რამ ეს მო­სუ­ლა. "გოლ­დენ სტე­ი­ტი" კონ­ფე­რენ­ცი­ის ერთ-ერ­თი ფა­ვო­რი­ტია. "კლი­პერ­ს­ზე" და "პორ­ტ­ლენ­დ­ზე" უფ­რო ფა­ვო­რი­ტი.

შარ­შან, "საკ­რა­მენ­ტომ" 28 თა­მა­ში მო­ი­გო. და გა­უშ­ვა აიზია ტო­მა­სი. "ფი­ნიქ­ს­ში" გა­უშ­ვა. და მო­იყ­ვა­ნა და­რენ კო­ლი­სო­ნი. "კლი­პერ­სი­დან" მო­იყ­ვა­ნა. კა­ზენ­სის­თ­ვის და გე­ის­თ­ვის კო­ლი­სო­ნი უფ­რო კარ­გი თა­ნა­გუნ­დე­ლია.

ძა­ლი­ან კარ­გი მწვრთნე­ლია მა­იკლ მე­ლო­უ­ნი. მარ­თ­ლა ძა­ლი­ან კარ­გი. და მე­ლო­უ­ნი ხე­დავს, რომ დე­მარ­კუს კა­ზენ­სი მზად არის ახა­ლი ტე­რი­ტო­რი­ის­თ­ვის. დე­მარ­კუ­სი უნ­და იყოს ამ გე­ნე­რა­ცი­ის, ამ გუნ­დის ლა­რა კროფ­ტი. რო­მელ­საც ყვე­ლა­ფე­რი აინ­ტე­რე­სებს და რო­მელ­მაც ყვე­ლა­ფე­რი იცის. და კა­ზენ­სი კარ­გი სტუ­დენ­ტია.

გრი­ფინ­თან და იმ მე­ო­რე ტი­რა­ნო­ზავ­რ­თან, დე­ან­დ­რე ჯორ­დან­თან, კა­ზენ­ს­მა 34 ქუ­ლა და 17 მოხ­ს­ნა აიღო. უბ­რა­ლოდ, მო­ინ­დო­მა და აიღო. გრი­ფი­ნი კა­ზენ­ს­ზე თით­ქ­მის არ გა­და­დი­ო­და. დე­მარ­კუ­სი უფ­რო იქ, სამ­წ­მა­ი­ან­ში ტრი­ა­ლებ­და და გრი­ფი­ნი პე­რი­მეტ­რ­ზე ადი­ო­და, კრის პოლს აზღ­ვევ­და. და კა­ზენ­ს­მა ჯორ­და­ნი დაჭ­რა. ბევ­რ­ჯერ დაჭ­რა. ფეხ­ში, ზურ­გ­ში, მე­ო­რე ფეხ­ში, ხელ­ში. კა­ზენ­ს­მა ჯორ­დანს ერ­თელ მა­ჩე­ტე სა­ხე­ზეც და­უს­ვა და სის­ხ­ლ­დე­ნა არ გა­ჩერ­და. ჯორ­და­ნი აგ­რე­სი­ის­გან და­ი­ცა­ლა. კა­ზენ­სი იყო რკი­ნის მონ­ს­ტ­რი, რო­მელ­მაც ჩვე­უ­ლებ­რი­ვი მოკ­ვ­და­ვი, მის­ტერ ჯორ­და­ნი კუთხე­ში და­ა­ყე­ნა. რა­ღა­ცე­ე­ბი იც­ვ­ლე­ბა და კა­ზენ­სი იყო ბო­სი.

კა­ზენ­სი უნ­და იყოს ბო­სი.

დე­მარ­კუ­სი რე­ა­ლუ­რი ტი­პია.

zura talakvadze