რთვე­ლი კა­ხეთ­ში - გვალ­ვამ მო­სა­ვა­ლი გა­ა­ნა­ხევ­რა
07 ნოემბერი, 2014
622
print

ალე­კო ცქი­ტიშ­ვი­ლი

 წელს კა­ხეთ­ში რთვე­ლი უჩ­ვე­­ლოდ ად­რე და­იწყო. ამის მი­ზე­ზი თით­­მის სამ­­ვი­­ნი გვალ­ვაა, რაც რე­გი­ონს ზაფხულ­ში ბუ­ნე­ბის ნამ­­ვილ რის­­ვად მო­ევ­ლი­ნა. წი­ნა წლებ­ში რთვე­ლი აგ­ვის­ტოს ბო­ლოს ქი­ზი­ყის სოფ­ლე­ბი­დან იწყე­ბო­და. ყვე­ლა­ზე გვი­ან ყურ­ძენს გა­რე კა­ხეთ­ში კრეფ­­ნენ - ოქ­ტომ­­რის შუა რიცხ­ვებ­ში. წელს კი გურ­ჯა­­ნი­სა და თე­ლა­ვის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტე­ბის სოფ­ლებ­ში რთვე­ლი უკ­ვე აგ­ვის­ტოს ბო­ლოს, სექ­ტემ­­რის და­საწყის­ში და­იწყო.

რუ­სე­თის ბა­ზარ­ზე ქარ­თუ­ლი ღვი­ნის დაბ­რუ­ნე­ბის შემ­დ­გომ, უკ­ვე მე­ო­რე წე­ლია, კა­ხეთ­ში რთვე­ლი საპ­რო­ტეს­ტო აქ­ცი­ე­ბი­სა და ხმა­უ­რის გა­რე­შე მიმ­დი­ნა­რე­ობს. თუმ­ცა, წელს მე­ვე­ნა­ხე გლე­ხე­ბი მა­ინც შე­ე­ცად­ნენ, გა­ეპ­რო­ტეს­ტე­ბი­ნათ ღვი­ნის კომ­პა­ნი­ე­ბის სა­ვა­რა­უ­დოდ შე­თან­ხ­მე­ბუ­ლი მოქ­მე­დე­ბა სა­ფე­რავ­ზე 50 თეთ­რით ფა­სის დაკ­ლე­ბის თა­ო­ბა­ზე. რთვე­ლის დაწყე­ბი­სას 1 კგ სა­ფე­რა­ვი 2,20 ლა­რი ღირ­და. სექ­ტემ­ბ­რის პირ­ველ დღე­ებ­ში კი მო­უ­ლოდ­ნე­ლად 1,50 ლა­რი გახ­და, რა­მაც გურ­ჯა­ა­ნის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის სო­ფელ ვა­ზი­სუბ­ნის მე­ვე­ნა­ხე­თა უკ­მა­ყო­ფი­ლე­ბა გა­მო­იწ­ვია.

ღვი­ნის ეროვ­ნუ­ლი სა­ა­გენ­ტო მე­ვე­ნა­ხე­თა საპ­რო­ტეს­ტო აქ­ცი­ას გან­ცხა­დე­ბით გა­მო­ეხ­მა­უ­რა. გან­ცხა­დე­ბა­ში ხაზ­გას­მით იყო აღ­ნიშ­ნუ­ლი, რომ „სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში დას­რულ­და ის დრო, რო­დე­საც სა­ხელ­მ­წი­ფო უხე­შად ერე­ო­და რთვე­ლის პრო­ცეს­ში, თა­ვად გან­საზღ­ვ­რავ­და ყურ­ძ­ნის ფასს და კერ­ძო სექ­ტო­რის კონ­კუ­რენ­ტი ხდე­ბო­და. სა­ხელ­მ­წი­ფო ფა­სე­ბის რე­გუ­ლა­ცი­ა­ში არ ჩა­ე­რე­ვა. ფასს არე­გუ­ლი­რებს ბა­ზა­რი".

ასე­თი ხმა­მა­ღა­ლი გან­ცხა­დე­ბის მი­უ­ხე­და­ვად, სა­ხელ­მ­წი­ფომ ყურ­ძ­ნის ფა­სე­ბის დად­გე­ნა­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბა წელ­საც მი­ი­ღო და რთვე­ლის პე­რი­ოდ­ში კომ­პა­ნი­ე­ბის სუბ­სი­დი­რე­ბა გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლა. „რთვე­ლის ხელ­შეწყო­ბის ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბის შე­სა­ხებ" სა­ქარ­თ­ვე­ლოს მთავ­რო­ბის 2014 წლის 7 აგ­ვის­ტოს N1407 განკარგულებით,  კა­ხე­თის რე­გი­ონ­ში მე­ვე­ნა­ხე­ე­ბის (ფი­ზი­კუ­რი პი­რე­ბის) მი­ერ მო­წე­უ­ლი ყურ­ძ­ნის მო­სავ­ლის რე­ა­ლი­ზა­ცი­ის ხელ­შეწყო­ბის მიზ­ნით, ღვი­ნის ეროვ­ნულ სა­ა­გენ­ტოს და­ე­ვა­ლა, ღვი­ნის კომ­პა­ნი­ებ­ზე გას­ცეს სუბ­სი­დია შემ­დე­გი ოდე­ნო­ბით: 1 კგ. რქა­წი­თე­ლი­სათ­ვის - 0,35 ლა­რი, 1 კგ. კა­ხუ­რი მწვა­ნი­სათ­ვის - 0,35 ლა­რი; 1 კგ. სა­ფე­რა­ვი­სათ­ვის - 0,15 ლა­რი.

სა­ხელ­მ­წი­ფოს სუბ­სი­დი­რე­ბა სა­ერ­თოდ რომ არ გა­ნე­ხორ­ცი­ე­ლე­ბი­ნა, წი­ნა წლებ­თან შე­და­რე­ბით კა­ხეთ­ში ყურ­ძ­ნის ფა­სი მა­ინც ბევ­რად მა­ღა­ლი იქ­ნე­ბო­და. რუ­სე­თის ბა­ზარ­ზე ქარ­თუ­ლი ღვი­ნის დაბ­რუ­ნე­ბამ კა­ხეთ­ში ღვი­ნის კომ­პა­ნი­ე­ბის გა­აქ­ტი­უ­რე­ბა გა­მო­იწ­ვია. მძაფ­რი კონ­კუ­რენ­ცი­ის პი­რო­ბებ­ში, ღვი­ნის ქარ­ხ­ნებ­მა ურ­თი­ერ­თ­შე­თან­ხ­მე­ბას დიდ­ხანს ვერ მი­აღ­წი­ეს და რამ­დე­ნი­მე დღე­ში 1 კგ სა­ფე­რა­ვის ფა­სი 3 ლა­რამ­დე „გა­ექ­ცათ". რა­ღა თქმა უნ­და, ამ სა­ფა­სურ­ში სა­ხელ­მ­წი­ფოს წი­ლი - 15 თეთ­რი სიმ­ბო­ლუ­რად გა­მო­ი­ყუ­რე­ბა, რაც იმას ნიშ­ნავს, რომ ღვი­ნის ეროვ­ნულ სა­ა­გენ­ტოს წელს კარ­გი შან­სი ჰქონ­და, ყურ­ძენ­ზე ფა­სე­ბის დად­გე­ნა მხო­ლოდ ბაზ­რის­თ­ვის მი­ენ­დო.

წელს კვლავ შე­იც­ვა­ლა თეთ­რი და წი­თე­ლი ყურ­ძ­ნის ფა­სე­ბის გა­თა­ნაბ­რე­ბის ბო­ლო წლე­ბის ტენ­დენ­ცია. 1 კგ რქა­წი­თელს ღვი­ნის კომ­პა­ნი­ე­ბი მე­ვე­ნა­ხე გლე­ხე­ბის­გან 1,20 ლა­რად, ხო­ლო მწვა­ნე კა­ხურს 1,50 ლა­რად იბა­რებ­დ­ნენ. სა­ფე­რავს კი, თავ­და­პირ­ვე­ლად - 2,20 ლა­რად, შემ­დეგ - 2,50 ლა­რად, სექ­ტემ­ბ­რის მე­ო­რე კვი­რა­ში კი - 3 ლა­რა­დაც. სა­ფე­რა­ვის ფა­სის ასე­თი უპ­რე­ცენ­დენ­ტო ზრდა, ერ­თი მხრივ, უკავ­შირ­დე­ბა გვალ­ვას და სა­ფე­რა­ვის ჯი­შის ყურ­ძ­ნის დე­ფი­ციტს, მე­ო­რე მხრივ კი, რუ­სე­თის ბა­ზარ­ზე წი­თე­ლი ღვი­ნო­ე­ბის (ძი­რი­თა­დად - ნა­ხევ­რად­ტ­კ­ბი­ლის) მეტ­წილ პო­პუ­ლა­რო­ბას.

2014 წლის მო­სა­ვალს, ყურ­ძ­ნის ხა­რისხს და წლის ტენ­დენ­ცი­ებს ღვი­ნის კომ­პა­ნი­ე­ბი სხვა­დას­ხ­ვა­ნა­ი­რად აფა­სე­ბენ, იმის­და მი­ხედ­ვით, კა­ხე­თის რო­მელ რე­გი­ონ­ში აქვთ მათ ვე­ნა­ხე­ბი. თუმ­ცა, ყვე­ლა მათ­განს წელს ჰქონ­და სა­ერ­თო სატ­კი­ვა­რი - გვალ­ვა და უპ­რე­ცე­დენ­ტოდ ად­რე­უ­ლი რთვე­ლი. მეღ­ვი­ნე­ე­ბი აცხა­დე­ბენ, რომ გვალ­ვამ მო­სა­ვა­ლი ძა­ლი­ან შე­ამ­ცი­რა, მაგ­რამ მი­ღე­ბუ­ლი ყურ­ძ­ნის ხა­რის­ხი კარ­გი ღვი­ნო­ე­ბის და­ყე­ნე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბას მა­ინც იძ­ლე­ვა.

მე­რაბ მა­თი­აშ­ვი­ლის სა­ო­ჯა­ხო მა­რანს ვე­ნა­ხე­ბი სიღ­ნა­ღის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის სო­ფელ ჯუ­გა­ან­ში აქვს. ეს ერთ დროს სა­ხე­ლო­ვა­ნი ად­გილ­წარ­მო­შო­ბის და­სა­ხე­ლე­ბის ღვი­ნის - „ტი­ბა­ა­ნის" მიკ­რო­ზო­ნაა. მე­რაბ მა­თი­აშ­ვი­ლი დამ­წყე­ბი მეღ­ვი­ნეა. თუმ­ცა, მი­სი ღვი­ნო­ე­ბით უკ­ვე და­ინ­ტე­რეს­დ­ნენ იაპო­ნე­ლი დის­ტ­რი­ბუ­ტო­რე­ბი. გვალ­ვის შე­დე­გად, წელს შარ­დან­დელ­ზე ორ­ჯერ ნაკ­ლე­ბი მო­სა­ვა­ლი მი­ი­ღო, მაგ­რამ რო­გორც თა­ვად ამ­ბობს, მო­წე­უ­ლი ყურ­ძე­ნი კარ­გია და თუ­კი ღვი­ნის და­ყე­ნე­ბის პრო­ცე­სი კარ­გად წა­რი­მარ­თა, ღვი­ნოც მა­ღა­ლი ხა­რის­ხის იქ­ნე­ბა. რთვე­ლი 5 სექ­ტემ­ბერს ჰქონ­და.

კომ­პა­ნია „შუ­მის" ვე­ნა­ხე­ბი კა­ხე­თის სამ მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტეტ­შია (თე­ლა­ვი, გურ­ჯა­ა­ნი, ყვა­რე­ლი) გა­შე­ნე­ბუ­ლი. მო­სავ­ლის ნა­წი­ლით კომ­პა­ნია აწარ­მო­ებს ად­გილ­წარ­მო­შო­ბის და­სა­ხე­ლე­ბის ღვი­ნო­ებს - „წი­ნან­დალს", „მუ­კუ­ზანს", „ქინ­ძ­მა­რა­ულს". კომ­პა­ნი­ის გე­ნე­რა­ლუ­რი დი­რექ­ტო­რის, აკა­კი ცო­ფუ­რაშ­ვი­ლის თქმით, სა­მი­ვე მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტეტ­ში „არა­ნორ­მა­ლუ­რი სიცხე­ე­ბის გა­მო რთვე­ლი არა­ნორ­მა­ლუ­რად ად­რე და­იწყო". კომ­პა­ნი­ამ რთვე­ლის სე­ზო­ნი 1 სექ­ტემ­ბერს გახ­ს­ნა ნა­ფა­რე­უ­ლი­დან, 5 სექ­ტემ­ბერს ყურ­ძ­ნის კრე­ფა გა­აგ­რ­ძე­ლა ყვა­რელ­ში, შემ­დეგ დღე­ებ­ში კი - მუ­კუ­ზან­სა და წი­ნან­დალ­ში. შე­და­რე­ბის­თ­ვის: წი­ნა წლებ­ში „შუ­მი" ნა­ფა­რე­ულ­ში რთველს სექ­ტემ­ბ­რის შუა რიცხ­ვებ­ში, ზოგ­ჯერ - თვის ბო­ლო­საც კი იწყებ­და.

კორ­პო­რა­ცია „ქინ­ძ­მა­რა­უ­ლის" ვე­ნა­ხე­ბი ძი­რი­თა­დად, ყვა­რელ­შია გა­შე­ნე­ბუ­ლი, მათ შო­რის - „ქინ­ძ­მა­რა­უ­ლის" მიკ­რო­ზო­ნა­ში. თუმ­ცა, კომ­პა­ნია ყურ­ძენს იბა­რებს მე­ვე­ნა­ხე-გლე­ხე­ბი­სა­გან კა­ხე­თის სხვა რე­გი­ო­ნე­ბი­დან. კომ­პა­ნი­ამ რთვე­ლი სექ­ტემ­ბ­რის პირ­ველ კვი­რა­ში და­იწყო. ამ პე­რი­ოდ­ში მო­წე­ულ ყურ­ძენს კორ­პო­რა­ცია „ქინ­ძ­მა­რა­უ­ლი" და­ბა­ლი სა­ფა­სო სეგ­მენ­ტის ღვი­ნის - „ალაზ­ნის ვე­ლის" და­სამ­ზა­დებ­ლად გა­მო­ი­ყე­ნებს. ად­გილ­წარ­მო­შო­ბის და­სა­ხე­ლე­ბის მშრა­ლი წი­თე­ლი ღვი­ნის „ყვარ­ლის" და­სა­ყე­ნებ­ლად კი რთველს 15 სექ­ტემ­ბ­რი­დან იწყებს. უფ­რო გვი­ან - სექ­ტემ­ბ­რის ბო­ლოს და­იკ­რი­ფე­ბა სა­ფე­რა­ვი ნა­ხევ­რად­ტ­კ­ბი­ლი ად­გილ­წარ­მო­შო­ბის და­სა­ხე­ლე­ბის წი­თე­ლი ღვი­ნის - „ქინ­ძ­მა­რა­უ­ლის" და­სამ­ზა­დებ­ლად.

ნუგ­ზარ ქსოვ­რე­ლი, კორ­პო­რა­ცია „ქინ­ძ­მა­რა­უ­ლის" გე­ნე­რა­ლუ­რი დი­რექ­ტო­რი: „რო­გორც წე­სი, ჩვე­ნი რთვე­ლი 1 თვე გრძელ­დე­ბა და ეს წელ­საც ასე იქ­ნე­ბა, მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ წი­ნა წლებ­თან შე­და­რე­ბით, რთვე­ლი ად­რე და­ვიწყეთ. საკ­მა­ოდ რთუ­ლი წე­ლი­წა­დი იყო - გვალ­ვა ჯერ კი­დევ ზამ­თ­რი­დან და­იწყო. გა­ზაფხუ­ლი თით­ქოს­და წვი­მი­ა­ნი იყო ივ­ნი­სის ჩათ­ვ­ლით, მაგ­რამ ნა­ლე­ქე­ბის რა­ო­დე­ნო­ბა მა­ინც არ იყო საკ­მა­რი­სი გვალ­ვის­გან მი­ყე­ნე­ბუ­ლი და­ნაკ­ლი­სის შე­სავ­სე­ბად. ივ­ლი­სი და აგ­ვის­ტო კი იყო სა­ერ­თოდ უნა­ლე­ქო და ძა­ლი­ან ცხე­ლი. თუმ­ცა, უნ­და ით­ქ­ვას, რომ არც ისე­თი გვალ­ვა ყო­ფი­ლა, ყურ­ძ­ნის გან­ვი­თა­რე­ბის ფი­ზი­ო­ლო­გი­უ­რი პრო­ცე­სე­ბი გა­ე­ჩე­რე­ბი­ნა. ყურ­ძენ­მა სა­სურ­ვე­ლი შა­ქა­რი და­იგ­რო­ვა, მაგ­რამ ეს კი­დევ არ ნიშ­ნავს, რომ რთვე­ლი უნ­და და­ვიწყოთ. ყვა­რელ­ში ჯერ კი­დევ ვე­ლო­დე­ბით კლერ­ტი­სა და წიპ­წის დამ­წი­ფე­ბას, მჟა­ვი­ა­ნო­ბის სა­სურ­ველ კონ­დი­ცი­ებს, ხო­ლო „ქინ­ძ­მა­რა­უ­ლი­სათ­ვის" - კი­დევ უფ­რო მა­ღალ შაქ­რი­ა­ნო­ბას".

სექ­ტემ­ბ­რის შუა რიცხ­ვე­ბი­სათ­ვის გეგ­მავს რთველს ბე­ქა გო­ცა­ძის საგ­ვა­რე­უ­ლო მა­რა­ნი, რო­მე­ლიც კა­ხურ ღვი­ნო­ებს ახ­მე­ტის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის სო­ფელ ბა­ბა­ნე­ურ­ში გა­შე­ნე­ბუ­ლი ვე­ნა­ხი­დან აყე­ნებს. ბე­ქა გო­ცა­ძის თქმით, გვალ­ვის გა­მო ყურ­ძე­ნი ად­რე დამ­წიფ­და და წი­ნა წლებ­თან შე­და­რე­ბით, მო­სა­ვალს ორი კვი­რით ად­რე მო­ი­წევს.

რე­გი­ონ­ში რთვე­ლი ტრა­დი­ცი­უ­ლად გა­რე კა­ხეთ­ში დას­რულ­დე­ბა, მაგ­რამ წი­ნა წლებ­თან შე­და­რე­ბით, ყურ­ძ­ნის კრე­ფა აქ თით­ქ­მის ერ­თი თვით ად­რე იწყე­ბა. რო­გორც „ჯა­ყე­ლე­ბის ღვი­ნო­ე­ბის" მეღ­ვი­ნე, მალ­ხაზ ჯა­ყე­ლი ამ­ბობს, სო­ფელ ხაშ­მ­ში სა­ფე­რა­ვის რთველს კომ­პა­ნია 20 სექ­ტემ­ბ­რი­დან და­იწყებს: „ასე ად­რე რთვე­ლი არა­სო­დეს მქო­ნია. ძი­რი­თა­დად ოქ­ტომ­ბ­რის შუა რიცხ­ვებ­ში, ზოგ­ჯერ ოქ­ტომ­ბ­რის ბო­ლო­საც კი ვკრეფ­დით სა­ფე­რავს. მარ­თა­ლია წვი­მი­ა­ნი გა­ზაფხუ­ლი იყო, მაგ­რამ ზაფხუ­ლის უნა­ლე­ქო გვალ­ვამ ყურ­ძე­ნი მა­ლე და­ამ­წი­ფა. წლე­ვან­დე­ლი წე­ლი იმი­თაც იყო გა­მორ­ჩე­უ­ლი, რომ ვა­ზის და­ა­ვა­დე­ბებს არ შე­ვუ­წუ­ხე­ბი­ვართ. ამი­ტომ ყურ­ძე­ნი ჯან­სა­ღია და მის­გან მა­ღა­ლი ხა­რის­ხის ღვი­ნის და­ყე­ნე­ბას შევ­ძ­ლებთ".

მე­ვე­ნა­ხე­თა დაკ­ვირ­ვე­ბით, გვალ­ვამ ვა­ზის ქარ­თულ ჯი­შებ­ზე სხვა­დას­ხ­ვა­ნა­ი­რად იმოქ­მე­და. ეს კარ­გად გა­მოჩ­ნ­და ღვი­ნის კლუ­ბი­სა და „ქარ­თუ­ლი ვა­ზის ფონ­დის" მხარ­და­ჭე­რით ბა­კურ­ცი­ხე­ში გა­შე­ნე­ბუ­ლი იშ­ვი­ა­თი ვა­ზის ჯი­შე­ბის ვე­ნახ­ში. აგ­ვის­ტოს ბო­ლოს­თ­ვის ვა­ზის რამ­დე­ნი­მე ჯიშ­მა, რო­გო­რი­ცაა - ხიხ­ვი, მწვა­ნე კა­ხუ­რი და ღვი­ნის თეთ­რი, ისე­თი მა­ღა­ლი შა­ქა­რი და­იგ­რო­ვა, რომ მე­ვე­ნა­ხე­ებ­მა ამ ვა­ზის ჯი­შე­ბის ყურ­ძ­ნის­გან ტკბი­ლი ღვი­ნის და­ყე­ნე­ბა გა­დაწყ­ვი­ტეს. სიცხე­ებ­მა ყვე­ლა­ზე მე­ტად და­ჩაგ­რა მწვა­ნე კა­ხუ­რი, ალ­ბათ იმი­ტომ, რომ მი­სი მარ­ც­ვ­ლე­ბი შე­და­რე­ბით თხელ­კა­ნი­ა­ნია. სა­ფე­რა­ვი ბუ­დე­შუ­რი­სებ­რი­სა და სა­ფე­რა­ვის მარ­ც­ვ­ლე­ბი საგ­რ­ძ­ნობ­ლად შემ­ჭ­კ­ნა­რი იყო. გა­უ­ჭირ­და კა­ხურ მცვი­ვან­საც. უფ­რო მდგრა­დი აღ­მოჩ­ნ­და რქა­წი­თე­ლი და ქი­სი. ყვე­ლა­ზე უკეთ კი ვარ­დის­ფე­რი რქა­წი­თე­ლი გა­მო­ი­ყუ­რე­ბო­და, რო­მელ­საც სა­ვა­რა­უ­დოდ, კარ­გი პო­ტენ­ცი­ა­ლი აქვს საგ­ვი­ა­ნო რთვე­ლი­სათ­ვის.

სა­ერ­თო შე­ფა­სე­ბით, კა­ხე­თის რე­გი­ო­ნის მო­სავ­ლის რა­ო­დე­ნო­ბა­სა და გარ­კ­ვე­ულ­წი­ლად ხა­რის­ხ­ზე, უმ­თავ­რე­სი გავ­ლე­ნა წელს გვალ­ვამ იქო­ნია. ალაგ-ალაგ, რამ­დე­ნი­მე სო­ფელს წლის სხვა­დას­ხ­ვა პე­რი­ოდ­ში სეტყ­ვა­მაც და­არ­ტყა, მაგ­რამ 2014 წლის მთა­ვა­რი თე­მა სეტყ­ვა არ ყო­ფი­ლა. სა­ხელ­მ­წი­ფო­სა და სა­დაზღ­ვე­ვო კომ­პა­ნი­ებს შო­რის მიმ­დი­ნა­რე­ობს მო­ლა­პა­რა­კე­ბა, რო­გორ და­აზღ­ვი­ონ ვე­ნა­ხე­ბი სეტყ­ვის­გან და ბუ­ნე­ბის სხვა სტი­ქი­ე­ბის­გან. ეს მო­ლა­პა­რა­კე­ბა, ალ­ბათ, გარ­კ­ვე­ულ შე­დეგს გა­მო­ი­ღებს, მაგ­რამ აქე­დან­ვე შე­იძ­ლე­ბა ით­ქ­ვას, რომ გვალ­ვის­გან ვე­ნა­ხებს არც ერთ ქვე­ყა­ნა­ში არ აზღ­ვე­ვენ და ვერც სა­ქარ­თ­ვე­ლო იქ­ნე­ბა გა­მო­ნაკ­ლი­სი. საქ­მე ის არის, რომ სა­დაზღ­ვე­ვო კომ­პა­ნი­ებს, ფაქ­ტობ­რი­ვად, არ შე­უძ­ლი­ათ შე­ფა­სე­ბა, რამ­დე­ნად იქო­ნია გავ­ლე­ნა გვალ­ვამ მო­სა­ვალ­ზე და შე­იძ­ლე­ბო­და თუ არა მო­სავ­ლის და­ნა­კარ­გის გა­დარ­ჩე­ნა, მე­ვე­ნა­ხე­ებს ვე­ნა­ხე­ბი რომ მო­ერ­წყათ.

ამ­დე­ნად, ის­ღა დაგ­ვ­რ­ჩე­ნია, კა­ხელ მე­ვე­ნა­ხე­ებს მო­მა­ვალ წლებ­ში და­ბა­ლან­სე­ბუ­ლი ამინ­დე­ბი, სეტყ­ვის­გან და სხვა სტი­ქი­ე­ბის­გან დაზღ­ვე­უ­ლი ვე­ნა­ხე­ბი და ხვავ­რი­ე­ლი რთვე­ლი ვუ­სურ­ვოთ.

 

 

ავთანდილ გურასაშვილი