ეისმენები
14 ნოემბერი, 2014
1230
print

 ნატა დავიდოვა

გორან ივანიშევიჩი ეისებს აგროვებდა. ხორვატი გადიოდა კორტზე, დაალივერებდა სიტუაციას და ხუთწუთიანი მოთელვის შემდეგ, იწყებდა ბომბარდირებას. ბალახზე, გრუნტზე, ჰარდზე, ხალიჩაზე - ივანიშევიჩი ყველა საფარზე სტაბილურად იღებდა ერთ ტესტში საშუალოდ 20 ეისს და გორანი ლეგენდაა. მისტერ ივანიშევიჩი იგებს უიმბლდონს, მისტერ ივანიშევიჩი იყო რეიტინგის მეორე ნომერი და მისტერ ივანიშევიჩმა პიტ სამპრასთან ძალიან ბევრი ფინალი წააგო. იმ ერთი, პატ რაფტერთან მოგებული უიმბლდონის ფინალით ხორვატი გახდა ლეგენდა. გორანმა დაისვენა და ყველა დროის საუკეთესო ეისმენის სტატუსიც მიიღო. საქმით მიიღო. დიდი ბიჭი კარიერას ყველაზე მეტი, 10 183 ეისით ამთავრებს და გორანმა ეს კოლექცია 895 თამაშში აკრიფა. საშუალოდ 20 ეისი არ გამოვიდა, მაგრამ ივანიშევიჩი იყო ბოსი. და ყოველთვის დარჩება. დღეს ცოტა სხვა სიტუაციაა.

დღეს სამი ტიპი დომინირებს. ტიტანი ივო კარლოვიჩი. არაჩვეულებრივი იუმორი, ძალიან ცუდი კოორდინაცია და ბევრი ეისი - ივოს მოკლე რეზიუმე. და ივო არ არის წინააღმდეგი.

ჯონი იზნერი - ყველაზე კარგი, მაღალრეიტინგიანი ამერიკელი, რომელიც არასტაბილურია და სხვა ამერიკელებთან შედარებით, სტაბილურობის ეტალონია. ჯონი ჯერ ითამაშებს.

მილოშ რაონიჩი - მოქნილი, მოძრავი, აგრესიული კანადელი. ამ სამეულიდან, ყველაზე წარმატებული პერსონაჟი, რომელიც პირველ ათეულშია და ბიჭს პირველ ხუთეულში უნდა.

ეისებს 1991 წლის შემდეგ ითვლიან. პირველად, ერთ სეზონში 1 000 (და მეტი) ეისი მისტერ ჩოგბურთმა, პიტ სამპრასმა დააგროვა. 1993. 101 თამაშში ბერძენი ამერიკელის საფულეში 1 011 ეისი ჩავიდა. იმ ეპოქისთვის, ფენომენალური შედეგი. სამპრასი არ იყო ეისმენი. პიტს ჰქონდა უძლიერესი ჩაწოდება, მაგრამ ამერიკელი კომპლექსური დომინაციით იგებდა და პიტმა ბადესთან თამაში ახალ დონეზე აიტანა. ლეგენდა. მისტერ პერფექციონისტი. პიტი.

ერთ სეზონში 1 000 და მეტი ეისი, ერთად ორმა მოთამაშემ პირველად ორი წლის წინ აკრიფა. ჯონი იზნერს იმ სეზონში 1 005 ეისი აქვს,  მილოშ რაონიჩს - 1 002. ფანტასტიკა. და ბიჭები აგებდნენ სხვა კომპონენტებში. განსაკუთრებით ბევრს აგებდა რაონიჩი, რომელიც ბევრ შეცდომას უკანა ხაზიდან თამაშის დროს და კომბინაციურ ჩოგბურთში უშვებდა. მილოში გამოსწორდა, მილოში უფრო სტაბილური გახდა და მილოში შევიდა პირველ ათეულში.

2014. ივომ და მილოშმა ბევრ ტესტში მიიღეს მონაწილეობა და შესაბამისად, ბევრი ეისიც აკრიფეს. მისტერ კარლოვიჩმა ამ სეზონში პერსონალური რეკორდი დაამყარა - ხორვატი გავიდა 4 ფინალში (ბოგოტა, დიუსელდორფი, მემფისი, ნიუპორტი). ბიჭმა ყველა ფინალი წააგო, მაგრამ ივომ ითამაშა 64 ტესტში და ივომ 1 185 ეისი დასვა. ბევრია. ძალიან ბევრი. კარლოვიჩი თავისი გენერაციის ბენი ჰილი, ყველაზე ცინიკური იუმორისტი და უბრალოდ, ძალიან წარმატებული მოთამაშეა. ივო უკვე მესამედ აკეთებს განცხადებას კარიერის დასრულების შესახებ და ჯერ არსად არ მიდის. მშვენიერია, რომ არ მიდის. ივო უნდა დარჩეს. ყველაფერი რომ წააგოს, ერთ თამაშში 15-16 ეისს დატოვებს, ვიღაცას მაგრად გაეღადავება და ის თამაში უფრო დასამახსოვრებელია, ვიდრე ჟილ სიმონის და ნიკოლას ალმაგროს სამსაათიანი და უემოციო ონანიზმი. ივო უნდა დარჩეს. და კარლოვიჩთან ერთად, დარჩება ბევრი ეისი, შარმი. კარლოვიჩის საუკეთესო ადგილი რეიტინგში (14) ასევე რესპექტაბელურია. მისტერ ტიტანი გვჭირდება და მისტერ ივო დარჩება. ერთი სეზონით.

სამი წლის წინ კარლოვიჩმა დევისის თასზე სკადი გაუშვა. მისი ჩაწოდების შემდეგ, რადარზე 156 მილი/საათში დაფიქსირდა. ეიტიპის ოფიციალურ ტურნირებზე ყველაზე სწრაფი ჩაწოდება და ავსტრალიელი სემ გროტის სამოყვარულო რეკორდი არ ითვლება. კარლოვიჩი რეკორდსმენია და ივო ჯერ ჩვენთან არის. არ წახვიდე რა, შენ ჯერ გვჭირდები.

რაონიჩი დაიხვეწა. რაონიჩი იგებს ხანრგრძლივი გათამაშებებით და მილოშმა ისწავლა ყველა საფარზე თამაში. კანადელი ყველაზე კომფორტულად გრძნობს თავს ჰარდზე და კანადელმა იცის, რომ ეს არ არის საკმარისი. მოდიან კეი ნიშიკორი, ერნი გულბისი და სხვა მოურიდებელი ახალგაზრდები, რომლებიც უნივერსალიზმზე დაჯდებიან და დიდ დოზებს მიიღებენ. მილოშიც გაიზრდება. იდეაში, უკვე გაიზარდა. რაონიჩს კარიერაში საუკეთესო სეზონი ჰქონდა - კანადელმა ამ სეზონში მოიგო ვაშინგტონის ივენთი, გავიდა პარიზის მასტერსის ფინალში და ტოკიოს ბოლო დონემდეც იარა. მილოშის მოგება/წაგება (49:20) მისაღებია და გასაუმჯობესებელია. რაონიჩი უნდა იყოს უკეთესი დიდი სლემის ტურნირებზე და მილოშმა ეს იცის. სტაბილური რაონიჩი ყველაზე ნეანდერტალური მხეცი იქნება. რაონიჩი დაგლიჯავს. რაონიჩ ძალიან კარგია და მილოში ეისმენებში ყველაზე დახვეწილი პერსონაა. კანადელს ეხმარება მისი მწვრთნელიც, წარსულის ეისმენი ივან ლიუბიჩიჩი. ხორვატიც პირველ ათეულში იყო და ჯერ, რაონიჩზე წარმატებული კარიერა აქვს. ალბათ, ესიამოვნება, თუ მილოში გაასწრებს. და ისე, რატომ არ უნდა ესიამოვნოს? მილოშმა კარიერის წინა რეკორდი (1 002) უკვე სოლიდურად გადაფარა. და ჯერ ლონდონში თამაშბს. იქ უკვე წააგო ორი ტესტი, მაგრამ ეისები მოდის, ჯდება მილოშიც ანგარიშზე.

იზნერსაც საკაიფო სეზონი აქვს. ჯონი იგებს ტურნირებს (ატლანტა, ოკლენდი), მაგრამ ამერიკელი აგებს ბევრ მოსაგებ თამაშს. იზნერმა ნაკლები შეცდომა უნდა დაუშვას ტაქტიკის მხრივ და ჯონი ალბათ, დაბრუნდება პირველ ათეულში. დღეს მისტერ იზნერი მეთვრამეტეა და საუკეთესო ამერიკელად რჩება. ეს ამერიკის რეგრესია, მაგრამ თუ იზნერი შემდეგ სეზონში კარგ სტარტს აიღებს და ნორმალურად ითამაშებს ავსტრალიური ტურნირების სერიის დროს, ამერიკელს პირველ ათეულში დაბრუნების კარგი შანსი აქვს. იზნერი ვერ მოუმატებს. რაც არის, ეგ არის. ჯონის აქვს გადაადგილების პრობლემები, ჯონის აქვს დაბალი წერტილებიდან ბურთის აწევის პრობლემები და ჯონი ვერ ასწრებს ბადესთან გასვლას. და მაინც, მისტერ იზნერი ძალიან კარგი მოთამაშეა და იდეაში, ამერიკელში დარჩა ორი ან სამი კარგი სეზონი. კარგია, თუ არ ვცდებით. იზნერიც კოლორიტული გიგანტია. ჯონიმ ბოლო სეზონში 39 ტესტი მოიგო. 20 ვერ მოიგო. ნორმალური შედეგი. უბრალოდ, იზნერს მეტი შეუძლია და ყველაზე უკეთ ეს ჯონიმ იცის. მოკლედ, ჯონი ჯერ აქ არის. რჩება.

ამ სეზონის რეკორდსმენები ეისებში: 1. ივო კარლოვიჩი - 1 185 (64 თამაშში), 2. მილოშ რაოონიჩი - 1 093 (65), 3. ჯონ იზნერი - 989 (59), 4. მარინ ჩილიჩი - 733 (69), 5. კევინ ანდერსონი - 723 (62), 6. ერნესტს გულბისი - 650 (62), 7. სემ ქუერი - 646 (45), 8. ფელიციანო ლოპესი - 638 (64), 9. როჯერ ფედერერი - 611 (74), 10. ტომაშ ბერდიხი- 597 (71).

კარიერით რეკორდსმენები: 1. გორან ივანიშევიჩი - 10 183 (895 თამაშში), 2. ენდი როდიკი - 9 074 (780), 3. ივო კარლოვიჩი - 8 895 (482), 4. როჯერ ფედერერი- 8 879 (1 173), 5. პიტ სამპრასი- 8 858 (961), 6. ივან ლიუბიჩიჩი - 8 138 (689), 7. რიხარდ კრაიჩეკი- 7 694 (616), 8. გრეგ რუზეცკი - 7 605 (693), 9. ფელიციანო ლოპესი - 6 873 (688), 10. მარკ ფილიპუსისი - 6 709 (494), 11. მარკ როსე - 6 212 (747), 12. ჯონ იზნერი - 6 182 (380).

ერთ სეზონში საუკეთესო შედეგი - 1993, გორან ივანიშევიჩი, 1 477 (103 თამაშში). მისტერ გორანი. მისტერ ლეგენდა.

გორან ივანიშევიჩი ეისებს აგროვებდა. ხორვატი გადიოდა კორტზე, დაალივერებდა სიტუაციას და ხუთწუთიანი მოთელვის შემდეგ, იწყებდა ბომბარდირებას. ბალახზე, გრუნტზე, ჰარდზე, ხალიჩაზე - ივანიშევიჩი ყველა საფარზე სტაბილურად იღებდა ერთ ტესტში საშუალოდ 20 ეისს და გორანი ლეგენდაა. მისტერ ივანიშევიჩი იგებს უიმბლდონს, მისტერ ივანიშევიჩი იყო რეიტინგის მეორე ნომერი და მისტერ ივანიშევიჩმა პიტ სამპრასთან ძალიან ბევრი ფინალი წააგო. იმ ერთი, პატ რაფტერთან მოგებული უიმბლდონის ფინალით ხორვატი გახდა ლეგენდა. გორანმა დაისვენა და ყველა დროის საუკეთესო ეისმენის სტატუსიც მიიღო. საქმით მიიღო. დიდი ბიჭი კარიერას ყველაზე მეტი, 10 183 ეისით ამთავრებს და გორანმა ეს კოლექცია 895 თამაშში აკრიფა. საშუალოდ 20 ეისი არ გამოვიდა, მაგრამ ივანიშევიჩი იყო ბოსი. და ყოველთვის დარჩება. დღეს ცოტა სხვა სიტუაციაა.

დღეს დიდი სამეული სოლირებს. და დიდი ბიჭები ჯერ რჩებიან. ივო კარლოვიჩი, ჯონ იზნერი და მილოშ რაონიჩი ჯერ ბევრ ეისს დაუშვებენ. ისინი უნდა დარჩნენ. ისნი ჩოგბურთის ტიტანები არიან. ჯონი, ივო და მილოში.

 

lika andiashvili