ორი ნა­პი­რი: უკ­რა­ი­ნა 2014
14 ნოემბერი, 2014
1019
print

ნეს­ტან ნი­ჟა­რა­ძე

 პო­ლო­ნე­ლი ფო­ტოგ­რა­ფის იუს­ტი­ნა მელ­ნი­კე­ვი­ჩის ახა­ლი ფო­ტო პრო­ექ­ტი "ორი ნა­პი­რი: უკ­რა­­ნა 2014" Tbilisi Photo Festival 2014-ის ერთ-ერ­თი ცენ­­რა­ლუ­რი გა­მო­ფე­ნა იყო და 1 ოქ­ტომ­ბერს ფეს­ტი­ვა­ლის სა­შე­მოდ­გო­მო სე­სი­აც გახ­­ნა. "ორი ნა­პი­რი: უკ­რა­­ნა 2014" აბა­ნო­თუ­ბან­ში, ლეღ­­თა­ხევ­ში გა­მო­­ფი­ნა ღია ცის ქვეშ და პო­ლო­ნე­ლი დო­კუ­მენ­ტუ­რი ფო­ტოგ­რა­ფის 60 ფო­ტო გა­­ერ­თი­­ნა. პრო­ექ­­ზე მუ­შა­­ბა იუს­ტი­ნა მელ­ნი­კე­ვიჩ­მა 2013 წლის ბო­ლოს და­იწყო, იმ დროს რო­დე­საც უკ­რა­­ნის დე­და­ქა­ლაქ­ში პრო­ტეს­ტის ახა­ლი ტალ­ღა და­იწყო. პრო­ქეტ­ზე მუ­შა­­ბა დღე­საც გრძელ­დე­ბა.

 "უკ­რა­ი­ნა­ში 2004 წელს მომ­ხ­და­რი "ნა­რინ­ჯის­ფე­რი რე­ვო­ლუ­ცი­ის" შე­დე­გად ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ში პრო­და­სავ­ლუ­რი ორი­ენ­ტა­ცი­ის პო­ლი­ტი­კო­სე­ბი მო­ვიდ­ნენ, რომ­ლებ­მაც მმარ­თ­ვე­ლო­ბის დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი კურ­სი აირ­ჩი­ეს. თუმ­ცა, ამ კურ­ს­მა მთე­ლი ქვეყ­ნის მო­სახ­ლე­ო­ბის ერ­თ­სუ­ლო­ვა­ნი მხარ­და­ჭე­რა ვერ მო­ი­პო­ვა, სამ­ხ­რეთ-აღ­მო­სავ­ლე­თი უკ­რა­ი­ნა კი ყო­ველ­თ­ვის რუ­სუ­ლე­ნო­ვა­ნი და მეტ­წი­ლად პრო­რუ­სუ­ლი იყო. 2013 წლის დე­კემ­ბერ­ში კი­ევ­ში კვლავ მა­სობ­რი­ვი საპ­რო­ტეს­ტო აქ­ცი­ე­ბი და­იწყო, ამ­ჯე­რად პრო­რუ­სუ­ლად გან­წყო­ბი­ლი პრე­ზი­დენ­ტის, ვიქ­ტორ იანუ­კო­ვი­ჩის გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბის წი­ნა­აღ­მ­დეგ, ხე­ლი არ მო­ე­წე­რა ევ­რო­კავ­შირ­თან ასო­ცი­რე­ბის შე­თან­ხ­მე­ბა­ზე. მას შემ­დეგ, რაც ასამ­დე დე­მონ­ს­ტ­რან­ტი და­ი­ღუ­პა, პრე­ზი­დენ­ტ­მა თა­ვი რუ­სეთს შე­ა­ფა­რა. ამის შემ­დეგ რუ­სეთ­მა მა­ლე­ვე მო­ახ­დი­ნა ყი­რი­მის ანექ­სია, ხო­ლო შე­ი­ა­რა­ღე­ბულ­მა პრო­რუს­მა მე­ამ­ბო­ხე­ებ­მა უკ­რა­ი­ნის აღ­მო­სავ­ლეთ ნა­წილ­ზე კონ­ტ­რო­ლი და­ამ­ყა­რეს.

 დღე­ვან­დე­ლი მღელ­ვა­რე­ბის მი­ზე­ზე­ბი რო­გორც უკ­რა­ი­ნის გე­ოგ­რა­ფი­ა­ში, ისე მის უახ­ლეს ის­ტო­რი­ა­ში უნ­და ვე­ძე­ბოთ. მდი­ნა­რე დნეპ­რი ჩემს მო­ნათხ­რობ­ში ათ­ვ­ლის სიმ­ბო­ლუ­რი წერ­ტი­ლია და ქვეყ­ნის და­სავ­ლეთ და აღ­მო­სავ­ლეთ ნა­წი­ლე­ბად გა­ყო­ფის მე­ტა­ფო­რა. დნეპ­რი ევ­რო­პა­ში სი­დი­დით მე­სა­მე მდი­ნა­რეა და, მრა­ვა­ლი თვალ­საზ­რი­სით - ხა­ზი, რო­მე­ლიც უკ­რა­ი­ნას ჰყოფს რო­გორც გე­ოგ­რა­ფი­უ­ლად, ისე პო­ლი­ტი­კუ­რად. ამავ­დ­რო­უ­ლად, ეს მდი­ნა­რე უკ­რა­ი­ნის სა­ხელ­მ­წი­ფო­ებ­რი­ო­ბის მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი სიმ­ბო­ლოა, რო­მე­ლიც ორი­ვე ნა­პირ­ზე მდე­ბა­რე ვრცელ ტე­რი­ტო­რი­ებს აერ­თი­ა­ნებს.

 პირ­ვე­ლად დნეპ­რი, რო­გორც პო­ლი­ტი­კუ­რი გამ­ყო­ფი ხა­ზი, მე-17 სა­უ­კუ­ნე­ში ჩა­მო­ყა­ლიბ­და, რო­დე­საც უკ­რა­ი­ნა გახ­ლე­ჩი­ლი იყო რუ­სულ (დღე­ვან­დე­ლი უკ­რა­ი­ნის აღ­მო­სავ­ლე­თი ნა­წი­ლი) და პო­ლო­ნურ (შემ­დ­გომ­ში კი - ავ­ს­ტ­რო-უნ­გ­რუ­ლი) გავ­ლე­ნის ზო­ნებს შო­რის. ზო­გა­დად, მარ­ჯ­ვე­ნა ნა­პი­რის მი­წე­ბი (და­სავ­ლე­თი) მიჩ­ნე­უ­ლი იყო ეთ­ნი­კუ­რად უკ­რა­ი­ნუ­ლი ტე­რი­ტო­რი­ის შუ­ა­გუ­ლად, ხო­ლო მარ­ცხე­ნა ნა­პი­რი (აღ­მო­სავ­ლე­თი) რუ­სე­თის გავ­ლე­ნის ქვეშ იმ­ყო­ფე­ბო­და. გარ­და ამი­სა, დღე­ვან­დე­ლი უკ­რა­ი­ნის რო­გორც აღ­მო­სავ­ლეთ, ისე და­სავ­ლეთ ნა­წი­ლებს უახ­ლე­სი, საბ­ჭო­თა ის­ტო­რი­ის სა­კუ­თა­რი ვერ­სი­ე­ბი აქვთ. ქვეყ­ნის სხვა­დას­ხ­ვა ნა­წილ­ში - კი­ე­ვი­დან დო­ნეც­კამ­დე - მუ­შა­ო­ბი­სას, იქ მცხოვ­რებ ადა­მი­ა­ნებს ვე­კითხე­ბო­დი, რას ნიშ­ნავს მათ­თ­ვის უკ­რა­ი­ნე­ლო­ბა და ფიქ­რო­ბენ თუ არა, რომ აღ­მო­სავ­ლეთ­სა და და­სავ­ლეთს შო­რის გან­ხეთ­ქი­ლე­ბა არ­სე­ბობს. ვე­კითხე­ბო­დი, დნეპ­რი რა­ი­მე სა­ხის საზღ­ვა­რია თუ ქვეყ­ნის მთა­ვა­რი არ­ტე­რია.

 დღეს უკ­რა­ი­ნის მარ­ცხე­ნა და მარ­ჯ­ვე­ნა ნა­პი­რე­ბი მხო­ლოდ მი­ახ­ლო­ე­ბუ­ლად ასა­ხავს ზო­გად ორი­ენ­ტა­ცი­ას, ერ­თი მხრივ, მოს­კოვ­ზე და, მე­ო­რე მხრივ, ევ­რო­პა­ზე. ცენ­ტ­რა­ლუ­რი უკ­რა­ი­ნა და კი­ე­ვი პრო­და­სავ­ლუ­რე­ბი არი­ან. აღ­მო­სავ­ლე­თი უკ­რა­ი­ნის lingua franca რუ­სუ­ლია, ხო­ლო ქვეყ­ნის და­სავ­ლეთ­ში ძი­რი­თა­დად უკ­რა­ი­ნუ­ლად სა­უბ­რო­ბენ. თუმ­ცა, სა­ჯა­რო სივ­რ­ცე­ში, ნე­ბის­მი­ერ სა­ტე­ლე­ვი­ზიო პო­ლი­ტი­კურ თოქ-შო­უ­ში, მო­ნა­წი­ლე­ე­ბი ერ­თ­მა­ნეთ­თან სა­უბ­რი­სას ორი­ვე ენას იყე­ნე­ბენ და არა­ნა­ი­რი გა­ყო­ფა არ არ­სე­ბობს.

 სა­ო­მარ ვი­თა­რე­ბა­ში ეროვ­ნუ­ლი იდენ­ტო­ბა ახალ მნიშ­ვ­ნე­ლო­ბას იძენს. ხალ­ხ­მა ინი­ცი­ა­ტი­ვა გა­მო­ა­ჩი­ნა და ასო­ბით მო­ხა­ლი­სე იძუ­ლე­ბით გა­და­ად­გი­ლე­ბულ პი­რებს და ჯა­რის­კა­ცებს ეხ­მა­რე­ბა. უუნა­რო ჯარს ორ­მო­ცამ­დე მო­ხა­ლი­სე­თა ბა­ტა­ლი­ო­ნი შე­უ­ერ­თ­და, რო­მელ­თა ფორ­მი­რე­ბა უკა­ნას­კ­ნე­ლი რამ­დე­ნი­მე თვის მან­ძილ­ზე მოხ­და. ომ­ში ჩაფ­ლუ­ლი აღ­მო­სავ­ლე­თი­დან წა­მო­სულ­მა ათა­სო­ბით იძუ­ლე­ბით გა­და­ად­გი­ლე­ბულ­მა პირ­მა თავ­შე­სა­ფა­რი უკ­რა­ი­ნის სხვა­დას­ხ­ვა ნა­წილ­ში მდე­ბა­რე სახ­ლებ­ში იპო­ვა. კონ­ფ­ლიქ­ტ­ში, რო­მე­ლიც გა­ზაფხულ­ზე და­იწყო, 3000 ადა­მი­ა­ნი და­ო­ღუ­პა, რამ­დე­ნი­მე ათა­სი და­იჭ­რა, ხო­ლო 260 000, არ­სე­ბუ­ლი შე­ფა­სე­ბე­ბით, დევ­ნი­ლად იქ­ცა.

 უკ­რა­ი­ნე­ლე­ბის უმ­რავ­ლე­სო­ბის­თ­ვის რუ­სეთ­თან ომი ნა­ხე­ვა­რი წლის წინ წარ­მო­უდ­გე­ნე­ლი იყო და რო­დე­საც ეს მოხ­და, ისი­ნი გა­ერ­თი­ან­დ­ნენ და მის წი­ნა­აღ­მ­დეგ ბრძო­ლა და­იწყეს. ხალ­ხი იმა­საც კი ამ­ბობს, რომ სა­ბო­ლოო ჯამ­ში, პუ­ტი­ნი უკ­რა­ი­ნა­ში ძეგლს და­იმ­სა­ხუ­რებს - ყვე­ლა უკ­რა­ი­ნელ­ში ეროვ­ნუ­ლი იდენ­ტო­ბი­სა და პატ­რი­ო­ტიზ­მის გრძნო­ბის აღ­დ­გე­ნის­თ­ვის."

 

ნესტან ნიჟარაძე