მატ­ლი­სებ­რი რო­ბო­ტე­ბი ტვი­ნის კი­ბოს წი­ნა­აღ­მ­დეგ
14 ნოემბერი, 2014
574
print

მატ­ლი ადა­მი­ან­ში ზიზღს აღ­ძ­რავს, მაგ­რამ თურ­მე ამ არ­სე­ბა­საც შე­უძ­ლია სი­კე­თის მო­ტა­ნა. მე­რი­ლენ­დის უნი­ვერ­სი­ტე­ტის სა­მე­დი­ცი­ნო სკო­ლის ნე­ი­რო­ქი­რურ­გ­მა ჯეი მარკ სი­მარ­დ­მა, ტვი­ნის კი­ბოს მკურ­ნა­ლო­ბის კონ­ცეპ­ცია შე­ი­მუ­შა­ვა, რომ­ლის შთა­გო­ნე­ბის წყა­რო­დაც სა­ტე­ლე­ვი­ზიო შოუ გა­მო­ი­ყე­ნა, რომ­ლის დრო­საც, პლას­ტი­კუ­რი ქი­რურ­გე­ბი, მკვდა­რი ქსო­ვი­ლე­ბის მო­სა­შო­რებ­ლად, სწო­რედ მატ­ლებს იყე­ნებ­დ­ნენ. სი­მარ­დის კონ­ცეპ­ცია ისე­თი მატ­ლი­სებ­რი მიკ­რო რო­ბო­ტე­ბის შექ­მ­ნას ით­ვა­ლის­წი­ნებს, რომ­ლე­ბიც ტვინ­ში შეღ­წე­ვას და კი­ბოს უჯ­რე­დე­ბის „შეჭ­მას" შეძ­ლე­ბენ.

ასე­თი რო­ბო­ტი-მატ­ლე­ბი დის­ტან­ცი­უ­რად მარ­თ­ვა­დი იქ­ნე­ბა. ისი­ნი შე­აღ­წე­ვენ ტვი­ნის ისეთ ად­გი­ლებ­ში, სა­დაც ქი­რურ­გი­უ­ლი მე­თო­დე­ბით მა­ნი­პუ­ლი­რე­ბა შე­უძ­ლე­ბე­ლია. რო­ბოტს კი­ბოს ქსო­ვი­ლის ელექ­ტ­რო­შო­კით გა­ნად­გუ­რე­ბის და შემ­დეგ მკვდა­რი ქსო­ვი­ლე­ბის შე­წო­ვის უნა­რი ექ­ნე­ბა. მი­სი მარ­თ­ვა მაგ­ნი­ტო­რე­ზო­ნან­სუ­ლი სკა­ნი­რე­ბის პრო­ცეს­ში იქ­ნე­ბა შე­საძ­ლე­ბე­ლი, რო­ცა ქი­რურგს ტვი­ნის სიღ­რ­მის დათ­ვა­ლი­ე­რე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბა ეძ­ლე­ვა. ამ­გ­ვა­რად, ის შეძ­ლებს ჯან­მ­რ­თე­ლი და და­ა­ვა­დე­ბუ­ლი ქსო­ვი­ლე­ბის გარ­ჩე­ვას და რო­ბოტს სწო­რედ და­ა­ვა­დე­ბუ­ლი ქსო­ვი­ლე­ბის­კენ მი­მარ­თავს.

„არ­სე­ბობს ბუ­ნებ­რი­ვი სის­ტე­მე­ბი, რომ­ლებ­საც ცუ­დის კარ­გის­გან გარ­ჩე­ვა შე­უძ­ლია და კარ­გის ცუ­დის­გან. სხვა სიტყ­ვე­ბით, მატ­ლე­ბი გვა­შო­რე­ბენ ყვე­ლა­ფერ ცუდს და ხე­ლუხ­ლე­ბელს ტო­ვე­ბენ კარგს. ისი­ნი ძა­ლი­ან პა­ტა­რე­ბი არი­ან. მე გა­ვი­ფიქ­რე, რომ რა­ღაც ამის მსგავსს თუ შევ­ქ­მ­ნით, რო­მე­ლიც ტვი­ნის კი­ბოს მო­შო­რე­ბა­ში დაგ­ვეხ­მა­რე­ბა, ეს აბ­სო­ლუ­ტუ­რი ჰო­უმ­რა­ნი (ტერ­მი­ნი ბე­ის­ბო­ლი­დან, რო­მე­ლიც აუღე­ბელ მო­გე­რი­ე­ბულ ბურთს ნიშ­ნავს) იქ­ნე­ბა", - ამ­ბობს სი­მარ­დი.

მატ­ლი­სებ­რი მიკ­რო რო­ბო­ტე­ბის შექ­მ­ნის გზა­ზე არ­სე­ბობს ერ­თი პრობ­ლე­მა: მათ­ში შე­უძ­ლე­ბე­ლია ელექ­ტ­რო­მაგ­ნი­ტუ­რი მიკ­როძ­რა­ვის გა­მო­ყე­ნე­ბა, რად­გან მი­სი ტალ­ღე­ბი, ტვინ­ში არ­სე­ბულ მაგ­ნი­ტურ ვე­ლებ­ზე ზე­გავ­ლე­ნას იქო­ნი­ებს. ამი­ტომ, რო­ბოტს მე­ქა­ნი­კუ­რი მარ­თ­ვის სის­ტე­მა უნ­და ჰქონ­დეს. ასე კი მი­სი გა­ბა­რი­ტე­ბი გა­იზ­რ­დე­ბა და შე­სა­ბა­მი­სად, ტვინ­ში შეღ­წე­ვის უნა­რი გა­უ­ა­რეს­დე­ბა. მეც­ნი­ე­რე­ბი საღ­ვე­დე ბორ­ბ­ლე­ბის (ე.წ. შკი­ვე­ბის) და ზამ­ბა­რე­ბის სის­ტე­მის (ფო­ტო­ზე) გა­მო­ყე­ნე­ბას ცდი­ლო­ბენ. ექ­ს­პე­რი­მენ­ტე­ბის­თ­ვის კი ღო­რე­ბის და ადა­მი­ა­ნე­ბის გვა­მებს იყე­ნე­ბენ...

lika andiashvili