სვეტური პოეზია
21 ნოემბერი, 2014
826
print

კოტე ყუბანეიშვილი 

კა­ხას

  ნი­ჭის პატ­რო­ნი დი­დის

ჭეშ­მა­რი­ტე­ბას ამ­ხელს

ადა­მი­ა­ნი მი­დის

მაგ­რამ ის ტო­ვებს სა­ხელს

 

რა­საც ეპო­ქას არ­ქ­მევს

რომ დღე გა­ნათ­დეს შა­ვი

რო­ცა ის ტო­ვებს საქ­მეს

რა­საც შეს­წი­რა თა­ვი.

 ***

 ის რაც ხე­დავს თვა­ლია

ის რაც უს­მენს ყუ­რე­ბი

ტყუ­ი­ლიც მარ­თა­ლია

სიკ­ვ­დილს გა­დამ­ყუ­რე­ბი

 

ალია თუ ბა­ლია

ნა­ცე­ბი თუ ქო­ცე­ბი

ის რაც იჭერს ძვა­ლია

და რაც გვაღ­ზ­ნებს ხორ­ცე­ბი.

 *** 

რო­გორც ეტყო­ბა ჩემ თავს ბე­დი არ უწე­რია

სა­ბე­დის­წე­როს რად­გან უშ­ვებს ტვი­ნი შეც­დო­მას

ადა­მი­ა­ნი ბა­ცი­ლაა ანუ მწე­რია

ვინც სამ­ყა­რულ არ­სის ცდი­ლობს

ტვი­ნით შეწ­ვ­დო­მას

რად­გან არ ეს­მის მას­შ­ტა­ბე­ბი სხვა არის

და თუ წვე­თია თვი­თონ ერ­თი

ირ­გ­ვ­ლივ ზღვა არის.

 ***

ასე თავ­დე­ბა ეს ის­ტო­რია

გამ­ყინ­ვა­რე­ბის ბირ­თ­ვულ ღა­მე­ში

ვში­შობ არ დარ­ჩეს ტე­რი­ტო­რია

ადა­მი­ან­თა მოდ­გ­მის გა­რე­შე

 

და თუ სამ­ყა­როც ერთ დღეს და­იწ­ვა

ვი­ღამ იკითხოს უნ­და სტრო­ფე­ბი

ან ეხ­სო­მე­ბა ვის დე­და­მი­წა

და მთე­ლი მი­სი კა­ტას­ტ­რო­ფე­ბი.

 *** 

რა ვქნა ბერ­ძ­ნუ­ლი მომ­წონს მი­თე­ბი

კა­ცობ­რი­ო­ბის ლტოლ­ვა ღმერ­თო­ბის

და ღვთა­ებ­რი­ვი მა­გა­ლი­თე­ბი

ჩვე­უ­ლებ­რი­ვი ურ­თი­ერ­თო­ბის

 

თუმც ყვე­ლა­ფე­რი მო­გო­ნი­ლია

და ვნე­ბე­ბია აღ­ვი­რახ­ს­ნი­ლი

მაგ­რამ რა კარ­გი მო­ყო­ლი­ლია

და რა ხა­ტოვ­ნად არის ახ­ს­ნი­ლი

 

და შენც და­ცუ­რავ ტბა­ზე გე­დე­ბის

ოკე­ა­ნე­ში ქაფ­ში წევს ქა­ლი

ეს ხომ პი­კია შე­მოქ­მე­დე­ბის

და ხა­ტო­ვა­ნი სიტყ­ვის მწვერ­ვა­ლი.

 *** 

სუ­ლი თუ გან­ვი­თარ­დე­ბა 

გა­ფარ­თოვ­დე­ბა ის ზღვა­რი

სა­დაც სიფხიზ­ლე მთავ­რ­დე­ბა

და ცხა­დი ხდე­ბა სიზ­მა­რი.

 *** 

ვცდი­ლობ სი­ცოცხ­ლე რომ არ დამ­ზარ­დეს

რად­გან კრი­ზი­სი სუ­ლის ვერ მორ­ჩა

სიკ­ვ­დი­ლი­სათ­ვის ბე­დი მამ­ზა­დებს

ტოლ-მე­გობ­რე­ბიც აღარ შე­მომ­რ­ჩა

 

ვერ მი­ვაღ­წიე სიმ­შ­ვი­დეს რომ ჯერ

ცქე­რით ამ­დე­ნის ახ­ვ­რო­ბე­ბი­სა

მე არა­ფერ­ზე არ ვდარ­დობ ზოგ­ჯერ

გარ­და გარ­დაც­ვ­ლილ ახ­ლობ­ლე­ბი­სა

 

და წარ­მო­სახ­ვა სა­ნამ გამ­წ­ვ­დე­ბა

და­სა­ო­კებ­ლად გი­ჟი ვნე­ბე­ბის

მე არა­ვის­ზე გუ­ლი არ მწყდე­ბა

გარ­და ცალ­კე­ულ პი­როვ­ნე­ბე­ბის.

 *** 

ძვე­ლი ბერ­ძ­ნუ­ლი სიბ­რ­ძ­ნის მი­ხედ­ვით

ადა­მი­ა­ნი ფა­სობს მიხ­ვედ­რით

სა­კუ­თარ ბე­დის ერ­თა­დერ­თო­ბის

რი­თიც ის აღ­წევს სტა­ტუსს ღმერ­თო­ბის

და ირაცხე­ბა ჭეშ­მა­რიტ გმი­რად

რა­საც ვე­რა­ვინ ახერ­ხებს ხში­რად.

 ***

აზ­რე­ბის მი­წევს მუდ­მი­ვად რომ ცვლა

გარ­თულს იმა­თი და­სა­ბუ­თე­ბით

მე არა­სო­დეს არა მაქვს მოც­ლა

ქა­ლაქ თბი­ლის­ში გან­სა­კუთ­რე­ბით

 

რად­გა­ნაც უყ­ვართ კა­მა­თი აქ ჯერ

სა­დაც შე­მორ­ჩა ძვე­ლი უბ­ნე­ბი

და უნ­და უთხ­რა სი­მარ­თ­ლე სამ­ჯერ

რომ მი­ახ­ვედ­რო რას ეუბ­ნე­ბი.

 *** 

ეს ღვთი­უ­რი ნა­ხა­ზია

რომ­ლის ბო­ლოს სა­მა­რეა

ის რაც მო­ჩანს სა­ხე­ზეა

რაც არ მო­ჩანს მთა­ვა­რია

 

ერ­თი რა­მეც ნა­თე­ლია

რა­საც მოწ­მობს და­ხა­ზუ­ლი

ყვე­ლა­ფე­რი გათ­ვ­ლი­ლია

და წი­ნას­წარ გან­საზღ­ვ­რუ­ლი

 

ხან წვიმს ხა­ნაც გა­თოვ­დე­ბა

ხა­ნაც ცხე­ლა დღი­სით მზი­სით

და სამ­ყა­როც ფარ­თოვ­დე­ბა

მეც­ნი­ერ­თა თვალ­საზ­რი­სით.

 ***

რა­ტომ მე­სალ­მე­ბა ცალ­ყ­ბად

და მზე რა­ში ბოღ­მას აქ­სოვს

რა­მე ვაწყე­ნი­ნე ალ­ბათ

რაც სა­ერ­თოდ აღარ მახ­სოვს

 

ახ­ლაც მის­თ­ვის მებღ­ვი­რე­ბა

მი­წევს სა­ხის გა­ნუ­ლე­ბა

ნე­ტა­ვი რა ეღი­რე­ბა

მი­სი გამ­ხი­ა­რუ­ლე­ბა.

 *** 

თუმც დე­და­მი­წა ლურ­ჯი სფე­როა

მიქ­რის და ბრუ­ნავს ერთს და იმავ დროს

მა­ინც მთა­ვა­რი ატ­მოს­ფე­როა

მას­ზე სი­ცოცხ­ლე რომ და­ი­ბა­დოს

 

და არ მცხვე­ნია მე თქმა სი­მარ­თ­ლის

და­ი­მახ­სოვ­რეთ კარ­გად ბავ­შ­ვე­ბო

რომ მზე წყა­როა ჩვე­ნი სი­ნათ­ლის

რი­სიც ვტრი­ა­ლებთ ყვე­ლა გარ­შე­მო.

 *** 

ჩვენ ხან გვწყინს რა­ღაც ხან გვი­ხა­რია

ხან ვტი­რით ხან ვართ გა­ხა­რე­ბუ­ლი

მე­დალს ყო­ველ­თ­ვის ორი მხა­რე აქვს

ერ­თ­მა­ნე­თის­გან გან­ს­ხ­ვა­ვე­ბუ­ლი.

 ირაკ­ლის და­ბა­დე­ბის დღეს 

 დღე დღე­ვან­დე­ლი მუ­დამ ხვა­ლეა

გად­მო­ტა­ნი­ლი ოღონდ ქუ­ლებ­ში

ხო­და ირაკ­ლიც კვლავ ცოცხა­ლია

რე­აქ­ტი­უ­ლი ხალ­ხის გუ­ლებ­ში

 

ყურ­შიც ისე­ვე მი­სი სტრო­ფია

შე­მო­სას­ვ­ლე­ლად მდგა­რი კა­რებ­ში

რად­გან ირაკ­ლი დღე­საც მე­ფეა

ოღონდ ჯა­რის და ტახ­ტის გა­რე­შე.

 *** 

რა­ტომ გან­ვეწყოთ ნე­გა­ტი­უ­რად

რა დროს ძი­ლია ან­და ოც­ნე­ბა

ჩვენ ვი­აზ­როვ­ნებთ რე­აქ­ტი­უ­ლად

და გა­გა­რი­ნიც გაგ­ვი­ცოცხ­ლ­დე­ბა.

 ***

მე­ტი სხვა აბა რა დამ­რ­ჩე­ნია

ხომ უნ­და ვწე­რო ლექ­სი მუ­დამ მე

და პო­ე­ზია გა­ნა­ჩე­ნია

რო­მე­ლიც ჩემ თავს გა­მო­ვუ­ტა­ნე.

კოტე ყუბანეიშვილი