აუტ­სა­ი­დე­რი
21 ნოემბერი, 2014
2072
print

ნო­დარ ლა­და­რია

13 ნო­ემ­ბერს გარ­და­იც­ვა­ლა კა­ხა ბენ­დუ­ქი­ძე.

მე არა ვარ ის ადა­მი­ა­ნი, ვინც მი­სი ნეკ­რო­ლო­გი უნ­და და­წე­როს. არა, იმი­ტომ არა, რომ გულ­ში ჩამ­წ­ვ­დო­მი და თუნ­დაც უბ­რა­ლოდ მარ­თა­ლი სიტყ­ვე­ბის პოვ­ნა გა­მი­ჭირ­დე­ბა; არც იმი­ტომ, რომ მო­სა­გო­ნა­რი არა­ფე­რი მაქვს. სიტყ­ვებ­საც ვი­პო­ვი და ბევ­რ­საც მო­ვი­გო­ნებ, მაგ­რამ ძლი­ე­რი და მარ­თა­ლი სიტყ­ვე­ბის მქსო­ველ­ნი მრა­ვა­ლად მო­ი­ძებ­ნე­ბი­ან სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში. არც მო­სა­გო­ნა­რი და­აკ­ლ­დე­ბა ბევრს.

საქ­მე ისაა, რომ სიტყ­ვე­ბის გა­აზ­რე­ბას, მა­თი მნიშ­ვ­ნე­ლო­ბი­სა და ღი­რე­ბუ­ლე­ბის დად­გე­ნას დრო სჭირ­დე­ბა - კა­ხა ბენ­დუ­ქი­ძე არა თუ იმ­სა­ხუ­რებს ამას, არა­მედ ამ დად­გე­ნი­სა და გა­აზ­რე­ბის გა­რე­შე მი­სი და­ტო­ვე­ბა უკად­რი­სიც კი იქ­ნე­ბო­და - იგი იმ მცი­რედ­თა­გა­ნია, რომ­ლი­სად­მი პა­ტი­ვის­ცე­მა მი­სი პი­როვ­ნე­ბის გარ­შე­მო დაკ­ვირ­ვე­ბუ­ლი მსჯე­ლო­ბით უნ­და გა­მო­ი­ხა­ტოს.

ასე­თი­ვე მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია პი­რა­დი მო­გო­ნე­ბე­ბის გან­ს­ჯაც, რად­გან კა­ხა ბენ­დუ­ქი­ძის და­ნა­ტო­ვა­რი ვერ აიწე­რე­ბა მი­სი საქ­მე­ე­ბის სი­ით, გა­მო­ნათ­ქ­ვა­მე­ბის კრე­ბუ­ლით, ვი­დე­ო­ჩა­ნა­წე­რე­ბით ან მეხ­სი­ე­რე­ბას შე­მორ­ჩე­ნი­ლი ეპი­ზო­დე­ბით. ეს და­ნა­ტო­ვა­რი თვი­თონ მი­სი პი­როვ­ნე­ბაა, რო­მელ­საც სუ­ბი­ექ­ტუ­რი თვა­ლის, კალ­მის ან მეტყ­ვე­ლე­ბის კვა­ლი ამ­ქ­რ­ქა­ლებს, სიმ­კ­ვეთ­რეს უკარ­გავს.

სა­ბო­ლოო აზ­რი­სა თუ შე­დე­გის მო­უ­ხელ­თებ­ლო­ბა და გა­რე­გა­ნი შთა­ბეჭ­დი­ლე­ბის წი­ნა­აღ­მ­დე­გობ­რი­ო­ბა მუდ­მი­ვად ახ­ლ­და მის ყო­ველ სა­ჯა­რო ან თუნ­დაც მხო­ლოდ ვიწ­რო და შეზღუ­დუ­ლი წრი­სათ­ვის ნაც­ნობ სიტყ­ვას ან მოქ­მე­დე­ბას. თვით მი­სი ცხოვ­რე­ბაც, რომ­ლის შე­დე­გობ­რი­ვი ჩა­მო­ნათ­ვა­ლი ჩვე­ნი ქვეყ­ნის ცოცხალ­თა და მეხ­სი­ე­რე­ბას შე­მორ­ჩე­ნილ მკვდარ­თა უმ­რავ­ლე­სო­ბი­სათ­ვის მი­უწ­ვ­დო­მელ სი­მაღ­ლედ დარ­ჩე­ბა, მტკივ­ნე­უ­ლად, ტრა­გი­კუ­ლად და­უს­რუ­ლე­ბე­ლი დარ­ჩა. და არა იმი­ტომ, რომ, რო­გორც იტყ­ვი­ან, "კი­დევ ბევ­რის გა­კე­თე­ბას შეძ­ლებ­და" - აქაც ნუ და­ვუთ­მობთ, ნუ გა­ვა­ლა­ღებთ ქარ­თ­ველ­თა ჩვე­ულ პა­რა­ზი­ტო­ბას - არა, ცხოვ­რე­ბა ფორ­მით დარ­ჩა და­უს­რუ­ლე­ბე­ლი, რად­გან ისე შეწყ­და, რომ მის მსვლე­ლო­ბას დაღ­ლი­ლო­ბა და ჭკნო­ბა არ დას­ტყო­ბია.

შეწყ­და და ისევ პა­რა­დოქ­სად მოგ­ვევ­ლი­ნა: კა­ხა ბენ­დუ­ქი­ძის სა­მა­რე ნე­ბის­მი­ერ სა­საფ­ლა­ოს არა­თუ უბ­რა­ლოდ შე­ამ­კობს, მარ­თ­ლაც რომ პან­თე­ო­ნის ფასს და­ა­დებს, ხო­ლო სა­კუთ­რივ პან­თე­ონ­ში გა­უ­ფე­რულ­დე­ბა და ერ­თი ჩვე­უ­ლებ­რი­ვი ლო­დის ღი­რე­ბუ­ლე­ბამ­დე და­ე­ცე­მა. კუ­კი­ა­ზე იყ­ვა­ვი­ლებს, მთაწ­მინ­და­ზე კი გაქ­ვავ­დე­ბა.

სწო­რედ ეს არის კა­ხა ბენ­დუ­ქი­ძის მთა­ვა­რი სა­ი­დუმ­ლო: იგი პრობ­ლე­მა იყო სი­ცოცხ­ლე­ში და პრობ­ლე­მად­ვე უნ­და დარ­ჩეს სიკ­ვ­დი­ლის შემ­დეგ.

ოღონდ ეს პრობ­ლე­მუ­რო­ბა არ უნ­და ამო­ი­წუ­როს 13 ნო­ემ­ბ­რის შემ­დ­გომ ნათ­ქ­ვა­მი სიტყ­ვე­ბის მრა­ვალ­ფე­როვ­ნე­ბით. ამ ზე­და­პი­რულ სიჭ­რე­ლეს უშუ­ა­ლო კავ­ში­რი არ გა­აჩ­ნია ქარ­თ­ვე­ლი რე­ფორ­მა­ტო­რის პი­როვ­ნე­ბას­თან. მარ­თ­ლაც, მას ქარ­თ­ვე­ლი გლე­ხე­ბი­სად­მი სი­სას­ტი­კე­სა და ულ­მო­ბე­ლო­ბას აბ­რა­ლე­ბენ ისი­ნი, ვინც სა­ხელ­მ­წი­ფო სუბ­სი­დი­ა­თა აუცი­ლებ­ლო­ბის მოთხოვ­ნით სწო­რედ გარ­და­უ­ვა­ლი სი­ღა­რი­ბი­სა და მა­რად გა­უ­თე­ნე­ბე­ლი ცხოვ­რე­ბის­თ­ვის გა­ი­მე­ტა იგი­ვე გლე­ხე­ბი. აქ მთა­ვა­რი ის კი არ არის, რომ მა­ძა­გებ­ლე­ბი ცდე­ბი­ან - მთა­ვა­რი ის არის, რომ ისი­ნი თა­ვი­ანთ თავს გა­მო­ხა­ტა­ვენ, მხო­ლოდ თა­ვი­ანთ თავს და მეტს არა­ფერს.

ზუს­ტად ასე­ვე ემარ­თე­ბათ სხვებ­საც.

დრო­ე­ბი­თი ფლუქ­ტუ­ა­ცი­ის წყა­ლო­ბით პარ­ლა­მენ­ტ­ში მოხ­ვედ­რილ პო­ლი­ტი­კოსს, რო­მე­ლიც ერ­თ­ნა­ი­რად ჩქა­რობს "და­ფიქ­სი­რე­ბას", რო­გორ "არ ეთან­ხ­მე­ბო­და" და "არ იზი­ა­რებ­და", მაგ­რამ მი­უ­ხე­და­ვად ამი­სა, რო­გო­რი შო­კი­რე­ბუ­ლი და დამ­წუხ­რე­ბუ­ლია ამ დი­დი და არა­ორ­დი­ნა­რუ­ლი ადა­მი­ა­ნის გარ­დაც­ვა­ლე­ბით.

ზე­პურ ბა­ნო­ვანს, რო­მე­ლიც გრძნო­ბი­თა და წარ­თ­ქ­მით არ­ტი­კუ­ლი­რებს - "უსაყ­ვარ­ლე­სი!" - მით უმე­ტეს, რომ ახ­ლა უკ­ვე ერ­თ­ნა­ი­რად არის დარ­წ­მუ­ნე­ბუ­ლი, რომ, ერ­თი მხრივ, მის ახ­ლან­დელ ქმარს ბიზ­ნესს არა­ვინ წა­არ­თ­მევს, ხო­ლო, მე­ო­რე მხრივ, სა­ქარ­თ­ვე­ლო ჭეშ­მა­რი­ტად ევ­რო­პუ­ლი ტო­ლე­რან­ტო­ბი­სა და პლუ­რა­ლიზ­მის ნავ­სა­ყუ­დე­ლია, რად­გან მახ­ლო­ბელ სა­ლონ­ში შე­სულ ტრან­ს­გენ­დერს ფრჩხი­ლებ­ქ­ვეშ მაკ­რატ­ლით არ ჩხვლე­ტენ.

სტა­ტის­ტი­კუ­რი მრუ­დის მარ­ჯ­ვე­ნა, ეკო­ნო­მი­კუ­რად შეძ­ლე­ბულ ნა­ხე­ვარ­ში მოხ­ვედ­რილ აბი­ტუ­რი­ენ­ტის მშო­ბელს, რო­მელ­მაც შვი­ლის გა­ნათ­ლე­ბი­სათ­ვის საკ­მა­რი­სი თან­ხა გა­და­დო და ახ­ლა ხმა­მაღ­ლა დარ­დობს, რა ბე­დი ეწე­ვა "ბენ­დუს" უნი­ვერ­სი­ტეტს, რად­გან გა­მოც­დი­ლე­ბა კარ­ნა­ხობს, რომ სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში ყო­ვე­ლი წა­მოწყე­ბუ­ლი კე­თი­ლი საქ­მე ბერ-მო­ნაზ­ვ­ნუ­რი ტრა­დი­ცი­ის გა­ნახ­ლე­ბის მსგავ­სია და და­მა­არ­სე­ბელ­ზე მეტ ხანს არ ცოცხ­ლობს.

ვერ­ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბუ­ლი თუ ვერ­მოძ­ლი­ე­რე­ბუ­ლი სა­შუ­ა­ლო კლა­სის ცალ­კე­ულ წარ­მო­მად­გე­ნელს, რო­მელ­საც სა­ბა­ბი მი­ე­ცა გარ­დაც­ვ­ლილ­თან მეტ-ნაკ­ლე­ბი ნაც­ნო­ბო­ბით თა­ვის გა­მო­ჩე­ნი­სა...

და რად­გან ამ ბო­ლო კა­ტე­გო­რი­ა­ში მეც შევ­დი­ვარ, გა­ვიხ­სე­ნებ ჩვენს პირ­ველ შეხ­ვედ­რას, რო­მე­ლიც მე­ტად ნი­შან­დობ­ლივ ად­გი­ლას, ტე­ლე­კომ­პა­ნია "იმე­დის" ეთერ­ში მოხ­და, ინ­გა გრი­გო­ლი­ას სა­ღა­მოს შო­უ­ზე. "ბენ­დუ­ქი­ძის გვერ­დით უნ­და დაგ­ს­ვა" -მითხ­რა გა­და­ცე­მის პრო­დი­უ­სერ­მა, რუ­სი­კო ვა­შა­კი­ძემ. აქამ­დე იმ შეხ­ვედ­რი­დან მხო­ლოდ პირ­ველ წუთს ვიხ­სე­ნებ­დი, რო­ცა ფორ­მა­ლურ გა­მარ­ჯო­ბას რა­ღაც­ნა­ი­რი კვი­მა­ტი ჩა­ცი­ნე­ბაც მოჰ­ყ­ვა და ხე­ლის ჩა­მორ­თ­მე­ვი­სას სი­ა­მოვ­ნე­ბით ვიგ­რ­ძე­ნი, რომ არა მარ­ტო მე, არა­მედ მა­ნაც იცის, ვის ესალ­მე­ბა. ახ­ლა უკ­ვე სხვა დე­ტალ­მაც მი­ი­ღო სიმ­ბო­ლუ­რი მნიშ­ვ­ნე­ლო­ბა:

- ბენ­დუ­ქი­ძის სკა­მი სად არის? მო­ი­ტა­ნეთ ბენ­დუ­ქი­ძის სკა­მი! - გრგვი­ნავ­და მიკ­რო­ფონ­ში ინ­გა გრი­გო­ლია. მარ­თ­ლაც, იქ­ვე მდგა­რი შა­ვი ლი­თო­ნის სკა­მი უცებ გაქ­რა და ვი­ღა­ცამ მო­ი­ტა­ნა ბა­ცი ყვი­თე­ლი თუ სპი­ლოს­ძ­ვ­ლის­ფე­რი მა­სა­ლით გა­კე­თე­ბუ­ლი და მტკი­ცედ შეკ­რუ­ლი სა­გა­ნი, ერ­თ­დ­რო­უ­ლად მო­სა­ხერ­ხე­ბე­ლი და გამ­ძ­ლე.

სკა­მი არ ეწე­რე­ბო­და სა­ო­ფი­სე ავე­ჯის უსა­ხურ მა­სა­ში, ისე­ვე, რო­გორც კა­ცი, რო­მე­ლიც მას­ზე უნ­და დამ­ჯ­და­რი­ყო, არ ეწე­რე­ბო­და ჩვე­ნი სა­ზო­გა­დო­ე­ბის ყო­ფით, სა­ო­ჯა­ხო სუ­რათ­ში. ასე­თად უნ­და დარ­ჩეს მი­სი ად­გი­ლი - უცხო, უჩ­ვე­უ­ლო, გან­ს­ხ­ვა­ვე­ბუ­ლი. არა სპი­ლოს­ძ­ვ­ლის კოშ­კი, არა­მედ სპი­ლოს­ძ­ვ­ლის სკა­მი. არ იყო მას­თან მის­ვ­ლა ძნე­ლი, მაგ­რამ არც ად­ვი­ლი იყო, რად­გან ერ­თა­დერ­თი იყო, ვინც და­არ­ღ­ვია ქარ­თ­ველ­თა ორ­გა­ნუ­ლი წე­სი: ირ­გ­ვ­ლივ შე­მო­იკ­რი­ბე სუს­ტე­ბი და სუ­ლე­ლე­ბი, რა­თა მათ ფონ­ზე ძლი­ე­რი და ჭკვი­ა­ნი გა­მოჩ­ნ­დე...

მას არ ეში­ნო­და, მაგ­რამ ეს გამ­ბე­და­ო­ბა ძვი­რი და­უჯ­და: მი­სი ად­გი­ლი ვერ იქ­ნე­ბო­და ზე­მოხ­სე­ნე­ბუ­ლი ძირ­ძ­ვე­ლი პრინ­ცი­პით შექ­მ­ნილ ვერც ერთ გუნ­დ­ში. ამ ტექ­ს­ტის და­წე­რამ­დე სა­გან­გე­ბოდ არც ერ­თი მი­სი და­წე­რი­ლი სტა­ტია არ გა­და­მი­კითხავს, არც ერ­თი მი­სი ინ­ტერ­ვიუ არ მი­ნა­ხავს. სა­კუ­თარ თავ­ში ვე­ძებ­დი იმას, რაც მან თა­ვი­სი არ­სე­ბო­ბით და­მი­ტო­ვა. რაც ვი­პო­ვე, ცო­ტა არ ეთ­ქ­მის. ამი­ტო­მაც მინ­და ვთქვა, რომ ყვე­ლა­ზე მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი, რაც უნ­და გა­დარ­ჩეს და შე­ნარ­ჩუნ­დეს, არის კა­ხა ბენ­დუ­ქი­ძის ქარ­თულ სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში ყოფ­ნის უხერ­ხუ­ლო­ბა. ყვე­ლა­ზე, თვით სიკ­ვ­დილ­ზე სამ­წუ­ხა­რო კი ის არის, რომ ის­ტო­რი­ამ არა­ერ­თხელ და­ა­დას­ტუ­რა: ძა­ლი­ან კარ­გად, ლა­მის ყვე­ლა­ფერ­ზე კარ­გად სწო­რედ მკვდრე­ბის მოთ­ვი­ნი­ე­რე­ბა გა­მოგ­ვ­დის.

ნოდარ ლადარია