აქაც მე­ლია, იქაც მე­ლია, ყველ­გან მე­ლია ანუ ბრი­უ­სე­ლი და მი­სი ქვე­შაფ­სი­ე­ბი
21 ნოემბერი, 2014
862
print

ავ­თან­დილ გუ­რა­საშ­ვი­ლი

ბრი­უ­სელს ხში­რად "პა­ტა­რა პა­რიზს" უწო­დე­ბენ, რო­მე­ლიც საფ­რან­გე­თის დე­და­ქა­ლა­ქი­ვით მდი­ნა­რე სე­ნა­ზე გა­უ­შე­ნე­ბი­ათ, ოღონდ ეგაა, რომ ბელ­გი­ის დე­და­ქა­ლაქ­ში მდი­ნა­რე პრაქ­ტი­კუ­ლად აღარ ჩანს, რად­გან იგიXIX სა­უ­კუ­ნის მე­ო­რე ნა­ხევ­რი­დან, ურ­ბა­ნი­ზა­ცი­ის პე­რი­ოდ­ში გა­და­უ­ხუ­რი­ათ და მის ზე­მოთ გა­უყ­ვა­ნი­ათ ბულ­ვა­რე­ბი, მა­გის­ტ­რა­ლე­ბი, ქუ­ჩე­ბი...

პა­რი­ზამ­დე ბრი­უ­სელ­ში მა­ტა­რებ­ლით შე­ვე­დი, ოღონდ პირ­ვე­ლი შთა­ბეჭ­დი­ლე­ბა ვაგ­ზ­ლი­დან კი არა, რო­გორც ეს ჩვე­უ­ლებ­რივ ხდე­ბა, მა­ნამ­დე მი­ვი­ღე, რო­ცა ქა­ლა­ქის თავ­ზე ორი პა­ტა­რა, ერ­თ­ძ­რა­ვი­ა­ნი თვით­მ­ფ­რი­ნა­ვი და­ვი­ნა­ხე. ისი­ნი სა­ა­თის ის­რე­ბი­ვით მთე­ლი ქა­ლა­ქის თავ­ზე წრე­ზე მოძ­რა­ობ­დ­ნენ და დაბ­ლა დაფ­რი­ნავ­დ­ნენ, თან ზედ და­მაგ­რე­ბულ ვე­ე­ბა დრო­შებს მი­აფ­რი­ა­ლებ­დ­ნენ. მი­აფ­რი­ა­ლებ­დ­ნენ უკან გა­მობ­მულ, ალ­ბათ 50-მეტ­რი­ან ლენ­ტებ­საც, რომ­ლებ­საც სა­რეკ­ლა­მო წარ­წე­რე­ბი ამ­შ­ვე­ნებ­დათ. ის წარ­წე­რე­ბი რო­მე­ლი­ღაც ზე­იმ­ზე გვე­პა­ტი­ჟე­ბოდ­ნენ...

ამ­ბო­ბენ, რო­მი მა­რა­დი­უ­ლი დღე­სას­წა­უ­ლის ქა­ლა­ქიაო, მაგ­რამ იმ­დე­ნი ზე­ი­მი, რამ­დე­ნიც ბრი­უ­სელ­ში იმარ­თე­ბა, არც იტა­ლი­ის და, ალ­ბათ, არც ევ­რო­პის სხვა რო­მე­ლი­მე ქა­ლაქს და­ე­სიზ­მ­რე­ბა. იქ ყო­ველ­წ­ლი­უ­რად ნა­ირ­გ­ვა­რი, ტრა­დი­ცი­უ­ლი ფეს­ტი­ვა­ლი და კარ­ნა­ვა­ლი ეწყო­ბა, რო­მე­ლიც ად­გი­ლობ­რივ­თა გარ­და უამ­რავ უცხო­ელ ტუ­რისტს იზი­დავს.

იმა­საც ამ­ბო­ბენ, ყვე­ლა გზა რო­მის­კენ მი­დი­სო, მაგ­რამ პირ­და­პი­რი მნიშ­ვ­ნე­ლო­ბით ეს უფ­რო ბრი­უ­სელ­ზე ით­ქ­მის, რად­გან სწო­რედ აქაა სა­ხელ­გან­თ­ქ­მუ­ლი ბელ­გი­უ­რი ავ­ტოს­ტ­რა­დე­ბის საკ­ვან­ძო ცენ­ტ­რი, რო­მელ­ზეც ნე­ბის­მი­ე­რი ტრან­სევ­რო­პუ­ლი ტუ­რის­ტუ­ლი ტუ­რის გზა გა­დის. ამას გარ­და, ბრი­უ­სელ­შია ევ­რო­კავ­ში­რის შტაბ­ბი­ნა, ნა­ტოს ოფი­სიც და ბე­ნი­ლუქ­სის ქვე­ყა­ნა­თა სამ­დივ­ნო; აქ­ვეა ფრან­გუ­ლი და ფლა­მან­დ­რი­უ­ლი გა­ერ­თი­ა­ნე­ბა თუ ფლან­დ­რი­ის სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი და­წე­სე­ბუ­ლე­ბე­ბი. ამ ყო­ვე­ლი­ვეს გა­მო ბრი­უ­სე­ლი არა მხო­ლოდ ბელ­გი­ის, არა­მედ "ევ­რო­პის დე­და­ქა­ლა­ქა­დაც" გვევ­ლი­ნე­ბა. და თუ ევ­რო­პის ქა­ლაქ­თა ღირ­ს­შე­სა­ნიშ­ნა­ო­ბა­თა ხილ­ვას მო­ინ­დო­მებთ, მაგ­რამ უსახ­ს­რო­ბის გა­მო იქით ნა­ბი­ჯი ვერ გა­და­გიდ­გამთ, არც ესაა პრობ­ლე­მა - "საკ­მა­რი­სია" მხო­ლოდ ბრი­უ­სელ­ში ჩას­ვ­ლა და იქ "მი­ნი-ევ­რო­პის" პარ­კის მო­ნა­ხუ­ლე­ბა, სა­დაც მთე­ლი კონ­ტი­ნენ­ტის ყვე­ლა­ზე სა­ხელ­გან­თ­ქ­მუ­ლი ნა­გე­ბო­ბე­ბის შემ­ცი­რე­ბუ­ლი (1:25 მას­შ­ტა­ბით) ას­ლე­ბია წარ­მოდ­გე­ნი­ლი.

ევ­რო­პის და მთე­ლი მსოფ­ლი­ოს 100 უმ­შ­ვე­ნი­ე­რეს არ­ქი­ტექ­ტუ­რულ ქმნი­ლე­ბა­თა შო­რი­საა თა­ვად ბრი­უ­სე­ლის უმ­თავ­რეს მო­ე­დან­ზე, "გრან პლას­ზე" გა­შე­ნე­ბუ­ლი ნა­გე­ბო­ბე­ბი, თა­ვად მო­ე­და­ნი კი ვიქ­ტორ ჰი­უ­გოს, რო­მე­ლიც ერ­თხანს აქ ცხოვ­რობ­და, ბე­ბერ კონ­ტი­ნენ­ტ­ზე ულა­მა­ზე­სად მი­უჩ­ნე­ვია.

ახ­ლა, მა­ნამ ამ მო­ე­დან­სა და მის ნა­გე­ბო­ბებს თვალს გა­და­ვავ­ლებ­დეთ, ორი­ო­დე სიტყ­ვა თა­ვად ბრი­უ­სე­ლის ის­ტო­რი­ა­ზეც ვთქვათ.

ქა­ლა­ქის სა­ხელ­წო­დე­ბა ძვე­ლი ნი­დერ­ლან­დუ­რი სიტყ­ვე­ბის­გან BRUOC და SELLA-დან მომ­დი­ნა­რე­ობს. პირ­ვე­ლი "ჭა­ობს", მე­ო­რე კი "და­სახ­ლე­ბას" ნიშ­ნავს, რაც გვე­უბ­ნე­ბა, ბრი­უ­სე­ლი "ჭა­ობ­ზე და­სახ­ლე­ბაა"-ო.

ლე­გენ­დის თა­ნახ­მად, ბრი­უ­სე­ლი VI სა­უ­კუ­ნე­ში წმინ­და გა­გე­რიკ­მა და­ა­არ­სა, რო­მელ­საც ჟე­რი­საც უწო­დე­ბენ, თუმ­ცა ეს და­სახ­ლე­ბა ის­ტო­რი­ულ წყა­რო­ებ­ში პირ­ვე­ლად 996 წლი­დან მო­იხ­სე­ნი­ე­ბა. 977-979 წლებ­ში სე­ნას კუნ­ძულ­ზე ქვე­მო ლო­თა­რინ­გი­ის ჰერ­ცოგ­მა კარლ I სი­მაგ­რე და სამ­რეკ­ლო ააგო, რაც მო­მა­ვა­ლი ქა­ლა­ქის მშე­ნებ­ლო­ბა­ში გა­დად­გ­მუ­ლი პირ­ვე­ლი ნა­ბი­ჯი იყო. XI სა­უ­კუ­ნე­ში აქ ქა­ლა­ქის პირ­ვე­ლი კე­დე­ლიც აშენ­და. 1430 წელს ბურ­გუნ­დი­ის ჰერ­ცო­გი ფი­ლიპ III ბრი­უ­სელს ბურ­გუნ­დი­ის დე­და­ქა­ლა­ქად აცხა­დებს. იმა­ვე პე­რი­ოდ­ში, უფ­რო ზუს­ტად 1402 წლი­დან იწყე­ბა რა­ტუ­შის მშე­ნებ­ლო­ბა და გრან პლა­სის სხვა ნა­გე­ბო­ბა­თა აღ­მო­ცე­ნე­ბა. იწყე­ბა ეკო­ნო­მი­კის აყ­ვა­ვე­ბა, ბრი­უ­სელ­ში კი ბი­ნას იდე­ბენ მო­ქან­და­კე­ე­ბი, იუვე­ლი­რე­ბი, სხვა­დას­ხ­ვა საქ­მის ოს­ტა­ტე­ბი. მათ შო­რის, ვინც აქ ნავ­სა­ყუ­დე­ლი ჰპო­ვა, იყ­ვ­ნენ სა­ხელ­გან­თ­ქ­მუ­ლი ნი­დერ­ლან­დე­ლი მხატ­ვ­რე­ბი პი­ტერ ბრე­ი­გე­ლი (უფ­რო­სი) და რო­გირ ვან დერ ვე­ი­დე­ნი...

ერ­თი სიტყ­ვით, შენ­დე­ბო­და და მშვენ­დე­ბო­და ბრი­უ­სე­ლი, უპირ­ვე­ლეს ყოვ­ლი­სა სულ უფ­რო კოხ­ტავ­დე­ბო­და მი­სი უმ­თავ­რე­სი მო­ე­და­ნი, მაგ­რამ 1695 წელს გრან პლა­სი ფრან­გებ­მა დღე­ნა­ხე­ვარ­ში ზარ­ბაზ­ნე­ბით ისე და­ბომ­ბეს, რომ თით­ქ­მის მთლი­ა­ნად გა­ა­ნად­გუ­რეს ნა­გე­ბო­ბე­ბი, მათ შო­რის 16 ეკ­ლე­სია, მაგ­რამ სულ მა­ლე ქა­ლაქ­ში მცხოვ­რებ­მა ვაჭ­რებ­მა გრან პლა­სის აღ­სად­გე­ნად შე­მო­წი­რუ­ლო­ბის სა­ხით დიდ­ძა­ლი თან­ხა გა­ი­ღეს და ბრი­უ­სე­ლი, რო­გორც იტყ­ვი­ან, ფერ­ფ­ლი­დან აღ­ს­დ­გა, გა­ნახ­ლ­და და უფ­რო დამ­შ­ვენ­და.

სა­ბედ­ნი­ე­როდ, ბრი­უ­სე­ლი პირ­ველ და მე­ო­რე მსოფ­ლიო ომე­ბით გა­მოწ­ვე­ულ ნგრე­ვებს გა­და­ურ­ჩა და მხო­ლოდ უმ­ნიშ­ვ­ნე­ლოდ და­ზი­ან­და. ამის წყა­ლო­ბით ბრი­უ­სე­ლის არ­ქი­ტექ­ტუ­რა და ქუ­ჩე­ბი ახ­ლაც ისე­ვე გა­მო­ი­ყუ­რე­ბა, რო­გორც სა­უ­კუ­ნე­ე­ბის წი­ნათ. ვხე­დავთ ქა­ლა­ქის რა­ტუ­შას, რო­მე­ლიც გო­თი­კის ერთ-ერთ შე­დევ­რად ით­ვ­ლე­ბა. ვხე­დავთ მე­ფის დი­დე­ბულ სა­სახ­ლეს და ვხე­დავთ ვა­ჭარ­თა გილ­დი­ე­ბის თუ ხე­ლო­სან­თა კორ­პო­რა­ცი­ე­ბის წარ­მო­მად­გე­ნელ­თა ოქ­როს­ფ­რად მო­ელ­ვა­რე სახ­ლებს, რომ­ლე­ბიც მნახ­ველთ თა­ვი­ან­თი თა­ღე­ბი­თა და კოშ­კე­ბით, ბრწყინ­ვა­ლე მორ­თუ­ლო­ბით, უხ­ვი ორ­ნა­მენ­ტე­ბით,ჩა­ხუ­ჭუ­ჭე­ბუ­ლი ფრონ­ტო­ნე­ბით, მრა­ვალ­ფე­რო­ვა­ნი უზა­დო ქან­და­კე­ბე­ბით, ბი­უს­ტე­ბით, ამოტ­ვიფ­რუ­ლი მე­და­ლი­ო­ნე­ბით თუ გერ­ბე­ბით აოცე­ბენ. ეს ყო­ვე­ლი­ვე, სა­ერ­თო ჯამ­ში, კაცს ერ­თად თავ­მოყ­რი­ლი რა­ღაც წარ­მო­უდ­გენ­ლად მდიდ­რულ, მარ­თ­ლაც სა­ო­პე­რო სპექ­ტაკ­ლის ზღაპ­რუ­ლი დე­კო­რა­ცი­ე­ბის ასო­ცი­ა­ცი­ას აღუძ­რავს.

ამ ყო­ვე­ლი­ვეს უფ­რო ზღაპ­რულ სა­ნა­ხა­ო­ბად აქ­ცევს ყვა­ვი­ლე­ბის ბაზ­რო­ბა, ყო­ველ­დღი­უ­რად უთე­ნია რომ იხ­ს­ნე­ბა, კვი­რა­ო­ბით კი აქა­უ­რო­ბას გა­სა­ყი­დად გა­მოყ­ვა­ნი­ლი ასე­ვე ზღაპ­რუ­ლი ჩი­ტე­ბის ჭიკ­ჭი­კი ახა­ლი­სებს.

ძვე­ლად აქ, ამ მო­ე­დან­ზე ბურ­გუნ­დი­ელ დიდ­გ­ვა­რო­ვან რა­ინ­დ­თა ტურ­ნი­რე­ბიც იმარ­თე­ბო­და, თუმ­ცა გრან პლა­სი თავ­და­პირ­ვე­ლად ბრი­უ­სე­ლის ერ­თი ჩვე­უ­ლებ­რი­ვი ბა­ზა­რი იყო, რო­მე­ლიც სოფ­ლის გზა­ზე მდე­ბა­რე­ობ­და, სა­დაც ნა­ხირს მი­ე­რე­კე­ბოდ­ნენ. ამ ვაჭ­რო­ბა-ვაჭ­რო­ბის წყა­ლო­ბით სო­ფე­ლი თან­და­თან იზ­რ­დე­ბო­და, მდიდ­რ­დე­ბო­და და, რო­გორც ვთქვით, გრან პლა­სის გა­ნა­შე­ნი­ა­ნე­ბა 1402 წელს რა­ტუ­შის მშე­ნებ­ლო­ბით და­იწყო. ბო­ლოს, 1455 წელს, რა­ტუ­შა 91-მეტ­რის სი­მაღ­ლის ორი­გი­ნა­ლურ­მა კოშ­კ­მა და­აგ­ვირ­გ­ვი­ნა. თა­ვის მხრივ კოშ­კი 5-მეტ­რი­ა­ნი ფლი­უ­გე­ლით დამ­შ­ვენ­და, რაც მი­ქა­ელ მთა­ვა­რან­გე­ლო­ზის ფორ­მით გა­მო­უ­სა­ხავთ, რო­მე­ლიც დე­მონს კლავს.

შე­ნო­ბის ფა­სად­ზე 100-ზე მე­ტი ქან­და­კე­ბაა, ოღონდ ისი­ნი უძ­ვე­ლე­სი სკულ­პ­ტუ­რე­ბის ას­ლებს წარ­მო­ად­გე­ნენ. ამას გარ­და, ინ­ტე­რი­ე­რი ძალ­ზე მდიდ­რუ­ლა­დაა მორ­თუ­ლი ბრი­უ­სე­ლუ­რი კედ­ლის ხა­ლი­ჩე­ბი­თა და ფერ­წე­რით...

მო­ედ­ნის მო­პირ­და­პი­რე მხა­რეს ვხე­დავთ მე­ფის სა­სახ­ლეს, რო­მე­ლიც 1873-1895 წლებ­ში XVI სა­უ­კუ­ნის ბრწყინ­ვა­ლე არ­ქი­ტექ­ტუ­რუ­ლი სტი­ლით გა­ნა­ახ­ლეს, ახ­ლა კი იქ ქა­ლა­ქის მუ­ზე­უმს და­უ­დევს ბი­ნა. მის ერთ-ერთ დარ­ბაზ­ში წარ­მოდ­გე­ნი­ლია სა­მო­სის უმ­დიდ­რე­სი კო­ლექ­ცია, რო­მე­ლიც 350-მდე ექ­ს­პო­ნატს ით­ვ­ლის. ეს სა­მო­სი სა­უ­კუ­ნე­ზე მე­ტი ხნის გან­მავ­ლო­ბა­ში უჩუ­ქე­ბი­ათ ქვე­შაფ­სია ბავ­შ­ვის­თ­ვის, უფ­რო სწო­რედ, ამ­გ­ვა­რი ქან­და­კე­ბის­თ­ვის.

ეს ან­გე­ლო­ზის მაგ­ვა­რი ბავ­შ­ვის ქან­და­კე­ბა მო­ე­დან­თან სულ ახ­ლოს, რიუ დე ეტი­ევ­ზე შად­რევ­ნის თავ­ზე დგას, სა­ი­და­ნაც მარ­მა­რი­ლოს ქო­თან­ში აფ­სამს. XIX სა­უ­კუ­ნე­ში გა­მო­ძერ­წი­ლი ეს 61-სან­ტი­მეტ­რი­ა­ნი ქან­და­კე­ბა სხვა მსგავ­სი ფი­გუ­რის ად­გილ­ზეა, რო­მე­ლიც იქა­უ­რო­ბას ძველ­თა­გან­ვე ამ­შ­ვე­ნებ­და.

ამ ქან­და­კე­ბას მრა­ვა­ლი ლე­გენ­და და­კავ­ში­რე­ბია. ერთ-ერ­თის მი­ხედ­ვით ამ ონა­ვარ ბიჭს ფე­რი­ას ფე­ხებ­თან მო­უფ­სამს, რის­თ­ვი­საც გრძნე­ულ ქალს იგი გა­უქ­ვა­ვე­ბია და ასე­ვე და­უ­ტო­ვე­ბია.

ბრი­უ­სე­ლელ­თა ამ ‘"მან­კენ პისს", რო­მე­ლიც სა­ყო­ველ­თაო სიყ­ვა­რუ­ლით სარ­გებ­ლობს, დღე­სას­წა­უ­ლებ­ზე ნა­ირ­გ­ვა­რი სა­მო­სით მო­სა­ვენ.

გად­მო­ცე­მის მი­ხედ­ვით, ეს ბავ­შ­ვი პირ­ვე­ლად 1698 წელს ბა­ვა­რი­ელ კურ­ფი­ურსტს შე­უ­მო­სავს, 1747 წელს კი საფ­რან­გე­თის მე­ფე ლუ­დო­ვი­კო XV ამ ქვე­შაფ­სი­ას ოქ­როს ფარ­ჩა გა­მო­უგ­ზავ­ნა. მას მე­რე ბავშვს ჩუქ­ნი­ან და ჩუქ­ნი­ან სა­მოსს, რო­მელ­თა ნა­წი­ლი იმ მუ­ზე­უმ­შია და­ცუ­ლი.

ამ ქვე­შაფ­სია ბი­ჭუ­ნა­ზე სხვა მხრი­ვაც უზ­რუ­ნი­ათ და შუ­ა­გულ ქა­ლაქ­ში მარ­ტო რომ არ ყო­ფი­ლი­ყო, მის­თ­ვის ქვე­შაფ­სია და­ი­კოც გა­მო­უ­ძერ­წავთ, მაგ­რამ პო­პუ­ლა­რო­ბით იგი ძმას ვერ აღე­მა­ტე­ბა. ეგ კი არა, ის ქვე­შაფ­სია ბი­ჭუ­ნა ბრი­უ­სე­ლის სიმ­ბო­ლო­დაც მი­უჩ­ნე­ვი­ათ. ჰო­და, ეს ბავ­შ­ვე­ბი სიმ­ბო­ლუ­რად თავ­ზე აფ­სა­მენ ბრი­უ­სელ­ში შეკ­რე­ბილ არა­ერთ მხდალ, გა­უ­ბე­დავ და უპ­რინ­ცი­პო პო­ლი­ტი­კოსს, რო­მელ­თა შო­რის ზოგ ჩვე­ნე­ბურ­საც ვხე­დავთ.

და რა­კი ბრი­უ­სე­ლი პო­ლი­ტი­კოს­თა თავ­შეყ­რის ქა­ლა­ქია, ისე რო­გორ იქ­ნე­ბა, რომ ჩვე­ნი ამ­გ­ვა­რი ოხუნ­ჯო­ბა არ გა­ვაგ­რ­ძე­ლოთ. ამი­ტომ ახ­ლა და­ვუბ­რუნ­დეთ გრან პლასს, სა­დაც ვა­ჭარ­თა გილ­დი­ე­ბი­სა თუ ხე­ლო­სან­თა ულა­მა­ზე­სი სახ­ლე­ბი თა­ვი­ან­თი ნი­შან­დობ­ლი­ვი მორ­თუ­ლო­ბე­ბის მი­ხედ­ვით, სხვა­დას­ხ­ვა ნა­დირ-ფრინ­ველ­თა სა­ხე­ლე­ბით მო­უ­ნათ­ლავთ. მა­გა­ლი­თად, N7 სახ­ლის­თ­ვის შე­ურ­ქ­მე­ვი­ათ "მე­ლია" ("LE RENARD"), რად­გან მის მთა­ვარ შე­სას­ვ­ლელს ოქ­როს მე­ლა­კუ­და ამ­შ­ვე­ნებს. მი­სი ნახ­ვი­სას ბრი­უ­სელ­ში მორ­ბე­ნალ ზო­გი­ერთ ჩვენს პო­ლი­ტი­კოსს, ალ­ბათ, თბი­ლი­სის მე­რო­ბის ყო­ფი­ლი ერთ-ერ­თი კან­დი­და­ტი ელან­დე­ბა ისე­ვე , რო­გორც ეს თბი­ლი­სის "ოუფენ ეარ­ზე" იყო. ჰო­და, პირ­და­პირ საკ­ვირ­ვე­ლია, ჩვე­ნე­ბუ­რე­ბი ფა­რუ­ლი რეკ­ლა­მის გა­მო ბრი­უ­სე­ლის იმ სახ­ლის სა­ხელს რომ არ აპ­რო­ტეს­ტე­ბენ.

ისიც მიკ­ვირს, თბი­ლი­სის "ოუფენ ეარამ­დე" ჩვენს დე­და­ქა­ლაქ­ში სტუმ­რად მყო­ფი ერ­თი ამე­რი­კე­ლი, გვა­რად მე­ლია, სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში რო­გორ შე­მო­უშ­ვეს, ესეც ხომ ჩვე­ნი მე­ლი­ას ფა­რუ­ლი რეკ­ლა­მა იყო.

ავთანდილ გურასაშვილი