გა­უ­მარ­ჯოს ქარ­თულ ფეხ­ბურთს
03 ოქტომბერი, 2015
2677
print

ლა­დო გო­გი­აშ­ვი­ლი

ნიუ იორკიდან

 მე­გო­ბა­რი მყავს, დი­ე­გო, ემიგ­რან­ტია სამ­ხ­რეთ ამე­რი­კი­დან. ჩემ­ზე სა­მი წლით უმ­ც­რო­სია. მე­ზობ­ლად ცხოვ­რობს. თა­ვი რომ არ შე­გაწყი­ნოთ არა­სა­ინ­ტე­რე­სო ამ­ბე­ბით, აქ­ვე გეტყ­ვით - ძვე­ლი პრო­ფე­სი­ო­ნა­ლი ფეხ­ბურ­თე­ლია და ახ­ლაც აბო­დებს ფეხ­ბურ­თ­ზე. მე კი ვე­რი­დე­ბი ფეხ­ბურ­თ­ზე სა­უ­ბარს, ხომ იცით, ყვე­ლამ სხვა­ზე კარ­გად იცის ფეხ­ბურ­თი და ამ­დე­ნად, უინ­ტე­რე­სოა.

დი­ე­გო­მაც მკითხა, ფეხ­ბურთს თა­მა­შო­ბო?! ისე რა, დი­დი ფეხ­ბურ­თე­ლი არას­დ­როს ვყო­ფილ­ვარ-თქო. გა­უკ­ვირ­და. მის­თ­ვის გან­სა­კუთ­რე­ბით ძნე­ლად გა­სა­გე­ბი იყო ჩე­მი ცუ­დი ფეხ­ბურ­თე­ლო­ბა, რო­ცა თბი­ლი­სის დი­ნა­მო­ზე მო­ვუ­ყე­ვი და ბევ­რი ძვე­ლი ვი­დეო ვაჩ­ვე­ნე. ვაჩ­ვე­ნე რეი კლე­მენ­სი მუხ­ლებ­ზე,

ვაჩ­ვე­ნე ყი­ფი­ა­ნი, გუ­ცა­ე­ვი, და­რა­სე­ლია, შენ­გე­ლია... მოკ­ლედ, ასე ფეხ­ბურ­თ­მა დაგ­ვა­მე­გობ­რა.

შა­ბათს ან კვი­რას, რო­ცა ორი­ვეს გვცა­ლია, სად­მე ბარ­ში მივ­დი­ვართ ფეხ­ბურ­თის საც­ქე­რად. ლა­თი­ნუ­რი ამე­რი­კის რო­მე­ლი­მე ქვეყ­ნის ეროვ­ნუ­ლი ჩემ­პი­ო­ნა­ტის მატ­ჩებს ვუც­ქერთ, ლუდს ვსვამთ. მე არ მიყ­ვარს ლუ­დი... თან თა­მაშს ვარ­ჩევთ.

დი­ე­გოს სულ უკ­ვირს, რა კარ­გად გეს­მის და ხე­დავ თა­მაშს და შენ თვი­თონ რა­ტომ ვერ თა­მა­შო­ბო.

ერთ კვი­რა დღე­საც წა­ვე­დით ფეხ­ბურ­თის საც­ქე­რად. მექ­სი­კის პირ­ვე­ლო­ბა იყო და ძა­ლი­ან სა­ინ­ტე­რე­სო მატ­ჩი გა­მო­ვი­და. დი­ე­გო მე­კითხე­ბა:

- ახ­ლა რა­ტომ აღა­რაა ფეხ­ბურ­თი შენს გე­ორ­გი­ა­ში?

- ფეხ­ბურ­თი კი არა­და, სა­ხელ­მ­წი­ფო არაა… მო­ინ­დო­მა ამან…

- ვა, ლა­მის ჩე­მი სამ­შობ­ლო ყო­ფი­ლა…

ამა­ზე ბევ­რი ვი­ხა­ლი­სეთ…

- გახ­სოვს გიყ­ვე­ბო­დი, თა­მაშს რომ და­ვა­ნე­ბე თა­ვი, ფეხ­ბურ­თ­ში დავ­რ­ჩი, მწვრთნე­ლო­ბა მინ­დო­და. მე­რე ფე­დე­რა­ცი­ა­შიც ვი­მუ­შა­ვე, ბო­ლოს სულ შე­ვეშ­ვი ფეხ­ბურთს. დი­დი და აუღე­ბე­ლი მა­ფიაა, მა­გა­თი დე­დაც!

- ვერ გა­მაკ­ვირ­ვებ… ჩვენ­თა­ნაც იგი­ვეა!!!

- რა­საც FIFA ჩვენ ფუ­ლებს გვი­რიცხავ­და... ლა­მის სრუ­ლად ტე­ხავ­დ­ნენ ეს ჩი­ნოვ­ნი­კე­ბი!

- მე­რე ვერ უჩივ­ლეთ?

- თქვენ ევრ უჩივ­ლეთ? უჩივ­ლე და იყა­ვი, სა­ერ­თა­შო­რი­სო ორ­გა­ნი­ზა­ციაა. სა­ხელ­მ­წი­ფო ვერ ერე­ვა მა­გათ საქ­მე­ებ­ში.

- ვი­ცი, ბევ­რი რა­მე ვი­ცი...

- ახ­ლა ის­ტო­რი­ას მო­გიყ­ვე­ბი, არ და­ი­ჯე­რებ, სკა­მი­დან გა­და­ვარ­დე­ბი...

- კაი რა, ბრო... ვე­რაფ­რით გა­მაკ­ვირ­ვებ ფეხ­ბურ­თის მა­ფი­ით.

- მო­ი­ცა, ჯერ მოვ­ყ­ვე...

და და­იწყო:

- ისე მოხ­და, რომ ერ­თ­მა ჩვე­ნე­ბურ­მა და უცხო­ეთ­ში ბევ­რ­ფულ­ნა­შოვ­ნ­მა კაც­მა ერთ დღეს იყი­და ჩვე­ნი კლუ­ბი. ბლო­მად ფუ­ლიც და­ხარ­ჯა, უცხო­ე­ლი მწვრთნე­ლიც ჩა­მო­იყ­ვა­ნა და...

- და მო­ინ­დო­მა მთე­ლი ფეხ­ბურ­თის ხელ­ში ჩაგ­დე­ბა.

- შენ რა იცი?! სა­ი­დან იცი?!

- გა­აგ­რ­ძე­ლე, ბრო…

- მოკ­ლედ, გა­დაწყ­ვი­ტა ფე­დე­რა­ცი­ის პრე­ზი­დენ­ტის მო­რიგ არ­ჩევ­ნებ­ზე სა­კუ­თა­რი კან­დი­და­ტი და­ე­ყე­ნე­ბი­ნა და მო­ე­გო არ­ჩევ­ნე­ბი. მარ­თ­ლაც, იპო­ვა კარ­გი კან­დი­და­ტი, ყო­ფი­ლი ფეხ­ბურ­თე­ლი, მე­რე კაი ხანს FIFA-ში ნა­მუ­შე­ვა­რი, კარ­გი სა­ერ­თა­შო­რი­სო ავ­ტო­რი­ტე­ტით და კავ­ში­რე­ბით... სა­არ­ჩევ­ნო შტა­ბი შექ­მ­ნა და მე მი­მიწ­ვი­ეს კონ­სულ­ტან­ტად. იდეა იყო არ­ჩევ­ნებ­ში ხმის მქო­ნე სუ­ბი­ექ­ტ­ბ­თან მო­ლა­პა­რა­კე­ბე­ბი!

- ანუ, ყიდ­ვა...

- ვაუ, შენ ვინ ხარ, ბრო... სა­ი­დან იცი ეს ყვე­ლა­ფე­რი?

- გა­აგ­რ­ძე­ლე, სა­ინ­ტე­რე­სოა...

- და და­ვიწყეთ ინ­ტენ­სი­უ­რი შეხ­ვედ­რე­ბი ამ სუ­ბი­ექ­ტე­ბის პირ­ველ პი­რებ­თან. მოკ­ლედ, საქ­მე კარ­გად წა­ვი­და, ვი­საც ვხვდე­ბო­დით, ბევრს არ ევა­სე­ბო­და პრე­ზი­დენ­ტი და ად­ვი­ლად ვი­თან­ხ­მ­დებ­დით, თუმც ბო­ნუ­სე­ბის გა­რე­შე არა­ვინ რჩე­ბო­და...

- რა ბო­ნუ­სე­ბი - ფუ­ლი? თუ სხვა რა­მე­ბიც?

- ფუ­ლი. და იყო კი­დევ პე­რი­ფე­რი­უ­ლი კლუ­ბე­ბი, ამუ­ნი­ცი­ას, ინ­ვენ­ტარს, მიკ­რო­ბუ­სებს და ასე­თებს გვთხოვ­დ­ნენ. ზოგს ჩემ­პი­ო­ნატ­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბის ფუ­ლიც არ ჰქონ­და...

- ისევ ნაც­ნო­ბი სუ­რა­თია...

- ზოგს რამ­დე­ნი­მე ხმა ჰქონ­და, ზო­გი ვე­ტე­რა­ნი შვი­ლე­ბის­თ­ვის კარგ სამ­სა­ხურს და დიდ პენ­სი­ას ითხოვ­და...

- ფეხ­ბურ­თი ყვე­ლას ეკი­და, არა?! პი­რა­დი გა­მორ­ჩე­ნა!

- ჰო, ეგ­რე გა­მო­ვი­და... კი­დევ სა­სა­მარ­თ­ლო­ში გა­ვა­სა­ჩივ­რეთ ფე­დე­რა­ცი­ის უკა­ნო­ნო გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბა და ად­ვი­ლად მო­ვი­გეთ. ანუ, არ­ჩევ­ნე­ბის წი­ნა დღის მო­ნა­ცე­მე­ბით, კარ­გი სხვა­ო­ბით ვუ­გებ­დით!

- და სა­ბო­ლო­ოდ, წა­ა­გეთ!

- ჰო, შენ ყვე­ლა­ფე­რი იცი... წა­ვა­გეთ.

- მო­გატყუ­ეს სუ­ბი­ექ­ტებ­მა...

- უჰ... არ გა­მახ­სე­ნო ის კოშ­მა­რი! ზო­გი სუ­ბი­ექ­ტი სა­ხელ­მ­წი­ფო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ას ეკუთ­ვ­ნო­და, მაგ­რამ ისი­ნიც ფულს ითხოვ­დ­ნენ. კი­დევ იყო ქალ­თა ფეხ­ბურ­თის და მი­ნი ფეხ­ბურ­თის ფე­დე­რა­ცი­ე­ბი, ღა­რი­ბე­ბი და არაფ­რის­მაქ­ნი­სე­ბი, მაგ­რამ ხმის უფ­ლე­ბით. აი, ასე...

- მე­რე?

- არ­ჩევ­ნე­ბის დი­ლას მი­ვა­კითხეთ... სას­ტუმ­რო­ში გვყავ­და და­ბი­ნა­ვე­ბუ­ლი რე­გი­ო­ნე­ბი­დან ჩა­მო­სუ­ლი სუ­ბი­ექ­ტე­ბის ხმის მიმ­ცე­მე­ბი. არ მო­მე­წო­ნა - ბევ­რი არ დაგ­ვ­ხ­ვ­და ად­გილ­ზე დი­ლა­უ­თე­ნია. ცუ­დი ნი­შა­ნი იყო. რა გზა გვქონ­და, წა­ვე­დით არ­ჩევ­ნებ­ზე, რო­მე­ლიც ერ­თი დი­დი სას­ტუმ­როს დარ­ბაზ­ში უნ­და გა­მარ­თუ­ლი­ყო. უც­ნა­უ­რი მოძ­რა­ო­ბა იყო დარ­ბა­ზის გა­რეთ. შე­ვიდ­ნენ დე­ლე­გა­ტე­ბი ყრი­ლო­ბა­ზე, რო­მელ­საც უნ­და აერ­ჩია ახა­ლი პრე­ზი­დენ­ტი... გა­რეთ უამ­რა­ვი ადა­მი­ა­ნი ვტრი­ა­ლებ­დით... და­ვი­ნა­ხე რამ­დე­ნი­მე ცნო­ბი­ლი ბან­დი­ტი... არ მო­მე­წო­ნა მა­თი გა­მო­ჩე­ნა. ვი­ცო­დი, მოქ­მედ პრე­ზი­დენტს ახ­ლო ურ­თი­ერ­თო­ბა ჰქონ­და კრი­მი­ნა­ლურ სამ­ყა­როს­თან...

- ეგეც ჩვე­უ­ლებ­რი­ვი ამ­ბა­ვია...

- და­იწყო ყრი­ლო­ბა. იმე­დი მა­ინც მა­ქონ­და მცი­რე, მაგ­რამ მა­ინც. ამ­დე­ნი ფუ­ლი იყო გა­ცე­მუ­ლი და არ მინ­დო­და და­ჯე­რე­ბა, რომ... ამ დროს მო­დის ერ­თი ნაც­ნო­ბი და მე­უბ­ნე­ბა - კრი­მი­ნა­ლებ­მა მი­ნი ფეხ­ბურ­თის პრე­ზი­დენ­ტი და­ით­რი­ეს, რეს­ტო­რან­ში ყავთ და აკა­ჩა­ვე­ბე­ნო... გავ­ვარ­დი რეს­ტო­რან­ში. კი დავ­შა­ლე სხად­ნი­ა­კი, მა­რა ეს შე­ში­ნე­ბუ­ლი იყო და... ამ მი­ლი­ო­ნე­რის, ანუ ჩვე­ნი სპონ­სო­რის დაც­ვის უფ­როსს ვუთხა­რი, ეზ­რუ­ნა ჩვენ­თ­ვის ხმის მომ­ცემ­თა უსაფ­რ­თხო­ე­ბა­ზე, მაგ­რამ რა­ღაც უღიმ­ღა­მოდ მი­პა­სუ­ხა, რომ ამ ტე­რი­ტო­რი­ა­ზე ბევ­რი არა­ფე­რი შე­ეძ­ლო.

- ბევ­რ­მა გი­ღა­ლა­ტათ?

- ბევ­რ­მა? ეგ არა­ფე­რი... სპონ­სორ­მა გვი­ღა­ლა­ტა და გაგ­ვ­ყი­და, თან არა­ფე­რი გვითხ­რა წი­ნას­წარ. მოკ­ლედ, წა­ვა­გეთ...

- გა­ცოფ­დი?!

- კი ვე­ლო­დი წა­გე­ბას, მაგ­რამ ამ­დენ­მა ღა­ლატ­მა გა­მა­გი­ჟა. ამ დროს ერ­თი მე­ზო­ბე­ლი მი­რე­კავს, კრი­მი­ნალ­თან და­ახ­ლო­ე­ბუ­ლი კაი ბი­ჭია და მე­უბ­ნე­ბა, არ ეტა­კო არა­ვის მანდ, ეგ ამ­ბა­ვი ორი დღის წინ გა­დაწყ­და და ტყუ­ი­ლად შა­რი არ აიტე­ხო რა­მეო. მოკ­ლედ, რომ მო­იც­ლი, შე­მეხ­მი­ა­ნე და მო­გიყ­ვე­ბიო.

- ვა, ეგ უკ­ვე სა­ინ­ტე­რე­სოა...

- კარ­გი რა! ლა­მის გუ­ლი გა­მის­კ­და სიბ­რა­ზით. ერ­თი სუ­ლი მქონ­და, ამ მე­ზო­ბელს დავ­ლა­პა­რა­კე­ბო­დი. პირ­და­პირ სახ­ლ­ში გავ­ვარ­დი და და­ვუ­რე­კე, შინ ვარ და გად­მო­დი-თქო... "მოკ­ლედ, დი­ე­გო... ეგე­თი ამ­ბა­ვი იყო ორი დღის წინ - ამ­ჟა­მინ­დელ­მა პრე­ზი­დენ­ტი მიხ­ვ­და, რომ აგებ­და და უცხო­ეთ­ში გა­ხიზ­ნუ­ლი დი­დი კრი­მი­ნა­ლე­ბი ჩარ­თო საქ­მე­ში. დი­დი ახ­ლობ­ლო­ბა აქვთ, ხომ იცი... იმათ გა­მოგ­ზავ­ნეს კა­ცი და გუ­შინ­წინ ღა­მით, ქა­ლაქ­გა­რეთ, ერ­თი ად­გი­ლობ­რი­ვი კრი­მი­ნალ-მა­ფი­ო­ზის ვი­ლა­ში გა­მარ­თეს შეხ­ვედ­რა. თქვე­ნი სპონ­სო­რიც და­ი­ბა­რეს და კი­დევ რამ­დე­ნი­მე გავ­ლე­ნი­ა­ნი ადა­მი­ა­ნი, ვი­საც ხმის მი­ცე­მის უფ­ლე­ბა ჰქონ­და, ან მა­თი კლა­ნი იყო რო­მე­ლი­მე კლუ­ბის პატ­რო­ნი. თქვენს სპონ­სორს პირ­და­პირ უთხ­რეს, რომ უნ­და წა­ე­გო! ესეც გატ­რა­კე­ბის გა­რე­შე და­თან­ხ­მ­და - იქ­ვე აჩ­ვე­ნეს, რომ მი­სი ფუ­ლით ნა­ყი­დი ხმე­ბი აღარ ჰქონ­და - ტი­პებ­მა და­ა­დას­ტუ­რეს, რომ ხმას ყვე­ლა ვა­რი­ან­ტ­ში მოქ­მედს მის­ცემ­დ­ნენ. აი იმა­ნაც კი, სა­მი ხმა რომ ჰქონ­და და დი­დი სა­ხელ­მ­წი­ფო მა­ფი­ო­ზი რო­მაა და თქვენ რომ მა­მის საფ­ლავს და ძვლებს გე­ფი­ცე­ბო­დათ, იმა­ნაც უთხ­რა, რომ ამ ხალ­ხის თხოვ­ნას ვერ გა­და­ვი­დო­და... ამა­საც წი­ნა­აღ­მ­დე­გო­ბა არ გა­უ­წე­ვია. ასე რომ, თქვენ უკ­ვე ორი დღის წინ გქონ­დათ წა­გე­ბუ­ლი..." - ამის მოს­მე­ნის შემ­დეგ ისე­თი შო­კი მი­ვი­ღე...

- ესე იგი, მა­ფი­ამ გა­დაწყ­ვი­ტა...

- თან რო­გორ... რაც ჩვენ ვიშ­რო­მეთ და ვიწ­ვა­ლეთ და ფუ­ლი ვხარ­ჯეთ...

- მე­რე რა მოხ­და?

- არა­ფე­რი, სა­ერ­თოდ არა­ფე­რი! ვი­თომც არა­ფე­რი მომ­ხ­და­რა, შტა­ბი და­ი­შა­ლა. ჰო, იმ ჩვენს კან­დი­დატს და მის გუნდს, კომ­პენ­სა­ცი­ის სა­ხით სპონ­სორ­მა მის­ცა მის მი­ერ ნა­ყი­დი კლუ­ბი, აჩუ­ქა რა... მი­ხე­დეთ და მო­უ­ა­რე­თო. ამა­თაც მო­უ­ა­რეს... ერთ წელ­ში სა­ერ­თოდ გა­ა­ნად­გუ­რეს.

- ვაჰ...

- აი, ამი­ტომ არ არის ფეხ­ბურ­თი ჩემს სამ­შობ­ლო­ში. არა­და, უამ­რა­ვი ნი­ჭი­ე­რი ბავ­შ­ვია. პატ­რო­ნი არაა, პატ­რო­ნი!

- ახ­ლაც იგი­ვე გრძელ­დე­ბა?

- აბა რა! სხვა­ნა­ი­რად ფეხ­ბურ­თი ვერც წარ­მო­უდ­გე­ნი­ათ ჩვენ­თან.

- და შენ რას ფიქ­რობ, რა უნ­და გა­კეთ­დეს, რომ ფეხ­ბურ­თი დაბ­რუნ­დეს?

- მარ­ტი­ვია! ფეხ­ბურთს უნ­და მო­ა­შო­რონ ყო­ფი­ლი ფეხ­ბურ­თე­ლე­ბი. კარ­გი მე­ნე­ჯე­რე­ბია სა­ჭი­რო და კარ­გი გეგ­მა.

- ფუ­ლი სა­ი­დან?

- FIFA კარ­გად იძ­ლე­ვა ფეხ­ბურ­თის­თ­ვის ფულს... სპონ­სო­რე­ბის პოვ­ნაც შე­იძ­ლე­ბა, თუ კარგ პი­რო­ბებს შე­უქ­მ­ნი­ან. სა­ნაძ­ლე­ოს ვარ, სტა­დი­ო­ნე­ბი გა­ივ­სე­ბა, ისე უყ­ვარს ჩვენს ხალხს ფეხ­ბურ­თი, მაგ­რამ...

მაგ­რამ…

მაგ­რამ ამა­სო­ბა­ში მატ­ჩიც დამ­თავ­რ­და. თან ვუც­ქერ­დით, ვარ­ჩევ­დით,

თან დი­ე­გო სი­ნა­ნუ­ლით მიყ­ვე­ბო­და ამ ამ­ბებს.

მე კი სა­ქარ­თ­ვე­ლო­ზე ვფიქ­რობ­დი... უფ­რო ზუს­ტად, ქარ­თულ ფეხ­ბურ­თ­ზე.

lika andiashvili