"სპა­სი­ბო" ანუ გროზ­ნო - აჩ­რ­დი­ლე­ბის ქა­ლა­ქი
21 ნოემბერი, 2014
1198
print

ნეს­ტან ნი­ჟა­რა­ძე

 "სპა­სი­ბო" ცნო­ბი­ლი იტა­ლი­­ლი დო­კუ­მენ­ტუ­რი ფო­ტოგ­რა­ფის, პრეს­ტი­ჟუ­ლი სა­­გენ­ტოს "VII Agency" წევ­რის და­ვი­დე მონ­ტე­ლე­­ნეს ფო­ტოპ­რო­ექ­ტია, რო­მე­ლიც 2013 წელს ჩეჩ­ნეთ­შია გა­და­ღე­ბუ­ლი. დე­ვი­დე მონ­ტე­ლე­­ნის პრო­ექ­ტი თა­ნა­მედ­რო­ვე ჩეჩ­ნეთ­ზე ფრან­გუ­ლი ფონ­დის "კარ­მი­ნი­აკ ჟეს­ტი­­ნის" მი­ერ ფო­ტო­ჟურ­ნა­ლის­ტე­ბის­­ვის და­წე­სე­ბუ­ლი პრი­ზის მფლო­ბე­ლი გახ­და და გა­მო­ფე­ნის სა­ხით Tbilisi Photo Festival 2014-ის პროგ­რა­მის ერთ-ერ­თი ცენ­­რა­ლუ­რი ელე­მენ­ტიც იყო.

 დე­ვი­დე მონ­ტე­ლე­ო­ნე 1974 წელს და­ი­ბა­და და 2000 წლი­დან და­იწყო ფო­ტოგ­რა­ფი­ა­ში მუ­შა­ო­ბა. კერ­ძოდ კი, რაც სა­ა­გენ­ტო "კონ­ტ­რას­ტოს" წევ­რი გახ­და. შემ­დეგ წელს იგი საცხოვ­რებ­ლად მოს­კოვ­ში გა­და­ვი­და, რა­მაც დი­დი გავ­ლე­ნა მო­ახ­დი­ნა მის კა­რი­ე­რა­ზე. 2003 წლი­დან იგი რუ­სეთ­სა და უკ­რა­ი­ნას შო­რის ცხოვ­რობს და მას­შ­ტა­ბურ ფო­ტოგ­რა­ფი­ულ პრო­ექ­ტებ­ზე მუ­შა­ობს. მან თა­ვი­სი პირ­ვე­ლი წიგ­ნი - "დუ­შა, რუ­სუ­ლი სუ­ლი" 2007 წელს გა­მო­აქ­ვეყ­ნა. მას La Linea Inesistente მოჰ­ყ­ვა 2009 წელს და Red Thistle 2012-ში.

 დე­ვი­დე მონ­ტე­ლე­ო­ნეს პრო­ექ­ტე­ბი მრა­ვა­ლი სა­ერ­თა­შო­რი­სო პრი­ზით და­ჯილ­დოვ­და. მათ შო­რის, მი­ღე­ბუ­ლი აქვს რამ­დე­ნი­მე World Press Photo და ისე­თი გრან­ტე­ბი რო­გო­რი­ცაა - "Aftermath" და ევ­რო­პე­ლი გა­მომ­ცემ­ლე­ბის პრი­ზი. უკა­ნას­კ­ნე­ლი წლე­ბის მან­ძილ­ზე დე­ვი­დე მონ­ტე­ლე­ო­ნე მუ­შა­ობს წამ­ყ­ვა­ნი სა­ერ­თა­შო­რი­სო გა­მო­ცე­მე­ბის­თ­ვის, ფონ­დე­ბის­თ­ვის და ინ­ს­ტი­ტუ­ცი­ე­ბის­თ­ვის. ეწე­ვა პე­და­გო­გი­ურ მუ­შა­ო­ბას და იღებს მოკ­ლე­მეტ­რა­ჟი­ან ფილ­მებს.  

 "მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ მე დო­კუ­მენ­ტუ­რი ფო­ტო­გო­რა­ფი­ის ტრა­დი­ცი­ე­ბის გამ­გ­რ­ძე­ლე­ბე­ლი ვარ, ჩე­მი მი­ზა­ნი არ არის მხო­ლოდ ინ­ფორ­მი­რე­ბა. მე მინ­და შევ­ქ­მ­ნა ისე­თი ფო­ტო­ე­ბი, რომ­ლე­ბიც გარ­კ­ვე­უ­ლი იდე­ის ინ­ტერ­პ­რე­ტა­ცი­ას ახ­დე­ნენ. მე მინ­და ჩე­მი ნა­მუ­შევ­რე­ბის მა­ყუ­რე­ბე­ლი და­ინ­ტე­რეს­დეს ჩე­მი კვლე­ვის ობი­ექ­ტით და თა­ვა­დაც და­იწყოს კითხ­ვე­ბის დას­მა," - გან­მარ­ტავს დე­ვი­დე მონ­ტე­ლე­ო­ნე.

 Tbilisi Photo Festival 2014-ის ფარ­გ­ლებ­ში ნაჩ­ვე­ნებ­მა გა­მო­ფე­ნამ ორ­მო­ცი­ო­დე ფო­ტო და ორი ავ­ტო­რის - მა­შა გე­სე­ნის და გა­ლია აკერ­მა­ნის ტექ­ს­ტე­ბი გა­ა­ა­ერ­თი­ა­ნა.

 თა­ვის ტექ­ს­ტ­ში მა­შა გე­სე­ნი წერს: "გროზ­ნო აჩ­რ­დი­ლე­ბის ქა­ლა­ქია. იმ ადა­მი­ა­ნე­ბის აჩ­რ­დი­ლე­ბი­სა, რომ­ლე­ბიც ომ­ში და­ი­ღუპ­ნენ ან უგ­ზო-უკ­ვ­ლოდ და­ი­კარ­გ­ნენ: ყო­ველ ოჯახს ყავს ძმე­ბი, ვა­ჟე­ბი ან მა­მა, რომ­ლე­ბიც წა­ვიდ­ნენ და აღარ დაბ­რუ­ნე­ბუ­ლან. მკვდრე­ბის აჩ­რ­დი­ლე­ბი: ყვე­ლა ზრდას­რულ ადა­მი­ანს ახ­სოვს, რო­გორ მი­დი­ო­და ამ ქუ­ჩა­ზე ან იმ ტრო­ტუ­არ­ზე და ხე­დავ­და ერთ, სამ ან ბევრ მოკ­ლულს - პირ­და­პი­რი და­მიზ­ნე­ბით, გაბ­რა­ზე­ბუ­ლი და შე­ში­ნე­ბუ­ლი რუ­სი ჯა­რის­კა­ცის მი­ერ მოკ­ლულს, უბ­რა­ლოდ მო­ცე­ლილს ბომ­ბის აფეთ­ქე­ბის შე­დე­გად, ან "უკონ­ტ­რო­ლო და­ნა­ყო­ფის" წა­მი­ე­რი მძვინ­ვა­რე­ბის მსხვერპლთ, რო­მელ­თა გა­და­ტა­ნა და და­მარ­ხ­ვა ჯერ ვერ მო­ხერ­ხ­და, რად­გან ამ ომე­ბის დროს იყო დღე­ე­ბი და კვი­რე­ბი, რო­დე­საც გვა­მე­ბის რა­ო­დე­ნო­ბა ძალ­ზე დი­დი იყო.

 ერ­თა­დერ­თი აჩ­რ­დი­ლი, რო­მელ­საც აქ ვერ ნა­ხავ, არის ძვე­ლი, ომამ­დე­ლი გროზ­ნო, პრო­ვინ­ცი­ის აყ­ვა­ვე­ბუ­ლი დე­და­ქა­ლა­ქი კოს­მო­პო­ლი­ტუ­რი მის­წ­რა­ფე­ბე­ბით. ომე­ბი ზედ­მე­ტად ხან­გ­რ­ძ­ლი­ვი და ულ­მო­ბე­ლი იყო იმის­თ­ვის, რომ ამ ქა­ლა­ქის რა­ი­მე კვა­ლი დარ­ჩე­ნი­ლი­ყო: ორი­ა­თა­სი­ა­ნი წლე­ბის და­საწყი­სის­თ­ვის ეს გა­დამ­წ­ვა­რი მი­წა იყო, სა­დაც გროზ­ნოს ძვე­ლი ნა­გე­ბო­ბე­ბის­გან თუ ძვე­ლი მო­სახ­ლე­ე­ბის­გან არა­ფე­რი იყო დარ­ჩე­ნი­ლი.

 ახა­ლი ქა­ლა­ქი პა­ტა­რა ის­ლა­მუ­რი დიქ­ტა­ტუ­რის მო­ოქ­რო­ვი­ლი ცენ­ტ­რია. მათ, ვინც ქა­ლაქ­ში მან­ქა­ნით შე­მო­დის, გო­რაკ­ზე აღ­მარ­თუ­ლი თორ­მეტ­ფუ­ტი­ა­ნი აბ­რა ხვდე­ბა, წარ­წე­რით: "რამ­ზან, მად­ლო­ბა გროზ­ნოს­თ­ვის". რამ­ზან კა­დი­რო­ვი ჩეჩ­ნე­თის 35 წლის პრე­ზი­დენ­ტია, რო­მე­ლიც, სა­ერ­თა­შო­რი­სო უფ­ლე­ბა­დამ­ც­ვე­ლი ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბის თქმით, პი­რა­დად არის პა­სუ­ხის­მ­გე­ბე­ლი უამ­რა­ვი ადა­მი­ა­ნის წა­მე­ბა­სა და სიკ­ვ­დილ­ზე მე­ო­რე ჩეჩ­ნუ­რი ომის დროს. ად­რე მი­სი პორ­ტ­რე­ტი ქა­ლა­ქის ყო­ველ მე­ო­რე შე­ნო­ბას ამ­შ­ვე­ნებ­და, მაგ­რამ, რო­გორც ამ­ბო­ბენ, ვი­ღა­ცამ უთხ­რა, ეს ცუ­დად გა­მო­ი­ყუ­რე­ბაო. დღეს მხო­ლოდ მა­მა­მი­სის, ახ­მად კა­დი­რო­ვის პორ­ტ­რე­ტი ფა­რავს ზო­გი საცხოვ­რე­ბე­ლი სახ­ლის ფან­ჯ­რებს.

 უფ­რო­სი კა­დი­რო­ვი და­მარ­ცხე­ბუ­ლი ჩეჩ­ნე­თის პირ­ვე­ლი პრე­ზი­დენ­ტი იყო, რო­მე­ლიც გროზ­ნოს სტა­დი­ონ­ზე 2004 წლის 9 მა­ისს მე­ო­რე მსოფ­ლიო ომ­ში გა­მარ­ჯ­ვე­ბი­სად­მი მიძღ­ვ­ნი­ლი ზე­ი­მი­სას მომ­ხ­დარ აფეთ­ქე­ბას შე­ე­წი­რა. "ის და­უ­მარ­ცხე­ბე­ლი წა­ვი­და," - გვამ­ც­ნობს წარ­წე­რა ა.ა. კა­დი­რო­ვის პროს­პექ­ტის თავ­ზე, რო­მე­ლიც ქა­ლა­ქის ცენ­ტ­რ­ში მდე­ბა­რე­ობს. უც­ნა­უ­რი მტკი­ცე­ბაა ადა­მი­ა­ნის შე­სა­ხებ, რო­მელ­მაც რუ­სე­თის სა­ხელ­მ­წი­ფოს­თან მო­ლა­პა­კა­რა­კე­ბის შე­დე­გად სამ­შ­ვი­დო­ბო შე­თან­ხ­მე­ბას მო­ა­წე­რა ხე­ლი მა­შინ, რო­დე­საც მო­ლა­პა­რა­კე­ბის წარ­მო­ე­ბის უფ­ლე­ბა­მო­სი­ლე­ბა არ ჰქონ­და და რო­მე­ლიც მა­ლე­ვე იმ ადა­მი­ა­ნე­ბის ნა­წილ­მა მოკ­ლა, ვი­სი სა­ხე­ლი­თაც მან ეს მო­ლა­პა­რა­კე­ბე­ბი აწარ­მოა. გა­ნა ეს უდი­დე­სი მარ­ცხი არ არის?

 "მი­სი მი­ზა­ნი გროზ­ნოს აშე­ნე­ბა იყო," - ამ­ბობს ახალ­გაზ­რ­და მა­მა­კა­ცი, ემიგ­რა­ცი­ა­ში დი­დი ხნის წინ წა­სუ­ლი მე­გობ­რის ნა­თე­სა­ვი, რო­მე­ლიც დღეს ჩე­მი მძღო­ლია. "ის და­ი­ღუ­პა, მაგ­რამ ქა­ლა­ქი აშენ­და," - გა­ნაგ­რ­ძობს ის. არ ამ­ბობს "აღ­დ­გა" ან "ხე­ლახ­ლა აშენ­დაო"; ამ­ბობს "აშენ­დაო" და ამით აზრს კარ­გავს კითხ­ვა, თუ რა იყო აქ, ვიდ­რე ეს ად­გი­ლი გა­დამ­წ­ვარ მი­წად იქ­ცა. ცხრა­სარ­თუ­ლი­ა­ნი შე­ნო­ბე­ბი ამ ქუ­ჩის გას­წ­ვ­რივ გა­რე­დან ქვი­შაქ­ვით ან კე­რა­მი­კუ­ლი ფი­ლე­ბი­თაა ხე­ლახ­ლა მო­პირ­კე­თე­ბუ­ლი; ში­და სა­მუ­შა­ო­ე­ბი მცხოვ­რებ­ლე­ბის საზ­რუ­ნა­ვი იყო.

 ამ შე­ნო­ბე­ბი­დან ერთ-ერ­თ­ში, 1996 წელს ვცხოვ­რობ­დი, პირ­ვე­ლი ომი მა­შინ და­სას­რულს უახ­ლოვ­დე­ბო­და. გროზ­ნო სამ­ხედ­რო ოკუ­პა­ცი­ის ქვეშ იყო და რუ­სუ­ლი ჯა­რის და­ნა­ყო­ფი ამ უბან­შიც იდ­გა. ბე­ტო­ნის ცხრა­სარ­თუ­ლი­ან კორ­პუ­სებს შო­რის დღი­სით ბა­ზა­რი ფუნ­ქ­ცი­ო­ნი­რებ­და: უალ­კო­ჰო­ლო სას­მე­ლე­ბი, თურ­ქე­თი­დან იმ­პორ­ტი­რე­ბუ­ლი ჩი­ნუ­რი წარ­მო­ე­ბის მშრა­ლი პრო­დუქ­ტე­ბი და სახ­ლ­ში მომ­ზა­დე­ბუ­ლი ქათ­მის ხორ­ცი და ნამ­ცხ­ვ­რე­ბი. რუ­სი ჯა­რის­კა­ცე­ბი ბა­ზარ­ში მარ­ტო გას­ვ­ლი­სას ფრთხი­ლად იქ­ცე­ოდ­ნენ, ჯგუ­ფუ­რი გას­ვ­ლე­ბის შემ­თხ­ვე­ვა­ში კი, გამ­ყიდ­ვე­ლებს ძარ­ც­ვავ­დ­ნენ. და­ბინ­დე­ბი­სას, ბა­ზა­რი იხუ­რე­ბო­და, ჯა­რის­კა­ცე­ბი ბა­ზა­ზე ბრუნ­დე­ბოდ­ნენ, ჩეჩ­ნე­ბი კი შინ მი­დი­ოდ­ნენ იმის მო­ლო­დინ­ში, თუ რა მოხ­დე­ბო­და, რო­დე­საც რუ­სი ჯა­რის­კა­ცე­ბი დათ­ვ­რე­ბოდ­ნენ. ორი­ო­დე სა­ა­თის შემ­დეგ, რუ­სი ჯა­რის­კა­ცე­ბი, მთვრა­ლე­ბი და შე­ში­ნე­ბუ­ლე­ბი, იწყებ­დ­ნენ სრო­ლას ყვე­ლა მი­მარ­თუ­ლე­ბით. მცი­რე­კა­ლიბ­რი­ა­ნი არ­ტი­ლე­რი­ის და ავ­ტო­მა­ტე­ბის ცეცხ­ლი გა­თე­ნე­ბამ­დე გრძელ­დე­ბო­და. დი­ლას ზო­გი­ერ­თი უბ­ნის მო­სახ­ლე­ო­ბა იტყობ­და, რომ რო­მე­ლი­მე ახალ­გაზ­რ­და კა­ცი ან წყვი­ლი არ აღ­მოჩ­ნ­და საკ­მა­რი­სად წინ­და­ხე­დუ­ლი და ბა­ზას­თან სრო­ლის დროს გა­ი­ა­რა.

 მე სამ დას­თან ვცხოვ­რობ­დი, რომ­ლე­ბიც მთე­ლი ღა­მე გემ­რი­ელ ნამ­ცხ­ვ­რებს აცხობ­დ­ნენ და შემ­დეგ ბა­ზარ­ში ყი­დიდ­ნენ. მა­თი ორი ძმა და ერ­თი ქმა­რი (უფ­რო­სი ქვრი­ვი ან გა­შო­რე­ბუ­ლი იყო, უმ­ც­რო­სი კი გა­სათხო­ვა­რი) უგ­ზო-უკ­ვ­ლოდ და­ი­კარ­გ­ნენ. უფ­როს დას ზრდას­რუ­ლი ქა­ლიშ­ვი­ლი ყავ­და, რო­მე­ლიც სხვა­გან ცხოვ­რობ­და, ხო­ლო შუ­ა­თა­ნას ორი შვი­ლი მათ­თან ერ­თად ცხოვ­რობ­და სა­მო­თა­ხი­ან ბი­ნა­ში. ორი წლის მან­ძილ­ზე გათ­ბო­ბის არ­ქო­ნი­სა და მუდ­მი­ვი სა­არ­ტი­ლე­რიო ცეცხ­ლის შე­დე­გად, ბი­ნის კედ­ლებს წყლის მრა­ვა­ლი გა­ჟონ­ვის კვა­ლი ეტყო­ბო­და (მი­ლე­ბი სკდე­ბა, რო­დე­საც გათ­ბო­ბა ითი­შე­ბა), აგ­რეთ­ვე ნატყ­ვი­ა­რე­ბი და ბზა­რე­ბი სა­არ­ტი­ლე­რიო ცეცხ­ლის­გან. ობის და შარ­დის მყრა­ლი სუ­ნი იდ­გა: ექ­ვ­სი წლის გო­გო­ნა ლო­გინს ომის და­საწყი­სი­დან ას­ვე­ლებ­და. მი­სი ოთხი წლის ძმას, ან­ზორს, ჩემს გვერ­დით, იატაკ­ზე და­გე­ბულ ლე­ი­ბებ­ზე ეძი­ნა და რო­დე­საც სრო­ლა ხმა­მა­ღა­ლი ხდე­ბო­და და მე წრი­ალს ვიწყებ­დი, ის ჩემს ხელს თა­ვი­სი ხე­ლით მუ­ცელ­თან უფ­რო მჭიდ­როდ იხუ­ტებ­და. დღი­სით, რო­დე­საც ბავ­შ­ვებს ბი­ნის და­ტო­ვე­ბა ეკ­რ­ძა­ლე­ბო­დათ (მათ ყო­ველ­თ­ვის ეკ­რ­ძა­ლე­ბო­დათ გა­რეთ გას­ვ­ლა, რად­გან იქ უსაფ­რ­თხო ვი­თა­რე­ბა არა­სო­დეს იყო) ან­ზო­რი ფან­ჯ­რის დამ­ცავ გი­სო­სებ­ზე ძვრე­ბო­და და გა­უ­თა­ვებ­ლად ადი-ჩა­მო­დი­ო­და. რამ­დე­ნი­მე თვის შემ­დეგ დე­ბი საცხოვ­რებ­ლად მოს­კოვ­ში გა­და­ვიდ­ნენ ოჯა­ხის და­სახ­მა­რებ­ლად. ან­ზო­რი კი, რამ­დე­ნი­მე დღით მე და­ვი­ტო­ვე. ყო­ველ ღა­მე მას რამ­დენ­ჯერ­მე ყვი­რი­ლით ეღ­ვი­ძე­ბო­და: სი­ჩუ­მეს ვერ ეგუ­ე­ბო­და.

 ან­ზო­რი წლე­ბის მან­ძილ­ზე არ მი­ნა­ხავს; დღეს ის 21 წლი­საა, იგი­ვე ასა­კის, რაც შა­მი­ლი, რო­მე­ლიც მან­ქა­ნით მა­ტა­რებს. ა. ა. კა­დი­რო­ვის პროს­პექ­ტის ბო­ლოს მო­ოქ­რო­ვილ რუ­სულ მარ­თ­ლ­მა­დი­დე­ბელ ეკ­ლე­სი­ას ჩა­ვუ­ა­რეთ, რო­მე­ლიც სი­კაშ­კა­ში­თა და სტი­ლით მო­ოქ­რო­ვი­ლი მე­ჩე­თის მსგავ­სია, მაგ­რამ ბევ­რად პა­ტა­რა. შე­ნო­ბის და­ნახ­ვა მაკ­ვირ­ვებს. ეს უფ­რო მოს­კო­ვის­თ­ვის თა­ვის დაკ­ვ­რაა, ვიდ­რე რე­ლი­გი­უ­რი მრა­ვალ­ფე­როვ­ნე­ბის ნი­შა­ნი: ეთ­ნი­კუ­რი რუ­სე­ბი გროზ­ნო­ში დი­დი ხა­ნია აღარ ცხოვ­რო­ბენ. შა­მი­ლი მიყ­ვე­ბა სა­მი ჩე­ჩე­ნი მოს­წავ­ლის ის­ტო­რი­ას, რომ­ლე­ბიც ეკ­ლე­სი­ა­ში შარ­შან შე­ვიდ­ნენ. "მღვდელს პირ­ჯ­ვა­რის გა­და­წე­რა სთხო­ვეს," - მე­უბ­ნე­ბა შა­მი­ლი და წა­მი­ე­რი და­ფიქ­რე­ბა მჭირ­დე­ბა, სა­ნამ მივ­ხ­ვ­დე­ბი, რომ ნათ­ლო­ბას გუ­ლის­ხ­მობს. "მღვდელ­მა უმალ მთავ­რო­ბას შე­ატყო­ბი­ნა." შა­მი­ლი თავს ქა­ლა­ქის ცენ­ტ­რის­კენ იქ­ნევს. "მთავ­რო­ბამ ხალ­ხი გა­მო­აგ­ზავ­ნა გო­გო­ნებ­თან და მათ მშობ­ლებ­თან სა­სა­უბ­როდ, რომ­ლებ­მაც ისი­ნი კარ­გად ვერ გა­ზარ­დეს." ეს დღე­ვან­დე­ლი ჩეჩ­ნე­თის­თ­ვის ჩვე­უ­ლებ­რი­ვი სუ­რა­თია: რე­ლი­გი­ურ და ოჯა­ხურ ნორ­მებს აკონ­ტ­რო­ლებს და იცავს მთავ­რო­ბა, რო­მე­ლიც ხელ­მი­საწ­ვ­დო­მია მღვდლის­თ­ვის (მის­თ­ვის ერ­თი ზა­რიც საკ­მა­რი­სია) და რო­მელ­საც ხე­ლი მი­უწ­ვ­დე­ბა ყვე­ლა ოჯახ­ზე: მუ­ქა­რა მი­სი მხრი­დან სავ­სე­ბით საკ­მა­რი­სია.

 ფრთხი­ლად ვცდი­ლობ გა­ვარ­კ­ვიო, აქვს თუ არა შა­მილს სურ­ვი­ლი, რომ პი­რად ცხოვ­რე­ბა­ში უხე­შად შე­მოჭ­რი­ლი რე­ჟი­მი თუ არ გა­აკ­რი­ტი­კოს, მის­გან დის­ტან­ცირ­დეს მა­ინც. მსგავსს ვე­რა­ფერს ვამ­ჩ­ნევ ვერც მას და ვერც სხვა ჩემს ახალ­გაზ­რ­და თუ არც ისე ახალ­გაზ­რ­და ჩე­ჩენ თა­ნა­მო­სა­უბ­რე­ებს. ეს ერ­თი რამ არის, რაც ახა­ლი ჩეჩ­ნე­თი­დან რე­პორ­ტა­ჟებს ჩემ­თ­ვის უც­ნა­ურ­სა და რთულს ხდის: სკეპ­ტი­კო­სე­ბი აღარ არ­სე­ბო­ბენ; ჟურ­ნა­ლის­ტის ჩვე­უ­ლებ­რი­ვი მო­ლო­დი­ნის მდგო­მა­რე­ო­ბა, ად­გი­ლობ­რი­ვი ინ­ტე­ლი­გენ­ცი­ის აზ­რის გარ­კ­ვე­ვა - არ მუ­შა­ობს. ინ­ტე­ლი­გენ­ცია არ არ­სე­ბობს. ძვე­ლე­ბი აღარ არი­ან - ისი­ნი მოკ­ლეს ან ქვეყ­ნი­დან გა­ა­ძე­ვეს - და ვე­რა­ვინ ას­წავ­ლის ახალ თა­ო­ბას. შა­მი­ლი, რო­მე­ლიც ექი­მე­ბის ოჯა­ხი­დან არის, წე­სით ერთ-ერ­თი ახალ­გაზ­რ­და ინ­ტე­ლექ­ტუ­ა­ლი უნ­და იყოს, მაგ­რამ რო­დე­საც ის იზ­რ­დე­ბო­და, მი­სი მშობ­ლე­ბი, დე­ი­დე­ბი, ბი­ძე­ბი და სხვა პო­ტენ­ცი­უ­რი მას­წავ­ლებ­ლე­ბი ომ­ში გა­დარ­ჩე­ნით იყ­ვ­ნენ და­კა­ვე­ბუ­ლი.

 შა­მი­ლის დე­დას გა­უ­მარ­თ­ლა: მი­სი ქმა­რი გა­დარ­ჩა, ისე­ვე, რო­გორც მი­სი ორი ძმი­დან ერთ-ერ­თი. ომ­ში არც ერ­თი წა­სუ­ლა. ისი­ნი არ­გუნ­ში მომ­ხ­დარ ხოც­ვა-ჟლე­ტა­საც კი გა­და­ურ­ჩ­ნენ. შა­მი­ლის ერთ-ერ­თი ბი­ძა, სტო­მა­ტო­ლო­გი, გროზ­ნო­ში წა­ვი­და შეკ­ვე­თი­ლი გვირ­გ­ვი­ნე­ბის წა­მო­სა­ღე­ბად, ამი­ტომ იღ­ბ­ლის წყა­ლო­ბით იქ არ იმ­ყო­ფე­ბო­და. მათ კი­დევ ერ­თხელ მა­შინ გა­უ­მარ­თ­ლათ, რო­დე­საც გროზ­ნო­ში მი­მა­ვალ­მა ჯა­რის­კა­ცებ­მა უთხ­რეს: "ფრთხი­ლად იყა­ვით, ჩვენს უკან უკონ­ტ­რო­ლო და­ნა­ყო­ფი მო­დის." ამი­ტომ შა­მი­ლის ბე­ბი­ამ მი­სი მე­ო­რე ბი­ძა თი­ვის ზვინ­ში გა­და­მა­ლა. ჯა­რის­კა­ცე­ბი ეზო­ში შე­მო­ვიდ­ნენ, დე­და­მი­სი და­კითხეს, მაგ­რამ ზვი­ნე­ბი არ გა­უჩხ­რე­კი­ათ. შა­მი­ლის ბი­ძა წლე­ბის შემ­დეგ და­ი­ღუ­პა, მე­ო­რე ომ­ში. ის მე­ზო­ბელ­თან სტუმ­რად წა­ვი­და. მე­ზობ­ლის შვილს და­ბა­დე­ბის დღე ჰქონ­და და რვა წლის გახ­და. კო­მენ­დან­ტის სა­ა­თი უკ­ვე ამოქ­მედ­და, მაგ­რამ მე­ზო­ბე­ლი ორი სახ­ლის იქით ცხოვ­რობ­და და ჯა­რის­კა­ცე­ბი დი­დი ხა­ნი არ გა­მო­ჩე­ნი­ლან. შა­მი­ლის დე­და ქუ­ჩა­ში გა­მო­ვარ­და, რო­დე­საც სრო­ლის ხმა გა­ი­გო. ის მედ­და იყო, სა­ა­ვად­მ­ყო­ფო­ში ინ­ტ­რა­ვე­ნუ­რი წვე­თო­ვა­ნე­ბის და­ყე­ნე­ბა­ში მას და­რი არ ჰყავ­და. თუმ­ცა, სტო­მა­ტო­ლო­გი­უ­რი ჰი­გი­ე­ნის სპე­ცი­ა­ლის­ტად გა­დამ­ზა­დე­ბა მო­უ­წია, რად­გან სხე­უ­ლებ­თან მუ­შა­ო­ბა აღარ შე­უძ­ლია: სის­ხ­ლის სუ­ნი გო­ნე­ბა­ში მი­სი ძმის სიკ­ვ­დი­ლის სუ­რათს იწ­ვევს, რო­მე­ლიც მის კალ­თა­ში გარ­და­იც­ვა­ლა. ეს­მის გმინ­ვა, რო­მე­ლიც მი­სი სის­ხ­ლით შე­ფე­რი­ლი ქა­ფით და­ფა­რუ­ლი პი­რი­დან გა­ის­მა.

 ქა­ლა­ქის ცენ­ტ­რ­თან - მო­ოქ­რო­ვილ მე­ჩეთ­თან მო­ახ­ლო­ე­ბი­სას, შე­ნო­ბე­ბი უფ­რო და­ბა­ლი და ლა­მა­ზი ხდე­ბა. გვი­ან­დე­ლი სტა­ლი­ნის­ტუ­რი ნა­გე­ბო­ბე­ბი, ნეო-კლა­სი­კურ სტილ­ში, ქვე­და სარ­თუ­ლე­ბის დო­ნე­ზე ხე­ლახ­ლა მო­პირ­კე­თე­ბუ­ლი გრა­ნი­ტით. ქუ­ჩის სა­ხე­ლი იც­ვ­ლე­ბა - აქ ის ვ. ვ. პუ­ტი­ნის პროს­პექ­ტია.

ნესტან ნიჟარაძე