WEEKEND გრეგ პო­პო­ვიჩ­თან
21 ნოემბერი, 2014
1174
print

ზუ­რა თა­ლაკ­ვა­ძე

 ეკა ლო­ლუა

 გრეგ პო­პო­ვიჩს სტამ­ბოლ­ში შევ­ხ­ვ­დი. და გა­მახ­სენ­და 1998 წე­ლი. თბი­ლის­ში, ფა­ნას­კერ­ტელ­ზე, გე­ნე­რა­ტორს რომ ვქო­ქავ­დი. თბი­ლი­სი ჩაბ­ნე­ლე­ბუ­ლი იყო და გამ­თე­ნი­ი­სას, მეშ­ვი­დე არ­ხის სა­კა­ბე­ლო­ზე ვუ­ყუ­რებ­დი "ენ­ბი­ე­ის". "კა­ნალ პლუ­სი" მა­შინ ჩე­მი საყ­ვა­რე­ლი არ­ხი იყო. იმ არხს ჰქონ­და შე­ძე­ნი­ლი "იუვენ­ტუ­სის" ყვე­ლა თა­მა­ში და "ენ­ბიეი". ღა­მის სე­სი­ის, გე­ნე­რა­ტო­რის ხმა­უ­რის შემ­დეგ, მე­ზობ­ლე­ბი ოდ­ნავ მჟა­ვედ მე­სალ­მე­ბოდ­ნენ, მაგ­რამ ღირ­და! ფა­ნას­კერ­ტე­ლის გო­რა­ზე, მე­ოთხე სარ­თულ­ზე, კომ­ფორ­ტულ ოთახ­ში და გემ­რი­ელ სა­ვარ­ძელ­ში მოვ­კა­ლათ­დი და ტე­ლე­ეკ­რა­ნი­დან წა­მო­ვი­და "იუტა ჯა­ზის" და "სან ან­ტო­ნიო სპერ­სის" სე­რი­ის მე­ო­რე თა­მა­ში. და­სავ­ლე­თის კონ­ფე­რენ­ცი­ის ნა­ხე­ვარ­ფი­ნა­ლი.

სტამ­ბო­ლის გრე­გი და ის, სოლტ ლე­იკ სი­ტის გრე­გი თით­ქ­მის არ გან­ს­ხ­ვავ­დე­ბოდ­ნენ ერ­თ­მა­ნე­თის­გან. მკაც­რი გა­მო­ხედ­ვა და კე­თი­ლი თვა­ლე­ბი. რა­ფი­ნი­რე­ბუ­ლი იუმო­რი და დახ­ვე­წი­ლი ცი­ნიზ­მი. ის­ტო­რი­უ­ლი ვო­ი­ა­ჟე­ბი ძა­ლი­ან ღრმა წარ­სუ­ლი­დან და ნოს­ტ­რა­და­მუ­სის ორ­ნა­მენ­ტე­ბით გა­დაშ­ლი­ლი მო­მა­ვა­ლი. ეს გრეგ პო­პო­ვი­ჩია. ყვე­ლა დრო­ის ერთ-ერ­თი სა­უ­კე­თე­სო მწვრთნე­ლი. სტამ­ბოლ­ში მე­გობ­რებ­თან ერ­თად ვი­ყა­ვი ჩა­სუ­ლი და გრე­გის შარ­მი მე­გობ­რებ­მაც და­ა­ფა­სეს. პო­პო­ვი­ჩი მო­თა­მა­შე­ე­ბის­თ­ვის კარ­გი სტი­მუ­ლა­ტო­რია. მი­სი სა­უ­ბა­რი გამ­შ­ვი­დებს და მო­ტი­ვა­ცი­ას გაძ­ლევს. გრე­გი ყვე­ლას თვალ­წინ შე­ნიშ­ვ­ნას მოგ­ცემს, და­გიყ­ვი­რებს, მაგ­რამ არ და­გამ­ცი­რებს. ვერ და­გამ­ცი­რებს. გრეგ­მა ამ სიტყ­ვის მნიშ­ვ­ნე­ლო­ბა გაკ­ვ­რით იცის. პო­პო­ვიჩს "სან ან­ტო­ნი­ოს" ყვე­ლა მო­თა­მა­შე უყ­ვარს და სხვა გუნ­დის მო­თა­მა­შე­ებს ის უბ­რა­ლოდ, პა­ტივს სცემს. გრე­გი იღებს რე­ვე­რანსს მთე­ლი ლი­გის­გან.

"სან ან­ტო­ნი­ოს" მო­თა­მა­შე­ებს პო­პო­ვი­ჩი უყ­ვართ. სხვა გუნ­დე­ბის მო­თა­მა­შე­ე­ბი პო­პო­ვიჩს აფა­სე­ბენ. და პო­პო­ვი­ჩის კონ­ს­პექ­ტე­ბით მე­ცა­დი­ნე­ო­ბენ. გრე­გი კა­ლათ­ბურ­თის ენ­ციკ­ლო­პე­დია, "ენ­ბი­ე­ის" ნე­ო­ლი­თი­დან შე­მორ­ჩე­ნი­ლი ტი­რა­ნო­ზავ­რია, რო­მელ­მაც ყვე­ლა მი­წის­ძ­ვ­რას, კო­ბის და შაკს გა­უძ­ლო.

იმ, ძველ სე­რი­ა­ში "იუტას" უკე­თე­სი ბენ­დი ჰყავ­და. რკი­ნის კარლ მე­ლო­უ­ნი და კარ­ლის სა­უ­კე­თე­სო მე­გო­ბა­რი, მის­ტერ ჯონ სტოქ­ტო­ნი. სან­დო მა­ჯა ჯეფ ჰორ­ნა­ჩე­კი და ძა­ლი­ან კარ­გი დამ­ც­ვე­ლი ბა­ი­რონ რა­სე­ლი. ვი­ცი, რომ უმე­ტე­სო­ბას მა­იკლ ჯორ­და­ნის მოძ­რა­ო­ბა გა­გახ­სენ­დათ, რო­დე­საც რა­სე­ლი გა­დაჭ­რეს და ჯორ­დან­მა "იუტას" ატ­კი­ნა. ეს იმ სე­ზონ­ში­ვე, ორი სე­რი­ის შემ­დეგ იყო. "იუტას" ტე­რი­ტო­რი­ას იცავ­და ცო­ტა მო­უქ­ნე­ლი და მა­გა­რი ჯი­უ­ტი ცენ­ტ­რი გრეგ ფოს­ტე­რი და მის­ტერ ფოს­ტერს ცვლი­და გრეგ ოს­ტერ­ტა­გი.

"სან ან­ტო­ნი­ო­ში" ტიმ დან­კანს პირ­ვე­ლი სე­ზო­ნი აქვს. ბუნ­ჩუ­ლა, საყ­ვა­რე­ლი ტი­მი ჯერ დე­ვიდ რო­ნი­სონს აკ­ვირ­დე­ბა და პრო­ცეს­ში, ბევრს ას­წ­რებს. დან­კა­ნი არ იღ­ლე­ბა, დან­კა­ნი არ ერი­დე­ბა ბინ­ძურ თა­მაშს და დან­კა­ნი პო­პო­ვიჩ­მა ალე­სა. და ტი­მი ბევრ სა­მახ­სოვ­რო სუ­ვე­ნირს იტო­ვეს. კრის უებე­რის საჩ­ვე­ნე­ბე­ლი თი­თი, კე­ვინ გარ­ნე­ტის სა­ხის კა­ნი, მე­ლო­უ­ნის ატე­ხი­ლი ფრჩხი­ლი, დე­ნის როდ­მა­ნის ყვი­თე­ლი თმის ღე­რე­ბი. დან­კან­თან ერ­თად პირ­ველ ხუ­თე­ულ­ში დგას ად­მი­რა­ლი. ჩე­მი ად­მი­რა­ლი. "სან ან­ტო­ნი­ოს" ად­მი­რა­ლი. "სპერ­სის" გუ­ლი, დე­ვიდ რო­ბინ­სო­ნი. რო­მე­ლიც ჯერ ად­მი­რა­ლია. რო­მე­ლიც ტი­მის მეტ სივ­რ­ცეს აძ­ლევს და რო­მე­ლიც ერთ მატ­ჩ­ში სა­შუ­ა­ლოდ ჯერ იღებს 21 ქუ­ლას და 10 მოხ­ს­ნას. თა­ვის 2 და­ფა­რე­ბას­თან და აგ­რე­სი­ულ დაც­ვას­თან ერ­თად. ტი­მიმ იდე­ა­ლუ­რი მენ­ტო­რი მი­ი­ღო და დე­ვი­დიც მშვი­დად არის. "სპერ­სი" არ და­ი­კარ­გე­ბა. ტი­მის­თან არ და­ი­კარ­გე­ბა.

ტი­მი, ად­მი­რა­ლი. ძა­ლი­ან კარ­გი, გა­მოც­დი­ლი გე­ნე­რა­ლი ეივე­რი ჯონ­სო­ნი თა­ვი­სი წიკ­ვი­ნა ხმით და ტო­მა­ჰავ­კი-პა­სით. პირ­ველ ხუ­თე­ულ­ში დგას უილ პერ­დი­უც. პო­პო­ვიჩ­მა "ჯაზ­თან" სე­რია სა­მი ცენ­ტ­რით და­იწყო და სა­მი ცენ­ტ­რით და­ამ­თავ­რა. და სე­რი­ას "იუტა" იგებს. 4:1. "ჯა­ზი" უკე­თე­სი იყო და "სან ან­ტო­ნი­ოს" აკ­ლ­და სიღ­რ­მე. ჯა­რენ ჯექ­სო­ნი კარ­გი შუ­თე­რი, მაგ­რამ ძა­ან ცუ­დი დამ­ც­ვე­ლია. დელ ნეგ­რო ჯექ­სონ­ზე ნორ­მა­ლუ­რი დამ­ც­ვე­ლი და ძა­ან არას­ტა­ბი­ლუ­რი შუ­თე­რია. პო­პო­ვიჩ­მა მი­ი­ღო ტიმ დან­კა­ნი და გრე­გი "იუტას" ვერ უგებს. ჯე­რი სლო­უნს უკე­თე­სი მსმე­ნე­ლე­ბი, უკე­თე­სი სტუ­დენ­ტე­ბი ჰყავს. "იუტა" "სან ან­ტო­ნი­ოს" უგებს. და "იუტა" ფი­ნალ­ში გა­და­ვა.

იმ, სე­რი­ის მე­ო­რე თა­მაშ­ში დან­კან­მა 26 ქუ­ლა აკ­რი­ფა. "სან ან­ტო­ნი­ომ" და­მა­ტე­ბით დრო­ში წა­ა­გო, 106:109. მძი­მე თე­მა. სოლტ ლე­იკ სი­ტი­ში და­მა­ტე­ბით დრომ­დე თით­ქ­მის ვერ მი­დი­ან. ან აგე­ბენ, ან - მაგ­რად აგე­ბენ. "სან ან­ტო­ნი­ომ" უბ­რა­ლოდ, წა­ა­გო.

სტამ­ბოლ­ში, პო­პო­ვიჩს ამ სე­რი­ას ვახ­სე­ნებ.

- გახ­სოვთ ის სე­რია, მის­ტერ პო­პო­ვიჩ?

- სე­რია მახ­სოვს და ძა­ლი­ან კარ­გად მახ­სოვს, რომ უშან­სოდ წა­ვა­გეთ.

- "იუტას" კარლ მე­ლო­უ­ნი ჰყავ­და.

- და "სან ან­ტო­ნი­ოს" - ცუ­დი მთა­ვა­რი მწვრთნე­ლი, რო­მელ­მაც ის სე­რია წა­ა­გო.

- ფიქ­რობთ, რომ თქვენ წა­ა­გეთ?

- დარ­წ­მუ­ნე­ბუ­ლი ვარ, რომ მე წა­ვა­გე.

გრე­გის­კენ და­იძ­რა ტიმ დან­კა­ნი.

- ქო­უჩ, ტი­მის­თან ფო­ტოს გა­და­ღე­ბა­ში და­მეხ­მა­რე­ბით?

- მა­პა­ტი­ეთ, მაგ­რამ ვერ და­გეხ­მა­რე­ბით. აქ ტი­მია ბო­სი. გინ­დათ მე ვიქ­ნე­ბი დან­კა­ნი?

- არა, ტი­მი იყოს დან­კა­ნი...

- ბო­ლო შან­სი, გინ­დათ ჩემ­თან კი­დევ ერ­თი ფო­ტო? ბო­ლოს რომ შე­ვა­მოწ­მე, ენ­ბი­ე­ის ჩემ­პი­ო­ნი ვი­ყა­ვი. თქვენც გა­ი­გეთ ამის შე­სა­ხებ?

- კი, მის­ტერ პო­პო­ვიჩ, ჩვენც გვითხ­რეს. გა­და­სა­მოწ­მე­ბე­ლი არ არის?

- რომ გა­და­ა­მოწ­მებთ, შემ­დეგ გა­ვაგ­რ­ძე­ლოთ სა­უ­ბა­რი (და გრე­გი ტი­მის­თან წა­ვი­და).

მწვრთნელს რამ­დე­ნი­მე თურ­ქი ჟურ­ნა­ლის­ტი მის­დევს. ჟურ­ნა­ლის­ტე­ბი უხე­შად ესა­უბ­რე­ბი­ან ოპე­რა­ტო­რებს, გრე­გი ამ აურ­ზა­ურს ყუ­რადღე­ბას არ აქ­ცევს და პო­პო­ვი­ჩის ასის­ტენ­ტი, ეტო­რე მე­სი­ნა "სპერ­სის" კეპს ის­წო­რებს. მე­სი­ნა ვერ შე­ვამ­ჩ­ნიე. იმ­დე­ნად დაჩ­რ­დი­ლა ყვე­ლა­ფე­რი მო­ხუ­ცი ტი­მის, მოძ­რა­ვი მა­ნუს და ფეხ­შიშ­ვე­ლი ტო­ნის ფრაგ­მენ­ტებ­მა. ვერ შე­ვამ­ჩ­ნიე ტი­ა­გო სპლი­ტე­რიც, რო­მე­ლიც არ ვარ­ჯი­შობს. ვერ შე­ვამ­ჩ­ნიე პო­პო­ვი­ჩის კი­დევ ერ­თი ასის­ტენ­ტი იმე უდო­კა და მა­ღა­ლი პერ­სო­ნა ახა­ლი ზე­ლან­დი­ი­დან, შონ მარ­ქ­სი. უდო­კა და მარ­ქ­სი "სან ან­ტო­ნი­ო­ში" თა­მა­შობ­დ­ნენ.

უდო­კა მო­თა­მა­შის რან­გ­ში ვერ გახ­და ჩემ­პი­ო­ნი. მარქსს გა­უ­მარ­თ­ლა. 2005-ში, ის "სპერ­ს­თან" ერ­თად იგებს სუ­პერ­ფი­ნალს. იმ ფლეი ოფ­ში მარ­ქ­სი ის­ვე­ნებს და მხო­ლოდ მა­შინ წვავს კა­ლო­რი­ებს, რო­დე­საც დან­კა­ნის­თ­ვის ან რო­ბერტ ორის­თ­ვის პირ­სა­ხო­ცი ან წყა­ლია მი­სა­ტა­ნი. ან თუ პო­პო­ვიჩ­მა თა­მა­შის დროს ვინ­მეს ყუ­რი უნ­და აუწი­ოს, შო­ნი მო­რი­დე­ბუ­ლად მი­დის გრეგ­თან, თავს ხრის და ზე­ლან­დი­ელ გო­ლი­ათს (20 სან­ტი­მეტ­რი) უნ­და მოხ­ვ­დეს. მის­ტერ მარ­ქ­სი მზად იყო ახე­უ­ლი ყუ­რის­თ­ვის და მი­სი მი­მარ­თუ­ლე­ბით ნას­რო­ლი სამ­წ­ვ­რ­თ­ნე­ლო და­ფის­თ­ვის. მის­ტერ მარ­ქ­სი ყვე­ლაფ­რის­თის მზად იყო.

 ვარ­ჯიშ­ზე პო­პო­ვი­ჩი კი­დევ ერ­თხელ შე­ვა­წუ­ხე.

ფრან­გი ჟურ­ნა­ლის­ტე­ბი წე­რენ ბო­რის დი­ა­ოს და "სპერ­სის" კრუ­ა­სან­მა, სე­ნი­ორ დი­ა­ომ გრეგს და­უ­ძა­ხა, ქო­უჩ, რამ­დე­ნი­მე სიტყ­ვა შენც უთხა­რი რა, ერი­დე­ბათ, რომ გთხო­ვო­ნო. გრე­გი მი­დის დი­ა­ოს­თან და მე ვუ­ყუ­რებ მა­ნუს. ტი­პი არ ჩერ­დე­ბა. დარ­ბის, დარ­ბის, სულ დარ­ბის.

და პარ­კე­რი კა­ვაი ლე­ო­ნარ­დის ზე­და­თი და­დის. ბენ­დე­ნა­სა­ვით შე­მო­იკ­რა შუბ­ლ­ზე და ტო­ნი კა­რი­ბის ზღვის მე­კობ­რე­ე­ბი­დან, ჯეფ­რი რა­შის პერ­სო­ნაჟს ჰგავს. ძა­ან მაგ­რად.

დი­ა­ომ­დე გრე­გის გზა­ზე მე ვარ.

- კი­დევ თქვენ?

- კი, მის­ტერ პო­პო­ვიჩ, პა­ტა­რა დარ­ბა­ზია.

- არც ისე პა­ტა­რა, თუ კონ­კ­რე­ტუ­ლად ვინ­მეს შე­წუ­ხე­ბას არ გეგ­მავ. მა­ლე დავ­ბ­რუნ­დე­ბი, ვგრძნობ, რომ კი­დევ რა­მე გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი უნ­და მკითხო.. (გრეგს გა­ე­ცი­ნა და მი­ვი­და დი­ა­ოს­თან).

ბო­რის დი­ა­ოს­თან ერ­თი კა­ზუ­სი იყო. ნუ, ღია ვარ­ჯი­შის დროს, ფო­ტო­ე­ბის გა­და­ღე­ბა მო­სუ­ლა, მაგ­რამ ბო­რის­თან თით­ქ­მის არა­ვინ არ მი­ვი­და. ჩემს გარ­და.

სა­ქარ­თ­ვე­ლო­დან კი­დევ ერთ აკ­რე­დი­ტი­რე­ბულ ჟურ­ნა­ლისტს, WEEKEND-ის კო­ლე­გას, ეკა ლო­ლუ­ას ვთხო­ვე ფო­ტოს გა­და­ღე­ბა. გა­და­მი­ღო. შემ­დეგ ეკა­მაც მთხო­ვა ბო­რის­თან ფო­ტოს გა­და­ღე­ბა. აი, აქ მა­გა­რი შეც­დო­მა და­უშ­ვა. ასე­თი თხოვ­ნით არ უნ­და შე­ა­წუ­ხო ადა­მი­ა­ნი, რო­მე­ლიც ტექ­ნი­კას­თან არ მე­გობ­რობს.

მოკ­ლედ, ეკა დად­გა ბო­რის­თან, მე მაქვს ეკას აიფო­ნი და ვი­ღებ.

გა­და­ვი­ღე სელ­ფი. დი­ა­ოს გა­ე­ცი­ნა. ბო­დი­ში მო­ვუ­ხა­დე და ტე­ლე­ფო­ნი შე­ვატ­რი­ა­ლე. კრე­ტი­ნი­ვით გა­ვუ­ღი­მე ორი­ვეს და გა­და­ვი­ღე.

კი­დევ ერ­თი სელ­ფი. დი­ა­ოს კი­დევ ერ­თხელ გა­ე­ღი­მა - უნ­და გა­ვიქ­ცე და თქვენ მა­ნამ­დე ტე­ლე­ფონ­თან ივარ­ჯი­შეთ.

მო­სუ­ლა, ბო­რის. უნ­და ვი­ვარ­ჯი­შო. დიაო ღი­მი­ლით მი­დის, მაგ­რამ ქალ­ბა­ტო­ნი ლო­ლუა მი­ყუ­რებს. რო­გორც ჯონ რემ­ბო, რო­მელ­საც ავ­ღა­ნეთ­ში ბო­ლო მი­სია აქვს და­სამ­თავ­რე­ბე­ლი. გა­მი­მარ­თ­ლა, რომ იქ, დარ­ბაზ­ში სხვე­ბიც იყ­ვ­ნენ და დი­ა­ოს ფო­კუ­სის გა­მო გა­დავ­რ­ჩი. მა­გა­რი გა­მი­მარ­თ­ლა. სამ­წუ­ხა­როდ, ეკამ ბო­რის­თან ფო­ტო ვერ გა­და­ი­ღო. და დღე­საც, რო­დე­საც უნ­და რომ იუმორ­ში გა­და­მი­ჯოკ­როს, "ბო­რია"-ს მე­ძა­ხის. დი­ა­ოს სა­პა­ტივ­ცე­მუ­ლოდ. სელ­ფი მა­ზა­ლო თე­მაა.

თურ­ქე­ბი ძა­ან სუს­ტე­ბი არი­ან. ჩე­მი კო­ლე­გე­ბი ან არ ფლო­ბენ საკ­მა­რის ინ­ფორ­მა­ცი­ას "ენ­ბი­ე­ის" მოქ­მედ ჩემ­პი­ო­ნებ­ზე, ან, უბ­რა­ლოდ, არ არი­ან მათ­თან სა­ინ­ტე­რე­სო გა­სა­უბ­რე­ბით და­ინ­ტე­რე­სე­ბუ­ლე­ბი. კითხ­ვე­ბი ძი­რი­თა­დად თურ­ქე­თის გარ­შე­მო ბა­ლან­სი­რებს. "მო­გე­წო­ნათ თურ­ქე­თი?", "ყვე­ლა­ზე უფ­რო სტამ­ბოლ­ში რა მო­გე­წო­ნათ?", "გა­ე­სა­უბ­რეთ ჰე­დო თურ­ქოღ­ლუს?", "იყა­ვით აია სო­ფი­ა­ში?". თუ არ ვცდე­ბი (და ალ­ბათ, არ ვცდე­ბი), ძი­რი­თა­დად, სულ ეს იყო რა... არა­ნა­ი­რი სა­კა­ლათ­ბურ­თო თე­მე­ბი. პო­პო­ვიჩს მე და ეკა ლო­ლუა ვა­წუ­ხებთ. გრე­გი უკ­ვე გვე­კა­ი­ფე­ბა. და რო­დე­საც ჟურ­ნა­ლის­ტებ­თან ტიმ დან­კა­ნი მო­დის, ტი­მის აფ­რ­თხი­ლებს, ეს ტი­პი კითხ­ვე­ბით დაგ­ბომ­ბავს, ფრთხი­ლად იყა­ვიო. ტი­მი მზად არის სა­უბ­რის­თ­ვის. გრე­გიც. ჩვენც მზად ვართ. ყვე­ლაფ­რის­თ­ვის.

"სან ან­ტო­ნი­ოს" ღია ვარ­ჯი­ში გრძელ­დე­ბა. ხე­ლი გამ­კ­რა ლე­ო­ნარ­დ­მა. თა­ვა­ზი­ა­ნად ბო­დი­ში მო­ი­ხა­და და ტო­ნის ბურ­თი ეს­რო­ლა. გრე­გის ასის­ტენ­ტი შონ მარ­ქ­სი მი­დის გრე­გის კი­დევ ერთ ახალ ასის­ტენ­ტ­თან, მის ბე­კი ჰე­მონ­თან და რა­ღა­ცა­ზე ეჭო­რა­ვე­ბა. ბე­კის გა­ე­ცი­ნა. შონ­საც ეცი­ნე­ბა. და ისი­ნი გრეგ­თან მი­დი­ან. მა­ლე ღია ვარ­ჯი­ში დამ­თავ­რ­დე­ბა.

უკ­ვე დამ­თავ­რ­და. ყვე­ლა­ზე გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი ღია ვარ­ჯი­ში ჩემს ჟურ­ნა­ლის­ტურ კა­რი­ე­რა­ში. იქ იყ­ვ­ნენ ჩე­მი ფა­ვო­რი­ტე­ბი. ტი­მი, ტო­ნი, მა­ნუ, ბო­რი­სი, ტი­ა­გო, კა­ვაი...მთე­ლი "სან ან­ტო­ნიო". იქ იყო გრეგ პო­პო­ვი­ჩი. იქ იყო ეტო­რე მე­სი­ნა. რო­მელ­საც უკ­ვე "და­რუ­შა­ფა­ქას" დარ­ბა­ზი­დან რომ გა­მო­ვე­დით, მე­რე შევ­ხ­ვ­დი. ეს არ იყო ოფი­ცი­ა­ლუ­რი ინ­ტერ­ვიუ. უბ­რა­ლოდ, რამ­დე­ნი­მე წუ­თი ეტო­რეს­თან. გა­ას­წო­რა.

დარ­ბა­ზის შე­სას­ვ­ლელ­თან გავ­დი­ვართ. ერ­თ­მა­ნეთს შთა­ბეჭ­დი­ლე­ბებს ვუ­ზი­ა­რებთ და ვცდი­ლობთ, რა­მე არ გა­მოგ­ვ­რ­ჩეს. და­ვემ­შ­ვი­დო­ბეთ თურქ პო­ლი­ცი­ე­ლებს, და­ვემ­შ­ვი­დო­ბეთ დარ­ბა­ზის სტი­უ­არ­დებს და გა­ვე­დით გზა­ზე. ოდ­ნავ ზე­მოთ უნ­და ავი­წი­ოთ. და მე­ო­რე გა­სას­ვ­ლელ­თან დგას "სან ან­ტო­ნიო". ამ­ჯე­რად, მხო­ლოდ მწვრთნე­ლე­ბის ჯგუ­ფი.

პო­პო­ვიჩ­მა თვა­ლი ჩა­მიკ­რა და თა­ვით მა­ნიშ­ნა, აი, ესე­ნი შე­ა­წუ­ხეო. გრე­გის "ნა­კო­ლის" გა­რე­შეც ვა­პი­რებ­დი ეტო­რეს­თან მის­ვ­ლას.

- შე­იძ­ლე­ბა თქვენ­თან ფო­ტოს გა­და­ღე­ბა (ვერ ჩა­მოვ­ყა­ლიბ­დი, რო­გორ მი­მე­მარ­თა მე­სი­ნას­თ­ვის, "მის­ტერ", "სი­ნი­ორ", თუ რა­მე სხვა მეთ­ქ­ვა)?

- რა თქმა უნ­და, შე­იძ­ლე­ბა.

ფო­ტო გა­და­ვი­ღეთ. მე­სი­ნა უკუ­რებს ჩვენს აკ­რე­დი­ტა­ცი­ებს. ჩე­მი სა­ხე­ლი გა­ა­ტა­რა. ამო­ი­კითხა "ეკა­ტე­რი­ნე". ალ­ბათ, "ლო­ლუ­აც".

- ოო, ეკა­ტე­რი­ნე, რუ­სუ­ლად სა­უბ­რობთ?

ეკას პა­სუ­ხი არ მახ­სოვს, მაგ­რამ მე­სი­ნა მზად იყო მას­თან სა­უბ­რის გაგ­რ­ძე­ლე­ბის­თ­ვის. ეტო­რეს­თან სა­უ­ბა­რი მე გა­ვაგ­რ­ძე­ლე.

- იოლია პო­პო­ვიჩ­თან მუ­შა­ო­ბა?

- იოლი? არა, არც იოლი, არც რთუ­ლი. უფ­რო, სა­ინ­ტე­რე­სო და სა­პა­ტიო. მწვრთნე­ლი პო­პო­ვი­ჩი ლე­გენ­დაა.

- თქვენც ლე­გენ­და ხართ.

- ბედ­ნი­ე­რი ვარ, თუ ასე თვლით, მაგ­რამ ეს ასე არ არის.

- ვარ­ჯი­შის დროს ბევრ რა­ღა­ცას იწერ­დით...

- ეს ჩე­მი ჩვე­უ­ლებ­რი­ვი საქ­მეა. "სან ან­ტო­ნი­ო­ში" ჩემ­თ­ვის ყვე­ლა­ფე­რი ახა­ლია. ვუ­ყუ­რებ ტიმ დან­კანს და ბევრ ახალ ნი­უ­ანსს ვი­ნიშ­ნავ. იგი­ვეს თქმა შე­მიძ­ლია თით­ქ­მის ყვე­ლა მო­თა­მა­შე­ზე. შე­და­რე­ბით უკეთ ვიც­ნობ მა­ნუს, ტო­ნის, ბო­რისს. მაგ­რამ მათ თა­მაშ­შიც არის მო­სა­ნიშ­ნი ელე­მენ­ტე­ბი.

- "სან ან­ტო­ნიო" ჩე­მი საყ­ვა­რე­ლი გუნ­დია.

- გი­ლო­ცავთ, კარ­გი გე­მოვ­ნე­ბა გაქვთ.

- და ევ­რო­პა­ში... იცით ვის ვგულ­შე­მატ­კივ­რობ?

- თუ მეტყ­ვით, მე­ცო­დი­ნე­ბა.

- ცსკა-ს.

მე­სი­ნას ეცი­ნე­ბა.

- ბო­ლო წლებ­ში არ გი­მარ­თ­ლებ­დათ (და ისევ ეცი­ნე­ბა).

- კი, რამ­დე­ნი­მე მიკ­რო­ინ­ფარ­ქ­ტი გა­და­ვი­ტა­ნე.

- არ გა­ინ­ტე­რე­სებთ, მე რამ­დე­ნი გა­და­ვი­ტა­ნე?

- წარ­მო­მიდ­გე­ნია. რა­ტომ ვერ იგებ­დით?

- თქვენ რო­გორ გგო­ნი­ათ?

- არ გი­მარ­თ­ლებ­დათ.

- ერ­თხელ შე­იძ­ლე­ბა არ გა­გი­მარ­თ­ლოს, მაგ­რამ რო­დე­საც გუნ­დი სტა­ბი­ლუ­რად ვერ იგებს გა­დამ­წყ­ვეტ თა­მა­შებს, იქ მწვრთნე­ლი შეც­დო­მებს უშ­ვებს და იქ მწვრთნე­ლი ბო­ლომ­დე არ კითხუ­ლობს თა­მაშს. მე ასე ვფიქ­რობ.

- მხო­ლოდ თქვე­ნი შეც­დო­მე­ბის გა­მო აგებ­დით? "მა­კა­ბის­თან" ბო­ლო წა­მებ­ზე ბურ­თი მუხ­ლ­ში ხრი­ა­პამ გა­ირ­ტყა და არა მე­სი­ნამ.

- მაგ­რამ მე­სი­ნას ეს არ უნ­და და­ეშ­ვა. ჩე­მი შეც­დო­მე­ბით წა­ვა­გეთ.

- დღეს ცსკა-ში არის მა­ნუ­ჩარ მარ­კო­იშ­ვი­ლი.

- და ცსკა-ს გა­უ­მარ­თ­ლა!

- ევ­რო­ლი­გის ფი­ნალ­ში თქვენ მა­ნუ­ჩარს ბო­დი­რო­გა ააყ­ვა­ნი­ნეთ!

- გახ­სოვთ? კი, კი, მა­ნუ ბო­დი­რო­გას იჭერ­და. მარ­კო­იშ­ვი­ლი დაც­ვა­ში ყო­ველ­თ­ვის გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლად კარ­გი იყო.

- მოგ­წონთ ცსკა?

- მარ­კო­იშ­ვი­ლი კარ­გი ტრან­ს­ფე­რია... მგო­ნი, დე კო­ლოც და­ი­მა­ტეს?

- დი­ახ.

- რო­გორც ყო­ველ­თ­ვის, ეს გუნ­დი იქ­ნე­ბა ევ­რო­ლი­გის ფა­ვო­რი­ტი. დი­დი ტრა­დი­ცი­ე­ბი, დი­დი ფი­ნან­სუ­რი შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბი, მა­ღა­ლი კლა­სის შემ­ს­რუ­ლებ­ლე­ბი. ამას ვერ შეც­ვ­ლი.

მე­სი­ნას და­უ­ძა­ხეს, გავ­დი­ვარ­თო.

- მა­პა­ტი­ეთ, მაგ­რამ ჩე­მი გას­ვ­ლის დროა. ისე, თქვენ აქ რა­ტომ ხართ?

- "სან ან­ტო­ნი­ოს" ვგულ­შე­მატ­კივ­რობთ!

- მარ­თ­ლა? და თქვე­ნი ქვეყ­ნი­დან "სან ან­ტო­ნი­ოს­თ­ვის" თურ­ქეთ­ში ჩა­მოხ­ვე­დით? არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვე­ბი ხართ, ბრა­ვო!

და მე­სი­ნა წა­ვი­და. კი­დევ ერ­თხელ გა­მი­მარ­თ­ლა. ევ­რო­პა­ში ჩე­მი საყ­ვა­რე­ლი გუნ­დის ყო­ფი­ლი მწვრთნე­ლი, კლა­სი­კო­სი ეტო­რე მე­სი­ნა. კა­ლათ­ბურ­თის დე­კა­ნი. პო­პო­ვიჩს რო­დე­საც ვუთხა­რი, ქო­უჩ, იტა­ლი­ე­ლი პო­პო­ვი­ჩი ორი­გი­ნალ პო­პო­ვიჩ­თან ჩა­მო­ვი­და-მეთ­ქი, გა­ე­ცი­ნა, კარ­გი იყოო. და ხუმ­რო­ბის გა­რე­შე, ეტო­რე მარ­თ­ლა ძა­ან დი­დია. აი, ძა­ან. მე­სი­ა­მოვ­ნე­ბა, თუ გრეგ პო­პო­ვი­ჩის შემ­დეგ, "სან ან­ტო­ნი­ოს" მთა­ვა­რი მწვრთნე­ლი იტა­ლი­ე­ლი პრო­ფე­სო­რი გახ­დე­ბა. ეტო­რე და "სპერ­სი" ერ­თ­მა­ნეთს უხ­დე­ბი­ან. მაგ­რად უხ­დე­ბი­ან.

გა­და­ვი­ღეთ ფო­ტო­ე­ბი დი­ო­გუს­თან და მაქ­ს­თან. სა­კონ­ტ­რო­ლო კითხ­ვე­ბი.

- შონ, რთუ­ლია პო­პო­ვიჩ­თან მუ­შა­ო­ბა?

- ძა­ლი­ან რთუ­ლია. ჩვენც, მწვრთნე­ლე­ბიც კარგ ფორ­მა­ში უნ­და ვი­ყოთ. ნე­ბის­მი­ერ მო­მენ­ტ­ში მზად ვარ მო­ე­დან­ზე გა­სას­ვ­ლე­ლად. 5-10 წუთს გავ­ქა­ჩავ.

კითხ­ვა დი­ო­გუს.

- წუთ­შეს­ვე­ნე­ბის დროს, გრე­გის­თ­ვის და­ფა ყო­ველ­თ­ვის თქვენ მი­გაქვთ?

- ძა­ლი­ან ხში­რად მი­მაქვს. თქვენ კა­ლათ­ბურ­თის დროს კა­ლათ­ბურთს უყუ­რებთ თუ ვის აქვს და­ფა? კარ­გი იყო, მო­მე­წო­ნა.

- იკე, ტიმ დან­კა­ნი თუ ჰა­კიმ ოლა­ჯუ­ო­ნი?

- მე მიყ­ვარ­და ოლა­ჯუ­ო­ნი, ის ჩე­მი ერთ-ერ­თი საყ­ვა­რე­ლი მო­თა­მა­შე იყო, მაგ­რამ მა­ინც ტი­მი. და და­მი­ჯე­რეთ, მე არ ვზრუ­ნავ ჩემს კონ­ტ­რაქ­ტ­ზე. უბ­რა­ლოდ, ტი­მი უფ­რო მრა­ვალ­ფე­რო­ვა­ნია და დან­კა­ნი ოლა­ჯუ­ონ­ზე კარ­გად მოქ­მე­დებს გუნ­დ­ზე.

და დი­ო­გუც წა­ვი­და. მა­ნამ­დე მარ­ქ­სიც. ბე­კი ჰე­მონ­თან მხო­ლოდ ფო­ტო­სე­სია გა­მო­ვი­და. ბე­კი მიკ­რო­ავ­ტო­ბუ­სი­დან მოვ­ხ­სე­ნით, შემ­დეგ მად­ლო­ბა გა­და­ვუ­ხა­დეთ და ბე­კი "სპერ­სის" მწვრთნე­ლებ­თან ერ­თად უც­ნო­ბი მი­მარ­თუ­ლე­ბით გა­ემ­გ­ზავ­რა.

ჩვენ ნაც­ნო­ბი მი­მარ­თუ­ლე­ბით წა­ვე­დით. უნ­და ავ­სუ­ლი­ყა­ვით მეტ­რომ­დე და იქი­დან, ჩვე­ნი და­ნიშ­ნუ­ლე­ბის ად­გი­ლამ­დე 6 გა­ჩე­რე­ბა იყო.

გრეგ პო­პო­ვი­ჩი თა­მა­შიც შემ­დეგ კი­დევ ერ­თხელ ვნა­ხეთ. მე და ეკამ ეგ­რე­ვე მოვ­ხი­ეთ ბრი­ფინ­გის ზო­ნა­ში და იქ, ჯერ კა­ი­ლი ან­დერ­სონს და­ვე­ლა­პა­რა­კეთ. ახალ­გაზ­რ­და, ძა­ლი­ან ლა­მა ტიპს, რო­მე­ლიც სა­კო­ლე­ჯო დო­ნე­ზე კა­ვაი ლე­ო­ნარ­დ­ზე ნი­ჭი­ერ კა­ლათ­ბურ­თე­ლად ით­ვ­ლე­ბო­და. და მა­ლე ან­დერ­სო­ნის ინ­ტერ­ვი­უც იქ­ნე­ბა. კი, კი, ნამ­დ­ვი­ლად იქ­ნე­ბა.

ჩვენ­ს­კენ და­იძ­რა მარ­კო ბე­ლი­ნე­ლი. რო­მე­ლიც "მა­ი­ა­მის­თან" მო­გე­ბუ­ლი სე­რი­ის შემ­დეგ ტი­რო­და. მარ­კო ყვე­ლა­ზე ბედ­ნი­ე­რი იყო. მთე­ლი "სან ან­ტო­ნიო" ყვე­ლა­ზე ბედ­ნი­ე­რი იყო. ბე­ლი­ნე­ლის პოს­ტერ­ზე ხე­ლის მო­წე­რა ვთხო­ვეთ. სი­ა­მოვ­ნე­ბით დაგ­ვ­თან­ხ­მ­და და უც­ბად, ნაც­ნო­ბი ხმა...

- აქაც თქვენ ხართ, არა?

ჩვენს უკან გრეგ პო­პო­ვი­ჩი იდ­გა. გრეგ­მა ხე­ლი ჩა­მო­მარ­თ­ვა, ეკას მე­გობ­რუ­ლად თა­ვი და­უქ­ნია და შე­ვარ­და საპ­რეს­კონ­ფე­რენ­ციო დარ­ბაზ­ში. ერთ-ერ­თი კითხ­ვის დროს, პო­პო­ვიჩ­მა ჟურ­ნა­ლისტს 7-8, მაქ­სი­მუმ 10 სიტყ­ვით უპა­სუ­ხა და გა­და­ხე­და თურქ ტარ­ჯი­მანს, მი­დი, შე­უ­ბე­რეო.

თურ­ქ­მა და­იწყო. პო­პო­ვი­ჩის 10 სიტყ­ვას თურ­ქი თით­ქ­მის ერ­თი წუ­თი თარ­გ­მ­ნი­და.

გრეგს ჯერ გა­ე­ცი­ნა. შემ­დეგ, ჟურ­ნა­ლის­ტებს გად­მოგ­ვ­ხე­და და ჩუ­მად გვითხ­რა, ნა­ხეთ რა მონ­დო­მე­ბუ­ლია, ხე­ლი არ შე­უ­შა­ლო­თო. და რო­დე­საც თურ­ქ­მა თარ­ჯი­მან­მა, და­ას­რუ­ლა თა­ვი­სი სო­ლო, ბედ­ნი­ერ­მა გრეგ­მა აღ­ნიშ­ნა - აი, მეც ზუს­ტად ეს ვი­გუ­ლის­ხ­მე!

პო­პო­ვი­ჩის, იუმო­რი. გრე­გის გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი იუმო­რი. გრეგ­მა ისა­უბ­რა მწვრთნელ ობ­რა­დო­ვიჩ­ზე. რომ­ლიც "ფე­ნერ­ბახ­ჩემ" წა­ა­გო "სან ან­ტო­ნი­ოს­თან", მაგ­რამ ეს ძა­ან მე­ო­რე­ხა­რის­ხო­ვა­ნი იყო. პო­პო­ვიჩ­მა ობ­რა­დო­ვიჩს ლე­გენ­და უწო­და. ობ­რა­დო­ვი­ჩი ლე­გენ­დაა. და გრე­გი? ნუ, მა­შინ პო­პო­ვი­ჩი ღმერ­თია.

ბრი­ფინ­გი დამ­თავ­რ­და. გრე­გი დარ­ბა­ზი­დან გა­მო­დის. და ჩვენ გვხე­დავს. იქ­ვეა "სან ანოტ­ნი­ოს" პი­არ მე­ნე­ჯე­რი, რო­მე­ლიც მე და ეკას მა­ნამ­დე, ტაქ­სი­მის ცენ­ტ­რა­ლურ მო­ე­დან­ზე შეგ­ვ­ხ­ვ­და.

- მო­დით, გა­მო­ვიც­ნობ. ალ­ბათ, თქვენ ჩემ­თან კი­დევ ერ­თხელ გინ­დათ ფო­ტოს გა­და­ღე­ბა?

- არა, მის­ტერ პო­პო­ვიჩ.

- აა, თქვენ ჩემ­თან აღარ გინ­დათ ფო­ტოს გა­და­ღე­ბა? ყო­ველ დღე იღებთ ფო­ტოს NBA-ს ჩემ­პი­ო­ნის მთა­ვარ მწვრთნელ­თან?

- მის­ტერ პო­პო­ვიჩ, პოს­ტერ­ზე ხელს მოგ­ვი­წერთ?

- არა, არ მო­გი­წერთ.

- მა­შინ ფო­ტო გა­და­ვი­ღოთ.

- რო­გორც ვხე­დავ, თქვენ არ შე­მეშ­ვე­ბით, არა? მო­მე­ცით ეგ პოს­ტე­რი. და თქვენ ხელს მა­წე­რი­ნებთ პოს­ტერ­ზე, სა­დაც მე სა­ერ­თოდ არ ვარ? არ არის კარ­გი ჟეს­ტი, მის­ტერ (პოს­ტერ­ზე "სპერ­სის" მო­თა­მა­შე­ე­ბი იყ­ვ­ნენ, მწვრთნე­ლე­ბის გა­რე­შე).

გრეგ­მა ხე­ლი მო­ა­წე­რა.

- დი­დი მად­ლო­ბა მის­ტერ პო­პო­ვიჩ.

და გრე­გი ჩემ­ს­კენ და­იძ­რა. მო­მი­ახ­ლოვ­და, გა­და­მეხ­ვია ხე­ლი, და უც­ბად, ძა­ლის­მი­ე­რი ილე­თით კი­სერ­ზე წა­მი­ჭი­რა ხე­ლი და "სან ან­ტო­ნი­ოს" კე­პი მთელ სა­ხე­ზე ჩა­მო­მა­ფა­რა. ხელს არ მიშ­ვებს და მე­უბ­ნე­ბა - Never mess with NBA champion! Never ever, boy!!! და ხე­ლი გა­მიშ­ვა.

- მის­ტერ პო­პო­ვიჩ, დი­დი მად­ლო­ბა ავ­ტოგ­რა­ფის­თ­ვის.

- კარ­გია, რომ ამ მშვე­ნი­ერ­მა გო­გო­ნამ ეს კად­რე­ბი არ გა­და­ი­ღო. მი­ჩი­ველ­ბ­დით ხო?

- არა, სერ, უბ­რა­ლოდ, კი­დევ ერ­თხელ გთხოვ­დით სუ­რა­თის გა­და­ღე­ბას.

- ჩემ­თან თუ იმ მო­ხუც­თან?

- ვის­თან?

- ტი­მის­თან.

- არა, თქვენ­თან სერ.

- დი­დი მად­ლო­ბა, რომ ასე ყუ­რადღე­ბით ადევ­ნებთ თვალს კა­ლათ­ბურთს, ჩვენს ლი­გას და "სან ან­ტო­ნი­ოს". ჩემ­თ­ვის ეს სა­სი­ა­მოვ­ნოა. ასე გა­აგ­რ­ძე­ლეთ. და ქალ­ბა­ტო­ნო (პო­პო­ვიჩ­მა ეკას მი­მარ­თა), ყუ­რადღე­ბა მი­აქ­ცი­ეთ ამ ადა­მი­ანს, მგო­ნი, ტი­მი ყვე­ლა­ზე უფ­რო უყ­ვარს.

და გრე­გი წა­ვი­და. ჩვენც წა­ვე­დით. და სტამ­ბო­ლი, "სან ანოტ­ნიო", მის­ტერ პო­პო­ვი­ჩი და ის ერ­თი ავ­ტოგ­რა­ფი დარ­ჩე­ბა.

P.S. პო­პო­ვიჩ­მა გი­ორ­გი ბარ­ბა­ქა­ძის ნა­ჩუ­ქა­რი კე­პი გა­მი­ფუ­ჭა.

lika andiashvili